6 ივლისის ღამეს დრონებით შეტევა განხორციელდა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმზე, ასევე რუსეთის ფედერაციის რამდენიმე რეგიონზე. იუწყება უკრაინული მედია.
წინასწარი ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა სამხედრო ობიექტებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, პორტზე და რუსეთის სამხედრო ძალების განლაგების ადგილებზე. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწეყბა.
გავრცეკებული ინფორმაციით, ბერდიანსკში აფეთქება მოხდა და ქარხანა „AZMOL“-ის ტერიტორიაზე. წინასწარი შეფასებით, დარტყმა რუსეთის სამხედროების განლაგების ადგილზე განხორციელდა.
მარიუპოლში ორი აფეთქება დაფიქსირდა. გავრცელებული ცნობებით, მუშაობდა რუსეთის საჰაერო თავდაცვა და დაფიქსირდა უკრაინული დრონების მასობრივი გადაადგილება როსტოვის ოლქის მიმართულებით.
ასევე წინასწარი მონაცემებით, იაკიმოვკაში (მელიტოპოლის რაიონი) დაზიანდა რუსეთის სამხედრო ძალების მოძრავი შემადგენლობა.
ტაგანროგში შეტევის შემდეგ პორტის რაიონში ხანძრის ნიშნები დაფიქსირდა, ხოლო იაროსლავლში, გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმის სამიზნე გახდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციის გამო მოსკოვის მიმართულებით გასასვლელი დროებით დაიკეტა.
ასევე გავრცელებული ცნობებით, შეტევები განხორციელდა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმზე. დაზიანდა „სიმფეროპოლის“ ქვესადგური, ასევე ქერჩის პორტის რაიონი და გვრარდეისკოეს სამხედრო აეროდრომი.
გარდა ამისა, ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვა მუშაობდა ლიპეცკის ოლქში, როსტოვის ოლქში, მოსკოვის ოლქში, კალუგის ოლქში, ტულის ოლქში, რიაზანის ოლქში, იაროსლავის ოლქში, ტვერის ოლქში, ლენინგრადის ოლქში, ასევე კრასნოდარის მხარეში.