ჩვენ შესახებ
2005 წლის 1 ივნისს ახალი ამბების სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენმა” პირველი ინფორმაცია გაავრცელა. მოკლე დროში სააგენტომ საქართველოსა და შავი ზღვისპირეთის ქვეყნების საინფორმაციო ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია მოიპოვა.
საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში, მით უფრო მის კონფლიქტურ რეგიონებსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები ყოველთვის იპყრობს მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას, შესაბამისად, „ჯი-ეიჩ-ენი“ უზრუნველყოფს საზოგადოებას გადამოწმებული და ოპერატიული ინფორმაციით.
“ჯი-ეიჩ-ენის” კონტრაქტორები არიან სამთავრობო დაწესებულებები, წამყვანი ქართული კომპანიები, მედიასაშუალებები, საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები, არასამთავრობი სექტორი.
2010 წლის 4 მარტს სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენი” გახდა შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ასოციაციის / BSANNA / თავმჯდომარე.
“ჯი-ეიჩ-ენი” არის ყოველწლიურად “წლის ადამიანებისა და კომპანიების” გამოკითხვისა და “ოქროს პერგამენტის” დაჯილდოების ცერემონიალის ინიციატორი და ორგანიზატორი.
ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" მფლობელია შპს მედიასახლი ჯი-ეიჩ-ენი - ამონაწერი.
სააგენტოს მთავარი რედაქტორია ჟურნალისტი თეიმურაზ ჭუმბურიძე.