GHN RSS Feed https://ghn.ge/index.php რუსეთმა ენერგეტიკული ზავი გამოცხადებიდან რამდენიმე საათში დაარღვია - ანდრი სიბიჰა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას განცხადებით, რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ენერგეტიკული ზავი გამოცხადებიდან მალევე დაარღვია და ხარკოვის მე-5 თბოელექტროსადგურს დაარტყა. სიბიჰას თქმით, ამის შესახებ მან გერმანელ კოლეგას, იოჰან ვადეფულს, სატელეფონო საუბრისას აცნობა. "კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის მზადყოფნა ენერგეტიკული ზავის სრულად დაცვისთვის, თუ რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს. რუსულ ტერორს ძალა, ერთიანობა და გადამწყვეტი მოქმედებები უნდა დავუპირისპიროთ: უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტები, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა და რუსეთის გაყინული აქტივების სრულად გამოყენება. მადლობა გერმანიას უკრაინის მხარდაჭერაში ლიდერობისთვის. ეს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობაა, რომელსაც გერმანიის ეკონომიკისთვის ხელშესახები სარგებელი მოაქვს - ენერგეტიკული თანამშრომლობიდან და თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოებიდან დაწყებული, გერმანული კომპანიებისთვის უკრაინის აღდგენის პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობით დამთავრებული“, - წერს სიბიჰა სოციალურ ქსელ X-ზე. https://ghn.ge/index.php/news/355123-rusetma-energetikuli-zavi-gamotskhadebidan-ramdenime-saatshi-daarghvia-andri-sibiha სიბიგა: რუსეთმა ენერგეტიკული ზავი ტრამპის მიერ გამოცხადებიდან რამდენიმე საათში დაარღვია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1943957100.png 2026-10-11 355123 ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას მომავალ კვირას კიდევ დაახლოებით 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. ზელენსკის თქმით, მან ფონ დერ ლაიენთან ევროკავშირსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და უკრაინის მხარდაჭერისთვის საჭირო გადაწყვეტილებები განიხილა. უკრაინის პრეზიდენტმა ევროკომისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა თავდაცვისთვის განკუთვნილი 1,24 მილიარდი ევროს ბოლო ტრანშისთვის, რომელიც უკრაინამ უკვე მიიღო. „მადლიერი ვარ დადასტურებისთვის, რომ მომავალ კვირას კიდევ დაახლოებით 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გამოიყოფა. ეს თანხები ჩვენს პოზიციებს გააძლიერებს“, - წერს ზელენსკი. მან ასევე მიაწოდა ფონ დერ ლაიენს ინფორმაცია რუსეთის უწყვეტი თავდასხმების შესახებ. ზელენსკის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტთან საუბრამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთმა კიევში ელექტროსადგურს დრონით დაარტყა, რის შედეგადაც დედაქალაქის ბევრ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. მოგვიანებით დარტყმები ხარკოვის ოლქის ენერგეტიკულ ობიექტებზეც განხორციელდა. „ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგაც კი, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. „ურსულასთან შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები დეტალურად განიხილავენ სამომავლო ერთობლივ ნაბიჯებსა და მოქმედებების კოორდინაციას. ასევე ვემზადებით მოლაპარაკებების კლასტერების გახსნისთვის, რათა წლის ბოლომდე ყველა დარჩენილი კლასტერი გაიხსნას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.   https://ghn.ge/index.php/news/355122-evrokavshiri-ukrainas-3-miliardi-evros-samkhedro-dakhmarebas-gamouqofs-volodimir-zelenski ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინას მომავალ კვირას 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1431751201.png 2026-10-11 355122 მზად ვართ, თუმცა ცოტა ხნის წინ ხარკოვის თბოელექტროსადგურს დაარტყეს - ვოლოდიმირ ზელენსკი ენერგეტიკულ ზავზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კარგი ამბავია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობად იქცეს. „უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს. უკრაინა მზადაა, რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები არ განახორციელოს. ველოდებით, რომ რუსეთიც ანალოგიური მზადყოფნით იმოქმედებს და ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტის შეთანხმებას შეასრულებს. ჩვენ მივესალმებით ასეთ შეთანხმებას“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად ენერგეტიკული ზავის შესახებ განცხადებისა, რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს. მისი განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში უკრაინის ცაში რუსული დრონები დაფრინავდნენ, განხორციელდა ავიაბომბებით დარტყმებიც და შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე. ზელენსკის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ დარტყმა განხორციელდა ხარკოვის თბოელექტროსადგურზეც. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინაში ელექტროენერგიისობიექტებზე 200-ზე მეტი დარტყმა განახორციელა. კიდევ 17 დარტყმა გაზისა და ნავთობის ობიექტებზე განხორციელდა. ზელენსკის თქმით, ამავე კვირაში რუსეთის თავდასხმებს 150-ზე მეტი უკრაინელი ემსხვერპლა, 700-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. „უკრაინას დეესკალაციის არაერთი ნაბიჯი აქვს შეთავაზებული. პუტინი ყველაფერს ერთი პასუხით პასუხობდა - ეს იყო მისი „არა“. ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ბოლოს და ბოლოს, ის ამერიკას, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს სხვა რამეს ეტყვის., რაც მკვლელობასა და სიცრუეს არ უკავშირდება. ისეთ რამეს, რაც რეალურ და ღირსეულ მშვიდობამდე მიგვიყვანს. უკრაინას მშვიდობა სურს. საკითხავია, სურს თუ არა ის რუსეთს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „ყველა შესაბამისი ბრძანება მიიღეს“. „ვიცავთ უკრაინას. ვიბრძვით უკრაინის მხარდაჭერისთვის. მხარს ვუჭერთ პარტნიორების ყველა ნაბიჯს, რომელსაც ჩვენი დახმარება შეუძლია. ველოდებით ამერიკასა და რუსეთს შორის დიალოგის მკაფიო დეტალებს და იმას, რომ პუტინი შეასრულებს იმას, რაზეც პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა“, -  აღნიშნა ზელენსკიმ. https://ghn.ge/index.php/news/355121-mzad-vart-tumtsa-tsota-khnis-tsin-kharkovis-tboelektrosadgurs-daartqes-volodimir-zelenski-energetikul-zavze ზელენსკი ტრამპის მიერ გამოცხადებულ ენერგეტიკულ ზავზე: მზად ვართ, თუმცა ცოტა ხნის წინ ხარკოვის თბოელექტროსადგურს დაარტყეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2003790383.jpg 2026-10-11 355121 უკრაინას ვერაფერი გატეხს - დონალდ ტუსკი ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა ტუსკის თქმით, ზელენსკისთან საუბრის შემდეგ ეჭვი აღარ ეპარება, რომ უკრაინასა და მის პრეზიდენტს რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში ვერაფერი გატეხს. „დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვერაფერი და ვერავინ გატეხს უკრაინასა და მის პრეზიდენტს რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში. დავარწმუნე ის, რომ უკრაინელ ხალხს შეუძლია, პოლონეთისა და ევროპის სრული სოლიდარობის იმედი ჰქონდეს“, - წერს პოლონეთის მთავრობის მეთაური X-ზე. https://ghn.ge/index.php/news/355120-ukrainas-veraferi-gatekhs-donald-tuski-volodimir-zelenskistan-saubris-shemdeg ტუსკი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ: უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერაფერი გატეხს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1755053237.jpg 2026-10-11 355120 უკრაინა ენერგეტიკულ ზავს მხარს უჭერს და აშშ-ისგან დეტალებს ელოდება - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა მხარს უჭერს ენერგეტიკულ ზავს, რომლის შესახებაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, და ამერიკული მხარისგან დამატებით დეტალებს ელოდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. ზელენსკის განცხადებით, მან ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან და ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ისაუბრა. მხარეებმა ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილეს. „უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმაც დაუჭიროს მხარი. ამერიკული მხარისგან დეტალებს ველოდებით. უკრაინის მხრიდან ყოველთვის გვაქვს სრული მხარდაჭერა დეესკალაციისკენ მიმართული ზომების, სიცოცხლის დაცვისა და იმ აუცილებელი გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებიც ომის დასრულებასა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება“,- წერს ზელენსკი. 11 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ.   https://ghn.ge/index.php/news/355119-ukraina-energetikul-zavs-mkhars-uchers-da-ashsh-isgan-detalebs-elodeba-volodimir-zelenski ზელენსკი: უკრაინა ენერგეტიკულ ზავს მხარს უჭერს და აშშ-ისგან დეტალებს ელოდება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1744314062.png 2026-10-11 355119 პოლონეთში დააკავეს კაცი, რომელიც დონალდ ტუსკზე თავდასხმას გეგმავდა პოლონეთში დააკავეს კაცი, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს ემუქრებოდა და მის წინააღმდეგ თავდასხმას გეგმავდა. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარცინ კერვინსკიმ განაცხადა.  მინისტრმა დაკავების შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია. ინციდენტს გამოეხმაურა თავად ტუსკიც. მან პოლიციას „სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებისთვის“ მადლობა გადაუხადა. მანამდე პოლიციამ შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მიიღო როგორც ტუსკზე, ისე პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე. სპეციალური სამსახურების კოორდინატორის პრესსპიკერის, იაცეკ დობჟინსკის განცხადებით, არსებობდა ამ მუქარების განხორციელების მაღალი ალბათობა. https://ghn.ge/index.php/news/355118-polonetshi-daakaves-katsi-romelits-donald-tuskze-tavdaskhmas-gegmavda პოლონეთში დააკავეს კაცი, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს ემუქრებოდა და მის წინააღმდეგ თავდასხმას გეგმავდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/799616255.png 2026-10-11 355118 ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგეტიკული ზავის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ მზადაა დათანხმდეს - Axios-ის ჟურნალისტი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ზავის გამოცხადება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა თუ რუსეთი შეთანხმებას დათანხმდება, უკრაინაც მზად არის, მას შეუერთდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ Axios-ის ჟურნალისტ ბარაკ რავიდთან საუბრისას განაცხადა. რავიდმა უკრაინის პრეზიდენტის კომენტარი სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ მითხრა: „ზავის გამოცხადება ჩემთვის მოულოდნელი იყო. თუმცა, თუ რუსები ენერგეტიკულ ზავს დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება. თუ პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან ამაზე შეთანხმებას მიაღწია, გთხოვთ, შეგვატყობინოთ, როდის დაიწყება ზავი - ჩვენ მზად ვართ და მივიღებთ მას“, - წერს რავიდი. 11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ და ის დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს. თუმცა, ტრამპს შეთანხმების დეტალები არ დაუკონკრეტებია. მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ მოსკოვი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეაჩერებს. 🚨🚨🚨President Zelensky told me: "The ceasefire announcement was news for me. But if Russians agree to an energy ceasefire Ukraine will agree. If president Trump negotiated it with Putin - please tell us when the ceasefire begins - we are ready and we will accept it" https://t.co/lEwyLmH4zc — Barak Ravid (@BarakRavid) October 11, 2026   https://ghn.ge/index.php/news/355117-volodimir-zelenskim-energetikuli-zavis-shesakheb-araferi-itsoda-magram-mzadaa-datankhmdes-axios-is-zhurnalisti ზელენსკიმ „ენერგეტიკული ზავის“ შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ მზადაა დათანხმდეს. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1371689213.png 2026-10-11 355117 საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველომ ჩინეთის გუნდი 4:1 დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ნინო გულბანმა (70 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრები ხუთი ძიუდოისტით ასპარეზობდა, რადგან სოფიო სომხიშვილმა (78+კგ) ფრანგებთან მიღებული ტრამვის გამო ჭიდაობა ვეღარ შეძლო და ერთი ქულა ჩინეთმა ავტომატურად მიიღო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტრავმირებული ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძემ შეცვალა. https://ghn.ge/index.php/news/355116-sakartvelos-dziudoistta-nakrebma-msoflio-chempionatze-brinjaos-medali-moipova ძიუდო | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა სპორტი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1414403729.jpg 2026-10-11 355116 უკრაინა და რუსეთი ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის დაწყება გამოაცხადა. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „დაუყოვნებლივ ძალაში შედის „ენერგეტიკული ზავი“ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში. ორივე მხარე დათანხმდა. არ დაარღვიოთ იგი!“, – აცხადებს დონალდ ტრამპი. https://ghn.ge/index.php/news/355115-ukraina-da-ruseti-energetikul-zavze-shetankhmdnen-donald-trampi ტრამპი: უკრაინა და რუსეთი ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1157973138.png 2026-10-11 355115 ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს სრულყოფილად იკვრება შვიდი მარადიული ღირებულება - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი - მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.  ღონისძიების გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლსა და იმ ფასეულობებზე ისაუბრა, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი.  მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, 1700 წლის წინ ქართველთა მიერ გაკეთებულმა არჩევანმა განსაზღვრა ქვეყნის კულტურული სახე, სახელმწიფოებრივი აზროვნება და ისტორიული განვითარების გზა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა თანამედროვე მსოფლიოს ღირებულებით გამოწვევებზე და ისაუბრა იმ ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომლებსაც, მისი შეფასებით, ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარება უნდა ეფუძნებოდეს.  „ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს სრულყოფილად იკვრება შვიდი მარადიული ღირებულება - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი. ეს შვიდკომპონენტიანი უნიკალური ფორმულა, რომელიც წმინდა ილია მართალის მე-19 საუკუნის ეროვნულ ტრიადასა და უწმინდესი ილია II-ის სულიერ მემკვიდრეობას ეფუძნება, სცდება დროითა და სივრცით საზღვრებს და ორგანულად აერთიანებს ქართული ეროვნული აზროვნების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას - მათ შორის ქართული გონისა და სულის ისეთ უზენაეს მწვერვალებს, როგორებიცაა შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას უკვდავი მემკვიდრეობა. სწორედ ეს შვიდი სიმბოლო წარმოადგენს პიროვნების განმსაზღვრელ ფუნდამენტს. დღეს, როდესაც გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ადამიანის იდენტობის გაუფასურებას ცდილობს, ეს მარადიული ღირებულებები ჩვენს უმთავრეს ეგზისტენციალურ ფარად გვევლინება. ამ იდეალებით აღზრდილი ქართველი ახალგაზრდობა არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება ბევრად უფრო დაცული, პროგრესული, მორალურად მყარი და ემპათიური“, - განაცხადა პრეზიდენტმა.  მიხეილ ყაველაშვილის თქმით, დღევანდელი მრავალმხრივი გამოწვევების ფონზე, სწორედ ამ შვიდ მარადიულ საყრდენზე უნდა აღიმართოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო და მისი სტრატეგიული განვითარება.  საერთაშორისო სიმპოზიუმი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ 11-13 ოქტომბერს იმართება. ღონისძიების გახსნას მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო. https://ghn.ge/index.php/news/355113-chvens-sakhelmtsifoebriv-azrovnebashi-dghes-srulqofilad-ikvreba-shvidi-maradiuli-ghirebuleba-ghmerti-samshoblo-adamiani-mamuli-ena-sartsmunoeba-da-ojakhi-mikheil-qavelashvili ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს სრულყოფილად იკვრება შვიდი მარადიული ღირებულება - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1684286223.png 2026-10-11 355113 უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ ვლადიმირ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, არჩევნები ჩაატაროს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა.  „უთხარით პუტინს, მოგვცეს ორი თვე - 60 დღე სრული ცეცხლის შეწყვეტა და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ლიდერის არჩევა მხოლოდ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია და არა თეთრი სახლის ან კრემლის. მან ასევე აღნიშნა, რომ ომის პირობებში არჩევნების ჩატარება რთულია, რადგან საჭიროა ამომრჩეველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ზელენსკის განცხადებით, თუ ტრამპს უკრაინაში არჩევნების ჩატარება სურს, მან პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ უნდა მოუწოდოს. ინტერვიუში ზელენსკიმ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კიევი მზადაა, რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები შეაჩეროს, თუ მოსკოვი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს შეწყვეტს. https://ghn.ge/index.php/news/355114-ukraina-archevnebs-chaatarebs-tu-vladimir-putini-60-dghian-tsetskhlis-shetsqvetas-datankhmdeba-volodimir-zelenski უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ ვლადიმერ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/310366700.jpeg 2026-10-11 355114 ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება - ირაკლი კობახიძე საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ, ჩვენი ერის განვითარების გზა და თვითმყოფადობა განსაზღვრა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო სიმპოზიუმზე, „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დედაეკლესია საუკუნეების განმავლობაში იყო ქვეყნის სულიერი საყრდენი. „ჩვენი უდიდესი საერო და სასულიერო მოღვაწეების ძალისხმევაც ასწლეულების განმავლობაში ამ ძლიერი ფუნდამენტის განმტკიცებისკენ იყო მიმართული. განსაკუთრებულია ჩვენი დიდი პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი იმაში, რომ თანამედროვე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობასა და ამ პროცესში ერის სულიერ ერთობას საფუძვლად დაედო უზენაესი ქრისტიანული ფასეულობები. სახელმწიფო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ამ მარადიულ ღირებულებებს. ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება. „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა. მისასალმებელია, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმი სწორედ ამ თემაზე იმართება და მიზნად ისახავს ამ ფასეულობებს შორის ურთიერთკავშირისა და თანამედროვე ცხოვრებაში მათი მნიშვნელობის გააზრებას. მადლობას ვუხდი სიმპოზიუმის ორგანიზატორებს, მეცნიერებს, სასულიერო პირებს და ყველა სტუმარს. მჯერა, დღევანდელი დიალოგი და სამომავლო თანამშრომლობა ღირებულ წვლილს შეიტანს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების განმტკიცების საქმეში. გილოცავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. საერთაშორისო სიმპოზიუმს  ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://ghn.ge/index.php/news/355112-eklesiastan-mchidro-tanamshromlobit-chven-mtkitsed-davitsavt-memkvidreobas-romelsats-chveni-erovnuli-ertoba-da-ganvitareba-efudzneba-irakli-kobakhidze ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/681939492.jpg 2026-10-11 355112 თურქეთში, ბურსადან იზმირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი სატვირთო მანქანასთან შეჯახების შემდეგ გადაბრუნდა - დაიღუპა 11 და დაშავდა 27 ადამიანი თურქეთის დასავლეთ ნაწილში, მანისის პროვინციის აქჰისარის რაიონში, ბურსადან იზმირის მიმართულებით მოძრავი ტურისტული ავტობუსი სატვირთო ავტომობილთან შეჯახების შედეგად გადაბრუნდა. ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა.  თურქული მედიის ცნობით, ავარია გებზეს, ორჰანგაზისა და იზმირის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, აქჰისარის გადასახდელ პუნქტთან მოხდა. შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ ადგილზე სასწრაფო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ჯგუფები მივიდნენ. მანისის პროვინციის ადმინისტრაციის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, შემთხვევის გარემოებებს შესაბამისი უწყებები იძიებენ. https://ghn.ge/index.php/news/355111-turketshi-bursadan-izmiris-mimartulebit-modzravi-avtobusi-satvirto-mankanastan-shejakhebis-shemdeg-gadabrunda-daighupa-11-da-dashavda-27-adamiani თურქეთში, ბურსადან იზმირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი სატვირთო მანქანასთან შეჯახების შემდეგ გადაბრუნდა - დიღუპა 11 და დაშავდა 27 ადამიანი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1939190301.jpg 2026-10-11 355111 როდესაც ტრამპი ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდებს, ის ცალსახად მკვლელის მხარეს დგება, აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე  ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მკვლელის მხარეს დადგა“, როდესაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთა. ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.  შტრაკ-ციმერმანმა ტრამპი გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის გადადგომისკენ მოწოდების გამო და აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელის არჩევის უფლება მხოლოდ უკრაინელ ხალხს აქვს. „როდესაც ტრამპი ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდებს, ის ცალსახად მკვლელის მხარეს დგება. უკრაინის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეები იღებენ თავისუფალი არჩევნების გზით და არა თეთრი სახლი და მით უმეტეს - კრემლი“, - ხაზგასმით აღნიშნა შტრაკ-ციმერმანმა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს, ხოლო მისმა მსხვერპლებმა სათანადო მხარდაჭერა უნდა მიიღონ. ევროპარლამენტარის შეფასებით, ტრამპი მოკავშირეებზე თავდასხმებით დასავლეთს ასუსტებს და დემოკრატიას აზიანებს. შტრაკ-ციმერმანის განცხადებით, ევროპა აშშ-ს, როგორც პარტნიორს ვეღარ დაეყრდნობა და უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს. „მოკავშირეებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მორიგი თავდასხმებით ტრამპი დასავლეთს ასუსტებს და დემოკრატიას ზიანს აყენებს. ასე ფიქრობს ბევრი ამერიკელიც. ამიტომ ევროპამ მტკიცედ უნდა შეინარჩუნოს მკაფიო კურსი და მხარი დაუჭიროს უკრაინას, რადგან აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება“, - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის ომის დასრულება არ სურს და აღნიშნა, რომ უკრაინამ „ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს“. https://ghn.ge/index.php/news/355110-rodesats-trampi-zelenskis-gadadgomisken-moutsodebs-is-tsalsakhad-mkvlelis-mkhares-dgeba-ashsh-ze-daqrdnoba-akhla-ar-sheidzleba-evroparlamentis-tavdatsvisa-da-usafrtkhoebis-komitetis-tavmjdomare ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/150154192.jpg 2026-10-11 355110 მრავალი ჩვენგანი წლების განმავლობაში შრომობს, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს, გვავიწყდება, რომ ღმერთს ვთხოვოთ ლოცვა-კურთხევა ამ საქმეზე, ამას არ ვაკეთებთ და ამიტომ გვემართება ყოველგვარი მარცხიც, წარუმატებლობაც - შიო მესამე ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა…ეს შეცდომა ბევრ ჩვენგანს მოსდის, რომ ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენი ჭკუით და ენერგიით მივაღწიოთ წარმატებას. როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სულთმოფენობიდან მეცხრამეტე კვირას სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „ ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღევანდელ კვირა დღეს! დღეს წმინდა სახარებიდან წაკითხული იყო ეპიზოდი სასწაულებრივი თევზჭერის შესახებ, საიდანაც განსაკუთრებით ჩანს ღვთის ლოცვა-კურთხევის ძალა და მნიშვნელობა. სახარება მოგვითხრობს, რომ მოციქულები – პეტრე, იაკობი და იოანე – მთელი ღამე თევზაობდნენ, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს. და აი, როდესაც მათ იესო ქრისტეს ლოცვა-კურთხევით მოისროლეს ბადე, იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ და ორივე ნავი ისე აავსეს, ლამის იძირებოდნენ. რა თქმა უნდა, გაკვირვებამ, გაოცებამ შეიპყრო ისინი. ამაზე წერს წმინდა იაკობ მოციქული: „გსურთ და არ გაქვთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ; ითხოვთ, მაგრამ არ გეძლევათ, იმიტომ, რომ არასწორად, ბოროტად, თქვენი ვნებების დაკმაყოფილებისთვის ითხოვთ“ (იაკ. 4, 2-3). ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა. ამიტომაც ამბობს უფალი იესო ქრისტე სახარებაში: „უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი“ (ინ. 15, 5). წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი“ (ფსალ. 126, 1). მართლაც, როდესაც ადამიანი გამოითხოვს ღვთისგან ლოცვა-კურთხევას, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ თავის ჭკუას და ძალას კი არ ენდობა, არამედ ესავს ზეგარდამო ლოცვა-კურთხევას და შეწევნას. ეს შეცდომა ბევრ ჩვენგანს მოსდის, რომ ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენი ჭკუით და ენერგიით მივაღწიოთ წარმატებას. როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა. ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც გითხარით, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ვიქონიოთ ღვთისგან ლოცვა-კურთხევა, მით უმეტეს, არ მოითხოვს დიდ შრომას, რომ მივმართოთ უფალს, პირჯვარი გადავისახოთ და ვთქვათ: „უფალო, მიკურთხე ეს საქმე, დამლოცე ამ საქმეზე“. თუ გვაქვს საშუალება, მოძღვართანაც მივიდეთ და ავიღოთ ლოცვა-კურთხევა, მთლად უკეთესი! ამაზე დიდად არის დამოკიდებული ჩვენი საქმის და ამა თუ იმ წამოწყების წარმატება. რა თქმა უნდა, ეს დიდი სასწაული რომ იხილეს მოციქულებმა, შეეშინდათ, გაუკვირდათ. განსაკუთრებით პეტრეზეა აღნიშნული სახარებაში, რომ მასში გაიღვიძა სინანულმა. მან გააცნობიერა, რომ უღირსია, იყოს მაცხოვრის გვერდით; დაუჩოქა მას და უთხრა: „გამშორდი, უფალო, მე არ ვარ ღირსი, შენთან ვიყო“. უფალმა მიუგო: „ნუ გეშინია, პეტრე, ამიერიდან გახდები შენ კაცთა მონადირე“ (ლკ. 5, 8-10). რას ნიშნავს „კაცთა მონადირე“? როგორ უნდა მოინადირო ადამიანი? ადამიანის მონადირება ნიშნავს მის გადარჩენას ბოროტებისგან, ეშმაკის მახეებისგან, ცოდვისგან, მის შემობრუნებას ქრისტესკენ, სულის ცხონებისკენ. ასეთი მონადირება კაცთა დღესაც გრძელდება, იმიტომ, რომ ეშმაკის მახეები მრავლად არის დაგებული და მრავალი ებმება ამ მახეებში, მაგრამ უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავისი ერთგული მსახურების, თავისი სიტყვის, თავისი ეკლესიის მეშვეობით მოგვიწოდებს, მოგვიხმობს თავისკენ და სულის გადარჩენისკენ. შეგახსენებთ მის სიტყვებს: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე განგისვენებთ თქვენ“ (მთ. 11, 28 ). კიდევ ერთი რამ იპყრობს ჩვენს ყურადღებას ამ სახარებაში. როდესაც მოციქულებმა ასეთი დიდი შემოსავალი მიიღეს, ასეთი საოცარი თევზჭერა ჰქონდათ, არ მოიხიბლნენ ამ სიმდიდრით, არ მიეჯაჭვნენ გულით ამ მატერიალურ სიკეთეებს, არამედ მიატოვეს თავიანთი ბადეები, ყველაფერი და გაჰყვნენ, შეუდგნენ უფალს. ესეც დიდი მაგალითია ჩვენთვის. ჩვენც, როდესაც მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, ეს არ გახდეს ჩვენთვის მთავარი ამ ცხოვრებაში, არ მივეჯაჭვოთ გულით, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები, რომელთა შესახებ შესანიშნავად წერს წმინდა პავლე მოციქული, რომ ადამიანის თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და კაცსაც არ გაუვლია გულში სიკეთეები, რომლებიც ღმერთმა განუმზადა თავის მოყვარულ ადამიანებს (I კორ. 2, 9). რა სიკეთეებია ეს, ძვირფასო ძმებო და დებო? ეს არის მკვდრეთით აღდგომა, ეს არის სხეულის უხრწნელება, ანგელოზებთან ერთობა, მთავარანგელოზებთან ზეიმი, ღმერთთან მარადიული სიხარული და ცხოვრება, რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოთ მამით, ყოვლადწმინდით, სახიერით, ცხოველსმყოფელი სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“,- აღნიშნა პატრიარქმა შიო მესამემ. https://ghn.ge/index.php/news/355109-mravali-chvengani-tslebis-ganmavlobashi-shromobs-magram-tsarmatebas-ver-aghtsevs-gvavitsqdeba-rom-ghmerts-vtkhovot-lotsva-kurtkheva-am-sakmeze-amas-ar-vaketebt-da-amitom-gvemarteba-qovelgvari-martskhits-tsarumateblobats-shio-mesame მრავალი ჩვენგანი წლების განმავლობაში შრომობს, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს, გვავიწყდება, რომ ღმერთს ვთხოვოთ ლოცვა-კურთხევა ამ საქმეზე, ამას არ ვაკეთებთ და ამიტომ გვემართება ყოველგვარი მარცხიც, წარუმატებლობაც - შიო მესამე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1539275044.jpg 2026-10-11 355109 პუტინს ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა „ძალიან სურს“. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მათ ამერიკის პრეზიდენტს ჰკითხეს, რა უთხრა პუტინმა 9 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს.  „მას სურს, შეთანხმების მიღწევა. პრეზიდენტ პუტინს ძალიან სურს, შეთანხმება მიღწეული იყოს“, - განაცხადა ტრამპმა. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი მსოფლიო ბაზარს ნავთობის მნიშვნელოვან მოცულობას აწვდის. „შეხედეთ, ის მსოფლიო ბაზარს ნავთობის დიდ მოცულობას აწვდის. კარგი, ეს კარგია. სხვათა შორის, ძალიან დაბალ ფასად“, - თქვა ტრამპმა. ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის. ტრამპმა ამის შესახებ 9 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა და პუტინთან საუბარს "უაღრესად წარმატებული" უწოდა. https://ghn.ge/index.php/news/355108-putins-omis-dasrulebis-shesakheb-shetankhmebis-mightseva-dzalian-surs-donald-trampi ტრამპი: პუტინს ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1034758033.jpg 2026-10-11 355108 მეტყევის დღეს ტყის დაცვისა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სფეროს წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეტყევის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, ტყის დაცვისა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სხვადასხვა უწყების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის საქმეში მათი ყოველდღიური შრომისა და პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქართველოში სატყეო რეფორმა 2013 წლიდან მიმდინარეობს და მისი მთავარი მიზანი საქართველოს ტყეების მდგრადი მართვა, აღდგენა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა. მეამაყება, რომ თქვენთან ერთად საფუძველი ჩავუყარეთ უპრეცედენტო და ყოვლისმომცველ ცვლილებებს, რომელთა მსგავსი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ეს არის საქმე არა მხოლოდ ტყის, არამედ ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის მომავლისთვის. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ საქართველოს ტყეებზე - ტყის მცველების, მეტყევეების, სპეციალისტებისა და მეცნიერების. მოხარული ვარ, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს შესაძლებლობა მაქვს, დავაჯილდოვო ტყის სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი პროფესიული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის სატყეო სფეროს განვითარებაში. თქვენი სახით ტყეს საიმედო პატრონი ჰყავს, ხოლო თქვენ, სამინისტროს სახით, ღირსეული პარტნიორი და ქომაგი“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა. წლების განმავლობაში ტყის სექტორში წარმატებული საქმიანობისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და აჭარის ა/რ სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს სამკერდე ნიშნები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ სატყეო დარგში მოღვაწე სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, დარგის ღვაწლმოსილ მეტყევეებს „დამსახურებული მეტყევის“ სტატუსი მიენიჭათ და სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიებაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა სატყეო რეფორმის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. აღინიშნა, რომ რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ტყის დაცვისა და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებაა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ვიდეორგოლის - „სატყეო რეფორმა 2026“ პრეზენტაცია. სატყეო რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ტყის დაცვისა და მონიტორინგის სისტემა. უკანონო ჭრების პრევენციისა და ტყის დაცვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 1.7 მილიონზე მეტი ჰექტარი 903 სამცველოდ დაიყო და ტყის მცველებს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცათ. ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გასაძლიერებლად სისტემას 499 ახალი თანამშრომელი დაემატა, მათ შორის 401 ტყის მცველი. შედეგად, ერთ ტყის მცველზე დასაცავი ტერიტორია 10-15 ათასი ჰექტრიდან საშუალოდ 2 000 ჰექტრამდე შემცირდა, ხოლო ტყის მცველთა ხელფასი მიმდინარე წლის იანვრიდან გაორმაგდა. ტყის დაცვისა და მონიტორინგის თანამედროვე მოდელის ფარგლებში, მონიტორინგი სრულად გაციფრულდა. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოიყენება პლანშეტები, სამხრე კამერები, რაციები და ფოტოხაფანგები, რაც ტყის ფიზიკური დაცვისა და კონტროლის ეფექტიანობის გაზრდას უზრუნველყოფს. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აკადემიური წრეებისა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. https://ghn.ge/index.php/news/355107-metqevis-dghes-tqis-datsvisa-da-satqeo-sektoris-ganvitarebashi-shetanili-tsvlilistvis-sferos-tsarmomadgenlebi-dajildovdnen მეტყევის დღეს ტყის დაცვისა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სფეროს წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/602699262.jpeg 2026-10-11 355107 პოლონეთის პოლიციამ პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრზე შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მიიღო - მედია პოლონეთის პოლიციამ მიიღო ინფორმაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე შესაძლო თავდასხმის შესახებ. მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელმა, იაცეკ დობჟინსკიმ განაცხადა. „პოლიციაში შესული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე შესაძლო თავდასხმას ეხება, სპეცსამსახურების ხრლმძღვანელმა ტომაშ სემონიაკმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მარცინ კერვინსკიმ შესაბამის უწყებებს ამ საკითხზე ზომების მიღება დაავალეს“, - განაცხადა დობჟინსკიმ. მისივე ინფორმაციით, 11 ოქტომბერს, ვარშავის დროით 11:00 საათზე, დაგეგმილი იყო შეხვედრა შიდა უსაფრთხოების სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების - პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს შორის. პოლონეთის ხელისუფლებას შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაციის შინაარსი და სავარაუდო საფრთხის დეტალები ამ განცხადებაში არ დაუკონკრეტებია. ცოტა ხნის წინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემები მიუთითებს რუსეთის გეგმებზე, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმები განახორციელოს. https://ghn.ge/index.php/news/355106-polonetis-politsiam-premier-ministrsa-da-tavdatsvis-ministrze-shesadzlo-tavdaskhmis-shesakheb-informatsia-miigho-media პოლონეთის პოლიციამ პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრზე შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მიიღო მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2030547514.jpg 2026-10-11 355106 მზად ვართ, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შევაჩეროთ, თუ რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეაჩეროს, თუ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს. „ევროპაში ომის რეალური მიზეზი რუსეთია და მხოლოდ ის. ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერება დღესვე რეალურად შესაძლებელია, მაგრამ პუტინს ამის გაკეთება არ სურს. უკრაინა მზად იქნება, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეაჩეროს, თუ რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ესკალაციის შემცირებისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი ორმხრივი უნდა იყოს და რეალური გარანტიებით უნდა იყოს გამყარებული. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაახლოებით 1 450 მართვადი საავიაციო ბომბი, სხვადასხვა ტიპის 75 რაკეტა და 1 640-ზე მეტი დამრტყმელი დრონი გამოიყენა. ზელენსკის ცნობით, დრონების დაახლოებით 60% რეაქტიული იყო. ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის. ტრამპმა ამის შესახებ 9 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა და პუტინთან საუბარს "უაღრესად წარმატებული" უწოდა. https://ghn.ge/index.php/news/355105-mzad-vart-rusetis-navtobgadamamushavebel-karkhnebze-dartqmebi-shevacherot-tu-ruseti-chvens-energetikul-infrastrukturaze-tavdaskhmebs-shetsqvets-volodimir-zelenski ზელენსკი: უკრაინა მზადაა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას აღარ შეუტევს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/230519786.jpg 2026-10-11 355105 დასავლურმა სადაზვერვო სააგენტოებმა ევროპის თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელები გააფრთხილეს, რომ რუსეთმა მათი მოკვლის მცდელობები გაააქტიურა - Financial Times დასავლურმა სადაზვერვო სააგენტოებმა ვროპის თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელები გააფრთხილეს, რომ რუსეთმა მათი ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობები გაააქტიურა. გაფრთხილების შემდეგ კომპანიებმა ტოპმენეჯერების პირადი უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. როგორც Financial Times ხუთი ევროპული სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, კრემლმა ევროპაში დივერსიული და ჰიბრიდული ოპერაციების მასშტაბის გაფართოების განკარგულება გასცა. მიზანი, წყაროების თანახმად, უახლოეს თვეებში უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვნად შესუსტებაა. გამოცემის ინფორმაციით, ამ გეგმების უფრო მნიშვნელოვან ნაწილად იქცა ევროპაში სამოქალაქო პირებზე თავდასხმებიც - ქმედებები, რომლებიც მანამდე რუსეთის სპეცსამსახურებისთვისაც კი მიუღებლად მიიჩნეოდა. გამოცემის ცნობით, საფრთხე მხოლოდ მსხვილი შეიარაღების მწარმოებლების ხელმძღვანელებს არ ეხებათ. რუსეთის სამიზნეში შესაძლოა მცირე თავდაცვითი კომპანიების ხელმძღვანელებიც აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით იმ საწარმოებიდან, რომლებიც დრონებსა და მათ კომპონენტებს აწარმოებენ. ევროპული სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლების განცხადებით, ამ ოპერაციებს, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვა ხელმძღვანელობს. წყაროების თანახმად, ის სულ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან და იყენებს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ ქსელებს, რათა დაზვერვის, ლოჯისტიკისა და თავდასხმების დაგეგმვის ამოცანები სხვადასხვა ჯგუფს გადაუნაწილოს. გერმანიის შიდა დაზვერვამ თავდაცვითი კომპანიების ხელმძღვანელებთან მუშაობა გაააქტიურა და მათ პირადი დაცვის სამსახურების დაქირავება ურჩია. რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, ზოგიერთმა კი პირადი დაცვა მხოლოდ საზღვარგარეთ გამგზავრებისას გააძლიერა. ევროპული დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენლის შეფასებით, საფრთხე ახლა როგორც ქონებას, ისე ადამიანებს ემუქრება. წყაროების თქმით, რამდენიმე შესაძლო ოპერაციის გამოვლენა და აღკვეთა დროულად მოხერხდა, თუმცა მუქარების ერთ-ერთი მიზანი თავდაცვითი კომპანიების დაშინება და უკრაინასთან თანამშრომლობისგან მათი შეკავებაა. ევროპული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთის მიდგომის მთავარი თავისებურება ისაა, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად თავდასხმის მცდელობის ბოლომდე მიყვანაც კი აუცილებელი არ არის. „რუსეთის თვალსაზრისით, მთავარი მიზანი ფსიქოლოგიურია. ისინი მიზანს მხოლოდ იმითაც აღწევენ, რომ ადამიანებს პოტენციურ სამიზნეებად აგრძნობინებენ თავს. სურთ, ადამიანები ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ უკრაინასთან თანამშრომლობას გადაწყვეტენ“, - განუცხაად გამოცემას დაზვერვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.   https://ghn.ge/index.php/news/355104-dasavlurma-sadazvervo-saagentoebma-evropis-tavdatsvis-kompaniebis-khelmdzghvanelebi-gaafrtkhiles-rom-rusetma-mati-mokvlis-mtsdelobebi-gaaaktiura-financial-times ევროპის სპეცსამსახურებმა თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელები გააფრთხილეს, რომ რუსეთმა მათი ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობები გაააქტიურა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1144695315.png 2026-10-11 355104 FAO-ს გლობალურ გამოფენაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ქართული პურისა და ღვინის დეგუსტაცია გამართა FAO-ს გლობალურ გამოფენაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ქართული პურისა და ღვინის დეგუსტაცია გამართა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გლობალური გამოფენის „თესლიდან საკვებამდე“ ფარგლებში, ქართული პურისა და ღვინის დეგუსტაცია გამართა. ღონისძიებამ საერთაშორისო ვიზიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია და მათ ქართული ხორბლისა და ვაზის კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციებისა და სამეცნიერო ცოდნის გაცნობის შესაძლებლობა მისცა. ღონისძიება ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ გახსნა. მან სტუმრებს ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, ქართული ვაზის მრავალფეროვნება, მათი ისტორიული მნიშვნელობა, ასევე ხორბლის მოყვანასთან, პურის ცხობასა და მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული ტრადიციები და რიტუალები გააცნო. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული პური, ჯიღაურას ბაზაზე დაცული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის ნიმუშები და ტრადიციული ქართული პროდუქტები. საერთაშორისო სტუმრებს, ცენტრის სტანდარტების და სერტიფიცირების სამსახურის უფროსმა თამარ ჯინჯიხაძემ და მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნანა ჩხუტიაშვილმა, ქართული ხორბლის კვებითი ღირებულებისა და ნუტრიციული მახასიათებლების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ხორბლის სხვადასხვა სახეობისა და ადგილობრივი ჯიშების თავისებურებებზე, მათ მნიშვნელობაზე და გამოყენების შესაძლებლობებზე. ქართული ხორბლის კულტურას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის აგრობიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის. მისი ტრადიციები და რიტუალები 2025 წელს UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა, ხოლო ქართული ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდი ამავე სიაში 2013 წლიდან არის შეტანილი. FAO-ს გლობალური გამოფენის ფარგლებში ქართული ხორბლისა და ვაზის კულტურის, მათთან დაკავშირებული ტრადიციებისა და სამეცნიერო ცოდნის საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობა სწორედ ამ მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. https://ghn.ge/index.php/news/355103-fao-s-globalur-gamofenaze-soflis-meurneobis-sametsniero-kvlevitma-tsentrma-kartuli-purisa-da-ghvinis-degustatsia-gamarta FAO-ს გლობალურ გამოფენაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ქართული პურისა და ღვინის დეგუსტაცია გამართა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/829473784.JPG 2026-10-11 355103 უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მხარდამჭერებს მისთვის ტაშის დაკვრა მაშინაც შეუძლიათ, თუ ის „ყველაზე დიდ სისულელეებს“ იტყვის. მე შემიძლია სრული იდიოტიზმი ვილაპარაკო, თქვენ კი ტაშისკვრას აგრძელებთ ტრამპმა ამის შესახებ 10 ოქტომბერს, ტენესის შტატის ქალაქ კლარკსვილში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას ისაუბრა. მან აუდიტორიასთან ურთიერთობაზე საუბრისას გაიხსენა მეგობარი, რომელსაც აინტერესებდა, როგორ ახერხებდა ტრამპი ყოველდღიურად ამდენი ადამიანის წინაშე გამოსვლას. „როდესაც ამ დარბაზებში დგახარ, გრძნობ, რამდენად უყვარხარ ხალხს. უბრალოდ შესანიშნავია. შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ“, - თქვა ტრამპმა. მის სიტყვებს აუდიტორიის სიცილი და აპლოდისმენტები მოჰყვა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა დაამატა, რომ ის სისულელეებს კი არა, საღ აზრზე დაფუძნებულ მოსაზრებებს გამოთქვამს. ტრამპი ტენესის შტატში რესპუბლიკელი კანდიდატების მხარდასაჭერად ჩავიდა. აშშ-ში შუალედური არჩევნები 2026 წლის ნოემბერში გაიმართება. https://ghn.ge/index.php/news/355102-ubralod-shesanishnavia-shemidzlia-qvelaze-didi-sisulele-vtkva-da-tkven-maints-tashs-damikravt-donald-trampi-amomrchevlebs ას მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2086019768.jpg 2026-10-11 355102 ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. „პოლიციის მიერ ნივმთტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. https://ghn.ge/index.php/news/355101-narkotikuli-sashualebis-ukanono-shedzena-shenakhvisa-da-realizatsiis-braldebit-utskho-kveqnis-mokalake-daakaves ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1397815004.jpeg 2026-10-11 355101 აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით,ომანის ყურეში მწყობრიდან გამოიყვანეს კომერციული სატვირთო გემი, რომლის ეკიპაჟმაც ირანის წინააღმდეგ მოქმედი საზღვაო ბლოკადის დარღვევა სცადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა ომანის ყურეში კომერციული სატვირთო გემი მწყობრიდან გამოიყვანეს. სარდლობის ცნობით, გემის ეკიპაჟმა არაერთი გაფრთხილება უგულებელყო და ირანის წინააღმდეგ მოქმედი საზღვაო ბლოკადის გარღვევა სცადა. CENTCOM-ის ცნობით, ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალით პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის, M/V Ocean Molica-ს (ასევე ცნობილი როგორც Arika Sun), უკანა ნაწილს დაარტყა. დარტყმის შედეგად გემის ძრავის სისტემა სრულად გამოვიდა მწყობრიდან, თუმცა ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან. სარდლობის ინფორმაციით, დიდი სატვირთო გემი რეგიონულ წყლებში გადაადგილებას ირანის ერთ-ერთი პორტიდან გასვლის შემდეგ ცდილობდა. CENTCOM-მა ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მისადგომებთან მცურავ გემებს მოუწოდა, გაითვალისწინონ სამხედროების გაფრთხილებები და საჭიროების შემთხვევაში აშშ-ის საზღვაო ძალებს დაუკავშირდნენ. U.S. Forces Disable Cargo Vessel Attempting to Violate Blockade TAMPA, Fla. — U.S. Central Command (CENTCOM) forces disabled a commercial cargo vessel in the Gulf of Oman, Oct. 10, after the ship’s crew ignored repeated warnings and attempted to run the ongoing naval blockade… pic.twitter.com/qBKcU6gWqR — U.S. Central Command (@CENTCOM) October 11, 2026   https://ghn.ge/index.php/news/355100-ashsh-is-tsentraluri-sardlobis-gantskhadebitomanis-qureshi-mtsqobridan-gamoiqvanes-komertsiuli-satvirto-gemi-romlis-ekipazhmats-iranis-tsinaaghmdeg-mokmedi-sazghvao-blokadis-darghveva-stsada აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/805002776.png 2026-10-11 355100 საუდის არაბეთის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე 10 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ Associated Press იუწყება. გამოცემის ცნობით, ეს თავდასხმა ირანთან ომის დაწყების შემდეგ სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში ყველაზე სისხლიან შემთხვევად იქცა. კონფლიქტის მასშტაბი გაიზარდა იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტებსა და საუდის არაბეთის მხარდაჭერით მოქმედ სამთავრობო ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებების ბოლო გამწვავების ფონზე. განცხადებაში, რომელშიც თავდასხმაზე პასუხისმგებელი მხარე დასახელებული არ არის, ნათქვამია, რომ დაღუპულთა შორის საუდის არაბეთის ოთხი მოქალაქეა, ასევე - ბანგლადეშის ორი მოქალაქე და თითო მოქალაქე პალესტინიდან, აშშ-დან, ეგვიპტიდან, იორდანიიდან, სირიიდან და სუდანიდან. დ თავდასხმა მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე გასულ კვირას მომხდარი თავდასხმების სერიის გაგრძელებაა. წინა თავდასხმებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. მოსალოდნელია, რომ მომხდარი საუდის არაბეთზე ზეწოლას გააძლიერებს, რათა სამეფომ მოკავშირეებისგან, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატებისგან, სამხედრო მხარდაჭერა მიიღოს. შაბათს, თავდასხმიდან მალევე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავდა, უნდა შეერთებოდა თუ არა შეერთებული შტატები საუდის არაბეთის მიერ ჰუსიტების წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს. https://ghn.ge/index.php/news/355099-saudis-arabetis-aeroportze-husitebis-tavdaskhmas-12-adamiani-emskhverpla-300-ze-meti-ki-dashavda ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის აეროპორტზე განხორციელებულ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1979285054.png 2026-10-11 355099 აშშ-ის პენსილვანიის შტატში კაცმა რვა ადამიანი მოკლა, მათ შორის ბავშვები, შემდეგ კი თავი მოიკლა აშშ-ის პენსილვანიის შტატის ქალაქ ერიში კაცმა საკუთარ სახლში რვა ადამიანი მოკლა, მათ შორის ორსული ქალი, ბავშვები და სხვა ნათესავები, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ  Associated Press ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება. ადგილობრივი პოლიციის უფროსის, რიკ ლორას განცხადებით, 45 წლის კაცი წინა სროლის შედეგად დაღუპული შვიდი ადამიანის ნათესავი იყო. მერვე მსხვერპლი კი ორსული ქალის მეგობარი იყო. ლორას თქმით, გამომძიებლების მიერ ამოღებულ ვიდეო- და აუდიომასალებში ისმის სროლების ხმები, რომლებიც სახლიდან ისმოდა. ამის შემდეგ ადგილზე ორი ქალი მივიდა და კარზე დააკაკუნა. შეიარაღებული კაცი სახლიდან გამოვიდა, მათ ესროლა, შემდეგ კი შენობაში დაბრუნდა. პოლიციის მისვლისას ორივე ქალი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველებმა დრონისა და რობოტის დახმარებით სახლში შესვლა შეძლეს. პირველ სართულზე მათ ხუთი წლის ბიჭისა და ერთი წლის გოგონას ცხედრები აღმოაჩინეს. კიბის უჯრედში კიდევ ორი ქალისა და ორი ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, ხოლო თავად თავდამსხმელი მეორე სართულზე იყო. „მსხვერპლთა და მათი ოჯახების პატივისცემის გამო, არ ვისაუბრებ იმ დეტალებზე, რომლებსაც ჩვენი თანამშრომლები სახლში შესვლისას წააწყდნენ. თუმცა მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიეროს მომხდარის სიმძიმე და ის ღრმა გავლენა, რომელიც ამ ტრაგედიამ როგორც მასში უშუალოდ ჩართულ ადამიანებზე, ისე მთლიანად ჩვენს საზოგადოებაზე მოახდინა“, - განაცხადა პოლიციის უფროსმა პრესკონფერენციაზე. ლორამ თავდასხმის მოტივზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ გამომძიებლები სხვა ნათესავებს გაესაუბრებიან და შეამოწმებენ სახლის გარეთ მოკლული ქალების მობილურ ტელეფონებს. „მათ იცოდნენ, რომ იმ სახლში რაღაც ხდებოდა. უნდა გავარკვიოთ, კონკრეტულად რა“, - განაცხადა მან.   https://ghn.ge/index.php/news/355098-ashsh-is-pensilvaniis-shtatshi-katsma-rva-adamiani-mokla-mat-shoris-bavshvebi-shemdeg-ki-tavi-moikla აშშ-ში კაცმა რვა ადამიანი, მათ შორის ბავშვები, მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1126747811.png 2026-10-11 355098 რუსული ნავთობის ნებისმიერი შესყიდვის აკრძალვაზე ორპარტიულ კანონპროექტს წარვადგენთ, მას აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს მხარს - რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ფიცპატრიკი აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ფიცპატრიკი აცხადებს, რომ ახალი, ორპარტიული კანონპროექტი მომზადდება, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვების სრულად აკრძალვას ითვალისწინებს. კონგრესმენის თანაპარტიელი დონ ბეიკონი კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება რუსული დიზელის საწვავის შესყიდვის შესახებ სისუსტედ აღიქმება. .ფიცპატრიკის განცხადებით, კანონპროექტს „რონალდ რეიგანის კანონი - მშვიდობა ძალის მეშვეობით“ ეწოდება. „ჩვენ წარვადგენთ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც რუსული ნავთობის ნებისმიერი შესყიდვის აკრძალვას ითვალისწინებს. მას „რონალდ რეიგანის კანონი - მშვიდობა ძალის მეშვეობით“ ეწოდება. კანონპროექტის კენჭისყრაზე გასატანად გამოვიყენებთ პალატის რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურას, რომელიც კომიტეტის გვერდის ავლით, პირდაპირ პლენარულ სხდომაზე გატანის საშუალებას იძლევა. კანონპროექტს აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს მხარს“, - წერს სენატორი. ბეიკონმა განაცხადა, რომ ინიციატივას მხარს დაუჭერს და ტრამპის გადაწყვეტილება რუსული დიზელის საწვავის შესყიდვის შესახებ სერიოზულ შეცდომად შეაფასა. „შემიძლია მხოლოდ ჩემი სახელით და, შესაძლოა, ჩემი ახლო რესპუბლიკელი მეგობრების სახელით ვისაუბრო. ჩვენ ამ საკითხში პრეზიდენტს კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მიმაჩნია, რომ ეს სერიოზული შეცდომაა. ეს სისუსტეს ჰგავს - პრეზიდენტი პუტინს უთმობს, რომელიც დიქტატორი და ომის დამნაშავეა. ჩვენ უკრაინისა და დემოკრატიის მხარეს უნდა ვიდგეთ. უკრაინაში შეიჭრნენ და მის ქალაქებს ბომბავენ. რუსული დიზელის საწვავის შესყიდვის ნებართვით, ჩვენ ფულს ვაძლევთ რუსეთის ეკონომიკასა და მის სამხედრო მანქანას. სულ რაღაც ერთი წლის წინ პრეზიდენტი ევროპელებს აკრიტიკებდა რუსული გაზის შესყიდვის გამო. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ვეთანხმები, ხოლო პრეზიდენტის პოლიტიკას რუსეთისა და უკრაინის მიმართ წარუმატებლად მივიჩნევ. მე და ძველი სკოლის რესპუბლიკელები, რონალდ რეიგანის მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული ვართ“, - განუცხადა ბეიკონმა უკრაინულ მედიას. ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის. ტრამპმა ამის შესახებ 9 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა და პუტინთან საუბარს "უაღრესად წარმატებული" უწოდა. https://ghn.ge/index.php/news/355097-rusuli-navtobis-nebismieri-shesqidvis-akrdzalvaze-orpartiul-kanonproekts-tsarvadgent-mas-absoluturi-umravlesoba-dauchers-mkhars-respublikeli-kongresmeni-braian-fitspatriki კონგრესშიორპარტიული კანონპროექტი მომზადდება, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვების სრულად აკრძალვას ითვალისწინებს - რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ფიცპატრიკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/566075125.jpg 2026-10-11 355097 აშშ-ის მთავრობა ახლა ტერორიზმის სპონსორია, რუსეთი უკრაინაში განზრახ და მასშტაბურად ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ტრამპი კი შეგნებულად აფინანსებს ამ ქმედებებს - სენატორი კრის მერფი აშშ-ის მთავრობა ახლა სახელმწიფო დონეზე ტერორიზმის სპონსორია, – ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრო, დემოკრატი სენატორი, კრის მერფი სოციალურ ქსელში წერს. "შეერთებული შტატების მთავრობა ახლა სახელმწიფო დონეზე ტერორიზმის სპონსორია. ვიცი, რომ ეს პოლიტიკური და გადაჭარბებული განცხადების შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ფაქტობრივად ასეა. რუსეთი უკრაინაში განზრახ და მასშტაბურად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას, ტრამპი კი შეგნებულად აფინანსებს ამ ქმედებებს", - წერს სენატორი. The United States government is now a funder of state sponsored terrorism. I know that sounds political and hyperbolic, but it is factually true. Russia is intentionally targeting civilians in Ukraine at scale, and Trump is intentionally funding their efforts. https://t.co/CVCKthgWU5 — Chris Murphy 🟧 (@ChrisMurphyCT) October 10, 2026   https://ghn.ge/index.php/news/355096-ashsh-is-mtavroba-akhla-terorizmis-sponsoria-ruseti-ukrainashi-ganzrakh-da-masshtaburad-eskhmis-mshvidobian-mosakhleobas-trampi-ki-shegnebulad-afinansebs-am-kmedebebs-senatori-kris-merfi აშშ-ის მთავრობა ახლა სახელმწიფო დონეზე ტერორიზმის სპონსორია, უსეთი უკრაინაში განზრახ და მასშტაბურად ესმის მშვიდობიან მოსახლეობას, ტრამპი კი შეგნებულად აფინანსებს ამ ქმედებებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1199953045.png 2026-10-11 355096 ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და სწორედ ხალხს აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება - ანდრი სიბიჰა დონალდ ტრამპის განცხადებაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და სწორედ ხალხს აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება. სიბიჰამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა - ისეთი ლიდერის, რომელიც რუსეთთან შეთანხმებას შეძლებს. „ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ ერს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის ომის პერიოდში ხელმძღვანელობს. მას უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და სწორედ ხალხს აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება. უცხოეთიდან გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ადასტურებს, რომ ის თავის მოვალეობას კარგად ასრულებს. ის მხარდაჭერას იმსახურებს“, - წერს სიბიჰა სოციალურ ქსელ X-ზე. სხვა პოსტში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ „გუშინდელი არაკონსტრუქციული მოვლენების შემდეგ, დღევანდელი დღე უკრაინისთვის აქტიური დიპლომატიური საქმიანობის დღედ იქცა“. სიბიჰას განცხადებით, უკრაინის პარტნიორების მხარდაჭერა კვლავ მტკიცე და ურყევია. „ახლა სისუსტის დრო არ არის. მომავალი კვირა ევროპული ძალის, სიმტკიცისა და მოსკოვზე გაძლიერებული ზეწოლის კვირა უნდა გახდეს. ერთად შეგვიძლია, ბოლო მოვუღოთ პუტინის ზეიმს და გამანადგურებელი დარტყმა მივაყენოთ მის ეკონომიკასა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ. https://ghn.ge/index.php/news/355095-volodimir-zelenskis-ukraineli-khalkhis-mkhardachera-akvs-da-stsored-khalkhs-akvs-gadatsqvetilebebis-mighebis-ufleba-andri-sibiha-donald-trampis-gantskhadebaze უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და სწორედ ხალხს აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/476862911.png 2026-10-11 355095 ვამზადებთ შეხვედრებსა და ერთობლივ გადაწყვეტილებებს - ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრებს ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები შეხვედრისა და ერთობლივი ნაბიჯებისთვის ემზადებიან. ზელენსკის ინფორმაციით, ბერნემთან საუბარი ძალიან კარგი და დროული იყო. უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის საჰაერო თავდაცვა უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. „მნიშვნელოვანია, არსებობდეს რეალური გადაწყვეტილებები უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის დასაცავად და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის. დიდი ბრიტანეთის ლიდერობა ყოველთვის იგრძნობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრიტანეთი რუსეთის ესკალაციის გამო მის წინააღმდეგ სანქციების ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. ეს საკითხები განვიხილეთ, ასევე ის, თუ რა შეიძლება რეალურად დაეხმაროს დიპლომატიას შედეგის მიღწევაში. სწორ ერთობლივ ნაბიჯებსა და შეხვედრას ვამზადებთ. მადლობა“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. ზელენსკი ასევე ესაუბრა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტორეს და უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან უკრაინაზე რუსეთის თავდასხმები განიხილა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ახალი ნაბიჯების გადადგმა, რათა მოსკოვს არ შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს მას შეუძლია, მსოფლიო გატეხოს და ომი უსასრულოდ გააგრძელოს. „ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია და საჭიროა ახალი ნაბიჯების გადადგმა, რათა რუსეთს არ შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს მას შეუძლია, მსოფლიო გატეხოს და ომი უსასრულოდ გააგრძელოს. მას დღეს რუსეთის თავდასხმების შესახებ მივაწოდე ინფორმაცია - ეს ძალიან ვერაგული დარტყმები მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. მადლობელი ვარ ნორვეგიის, რომ მზად არის, დახმარება გაგვიწიოს. მომავალშიც გავაგრძელებთ მოქმედებების კოორდინაციას, ვამზადებთ შეხვედრებსა და ერთობლივ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ზელენსკიმ. https://ghn.ge/index.php/news/355094-vamzadebt-shekhvedrebsa-da-ertobliv-gadatsqvetilebebs-volodimir-zelenski-britanetisa-da-norvegiis-premier-ministrebs-esaubra ვამზადებთ შეხვედრებსა და ერთობლივ გადაწყვეტილებებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/657314084.jpg 2026-10-10 355094 ზელენსკის ომის დასრულების ბევრ შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ეს არ გააკეთა, მას სურს პრობლემები შეუქმნას მსოფლიოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებით, დროა, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინას სახელმწიფოს სხვა მეთაური სჭირდება. ტრამპის შესაბამის განცხადებებს გამოცემა Clash Report ავრცელებს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკის რუსეთთან ომის დასრულების „ბევრი, ძალიან ბევრი“ შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მან „გადაწყვიტა, ეს არ გაეკეთებინა“. ტრამპის თქმით, ვაშინგტონმა უკრაინას უთხრა, რომ რუსეთთან მიმართებით ნებისმიერი მოქმედება შეეძლო, თუმცა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ უნდა განეხორციელებინა, რადგან ეს მსოფლიო პრობლემებს ქმნის. „ჩვენ ვუთხარით: რუსეთთან მიმართებით შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რაც გსურთ, მაგრამ ნუ დაარტყამთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რადგან ეს მსოფლიო პრობლემას ქმნის. მას კი მთელი მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა სურს. მას სურს, დიზელის საწვავის გამო პრობლემები შეუქმნას ჩვენს ფერმერებსა და მეცხოველეობის სექტორში დასაქმებულებს, რადგან რუსეთი მსოფლიო ბაზარს დიზელის საწვავის მნიშვნელოვან ნაწილს აწვდის. და რას აკეთებს ის? მიდის და ამ ობიექტებს უტევს“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მან გაიმეორა მოსაზრება, რომ უკრაინაში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. „ვფიქრობ, დროა, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს. ვთავაზობ, რომ მათ ახალი ლიდერი ჰყავდეთ, რომელიც შეთანხმების მიღწევას შეძლებს. მას ხომ მრავალი შეთანხმების დადება შეეძლო, მაგრამ რატომღაც ამას არ აკეთებს“, - განაცხადა ტრამპმა. https://ghn.ge/index.php/news/355093-zelenskis-omis-dasrulebis-bevr-shesadzlebloba-hkonda-tumtsa-es-ar-gaaketa-mas-surs-problemebi-sheukmnas-msoflios-navtobgadamamushavebel-karkhnebze-dartqmebit-droa-ukrainam-akhali-prezidenti-airchios-donald-trampi ზელენსკის ომის დასრულების ბევრ შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ეს არ გააკეთა, მას სურს  პრობლემები შეუქმნას მსოფლიოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებით, დროა, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს - დონალდ ტრამპი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1098030718.jpg 2026-10-10 355093 პოლონეთში სკოლაში დანით თავდასხმის მორიგი შემთხვევა მოხდა - დაშავდა 3 ადამიანი ვარშავაში, სკოლაში 21 წლის ქალმა დანით სამი ადამიანი დაჭრა. დაშავებულებს შორის ორი არასრულწლოვანია. პოლონურ მედიის ცნობით, თავდასხმა ვარშავის პრაგის რაიონში, ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებების კომპლექსში მოხდა.  „ოთხი წუთის შემდეგ პოლიცია უკვე ადგილზე იყო“, - განაცხადა პოლიციის კომისარმა იაცეკ ვიშნევსკიმ პრესკონფერენციაზე. დაშავებულები ორი 17 წლის გოგონა და 24 წლის ქალია. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელმა გაანეიტრალა და სამართალდამცველებს გადასცა. თავდასხმის მოტივი ჯერ დადგენილი არ არის. „ვიცით, რომ თავდამსხმელი ამ სასწავლებელში სწავლობს. ხოლო პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, დღეს აქ დოკუმენტების ჩასაბარებლად მივიდა. შესაბამისად, არ გვაქვს დასტური, რომ ამ ორ ადამიანს შორის რაიმე კავშირი არსებობდა“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. პოლონეთის პოლიციამ ბოლო დღეებში მაზოვიის სავოევოდოში, სკოლებში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების გამო, ქვეყნის მასშტაბით თითქმის 50 ათას საგანმანათლებლო დაწესებულებაში შემოწმება ჩაატარა. ამ დროისთვის სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით 76 ადამიანი დააკავეს და 230-ზე მეტი ინციდენტი დააფიქსირეს. ხუთშაბათს, ვიშკოვის ოლქის სოფელ ლეშჩიდულ-ნოვინიში, დაწყებითი სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, 15 წლის მოზარდმა, დანით სამი ადამიანი დაჭრა. მათ შორის სკოლის თანამშრომელი და დირექტორი. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მანამდე პოლონეთის ქალაქ ოსტროლენკაში, სასწავლებლების კომპლექსზე თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. -ოსტროლენკის სკოლაზე თავდასხმის პარალელურად, ოთხშაბათს პოლიციამ ქალაქ სერპეცშიც ჩაატარა ოპერაცია, რომლის შედეგადაც კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთა. https://ghn.ge/index.php/news/355092-polonetshi-skolashi-danit-tavdaskhmis-morigi-shemtkhveva-mokhda-dashavda-3-adamiani პოლონეთში სკოლაზე დანით თავდასხმის მორიგი შემთხვევა მოხდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1548615221.jpg 2026-10-10 355092 უკრაინის დელეგაცია აშშ-დან სამშობლოში ბრუნდება - მაიამიში მოლაპარაკებები დაგეგმილზე ადრე დასრულდა - მედია უკრაინის დელეგაცია, რომელიც აშშ-ში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, უკვე სამშობლოსკენ მიემგზავრება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა განაცხადა. „ჯგუფები უკვე სახლისკენ გზაში არიან“, - თქვა ლიტვინმა. შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ამ ეტაპზე ე.წ. მსურველთა კოალიციის შეხვედრის მოწვევა, პრეზიდენტის მრჩეველმა უპასუხა, რომ მოლაპარაკებები შაბათს, კვირასა და ორშაბათს არის დაგეგმილი, თუმცა მათი ფორმატები ჯერ კიდევ მუშავდება. ლიტვინის თქმით, აშშ-ში მოლაპარაკებების მეორე დღე „არ გაუქმებულა, უბრალოდ, პირველი დღე უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა და მას ცოტა განსხვავებული ელფერიც ჰქონდა“. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიამიში აშშ-ის, უკრაინის, ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებსა და ნატო-ს შორის დეესკალაციისა და ომის დასრულების გზებზე მოლაპარაკებები დაგეგმილზე ადრე დასრულდა. ვაშინგტონში „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს განცხადებით, მაიამიში მოლაპარაკებების მეორე დღე აღარ გაიმართება, რადგან შეხვედრები დაგეგმილზე ადრე დასრულდა. „ხვალ შეხვედრა აღარ იქნება. მაიამიში მოლაპარაკებები დაგეგმილზე ადრე დასრულდა“, - წერს რაუფოღლუ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთის წინააღმდეგ ომის დეესკალაციისა და დასრულების შესაძლო გზებზე კონსტრუქციული დისკუსია გამართეს, ზამთრის მოახლოების გათვალისწინებით. მისი თქმით, განხილული საკითხები ფართო სპექტრს მოიცავდა, მათ შორის ზამთრისთვის მზადებასთან დაკავშირებულ მოკლევადიან ზომებს - ენერგეტიკულ მდგრადობასა და მარცვლეულის ექსპორტს; უსაფრთხოების გარანტიებს; ასევე უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების გრძელვადიან შეთანხმებებს, რომლებიც მომავალში კონფლიქტების თავიდან აცილებასა და უკრაინის ომისშემდგომი აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანებას, ისახავს მიზნად. უიტკოფის განცხადებით, აზრთა პროდუქტიულმა გაცვლამ განსაზღვრა ის მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მომდევნო კონტაქტებამდე გაგრძელდება. https://ghn.ge/index.php/news/355091-ukrainis-delegatsia-ashsh-dan-samshobloshi-brundeba-maiamishi-molaparakebebi-dagegmilze-adre-dasrulda-media უკრაინის დელეგაცია უკვე ბრუნდება აშშ-დან სამშობლოში — პრეზიდენტის მრჩეველი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/878827479.jpg 2026-10-10 355091 ამ დღეებში კვლავ არსებობს სარაკეტო დარტყმების საფრთხე, საპასუხოდ მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და ერთობლივი, გაბედული ნაბიჯების გადადგმა - ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონთან საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან რუსეთის ნავთობპროდუქტებზე აშშ-ის სანქციების შემსუბუქების შემდეგ წარმოქმნილი გამოწვევები განიხილა. ზელენსკის განცხადებით, საუბარი შაბათს, კიევზე რუსეთის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის დროს შედგა. „აშკარაა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი პაკეტები სჭირდება. შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად ყველა პარტნიორთან ვმუშაობთ. სამწუხაროდ, ამ დღეებში კვლავ არსებობს სარაკეტო დარტყმების საფრთხე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, საპასუხოდ მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და ერთობლივი, გაბედული ნაბიჯების გადადგმა. „განვიხილეთ ნავთობპროდუქტებზე სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებული გამოწვევები. რუსებმა უნდა იგრძნონ, რომ ომის გაჭიანურების შესაძლებლობა აღარ დარჩებათ. კონკრეტულ საკითხებზე კოორდინაციას ვახდენთ და შეხვედრებს ვამზადებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. https://ghn.ge/index.php/news/355090-am-dgheebshi-kvlav-arsebobs-saraketo-dartqmebis-safrtkhe-sapasukhod-mnishvnelovania-rusetze-zetsolis-gadzliereba-da-ertoblivi-gabeduli-nabijebis-gadadgma-volodimir-zelenski-emanuel-makrontan-saubris-shemdeg ამ დღეებში კვლავ არსებობს სარაკეტო დარტყმების საფრთხე, საპასუხოდ მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და ერთობლივი, გაბედული ნაბიჯების გადადგმა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/582130848.png 2026-10-10 355090 ახლა რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არ არის და ევროპა ამას არ გააკეთებს - კაია კალასი კაია კალასი: ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას არ შეასუსტებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას არ შეასუსტებს. ამის შესახებ კალასმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. კალასმა აღნიშნა, რომ რუსეთის დარტყმებს უკრაინაში ორი დღის განმავლობაში 80-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამასთან, მისი თქმით, რუსეთმა გააძლიერა ჰიბრიდული თავდასხმები ევროპის წინააღმდეგ - როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ისე ნატო-ს მოკავშირეებზე. „რუსული დიზელის საწვავის წინააღმდეგ სანქციების შეჩერება მოსკოვს ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს აძლევს. ახლა რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის შესუსტების დრო არ არის და ევროპა ამას არ გააკეთებს. ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის სამხედრო მანქანის წინააღმდეგ მიმართულ სანქციების ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მასშტაბურ პაკეტს დაამტკიცებენ“, - წერს კალასი. Russian strikes killed over 80 Ukrainian civilians in two days. Moreover, it has stepped up its hybrid attacks against Europe, both EU Member States and NATO Allies. Suspending sanctions on Russian diesel provides Moscow with more revenues to wage war. This is not the time to… — Kaja Kallas (@kajakallas) October 10, 2026   https://ghn.ge/index.php/news/355089-akhla-rusetze-zetsolis-shesustebis-dro-ar-aris-da-evropa-amas-ar-gaaketebs-kaia-kalasi რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის შესუსტების დრო არ არის და ევროპა ამას არ გააკეთებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1895024168.jpg 2026-10-10 355089 გურჯაანის ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რომელიც მეღვინეებს საკუთარი პროდუქციის წარმოჩენისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას აძლევს - დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად გურჯაანის ღვინის ფესტივალს დაესწრო. წელს, ფესტივალის 10 წლის იუბილე აღინიშნა და ტრადიციულად, გურჯაანში, ახტალის პარკში გაიმართა. საიუბილეო წლის მთავარი გზავნილი „თანამედროვე მემკვიდრეობა“ იყო, რომელიც 8000 წლიან ქართულ მეღვინეობასა და თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უსვამდა ხაზს. „ვულოცავ გურჯაანის ღვინის ფესტივალს 10 წლის იუბილეს. წლების განმავლობაში ფესტივალი მნიშვნელოვან ტრადიციად ჩამოყალიბდა და ქართველი მეღვინეების, მევენახეებისა და მეწარმეებისთვის საკუთარი პროდუქციის წარმოჩენის, მომხმარებელთან შეხვედრისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარების მნიშვნელოვან სივრცედ იქცა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მათი ბიზნესის განვითარებას. წელს, ფესტივალზე 500-ზე მეტი მეწარმეა წარმოდგენილი, რაც ღონისძიების მასშტაბურობასა და მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. ფესტივალი უამრავ ქართველ და უცხოელ სტუმარს მასპინძლობს და კახეთს შემოდგომის პერიოდში განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რეგიონის სტუმართმასპინძლობის ტრადიციას და ხელს უწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას, ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციასა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. გურჯაანის ღვინის ფესტივალი ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მეღვინეობის განვითარებასა და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას ემსახურება. ღონისძიება სხვადასხვა რეგიონის მეღვინეებსა და ღვინის მწარმოებლებს აერთიანებს და სტუმრებს ქართული ღვინის მრავალფეროვნების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქვევრის ღვინის, როგორც UNESCO-ს მიერ აღიარებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის, პოპულარიზაცია, ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის, განვითარების ხელშეწყობა და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ცნობადობის გაზრდა. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ღვინო და სხვა სასმელები, გაცნობოდნენ ადგილობრივ პროდუქციასა და ტრადიციული რეწვის ნიმუშებს. ღონისძიების პროგრამა ასევე მოიცავდა ეთნოგრაფიულ და მეწარმეობის სივრცეებს, კულინარიულ მასტერკლასებს, თათარაობას, კახური მწვადის კუთხესა და სომელიეთა შოუს. ფესტივალი წლების განმავლობაში ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციის, მეღვინეების მხარდაჭერისა და მცირე მარნების წარმოჩენის მნიშვნელოვან სივრცედ ჩამოყალიბდა. ღონისძიება ხელს უწყობს ადგილობრივი მეწარმეობის გაძლიერებას, ღვინის ტურიზმის განვითარებასა და საქართველოს მდიდარი კულტურული ტრადიციების წარმოჩენას. https://ghn.ge/index.php/news/355088-gurjaanis-ghvinis-festivali-mnishvnelovani-traditsiaa-romelits-meghvineebs-sakutari-produktsiis-tsarmochenisa-da-biznesis-ganvitarebis-shesadzleblobas-adzlevs-davit-songhulashvili დავით სონღულაშვილი: გურჯაანის ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რომელიც მეღვინეებს საკუთარი პროდუქციის წარმოჩენისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას აძლევს ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/164884184.jpg 2026-10-10 355088 ევროპამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა უნდა შეაჩეროს - ფინეთის პრემიერ-მინისტრი ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო მიიჩნევს, რომ ევროპამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა უნდა შეაჩეროს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებასა და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებას ემსახურება. „ერთ-ერთი კონკრეტული ზომა, რომელსაც მომავალ კვირას ევროპული საბჭოს სხდომაზე წარვადგენ, არის ინიციატივა, რომ ევროპამ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩეროს“, - განაცხადა ორპომ ფინურ მედიასთან ინტერვიუში. „ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ რუსეთი ევროპის ტერიტორიაზე დივერსიული საქმიანობის განხორციელებას ცდილობს. რა საჭიროა, ღვთის გულისათვის, მათ ევროპაში ტურისტების სტატუსით შემოსვლის უფლება მივცეთ, რათა აქ თავისუფლად გადაადგილდნენ?“ - იკითხა ფინეთის მთავრობის მეთაურმა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სექტემბერში განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა შენგენის ზონაში რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე კონტროლი გააძლიერონ, ყოფილ რუს მებრძოლებს ვიზების გაცემა აუკრძალონ და რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების რაოდენობა შეამცირონ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი ზაფხულიდან განიხილავს უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი პირებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვას. ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში შევიდა მექანიზმი, რომელიც რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას ითვალისწინებს, თუმცა აკრძალვა ჯერ ძალაში არ შესულა. https://ghn.ge/index.php/news/355087-evropam-rusetis-mokalakeebistvis-turistuli-vizebis-gatsema-unda-sheacheros-finetis-premier-ministri ევროპამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა უნდა შეაჩეროს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/885682145.png 2026-10-10 355087 მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულებში, მზად ვართ, მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება, თუ იქნება სინანული, აღიარება, მონანიება, დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას - კობახიძე  ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია რაც შეიძლება მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში, ვგულისხმობ იმ პატიმრებს, რომლებიც ძალადობრივი ქმედებებისთვის იხდიან სასჯელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის მათი დღის წესრიგი, რადიკალიზმისთვის ურჩევნიათ იყოს მეტი პატიმარი. „ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულებში, ჩვენ მზად ვართ, რომ თითოეულ მათგანთან მიმართებით მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება. თუ იქნება სინანული, აღიარება, მონანიება, ამ შემთხვევაში ეს ადამიანები დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ამ ადამიანების მიზანი არის რადიკალიზმი, პოლარიზაცია, ესკალაცია, ჩვენი მიზანია სიმშვიდის განმტკიცება ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://ghn.ge/index.php/news/355086-miukhedavad-imisa-rom-adamianebi-arian-mkhilebuli-dzalian-mdzime-danashaulebshi-mzad-vart-mivighot-humanuri-gadatsqvetileba-tu-ikneba-sinanuli-aghiareba-monanieba-datoveben-sasjelaghsrulebis-datsesebulebas-kobakhidze მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულებში, მზად ვართ, მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება, თუ იქნება სინანული, აღიარება, მონანიება, დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას - კობახიძე  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/657329193.jpg 2026-10-10 355086 ევროპული ბიუროკრატია სინამდვილეში ერთადერთი რამით არის შეშფოთებული, რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს ვერც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სისხლიანი რეჟიმი - კობახიძე ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს ადამიანები სინამდვილეში ერთადერთი რამით არიან შეშფოთებულები, რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს ვერც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სისხლიანი რეჟიმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.  მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტები უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. „ორმაგ სტანდარტებს ჩვენ მიჩვეულები ვართ, ამით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში. ერთი მხრივ, საერთოდ ვერ ხედავენ იმ უხეშ გადაცდომებს, რომლებსაც აქვს ადგილი დემონსტრანტების მიმართ მიდგომის კუთხით და მეორე მხრივ, მშვიდობიან დემონსტრაციას უწოდებენ ძალადობრივ აქციებს და როდესაც პოლიციას უწევს ძალის გამოყენება ძალადობრივი აქციების მიმართ, ამას უწუნებენ ჩვენს ხელისუფლებას. ეს არის ცალსახად ორმაგი სტანდარტი და ეს ორმაგი სტანდარტებიც უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა. https://ghn.ge/index.php/news/355085-evropuli-biurokratia-sinamdvileshi-ertaderti-ramit-aris-sheshfotebuli-rom-khelisuflebashi-ver-daabrunes-verts-bolo-saparlamento-archevnebis-shemdeg-siskhliani-rezhimi-kobakhidze ევროპული ბიუროკრატია სინამდვილეში ერთადერთი რამით არიან შეშფოთებულები, რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს ვერც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სისხლიანი რეჟიმი - კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/186578329.png 2026-10-10 355085 ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით - კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლობაზე იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჯანსაღი ფორმით გაგრძელდება ევროკავშირის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ევროპის დღესთან დაკავშირებით, თელავში, ევროკავშირის მიერ დაგეგმილ კონცერტზე ჯგუფ „გამოუვალი მდგობარეობის“ მიწვევას ეხებოდა.  მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს დემონსტრაციული ნაბიჯია.  “ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა. მათი არჩევანია. ასეთი ნაბიჯები უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე ევროპული ინსტიტუტების მიმართ. ეს ძალიან სამწუხაროა. ვნახოთ, როგორც განვითარდება მომავალში პროცესები. მშვიდად უნდა დავაკვირდეთ ამ ყველაფერს. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჯანსაღი ფორმით გაგრძელდება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ“, -  განაცხადა პრემიერმა. https://ghn.ge/index.php/news/355084-zedized-meored-miitsvies-iseti-shemsrulebeli-romelits-gamoircheva-chveni-mkhardamcherebis-mimart-sheuratskhmqofeli-gantskhadebebit-kobakhidze-evrokavshiris-tsarmomadgenlobaze ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით - პრემიერი ევროკავშირის წარმომადგენლობაზე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1163934383.jpg 2026-10-10 355084 პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა განცხადება ახალი პროექტების შესახებ, რომელთა საერთო ბიუჯეტი 2026 წლის განმავლობაში 38 მილიონ ევროა, დახმარება მიმართული იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და თემების მხარდაჭერაზე - ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, თელავში, „ევროპის დღის" ღონისძიების გახსნის შემდეგ გააკეთა განცხადება ახალი პროექტების შესახებ, რომელთა საერთო ბიუჯეტი 2026 წლის განმავლობაში 38 მილიონ ევროა. დახმარება მიმართული იქნება  საქართველოს მოქალაქეების, ოჯახებისა და თემების მხარდაჭერაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროპის დღე 2026 კახეთს ეწვია, რომ უკეთ მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ევროკავშირის გაცნობა. გახსნის ცერემონიის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა განცხადება ახალი პროექტების შესახებ, რომელთა საერთო ბიუჯეტი 2026 წლის განმავლობაში 38 მილიონ ევროა. დახმარება მიმართული იქნება  საქართველოს მოქალაქეების, ოჯახებისა და თემების მხარდაჭერაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროგრამის „ევროკავშირი შენთვის“ (EUwithYou) ფარგლებში, 30–წლიანი პარტნიორობაზე დაფუძნებული პროექტების საშუალებით მოხდება განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება, საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერა და სურსათის ხარისხის გაუმჯობესება; მოხდება მცირე ქალაქებისა და სოფლების განვითარების მხარდაჭერა, ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი მოქალაქეების მხარდაჭერა, მათ შორის აფხაზეთში, და გარემოს დაცვის გაუმჯობესება. ეს ახალი დახმარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროპული გზის მიმართ. მეღვინეობა „მოსმიერში“ „ევროპის გუნდის“ (Team Europe) მიერ შექმნილმა სივრცემ გააერთიანა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებმაც საკუთარი კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო წარადგინეს, ხოლო „ევროპულ-ქართულმა სუფრამ“ ევროპული კულინარიული ტრადიციები კახურ სტუმართმოყვარეობასთან შეაზავა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა და ბენეფიციარებმა წარადგინეს ევროკავშირის მხარდაჭერის კონკრეტული მაგალითები სოფლის მეურნეობის, ახალგაზრდობის, მეწარმეობის, ინოვაციების, გარემოს დაცვის, კულტურისა და რეგიონული განვითარების სფეროებში. მთელი დღის განმავლობაში სტუმრები მონაწილეობდნენ ღვინისა და ფოტოგრაფიის მასტერკლასებში, ველომსვლელობაში, „მწვანე კუთხის“ აქტივობებში, საბავშვო თეატრსა და კულტურულ წარმოდგენებში; ვირტუალური გარემოს წყალობით იმოგზაურეს ევროპის ქალაქებში და გამოავლინეს თავიანთი ცოდნა თამაშში „ევროკავშირის ცოდნის ბორბალი“. ღონისძიება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მეწარმეების გამოფენით გაგრძელდა და ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტით დასრულდა. ევროპის დღეს კახეთში მარტივი გზავნილი ჰქონდა: ევროპა არის ადამიანები, საერთო ღირებულებები, კავშირები და შესაძლებლობები"-, - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://ghn.ge/index.php/news/355083-pavel-herchinskim-gaaketa-gantskhadeba-akhali-proektebis-shesakheb-romelta-saerto-biujeti-2026-tslis-ganmavlobashi-38-milion-evroa-dakhmareba-mimartuli-ikneba-sakartvelos-mokalakeebisa-da-temebis-mkhardacheraze-evrokavshiris-tsarmomadgenloba ა განცხადება ახალი პროექტების შესახებ, რომელთა საერთო ბიუჯეტი 2026 წლის განმავლობაში 38 მილიონ ევროა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/895539723.png 2026-10-10 355083 ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო, რასაც ადასტურებს კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერი - ეროვნული ბანკი ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ეხმიანება სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტს და სრულად ემიჯნება აღნიშნულს. "სწორედ ამ მიზნით, ეროვნული ბანკის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ნანა ყეინიშვილის სებ-ის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების შესახებ გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე.  აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო, რასაც ადასტურებს კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერიც, სადაც ის თავად საუბრობს მისი გეგმებისა და მიზნების შესახებ. გარდა ამისა, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში არ განეკუთვნებოდა ნანა ყეინიშვილის საკურატორო მიმართულებას და შესაბამისად, მას ვერანაირად ვერ ექნებოდა გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. სებ-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი სუბიექტის შემოწმების პროცესი არის მკაცრად კონფიდენციალური. ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება შესაბამისი გუნდის გარდა, არც ერთ პირს, მათ შორის საბჭოს წევრებს. აქვე განვმარტავთ, რომ ნანა ყეინიშვილი იყო ეროვნული ბანკის საბჭოს არააღმასრულებელი წევრი, შესაბამისად არ მონაწილეობდა ყოველდღიურ აღმასრულებელ მართვაში და არ გააჩნდა ოპერატიული მართვის მანდატი. რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერ შპს „ბიტექსჩეინჯს“ დაჯარიმებას, აღნიშნული შემოწმება განხორცილდა გეგმიურად 2026 წლის თებერვალში. შესაბამისად, შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლის განცხადება, რომ დაჯარიმება უკავშირდება მის მიერ სებ-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, არის უსაფუძვლო და საზოგადოებისთვის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში. https://ghn.ge/index.php/news/355079-khazgasmit-aghvnishnavt-rom-nana-qeinishvili-mokmedebda-marto-rasats-adasturebs-kompaniis-tsarmomadgenlis-mier-gaketebuli-audio-chanatseri-erovnuli-banki ეროვნული ბანკი - ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო, რასაც ადასტურებს კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერი ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/256549655.png 2026-10-10 355079 კახეთში ევროპის დღე აღინიშნება საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებებს თელავი მასპინძლობს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპელი ელჩები და მოქალაქეები, რომლებსაც საკუთარი საქმიანობის გაძლიერებაში ევროკავშირი დაეხმარა. სტუმრებმა მონაწილოება მიიღეს კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში. "ევროპის დღე 2026 კახეთს ეწვია, რომ უკეთ მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ევროკავშირის გაცნობა. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პარტნიორობის, საერთო ღირებულებების და საქართველოსა და ევროპას შორის არსებული კავშირების  სიმტკიცე. ღონისძიება სახელწოდებით „ჩემი ევროპა. ჩემი მომავალი.“ მეღვინეობა “მოსმიერში” გაიმართა. ევროპის დღემ კახეთში თავი მოუყარა ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამშრომლებს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, პარტნიორებს და ადგილობრივ მოსახლეობას. კულტურის, კულინარიის, დიალოგისა და ინტერაქტიული აქტივობების მეშვეობით, სტუმრები გაეცნენ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა და როგორ ხდება მოქალაქეთა მხარდაჭერა მთელი ქვეყნის მასშტაბით. გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს. 27 დამოუკიდებელი სახელმწიფო, ძლიერ ერთობას ქმნის, ისევე, როგორც თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას. ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს. ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება. მართალია, ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტი-ევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა, ვერ შეცვლის. წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა, მით უფრო, დავიწყება რამდენიმე წელში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას.” გახსნის ცერემონიის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა განცხადება ახალი პროექტების შესახებ, რომელთა საერთო ბიუჯეტი 2026 წლის განმავლობაში 38 მილიონ ევროა. დახმარება მიმართული იქნება  საქართველოს მოქალაქეების, ოჯახებისა და თემების მხარდაჭერაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროგრამის „ევროკავშირი შენთვის“ (EUwithYou) ფარგლებში, 30–წლიანი პარტნიორობაზე დაფუძნებული პროექტების საშუალებით მოხდება განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება, საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერა და სურსათის ხარისხის გაუმჯობესება; მოხდება მცირე ქალაქებისა და სოფლების განვითარების მხარდაჭერა, ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი მოქალაქეების მხარდაჭერა, მათ შორის აფხაზეთში, და გარემოს დაცვის გაუმჯობესება. ეს ახალი დახმარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროპული გზის მიმართ. მეღვინეობა „მოსმიერში“ „ევროპის გუნდის“ (Team Europe) მიერ შექმნილმა სივრცემ გააერთიანა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებმაც საკუთარი კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო წარადგინეს, ხოლო „ევროპულ-ქართულმა სუფრამ“ ევროპული კულინარიული ტრადიციები კახურ სტუმართმოყვარეობასთან შეაზავა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა და ბენეფიციარებმა წარადგინეს ევროკავშირის მხარდაჭერის კონკრეტული მაგალითები სოფლის მეურნეობის, ახალგაზრდობის, მეწარმეობის, ინოვაციების, გარემოს დაცვის, კულტურისა და რეგიონული განვითარების სფეროებში. მთელი დღის განმავლობაში სტუმრები მონაწილეობდნენ ღვინისა და ფოტოგრაფიის მასტერკლასებში, ველომსვლელობაში, „მწვანე კუთხის“ აქტივობებში, საბავშვო თეატრსა და კულტურულ წარმოდგენებში; ვირტუალური გარემოს წყალობით იმოგზაურეს ევროპის ქალაქებში და გამოავლინეს თავიანთი ცოდნა თამაშში „ევროკავშირის ცოდნის ბორბალი“. ღონისძიება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მეწარმეების გამოფენით გაგრძელდა და ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტით დასრულდა. ევროპის დღეს კახეთში მარტივი გზავნილი ჰქონდა: ევროპა არის ადამიანები, საერთო ღირებულებები, კავშირები და შესაძლებლობები"-, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ღონისძიებაზე ხელსიუფლების წარმომადგენლები არ იმყოფებიან. https://ghn.ge/index.php/news/355078-kakhetshi-evropis-dghe-aghinishneba კახეთში ევროპის დღეს აღნიშნავენ საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2037214817.jpg 2026-10-10 355078 კიევზე რაკეტებითა და დრონებით იერიში განხორციელდა - უკრაინული მედია კიევის სოლომენსკის რაიონში დრონის ნამსხვრევები, 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და 8-სართულიან საოფისე შენობას დაეცა. ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. მისი ინფორმაციით, ნამსხვრევები 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს და 8-სართულიან საოფისე შენობას დაეცა. ორივე ლოკაციაზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. დაახლოებით 14:00 საათზე კიევში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 14:00 საათის შემდეგ კიევის მიმართულებით რაკეტის მოძრაობა დაფიქსირდა. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო კიევში მეტროს მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერდა. უკრაინის დედაქალაქში ასევე შეიქმნა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემები.   https://ghn.ge/index.php/news/355077-kievze-raketebita-da-dronebit-ierishi-gankhortsielda-ukrainuli-media კიევზე რაკეტებითა და დრონებით იერიში განხორციელდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2021229076.png 2026-10-10 355077 ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმა მიმდინარეობს, ის, რაც მარტა კოსმა განაცხადა, გულსატკენია, თუმცა ეს არის ხელისუფლების თანმიმდევრული ქმედებებისა და ანტიევროპული რიტორიკის შედეგი - ჰერჩინსკი ევროკავშირის, მისი ინსტიტუტების, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმა მიმდინარეობს,  - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თელავში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის, რაც ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, გულსატკენია, თუმცა ეს არის ხელისუფლების თანმიმდევრული ქმედებების, საკანონმდებლო ინიციატივებისა და ანტიევროპული რიტორიკის შედეგი. "უკვე ორწელიწად ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეცვალოს თავისი პოლიტიკური კურსი, იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, მას საერთოდ სურს და სერიოზულად არის დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით. 2024 წლის ივნისში გამოქვეყნდა საბჭოს ძალიან მკაფიო დასკვნები, რომლებსაც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დაეთანხმა. ამ დოკუმენტში ნათლად იყო განსაზღვრული, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ. შემდეგ იყო 2024 წლის ოქტომბერი, 2024 წლის დეკემბერი. გაფართოების შესახებ საბჭოს თავმჯდომარეობის ბოლო დასკვნები გასული წლის დეკემბრით თარიღდება, კერძოდ, 138-ე პარაგრაფი. შეგიძლიათ, თავად გაეცნოთ დოკუმენტს და ზუსტად წაიკითხოთ, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად. ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია. პირიქით, როგორც ბოლო დღეებშიც წავიკითხე, ევროკავშირის, მისი ინსტიტუტების, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმა მიმდინარეობს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა რაც განაცხადა, გულსატკენია და პირადად მე ძალიან მაწუხებს. თუმცა ეს არის ამჟამინდელი ხელისუფლების თანმიმდევრული ქმედებების, საკანონმდებლო ინიციატივებისა და ანტიევროპული რიტორიკის შედეგი. სამწუხაროდ, ამას თავისი შედეგები მოჰყვება. რაც შეეხება გაფართოების პროცესს, სამ კვირაში ევროკომისია გაფართოების შესახებ მორიგ ანგარიშს გამოაქვეყნებს. მე კიდევ ერთ პრესკონფერენციას გავმართავ. ბრიუსელში პრესკონფერენციას გამართავენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, რომელიც ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტია, და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი ევროკომისარი. მოდით, დაველოდოთ, კონკრეტულად რა გზავნილი იქნება ამ ანგარიშში. გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიში, სამწუხაროდ, საქართველოსთვის გამანადგურებელი იყო. გასული წლის განმავლობაში ვითარება არ გაუმჯობესებულა. პირიქით, ის კიდევ უფრო გაუარესდა, განსაკუთრებით ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართულებით, იმ საკითხებში, რომლებსაც ჩვენ ფუნდამენტურ ღირებულებებს ვუწოდებთ. ამიტომ, დაველოდოთ, როგორ შეაფასებს ევროკომისია ვითარებას სამი კვირის შემდეგ", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.    https://ghn.ge/index.php/news/355076-evrokavshiris-institutebis-khelmdzghvanelebis-tsinaaghmdeg-upretsedento-tavdaskhma-mimdinareobs-is-rats-marta-kosma-ganatskhada-gulsatkenia-tumtsa-es-aris-khelisuflebis-tanmimdevruli-kmedebebisa-da-antievropuli-ritorikis-shedegi-herchinski ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმა მიმდინარეობს, ის, რაც მარტა კოსმა განაცხადა, გულსატკენია, თუმცა ეს არის ხელისუფლების თანმიმდევრული ქმედებებისა და ანტიევროპული რიტორიკის შედეგი - ჰერჩინსკი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1472103649.png 2026-10-10 355076 ხალხი ციხეში მიდის ტროტუარზე დგომისთვის, „ფეისბუქზე“ პოსტებისთვის, ფონდები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს სუვერენიტეტს, იდევნებიან, ამიტომ, კიდევ ერთხელ, მინისტრები განიხილავენ ვითარების გაუარესებას - პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საკმაოდ რეგულარულად განიხილავენ საქართველოს. რატომ? რადგან აშკარად შეშფოთებულები ვართ თქვენ ულამაზეს ქვეყანაში მოვლენებით, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თელავში ჟურნალისტებს განუცხადა. ჰერჩინსკის თქმით, მისი სურვილია, ყველაფერზე პოზიტიურად ისაუბროს მაგრამ ხელისუფლების ქმედებები ამის საშუალებას არ აძლევს. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს [12 ოქტომბერს] გამართავენ შეხვედრას და საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. სინამდვილეში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საკმაოდ რეგულარულად განიხილავენ საქართველოს. რატომ? ვინაიდან აშკარად შეშფოთებულები ვართ თქვენ ულამაზეს ქვეყანაში მოვლენებით. შეშფოთებულები ვართ ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების გაუარესებაზე, შეშფოთებულები ვართ დემოკრატიის მდგომარეობაზე. ძალიან კარგად იცით, რომ დღევანდელ საქართველოში ხალხი ციხეში მიდის ტროტუარზე დგომისთვის. ხალხი ციხეში მიდის „ფეისბუქზე“ პოსტებისთვის. ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ფონდები, რომლებიც ყოველთვის უჭერდნენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და განვითარებას, საქართველოდან იდევნებიან. ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესად პრობლემურია და ამიტომ, კიდევ ერთხელ, შემდეგ ორშაბათს მინისტრები განიხილავენ საქართველოში ვითარების გაუარესებას. მე მექნებოდა სურვილი, რომ ყველაფერზე პოზიტიურად ვისაუბრო, მაგრამ ხელისუფლების ქმედებები ამის საშუალებას არ მაძლევს.სამწუხაროდ მთავრობის წარმომადგენლები არ გვისმენენ, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრები ამას მოგვიანებით გავიგებთ.“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ. ევროკავშირის ელჩმა უპასუხა ხელისუფლების  მაღალჩინოსნების შესაძლო დასანქცირებაზე დასმულ შეკითხვასაც. ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირში ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.   რაც შეეხება ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას, აქ გადაწყვეტილების მისაღებად ძალიან მაღალი ზღვარია დაწესებული. სანქციების დაწესებას ერთსულოვანი გადაწყვეტილება სჭირდება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო უნდა დაეთანხმოს გადაწყვეტილებას. საქართველოში გარკვეული პირების მიმართ სანქციების დაწესების საკითხი უკვე ორი წელია განიხილება, თუმცა ამ ეტაპზე წევრ სახელმწიფოებს შორის ერთსულოვანი შეთანხმება არ არსებობს. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ.", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.  https://ghn.ge/index.php/news/355075-khalkhi-tsikheshi-midis-trotuarze-dgomistvis-feisbukze-postebistvis-fondebi-romlebits-mkhars-ucherdnen-sakartvelos-suverenitets-idevnebian-amitom-kidev-ertkhel-ministrebi-ganikhilaven-vitarebis-gauaresebas-pavel-herchinski ხალხი ციხეში მიდის ტროტუარზე დგომისთვის, „ფეისბუქზე“ პოსტებისთვის, ფონდები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს სუვერენიტეტს, ქვეყნიდან იდევნებიან, ამიტომ, კიდევ ერთხელ, მინისტრები განიხილავენ ვითარების გაუარესებას - პაველ ჰერჩინსკი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/340602187.png 2026-10-10 355075 მოსკოვმა დიზელის საწვავის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა გადაიხადა - ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმაზე დღეს რუსეთმა მადლობა ასე გამოხატა დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის, ასე ეხმიანენა უკრაინის პრზეიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა.  "დღეს რუსეთმა მადლობა ასე გამოხატა დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის - ზაპოროჟიეში საცხოვრებელ შენობებს ხუთი მართვადი საავიაციო ბომბით დაარტყა. ამ დროისთვის, სამწუხაროდ, დადასტურებულია, რომ დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კიდევ 14 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია - ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. კვლავ მოწმდება ინფორმაცია კიდევ 12 ადამიანის შესახებ, რომლებიც, შესაძლოა, თავდასხმის დროს იქ იმყოფებოდნენ. ადგილზე ყველა საგანგებო სამსახური მუშაობს, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. ღამით ჩვენს 13 რეგიონს დაესხნენ თავს. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები, ინფრასტრუქტურა და სარკინიგზო ობიექტები. გასულმა ღამემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთში ზეწოლის ნებისმიერ შემსუბუქებას ისე აღიქვამენ, თითქოს მათ შეუძლიათ ომის გაგრძელება და ქალაქების დაბომბვა. საჭიროა განსხვავებული სიგნალები. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომი უნდა შეწყვიტოს, ამისთვის კი მან საკუთარი დანაკარგები უნდა იგრძნოს. ამჟამად სწორედ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედების საშუალებები უზრუნველყოფს ამას. რუსეთის დარტყმებს პასუხს გავცემთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება", - წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია. მისი თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, ნოემბრის განმავლობაში კიდევ - 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას. https://ghn.ge/index.php/news/355074-moskovma-dizelis-satsvavis-eksportze-sanktsiebis-mokhsnistvis-madloba-gadaikhada-volodimir-zelenski-zaporozhieze-rusetis-tavdaskhmaze ეს არის რუსეთის მადლობა დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმაზე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/301016555.jpg 2026-10-10 355074 ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო კავშირს ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის, წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა - პაველ ჰერჩინსკი მიხარია, რომ წელს პირველად აღვნიშნავთ ევროპის დღეს კახეთში. აქ ხომ განსაკუთრებულად იგრძნობა თავისუფალი ქართული სული, კულტურა და ტრადიციები, ის სიმდიდრე, რომელსაც საქართველო ევროპას სძენს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კახეთში, ევროპის დღეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან დამსწრეებს ქართულად მიმართა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, „27 დამოუკიდებელი სახელმწიფო ძლიერ ერთობას ქმნის, ისევე, როგორც თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას“. „დიდი ბოდიში, ჩემი „დამტვრეული ქართულისთვის”, თუმცა, მაინც მინდა, პატივისცემის ნიშნად, თქვენს მშვენიერ ენაზე მოგმართოთ. მიხარია, რომ წელს პირველად აღვნიშნავთ ევროპის დღეს კახეთში. აქ ხომ განსაკუთრებულად იგრძნობა თავისუფალი ქართული სული, კულტურა და ტრადიციები. ის სიმდიდრე, რომელსაც საქართველო ევროპას სძენს. თქვენ იცით, რომ ევროკავშირი არც ახალი, და მით უფრო, არც უცხო ამბავი არ არის. გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, უკვე თითქმის 80 წელია, ვრჩებით მშვიდობის, დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუნძულად. ის, რაც გვაქვს, დიდი შრომით, მონდომებითა და საერთო პრინციპებისადმი ერთგულებით შევქმენით. ამიტომაც არის ჩვენთვის ასეთი ძვირფასი. ამიტომაც გვინდა, ეს სიკეთე გავუზიაროთ მათ, ვინც პატივს სცემს ჩვენს საერთო წესებს. ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს. 27 დამოუკიდებელი სახელმწიფო ძლიერ ერთობას ქმნის, ისევე როგორც თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას. ჩვენ გვსურს, ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს. ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება. მართალია, ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის. წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა, მით უფრო, დავიწყება რამდენიმე წელში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას. თქვენ არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ, იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე და რადგან დღეს კახეთში ვართ, ნება მომეცით, ჩემი გამოსვლა სადღეგრძელოთი დავასრულო: „წუთისოფელი ეგრეა, დღეს ღამე უთენებია, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ევროპას! წინ, საქართველო, წინ!“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, რომლის სიტყვით გამოსვლის ტექსტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. https://ghn.ge/index.php/news/355073-evrokavshirisa-da-sakartvelos-mchidro-kavshirs-antievropuli-ritorika-dzalian-azianebs-tumtsa-ver-shetsvlis-tsarmoudgenelia-mravaltsliani-istoriis-gadatsera-pavel-herchinski ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება, მართალია, ამ მჭიდრო კავშირს ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის, წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა -  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1174738649.png 2026-10-10 355073 ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, კიდევ რამდენიმეს ნანგრევებში ეძებენ ზაპოროჟიეზე 10 ოქტომბერს დილით რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 11 ადამიანია დაღუპული. მათ შორის სამი ბავშვია. ამის შესახებ უკრაინული მედია ზაპოროჟიეს ოლქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვზე დაყრდნობით იუწყება. ეძებენ რამდენიმე ადამიანს. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციას არ დაუზუსტებია, რამდენი ადამიანი მიიჩნევა დაკარგულად. ნანგრევებში ადამიანების ძებნა გრძელდება. 10 ოქტომბერს დილით რუსებმა ზაპოროჟიეში მართვადი საავიაციო ბომბებით ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს. რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 11 ოქტომბერი ზაპოროჟიეში გლოვის დღედ გამოცხადდა. https://ghn.ge/index.php/news/355072-zaporozhieze-rusetis-tavdaskhmis-shedegad-11-adamiania-daghupuli-kidev-ramdenimes-nangrevebshi-edzeben ზაპოროჟიზე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1912143820.png 2026-10-10 355072 დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით შეინარჩუნებს - The Independent ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას და რუსეთზე ზეწოლას სანქციების ყველაზე მკაცრი რეჟიმის გამოყენებით, რომელიც ბრიტანეთს ოდესმე გამოუყენებია - მთავრობის პრესსპიკერი დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაგრძელების ერთგული რჩება. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსკოვთან რუსული დიზელის საწვავის აშშ-სა და მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შესახებ შეთანხმების მიღწევის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ გამოცემა The Independent იუწყება. „დიდი ბრიტანეთის პოზიცია სრულიად მკაფიოა. ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას სანქციების ყველაზე მძიმე რეჟიმის გამოყენებით, რომელიც დიდ ბრიტანეთს ოდესმე გამოუყენებია“,-- განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია. მისი თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, ნოემბრის განმავლობაში კიდევ - 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას.   https://ghn.ge/index.php/news/355071-didi-britaneti-ukrainis-mkhardacheras-gaagrdzelebs-da-rusetze-zetsolas-qvelaze-mdzime-sasanktsio-rezhimit-sheinarchunebs-the-independent დიდი ბრიტანეთი ტრამპის მოსკოვთან დიზელის შეთანხმების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაგრძელებას აპირებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/460415786.jpg 2026-10-10 355071 თეთრი სახლის პრესმდივნად ქეითი ზაქარია დაინიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონსერვატორი პოლიტიკური მიმომხილველი ქეითი ზაქარია თეთრი სახლის ახალ პრესმდივნად დანიშნა. ის ქეროლაინ ლევიტს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა 2026 წლის აგვისტოს ბოლოს დატოვა. ამის შესახებ New York Times იუწყება. ტრამპმა ზაქარიას დანიშვნის შესახებ 9 ოქტომბერს, სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა. მან ზაქარია თავის „ერთგულ და ბრწყინვალე მხარდამჭერად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ ის მის საარჩევნო კამპანიებში, მათ შორის მნიშვნელოვან შტატებში, მონაწილეობდა. 41 წლის ქეითი ზაქარია ამჟამად დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელ Truth Social-ის მფლობელი კომპანია Trump Media & Technology Group-ის კომუნიკაციების უფროს მრჩევლად მუშაობს. მანამდე, 2026 წელს, მცირე ხნით აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე პრესსპიკერისა და მდივნის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. ის ასევე ხშირად მონაწილეობდა Fox News-ისა და Newsmax-ის პოლიტიკურ გადაცემებში. ზაქარიამ დანიშვნის შესახებ ტრამპს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისთვის ეს მთელი ცხოვრების უდიდესი პატივია. მან აღნიშნა, რომ ახალი თანამდებობიდან ადმინისტრაციის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ ამერიკელი ხალხის ინფორმირებაზე იმუშავებს. ქეროლაინ ლევიტმა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა 27 აგვისტოს დატოვა. მან გადაწყვეტილება ოჯახთან და მცირეწლოვან შვილებთან მეტი დროის გატარების სურვილით ახსნა. ლევიტი Fox News-ის ეთერში წამყვანად იმუშავებს. https://ghn.ge/index.php/news/355070-tetri-sakhlis-presmdivnad-keiti-zakaria-dainishna თეთრი სახლის პრესმდივნად ქეითი ზაქარია დაინიშნა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/473966357.png 2026-10-10 355070 ქვეყნის მასშტაბით გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება გრძელდება გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ელენე ღუბიანურმა ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) წარმომადგენლებთან ერთად, ქ. გორში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგური გახსნა. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ნაწილია, რომელსაც გაეროს სააგენტოები ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ. „საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის და გაეროს განვითრების პროგრამის მხარდაჭერით გავხსენით მორიგი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური ქ. გორში. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტად რჩება ჰაერის ხარისხის მართვის გაძლიერება და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა ჰაერის ხარისხი გასაუმჯობესებლად“- განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა. ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლებამ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როგორც საკანონმდებლო სფეროში, ისე პრაქტიკული ღონისძიებების გატარების კუთხით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია აღნიშნული კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. „მოხარულები ვართ, რომ გაეროს განვითარების პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერით და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 10 სადგურის ამოქმედებაში მონაწილეობს. აღნიშნული სადგურები შესაძლებელს გახდის ჰაერში ნახშირბადის მონოქსიდის, გოგირდის ოქსიდების, აზოტის ოქსიდებისა და მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის გაზომვას. მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას დაავადებების პრევენციის, სამრეწველო სექტორთან თანამშრომლობისა და რეგულაციების გადახედვის მიმართულებით, რათა გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის“- აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, დაგლას უებმა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 23 სადგური, რომელთა საშუალებით ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი. სადგურებიდან მიღებული მონაცემები ონლაინ ხელმისაწვდომია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე - www.air.gov.ge. მიმდინარე წლის ბოლომდე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი გაფართოვდება და წლის ბოლოსთვის მონიტორინგი 28 ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდება. https://ghn.ge/index.php/news/355069-kveqnis-masshtabit-garemos-erovnuli-saagentos-atmosferuli-haeris-khariskhis-monitoringis-kselis-gafartoeba-grdzeldeba ქვეყნის მასშტაბით გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება გრძელდება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/915066903.jpg 2026-10-10 355069 გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია - პროკურატურა საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. „შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ 2025 წლის 29 დეკემბერს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის ამავე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები; ჩატარებული იქნა საექსპერტო კვლევები; დამუშავდა და გაანალიზდა ათეულობით საათის ვიდეოჩანაწერი; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით გიორგი დავითაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3, 4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის (დამამძიმებელ გარემოებაში განხორციელებული მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება). მას სასჯელის სახით განესაზღვრა 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, იგი 2025 წლის 10 ოქტომბერს პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის №6 დაწესებულებაში. 2025 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, გიორგი დავითაძის საკნის გეგმური შემოწმების დროს, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს, ამავე დროს იმუქრებოდა თვითდაზიანებითა და მორიგე განწესის წევრების ფიზიკური შეურაცხყოფით. აღნიშნულის გამო, იგი გადაყვანილი იქნა №6 დეესკალაციის ოთახში, სადაც კვლავ აგრძელებდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას და იყო აგრესიული. დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შემდეგ, გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების მიზნით, კანონის მოთხოვნების დაცვით მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ზომა. კერძოდ, დაწესებულების სამმა თანამშრომელმა განახორციელა მსჯავრდებულის გაკავება, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა გ.ვ.-მ გიორგი დავითაძეს ჩაუტარა პირადი შემოწმება, სხეულზე გარედან ზედაპირული შეხების გზით. შემოწმების პროცესში, ასევე გამოყენებული იქნა მეტალო-დეტექტორიც. შემოწმების პროცესში, გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. 2025 წლის 26 დეკემბერს, გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანისა და მისი პირადი შემოწმებიდან 5 დღის შემდეგ, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შესულ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან გასაუბრებისას გიორგი დავითაძეს მისი გაუპატიურების ფაქტი არ უხსენებია, განმარტა, რომ დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, ვინმე „კვარა” მას გაუპატიურებით დაემუქრა და სამედიცინო ხელთათმანით ხელი შარვალში ჩაუცურა. ასევე განმარტა, რომ დაწესებულების თანამშრომლები სისტემატურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. სახალხო დამცველის აპარატიდან პროკურატურაში გადმოგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი დავითაძემ, მასთან შესულ გამომძიებელს, უარი განუცხადა ადვოკატის გარეშე რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე. თავის მხრივ, გიორგი დავითაძის ადვოკატმა, 2025 წლის 29 დეკემბერს გამომძიებელთან კომუნიკაციის დროს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, უარი განაცხადა საპატიმრო დაწესებულებაში შესვლაზე. ასევე, 2026 წლის 9 იანვრის კომუნიკაციის დროს განმარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კვლავ ვერ შეძლებდა პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადებას და მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით, გიორგი დავითაძის ინტერესებს დაიცავდა სხვა ადვოკატი. გიორგი დავითაძე გამოიკითხვა 2026 წლის 12 იანვარს ადვოკატის მონაწილეობით. მხოლოდ გამოძიების ამ ეტაპზე დააფიქსირა მან, მის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების განხორციელების შესახებ. ამავე დროს, გიორგი დავითაძემ ადვოკატის თანდასწრებით უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და მიუთითა, რომ მომხდარი ფაქტის დროს არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუღია. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოკითხვისას დასახელებული თითქოსდა მასზე მოძალადე ვინმე „კვარა”, როგორც შემდეგ განმარტეს – გიორგი კვარაცხელია საერთოდ არ მუშაობს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში. 2026 წლის 3 ივლისს გიორგი დავითაძის ადვოკატმა, პროკურატურას მომართა შუამდგომლობით გიორგი დავითაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ. პროკურორის მიერ იმავე დღეს გამოტანილი იქნა დასაბუთებული დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გიორგი დავითაძის მხარეს არ გაუსაჩივრებია, არც ზემდგომ პროკურორთან და არც სასამართლოში, როგორც ამას ითვალისწინებს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. გამოძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა ფონოვიდეოსკოპური და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა, რა დროსაც ექსპერტმა წამობრივი სიზუსტით გაშიფრა დეესკალაციის №6 საკანში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები და სრულად აღადგინა გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების პროცესში განხორციელებული მოქმედებები. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოჩანაწერებზე გიორგი დავითაძის ძალადობისკენ მიმართული ქმედება არ ფიქსირდება. ამასთან, ამავე ვიდეოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. შესაბამისად, განსახილველი დასკვნით ცალსახად გამოირიცხა გიორგი დავითაძის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების ფაქტი. ამდენად, საქმეზე მოპოვებული და განხილული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. იგი არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებებთან. რის გამოც, 2026 წლის 9 ოქტომბერს, დანაშაულის არ არსებობის გამო მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება“, – აღნიშნულია განცხადებაში. https://ghn.ge/index.php/news/355068-giorgi-davitadzis-mimart-raime-sakhis-dzaladobas-da-danashaulebriv-kmedebas-adgili-ar-hkonia-prokuratura გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია - პროკურატურა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1093529335.png 2026-10-10 355068 "მოტყუებით დაეუფლა 13 500 აშშ დოლარს" - ქუთაისში 1 პირი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქე დაარწმუნა, თითქოს თბილისში, კონკრეტულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა. მან დაზარალებულთან 80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 96 000 აშშ დოლარად ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც მოქალაქემ, ბრალდებულის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე თანხის ნაწილი ეტაპობრივად გადარიცხა. გამოძიებით დადგინდა, რომ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ მიმდინარეობდა და ბრალდებული დაზარალებულის მიერ გადარიცხულ თანხას მოტყუებით დაეუფლა. დანაშაულის შედეგად მოქალაქისთვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 13 500 აშშ დოლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://ghn.ge/index.php/news/355067-motquebit-daeufla-13-500-ashsh-dolars-kutaisshi-1-piri-daakaves "მოტყუებით დაეუფლა 13 500 აშშ დოლარს" - ქუთაისში 1 პირი დააკავეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/924053394.jpg 2026-10-10 355067 ტრამპმა პუტინთან დიზელის საწვავზე შეთანხმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების ცალმხრივად შეწყვეტაზე უარი თქვა - Axios აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსული დიზელის საწვავის შეერთებულ შტატებში მიწოდებაზე შეთანხმების გაფორმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების ცალმხრივად შეწყვეტაზე უარი თქვა. ამის შესახებ Axios ინფორმირებულ მაღალჩინოსან ამერიკელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე დარტყმების შეწყვეტის თაობაზე ექვსზე მეტი თხოვნა უგულებელყო. ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ზელენსკი ტრამპსა და მის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ეუბნებოდა, რომ მზად იყო რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეეწყვიტა, თუ რუსეთი უკრაინის ელექტროსადგურებზე დარტყმებს შეწყვეტდა. თუმცა, წყაროს თქმით, ტრამპს სურდა, უკრაინას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები ცალმხრივად შეეწყვიტა, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე თავდასხმებს უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის დარტყმების თანაზომიერად არ მიიჩნევდა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები რუსეთს ზიანს აყენებს, თუმცა აშშ-საც სერიოზული ზარალი ადგება. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ზელენსკი სიტუაციას არასწორად აფასებს. „რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გაგრძელებით ის ანგრევს ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, რომელიც ტრამპთან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩამოაყალიბა“, - განაცხადა მან. გამოცემის ინფორმაციით, მაიამიში გამართული რვასაათიანი მოლაპარაკებების დროს ტრამპის წარმომადგენლებმა უკრაინის დელეგაციას აცნობეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი პუტინს გაესაუბრებოდა და რუსული დიზელის საწვავის ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს გააუქმებდა. უკრაინელმა მაღალჩინოსანმა Axios-ს განუცხადა, რომ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინას ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრნენ, თუ დარტყმები გაგრძელდებოდა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი მუქარა არ ყოფილა. მისი თქმით, აშშ საიმედო პარტნიორია, რომელიც უკრაინას საბრძოლო მასალებითა და სადაზვერვო ინფორმაციით ამარაგებს. გარდა ამისა, უიტკოფმა და კუშნერმა უკრაინის დელეგაციასა და ევროპელ წარმომადგენლებს რუსეთთან შესაძლო ენერგეტიკული შეთანხმებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ ეს შეთანხმებები რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებში დათმობებისკენ უბიძგებს. „პუტინი ძლიერ დარტყმებს ახორციელებს [უკრაინაზე], თუმცა მიგვაჩნია, რომ ის მზად არის, ომის დასრულების საკითხი განიხილოს. გვინდა, შევიმუშაოთ ახალი წინადადება, რომელიც მისთვის იმდენად მისაღები იქნება, რომ ომის შეჩერებას აიძულებს“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია. მისი თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, ნოემბრის განმავლობაში კიდევ - 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას. https://ghn.ge/index.php/news/355066-trampma-putintan-dizelis-satsvavze-shetankhmeba-mas-shemdeg-gadatsqvita-rats-ukrainam-rusetis-navtobgadamamushavebel-karkhnebze-dartqmebis-tsalmkhrivad-shetsqvetaze-uari-tkva-axios ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელის საწვავზე შეთანხმების გაფორმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების ცალმხრივად შეწყვეტაზე უარი თქვა - Axios მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/520403908.jpg 2026-10-10 355066 ჩვენ დავწვავთ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს - ტრამპისა და პუტინის შეთანხმების მიუხედავად, უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტას არ აპირებს - FT აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის რუსულ დიზელის საწვავზე სანქციების მოხსნის შესახებ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ Financial Times (FT) მაღალჩინოსან უკრაინელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონის მიერ რუსულ დიზელის საწვავზე სანქციების მოხსნის პასუხად უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შორი მოქმედების დრონებით თავდასხმების შეწყვეტას არ გეგმავს. „ჩვენ [რუსეთის] ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დავწვავთ“, - განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა. კიევში აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა. მან ამ ნაბიჯს „სუსტი გადაწყვეტილება“ უწოდა და განაცხადა, რომ ის კრემლს ომის დაფინანსებაში დაეხმარება და პუტინს უფრო მეტ გამბედაობას შესძენს. „პუტინისთვის საჩუქრების გაკეთება არც მშვიდობა მოიტანს და არც რაიმე სარგებელს ცივილიზებული სამყაროსთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია. მისი თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, ნოემბრის განმავლობაში კიდევ - 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას. https://ghn.ge/index.php/news/355065-chven-davtsvavt-rusetis-navtobgadamamushavebel-karkhnebs-trampisa-da-putinis-shetankhmebis-miukhedavad-ukraina-rusetis-energetikul-infrastrukturaze-dartqmebis-shetsqvetas-ar-apirebs-ft ჩვენ [რუსეთის] ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დავწვავთ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1092133311.png 2026-10-10 355065 ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ამერიკელ სენატორებთან რუსეთის თავდასხმებისგან დაცვის გაძლიერების საკითხი განიხილა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ამერიკელი სენატორების დელეგაციასთან რუსეთის თავდასხმებისგან დაცვის გაძლიერების, რუსეთის სამხედრო მანქანისთვის ფინანსური ნაკადების შეზღუდვისა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ჩამჭრელი რაკეტების წარმოების ლიცენზიების გაცემის დაჩქარების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ზელენსკიმ X-ზე დაწერა. ამერიკულ დელეგაციას სენატორები როჯერ უიკერი, კევინ კრამერი, მარკ ვისი და დენ კრენშოუ წარმოადგენდნენ. ზელენსკის განცხადებით, შეხვედრა კიევში იმ დროს გაიმართა, როდესაც რუსული რეაქტიული ტიპის „შაჰედის“ დრონების საფრთხის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. მისი თქმით, მხოლოდ ოქტომბრის დასაწყისიდან რუსულმა დრონებმა დედაქალაქში ორი სკოლა დააზიანეს. გარდა ამისა, დარტყმები განხორციელდა ხიდებზე, ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. „ამ ტერორისგან თავის დაცვა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. განვიხილეთ, როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში დახმარება. რა თქმა უნდა, ველით, რომ ლინდსი გრემის კანონპროექტი ამოქმედდება. ეს პოლიტიკური ნების საკითხია და ახლა მნიშვნელოვანია ლიდერობის გამოვლენა და რუსეთის სამხედრო მანქანისთვის ფინანსური ნაკადების სრულად შეზღუდვა“, - დაწერა ზელენსკიმ. მხარეებმა ასევე განიხილეს Patriot-ის სისტემებისთვის ჩამჭრელი რაკეტების წარმოების ლიცენზიების დაჩქარება. „უკრაინა მზად არის, არა მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის აწარმოოს ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელი სისტემები, არამედ ერთობლივი წარმოების გზით გააძლიეროს შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეებიც“, - აღნიშნა ზელენსკიმ. https://ghn.ge/index.php/news/355064-volodimir-zelenskim-kievshi-amerikel-senatorebtan-rusetis-tavdaskhmebisgan-datsvis-gadzlierebis-sakitkhi-ganikhila ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ამერიკელი სენატორების დელეგაციასთან რუსეთის თავდასხმებისგან დაცვის გაძლიერების მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1496137724.jpg 2026-10-10 355064 პუტინისთვის საჩუქარი არც მშვიდობას მოიტანს და არც ცივილიზებულ სამყაროს მოუტანს სარგებელს - რუსეთი კი დიზელის საწვავის გამო ტერორსა და ვერაგობას გააგრძელებს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის ნებართვა და სანქციების შემსუბუქება ომში ინვესტიციის ტოლფასია. ზელენსკიმ ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ რუსეთთან დეესკალაციის მკაფიო და გრძელვადიანი შეთანხმების გარეშე სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება სისუსტის აშკარა გამოვლინება იქნება. "დღეს კიევში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ - ორპარტიული დელეგაცია. მადლიერი ვარ, რომ ასეთ რთულ დროს უკრაინას ეწვივნენ. მათ იკითხეს: „რა არის საჭირო ომის დასასრულებლად?“ პასუხი მტკიცე უნდა იყოს. საჭიროა სანქციები ლინდსი გრემის კანონპროექტის საფუძველზე, უკრაინის მხარდაჭერა ადამიანების სიცოცხლის დასაცავად და რუსეთზე ზეწოლა ომის გამო. დღეს ამერიკისა და რუსეთის ლიდერებს შორის საუბარიც გაიმართა. საუბარი, რომელსაც რაღაც სხვა უნდა მოჰყვეს. ცოტა ხნის წინ ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნის შესახებ. ამის შემდეგ რუსეთის დარტყმები და ადამიანების მიმართ ძალადობა მხოლოდ გაიზარდა. მხოლოდ ამ კვირაში: რუსეთის სარაკეტო დარტყმა საცხოვრებელ კორპუსზე პრილუკში, საჰაერო დარტყმები კრამატორსკში - ჩვეულებრივ სამგზავრო ავტობუსებზე, კიევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განუწყვეტელი შეტევები, დარტყმები დნიპროს, ხარკივის, ოდესისა და ჩვენი სხვა ქალაქების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე. ათობით ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. რუსეთი ფრონტის ხაზზე მისთვის დასახული მიზნების მიღწევის უუნარობას ამ ტერორით ანაზღაურებს. წელს რუსეთი ფრონტის ხაზზე უფრო სუსტია, ვიდრე ომის ნებისმიერ სხვა ეტაპზე ყოფილა. სწორედ ამიტომ ეყრდნობა პუტინი ტერორს. სწორედ ამიტომ ცდილობს კულისებში გარიგებების მიღწევას, რათა რუსეთზე ზეწოლა ამა თუ იმ ფორმით შეამსუბუქოს და ომის გასაგრძელებლად მეტი დრო და შესაძლებლობა მოიპოვოს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება რუსეთთან დეესკალაციის მკაფიო და გრძელვადიანი შეთანხმების გარეშე აშკარა სისუსტეა. ეს რუსეთის ინტერესებშია - ის უფრო მეტ ადამიანს მოკლავს, ომს უფრო დიდხანს გააგრძელებს, ამერიკას კიდევ უფრო ნაკლებ პატივს სცემს და მსოფლიოს კიდევ უფრო მეტ ზიანსა და დანაკარგს მიაყენებს. უკრაინა მზად არის დეესკალაციის საპასუხო ნაბიჯებისთვის და ამერიკულმა გუნდმა იცის ჩვენი პოზიცია. ჩვენი დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა ნავთობობიექტებზე რუსეთის პასუხია უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე წლების განმავლობაში მიმდინარე ტერორისტულ კამპანიაზე. უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაბომბავს, თუ რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას არ გაანადგურებს. სწორედ ასეთ შეთანხმებას ვთავაზობთ ამერიკას და მიგვაჩნია, რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი ძალა აქვს ამ კომპრომისის მისაღწევად. პუტინისთვის საჩუქარი მშვიდობას ვერ მოიტანს და ვერც ცივილიზებულ სამყაროს მოუტანს რაიმე სარგებელს. რუსეთი დიზელის საწვავს შემდგომი ტერორითა და ვერაგობით „აანაზღაურებს“. რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის ნებართვა იმ ომში ინვესტიციაა, რომელიც უნდა დასრულდეს და არა გახანგრძლივდეს. რუსეთთან რეალური დეესკალაციაა საჭირო, ურთიერთსაპასუხო ნაბიჯების საფუძველზე. ველით, რომ ამერიკა სამართლიანად დაგვიჭერს მხარს სიცოცხლისა და უკრაინაში მცხოვრები ადამიანების დასაცავად და რუსეთთან შესაბამისი სიმტკიცით წარმართავს დიალოგს. მტკიცედ და არა სუსტად", - წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, ახლახან ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრანმპმა, ახლახან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვლადიმირ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის. https://ghn.ge/index.php/news/355063-putinistvis-sachukari-arts-mshvidobas-moitans-da-arts-tsivilizebul-samqaros-moutans-sargebels-ruseti-ki-dizelis-satsvavis-gamo-terorsa-da-veragobas-gaagrdzelebs-volodimir-zelenski პუტინისთვის საჩუქარი არც მშვიდობას მოიტანს და არც ცივილიზებულ სამყაროს მოუტანს სარგებელს - რუსეთი კი დიზელის საწვავის გამო ტერორსა და ვერაგობას გააგრძელებს - ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/176380001.jpg 2026-10-10 355063 დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პარასკევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე დაწერა. მისი თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, ნოემბრის განმავლობაში კიდევ - 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას. „ახლახან დავასრულე უაღრესად წარმატებული საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. შევთანხმდით, რომ რუსეთი აშშ-ისა და მსოფლიო ბაზარს დაუყოვნებლივ მიაწვდის 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, ნოემბერში - დამატებით 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ დაუყოვნებლივ - კიდევ 1 000 000 ტონას. გარდა ამისა, რუსეთი, თავისი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში 3 000 000 ტონა დიზელის საწვავს მოგვაწვდის. ჰორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსულ ენერგორესურსებთან დაკავშირებული ამ მნიშვნელოვანი განცხადების გათვალისწინებით, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის რეკორდული ტემპითა და ძალიან სწრაფად დაიწევს! ამერიკელებისთვის და განსაკუთრებით ჩვენი შესანიშნავი ფერმერებისთვის, მეცხოველეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის ფასების შემცირება ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განცხადებაა. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს: ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, - წერს დონალდ ტრამპი. https://ghn.ge/index.php/news/355062-donald-trampi-atskhadebs-rom-vladimir-putintan-tsarmatebuli-molaparakebis-shemdeg-ruseti-ashsh-sa-da-globalur-bazars-milionobit-tona-dizelis-satsvavs-miatsvdis დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1725213781.jpg 2026-10-10 355062 კატეგორიულად არ ვეთანხმებით აშშ-ის მიერ ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას - რვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ რვა ქვეყანა აშშ-ის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება და სასამართლოს მხარდაჭერას ადასტურებს. ამის შესახებ 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. დოკუმენტს კანადის, დანიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ნიდერლანდებისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ. მინისტრები აცხადებენ, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების მიმართ მტკიცე და უწყვეტ მხარდაჭერას. ერთობლივ განცხადებაში რვა ქვეყნის წარმომადგენლები აშშ-ის გადაწყვეტილებას სანქციების დაწესების შესახებ უარყოფითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ მათი ამოქმედების შემთხვევაში, ზომები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სასამართლოს საქმიანობაზე, მის თანამშრომლებსა და მათ ოჯახებზე. „როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ერთგული მხარდამჭერები, ვწუხვართ და კატეგორიულად არ ვეთანხმებით აშშ-ის განცხადებას სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში. მინისტრები დადებითად აფასებენ სასამართლოს მიერ სანქციების შესაძლო შედეგებისთვის მზადების პროცესს და აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ მის შესაძლებლობას, გააგრძელოს რომის სტატუტით განსაზღვრული მანდატის შესრულება. „ჩვენ კვლავ ერთიანნი ვართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერაში და მზად ვართ, დეკემბერში დაგეგმილი მონაწილე სახელმწიფოების ასამბლეის წინ, რომის სტატუტის არაწევრ ქვეყნებთან კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი გავაგრძელოთ“, - ნათქვამია განცხადებაში. მინისტრები ასევე ადასტურებენ მზადყოფნას, ერთობლივი ძალისხმევით მხარი დაუჭირონ სასამართლოს საქმიანობას, დაიცვან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და ხელი შეუწყონ პასუხისმგებლობის დაკისრებას საერთაშორისო დანაშაულებისთვის. განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა. ვაშინგტონის გადაწყვეტილება სასამართლოს საქმიანობას ფინანსურ და ტექნოლოგიურ შეზღუდვებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი სასამართლოს წინააღმდეგ კამპანიის გაგრძელებას აპირებს. სასამართლო სანქციებს საერთაშორისო მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს. https://ghn.ge/index.php/news/355061-kategoriulad-ar-vetankhmebit-ashsh-is-mier-haagis-sasamartlos-tsinaaghmdeg-sanktsiebis-datsesebas-rva-kveqnis-sagareo-sakmeta-ministrebi-ertobliv-gantskhadebas-avrtseleben ატეგორიულად არ ვეთანხმებით ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე აშშ-ის განცხადებას მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/893742465.jpg 2026-10-09 355061 ნანა ყეინიშვილის ეროვნული ბანკის საბჭოდან მოკვეთა უხეში კანონდარღვევაა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დიდ შარში გაეხვა - რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს საქმიანობიდან ჩამოცილება კანონდარღვევაა. მისი თქმით, თუ საბჭო „უკანონოდ ჩამოცილებული“ წევრის გარეშე გააგრძელებს სხდომების ჩატარებას, „დეფექტური შემადგენლობით“ მიღებული ყველა შემდგომი გადაწყვეტილება ბათილობის სერიოზული რისკის ქვეშ დადგება. გოცირიძის შეფასებით, ახლა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა „დიდ შარში გაეხვა“ და ეროვნული ბანკი უმძიმეს სამართლებრივ კრიზისში აღმოჩნდება. „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოდან მოკვეთეს. ეს უხეში კანონდარღვევაა და ამან შესაძლოა ეროვნული ბანკის სამომავლო გადაწყვეტილებებზე სავალალოდ იმოქმედოს. ასეთ სანქციას კანონი არ ითვალისწინებს. კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ მკაფიოდ და ამომწურავად განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეზღუდვის სამართლებრივ ფარგლებს. ეროვნული ბანკის საბჭოს არ გააჩნია უფლებამოსილება, თავის წევრს დროებით ან მუდმივად შეუჩეროს საბჭოს წევრის სტატუსი ან საზედამხედველო საქმიანობა. საბჭოს შეუძლია წევრი ჩამოაცილოს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული საკითხის განხილვისა და კენჭისყრის პროცესს, ისიც მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში. „უფლებამოსილების დროებითი შეჩერების“ ნორმა კანონში არ არსებობს. კანონი იცნობს მხოლოდ ორ სამართლებრივ მდგომარეობას: მოქმედ უფლებამოსილებას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას (გადაყენებას). კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს შუალედურ სამართლებრივ ზომას-უფლებამოსილების „დროებით შეჩერებას“. მუხლი 10 (ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენება): საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების ერთადერთი კონსტიტუციური და კანონიერი ორგანო არის საქართველოს პარლამენტი (პუნქტი 1). მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ამომწურავად ჩამოთვლის გადაყენების საფუძვლებს (გამამტყუნებელი განაჩენი, ქმედუუნარობა, 3 თვის განმავლობაში მოვალეობის შეუსრულებლობა, ინტერესთა შეუსაბამობა ან პირადი განცხადება). სანამ პარლამენტი არ მიიღებს ოფიციალურ გადაწყვეტილებას გადაყენების შესახებ, საბჭოს წევრი ინარჩუნებს თავის სამართლებრივ სტატუსს. საბჭოს შიდა კენჭისყრით წევრისთვის სტატუსის ჩამოართმევა ან საქმიანობის სრული ბლოკირება პირდაპირი კანონდარღვევა და უფლებამოსილების გადამეტებაა. ერთადერთი ლეგიტიმური მექანიზმი-აცილება კონკრეტულ საკითხზე. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საბჭოს წევრს ეზღუდება კენჭისყრაში ან განხილვაში მონაწილეობის უფლება, ეხება ინტერესთა კონფლიქტს კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. მუხლი 13 (ინტერესთა შეუსაბამობა): მე-13 მუხლის შესაბამისი პუნქტები და „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (VI თავი-აცილება) ნორმები ადგენს, რომ თუ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი ეხება საბჭოს წევრის ან მისი ოჯახის წევრის პირად, ფინანსურ ან ქონებრივ ინტერესს, მოქმედებს აცილების წესი: ა) თვითაცილება: საბჭოს წევრი ვალდებულია თავად განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ და არ მიიღოს მონაწილეობა ამ კონკრეტული საკითხის განხილვასა და კენჭისყრაში. ბ) იძულებითი აცილება საბჭოს მიერ: თუ წევრი თავად არ აცხადებს აცილებას, თუმცა არსებობს დასაბუთებული ეჭვი ან მტკიცებულება ინტერესთა შეუსაბამობაზე, საბჭოს ნებისმიერ სხვა წევრს აქვს უფლება დააყენოს მისი აცილების საკითხი. გ) საბჭოს გადაწყვეტილება: საბჭო კენჭს უყრის აცილების მოთხოვნას. ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ეს წევრი ჩამოშორდება მხოლოდ ამ კონკრეტული დღის წესრიგის საკითხის კენჭისყრას. ამ პროცედურის დასრულებისთანავე, მომდევნო (ნეიტრალურ) საკითხებზე საბჭოს წევრი სრული უფლებით აგრძელებს მსჯელობასა და ხმის მიცემას. რა ხდება, თუ საბჭომ მაინც გადაამეტა უფლებამოსილებას? თუ ეროვნული ბანკის საბჭომ მაინც ჩაიდინა ასეთი სამართლებრივი ნონსენსი და თავის წევრს უკანონოდ შეაჩერა უფლებამოსილება, საბჭო თავად ხდება კანონდამრღვევი, ხოლო შედეგები ინსტიტუტისთვის კატასტროფულია: გადაწყვეტილების ავტომატური ბათილობა: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი კომპეტენციის გადაცილებით მიღებული აქტი ბათილია. საბჭოს არ გააჩნია პარლამენტის ფუნქცია და ვერ ჩამოართმევს წევრს უფლებამოსილებას. სხვა გადაწყვეტილებების უკანონობა: თუ საბჭო უკანონოდ ჩამოცილებული წევრის გარეშე გააგრძელებს სხდომების ჩატარებას, ასეთი დეფექტური შემადგენლობით მიღებული ყველა შემდგომი გადაწყვეტილება დგება ბათილობის სერიოზული რისკის ქვეშ. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დიდ შარში გაეხვა და ეროვნული ბანკი უმძიმეს სამართლებრივ კრიზისში აღმოჩნდება“, - წერს რომან გოცირიძე. https://ghn.ge/index.php/news/355059-nana-qeinishvilis-erovnuli-bankis-sabchodan-mokveta-ukheshi-kanondarghvevaa-erovnuli-bankis-khelmdzghvaneloba-did-sharshi-gaekhva-roman-gotsiridze რომან გოცირიძე - ნანა ყეინიშვილის ეროვნული ბანკის საბჭოდან მოკვეთა უხეში კანონდარღვევაა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დიდ შარში გაეხვა  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/623677789.jpeg 2026-10-09 355059 გამოძიების დასრულებამდე, ნანა ყეინიშვილი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში - ეროვნული ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი საბჭოს გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესს ჩამოაშორა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული. ეროვნული ბანკის ცნობით, გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით. „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დღეს განიხილა საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების საკითხი. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლითაც გათვალისწინებულია კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის აცილების საკითხი. კერძოდ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება, მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, პროკურატურამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო. ნანა ყეინიშვილი ევროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა 2023 წლის სექტემბერში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარდგინების საფუძველზე დაამტკიცა. https://ghn.ge/index.php/news/355060-gamodziebis-dasrulebamde-nana-qeinishvili-ar-unda-ighebdes-monatsileobas-erovnuli-bankis-sabchos-mier-gadatsqvetilebebis-shemushavebisa-da-mighebis-protsesshi-erovnuli-banki გამოძიების დასრულებამდე, ნანა ყეინიშვილი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში - ეროვნული ნანკი სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/357179222.jpg 2026-10-09 355060 .„ქართული ოცნების“ მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის ჩემთვის დაკისრების მცდელობა პოლიტიკური ამნეზიის, უპრინციპობისა და საკუთარი უსუსურობის გადაფარვის მორიგი ფარსია - სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის მისთვის დაკისრების მცდელობას „ქართული ოცნების“ მხრიდან მასზე „მორიგ შეტევას“ უწოდებს და „პოლიტიკური ამნეზიის, უპრინციპობისა და საკუთარი უსუსურობის გადაფარვის მორიგი ფარსად“ აფასებს .„ქართული ოცნების“ მორიგი შეტევა ჩემს წინააღმდეგ და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის ჩემთვის დაკისრების მცდელობა პოლიტიკური ამნეზიის, უპრინციპობისა და საკუთარი უსუსურობის გადაფარვის მორიგი ფარსია. როდესაც მმართველ გუნდს საკუთარი პოლიტიკური გათვლები ჩაეფუშება, ის, ჩვეულ სტილში, ისტორიის გადაწერასა და საკუთარი შეცდომების სხვებისთვის გადაბრალებას ცდილობს. საზოგადოებას შევახსენებ უტყუარ ფაქტებს: 2019–2023 წლებში პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ოთხი დამოუკიდებელი, საერთაშორისოდ აღიარებული და მაღალკვალიფიციური კანდიდატი წარვუდგინე: გიორგი ხიშტოვანი, გიორგი მიროტაძე, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე. „ქართულმა ოცნებამ“ ოთხივე კანდიდატურა აბსურდული მიზეზებით ჩააგდო და მათი კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენა. ამის რეალური მიზეზი ერთი იყო: მმართველ გუნდს სურდა, კანდიდატურები წინასწარ მასთან შემეთანხმებინა. მოგვიანებით კი სურდათ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად მოქმედი ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, წარდგენა, რათა ეროვნულ ბანკზე სრული პარტიული კონტროლი დაემყარებინა. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დასაცავად ამ მოთხოვნაზე ჩემი პრინციპული უარი მიიღეს. 2023 წლის სექტემბერში, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესი შეცვალა. ამ გადაწყვეტილებამ უმძიმესი ინსტიტუციური კრიზისი გამოიწვია. პროტესტის ნიშნად ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი გადადგა, ხოლო ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ფუნქციური პარალიზების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ერთის მხრივ, „ოცნების“ პოლიტიკური დევნისა და რეპუტაციული შეტევების გამო, მაღალი დონის დამოუკიდებელ პროფესიონალებს აღარ სურდათ საკუთარი კანდიდატურების წარდგენა; მეორეს მხრივ, საბჭოს ვაკანტურად დატოვების შემთხვევაში, მმართველი გუნდი პრეზიდენტს დააბრალებდა ინსტიტუტის პარალიზებას. სწორედ ამიტომ, მანამდე წარდგენილი ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები, რომელიც მათი გუნდის სრული ლუსტრაციისთვის იყო წარდგენილი გამოიყენეს კრიზისის დროს და შეავსეს საბჭო: იმ „ოცნებამ“, რომელიც წლების განმავლობაში იწუნებდა წამყვან ფინანსისტებსა და ეკონომისტებს „არაკომპეტენტურობის“ საბაბით, ეს ორი კანდიდატი 84 ხმით, ყოველგვარი კითხვების, დებატების, კომპეტენციისა თუ წარსულის გადასინჯვის გარეშე, მყისიერად დაამტკიცა. აქ ჩნდება მარტივი კითხვა: რატომ არ გაუჩნდა „ქართულ ოცნებას“ არცერთი შეკითხვა მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში წამყვან ფინანსისტებსა და ეკონომისტებს იწუნებდა და მათ კანდიდატურებს უარყოფდა? პასუხი აშკარაა: მმართველ გუნდს ჰქონდა პოლიტიკური ილუზია და გათვლა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში საკუთარ, მორჩილ „მოთამაშეს“ ნიშნავდა. დღეს, როდესაც ეს გათვლა მათსავე წინააღმდეგ შემოტრიალდა, საპარლამენტო უმრავლესობა პასუხისმგებლობის ჩემზე გადმოტანას ცდილობს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო უშუალოდ „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკური არჩევანი. საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საპარლამენტო უმრავლესობას და ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერანაირი იაფფასიანი პროპაგანდისტული ილეთით ვერ გაექცევიან”, - წერს სალომე ზურაბიშვილი განცხადებაში. https://ghn.ge/index.php/news/355058-kartuli-otsnebis-mier-erovnuli-bankis-sabchos-tsevrad-nana-qeinishvilis-archevaze-pasukhismgeblobis-chemtvis-dakisrebis-mtsdeloba-politikuri-amneziis-uprintsipobisa-da-sakutari-ususurobis-gadafarvis-morigi-farsia-salome-zurabishvili .„ქართული ოცნების“ მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის ჩემთვის დაკისრების მცდელობა პოლიტიკური ამნეზიის, უპრინციპობისა და საკუთარი უსუსურობის გადაფარვის მორიგი ფარსია - სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1532597733.jpg 2026-10-09 355058 რუსეთი „ენერგეტიკული ზავის“ სანაცვლოდ აშშ-ის სანქციების მოხსნას ითხოვს - Kyiv Independent რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ორმხრივი დარტყმების შეწყვეტის შესაძლო შეთანხმების ფარგლებში აშშ-ისგან სანქციების გაუქმებას ითხოვს. ამასთან, მოსკოვი ინიციატივის შავი ზღვის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებასაც ცდილობს. ამის შესახებ Kyiv Independent აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომლებიც მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ არიან ინფორმირებულნი.  გამოცემის ცნობით, რუსეთის მოთხოვნები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების გაძლიერების ფონზე გაჟღერდა. საჯარო განცხადებებში მოსკოვი ენერგეტიკული ზავის დადების განსაკუთრებულ მზაობას არ ავლენს. კერძოდ, 8 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი სექტორული ზავის შესახებ მოლაპარაკებების აზრს ვერ ხედავს. „ამჟამად კიევი არა გრძელვადიან დარეგუ;ირებას, არამედ ზავს გვთავაზობს იმ სფეროში, რომელიც მისი აქილევსის ქუსლია - ენერგეტიკის სექტორში“, - განაცხადა პესკოვმა. ამავდროულად, ერთი ამერიკელი და ორი უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, პირად საუბრებში რუსეთის წარმომადგენლები მიანიშნებენ, რომ მოსკოვი ამ ინიციატივის განხილვისთვის მზად არის, თუმცა შესაძლო შეთანხმებას სხვა მოთხოვნებს, მათ შორის სანქციების გაუქმებას, უკავშირებს. აშშ ზეწოლას ახდენს როგორც კიევზე, ისე მოსკოვზე, რათა მათ ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეწყვიტონ. ამის გამო ენერგეტიკული ზავი სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასევე ცდილობს, კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ომის დარეგულირების პროცესში პროგრესის დემონსტრირება მოახდინოს. .რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი სექტემბერში აშშ-ში ორჯერ ჩავიდა და უიტკოფსა და კუშნერს შეხვდა. შეხვედრებზე მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესაძლო შეწყვეტა განიხილეს. უკრაინელი და ამერიკელი წყაროების ცნობით, ამ შეხვედრების დროს დმიტრეევმა ტრამპის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ რუსეთს შეთანხმების ფარგლებში სანქციების გაუქმებაც სურს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ დრომდე გაურკვეველია, კონკრეტულად რომელი სანქციების გაუქმებას ითხოვს მოსკოვი. ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატის ვარაუდით, რუსეთს შესაძლოა გაყინულ აქტივებზე წვდომის აღდგენა სურდეს. „თუ ისინი სანქციების გამო გაყინული თანხების განბლოკვას მიაღწევენ, პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ ამ თანხებს ესკალაციისთვის გამოიყენებენ. სინამდვილეში არავის სჯერა, რომ მათ ზავის დაცვა გულწრფელად სურთ“, - განუცხადა დიპლომატმა გამოვემას.   https://ghn.ge/index.php/news/355057-ruseti-energetikuli-zavis-sanatsvlod-ashsh-is-sanktsiebis-mokhsnas-itkhovs-kyiv-independent რუსეთი „ენერგეტიკული ზავის“ სანაცვლოდ აშშ-ის სანქციების მოხსნას ითხოვს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1409063567.jpg 2026-10-09 355057 მერაბ მალანიაზე საშიში პიროვნება საქართველოში არ მეგულება - ეკა კუპატაძე მერაბ მალანიაზე საშიში პიროვნება მე საქართველოში არ მეგულება, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, გიორგი მალანიას ადვოკატი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ  გიორგი მალანიას ალექსანდრე გაბაშვილისთვის არც ერთხელ არ დაურეკავს, თუმცა ეკა კუპატაძის განმარტებით, ეს ბრალს არ ცვლის, რადგან გიორგი მალანიას გამოძიება ალექსანდრე გაბაშვილის დახმარებას ედავება და არა მალანიასთან დარეკვას. "გიორგი მალანიას ადვოკატი დაჟინებით ამტკიცებდა ერთ კონკრეტულ ფაქტს, რომ არც ერთხელ არ დაურეკავს გიორგი მალანიას ალექსანდრე გაბაშვილისთვის. მე არ ვიცი, სად წაიკითხა ლაშა ცუცქირიძემ, რომ ვინმე აბრალებს გიორგი მალანიას იმას, რომ შენ ურეკავდი ალექსანდრე გაბაშვილს. ჩვენ ეს არ გვითქვამს არსად, ვგულისხმობ პროკურატურასაც. გიორგი მალანიას ბრალად ედება დახმარება ალექსანდრე გაბაშვილისთვის. ალექსანდრე გაბაშვილს როცა სჭირდებოდა დახმარება გიორგი მალანიასგან, მაშინ ურეკავდა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ გიორგი მალანია ადგილზე იყო თავდასხმის დროს, გიორგი მალანია თავს არ დასხმია გიგას, გიორგი მალანია ეხმარებოდა ალექსანდრე გაბაშვილს ამ დანაშაულის სისრულეში მოყვანაში. რა სახითაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს დახმარება, იმ ინფორმაციას იღებდა გიორგი მალანიასგან. ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანიასგან ბევრი ისეთ რამ იცოდა, რასაც ვერ მიაწოდებდა ნია იმნაძე და სხვა საერთო ნაცნობი მას გიგა ავალიანთან არ ჰყავდა. აქედან გამომდინარე, ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს, მიაწოდა გიორგი მალანიამ. ჩვენ გიორგი მალანიას ვედავებით ალექსანდრე გაბაშვილის დახმარებას და არა პირიქით ასე, რომ ზარის ავტორი ყოველთვის თუ არა, უფრო ხშირად იქნებოდა ალექსანდრე გაბაშვილი“ ["ტვ პირველი"], - განაცხადა ეკა კუპატაძემ. ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი. https://ghn.ge/index.php/news/355056-merab-malaniaze-sashishi-pirovneba-sakartveloshi-ar-meguleba-eka-kupatadze მერაბ მალანიაზე საშიში პიროვნება მე საქართველოში არ მეგულება - ეკა კუპატაძე სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1822052899.jpg 2026-10-09 355056 უკრაინელი და ამერიკელი მომლაპარაკებლები ომის დასრულების ახალ წინადადებას განიხილავენ - NBC News უკრაინელი მომლაპარაკებლები აშშ-ში რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში ახალ, ყოვლისმომცველ გეგმას განიხილავენ, რომლის მიზანიც სამშვიდობო პროცესში არსებული ჩიხიდან გამოსვლაა. ამის შესახებ NBC News აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.  მოლაპარაკებები პარასკევს დაიწყება. ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უხელმძღვანელებენ. აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის განცხადებით, მოლაპარაკებები დაეთმობა „ახალ, ერთიან წინადადებას, რომელიც კონფლიქტის ყველა ასპექტს მოიცავს და ომის დასრულებისკენ არის მიმართული“. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ უკრაინული დელეგაცია აშშ-ში ორდღიან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებოდა. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა ახალ ეტაპზე გადავიდეს. „ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოლაპარაკებები და შეხვედრები გააქტიურდა“, - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. მას ახალი წინადადებების შესახებ არ უსაუბრია. „ბოლო დღეებში ამერიკულ მხარესთან თავად სამჯერ მქონდა საუბარი და იმედი მაქვს, ჩვენი მომლაპარაკებლების შეხვედრა კარგ შედეგს გამოიღებს“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევა რუსეთის წინააღმდეგ ომის დასრულების მიზნით გასულ თვეში გააქტიურდა, როდესაც სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ, შემდეგ კი პირველად ეწვივნენ კიევს. ამ ვიზიტების შედეგად რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხუთშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ში უკრაინის მოლაპარაკებათა ჯგუფს ევროპელი პარტნიორებიც შეუერთდებიან. https://ghn.ge/index.php/news/355055-ukraineli-da-amerikeli-momlaparakeblebi-omis-dasrulebis-akhal-tsinadadebas-ganikhilaven-nbc-news NBC News: უკრაინისა და აშშ-ის მოლაპარაკებები ომის დასრულების ახალ წინადადებას განიხილავენ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1237413501.png 2026-10-09 355055 უკრაინამ რუსეთში საჰაერო სივრცის ბლოკირება დაიწყო - მოსკოვის აეროპორტებში ასობით რეისი გადაიდო ან გაუქმდა - მედია უკრაინამ რუსეთში საჰაერო სივრცის ბლოკირება დაიწყო. კამპანია, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეში ავიამიმოსვლის შეფერხებას ისახავს მიზნად, მოსკოვიდან დაიწყო. რუსეთის დედაქალაქის აეროპორტებში ასობით რეისი გადაიდო ან გაუქმდა. ამის შესახებ უკრაინული მედია Telegram-არხებზე დაყრდნობით იუწყება. Telegram-არხ Ukraine contex-ის ცნობით, რუსეთის საჰაერო სივრცის შეზღუდვის შესახებ ადრე დაანონსებული კამპანია დაგეგმილზე მცირედი დაგვიანებით დაიწყო. „თუმცა ამისთვის სერიოზული მიზეზები არსებობდა და ზოგიერთი პარტნიორის თხოვნაც გავითვალისწინეთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 9 ოქტომბრის მონაცემებით, მოსკოვის აეროპორტებში რეისების შეფერხება და გაუქმება მართლაც მასშტაბური იყო: 62 რეისი გაუქმდა, 370-ზე მეტი კი გადაიდო. რუსეთის დედაქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებითა და მცირე ზომის საჰაერო ბუშტებით თავდასხმის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ამის შესახებ რუსული ოპოზიციური Telegram-არხი ASTRA წერს. მოსკოვის სამხრეთ რაიონებიდან რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების შესახებ იუწყებიან. კაპოტნიას, კუზმინკის, ლიუბლინოს, მარინოს, ცარიცინოს, ჩერტანოვოს, ორეხოვო-ბორისოვოს, ტექსტილშჩიკისა და ნაგატინსკი ზატონის მცხოვრებლები აფეთქებების ხმების შესახებ წერენ.  რუსეთის ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, მოსკოვის ოთხ აეროპორტში- ვნუკოვოში, დომოდედოვოში, ჟუკოვსკისა და შერემეტიევოში  „ხალიჩის“ გეგმა ამოქმედდა. ეს პროცედურა საჰაერო სივრცეში საფრთხის არსებობისას ფრენების შეზღუდვას ითვალისწინებს. ამასთან, რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების თანახმად, მოსკოვის აეროპორტებში 200-ზე მეტი რეისი გადაიდო, 200-ზე მეტი კი გაუქმდა. უკრაინული მედია წერს, რომ აღნიშნული დრონების საფრთხის გამო დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. კერძოდ, ადგილობრივი დროით შუაღამიდან შეზღუდვები მოქმედებდა ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში. თავდაპირველად, შეზღუდვების მოქმედება დილის 7:00 საათამდე იყო გათვალისწინებული. დღის განმავლობაში მოსკოვის ზოგიერთ აეროპორტში შეზღუდვები ხელახლა დაწესდა. 15:40 საათიდან კი ოთხივე აეროპორტმა, მათ შორის შერემეტიევომაც, თვითმფრინავების მიღება კვლავ შეწყვიტა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სექტემბერში ავიაკომპანიები და სადაზღვევო კომპანიები გააფრთხილა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სულ უფრო სახიფათო ხდებოდა უკრაინული დრონების მოქმედების გამო. https://ghn.ge/index.php/news/355054-ukrainam-rusetshi-sahaero-sivrtsis-blokireba-daitsqo-moskovis-aeroportebshi-asobit-reisi-gadaido-an-gaukmda-media უკრაინამ რუსეთში საჰაერო სივრცის ბლოკირების კამპანია დაიწყო — აეროპორტებში ქაოსია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/484444150.jpg 2026-10-09 355054 აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. ინფორმაციას ავრცელებენ Reuters და Associated Press. „პრეზიდენტი ტრამპი არასდროს დაუშვებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელებს ბრალი წაუყენოს. სწორედ ამიტომ აწესებს დღეს აშშ სანქციებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი სასამართლოსთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს აკრძალავს, რათა მას რესურსები შეუზღუდოს და მუშაობის შესაძლებლობა შეუმციროს. აშშ-ის ადმინისტრაცია სასამართლოს პოლიტიზებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის ამერიკელებისა და ისრაელის მოქალაქეების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ცდილობს. სანქციები ითვალისწინებს სასამართლოს აქტივების დაბლოკვას აშშ-ის იურისდიქციაში და ამერიკული კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის სასამართლოსთან საქმიანი ურთიერთობების შეწყვეტის ექვსთვიან ვადას. ამასთან, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გარკვეული ოპერაციებისთვის გამონაკლისებიც დაუშვა, მათ შორის სასამართლოს პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ტელეკომუნიკაციებსა და საპენსიო გადახდებთან დაკავშირებული ტრანზაქციებისთვის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სანქციები მართლმსაჯულების ხელშეშლასა და საერთაშორისო სამართლის საფუძვლების შერყევას ისახავს მიზნად. სასამართლოს პრეზიდენტმა ტომოკო აკანემ განაცხადა, რომ ინსტიტუტი თავის მანდატს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად შეასრულებს, წევრ სახელმწიფოებს კი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. აშშ-ის გადაწყვეტილება უკავშირდება ვაშინგტონის უკმაყოფილებას სასამართლოს საქმიანობით, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერებით. სასამართლო ასევე იძიებდა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების შესაძლო დანაშაულებს, თუმცა ეს გამოძიება უკვე დახურულია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებისგანაც ელის სასამართლოზე ზეწოლის გაძლიერებას. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომ ბერენდსენმა კი სანქციების გამოცხადებას „ღრმად სამწუხარო ნაბიჯი“ უწოდა.  https://ghn.ge/index.php/news/355053-ashsh-ma-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlos-sanktsiebi-dautsesa აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1224215279.jpg 2026-10-09 355053 საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ინჟინერიითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს.  STEM სკოლის შემოდგომის ნაკადის მიღება უკვე დასრულდა. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 1 500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. შერჩევის ეტაპის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სწავლას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. შედეგების მიხედვით კი გამოვლინდება საქართველოს ბანკის სტიპენდიატები. რატომ STEM სკოლა? საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლის პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი წლის განმავლობაში მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით და განივითარონ მომავლის პროფესიებისთვის მნიშვნელოვანი უნარები. აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში სასწავლო პროცესს კომაროვის სკოლის პროფესიონალები უძღვებიან. პროექტის ფარგლებში სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ. პროგრამა მათ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაში, არამედ ტექნოლოგიური და ანალიტიკური უნარების განვითარებაშიც ეხმარება. საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში STEM სკოლა უკვე არაერთი წელია ქმნის შესაძლებლობებს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებებით არიან დაინტერესებული. ამასთან, განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს უფინანსებს სწავლას - მათგან უმაღლესი ქულის მქონე 60 ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს იღებს. STEM სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge https://ghn.ge/index.php/news/355052-sakartvelos-bankis-da-komarovis-stem-skolashi-1-500-ze-meti-mostsavle-daregistrirda-aghmoachine-mostsavleebistvis-shekmnili-shesadzleblobebi საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/75541300.jpg 2026-10-09 355052 შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით 17 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, ქართული MMA ორგანიზაცია RKENA და ამერიკული PFL ერთობლივ ღონისძიებას - Rkena Hosting PFL გამართავენ. ღონისძიების ბილეთების შეძენისას, საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.  შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდის არჩევა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის კოლაბორაცია პირველად ტარდება და RKENA-ს ექვსი მებრძოლი PFL-ის ექვს ათლეტს დაუპირისპირდება. RKENA რეგიონში ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ქართული MMA ორგანიზაციაა. 2025 წელს დაარსების შემდეგ ორგანიზაციამ უკვე სამი ღონისძიება ჩაატარა და დღეს 30 ქართველ და უცხოელ მებრძოლს აერთიანებს. მათ შორის არიან ნიკოლოზ აბრამიშვილი, დავით ლორთქიფანიძე და ბეკზატ ალმახანი. PFL (Professional Fighters League) კი ამერიკული MMA ორგანიზაციაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა და საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ ცნობილ მებრძოლს აერთიანებს, მათ შორის ეიჯეი მაქკის, კორი ანდერსონსა და კრის საიბორგს. ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. https://ghn.ge/index.php/news/355051-sheidzinet-rkena-s-biletebi-sakartvelos-bankis-nebismieri-baratit-da-isargeblet-20iani-fasdaklebit  შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/9044570.jpg 2026-10-09 355051 ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 25 წლის ქართველმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და მსოფლიო პირველობაზე კარიერაში პირველად დაეუფლა უმაღლესი სინჯის მედალს. სულამანიძე ასევე არის ევროპის ჩემპიონი და პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი. მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მეორე მედალი მოიპოვა – 2021 წელს ის ბრინჯაოს პრიზიორი იყო. მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ასევე გახდა ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. https://ghn.ge/index.php/news/355050-ilia-sulamanidze-msoflio-chempionia ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია სპორტი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2070343234.jpg 2026-10-09 355050 „თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა „თეგეტა“ სომხეთის სასკოლო ტრანსპორტის განვითარებაში ერთვება.  ჰოლდინგის ჯგუფში შემავალმა კომპანიამ Premium Machinery Armenia-მ (PMA) სომხეთის რესპუბლიკას, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ხუთი ახალი სასკოლო ავტობუსი უკვე მიაწოდა. საპილოტე პროგრამა ახალაშენებულ სასკოლო დაწესებულებებში მოსწავლეების უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას ისახავს მიზნად. ახალი სასკოლო ავტობუსების ოფიციალური პრეზენტაცია ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ავტობუსების მონაცემებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს გაეცნო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად. პროგრამა სომხეთში ხარისხიანი საგანმანათლებლო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივის ნაწილია, რომელშიც „თეგეტა ჰოლდინგი“  სახელმწიფო და მუნიციპალურ სატრანსპორტო პროექტებში დაგროვილი გამოცდილებით მონაწილეობს. ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „სატრანსპორტო პროექტებში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის არის უსაფრთხოება, საიმედოობა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. განსაკუთრებით მაღალია ეს პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც საქმე ბავშვების ტრანსპორტირებას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროექტების ფარგლებში მომხმარებელს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება კი არ შევთავაზოთ, არამედ უზრუნველვყოთ ის გამოცდილება და სერვისი, რომელიც ტრანსპორტის უსაფრთხო და ეფექტიან ექსპლუატაციას სჭირდება. სომხეთში სასკოლო ტრანსპორტის მიმართულების განვითარება ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და მოხარული ვართ, რომ ამ პროცესში ჩვენი გამოცდილებით ვმონაწილეობთ“. საპილოტე პროექტის ფარგლებში, Premium Machinery Armenia-ს მიერ მიწოდებული ავტობუსები ხუთი დასახლების მოსწავლეებს მოემსახურება  - ჯამში, 103 ბავშვის უსაფრთხო და რეგულარულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. Premium Machinery Armenia-მ საპილოტე პროგრამისთვის ავტობუსები თანამედროვე, უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩია. გრიგოლ ბაიბურთი, Premium Machinery Armenia-ს დირექტორი: „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი მხოლოდ ავტობუსების მიწოდებას არ გულისხმობს და უფრო ფართო მიზანს, ბავშვების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ემსახურება. საპილოტე ეტაპზე ხუთი ავტობუსი ხუთ სხვადასხვა დასახლებაში ბავშვების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მოხარული ვარ, რომ Premium Machinery Armenia-ს გუნდს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში საკუთარი გამოცდილების შეტანის შესაძლებლობა აქვს. ჩვენთვის ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კერძო სექტორის ცოდნა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებს მოხმარდეს“. პირველი ხუთი ავტობუსის მიწოდება საპილოტე ეტაპია. პროექტის შედეგების გათვალისწინებით, სამომავლოდ სომხეთის მიერ დაახლოებით 100 სასკოლო ავტობუსის შეძენის შესაძლებლობაც განიხილება. ამ მიმართულებით Premium Machinery Armenia აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის განათლების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მიმართულებების წარმომადგენლებთან. Premium Machinery Armenia სომხეთში 2019 წლიდან ოპერირებს და მისი გამოცდილება, კერძო სექტორთან თანამშრომლობასთან ერთად, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროექტებში ჩართულობას მოიცავს. კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული ერევნის მუნიციპალურ სატრანსპორტო პროექტშიც – 2022 წელს „თეგეტამ“ სომხეთის დედაქალაქს გერმანული ბრენდის, MAN-ის 87 ერთეული ავტობუსი მიაწოდა. Premium Machinery Armenia ბაზარს სატვირთო, სამშენებლო და სპეციალურ ტექნიკას აწვდის და ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს. სასკოლო ტრანსპორტის პროექტში მონაწილეობა Premium Machinery Armenia-სთვის სომხეთის ბაზარზე სატრანსპორტო მიმართულების განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და, ამასთანავე, საპასუხისმგებლო ეტაპია. კომპანიის განცხადებით, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროექტებში დაგროვილი გამოცდილება მას შესაძლებლობას აძლევს, სომხეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობა განაგრძოს და სხვადასხვა სექტორს მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები შესთავაზოს. https://ghn.ge/index.php/news/355049-tegeta-holdingma-somkhets-saskolo-avtobusebi-gadastsa „თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1818242683.png 2026-10-09 355049 ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა 9 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.14 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.54 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9154 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.73 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4415 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.27 თეთრი შეადგინა. https://ghn.ge/index.php/news/355048-lari-dolartan-gamqarda-evrostan-gaufasurda ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1735679173.jpeg 2026-10-09 355048 PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-მ იტალიური ბრენდის Curasept-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის აღიარება მიიღო. 28-30 სექტემბერს, რომში, პირის ღრუს მოვლის იტალიური ბრენდის, Curasept-ის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, 42 ქვეყნის წარმომადგენელს შორის, საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის ჯილდო საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერს, PSP-ს გადაეცა. PSP-მ პირის ღრუს მოვლის იტალიური ბრენდი Curasept საქართველოს სამედიცინო და ფართო საზოგადოებას ხუთი წლის წინ გააცნო. ამ დროის განმავლობაში ბრენდი ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ პოპულარულ არჩევანად ჩამოყალიბდა. PSP-სა და Curasept-ის პარტნიორობა მომხმარებლებისთვის პირის ღრუს მოვლის თანამედროვე პროდუქტებისა და შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობასთან ერთად, პროფესიული განათლებისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობასაც ემსახურება. პარტნიორობის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი ღონისძიება სტომატოლოგების, პაროდონტოლოგებისა და იმპლანტოლოგებისთვის, რაც მათი პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას ქმნის. Curasept PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორი და ევროპაში პირის ღრუს მოვლის „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული იტალიური ბრენდია, რომელიც სპეციალიზირებულია როგორც პირის ღრუს ყოველდღიურ მოვლაზე, ასევე სამკურნალო მიმართულების განვითარებაზე. Curasept აწარმოებს პირის ღრუს ჰიგიენისა და მოვლის საშუალებების მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც განკუთვნილია ჩვილებისთვის, ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის, მათ შორის სპეციალური მოვლის საჭიროების მქონე პირებისთვის. „პარტნიორი კომპანიების მხრიდან დაჯილდოება PSP-სთვის ახალი არ არის, თუმცა თითოეული ახალი აღიარება მეტ პასუხისმგებლობას გვმატებს და მოტივაციას გვაძლევს, რომ ქართული კომპანიის სახელი კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო მიღწევას დავუკავშიროთ“, - აცხადებენ PSP-ში. https://ghn.ge/index.php/news/355047-psp-s-kidev-erti-saertashoriso-aghiareba-curasept-is-jildo-sauketeteso-saganmanatleblo-proektistvis PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1540951625.png 2026-10-09 355047 ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერები ევროკავშირს რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვისკენ მოუწოდებენ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერებმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას რუსული მარცვლეულის ევროკავშირის ტერიტორიაზე ტრანზიტის აკრძალვისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ ესტონეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. 9 ოქტომბერს ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა და ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ერთობლივი წერილი გაუგზავნეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს. ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერების განცხადებით, რუსეთი უკრაინის პორტებს ბომბავს და უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე გატანას აფერხებს, პარალელურად კი საკუთარი მარცვლეულის ევროკავშირის გავლით ტრანსპორტირებით შემოსავლის მიღებას ცდილობს. „ჩვენი ინფრასტრუქტურა არ უნდა ეხმარებოდეს რუსეთს ომის დაფინანსებაში. უნდა გავზარდოთ ზეწოლა აგრესორზე და დავეხმაროთ უკრაინას, საკუთარი პროდუქცია მსოფლიო ბაზრებზე გაიტანოს“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა. წერილში ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსეთი უკრაინულ სატვირთო გემებზე, რკინიგზასა და სხვა მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტებზე თავდასხმებით უკრაინის ეკონომიკის დასუსტებას ცდილობს. ამავე დროს, მოსკოვი მარცვლეულის ექსპორტისთვის ახალ მარშრუტებს ეძებს, მათ შორის ბალტიის ზღვის გავლით. ლიდერების შეფასებით, ევროკავშირმა რუსეთს არ უნდა მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი აგრესიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი მარცვლეულის ექსპორტით აანაზღაუროს. ისინი ასევე მოითხოვენ, აღიკვეთოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულის ევროკავშირის გავლით გატანა. უკრაინის სავაჭრო კავშირების გასაძლიერებლად ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები ევროკავშირსა და უკრაინას შორის „სოლიდარობის დერეფნების“ გაძლიერებასაც ითხოვენ. ეს სატრანსპორტო მარშრუტები უკრაინულ პროდუქციას მსოფლიო ბაზრებზე მოხვედრაში ეხმარება. მიხალის განცხადებით, ის საკითხის განხილვას მომავალ კვირას დაგეგმილ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე აპირებს.   https://ghn.ge/index.php/news/355046-estonetis-latviisa-da-lietuvis-liderebi-evrokavshirs-rusuli-martsvleulis-tranzitis-akrdzalvisken-moutsodeben ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერებმა ევროკავშირის მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1770825593.jpg 2026-10-09 355046 ომსკსა და უხტაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დავარტყით, გამოვიყენეთ მოდიფიცირებული დრონები  - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ ომსკსა და უხტაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბეს. ზელენსკის განცხადებით, ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა, ხოლო უხტის ქარხანა უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 1 900 კილომეტრში მდებარეობს. „რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ კიდევ ერთ ქარხანას, ომსკში მდებარე ერთ-ერთ უდიდეს საწარმოს, ასევე უხტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დავარტყით, რომელიც უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 1 900 კილომეტრში მდებარეობს. უხტაში სამიზნეს AN-196 RS ტიპის დრონებით დავარტყით, რომელთა ფრენის მანძილი დაახლოებით 2 500 კილომეტრია. ერთი დღით ადრე კი ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ FP-6 ტიპის, მოდიფიცირებული FP-1 დრონები გამოვიყენეთ. ჩვენ ვაგრძელებთ პასუხს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ დარტყმებზე და ამას სიზუსტუთ ვაკეთებთ. ასევე დავარტყით კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრს - ეს ჩვენი საპასუხო, სარკისებური მოქმედებაა. ჩვენი მებრძოლების სიზუსტეს დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდება უკრაინას!“ - განაცხადა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. https://ghn.ge/index.php/news/355045-omsksa-da-ukhtashi-mdebare-navtobgadamamushavebel-karkhnebs-davartqit-gamoviqenet-modifitsirebuli-dronebi-volodimir-zelenski ზელენსკი რუსეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის შესახებ: გამოყენებული იყო მოდერნიზებული დრონები მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1392140330.png 2026-10-09 355045 დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.  NBA-ის ლეგენდა დუაიტ ჰოვარდი 10 ოქტომბერს პირველად ჩაიცვამს Black Fortress-ის ფორმას და თავის პირველ მატჩს ითამაშებს ახალ გუნდში.  ეს დებიუტი ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლის ფარგლებშიც გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველად იხილონ NBA-ის ვარსკვლავი მოედანზე.  სპორტული ღონისძიება მაყურებელს სრულფასოვან სანახაობას ჰპირდება: მატჩამდე გაიმართება Pre-Game შოუ, შესვენებისას კი Half-time შოუ. დამსწრეებს ასევე ელოდებათ გრანდიოზული გათამაშებები და მრავალი სიურპრიზი ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე. 9 და 10 ოქტომბერს ბილეთების შეძენისას, საქართველოს ბანკის მომხმარებლები საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას მიიღებენ 40%-იან ქეშბექს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს. საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.  https://ghn.ge/index.php/news/355044-duait-hovardi-pirvelad-black-fortress-is-formashi-istoriuli-debiuti-10-oktombers დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/831202418.jpg 2026-10-09 355044 ფრიდრიხ მერცი აღშფოთებულია და ამორალურად მიიჩნევს შრიოდერის მიერ პუტინთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნას - გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მკაცრად გააკრიტიკა ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის ვიზიტი მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, და მასთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნა.  გერმანიის მთავრობის კანცლერის მოადგილის პრესსპიკერის, შტეფენ მაიერის განცხადებით, მერცი ამ შეხვედრით „უკიდურესად აღშფოთებულია“. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომზე პასუხისმგებლობა მხოლოდ პუტინს ეკისრება, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებებს ყოველდღიურად მოაქვს „ენით აუწერელი ტანჯვა, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ოჯახების დაშორება, დაღუპულები და დაჭრილები“. ამ ფონზე მერცი „აბსოლუტურად ამორალურად“ მიიჩნევს იმას, რომ შრიოდერი პუტინთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავს. შესაბამისი უწყებების ინფორმაციით, ვიზიტის შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, არც უკრაინაში გერმანიის საელჩო და არც გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტრო. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავისი 74-ე დაბადების დღე გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა. შრიოდერისა და პუტინის ერთობლივი ფოტო კრემლის პრესსამსახურმა 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა.   https://ghn.ge/index.php/news/355042-fridrikh-mertsi-aghshfotebulia-da-amoralurad-miichnevs-shrioderis-mier-putintan-ertad-dabadebis-dghis-aghnishvnas-germaniis-mtavrobis-presspikeri გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი – ფრიდრიხ მერცი აღშფოთებულია და ამორალურად მიიჩნევს შრიოდერის მიერ პუტინთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნას მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/784135396.png 2026-10-09 355042 ივანიშვილს ქუჩა „გაექცა", რომელიც, პოლიციასთან ერთად, მისი მთავარი დასაყრდენი იყო და საზოგადოების დატერორების გადამწყვეტ ფაქტორად მიაჩნია - ნიკა გვარამია დღეს, საზოგადოებას კი არ ეშინია ივანიშვილის, არამედ ივანიშვილს ეშინია საზოგადოების - ციხეები გადატვირთულობის პიკზეა და ზეგადავსებულია; ივანიშვილის მოკავშირე მსხვილი კრიმინალების უმრავლესობა დაჭერილია და დიდი სასჯელები აქვთ მისჯილი; ციხეშია ივანიშვილის ყველაზე გამორჩეული „ქოცელიტა“; ყველა ოპოზიციური პარტია გაუქმების პირასაა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს. გვარამიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს ქუჩაც „გაექცა“. „რატომ დამძიმდა უკიდურესად ვითარება ციხეებში? ის, რომ ციხეში ვითარებას „ქოცები“ უფრთხილდებოდნენ, საიდუმლო არაა. გასაგებიც იყო: პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ღერძი, „სისხლიანი ცხრა წელი“, ციხეში რეალურად არსებულ პრობლემებთან ერთად, ციხის მითოლოგიაზეც იდგა, როგორიცაა 26 ათასი გაუპატიურებული ვაჟკაცი, დადგმული ცოცხის კადრები (დღემდე რომ ვერ გაირკვა, როგორ დაიდგა მკაცრი კონტროლის სივრცეში ვიდეოფილმი) და სხვა. ამ კონტექსტში თითქოს გაუგებარია, რატომ მძიმდება ელვის სისწრაფით მდგომარეობა ციხეებში: პატიმრების ცემა-წამების და უკვე გაუპატიურების ფაქტები გახშირდა და საჯაროც კი გახდა. ბევრი მიზეზის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე ლოგიკური ისაა, რომ ივანიშვილს ქუჩა „გაექცა“. ქუჩა, რომელიც, პოლიციასთან ერთად, მისი მთავარი დასაყრდენი იყო. ივანიშვილს ქუჩა საზოგადოების დატერორების გადამწყვეტ ფაქტორად მიაჩნია. ეს რუსული ფენომენია, ივანიშვილი კი მართვის რუსული ტექნოლოგიების გარდა არაფერს აღიარებს. ფაქტია ისიც, რომ ივანიშვილის და მისი სისტემის აღარ ეშინიათ: უამრავმა პატიმარმა, განსაკუთრებით პოლიტპატიმრებმა, საზოგადოებას დაანახვა, რომ ციხე არაა ცხოვრების დასასრული, შეიძლება მას გაუძლო, იქიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოხვიდე და გააგრძელო სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა. განსხვავებული შინაარსის ამ ორმა მოვლენამ შექმნა ერთიანი კონტექსტი და განაპირობა ივანიშვილის გადაწყვეტილება: ყველანი ციხეში, ოღონდ ციხე „კურორტი“ არ გეგონოთ, იქ აუპატიურებენ, სცემენ, აწამებენ. ციხე სწორედაც რომ შეიძლება გახდეს ცხოვრების დასასრული: ფიზიკური დასასრული (რასაც ხშირად თვითმკვლელობად ასაღებენ), ან ფსიქო-სოციალური დასასრული (მძიმე შეურაცხყოფების შედეგად დანგრეული ეგო). სწორედ ამას გვეუბნება ივანიშვილი. საზოგადოების დატერორების ეს ფორმა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა. სავარაუდოდ, ივანიშვილმა მყარად გადაწყვიტა, რომ მის მიმართ შემცირებული შიში კიდევ უფრო მეტად დაშინების სტრატეგიით აღადგინოს. სავარაუდოა ისიც, რომ მისი გაზომვებით, სხვა ტიპის შიშები (მაგალითად, ომით მუდმივი სპეკულირებით გამოწვეული) საზოგადოებამ მნიშვნელოვან წილად დაძლია. ივანიშვილის მდგომარეობაზე ჩვენ ყველაზე უკეთ მისი ქმედებებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. დანარჩენი მკითხაობა და ჭორაობაა. ასეთი მძიმე ფორმებით (მეტიც, როგორც ივანიშვილისთვის კარგად ნაცნობი გამოცდილება აჩვენებს, ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად მიუღებელი ფორმებით) ადამიანების დაშინება, გამორიცხულია, მყარად მდგომმა ავტოკრატმა გამოიყენოს. ასეთ ფორმებს მხოლოდ უკიდურესი მოწყვლადობის ჟამს მიმართავენ. დღეს, საზოგადოებას კი არ ეშინია ივანიშვილის, არამედ ივანიშვილს ეშინია საზოგადოების. ამ დასკვნას სხვა ფაქტებიც ამყარებს: (მარტო გლდანის ციხეში თითქმის იმდენივე პატიმარია, რამდენიც მთელ სომხეთში); ივანიშვილის მოკავშირე მსხვილი კრიმინალების უმრავლესობა დაჭერილია და დიდი სასჯელები აქვთ მისჯილი; ციხეშია ივანიშვილის ყველაზე გამორჩეული „ქოცელიტა“; თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლებიან უსაფრთხოებაზე (ანუ მის პირად და მისი სისტემის დაცვაზე) პასუხისმგებელი მინისტრები. მეორეს მხრივ, ქვეყანას იმდენი პოლიტპატიმარი ჰყავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცისთვისაც კი ანტირეკორდი დამყარდა, ევროპაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ყველა ოპოზიციური პარტია გაუქმების პირასაა. ჰოდა, მეგობრებო, ეს თვითშენარჩუნების და თავდაცვის უკიდურესად ისტერიული ფორმაა, წონასწორობაში მყოფები და მყარად მდგომები არასდროს რომ არ იყენებენ. და ამით აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ“, - წერს ნიკა გვარამია. https://ghn.ge/index.php/news/355041-ivanishvils-kucha-gaektsa-romelits-politsiastan-ertad-misi-mtavari-dasaqrdeni-iqo-da-sazogadoebis-daterorebis-gadamtsqvet-faktorad-miachnia-nika-gvaramia ივანიშვილს ქუჩა „გაექცა", რომელიც, პოლიციასთან ერთად, მისი მთავარი დასაყრდენი იყო და საზოგადოების დატერორების გადამწყვეტ ფაქტორად მიაჩნია - ნიკა გვარამია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/249967804.png 2026-10-09 355041 მშვიდობის 2026 წლის ნობელის პრემია სამხრეთაფრიკელ იურისტს, ნავი პილაის გადაეცა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემია სამხრეთაფრიკელ იურისტ ნავანეთემ „ნავი“ პილაის მიენიჭა. ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა ჯილდო მას მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის გადასცა. კომიტეტის განცხადებით, პილაიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და გენოციდის საქმეებზე სამართლებრივი დევნის უზრუნველყოფაში. კომიტეტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობას იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ომებისა და კონფლიქტების რაოდენობა იზრდება, ხოლო საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტები პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არიან. 85 წლის ნავი პილაი საერთაშორისო სამართლის სფეროში ხანგრძლივი კარიერით გამოირჩევა. ის სამხრეთ აფრიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე იყო, მოგვიანებით კი მუშაობდა რუანდის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. 2008-2014 წლებში პილაის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თანამდებობა ეკავა. აპარტეიდის პერიოდში პილაი ნელსონ მანდელასა და სხვა ანტიაპარტეიდული აქტივისტების დაცვაშიც მონაწილეობდა. 1967 წელს ის ნატალის პროვინციაში პირველი ქალი გახდა, რომელმაც საკუთარი იურიდიული პრაქტიკა დააარსა, ხოლო 1995 წელს სამხრეთ აფრიკის უმაღლესი სასამართლოს პირველი ფერადკანიანი ქალი მოსამართლე გახდა. ნობელის მშვიდობის პრემიის გადაცემის ცერემონია ოსლოში, 10 დეკემბერს გაიმართება. ჯილდოს ფულადი ღირებულება 12 მილიონ შვედურ კრონას შეადგენს https://ghn.ge/index.php/news/355040-mshvidobis-2026-tslis-nobelis-premia-samkhretafrikel-iurists-navi-pilais-gadaetsa მშვიდობის 2026 წლის ნობელის პრემია სამხრეთაფრიკელ იურისტს, ნავი პილაის გადაეცა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2011582559.jpg 2026-10-09 355040 უკრაინამ კომის რესპუბლიკაში „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა 9 ოქტომბერს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის კომის რესპუბლიკაში მდებარე ქალაქ უხტაზე მიიტანეს იერიში. მონიტორინგის არხების ცნობით, სამიზნე „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქალაქში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა, ასევე გაისმა აფეთქებები ხმა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში კვამლი ჩანს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დრონების საფრთხის შესახებ გააფრთხილა მოსახლეობა და განაცხადა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება. უხტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილის“ სტრუქტურაში შედის და ბენზინს, დიზელის საწვავს, მაზუთსა და ვაკუუმურ გაზოილს აწარმოებს. The Moscow Times-ის მონაცემებით, 2025 წელს საწარმომ დაახლოებით 3 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავა. ამ დროისთვის უცნობია, რა მასშტაბის დაზიანება მიიღო ქარხანამ თავდასხმის შედეგად. დარტყმის სამიზნის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. https://ghn.ge/index.php/news/355038-ukrainam-komis-respublikashi-lukoilis-navtobgadamamushavebel-karkhanaze-ierishi-miitana უკრაინამ კომის რესპუბლიკაში „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/415077820.jpeg 2026-10-09 355038 ევროპარლამენტში საბჭოთა მენტალიტეტის, გორბაჩოვის თანამოაზრეებს ვხედავთ - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტმა 2025 წლის 8 ოქტომბერს რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი გამოცხადებული ჰყავს სახელმწიფოს ლეგიტიმურ მეთაურად და არც პარლამენტს აღიარებს, არც მთავრობას, არაფერს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტი ამით ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს. „ჩვენ უნდა გვესმოდეს ეს უფსკრული დეგრადირება, სადაც ევროპარლამენტია, როდესაც არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 100 პროცენტზე. რუსეთი ამას 20 პროცენტზე არ აღიარებს, ხოლო ევროპარლამენტი – 100 პროცენტზე. ამით ევროპარლამენტმა საკუთარი თავი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას გაუთანაბრა. ამიტომ, ჩვენ ნებისმიერი შეფასებისას, პირველი, რაც უნდა გავახსენოთ – ეს არის ხალხი, რომლებიც ორ მილიონ ქართველს მიიჩნევს არაფრად, ნულად და მათი არჩევანი მათთვის არჩევანი არ არის, ჩვენი ქვეყანა მათთვის ქვეყანა არ არის, სახელმწიფო არ ვართ. ჩვეულებრივი საბჭოთა მენტალიტეტი აქვთ ჩამოყალიბებული. ეს უარესიც კი არის, ვიდრე სახალხო დეპუტატთა ყრილობა, რომელიც 89 წელს ჩატარდა. იქ რაღაცა სხვა აზრები მაინც ისმოდა და რაღაც დებატი მაინც შედგა. საბჭოთა მენტალიტეტის, გორბაჩოვის თანამოაზრეებს ვხედავთ, რომლებმაც დღეს დრო იხელთეს და ქართველ ხალხზე შურს იძიებენ, რადგან პირადი ზიზღი აქვთ საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის ზიზღი და ანტიქართული, ქართველების მიმართ გარკვეული ფობია, რომელიც გამოხატული აქვს იმ პარლამენტის ზოგიერთ წევრს, რომელიც, საბოლოო ჯამში, ამინდს ქმნის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია 8 ოქტომბერს მიიღო. https://ghn.ge/index.php/news/355039-evroparlamentshi-sabchota-mentalitetis-gorbachovis-tanamoazreebs-vkhedavt-shalva-papuashvili შალვა პაპუაშვილი – ევროპარლამენტში საბჭოთა მენტალიტეტის, გორბაჩოვის თანამოაზრეებს ვხედავთ, რომლებმაც დრო იხელთეს და ქართველ ხალხზე შურს იძიებენ, პირადი ზიზღი აქვთ ქართველი ხალხის მიმართ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1594848406.png 2026-10-09 355039 რუსეთის ტვერის ოლქში იერიში განხორციელდა ქარხანაზე, რომელიც ფრთოსანი რაკეტებისთვის საწვავის კომპონენტებს აწარმოებს 9 ოქტომბრის ღამეს რუსეთის ტვერის ოლქში მდებარე რედკინოს საცდელ ქარხანას თავს დაესხნენ. ინფორმაციას Telegram-არხი Exilenova ავრცელებს. ქარხანა აწარმოებს ფრთოსანი რაკეტების. მათ შორის Х-55-ისა და Х-101-ის ტიპის რაკეტებისთვის, განკუთვნილ საწვავის კომპონენტ „დეცილინ-М“-ს, ასევე დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის დანამატებს. საწარმო ბოლოს 2026 წლის თებერვალში გახდა თავდასხმის სამიზნე. რედკინოს საცდელი ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოო ჯაჭვის ნაწილია და სარაკეტო და საავიაციო ინდუსტრიას სპეციალური ქიმიური პროდუქტებით ამარაგებს. https://ghn.ge/index.php/news/355037-rusetis-tveris-olkshi-ierishi-gankhortsielda-karkhanaze-romelits-frtosani-raketebistvis-satsvavis-komponentebs-atsarmoebs რუსეთის ტვერის ოლქში იერიში განხორციელდა ქარხანაზე, რომელიც ფრთოსანი რაკეტების საწვავის კომპონენტებს აწარმოებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1136818913.png 2026-10-09 355037 როდესაც ჩვენ ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებს ვხვდებით, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტს ნაკლები ყურადღება მივაქციოთ - ირაკლი კობახიძე როდესაც ჩვენ ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებს ვხვდებით, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტს ნაკლები ყურადღება მივაქციოთ - ზოგადად, ევროპარლამენტი საინტერესო არ არის! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, “საზოგადოებამ ისწავლა, რომ ევროპარლამენტის არც დებატებს და არც დოკუმენტებს საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება. “ეს ინსტიტუცია იმდენად დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაესს საბჭოს, რომ საერთოდ არ არის საინტერესო“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ევროპარლამენტს დაწესდეს მიზანმიმართული სანქციები და ვიზების აკრძალვა დემოკრატიული უკუსვლის, ძალადობრივი რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნისთვის პასუხისმგებელი პირების, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და კახა კალაძის მიმართ. https://ghn.ge/index.php/news/355036-rodesats-chven-evrokavshiris-aghmasrulebeli-shtos-tsarmomadgenlebs-vkhvdebit-pirdapir-gveubnebian-rom-evroparlaments-naklebi-quradgheba-mivaktsiot-irakli-kobakhidze პრემიერ-მინისტრი - როდესაც ჩვენ ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებს ვხვდებით, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტს ნაკლები ყურადღება მივაქციოთ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/292688592.jpg 2026-10-09 355036 „ნაციონალური მოძრაობა“ და შუქრი ბურჭულაძე 2012 წლის ე.წ. ციხის კადრების საქმის გამოძიებას ითხოვენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  და მსოფლიო ბანის, მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე 14 წლის წინ გავრცელებული ე.წ. ციხის კადრების საქმის გამოძიებას ითხოვენ.  როგორც  „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს შეიტანენ განცხადებას, სადაც მოითხოვენ იმ ადამიანების დაკითხვას, რომლებმაც რამდენჯერმე აღიარეს, რომ ე.წ. ცოცხების და ე.წ. კარანტინის კადრები არ იყო სიმართლე.  "14 წელი გავიდა საქართველოში რუსული სპეცოპერაციიდან, ციხის. ე.წ. კადრების გავრცელებიდან, მე შეგახსენებთ, რომ 14 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ადამიანი მალავდა სიმართლეს, როგორც ე.წ. ცოხხების, ასევე ე.წ. კარანტინის ეპიზოდი, არის დადგმული და მთავარ ორგანიზატორებს, დამდგმელებს - ბედუკაძეს, ელიზბარაშვილს და ლომიას ამის შესახება არაერთ საჯარო განცხადებაში აქვს ნათქვამი. ჩვენ მოვითხოვთ გენერალური პროკურორისა და ზოგადად პროკურატურისგან  ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას. ყველა იმ ადამიანის დასჯას და გამოკითხვას, ვინც მონაწილეობას იღებდა, რუსული აგენტურული ქსელის ამოქმედების შემდგომ, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების ოპერაციაში. ეს იყო ფისქოლოგიური სპეცოპერაცია, ხალხს დაარწმუნეს ასეთი შემზარავი დანაშულის რეალური არსებობა და მიაღებინეს გადაწყვეტილება, რომელმაც კატასტროფული შედეგები მოუტანა ჩვენ ქვეყანას. შეგახსნებთ, რომ მაშინ საუაბრი იყო 26 ათას მითიურ ქართველ ვაჟკაცზე, რომელიც არ არსებობდა, რადგან ერთი ხომ მაინც იქნებოდა, რომელიც ჩვენებას დაწერდა, ხმამაღლა ისაუბრებდა, ან შურს იძიებდა და ამის შესახებ გაიგებდა საზოგადოება. დღეს არის რეჟიმი, რომლსი პირობებშიც ხდება ისეთი დანაშაული, როცა ქართველი კაციდა ქართული ოჯახი, ამტკიცებს, რომ მოხდა გაუპატიურების ფაქტი და არ იძიებენ ამ საქმეს. მაშინ გაიღო ციხის კარები, შევიდნენ უფლებადმაცველები, არასამთავრობოები, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, ახლა კი მსგავსი არაფერი ხდება, პირიქით, სისტემა აშავებს იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ შემზარავ დანაშულებზე საუბრობენ, ამიტომაც მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ამ საქმის გამოძიებას, ადრე თუ გვიან უნდა დადგეს სამართალი, ამ საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა ფავლენიშვილმა.  შუქრი ბურჭულაძის განცხადებით კი, უნდა დაიკითხოს ყველა ის პირი, რომლებმაც აღიარეს, რომ 2012 წელს ე.წ. ციხის კადრები იყო დადგმული და სიმართლეს არ შეესაბამებოდა. “ეს აღიარეს მათ და ჩვენ გვინდა, რომ დაიწყოს გამოძიება ამაზე, ვინაიდან ძალიან რთულია 14 წელი იცხოვრო ტყუილში, მით უმეტეს, როდესაც ეს ტყუილი ეხება რუსული სპეცოპერაციის შედეგებს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ დღეს და რითიც არიან ჩვენი შვილები და საქართველოს მომავალი განწირული”, - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ. https://ghn.ge/index.php/news/355035-natsionaluri-modzraoba-da-shukri-burchuladze-2012-tslis-ets-tsikhis-kadrebis-sakmis-gamodziebas-itkhoven „ნაციონალური მოძრაობა“ და შუქრი ბურჭულაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1957050282.jpg 2026-10-09 355035 ძალიან მალე ცნობილი გახდება კვლევის შედეგები, რომელიც დაადგენს, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ლოკაციაზე გადატანა - კახა კალაძე   ლილოში არსებული ნაგავსაყრელი იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის დღესაა, კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით, - ამის თაობაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.  მისი თქმით, ძალიან მალე ცნობილი გახდება კვლევის შედეგები, რომლის თანახმად გაირკვევა, რამდენად მიზანშეწონილი და შესაძლებელია ნაგავსაყრელის სხვა ლოკაციაზე გადატანა.    „არსებული ნაგავსაყრელი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ეს არის პრობლემა ნაჟური წყლების (ლიჩეტის), რომელიც პირდაპირ არხში ჩაედინება და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით. შესაბამისად, პირველი, რაც გაკეთდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით და დაფინანსებით, არის გამწმენდი სისტემის მოწყობის პროექტი. უკვე არსებობს კონკრეტული კომპანია, დაწყებულია სამუშაოები, რომელიც 2027 წლის სექტემბრისთვის მთლიანად უნდა დასრულდეს. ამით სუნთან და  ნაჟური წყლების არხში ჩადინებასთან დაკავშირებული პრობლემა მთლიანად მოწესრიგდება, თუმცა ეს ნაგავსაყრელის  პრობლემას სრულად ვერ  მოაგვარებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის განიხილება საერთაშორისო სტანდარტების ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობა და ნაგავსაყრელის გადატანის მართებულობაც. „გვექნება კვლევის შედეგები და გვეცოდინება სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაძლებელი აღნიშნული ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა და რომელ კონკრეტულ ტერიტორიაზე  შეიძლება ამის განხორციელება. რამდენიმე ალტერნატიული სივრცე არსებობს, სადაც მუნიციპალიტეტი განიხილავდა ნაგავსაყრელის გადატანის შესაძლებლობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს  არ არის რაღაცა საკუთარი ნივთი რომ აიღო და პირადად მე მივიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. საჭიროა კვლევები, თუ რამდენად სწორი იქნება ამის გაკეთება, რამდენად ოპტიმალური იქნება ხარჯების თვალსაზრისით და ბიუჯეტს მიადგება თუ არა ზიანი. შესაბამისად, ჩვენ დაქირავებული გვყავს უცხოური კომპანია, რომელიც აკეთებს მოკვლევას ამასთან დაკავშირებით და როგორც კი გვექნება პასუხები, საზოგადოებასაც ვაცნობებთ. ეს უკვე ძალიან მალე იქნება ცნობილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.   https://ghn.ge/index.php/news/355032-dzalian-male-tsnobili-gakhdeba-kvlevis-shedegebi-romelits-daadgens-ramdenad-mizanshetsonilia-lilos-nagavsaqrelis-skhva-lokatsiaze-gadatana-kakha-kaladze კახა კალაძე: ძალიან მალე ცნობილი გახდება კვლევის შედეგები, რომელიც დაადგენს, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ლოკაციაზე გადატანა    პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/727866991.jpg 2026-10-09 355032 ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას - ხელისუფლებაც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე - კახა კალაძე პაატა ბურჭულაძის შეწყალებაზე „რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს, მოიხდის ბოდიშს, გაიაზრებს თავის დანაშაულს, სახელმწიფოსაც ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება ექნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შეწყალების საკითხს. მისივე თქმით, დაკავებულები სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. „კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს მთელი თვეების განმავლობაში პიარკამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, რომ აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ამას ხელს უწყობდნენ უცხოეთიდან თავიანთი პატრონები, დამფინანსებლები. მთავარი მოტივი იყო ის, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ თავიანთი აგენტურის წარმომადგენლები ყველანაირ ფასად, თუნდაც სისხლის დაღვრით, რევოლუციის მოწყობით, ხელისუფლების დამხობით. ახლაც გრძელდება ეს შემოტევები, მუქარები, შანტაჟი. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მსჯავრდებულები თუ მოინანიებენ დანაშაულს, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს. „ეს იყო ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული. დაკავებულები არიან კონკრეტული ადამიანები, თუმცა დღეს ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას, დანაშაულის აღიარებას. საქართველოს ხელისუფლებაც იქცევა შესაბამისად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული“, - აღნიშნა კახა კალაძემ. https://ghn.ge/index.php/news/355031-vkhedavt-garkveuli-pirebis-mkhridan-monaniebas-khelisuflebats-shesabamis-gadatsqvetilebebs-ighebs-miukhedavad-imisa-rom-mdzime-danashaultan-gvkonda-sakme-kakha-kaladze-paata-burchuladzis-shetsqalebaze კახა კალაძე პაატა ბურჭულაძის შეწყალებაზე: ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას - ხელისუფლებაც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1097753896.jpg 2026-10-09 355031 ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს, რადგან ტყუილებით არის გაჯერებული - კახა კალაძე დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ევროპული საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია გაუფასურებულია. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, მიღებულ რეზოლუციებსა თუ განცხადებებს ფასი არ აქვს და ტყუილებით არის გაჯერებული „ჩვენ პირველად არ ვისმენთ და არც პირველად ვხედავთ ამ ტიპის რეზოლუციებს, რომელთაც არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ თუ შევხედავთ ბოლო წლების განმავლობაში მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მიღებულ რეზოლუციებს, ზოგადად ევროპარლამენტის ფუნქცია არის გაუფასურებული. აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათი ყველა განცხადება და რეზოლუცია გაჯერებულია მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებით, არასამართლიანი დამოკიდებულებით კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მიკერძოებით და პოლიტიკური სპეკულაციებით. შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ან თუნდაც მიღებულ რეზოლუციებს, არანაირი ფასი არ აქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. https://ghn.ge/index.php/news/355030-evroparlamentis-funktsia-gaufasurebulia-mat-rezolutsiebs-fasi-ar-akvs-radgan-tquilebit-aris-gajerebuli-kakha-kaladze კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს, რადგან ტყუილებით არის გაჯერებული პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/842825513.jpg 2026-10-09 355030 ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვისაუბრეთ როგორც ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, ასევე, რუბიოსთან - ირაკლი კობახიძე ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, თავდასხმები აღარ არის, არსებითად გაჯანსაღებულია ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორობასტან დაკავშირებით მას საუბარი ჰქონდა გაეროში ვიზიტის ფარლგებში როგორც ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრებისას, ასევე, მარკო რუბიოსთან. „აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. მშვიდად ვუყურებთ მოვლენებს, როგორც ვუყურებდით წინა ადმინისტრაციის პირობებში, მათი მხრიდან წამოსულ თავდასხმებს. დღესაც მშვიდად ვუყურებთ პროცესებს, მადლობა ღმერთს, ეს თავდასხმები აღარ არის, არსებითად გაჯანსაღებულია ურთიერთობები, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. დანარჩენი არის დამოკიდებული აშშ-ის ადმინისტრაციაზე. სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვისაუბრეთ როგორც ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, ასევე, ბატონ რუბიოსთან ხანმოკლე გასაუბრების დროს. მთავარი საკითხი, რაც ვახსენე, სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო. ზოგადი პასუხი შემიძლია გითხრათ, დეტალებს ვერ მოვყვები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყო ღია კომუნიკაცია. საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა“, - განაცხადა პრემიერმა. https://ghn.ge/index.php/news/355029-vinarchunebt-optimizms-rom-ashsh-stan-strategiuli-partnioroba-aghdgeba-strategiul-partniorobaze-visaubret-rogorts-tramptan-khanmokle-gasaubrebis-dros-aseve-rubiostan-irakli-kobakhidze ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვისაუბრეთ როგორც ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, ასევე, ბატონ რუბიოსთან - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/242122507.jfif 2026-10-09 355029 ნინო თანდილაშვილი კოტ-დივუარში მოქმედი ბუნების დაცვის ფონდის  (NWCF) პრეზიდენტს ლუის ნკი დიაკიტეს შეხვდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი კოტ-დივუარის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას კოტ-დივუარში მოქმედი ბუნების დაცვის ფონდის N’Zi Wildlife Conservation Foundation (NWCF) პრეზიდენტი ლუის ნკი დიაკიტე ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეებმა ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ნინო თანდილაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება თანამედროვე გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მინისტრის პირველმა მოადგილემ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვისა და განვითარების, მათი მონიტორინგის თანამედროვე სისტემების, ასევე ტყის მდგრადი მართვისა და ტყის რეფორმის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. საუბარი შეეხო ბრაკონიერობისა და ტყის უკანონო ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების, წიაღისეული რესურსების უკანონო მოპოვების პრევენციისა და მონიტორინგის, ბუნებრივი რესურსების მართვაში თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის მონიტორინგისა და ადრეული შეტყობინების სისტემების გამოყენების მიმართულებით თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების საკითხებს. აღსანიშნავია, რომ N’Zi Wildlife Conservation Foundation (NWCF) -  კოტ-დივუარში მოქმედი ბუნების დაცვის ფონდია, რომლის მთავარ საქმიანობას ბიომრავალფეროვნებისა და ველური ბუნების დაცვა, ბუნებრივი ტერიტორიების მონიტორინგი, უკანონო საქმიანობის პრევენცია და ადგილობრივი თემების ჩართულობით მდგრადი გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელება წარმოადგენს. ფონდი  დაახლოებით 41 000 ჰექტარის ნზის ბუნებრივ ნაკრძალს მართავს. შეხვედრას კოტ-დივუარის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობების წარმომადგენელი ანაბელ ბროუ, კოტ-დივუარის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში კახაბერ საბანაძე, კოტ-დივუარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში მაია მუხიაშვილი და სამინისტროს შესაბამისი უწყების და სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. https://ghn.ge/index.php/news/355028-nino-tandilashvili-kot-divuarshi-mokmedi-bunebis-datsvis-fondis-nwcf-prezidents-luis-nki-diakites-shekhvda ნინო თანდილაშვილი კოტ-დივუარში მოქმედი ბუნების დაცვის ფონდის  (NWCF) პრეზიდენტს ლუის ნკი დიაკიტეს შეხვდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/574985979.jpg 2026-10-09 355028 ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა „თეგეტა ჰოლდინგმა“ საირმეში, Hotel Sairme South-ში, კორპორაციული მომხმარებლებისთვის ღონისძიება გამართა, სადაც პარტნიორ ბიზნესებს Bridgestone-ის სატვირთო საბურავების მიმართულებით არსებული სიახლეები - ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელის შედეგები და პორტფელის ახალი იაპონური ბრენდი UD Trucks - წარუდგინა. ღონისძიების მთავარი თემა იყო ბიზნესისთვის ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი კითხვა - რამდენი უჯდება კომპანიას რეალურად ერთი გავლილი კილომეტრი? PPK მოდელი საბურავის ღირებულებას მხოლოდ შესყიდვის საწყისი ფასით არ აფასებს. ის ითვალისწინებს საბურავის რესურსს, გამძლეობას, ექსპლუატაციის ხანგრძლივობასა და, საბოლოოდ, თითოეულ გავლილ კილომეტრზე გაწეულ დანახარჯს. „თეგეტას“ მიერ წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, Bridgestone-ის პრემიუმ კლასის სატვირთო საბურავების გამოყენება, მათი საექსპლუატაციო რესურსისა და გამძლეობის გათვალისწინებით, ბიზნესებისთვის კილომეტრზე გაწეულ ხარჯს დაახლოებით 30%-მდე ამცირებს. ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ჩვენი მიზანია, პარტნიორებს არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ, არამედ დავეხმაროთ, რომ ავტოპარკი უფრო ეფექტიანად, უსაფრთხოდ და პროგნოზირებადად მართონ. ბიზნესისთვის გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის საწყისი ფასი, არამედ ის, თუ რა უჯდება ის კომპანიას მთელი ექსპლუატაციის პერიოდში. სწორედ ამას აჩვენებს PPK მოდელი - რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ დანახარჯი თითოეულ გავლილ კილომეტრზე. დიდი ავტოპარკებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათთვის მცირე სხვაობაც კი წლიურ ჭრილში საგრძნობ ფინანსურ ეფექტად გარდაიქმნება“. „თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. დღეს „თეგეტა“ Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორია რეგიონში. პარტნიორობა, პროდუქტის მიწოდებასთან ერთად, მოიცავს ტექნიკურ ექსპერტიზას, სერვისებსა და ავტოპარკების საოპერაციო ეფექტიანობაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს. თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება Bandag-ის საბურავების აღდგენის ქარხნის ამოქმედება, რომელიც 2027 წლიდან იგეგმება. პროექტი სატვირთო საბურავების სრული სასიცოცხლო ციკლის მართვას გააძლიერებს და ბიზნესებს საშუალებას მისცემს, საბურავის რესურსი კიდევ უფრო ეფექტიანად გამოიყენონ, შეამცირონ კილომეტრზე დანახარჯი და ოპერაციები უფრო მდგრადი გახადონ. ფელიქს სამოილოვი, Bridgestone-ის გაყიდვების მენეჯერი ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და CIS-ის რეგიონში: „ბიზნესისთვის ერთ კილომეტრზე დანახარჯის განსაზღვრა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ვიდრე მხოლოდ საბურავის საწყისი ფასი. პროდუქტის რეალური ღირებულება მისი სრული სასიცოცხლო ციკლით უნდა შეფასდეს. Bridgestone-ის გლობალური ტექნიკური გამოცდილებისა და „თეგეტას“ ადგილობრივი ბაზრის ღრმა ცოდნის გაერთიანებით ავტოპარკების მფლობელებს ეფექტიან, მათ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ“. იაპონური ხარისხი „თეგეტას“ პორტფელში - UD Trucks საირმეში გამართული შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი თემა იყო UD Trucks-ის წარდგენა. „თეგეტა“ იაპონური კომერციული ავტომობილების მწარმოებლის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. პარტნიორობის ფარგლებში კომპანია მომხმარებლებს სამივე ბაზარზე UD Trucks-ის ავტომობილებს, სათადარიგო ნაწილებსა და სრულ სერვისულ მხარდაჭერას სთავაზობს. იაპონური კომპანია ბაზარზე თავდაპირველად ორი მოდელით - UD Quester და UD Croner - იქნება წარმოდგენილი. UD Quester მძიმე ტვირთამწეობის ოპერაციებისთვის, მათ შორის სამშენებლო სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი. UD Croner კი საშუალო ტვირთამწეობის მრავალფუნქციური სატვირთო ავტომობილია, რომელიც ურბანულ და რეგიონულ დისტრიბუციაზე, მუნიციპალურ და სპეციალიზებულ ოპერაციებზეა მორგებული. ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „UD Trucks-ის დამატება ჩვენს პორტფელს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის და ბიზნესს სატვირთო ტრანსპორტის მიმართულებით ახალ არჩევანს სთავაზობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სხვადასხვა საჭიროების მქონე კომპანიებს მივაწოდოთ მათ ოპერაციებზე მორგებული ტექნიკა და, ამასთანავე, უზრუნველვყოთ მისი გრძელვადიანი მხარდაჭერა სერვისით, ნაწილებითა და ტექნიკური ექსპერტიზით. Quester და Croner სხვადასხვა ტიპის საოპერაციო საჭიროებას პასუხობს, თუმცა ორივე შემთხვევაში მთავარი აქცენტი საიმედოობაზე, ეფექტიანობასა და ბიზნესის ყოველდღიური ოპერაციების უწყვეტობაზე კეთდება“. ღონისძიების მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ  Farizon-ს, საქართველოში პირველ სრულად ელექტრულ კომერციულ სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ავტომობილს. ბრენდის დილერია Farizon Center Tegeta. საირმეში გამართული შეხვედრა „თეგეტას“ კორპორაციულ პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარების ნაწილია. კომპანიის მიდგომა პროდუქტის ან ტექნიკის ერთჯერად გაყიდვას სცდება და ბიზნესისთვის სრული საოპერაციო ღირებულების შემცირებაზეა ორიენტირებული - იქნება ეს საბურავის ხარჯი თითო კილომეტრზე, ტექნიკის საიმედოობა, სერვისი თუ ავტოპარკის საერთო ეფექტიანობა. „თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. https://ghn.ge/index.php/news/355027-naklebi-kharji-tito-kilometrze-tegetam-bridgestone-is-fasi-kilometrze-ppk-modeli-da-iaponuri-ud-trucks-tsaradgina ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2045788466.png 2026-10-09 355027 მომავალი წლის ბოლოს დაიწყება ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა - ირაკლი კობახიძე მომავალი წლის ბოლოს აუცილებლად დაიწყება ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, განიხილება ინვესტიციების განხორციელების სამი შესაძლო მოდელი - როგორც მთლიანად სახელმწიფო რესურსით განხორციელება, ისე სრულად კერძო ინვესტიციით, ასევე განიხილება შერეული ფორმატიც. „ჩამოსაყალიბებელია საბოლოო პოზიცია, მათ შორის, ჩამოსაყალიბებელია პოზიცია პოტენციურ ინვესტორებთან კონსულტაციების საფუძველზე, სამივე შესაძლო მოდელი განიხილება ამ ეტაპზე - როგორც მთლიანად სახელმწიფო რესურსით განხორციელება, ისე მთლიანად კერძო ინვესტიციით განხორციელება, ასევე შერეული ფორმატით განხორციელება. კონსულტაციების შემდეგ ჩამოვყალიბდებით ამაზე. რაც შეეხება ბიუჯეტს, მშენებლობის დაწყება უშუალოდ დაგეგმილია მომავალი წლის დეკემბრიდან, შესაბამისად მომავალ წელს ხარჯები ასე თუ ისე არ იქნება გაწეული უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე, მხოლოდ დეკემბერში იქნება პირველადი, ხარჯები გათვალისწინებული, დანარჩენი გაგრძელდება პროცესები, მომავალი წლის ბოლოს აუცილებლად დაიწყება ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა. სრულად გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდება ტენდერი და ვინც შემოგვთავაზებს საუკეთესო პირობებს, ის მხარე იქნება გამარჯვებული. ჩვენ მივესალმებით მაქსიმალურად ფართო ინტერესს, იმიტომ რომ ფართო ინტერესი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მიიღებს მაქსიმალურ მოგებას ამ პროექტიდან“, - განაცხადა პრემიერმა. https://ghn.ge/index.php/news/355026-momavali-tslis-bolos-daitsqeba-vazianis-aeroportis-mshenebloba-irakli-kobakhidze მომავალი წლის ბოლოს დაიწყება ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა -  ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/118994879.jpg 2026-10-09 355026 ხელისუფლება არ ზრუნავს ქართული არმიის გაძლიერებაზე, 730 მილიონი დოლარი, რომელიც თავდაცვაზეა გამოყოფილი, სასაცილოა, ეს თანხა არ ეყოფა „თბილისის დინამოს“, რომ 4-5 კარგი ფეხბურთელი შეისყიდოს - ირაკლი კუპრაძე ქართული არმია საქართველოს მოქალაქის სიამაყის საფუძველია, მაგრამ ხელისუფლება არ ზრუნავს მის გაძლიერებაზე. 730 მილიონი დოლარი სასაცილო თანხაა, როცა ჩვენ საერთაშორისო შესყიდვებზე - იარაღის შესყიდვებზე ვსაუბრობთ. ეს თანხა არ ეყოფა „თბილისის დინამოს“, რომ 4-5 კარგი ფეხბურთელი შეისყიდოს , - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2027 წლის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს 750 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი, რაც  სასაცილო თანხაა. „მიუხედავად იმისა, რომ „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ 2024 წლის არჩევნების შემდეგ უარი ვთქვით პარლამენტში მუშაობაზე, იმაზე, რომ გვეღიარებინა ანტიქართული, არაქართული, გამყალბებელი „ოცნების“ შედეგები, არ ვაპირებთ, მხილების გარეშე დავტოვოთ რამე ტიპის ქმედება, რომელსაც არაქართული „ოცნება“ ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ დგამს. ამ ვითარებაში ვაპირებთ, ვამხილოთ თითოეული მათი ქმედება. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ე.წ. პარლამენტში დარეგისტრირდა მომდევნო წლის ბიუჯეტი. ჩვენ არ დავტოვებთ არც ერთ პუნქტს, რომელზეც არ მოგიყვებით თქვენ, ქართველ ხალხს, როგორ ძარცვავენ, როგორ ანადგურებენ მთელ ქართულ ინსტიტუტებს და ჩვენს საამაყო სივრცეებს არაქართული „ოცნება“ და ივანიშვილის დამქაშები. დღეს მოგიყვებით ქართული ჯარის, ქართული არმიის შესახებ, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის სიამაყეა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ 2027 წელს ქართული არმიის ბიუჯეტი თითქმის არ იზრდება, საუბარია 75 მლნ ლარზე. გაგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის პირობებში არაქართულმა „ოცნებამ“ 2025 წელს შეამცირა მთავარ მიმართულებებზე დაფინანსება საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის და უზრუნველყოფის. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ შემცირების პირობებში, 4 ძირითად მიმართულებაზე - ინფრასტრუქტურაზე, შესყიდვებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე თითქმის არ არსებობს დაფინანსება და უსაფრთხოება საქართველოს სახელმწიფოსთვის. ეს შემცირებული ბიუჯეტი აღარასდროს გაზრდილა და მხოლოდ ახლა, მხოლოდ ხელფასებში, მხოლოდ მინიმალურ მატებაზეა საუბარი. მაშინ, როცა ჩვენს რეგიონში აზერბაიჯანს აქვს 5.2 მილიარდ დოლარიანი ბიუჯეტი, სომხეთს აქვს 1.7 მილიარდ დოლარიანი ბიუჯეტი, საქართველოს არაქართული „ოცნების“ პირობებში თავდაცვაზე 730 მილიონი აქვს გამოყოფილი. წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტი 5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტი, სომხეთის ბიუჯეტი 2-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტი. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მათი პროპაგანდა მშვიდობაზე მხოლოდ და მხოლოდ სიყალბეა, რადგან შეუძლებელია მშვიდობას მიაღწიო, თუ ძლიერი ჯარი არ გყავს. ჩვენ გვყავს ძლიერი, ღირსეული სამხედრო პირები, ჯარისკაცები, ქართული არმია საქართველოს მოქალაქის სიამაყის საფუძველია, მაგრამ ხელისუფლება არ ზრუნავს მათ გაძლიერებაზე. 730 მილიონი დოლარი სასაცილო თანხაა, როცა ჩვენ საერთაშორისო შესყიდვებზე - იარაღის შესყიდვებზე ვსაუბრობთ. ეს თანხა არ ეყოფა „თბილისის დინამოს“, რომ 4-5 კარგი ფეხბურთელი შეისყიდოს. სამარცხვინო მიდგომაა არაქართული „ოცნების“ მხრიდან, მათ მორალური უფლება არ აქვთ, ისაუბრონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე და რეალურ მშვიდობაზე. ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ „ლელო - ძლიერი საქართველო“ ვამხელთ თითოეულ იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც ბიუჯეტის ფორმირებისას გამოიხატება, მათ შორის, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. „ლელო ძლიერი საქართველოს“ პოზიცია არის მკაფიო და მარტივი - ძლიერი არმია ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ძლიერი არმია და ჯარი ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს და სამშობლოს, ამას სჭირდება ის, რომ რეალურად გაიზარდოს ქართველი სამხედრო მოსამსახურის ხელფასი და ეს ხელფასი უნდა გაორმაგდეს“, - განაცხადა კუპრაძემ. https://ghn.ge/index.php/news/355034-khelisufleba-ar-zrunavs-kartuli-armiis-gadzlierebaze-730-milioni-dolari-romelits-tavdatsvazea-gamoqofili-sasatsiloa-es-tankha-ar-eqofa-tbilisis-dinamos-rom-4-5-kargi-fekhburteli-sheisqidos-irakli-kupradze ხელისუფლება არ ზრუნავს ქართული არმიის გაძლიერებაზე, 730 მილიონი დოლარი, რომელიც თავდაცვაზეა გამოყოფილი, სასაცილოა, ეს თანხა არ ეყოფა „თბილისის დინამოს“, რომ 4-5 კარგი ფეხბურთელი შეისყიდოს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1655588589.png 2026-10-09 355034 ხელისუფლება არ ზრუნავს ქართული არმიის გაძლიერებაზე, 730 მილიონი დოლარი, რომელიც თავდაცვაზეა გამოყოფილი, სასაცილოა, ეს თანხა არ ეყოფა „თბილისის დინამოს“, რომ 4-5 კარგი ფეხბურთელი შეისყიდოს - ირაკლი კუპრაძე ქართული არმია საქართველოს მოქალაქის სიამაყის საფუძველია, მაგრამ ხელისუფლება არ ზრუნავს მის გაძლიერებაზე. 730 მილიონი დოლარი სასაცილო თანხაა, როცა ჩვენ საერთაშორისო შესყიდვებზე - იარაღის შესყიდვებზე ვსაუბრობთ. ეს თანხა არ ეყოფა „თბილისის დინამოს“, რომ 4-5 კარგი ფეხბურთელი შეისყიდოს , - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2027 წლის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს 750 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი, რაც  სასაცილო თანხაა. „მიუხედავად იმისა, რომ „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ 2024 წლის არჩევნების შემდეგ უარი ვთქვით პარლამენტში მუშაობაზე, იმაზე, რომ გვეღიარებინა ანტიქართული, არაქართული, გამყალბებელი „ოცნების“ შედეგები, არ ვაპირებთ, მხილების გარეშე დავტოვოთ რამე ტიპის ქმედება, რომელსაც არაქართული „ოცნება“ ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ დგამს. ამ ვითარებაში ვაპირებთ, ვამხილოთ თითოეული მათი ქმედება. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ე.წ. პარლამენტში დარეგისტრირდა მომდევნო წლის ბიუჯეტი. ჩვენ არ დავტოვებთ არც ერთ პუნქტს, რომელზეც არ მოგიყვებით თქვენ, ქართველ ხალხს, როგორ ძარცვავენ, როგორ ანადგურებენ მთელ ქართულ ინსტიტუტებს და ჩვენს საამაყო სივრცეებს არაქართული „ოცნება“ და ივანიშვილის დამქაშები. დღეს მოგიყვებით ქართული ჯარის, ქართული არმიის შესახებ, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის სიამაყეა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ 2027 წელს ქართული არმიის ბიუჯეტი თითქმის არ იზრდება, საუბარია 75 მლნ ლარზე. გაგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის პირობებში არაქართულმა „ოცნებამ“ 2025 წელს შეამცირა მთავარ მიმართულებებზე დაფინანსება საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის და უზრუნველყოფის. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ შემცირების პირობებში, 4 ძირითად მიმართულებაზე - ინფრასტრუქტურაზე, შესყიდვებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე თითქმის არ არსებობს დაფინანსება და უსაფრთხოება საქართველოს სახელმწიფოსთვის. ეს შემცირებული ბიუჯეტი აღარასდროს გაზრდილა და მხოლოდ ახლა, მხოლოდ ხელფასებში, მხოლოდ მინიმალურ მატებაზეა საუბარი. მაშინ, როცა ჩვენს რეგიონში აზერბაიჯანს აქვს 5.2 მილიარდ დოლარიანი ბიუჯეტი, სომხეთს აქვს 1.7 მილიარდ დოლარიანი ბიუჯეტი, საქართველოს არაქართული „ოცნების“ პირობებში თავდაცვაზე 730 მილიონი აქვს გამოყოფილი. წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტი 5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტი, სომხეთის ბიუჯეტი 2-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტი. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მათი პროპაგანდა მშვიდობაზე მხოლოდ და მხოლოდ სიყალბეა, რადგან შეუძლებელია მშვიდობას მიაღწიო, თუ ძლიერი ჯარი არ გყავს. ჩვენ გვყავს ძლიერი, ღირსეული სამხედრო პირები, ჯარისკაცები, ქართული არმია საქართველოს მოქალაქის სიამაყის საფუძველია, მაგრამ ხელისუფლება არ ზრუნავს მათ გაძლიერებაზე. 730 მილიონი დოლარი სასაცილო თანხაა, როცა ჩვენ საერთაშორისო შესყიდვებზე - იარაღის შესყიდვებზე ვსაუბრობთ. ეს თანხა არ ეყოფა „თბილისის დინამოს“, რომ 4-5 კარგი ფეხბურთელი შეისყიდოს. სამარცხვინო მიდგომაა არაქართული „ოცნების“ მხრიდან, მათ მორალური უფლება არ აქვთ, ისაუბრონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე და რეალურ მშვიდობაზე. ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ „ლელო - ძლიერი საქართველო“ ვამხელთ თითოეულ იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც ბიუჯეტის ფორმირებისას გამოიხატება, მათ შორის, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. „ლელო ძლიერი საქართველოს“ პოზიცია არის მკაფიო და მარტივი - ძლიერი არმია ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ძლიერი არმია და ჯარი ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს და სამშობლოს, ამას სჭირდება ის, რომ რეალურად გაიზარდოს ქართველი სამხედრო მოსამსახურის ხელფასი და ეს ხელფასი უნდა გაორმაგდეს“, - განაცხადა კუპრაძემ. https://ghn.ge/index.php/news/355033-khelisufleba-ar-zrunavs-kartuli-armiis-gadzlierebaze-730-milioni-dolari-romelits-tavdatsvazea-gamoqofili-sasatsiloa-es-tankha-ar-eqofa-tbilisis-dinamos-rom-4-5-kargi-fekhburteli-sheisqidos-irakli-kupradze ხელისუფლება არ ზრუნავს ქართული არმიის გაძლიერებაზე, 730 მილიონი დოლარი, რომელიც თავდაცვაზეა გამოყოფილი, სასაცილოა, ეს თანხა არ ეყოფა „თბილისის დინამოს“, რომ 4-5 კარგი ფეხბურთელი შეისყიდოს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1966146133.png 2026-10-09 355033 ვლადიმირ პუტინმა 74-ე დაბადების დღე გერმანიის ყოფილ კანცლერთან, გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავისი 74-ე დაბადების დღე გერმანიის ყოფილ კანცლერთან, გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა. შრიოდერისა და პუტინის ერთობლივი ფოტო კრემლის პრესსამსახურმა 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა შრიოდერის მოსკოვში ჩასვლის შესახებ „მედიის საშუალებებიდან“ შეიტყო. „პრეზიდენტმა თავისი ძველი მეგობარი სახლში დაპატიჟა. გერჰარდ შრიოდერი ვლადიმირ პუტინთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც სახელმწიფოს მეთაურმა დაბადების დღე აღნიშნა“, – აცახდებენ კრემლში. https://ghn.ge/index.php/news/355043-vladimir-putinma-74-e-dabadebis-dghe-germaniis-qofil-kantslertan-gerhard-shriodertan-ertad-aghnishna ვლადიმერ პუტინმა 74-ე დაბადების დღე გერმანიის ყოფილ კანცლერთან, გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/142616628.png 2026-10-09 355043 ბურჭულაძის განცხადება არის აშკარა ანონსი, მასაც არ უნდა ციხეში ყოფნა და ასეთი ფორმით ერთგვარად დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება, მოვუწოდებ, აღიაროს დანაშაული - ირაკლი კობახიძე ბურჭულაძის განცხადება არის აშკარა ანონსი, მასაც არ უნდა ციხეში ყოფნა და მან ასეთი ფორმით ერთგვარად დაგვიანონსა საბოლოო ჯამში საკუთარი ბრალის აღიარება, ეს კარგი იქნება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ დაანონსდა მისი მხრიდან აღიარება და თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმება, იქნება შესაბამისი რეაგირება.  „მე მასაც მოვუწოდებ, აღიაროს საკუთარი დანაშაული, ასეთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯი, ის დატოვებს საპატიმროს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა, მათ შორის ზოდელავამ, ბურჭულაძემ, სხვებმა ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაული, მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, ასეთ პირობებშიც ჩვენ მზად ვართ, გადავგდათ შესაბამისი ნაბიჯი. მიხარია, რომ დაანონსდა მისი მხრიდან აღიარება და თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენი მხრიდანაც იქნება შესაბამისი რეაგირება, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  პრემიერი ასევე გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მამამისის ციხეში ყოფნა ახლა უფრო ფასეულია და აღნიშნა, რომ ეს არის პავლიკა მოროზოვისეული დამოკიდებულება მშობლის მიმართ.  „არ ვიცი, ეგეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა. სხვა კომენტარი რა გავაკეთო, არც კი ვიცი. თავის დროზე ჩახუნაშვილის შვილმა გააკეთა ასეთი განცხადება, ახლა ბურჭულაძის შვილმა. ეს არის პავლიკა მოროზოვისეული დამოკიდებულება მშობლის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://ghn.ge/index.php/news/355025-burchuladzis-gantskhadeba-aris-ashkara-anonsi-masats-ar-unda-tsikheshi-qofna-da-aseti-formit-ertgvarad-dagvianonsa-sakutari-bralis-aghiareba-movutsodeb-aghiaros-danashauli-irakli-kobakhidze ბურჭულაძის განცხადება არის აშკარა ანონსი, მასაც არ უნდა ციხეში ყოფნა და ასეთი ფორმით ერთგვარად დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება, მოვუწოდებ, აღიაროს დანაშაული - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/920919456.jpg 2026-10-09 355025 მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, ქართული საზოგადოებისთვის ეს საერთოდ აღარ არის საინტერესო - ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხებოდა.  მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი და მთლიანად ევროპული ბიუროკრატია. „ხშირად მოგვიწოდებენ ხოლმე, რომ განსხვავებული რიტორიკით ვისაუბროთ ევროპულ ინსტიტუტებთან მიმართებით, თუმცა როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტი, როდესაც ასეთი შინაარსის დებატები იმართება, ძალიან რთულია რაიმე დადებითი კომენტარი გააკეთო, უფრო მეტიც, არ გააკეთო უარყოფითი კომენტარი. ასეთი ქმედებებით ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოგვაგოგებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. მგონია, რომ უზენაესი საბჭო ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში იყო 80-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი საკუთარი არსებობის ბოლო წლებს ითვლიდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია არის მძიმე მდგომარეობაში და ამის გამოხატულებაა ასეთი დებატები, ასეთი დოკუმენტები. ქართული საზოგადოებისთვის ეს საერთოდ აღარ არის საინტერესო“, -  განაცხადა პრემიერმა. https://ghn.ge/index.php/news/355024-mdzime-mdgomareobashia-evroparlamenti-kartuli-sazogadoebistvis-es-saertod-aghar-aris-saintereso-irakli-kobakhidze მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ქართული საზოგადოებისთვის ეს საერთოდ აღარ არის საინტერესო  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1737542867.png 2026-10-09 355024 ვასრულებთ თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენას, რის შედეგადაც მგზავრობის დრო განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე - ირაკლი კობახიძე 2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სარკინიგზო გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სრულდება თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენა, რის შედეგადაც ძველი მგზავრობის დრო, 6 საათი, განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე. „ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენასთან ერთად მიმდინარეობს არსებული მოძრავი შემადგენლობის რეაბილიტაცია. ასევე ვასრულებთ თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენას, რის შედეგადაც ძველი მგზავრობის დრო, 6 საათი, განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე. ასევე, დაგეგმილია თბილისი-ქუთაისის ახალი სამგზავრო რეისის დანიშვნა და დაგეგმილია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მგრძნობიარე პროექტის, ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის აღდგენა. თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო განხორციელებული ცვლილებების შედეგად უკვე საათ-ნახევრით შემცირდა, 5,5 საათიდან 4 საათამდე, რითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი სტუმრები, ხოლო სატვირთო მატარებლების მიერ საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთის დრო განახევრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის. 2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სარკინიგზო გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია“, – განაცხადა პრემიერმა. https://ghn.ge/index.php/news/355023-vasrulebt-tbilisi-akhaltsikhis-sarkinigzo-mimartulebis-aghdgenas-ris-shedegadats-mgzavrobis-dro-ganakhevrdeba-da-mkholod-3-saati-daschirdeba-mgzavrobas-tbilisidan-akhaltsikhemde-irakli-kobakhidze ირაკლი კობახიძე – ვასრულებთ თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენას, რის შედეგადაც მგზავრობის დრო განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/607015214.jpg 2026-10-09 355023 მოდით, ავწიოთ ჭიქა მშვიდობისთვის საქართველოში, უკრაინაში და ჩვენს ევროპულ კონტინენტზე - გერმანიის ელჩი „საერთო, მშვიდობიანი და ევროპული მომავლისთვის!“ – გერმანიის დანიშნული ელჩის, ბარბარა ფოსის ამ სიტყვებით აღვნიშნეთ გერმანიის გაერთიანების დღე ჩვენს ქართველ, გერმანელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული. როგორც გერმანიის საელჩო აღნიშნავს, ეს დღესასწაული მათ ახსენებს 1989 წლის მშვიდობიან რევოლუციას, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიის მამაცი მოსახლეობა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ქუჩებში გამოვიდა, რამაც საბოლოოდ 1990 წელს ბერლინის კედლის დანგრევა და გერმანიის გაერთიანება გამოიწვია. „მოდით, ავწიოთ ჭიქა მშვიდობისთვის საქართველოში, უკრაინაში და ჩვენს ევროპულ კონტინენტზე. შევსვათ ქართველი ხალხის გამძლეობის, მისი შთამბეჭდავი კულტურისა და ჩვენს ორ საზოგადოებას შორის მეგობრობის ურღვევი კავშირის სადღეგრძელო“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა. გერმანიის საელჩო მადლობას უხდის ყველას, ვინც ეს განსაკუთრებული დღე მათთან ერთად აღნიშნა და „ვინც ყოველდღიურად აქტიურად მონაწილეობს გერმანულ-ქართული მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავების საქმეში“. https://ghn.ge/index.php/news/355022-modit-avtsiot-chika-mshvidobistvis-sakartveloshi-ukrainashi-da-chvens-evropul-kontinentze-germaniis-elchi ს საქართველოში, უკრაინაში და ჩვენს ევროპულ კონტინენტზე, შევსვათ ქართველი ხალხის გამძლეობის, მისი შთამბეჭდავი კულტურისა და ჩვენს შორის მეგობრობის ურღვევი კავშირის სადღეგრძელო - გერმანიის ელჩი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1549108140.jpg 2026-10-09 355022 მოტივაცია გავაჩინეთ, რომ მევენახემ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ყურძენი მოიყვანოს - დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მევენახეების პროტესტის წინაპირობებისა და ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირების შესახებ ისაუბრა. „პროტესის ორგანიზება სხვადასხვა ჯგუფების საშუალებით მოხდა და იყო მოწოდებები, რომ შეკრებილიყვნენ. 30 თეთრად ჩასაბარებელი ყურძენი, ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის გამოუსადეგარია“,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა. მინისტრმა ყურადღება  ყურძნის ხარისხობრივი კატეგორიების მიხედვით შეფასების მნიშვნელობაზეც გაამახვილა. დავით სონღულაშვილის განმარტებით, ვენახის მოვლა დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მევენახემ მიღებული მოსავლის ხარისხის შესაბამისი ანაზღაურება მიიღოს. მისი თქმით, ყურძნის ხარისხობრივი დიფერენციაციის მიზანი სწორედ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების წახალისება და მევენახეებისთვის შესაბამისი მოტივაციის შექმნაა. „ყურძნის ხარისხობრივი დიფერენციაციით მოტივაცია გავაჩინეთ იმის, რომ მევენახემ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ყურძენი მოიყვანოს. სხვაობაც იმხელაა საშუალო და უმაღლესი ხარისხის ყურძენს შორის, რომ მევენახე მაქსიმალურად ეცადოს, უმაღლესი ხარისხის მოსავალი მიიღოს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. https://ghn.ge/index.php/news/355021-motivatsia-gavachinet-rom-mevenakhem-rats-sheidzleba-maghali-khariskhis-qurdzeni-moiqvanos-davit-songhulashvili დავით სონღულაშვილი: „მოტივაცია გავაჩინეთ, რომ მევენახემ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ყურძენი მოიყვანოს“ ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/736026081.jpg 2026-10-09 355021 საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა თბილისში, საერთაშორისო ფორუმი Fusion Georgia 2026: Banking & Retail გაიმართა, რომელმაც 300-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა საქართველოდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და ლიეტუვადან. საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია BS/2-ის ორგანიზებით, ფორუმი საქართველოში პირველად გაიმართა და ქვეყანაში კომპანიის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად იქცა. Fusion-ის სერიის მეექვსე ფორუმმა საბანკო და რითეილ სექტორებს მოუყარა თავი; ორი თემატური ბლოკი მათ გამოწვევებსა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს დაეთმო. სერიის წინა ღონისძიებები ყაზახეთსა და უზბეკეთში გაიმართა. ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დარიუს ვიტკაუსკასმა. „საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ბაზარია, სადაც საბანკო და რითეილ სექტორებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს. Fusion Georgia ამ სექტორებსა და ტექნოლოგიურ პარტნიორებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო გადაწყვეტილებები ქართული კომპანიების საჭიროებებს მოვარგოთ და ხელი შევუწყოთ მომსახურების გაუმჯობესებასა და ბიზნესის ეფექტიანობის ზრდას“, - განაცხადა ბს/2 ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა, ემილიო კირისმა.  ,,ბაზისბანკ ჯგუფი დღეს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზეა. ლიბერთის და ბაზისბანკის, ამ ორი ფინანსური ინსტიტუტის გაერთიანება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, განვავითაროთ ციფრული სერვისები და მომხმარებლებს კიდევ უფრო კომფორტული მომსახურება შევთავაზოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ციფრული და ფიზიკური საბანკო არხები ერთიანად ვითარდებოდეს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ბანკომატების ქსელის მოდერნიზაციას, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს. მჯერა, რომ ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორიცაა BS/2, შევძლებთ კიდევ უფრო თანამედროვე და ინოვაციული საბანკო მომსახურების შექმნას საქართველოში. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა გაერთიანების შედეგი ყოველდღიურ მომსახურებაში იგრძნოს - მეტი ხელმისაწვდომობით, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით და უკეთესი საბანკო გამოცდილებით" - განაცხადა გიორგი ქოროღლიშვილმა,  ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის ციფრული ოფისის ხელმძღვანელმა.  ღონისძიებამ გააერთიანა საბანკო, ფინტექ, მიკროსაფინანსო, რითეილ, ელექტრონული კომერციისა და ტექნოლოგიური სექტორების, ასევე პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები. მონაწილეებს შორის იყვნენ ქართული ბანკებისა და კომპანიების, Mastercard-ის, Visa-სა და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ექსპერტები. BS/2-ის შესახებ BS/2 საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც საბანკო და რითეილ გადაწყვეტილებების შემუშავების 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. კომპანია ორგანიზაციებს პროცესების ავტომატიზაციაში, თვითმომსახურების ინფრასტრუქტურის მართვასა და ციფრული სერვისების დანერგვაში ეხმარება. BS/2 არის Penki Kontinentai Group-ის წევრი და მომსახურებას მსოფლიოს 80 ქვეყანაში უზრუნველყოფს. https://ghn.ge/index.php/news/355020-sakartvelom-saertashoriso-sabanko-da-riteil-forums-fusion-georgia-2026-s-umaspindzla საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1933730774.jpg 2026-10-09 355020 ფერმერთა მხარდაჭერა მოიცავს მექანიზაციის ხელმისაწვდომობის ზრდას - დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ფერმერთა მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა. დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა მცენარეთა დაცვის საშუალებების ხარისხის კონტროლისა და მათი სწორად გამოყენების მნიშვნელობაზეც. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ მიმართულებას სახელმწიფო შესაბამისი მექანიზმებით აკონტროლებს, მათ შორის, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მცენარეთა დაცვის საშუალებების კონტროლს როგორც ქვეყანაში შემოტანისა და სერტიფიცირების, ისე რეალიზაციის ეტაპზე. „სურსათის ეროვნული სააგენტო ძალიან აქტიურად მუშაობს არა მხოლოდ საზღვარზე პესტიციდების შემოტანისა და სერტიფიცირების, არამედ მათი შემდგომი რეალიზაციის კონტროლის მიმართულებითაც. ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ცოდნაზე და კვალიფიციურ აგრონომიულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. ფერმერმა უნდა იცოდეს, რა დაავადებასთან აქვს საქმე და კონკრეტულ შემთხვევაში რომელი საშუალება და რა დოზით გამოიყენოს. შესაძლოა, პრეპარატი იყოს ხარისხიანი, მაგრამ მისი არასწორად გამოყენების შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პესტიციდების სწორად და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით გამოყენება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. მინისტრის განცხადებით, ფერმერთა მხარდაჭერა ასევე მოიცავს მექანიზაციის ხელმისაწვდომობის ზრდას, გადამუშავების შესაძლებლობების გაძლიერებას და ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების განმტკიცებას. მისი თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმებს აძლიერებს, რაც ფერმერებს წარმოებისა და გადამუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესებაში დაეხმარება. „მექანიზაციის მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ამ ეტაპზე უკვე 20-ზე მეტი მიმართულება გვაქვს და ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები შევქმენით. ასევე მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მარნების მხარდაჭერა, რათა მეურნეებს დამატებითი ღირებულების შექმნის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ასევე მუშაობს ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებასა და ახალი ბაზრების ათვისებაზე. „საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება და ახალი ბაზრების ათვისება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სხვადასხვა მხარდაჭერის მექანიზმით, მათ შორის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, ხელს ვუწყობთ მეღვინეებს, კიდევ უფრო გაზარდონ ექსპორტი, აითვისონ ახალი ბაზრები და უკვე არსებულ ბაზრებზე თავიანთი პოზიციები გააძლიერონ“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა. https://ghn.ge/index.php/news/355019-fermerta-mkhardachera-moitsavs-mekanizatsiis-khelmisatsvdomobis-zrdas-davit-songhulashvili დავით სონღულაშვილი: „ფერმერთა მხარდაჭერა მოიცავს მექანიზაციის ხელმისაწვდომობის ზრდას“ ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1117812879.jpg 2026-10-09 355019 ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე, პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ეროვნული ბანკიდან გადაგზავნილი შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიოჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას. გასათვალისწინებელია, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი. ამდენად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებების შესწავლა და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ნანა ყეინიშვილი ევროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა 2023 წლის სექტემბერში, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარდგინების საფუძველზე დაამტკიცა. https://ghn.ge/index.php/news/355018-erovnuli-bankis-tserilis-safudzvelze-sametsarmeo-sakmianobashi-mokhelis-ukanono-monatsileobis-faktze-prokuraturam-nana-qeinishvilis-mimart-gamodzieba-daitsqo ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე, პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1121701307.jpg 2026-10-09 355018 წლევანდელი რთველი გამოირჩევა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით - დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარეობის შესახებ საუბრისას მეღვინეობის დარგში მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხარისხიანი ყურძნის წარმოების წახალისება და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდაა. „წელს საუკეთესო ხარისხის მოსავალი გვექნება, ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე დიდი მოსავალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ქართული ღვინო აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანთან ასოცირებული. გასულ წლებში, რაც მეტ ყურძენს მოიყვანდა მევენახე, მეტ შემოსავალს იღებდა და მას არ ჰქონდა ინტერესი, ეწარმოებინა ხარისხიანი ყურძენი. არ შეიძლება, რომ ქართული ღვინო გათვლილი იყოს რაოდენობაზე და ეს თითოეულმა მევენახემ და მეღვინემ არაჩვეულებრივად იცის. მეღვინეობის დარგის რეფორმის მიზანიც სწორედ ეს არის - ვაწარმოოთ ხარისხიანი ყურძენი, რომლის საზომიც არის შაქრიანობა“,  - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარეობაზე საუბრისას. მისი განცხადებით, კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია და მოსავლის დაბინავების პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს. „კახეთში ყურძნის გადამუშავებამ 206 ათას ტონას გადააჭარბა. რთველის საკოორდინაციო შტაბი და ღვინის საწარმოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. წლევანდელი რთველი გამოირჩევა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით.  ხარისხიანი ღვინის მიღება შეუძლებელია ხარისხიანი ყურძნის გარეშე - ხარისხიანი ღვინო იბადება ვენახში. სწორედ ამას ემსახურება ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების სისტემის დანერგვა, რაც მევენახეებს აძლევს მოტივაციას, უფრო მეტად იზრუნონ ყურძნის ხარისხზე“,- აღნიშნა მინისტრმა. https://ghn.ge/index.php/news/355017-tslevandeli-rtveli-gamoircheva-raodenobrivi-da-khariskhobrivi-machveneblebit-davit-songhulashvili დავით სონღულაშვილი: „წლევანდელი რთველი გამოირჩევა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით“ ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/68214858.jpg 2026-10-09 355017 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი FAO-ს გლობალურ გამოფენაში მონაწილეობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გლობალურ გამოფენაში „თესლიდან საკვებამდე“ მონაწილეობს. გამოფენა სურსათის მსოფლიო ფორუმის 2026 წლის ღონისძიებების ფარგლებში იმართება და მასში 140-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელია ჩართული. გამოფენა ოფიციალურად გახსნეს FAO-ს გენერალურმა დირექტორმა ქუ დონგიუმ, იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათის სუვერენიტეტისა და ტყეების მინისტრმა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ, რომის მერმა რობერტო გუალტიერიმ და იორდანიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სააბ ხრეისატმა. გახსნის ღონისძიებას დაესწრო ცენტრალური ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების დელეგატი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე. „FAO-ს გლობალურ გამოფენაზე საქართველოს წარმოდგენა არის შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის აგრობიომრავალფეროვნება და მათთან დაკავშირებული ტრადიციები. ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, ისევე როგორც სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, ჩვენი მრავალათასწლოვანი, მდიდარი აგრონომიული მემკვიდრეობის შედეგი და ცოცხალი გენეტიკური რესურსია. მათი კვლევა, დაცვა, შენარჩუნება და ფერმერულ მეურნეობებში გავრცელება, სასურსათო უსაფრთხოების დაცვის გარანტია“, - განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ. ცენტრის საგამოფენო ექსპოზიცია სამ სხვადასხვა ლოკაციაზეა განთავსებული, სადაც ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, ქართული ლობიოს, სიმინდისა და სხვა კულტურების, ასევე ჯიღაურას ბაზაზე დაცული, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის ნიმუშებია წარმოდგენილი. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ქუ დონგიუმ და FAO-ს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა ვიორელ გუტუმ ცენტრის საგამოფენო სივრცეები დაათვალიერეს და ქართული აგრობიომრავალფეროვნების ნიმუშებს გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში, ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ FAO-ს გენერალურ დირექტორს ქართული ღვინო და ქართული ტრადიციული პროდუქტის ნიმუში გადასცა. „თესლიდან საკვებამდე“ გამოფენა ინოვაციების ხელშეწყობას, სასურსათო უსაფრთხოებასა და კვების გაუმჯობესებას ეძღვნება. ღონისძიება 8–12 ოქტომბერს, ისტორიულ Circo Massimo-ზე იმართება. პროგრამა დეგუსტაციებს, კულინარიულ ჩვენებებს, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და სხვადასხვა თემატურ აქტივობას მოიცავს. გამოფენის ფარგლებში, 10 ოქტომბერს, ცენტრის საგამოფენო სივრცეში ქართული პურისა და ღვინის დეგუსტაციაც გაიმართება, რაც საერთაშორისო ვიზიტორებს ქართული ადგილობრივი სახეობებისა და ჯიშებისგან მიღებული ტრადიციული პროდუქტების გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. https://ghn.ge/index.php/news/355016-soflis-meurneobis-sametsniero-kvleviti-tsentri-fao-s-globalur-gamofenashi-monatsileobs სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი FAO-ს გლობალურ გამოფენაში მონაწილეობს ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1412830376.jpeg 2026-10-09 355016 რუსთავში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა რუსთავში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ინფო რუსთავი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა ღამით მეგობრობის გამზირზე იმ დროს მოხდა, როცა 15 წლის ბიჭი ავტობუსიდან ჩამოვიდა და გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა. მათივე ცნობით, მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, სადაც გამოცემას უთხრეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია და შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება. ფოტო: "ინფო რუსთავი" https://ghn.ge/index.php/news/355015-rustavshi-arasrultslovans-avtomobili-daejakha რუსთავში არასრულწლოვანს მინივენი დაეჯახა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/245927518.png 2026-10-09 355015 სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, შესაძლოა ოქტომბრის ბოლოს მოსკოვში ჩავიდნენ - მედია აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, შესაძლოა ოქტომბრის ბოლოს მოსკოვში ჩავიდნენ. ვიზიტის მიზანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების გაგრძელება იქნება. ინფორმაციას Axios წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვიზიტი შესაძლოა პარასკევს, მაიამიში უკრაინელ მომლაპარაკებლებსა და ევროპელ ოფიციალურ პირებთან დაგეგმილი შეხვედრების შემდეგ გაიმართოს. შეხვედრებზე რუსეთ-უკრაინის ომში არსებული ჩიხიდან გამოსვლის მიზნით „ახალი იდეებისა და წინადადებების“ წარდგენას გეგმავენ. „ვითარებაში გარკვეული წყაროს ინფორმაციით, უიტკოფი და კუშნერი შესაძლოა ამ თვის ბოლოს მოსკოვში ჩავიდნენ პუტინთან შემდგომი მოლაპარაკებების გასამართად“, - წერს Axios. უიტკოფი და კუშნერი მოსკოვსა და კიევს სექტემბრის დასაწყისში ეწვივნენ. მას შემდეგ ისინი რუსულ და უკრაინულ მხარეებთან განახლებულ სამშვიდობო ინიციატივაზე მუშაობენ. ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი მომლაპარაკებლები 9–10 ოქტომბერს აშშ-ში ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებს გამართავენ. მანამდე  სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის ახალი სამშვიდობო წინადადებები განიხილეს. https://ghn.ge/index.php/news/355014-stiv-uitkofi-da-jared-kushneri-shesadzloa-oktombris-bolos-moskovshi-chavidnen-media სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, შესაძლოა ოქტომბრის ბოლოს მოსკოვში ჩავიდნენ. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/56393835.jpg 2026-10-09 355014 სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა დონალდ ტრამპთან უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის ახალი სამშვიდობო წინადადებები განიხილეს - Axios აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, უკრაინელ და ევროპელ მომლაპარაკებლებთან შეხვედრის წინ დონალდ ტრამპთან უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიმართულებით ბოლო პერიოდში შემუშავებული წინადადებები განიხილეს. ინფორმაციას Axios ავრცელებს. ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, უიტკოფი და კუშნერი ტრამპს შეხვდნენ, რათა მისთვის აშშ-ის უახლესი წინადადება წარედგინათ და მაიამიში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ მისი მოსაზრებები მოესმინათ. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე მაიკ ნიდჰემი. განხილულ ინიციატივებს შორისაა ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და მარცვლეულის გადაზიდვებზე თავდასხმებს შეაჩერებს. უკრაინამ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯისთვის მზად არის, თუმცა რუსეთი ამ ეტაპზე შესაბამის მზაობას დიდად არ ავლენს. „ყველა ზამთრის გამო ნერვიულობს. თუ ომი არ შეწყდება, ზამთარი მძიმე იქნება. ამიტომ აშშ მხარეებს შორის შუამავლობას ცდილობს, რათა მათ საერთო წინადადებაზე შეთანხმება შეძლონ“, - განუცხადა გამოცემას ამერიკულმა წყარომ. წყარომ განაცხადა, რომ მხარეები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს, ომისშემდგომი აღდგენის გეგმასა და კონფლიქტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განიხილავენ. https://ghn.ge/index.php/news/355013-stiv-uitkofma-da-jared-kushnerma-donald-tramptan-ukrainastan-dakavshirebit-ashsh-is-akhali-samshvidobo-tsinadadebebi-ganikhiles-axios უიტკოფმა და კუშნერმა ტრამპთან უკრაინაში აშშ-ის ახალი სამშვიდობო წინადადებები განიხილეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1144838149.png 2026-10-09 355013 ერაყის ჩრდილოეთით ირანელი ქურთების ბაზაზე დრონებით თავდასხმა მოხდა ერაყის ჩრდილოეთით, ერბილის პროვინციაში, ხუთშაბათს საღამოს, სულ მცირე, ორი კამიკაძე დრონი ირანელი ქურთების ოპოზიციური დაჯგუფების ბაზას დაესხა თავს, რის შედეგადაც ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას გამოცემა The New Region ავრცელებს. ქურთისტანის რეგიონის ანტიტერორისტული სამმართველოს ცნობით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:19 საათზე დრონებმა ჰაბატის რაიონის სოფელ ტოპზავაში, ერბილის დასავლეთით, ირანული ქურთული ოპოზიციური ორგანიზაციის - ირანის ქურთისტანის ბრძოლის ორგანიზაციის (Khabat) სამოქალაქო ბანაკს დაარტყეს. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ სამოქალაქო თავდაცვის დანაყოფები და უსაფრთხოების ძალები, რომლებმაც მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა შეძლეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდასხმის მომენტში ბაზაზე ირანის ქურთისტანის ბრძოლის ორგანიზაციის („ხაბატის“) წევრები არ იმყოფებოდნენ. ობიექტზე მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი იყო, რომლებიც მის დაცვას უზრუნველყოფდნენ. https://ghn.ge/index.php/news/355012-eraqis-chrdiloetit-iraneli-kurtebis-bazaze-dronebit-tavdaskhma-mokhda ერაყის ჩრდილოეთით ირანელი ქურთების ბაზას კამიკაძე დრონებით დაესხნენ თავს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1310733921.png 2026-10-09 355012 საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე 504 ადამიანი დააკავეს, დაშავდა 48 სამართალდამცავი საფრანგეთში 8 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 504 ადამიანი დააკავეს, დაპირისპირებისას კი 48 პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებში დაახლოებით 71 500 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 24 500 პარიზში.  მედიის ცნობით, პარიზში, ბასტილიის მოედანზე, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება აქციის დასრულებისკენ დაიწყო. პოლიციის მიმართულებით ისროდნენ ქვებს, პიროტექნიკას და ქუჩის ინვენტარს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციები საფრანგეთში სკოლებსა და განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო გრძელდება. მოსწავლეები და სტუდენტები უკეთეს სასწავლო პირობებს, სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და განათლების სფეროსთვის მეტი რესურსის გამოყოფას ითხოვენ. 8 ოქტომბერს საფრანგეთის განათლების მინისტრმა ედუარ ჟეფრემ განაცხადა, რომ ქვეყნის ყველაზე პრობლემურ სკოლებში 3 000 შემცვლელ მასწავლებელს გაგზავნიან. https://ghn.ge/index.php/news/355011-safrangetshi-saprotesto-aktsiebze-504-adamiani-daakaves-dashavda-48-samartaldamtsavi საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე 504 ადამიანი დააკავეს, დაშავდა 48 სამართალდამცავი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/223650162.png 2026-10-09 355011 ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპელი პარტნიორები აშშ-ში უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფს შეუერთდებიან აშშ-ში უკრაინულ მომლაპარაკებელთა ჯგუფს ევროპელი პარტნიორები შეუერთდებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელი მომლაპარაკებლები 9 ოქტომბერს პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს შეერთებულ შტატებში შეხვდებიან. „უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფი ხვალ, პარასკევს შეერთებულ შტატებში ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს შეხვდებიან. ჩვენს მხარეს არიან ბუდანოვი, კისლიცია, არახამია და უმეროვი. შეხვედრები ორი დღით არის დაგეგმილი და იმედი გვაქვს, რომ ევროპული გუნდი შეუერთდება ჩვენს მომლაპარაკებელთა ჯგუფს, ასევე ამერიკულ ჯგუფს“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, განხილული იქნება სექტორული ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ვარიანტები. ცალკე, ამერიკულ მხარესთან განხილული იქნება საჰაერო თავდაცვის საკითხები, ხოლო ევროპელებთან - დაფინანსების მოახლოება. „ყველაფერს განვიხილავთ - როგორც ზღვას, ისე ენერგეტიკას. ჯერ ვერ ვიტყვი, რა შეიძლება იყოს რეალისტური ან უფრო რეალისტური... არ მინდა, რაღაც ვთქვა და შემდეგ რუსეთმა, როგორც ყოველთვის, საპირისპიროდ იმოქმედოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.   https://ghn.ge/index.php/news/355010-volodimir-zelenskis-gantskhadebit-evropeli-partniorebi-ashsh-shi-ukrainis-momlaparakebelta-jgufs-sheuertdebian ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპელი პარტნიორები აშშ-ში უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფს შეუერთდებიან მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/981971357.jpg 2026-10-08 355010 აშშ-მა ირანის „ჩრდილოვან ფლოტს“ ახალი სანქციები დაუწესა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, რომლებიც ქვეყნის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ და მის მხარდამჭერ ქსელებს ეხება. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები ფიზიკურ პირებს, ქსელებსა და 17 გემს დაუწესდა, რომლებიც ირანული ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ნავთობქიმიური პროდუქციის ტრანსპორტირებაში მონაწილეობდნენ. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის  განცხადებით, სანქცირებულ გემებს მილიონობით ბარელ ირანული ნავთობი და ნავთობპროდუქტები სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე გადაჰქონდათ. სანქციები ასევე შეეხო კომპანიებს, რომლებიც ამ გემებს ფლობენ ან ოპერირებენ. სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, დღევანდელი გადაწყვეტილება Operation Economic Outcast-ის ფარგლებში მიიღეს და მიზნად ირანისთვის ნავთობის უკანონო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების შეზღუდვას ისახავს. ვაშინგტონის შეფასებით, სანქციები ირანის დარჩენილი „ჩრდილოვანი ფლოტის“ უდიდეს ნაწილს ფაქტობრივად ანეიტრალებს. Reuters-ის ინფორმაციით, ახალი სანქციები ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების ნაწილია. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, თეირანს ბლოკადის ფარგლებს გარეთ გემებზე დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი დარჩა. ახალი სანქციები ტრამპის განცხადებიდან მალევე გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც აშშ 3 ნოემბრის კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ირანზე ახალ სამხედრო თავდასხმას არ განახორციელებს. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანთან „შედეგიან მოლაპარაკებებს“ აწარმოებს. https://ghn.ge/index.php/news/355009-ashsh-ma-iranis-chrdilovan-flots-akhali-sanktsiebi-dautsesa აშშ-მა ირანის „ჩრდილოვან ფლოტს“ ახალი სანქციები დაუწესა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/91081130.png 2026-10-08 355009 აშშ-ში 3 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე ირანს თავს არ დავესხმებით - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანზე სამხედრო თავდასხმას 3 ნოემბერს დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე არ განახორციელებს. ტრამპის თქმით, აშშ ირანთან „შედეგიან მოლაპარაკებებს“ აწარმოებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა. „ჩვენ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შედეგიან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. მინდა, ყველასთვის მკაფიოდ განვაცხადო, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ირანი ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მიუხედავად იმისა, რომ ბლოკადა სრულად დარჩება ძალაში, ჰორმუზის სრუტეში ნავთობი რეკორდული რაოდენობით მიედინება - მხოლოდ წუხელ 22 მილიონი ბარელი, და არც ერთი ბარელი არ ყოფილა ირანიდან და არც ირანის მიმართულებით - ჩვენ აშშ-ში 3 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე ირანს თავს არ დავესხმებით. ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება!"-  წერს ტრამპი. ტრამპის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც The Atlantic-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონი ირანზე შესაძლო დარტყმის ვარიანტებს ამზადებდა. მანამდე The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი ირანის დაბომბვის განახლებას შუალედური არჩევნების შემდეგ გეგმავდა. https://ghn.ge/index.php/news/355008-ashsh-shi-3-noembers-dagegmil-shualedur-archevnebamde-irans-tavs-ar-daveskhmebit-donald-trampi აშშ-ში 3 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე ირანს თავს არ დავესხმებით მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/457461257.jpg 2026-10-08 355008 რუსეთის მორიგ ესკალაციაზე პასუხს ვამზადებთ - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა რუსეთის ესკალაციის მორიგ ტალღაზე პასუხს ამზადებს და პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებისა და F-16-ებისთვის საჭირო საბრძოლო მასალის მისაღებად მუშაობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, მან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ოლექსანდრ პოკლადისა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პავლო პალისას ანგარიშები მოისმინა. „პირველი: ვამზადებთ ჩვენს პასუხებს რუსეთის ესკალაციის ამ ტალღაზე. მეორე: ყველა ხელმისაწვდომი არხის მეშვეობით ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინას დამატებითი მხარდაჭერა გაუწიონ საჰაერო თავდაცვის პაკეტებისა და F-16-ებისთვის საჭირო საბრძოლო მასალის სახით“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინა ასევე აგრძელებს ფრონტზე საბრძოლო კორპუსებისა და ბრიგადების მეთაურების მოთხოვნების შესრულებას, რომლებიც მათ ფრონტზე გამართული შეხვედრების დროს გააჟღერეს. https://ghn.ge/index.php/news/355007-rusetis-morig-eskalatsiaze-pasukhs-vamzadebt-volodimir-zelenski ზელენსკი: რუსეთის ესკალაციის საპასუხო ზომებს ვამზადებთ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/932756347.jpg 2026-10-08 355007 ისრაელის პრეზიდენტმა flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფი 6 პირი, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმი, სამოქალაქო გმირობისთვის მედლით დააჯილდოვა ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ქართული წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის მედლით დააჯილდოვა. მუსაევსა და კიდევ ხუთ სამოქალაქო პირს პრეზიდენტის ჯილდო დღეს, 8 ოქტომბერს, იერუსალიმში გამართულ ცერემონიაზე გადასცეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. მუსაევი იმ მგზავრებს შორის იყო, რომლებმაც 30 სექტემბერს დუბაი-თელ-ავივის რეისზე თვითმფრინავის პილოტზე თავდასხმის დროს თავდამსხმელის  შეჩერება და პირველი პილოტის დახმარება შეძლეს..ინციდენტის შედეგად თვითმფრინავი საუდის არაბეთში, ტაბუკში, ავარიულად დაეშვა. ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მედიის ინფორმაციით, მუსაევმა თავდამსხმელის შეჩერების შემდეგ მძიმედ დაჭრილ კაპიტანს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და მდგომარეობის სტაბილიზებაში დაეხმარა, ვიდრე თვითმფრინავი საუდის არაბეთში დაეშვებოდა. ჯილდო მუსაევთან ერთად გადაეცა იანივ ჰაიუნს, ცვიკა და ტალი მანსებს, ორ პარდილოვსა და ასაფ რაჟუანს, რომლებმაც ინციდენტის დროს თვითმფრინავისა და მგზავრების გადარჩენაში მონაწილეობა მიიღეს. ჰერცოგმა დაჯილდოებულებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ საფრთხის დროს საკუთარი სიცოცხლე სხვების გადასარჩენად რისკის ქვეშ დააყენეს. https://ghn.ge/index.php/news/355006-israelis-prezidentma-flydubai-s-reisis-bortze-mqofi-6-piri-mat-shoris-kartuli-tsarmoshobis-israeleli-ekimi-samokalako-gmirobistvis-medlit-daajildova ისრაელის პრეზიდენტმა flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფი 6 პირი, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმი, სამოქალაქო გმირობისთვის მედლით დააჯილდოვა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2028292660.png 2026-10-08 355006 ვიცი, დღეს ბევრი ქართველი გაურკვევლობას გრძნობს, მაგრამ მინდა იცოდეთ: რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის - მარტა კოსი ვიცი, დღეს ბევრი ქართველი გაურკვევლობას გრძნობს, მაგრამ მინდა იცოდეთ: რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა მიმართვაში განაცხადა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, საქართველოში ხალხის რწმენა ევროპული მომავლის მიმართ იმედს აძლევს. „საქართველოში ყველაზე მეტად მისი ხალხი შთამაგონებს. საკუთარ ევროპულ გზაზე მტკიცედ მდგარი. თქვენი რწმენა თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ უდიდეს იმედს მანიჭებს. ვიცი, დღეს ბევრი ქართველი გაურკვევლობას გრძნობს, მაგრამ მინდა იცოდეთ: რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის“, - აცხადებს მარტა კოსი ვიდეომიმართვაში. https://ghn.ge/index.php/news/355005-vitsi-dghes-bevri-kartveli-gaurkvevlobas-grdznobs-magram-minda-itsodet-ra-gamotsvevats-ar-unda-gvkondes-tsin-evrokavshirs-kvlav-sjera-sakartvelos-evropuli-momavlis-marta-kosi ვიცი, დღეს ბევრი ქართველი გაურკვევლობას გრძნობს, მაგრამ მინდა იცოდეთ: რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/571483661.png 2026-10-08 355005 უკრაინამ ომსკში მდებარე უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა უკრაინის თავდაცვის ძალებმა ომსკში, რუსეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ამის შესახებ უკრაინული და რუსული Telegram-არხები იუწყებიან. „ომსკში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის გარღვევა მოხერხდა. უკრაინის თავდაცვის ძალების დამრტყმელმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განახორციელეს. ის რუსეთის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა“, - წერს Telegram-არხი Exilenova+. თავდასხმას უკრაინული თავდაცვის კომპანია Fire Point-იც ადასტურებს. Fire Point-ის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე,  რომელიც უკრაინის საზღვრიდან 2 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს, მოდერნიზებული FP-1 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. „უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას საზღვრიდან 2 500 კილომეტრზე მეტი მანძილიდან, მოდერნიზებული FP-1 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, შეუტიეს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. Fire Point-ის ცნობით, ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის უმსხვილესია ობიექტია და მას წელიწადში 22.23 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია. უკრაინული დრონების დარტყმის შემდეგ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.  ასევე, ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის ფაქტი დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმაც. გენშტაბის ინფორმაციით, ქარხანა საწვავის, საპოხი მასალებისა და ნავთობქიმიური პროდუქციის ფართო სპექტრს აწარმოებს. მისი პროდუქციის ნაწილი რუსეთის საოკუპაციო არმიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება. „ასეთი ობიექტების დაზიანება უკრაინის მიერ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, თავდაცვის განუყოფელი უფლების განხორციელებაა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში. https://ghn.ge/index.php/news/355004-ukrainam-omskshi-mdebare-umskhviles-navtobgadamamushavebel-karkhanas-daartqa ომსკში მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/670353647.png 2026-10-08 355004 ერთი მხრივ, არ შეიძლება რუსებთან მომავალში რაიმე ეკონომიკურ პროექტებზე შეთანხმება და მეორე მხრივ, იმის თქმა, რომ დიპლომატიურ ჩიხში ვართ, ჩვენ დიპლომატიურ ჩიხში არ ვართ - ვოლოდიმირ ზელენსკი მარკო რუბიოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ვითარება ჩიხში შევიდა. ზელენსკიმ აშშ-ს მოუწოდა, დაეხმაროს უკრაინას საჰაერო უპირატესობის მოპოვებაში და რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლა გააძლიეროს. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას, ჩერნიჰივის ოლქის ქალაქ პრილუკში განაცხადა, სადაც 7 ოქტომბერს რუსეთის მიერ სარაკეტო დარტყმის შედეგად 22 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი, დაიღუპა. „ომის განმავლობაში ძალიან ბევრი განსხვავებული მომენტი გვინახავს. იყო ბევრი გამოუვალი სიტუაცია, რთული მდგომარეობა და ა.შ. ჩვენ თვითონ - ადამიანები, ლიდერები, პოლიტიკოსები, თავად ვიგდებთ თავს ჩიხში... ომის პირველ დღესაც კი ჩიხში არ ვყოფილვართ. იმიტომ, რომ ერთმა ადამიანმა მთელი ხალხის ჩიხში მოქცევა სცადა, მაგრამ ხალხი აჯანყდა და საკუთარ სახელმწიფოს იცავდა“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსვლა რთული არ არის და ამისთვის საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება, უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე „სტარლინკზე“ წვდომის მიცემა და მოსკოვთან სამომავლო ეკონომიკურ პროექტებზე შეთანხმებისგან თავის შეკავება. „ერთი მხრივ, არ შეიძლება რუსებთან სამომავლო რაიმე ეკონომიკურ პროექტებზე შეთანხმება და, მეორე მხრივ, იმის თქმა, რომ ჩვენ დიპლომატიურ ჩიხში ვართ. ჩვენ დიპლომატიურ ჩიხში არ ვართ. მთლიანად ჩაკეტეთ მათთვის [რუსეთისთვის] ეკონომიკური სივრცე. რუსეთს პირი ამოუკერეთ. ნუ მიაწვდით მათ თქვენს პროდუქციას. უბრალოდ, დაუწესეთ სანქციები მათ იარაღს. გაგვიხსენით „სტარლინკი“ ჩვენთვის, უკრაინისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს მსგავსი მიდგომა ირანის წინააღმდეგ მოქმედებისას უკვე გამოუყენებია და მაშინ, მისი თქმით, „ისრაელი სრულად აკონტროლებდა ცას ირანის თავზე“. „ანუ, როცა ეს თქვენ გჭირდებათ, მაშინ ეს ასე მუშაობს... უბრალოდ, აკონტროლებთ ცას, რათა თავი დაიცვათ. აშშ-ს ამის შესაძლებლობა აქვს. უკრაინის დახმარება მათთვის არაფერს წარმოადგენს. მე ამას ღიად ვამბობდი: „მოგვეცით ეს შესაძლებლობა, დაგვეხმარეთ ცის დაცვაში და საჰაერო სივრცეში უპირატესობის მოპოვებაში. მაშინ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერს დაკარგავს. ორ-სამ თვეში ყველაფერს დაკარგავს“. ჩვენ კი ველოდებით, როდის შექმნიან ჩინელები„სტარლინკის" ანალოგს და გადასცემენ რუსეთს. მაშ, სად არის აქ სიმართლე, სად არის გულწრფელობა? რა ჩიხზეა საუბარი? ამას სურვილის არქონა ჰქვია“, - თქვა ზელენსკიმ. https://ghn.ge/index.php/news/355003-erti-mkhriv-ar-sheidzleba-rusebtan-momavalshi-raime-ekonomikur-proektebze-shetankhmeba-da-meore-mkhriv-imis-tkma-rom-diplomatiur-chikhshi-vart-chven-diplomatiur-chikhshi-ar-vart-volodimir-zelenski-marko-rubios ერთი მხრივ, არ შეიძლება რუსებთან მომავალში რაიმე ეკონომიკურ პროექტებზე შეთანხმება და, მეორე მხრივ, იმის თქმა, რომ დიპლომატიურ ჩიხში ვართ, ჩვენ დიპლომატიურ ჩიხში არ ვართ - ვოლოდიმირ ზელენსკი მარკო რუბიოს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/475490171.jpg 2026-10-08 355003 საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, განახლდა ბაზარზე უნიკალური პლატფორმა, ბიზნეს მენეჯერი, სადაც გადახდის მეთოდების დამატება და მართვა, მიღებული თანხების კონტროლი, ფინანსური დოკუმენტების მომზადება და ხელშეკრულებების ელექტრონულად დადასტურება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი. განახლებული ბიზნეს მენეჯერი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური ოპერაციების მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პროცესები ერთი სივრციდან შეასრულოს - იქნება ეს ფიზიკურ თუ ონლაინ სივრცეში მიღებული გადახდების კონტროლი, ფინანსური რეპორტების მომზადება თუ ახალი გადახდის მეთოდის დამატება. რა განახლდა ბიზნეს მენეჯერში? გადახდის მეთოდის დამატება — სრულად ციფრულად ბიზნესს სასურველი გადახდის მეთოდის - ტერმინალის, ონლაინ გადახდების ან ბმულით გადახდის - დამატება და მოთხოვნა პირდაპირ ბიზნეს მენეჯერიდან შეუძლია. ყველა მიღებული თანხა ერთ სივრცეში ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, ერთ სივრცეში ადევნონ თვალი როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ გაყიდვების წერტილებიდან მიღებულ თანხებს და უკეთ შეაფასონ გაყიდვების დინამიკა. ტერმინალის მარტივი მართვა ტერმინალის აღების შემდეგ, მისი გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მენეჯერშია შესაძლებელი. ბიზნესს ასევე შეუძლია, ტერმინალის პარამეტრები საკუთარ საჭიროებებს მოარგოს, აირჩიოს რა მეთოდებით უნდა თანხების მიღება (Visa, Mastercard, Amex, Apple pay, google Pay, QR განვადება, ნაწილ-ნაწილ თუ Plus ქულებით) და გაიაქტიუროს დამატებითი სერვისები (პრეავტორიზაცია, სამადლობელი, Reversal და Refund). ფინანსური ამონაწერი და რეპორტები — მომენტალურად საჭირო ფინანსური ამონაწერისა და რეპორტების შექმნა და ჩამოტვირთვა ბიზნეს მენეჯერიდან ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რაც ამარტივებს ინფორმაციის მომზადებას ბუღალტერიისა და აუდიტისთვის. სკრინინგი და ხელშეკრულებების ელექტრონულად დადასტურება საჭირო პროცედურების გავლა და ხელშეკრულებების ელექტრონულად დადასტურება ბიზნეს მენეჯერშივეა შესაძლებელი, რაც მომსახურების მიღების პროცესს ამარტივებს. საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია გადახდების, API-ის, რეკლამისა და ფინანსური ანალიტიკის მართვის ინსტრუმენტები. ბიზნეს მენეჯერის დახმარებით კომპანიებს შეუძლიათ, მიიღონ და გააანალიზონ გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაცია, API მენეჯერის საშუალებით საკუთარ სისტემებში გადახდები ჩააშენონ, ხოლო Ads მენეჯერის გამოყენებით საქართველოს ბანკის ციფრული არხების მომხმარებლებისთვის მიზნობრივი შეთავაზებები (ფასდაკლება, ქეშბექი ან ქულების დაგროვება) გაუშვან. განახლებული ბიზნეს მენეჯერის გამოყენება შესაძლებელია businessmanager.bog.ge-ზე. https://ghn.ge/index.php/news/355002-sakartvelos-bankis-biznes-menejeri-ganakhlda-biznesis-martva-kidev-ufro-martivia საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1203596038.jpg 2026-10-08 355002 „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს შეთანხმება საცალო და კორპორაციული მომხმარებლებისთვის ერთობლივ აქტივობებს, ლოიალობის პროგრამებს, სპეციალურ შეთავაზებებსა და კამპანიებს აერთიანებს „თეგეტასა“ და „გალფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში ორ ბრენდს შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა ახალ, სტრუქტურირებულ ფორმატში გაგრძელდება და მომხმარებელს ერთიან საავტომობილო გამოცდილებას შესთავაზებს. ხელმოწერის ღონისძიება „თეგეტა მოტორსის“ მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა და „გალფის“ გენერალურმა დირექტორმა. ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტასთვის“ ეს პარტნიორობა, პირველ რიგში, ნიშნავს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო სრულყოფილი საავტომობილო ეკოსისტემის შექმნას - ისეთის, სადაც მომხმარებლის გამოცდილება არ შემოიფარგლება მხოლოდ ავტომობილის შეძენით, სერვისით ან კონკრეტული პროდუქტით. ამასთანავე, ეს პარტნიორობა „თეგეტასთვისაც“ მნიშვნელოვანია - ამ გზით ჩვენი ბრენდი მომხმარებელთან კიდევ უფრო ახლოს მიდის, რაც გვეხმარება ლოიალობისა და ხანგრძლივი ურთიერთობის გაძლიერებაში. „თეგეტასა“ და „გალფის“ პარტნიორობის ფარგლებში პირველი შეთავაზებები მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია როგორც საცალო, ისე კორპორაციულ არხში. ბიზნესებმა, რომლებიც „თეგეტასთან“ თანამშრომლობენ, უკვე იციან, რომ Bridgestone-ის სატვირთო საბურავების შეძენისას „გალფის“ დიზელის საწვავს საჩუქრად მიიღებენ. უკვე მოქმედებს „ვოლვო 365-იც“, რაც ავტომობილის შეძენისას მომხმარებლის „გალფის“ საწვავით დასაჩუქრებას გულისხმობს. პარტნიორობის ფარგლებში კიდევ არაერთ სიახლეს ვამზადებთ, მათ შორის „თეგეტას“ ციფრულ არხებში. დღეს მომხმარებელი ბრენდებს აღარ უყურებს მხოლოდ კონკრეტული პროდუქტის ჭრილში - მას სჭირდება კომფორტი, მრავალფეროვანი არჩევანი, დროის დაზოგვა, ხარისხიანი მომსახურება, დამატებითი სარგებელი და უკეთესი გამოცდილება ავტომობილით გადაადგილების მთელი ციკლის განმავლობაში“. პარტნიორის შერჩევისას „თეგეტასთვის“ რამდენიმე კრიტერიუმი იყო გადამწყვეტი - მასშტაბი, მომხმარებელთა ბაზა, მომსახურების ხარისხი და ბრენდის რეპუტაცია. მიხეილ ესიაშვილი, „გალფის“ გენერალური დირექტორი: „გალფი“ და „თეგეტა“ საკუთარ სექტორებში ლიდერი კომპანიები არიან. ჩვენი გამოცდილების, მასშტაბისა და შესაძლებლობების გაერთიანება ორივე ბრენდს კიდევ უფრო გააძლიერებს და მომხმარებლისთვის ახალ ღირებულებას შექმნის. ამ თანამშრომლობის ფარგლებში „გალფი“ „თეგეტასთვის“ საწვავის მთავარი მიმწოდებელი ხდება, რაც ჩვენს მრავალწლიან ურთიერთობას კიდევ უფრო მყარ საფუძველს უქმნის. ჩვენთვის მოძრაობა მხოლოდ გადაადგილებას არ ნიშნავს - ეს ადამიანების, ბიზნესისა და ქვეყნის წინსვლაა. „თეგეტასთან“ ერთად, ჩვენი მიზანია ერთიანი საავტომობილო ეკოსისტემის განვითარება, სადაც საწვავი, საავტომობილო სერვისები და მომხმარებლისთვის საჭირო სხვა მომსახურებები ერთმანეთს ავსებს და ყოველდღიურ გადაადგილებას უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის. ეს გრძელვადიანი, მდგრადი პარტნიორობაა. სამომავლოდ ერთობლივი შეთავაზებების, ლოიალობის პროგრამებისა და ახალი სერვისების განვითარებაზე ვიმუშავებთ, რათა მეტი სარგებელი შევთავაზოთ როგორც საცალო, ისე კორპორაციულ მომხმარებლებს. გვჯერა, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა შექმნის ენერგიას, რომელიც ადამიანებსა და ბიზნესს წინსვლაში დაეხმარება“. „თეგეტასა“ და „გალფს“ შორის შეთანხმება ერთი წლის ვადით გაფორმდა. გრძელვადიან პერსპექტივაში მხარეებს სურთ, თანამშრომლობა მდგრად პარტნიორულ ეკოსისტემად ჩამოყალიბდეს, სადაც ორი ძლიერი ბრენდის შესაძლებლობების გაერთიანებით მომხმარებელი დამატებით ბენეფიტებს მიიღებს. -- „თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია. საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. https://ghn.ge/index.php/news/355001-tegeta-da-galfi-ertian-saavtomobilo-ekosistemas-kmnian-kompaniebma-tanamshromlobis-memorandumi-gaaformes „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/702262059.png 2026-10-08 355001 ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა 8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6019 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.02 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.15 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.91 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.53 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4342 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.29 თეთრი შეადგინა. https://ghn.ge/index.php/news/355000-lari-dolartan-da-evrostan-gamqarda ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1661565625.jpg 2026-10-08 355000 „საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიებას აწარმოებს. უწყებაში გამოძიების მიმდინარეობა დაადასტურეს, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის დაიწყო გამოძიება, რას უკავშირდება საქმე და ფიგურირებს თუ არა მასში კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. ინფორმაციას გამოცემა  BMG ავრცელებს.  ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე „საქართველოს ფოსტაში“ შუამავალი კომპანიების საქმიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი „კორუფციის კარგი საშუალება იყო“. პრემიერის თქმით, საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან. ლევან ჩიკვაიძე საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის პოსტს 2012 წლიდან 2025 წლის ზაფხულამდე იკავებდა, ვიდრე გიორგი ერაძემ არ შეცვალა. შესაბამისად, ის სახელმწიფო საწარმოების CEO-ებს შორის თანამდებობას ყველაზე დიდხანს ინარჩუნებდა. ლევან ჩიკვაიძე ამჟამად კერძო საფოსტო ბიზნესშია. https://ghn.ge/index.php/news/354999-sakartvelos-fostashi-finansta-saministros-sagamodziebo-samsakhuri-shevida ფინანსური პოლიცია საქართველოს ფოსტაში შევიდა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/913437462.jpeg 2026-10-08 354999 ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრება, სადაც ამერიკულ მხარესთან შეხვედრას გამართავს უკრაინის მომლაპარაკებელთა დელეგაცია მიმდინარე კვირაში აშშ-ს ეწვევა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ უკრაინის პოზიციას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხთა სახელმწიფო მდივან ედ მილიბენდთან ერთად, ჩერნიჰივის ოლქის ქალაქ პრილუკში, რუსეთის მიერ საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის ადგილზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინა აშშ-ისგან ელოდება როგორც სანქციების, ისე სხვა ზომების საშუალებით რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებას, ასევე უკრაინის ფინანსურ და საჰაერო თავდაცვის სფეროში დახმარების გაზრდას. „საჰაერო თავდაცვის კომპონენტის გარდა, რომელიც გვაკლია - უკრაინა დიდი ქვეყანაა და რაკეტები ყველგან აღწევს, რა თქმა უნდა, გვინდა ყურადღება გავამახვილოთ მოლაპარაკებების მიმართულებაზეც. ჩვენი აზრით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციებისა და სხვა ზომების გამოყენებით ზეწოლა უნდა გააძლიეროს, ასევე უნდა გაიზარდოს ფინანსური დახმარება და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სფეროში დახმარება. ასეთი ნაბიჯებით პუტინს უნდა გაეგზავნოს მკაფიო სიგნალი და მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა უნდა აიძულონ“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ყველა საერთაშორისო პარტნიორს გადასცემს სიგნალს ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ. „ჩვენ სიგნალებს ყველა ჩვენს პარტნიორს ვუგზავნით, მათ შორის დიდ ბრიტანეთსაც. მადლობას ვუხდით საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის. ეს ნომერ პირველი ამოცანაა. ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. გარდა ჩვენი წარმოებისა, ჩვენ გვჭირდება პარტნიორების დახმარებაც“, - განაცხადა ზელენსკიმ. https://ghn.ge/index.php/news/354998-volodimir-zelenskis-tsnobit-ukrainis-delegatsia-ashsh-shi-gaemgzavreba-sadats-amerikul-mkharestan-shekhvedras-gamartavs უკრაინის დ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/831759232.jpg 2026-10-08 354998 შალვა პაპუაშვილს განსაკუთრებით უნდა მივულოცოთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, ის საპატიო მეოთხე ადგილზე გავიდა ვენესუელელ ხორხე როდრიგესის და ორი რუსის - ვიაჩესლავ ვოლოდინისა და ვალენტინა მატვეენკოს შემდეგ - სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს განსაკუთრებით უნდა მივულოცოთ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია, - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას. მისივე თქმით, „ივანიშვილის პრემიერ-ვარსკვლავ-ბიჭუნას გარდამავალი სკამი, შემდეგ წრეზე, აშკარად მას უნდა ერგოს“. „შალვა პაპუაშვილს განსაკუთრებით უნდა მივულოცოთ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია - ერთობ საპატიო ადგილი მოიპოვა იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ევროპარლამენტი პარლამენტის მოქმედი სპიკერის დასანქცირებას ითხოვს. შალვა საპატიო მეოთხე ადგილზე გავიდა ვენესუელელ ხორხე როდრიგესის და ორი რუსის-ვიაჩესლავ ვოლოდინისა და ვალენტინა მატვეენკოს შემდეგ, იშვიათი მიღწევაა. ივანიშვილის პრემიერ-ვარსკვლავ-ბიჭუნას გარდამავალი სკამი, შემდეგ წრეზე, აშკარად მას უნდა ერგოს”,- წერს სამადაშვილი. ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ „ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ. ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევ მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს“. https://ghn.ge/index.php/news/354997-shalva-papuashvils-gansakutrebit-unda-mivulotsot-evroparlamentis-rezolutsia-is-sapatio-meotkhe-adgilze-gavida-venesuelel-khorkhe-rodrigesis-da-ori-rusis-viacheslav-volodinisa-da-valentina-matveenkos-shemdeg-salome-samadashvili შალვა პაპუაშვილს განსაკუთრებით უნდა მივულოცოთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, ის საპატიო მეოთხე ადგილზე გავიდა ვენესუელელ ხორხე როდრიგესის და ორი რუსის - ვიაჩესლავ ვოლოდინისა და ვალენტინა მატვეენკოს შემდეგ - სალომე სამადაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2097198860.png 2026-10-08 354997 ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ - ირაკლი ნადირაძე ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! არც ერთი ნაბიჯი უკან და ბრძოლა ბოლომდე!- ამის შესახებ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებული, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე წერს. „ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ისედაც იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ დავწერ: ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! არც ერთი ნაბიჯი უკან და ბრძოლა ბოლომდე! უსამართლოდ მოსჯილი 7 წლიდან ერთი უკვე გავიდა და დარჩენილ ექვს წელშიც, როგორც შემიძლია და შემეძლება ოთხ კედელში გამოკეტილ ადამიანს, ბოლომდე გავაგრძელებ ბრძოლას თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ! ძალა ერთობაშია! მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა. ჩემი, ჩემი ოჯახის და შვილების გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის“, - წერს ნადირაძე. https://ghn.ge/index.php/news/354996-ivanishvilis-rusul-avtokratiul-rezhimtan-arts-saprotseso-shetankhmebas-da-arts-shetsqalebis-tkhovnas-aratu-ar-vapireb-arts-ki-ganvikhilav-irakli-nadiradze ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1832279749.jpeg 2026-10-08 354996 ამ ეტაპზე უკრაინაში მოლაპარაკებებით ომის დასრულების პერსპექტივა არ ჩანს - მარკო რუბიო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური მოლაპარაკებებით დასრულების პერსპექტივა არ ჩანს. ამის შესახებ რუბიომ ბერძნულ გამოცემა Kathimerini-სთან ინტერვიუში განაცხადა. რუბიოს შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომი „სტრატეგიულ ჩიხში“ აღმოჩნდა, საიდანაც გამოსვლა ან მოლაპარაკებების გზით, ან ესკალაციის შედეგად არის შესაძლებელი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, დიპლომატიური ძალისხმევა ამ ეტაპზე შედეგს ვერ აღწევს, რადგან რუსეთი დონბასზე სრული კონტროლის მოთხოვნას აყენებს, რასაც უკრაინა მიუღებლად მიიჩნევს. „ამჟამად მოლაპარაკებების გზით მოგვარების პერსპექტივა არ ჩანს. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი შესაძლო როლი შევასრულოთ ამის მისაღწევად. ამის გაკეთება უკვე ვცადეთ, თუმცა ეს მიზანი ჯერჯერობით მიუღწეველი რჩება, რადგან რუსები დონბასზე სრული კონტროლის მოთხოვნას აყენებენ, რასაც უკრაინა მიუღებლად მიიჩნევს“, - განაცხადა რუბიომ. მისივე თქმით, აშშ კვლავ მზად არის, კონსტრუქციული როლი შეასრულოს დიპლომატიური გზით შეთანხმების მიღწევაში. ამასთან, რუბიომ შეშფოთება გამოთქვა ომის შესაძლო ესკალაციის გამო. რუბიოს თქმით, შავი ზღვის აკვატორიაში გემებზე ახალი თავდასხმები განხორციელდა, რაც, მისი შეფასებით, დრონების კოორდინირებულ გამოყენებას უკავშირდება. „სულ რაღაც გუშინ შავ ზღვაში გემებზე ახალი თავდასხმები მოხდა - დრონების გამოყენებით კოორდინირებული შეტევის სახით. ჩვენ შეშფოთებული ვართ მეზობელ ქვეყანაში დივერსიული ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობით, რომელიც შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. რუბიოს განცხადებით, ასევე არსებობს მკაფიო ნიშნები იმისა, რომ რუსეთი ზამთრის მოახლოების გამოყენებას უკრაინის ელექტროენერგეტიკული ქსელის გასანადგურებლად და ქვეყნის კაპიტულაციის იძულებისთვის გეგმავს. მისივე თქმით, ამავდროულად, უკრაინამ გააძლიერა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის ქვეყნის სიღრმეში, შორ მანძილზე დარტყმების შესაძლებლობები. „შესაბამისად, ჩვენ ვიზიარებთ მთელ მსოფლიოში არსებულ შეშფოთებას კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობის გამო, რამაც შესაძლოა სხვა ქვეყნებიც მოიცვას და, შესაძლოა, უფრო ფართო კონფლიქტში გადაიზარდოს“, - აღნიშნა რუბიომ. მისივე თქმით, აშშ კვლავ მზად არის, ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს. „თუ რაიმე შესაძლებლობა გაჩნდება, ანუ თუ მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის შანსი იქნება, ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ ეს როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის სასარგებლო იქნება“, - განაცხადა რუბიომ. https://ghn.ge/index.php/news/354995-am-etapze-ukrainashi-molaparakebebit-omis-dasrulebis-perspektiva-ar-chans-marko-rubio რუბიო: ამ ეტაპზე უკრაინაში მოლაპარაკებებით ომის დასრულების პერსპექტივა არ ჩანს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/564867475.png 2026-10-08 354995 "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აქციზის გადასახადის კლება არ გამოიწვევს ფასების კლებას საწვავზე, მაშინ რატომ მიმართავენ მსგავს ღონისძიებებს სხვა ქვეყნები? თქვენგან განსხვავებით, ისინი ზრუნავენ მოქალაქეებზე - ლევან სამუშია “ლელო ძლიერი საართველოს“ ლიდერი, ლევან სამუშია მოუწოდებს “ქართულ ოცნებას“, დროებით მაინც დააბრუნნონ აქციზის გადასახადი საწვავზე 2017 წლის ნიშნულს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ ცხოვრება. ლევან სამუშიას თქმით, დიზელის ფასის მატება განსაკუთრებით მძიმეა სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში ძირითადად დიზელის საწვავი გამოიყენება. "დღეს უკვე ვხედავთ, რომ საწვავის ფასმა, კერძოდ, დიზელის ფასმა გადალახა 5-ლარიანი ნიშნული და დღეს არის 5.07 თეთრი, რაც მძიმეა ჩვენი მოქალაქეებისთვის. დიზელის ფასის მატება განსაკუთრებით მძიმეა სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან იცით, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში ძირითადად დიზელის საწვავი გამოიყენება. მოსავლის აღების პერიოდია, შემდეგ დაიწყება ხვნა-თესვის სამუშაოები და ამ გაუსაძლის მდგომარეობაზე ფასების კომისიის შემქმნელებს, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს არ აქვს არანაირი პასუხი. შესაბამისად, ამ ყველაფერს მოჰყვება ის, რომ საქართველოს მოქალაქეები, გლეხები, ფერმერები სოფლებს დატოვებენ, ვინაიდან ვერ ამუშავებენ მიწებს და წავლენ საზღვარგარეთ, ემიგრაციაში, იცლება ჩვენი ქვეყანა. ფასების კომისიის შემქმნელებს, "ქართულ ოცნებას" მინდა მოვუწოდო, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, მიიღო იტალიის, გერმანის, პოლონეთის, სამხრეთ კორეის და სხვა ქვეყნების მთავრობებმა, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ მოქალაქეებზე. "ქართულმა ოცნებამ" 2017 წელს გააორმაგა აქციზის გადასახადი საწვავზე, რაც, ბუნებრივია, იწვევს ფასების მატებას. "ძლიერი საქართველო - ლელო" მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", შეამსუბუქეთ საქართველოს მოქალაქეების ყოფა-ცხოვრება, როგორც მინიმუმ, დროებით მაინც დააბრუნეთ აქციზის გადასახადი საწვავზე 2017 წლის ნიშნულს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ ცხოვრება. დღეს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თურმე აქციზის გადასახადის კლება არაფერ შუაშია და არ გამოიწვევს ფასების კლებას საწვავზე. ეს წარმოუდგენელი რამ არის! მაშინ რატომ მიმართავენ მსგავს ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნები? თქვენგან განსხვავებით, ამ ქვეყნების მთავრობები ზრუნავენ თავიანთ მოქალაქეებზე, თქვენთვის კი მთავარია, რომ გაორმაგებული, რეკორდულად დიდი რაოდენობის ჯარიმები ამოუღოთ საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან. აგვისტოს თვეში 404 მილიონი ამოიღეთ ჯარიმის სახით. ამასთან დაკავშირებით კითხვა არ გაქვთ. თქვენთვის სულერთია საწვავის ფასის მატება, რადგან ავტომობილები გემსახურებათ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, რომელთა ცხოვრება გაუსაძლისი გახადეთ, ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობთ ახალ ავტომობილებს, ასხამთ საწვავს და მძღოლი გემსახურებათ. დაუყოვნებლივ იმოქმედეთ, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეების ყოფა-ცხოვრება არის გაუსაძლისი!, - აცხადებს სამუშია.  https://ghn.ge/index.php/news/354994-kartuli-otsnebis-maghalchinosanma-ganatskhada-rom-aktsizis-gadasakhadis-kleba-ar-gamoitsvevs-fasebis-klebas-satsvavze-mashin-ratom-mimartaven-msgavs-ghonisdziebebs-skhva-kveqnebi-tkvengan-ganskhvavebit-isini-zrunaven-mokalakeebze-levan-samushia "ქართადასახადის კლება არ გამოიწვევს ფასების კლებას საწვავზე, მაშინ რატომ მიმართავენ მსგავს ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნები? თქვენგან განსხვავებით, ისინი ზრუნავენ მოქალაქეებზე - ლევან სამუშია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2018468372.jpg 2026-10-08 354994 სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინიდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ოქტომბერს უკრაინიდან ელჩის, პაკ კი ჩანის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინასა და სამხრეთ კორეას შორის ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეების რეპატრიაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროების გამო წარმოშობილი დავის ფონზე. „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში ელჩის სამშობლოში გაწვევის შესახებ“,- ნათქვამია სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, უწყებაში აღნიშნეს, რომ იმედი აქვთ, ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხი მოგვარდება და უკრაინასთან კონსულტაციებს გააგრძელებენ. ელჩის გაწვევის მიუხედავად, სამხრეთ კორეის საელჩო უკრაინაში მუშაობას გააგრძელებს. შესაბამისად, გადაწყვეტილება დიპლომატიური პროტესტის ფორმაა და არ ნიშნავს საელჩოს დახურვას. გადაწყვეტილება მიღებულია ექვს დღეში მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე-მიონმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების დარღვევის აღიარებისა და საჯარო ბოდიშის მოხდის შემთხვევაში, შესაძლოა დამატებითი ზომები მიეღოთ. https://ghn.ge/index.php/news/354992-samkhret-koreis-sagareo-sakmeta-saministrom-ukrainidan-elchis-gatsvevis-gadatsqvetileba-miigho სამხრეთ კორეა უკრაინიდან ელჩს გაიწვევს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/859368357.jpg 2026-10-08 354992 "ქარული ოცნების“ ყველა ლიდერმა საკუთარ თავს მოჰკითხოს და დააბრალოს, რატომ დგება დღის წესრიგში მათი პერსონალური დასანქცირების საკითხი - გიორგი შარაშიძე „რეზოლუციას ჩალის ფასი აქვსო“ – ეს „ქართული ოცნების“ ცნობილი ტერმინია, რომელსაც „ოცნების“ ლიდერები თუთიყუშუვით იმეორებენ. ამას იმიტომ ამბობენ, რომ უარი თქვეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას მცირედით მაინც თუ აქვს პოლიტიკური ნება, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს, რაც კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ვალდებულებაა, როგორ შეიძლება იყოს ქვეყნისთვის „ჩალის ფასის მქონე“ იმ ორგანიზაციის რეზოლუციები, რომელში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის ქვეყანა. „შეფასება, რომ ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს, ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს, სამწუხაროდ, არანაირი წინსვლა არ ექნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს ფაქტია და თავად ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომდესაც 2024 წლის 28 ნოემბერს გამობრძანდა და განაცხადა, რომ საქართველო წყვეტს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე. შესაბამისად, ყველა ის კრიტიკა, რაც ევროსტრუქტურებიდან ისმის, სამართლიანია. საქართველო, სამწუხაროდ, ევროკავშირის და დემოკრატიული სამყაროს მთავარ, ფუნდამენტურ ღირებულებებს არის აცდენილი და გასაგებია, რატომ ისმის კრიტიკა. რაც შეეხება სანქციებს – „ქარული ოცნების“ ყველა ლიდერმა საკუთარ თავს მოჰკითხოს და დააბრალოს, რატომ დგება დღის წესრიგში მათი პერსონალური დასანქცირების საკითხი. სწორედ ეს ადამიანები არიან პერსონალურად პასუხისმგებელი დემოკრატიულ უკუსვლაზე, ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევაზე და ძალიან ბევრ დანაშაულზე და ნუ უკვირთ, თორემ ჩვენ არავის დასანქცირება არ გვიხარია“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ. ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ „ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ. ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევ მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს“. https://ghn.ge/index.php/news/354991-karuli-otsnebis-qvela-liderma-sakutar-tavs-mohkitkhos-da-daabralos-ratom-dgeba-dghis-tsesrigshi-mati-personaluri-dasanktsirebis-sakitkhi-giorgi-sharashidze ქარული ოცნების“ ყველა ლიდერმა საკუთარ თავს მოჰკითხოს და დააბრალოს, რატომ დგება დღის წესრიგში მათი პერსონალური დასანქცირების საკითხი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/77293197.jpg 2026-10-08 354991 ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ“. კენჭისყრისას 97-მა ევროპარლამენტარმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. დოკუმენტში ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას მოითხოვს. ამასთან, ევროპარლამენტი ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ პერსონალური სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციაში საუბარია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და პოლიტიკური დევნის შესახებ. ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. „ვინაიდან, საქართველოში ვითარება სულ უფრო უარესდება, მეტი უკუსვლით დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით „ქართული ოცნების” მთავრობის ქმედებების გამო, რომლებიც სულ უფრო არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს; ვინაიდან, 2025 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებადმა პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, „კოალიცია ცვლილების” და „ძლიერი საქართველოს - ლელოს” აკრძალვის მოთხოვნით; „ფედერალისტები” მოგვიანებით დაამატეს სარჩელში, 2026 წლის სექტემბერში, დაემატა „საქართველოსთვის” - ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რაც ლეგიტიმურ პოლიტიკურ ოპოზიციას ანადგურებს; ვინაიდან, ეს სასამართლო საქმეები „ქართული ოცნების” უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიცაა პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებით საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად ქცევა, რუსეთისა და ბელარუსის მოდელების მსგავსად, რაც კრემლის მიზანს ემსახურება, რომ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური სივრცის მიღმა დატოვოს; ვინაიდან, მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოში დაინიშნნენ 2026 წლის სექტემბერში, რამაც ეჭვები გააჩინა სასამართლო საქმეებში მათ დამოუკიდებლობაზე; ვინაიდან, „კონრად ადენაუერისა” და „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები” იძულებული გახდნენ დაეხურათ თბილისის ოფისები 2026 წლის სექტემბერში, მას შემდეგ რაც მთავრობამ უარყო “გრანტების შესახებ კანონი” ფარგლებში პროექტების დაფინანსების თაობაზე მათი განცხადებები; ვინაიდან, მრავალი ჟურნალისტი იქნა დაპატიმრებული იმისთვის, რომ ინფორმაციას ავრცელებდნენ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე. [ევროპარლამენტი] მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და მოითხოვს მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას; ხაზს უსვამს, რომ მოქმედი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის განუყოფელი საყრდენია და რომ ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო გზით განადგურება შეუთავსებელია დემოკრატიასთან; აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა ძირს უთხრის რეჟიმის წინა ნარატივს, რომლის თანახმადაც, მისი სამიზნე მხოლოდ „ბოიკოტის რეჟიმში მყოფი“ პარტიებია. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიასი, და ყველა იმ პირის, ვინც მშვიდობიანი პროტესტისთვის დააპატიმრეს; მოწოდებით გამოდის, გაუქმდეს პოლიტიკურად მოტივირებულ „საბოტაჟში” ბრალდებები; მოწოდებით გამოდის, გაიწვიონ დებულებები, რომლებიც არაპროპორციულ აკრძალვებს უშვებს პარტიებისა და პირების წინააღმდეგ, ვინც ასოცირებული არიან აკრძალულ პარტიებთან; გმობს კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად; მოწოდებით გამოდის, დასრულდეს ევროპული პოლიტიკური ფონდებისთვის ხელის შეშლა; სინანულს გამოთქვამს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან ქმედებების მუდმივი არარსებობის გამო, რათა ხელშესახები შედეგები შექმნან საქართველოში სულ უფრო მძიმე ვითარებისთვის; ხელახლა იმეორებს თავის მოწოდებას პერსონალური სანქციებისა და სავიზო აკრძალვების შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე, უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ; [ევროპარლამენტი] ხელახლა იმეორებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი თავის მხარდაჭერას; [ევროპარლამენტი] იმეორებს თავის არაერთხელ გაჟღერებულ გაფრთხილებას, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს და გამორიცხავს ნებისმიერ ნაბიჯს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ; [ევროპარლამენტი] ავალებს თავის პრეზიდენტს, რომ რეზოლუცია გადასცეს საბჭოს, ევროკომისიას, უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს თვითდანიშნულ მთავრობას”,, - ნათქვამია რეზოლუციაში. https://ghn.ge/index.php/news/354990-evroparlamentma-sakartvelos-shesakheb-rezolutsia-daamtkitsa ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/338471774.png 2026-10-08 354990 ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობას იწყებს.  ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში, ამოქმედდა ახალი  პროექტი, რომელიც ლიბერთის სოციალური ბარათის მომხმარებლებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში სამედიცინო მომსახურებაზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს. დღეიდან, სოციალური ბარათის მომხმარებლები,  ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველა ჩართულ ფილიალში, უფასო სამედიცინო კონსულტაციებით და სამედიცინო მომსახურებებზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. აღნიშნული მასშტაბური პროექტის მიზანია, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის დამატებითი ფინანსური შეღავათების შეთავაზება. სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თანხის გადახდა სოციალური ბარათით,  ლიბერთის ტერმინალზე უნდა განახორციელოს. აღნიშნული შეთავაზება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველა ჩართულ ფილიალში მოქმედებს: •   ქირურგიის ეროვნული ცენტრი •   ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ •  ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა •  ქირურგიის ეროვნული ცენტრის მახინჯაურის პოლიკლინიკა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში არსებული სამედიცინო სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას მითითებულ ბმულზე: shorturl.at/9aPCC ლიბერთის სოციალური ბარათის ყველა შეთავაზების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/LSfuz https://ghn.ge/index.php/news/354989-liberti-bazisbank-jgufis-tsevri-kirurgiis-erovnuli-tsentris-strategiuli-partnioria ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/32141175.jpg 2026-10-08 354989 სამტრედიის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მაშველის სარწყავ სისტემაზე, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. სოფელ იანეთში წყალგამანაწილებელი არხის 1000-მეტრიანი მონაკვეთი ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისგან იწმინდება. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სოფელ იანეთში დაახლოებით 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სამელიორაციო მომსახურება. მიმდინარე სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციის“ დასავლეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა მამუკა ლოსაბერიძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ბახტაძესთან ერთად დაათვალიერა. „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სარწყავი და სადრენაჟო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოწესრიგების სამუშაოებს აგრძელებს. სამუშაოების მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწების სამელიორაციო მომსახურებით უზრუნველყოფის გაუმჯობესება და სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდა. https://ghn.ge/index.php/news/354988-samtrediis-munitsipalitetshi-samelioratsio-infrastrukturis-motsesrigebis-samushaoebi-mimdinareobs სამტრედიის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/447265312.jfif 2026-10-08 354988 ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა - არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა. ააცილია ქართველი ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას, სუვერენიტეტის დარღვევას და ისევ და ისევ საკუთარ თავზე უფრო მეტს საუბრობს ასეთი რეზოლუციები, ვიდრე საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციებს ფასი არ აქვს. „ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა. ააცილია ქართველი ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას, სუვერენიტეტის დარღვევას და ისევ და ისევ საკუთარ თავზე უფრო მეტს საუბრობს ასეთი რეზოლუციები, ვიდრე საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. მაშინ, როდესაც კვლავ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ახლა საინტერესოა, მანამდე რომ ამბობდნენ, ორი უკურნებელი სენი სჭირსო, ახლა რა განმარტებას გააკეთებენ, ორი უკურნებელი სენი დაამარცხა, თუ არა მიხეილ სააკაშვლმა. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი რეზოლუციები იმ ფურცლის ფასიც კი არ არის, რაზეც ის იბეჭდება. 720-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ ოცამდე ადამიანი როცა ესწრება რეზოლუციის განხილვას, შემდეგ აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ხოლმე, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები არ მიიღება საკითხის შესწავლით ან რაიმე კონკრეტულ საფუძველზე დაყრდნობილი შედეგებით. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანია, პოლიტიკური მიზანია მათ შორის აგერ ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადება, კონკრეტულად სიპერის, თუ შიფერის, უკაცრავად. არათუ ფაშისტური გამონათქვამია, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კონკრეტული ევროპარლამენტარები, თუ არარჩეული ბიუროკრატიის წარმომადგენლები ახალისებენ ქსენოფობიას, ახალისებენ ექსტრემიზმსა და ფაშიზმს, არამედ პირდაპირ გამოთქვა კიდეც, თურმე „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები დაიხოცებიან. სიკვდილის მუქარა ახალია ევროპარლამენტის ისტორიაში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ. შეგახსენებთ, ევროპარლამენტართა ჯგუფმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი მოამზადა. https://ghn.ge/index.php/news/354987-evroparlamentma-tavisi-usafudzvlo-da-tavdaskhmaze-orientirebuli-rezolutsiebi-tskhrajer-gaisrola-da-tskhrajerve-aatsila-archil-gorduladze ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1586753884.jpg 2026-10-08 354987 რუსების მიერ კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსებზე დარტყმის შეედგად დაღუპულია 30 ადამიანი - უკრაინული მედია რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე 8 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორ სამგზავრო ავტობუსზე დარტყმისას, 30 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. თავდაპირევლად ვრცელდებოდა ინფორმაცია 12 დაღპულის შესახებ. https://ghn.ge/index.php/news/354986-rusebis-mier-kramatorskshi-samgzavro-avtobusebze-dartqmis-sheedgad-daghupulia-30-adamiani-ukrainuli-media რუსენის იერ კრამატორსკში სამგზავრო ავტოპბუსებზე დაყყმის შეედგად დაღუპილია 30 ადამიაინი - უკრაინულია მედია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1763734214.png 2026-10-08 354986 ვარკეთილში სატვირთო მანქანის დაჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა ავარია ვარკეთილში მსხვერპლით დასრულდა.  სატვირთო ავრომობილი ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული - ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://ghn.ge/index.php/news/354985-varketilshi-satvirto-mankanis-dajakhebis-shedegad-kali-gardaitsvala ვარკეთილში სატვირთო მანქანის დაჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1580458066.png 2026-10-08 354985 „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უტიფარი სიცრუის ნაირსახეობაა ეკონომიკური ზრდის სიდიდით მანიპულირება, შეგნებულად ეწევა ნომინალური და რეალური მშპ-ის ერთმანეთში აღრევას - რომან გოცირიძე  „ხელისუფლებაში სიცრუით მოსული „ქართული ოცნება“ სიცრუითვე აგრძელებს თავის პოლიტიკას. ერთ-ერთი უტიფარი სიცრუის ნაირსახეობაა ეკონომიკური ზრდის სიდიდით მანიპულირება, რომელსაც თოთხმეტი წელიწადია ეწევიან. მიუხედავად პროფესიონალების მხრიდან მრავალჯერადი მხილებისა, ტყუილებს მაინც არ ეშვებიან,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეგნებულად ეწევა ნომინალური და რეალური მშპ-ის ერთმანეთში აღრევას. „ხელისუფლებაში სიცრუით მოსული „ქართული ოცნება“ სიცრუითვე აგრძელებს თავის პოლიტიკას. ერთ-ერთი უტიფარი სიცრუის ნაირსახეობაა ეკონომიკური ზრდის სიდიდით მანიპულირება, რომელსაც თოთხმეტი წელიწადია ეწევიან. მიუხედავად პროფესიონალების მხრიდან მრავალჯერადი მხილებისა, ტყუილებს მაინც არ ეშვებიან. „საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა“ - კვლავ, უკვე მეასედ მოიტყუა „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა. ეს არ არის ეკონომიკის რეალური ზრდა. სინამდვილეში, იგი მხოლოდ 2-ჯერ გაიზარდა. „ოცნების“ ხელისუფლება შეგნებულად ეწევა ნომინალური და რეალური მშპ-ის ერთმანეთში აღრევას და შესაბამისად, შეცდომაში შემყვანი დასკვნის ტირაჟირებას. ციფრებს რომ შევხედოთ: -2012 წელს საქართველოს ნომინალური მშპ 27,9 მლრდ ლარი იყო. -2025 წელს-104,6 მლრდ ლარი. მიმდინარე ფასებში მშპ მართლაც დაახლოებით 3,75-ჯერ გაიზარდა, მაგრამ აქ არის მთავარი „პატარა“ დეტალი: ნომინალურ მშპ-ში ფასების ზრდაც შედის, ანუ ხელისუფლება ფასების ზრდით ამაყობს. თუ გვინდა გავიგოთ, რამდენად გაიზარდა რეალურად ეკონომიკა, ერთმანეთს უნდა შევადაროთ რეალური მშპ, ანუ მუდმივ ფასებში გამოხატული, ინფლაციისგან „გაწმენდილი“ მაჩვენებელი. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მუდმივ ფასებში: -2012 წლის რეალური მშპ არის დაახლოებით 36,2 მლრდ ლარი. -2025 წლის რეალური მშპ — დაახლოებით 72,7 მლრდ ლარი. მარტივი არითმეტიკით, დიდის პატარაზე გაყოფით მივიღებთ 2-ს. ანუ 2012–2025 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკის მოცულობა გაორმაგდა-დაახლოებით 100 პროცენტით გაიზარდა. და არა ოთხჯერ, როგორც ამას ცრუ ხელისუფლების სანქცირებული ცრუ პროპაგანდის საშუალებები ავრცელებენ. ყველა სიცრუეს უნდა გაეცეს პასუხი. იტყვიან ასჯერ-ვუპასუხოთ ასჯერ“, - წერს გოცირიძე. https://ghn.ge/index.php/news/354983-kartuli-otsnebis-ert-erti-utifari-sitsruis-nairsakheobaa-ekonomikuri-zrdis-sididit-manipulireba-shegnebulad-etseva-nominaluri-da-realuri-mshp-is-ertmanetshi-aghrevas-roman-gotsiridze „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უტიფარი სიცრუის ნაირსახეობაა ეკონომიკური ზრდის სიდიდით მანიპულირება, შეგნებულად ეწევა ნომინალური და რეალური მშპ-ის ერთმანეთში აღრევას - რომან გოცირიძე  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1843042709.jpeg 2026-10-08 354983 კარგად გვახსოვს, როგორ ქმნიდნენ რევოლუციურ კომიტეტებს სწორედ პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, დღეს კი ნიანგის ცრემლებით ცდილობენ, გამოძვრნენ ამ მოცემულობიდან - დავით მათიკაშვილი პაატა ბურჭულაძის ლირიკა ნაკლებად საინტერესოა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ქმნიდნენ რევოლუციურ კომიტეტებს სწორედ პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ის იყო, მუდმივად იმეორებდნენ, რომ 4 ოქტომბერს დასრულდებოდა კანონიერად არჩეული ხელისუფლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „4 ოქტომბერს დასრულდა რევოლუციური სურვილები, სახელმწიფო იდგა თავის ადგილას, დღეს კი ნიანგის ცრემლებით ცდილობენ, გამოძვრნენ ამ მოცემულობიდან“. „მათ ჩაიდინეს დანაშაული, დიდმა ნაწილმა ეს აღიარა და მოითხოვა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ბულინგს, ეს ის სამწუხარო მოცემულობაა, რომელსაც ჩვენ არაერთგზის ვაწყდებით ოპოზიციურ ფლანგზე. ისინი საკუთარ თანამებრძოლებსაც არ ინდობენ და მუდმივად ესხმიან თავს, როგორც კი რომელიმე მათაგანი სიმართლეს ხაზს გაუსვამს ან დაწერს იმ რეალურ ფაქტს, რომელიც საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა. თუმცა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის 4 ოქტომბრის მონაწილე პირთა დანაშაულებრივი ქმედებებიც და ის შინაარსიც იმ აღიარებისა და დანაშაულის ხმამაღლა თქმისა, რომელიც მათ ჩაიდინეს 4 ოქტომბერს“, – განაცხადა მათიკაშვილმა. პაატა ბურჭულაძის ციხიდან წერილი 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“. https://ghn.ge/index.php/news/354984-kargad-gvakhsovs-rogor-kmnidnen-revolutsiur-komitetebs-stsored-paata-burchuladzis-khelmdzghvanelobit-dghes-ki-niangis-tsremlebit-tsdiloben-gamodzvrnen-am-motsemulobidan-davit-matikashvili კარგად გვახსოვს, როგორ ქმნიდნენ რევოლუციურ კომიტეტებს სწორედ პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, დღეს კი ნიანგის ცრემლებით ცდილობენ, გამოძვრნენ ამ მოცემულობიდან - დავით მათიკაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2028185948.jpg 2026-10-08 354984 რუსებმა ქალაქ კრამატორსკში ორ სამგზავრო ავტობუსს დაარტეს - დაიღუპა 12 და დაშავდა 14 ადამიანი რუსებმა 8 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ორ სამგზავრო ავტობუსს დაარტეს. თავდასხმის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია კრამატორსკის საქალაქო საბჭო, დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვადიმ ფილაშკინსა და დონეცკის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება.  საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა მოძრავ ავტობუსს დაარტყეს. თავდაპირველი ცნობით, თავდასხმას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 13 კი დაშავდა. დონეცკის ხელისუფლება კრამატორსკზე თავდასხმის შედეგებს ამჟამად აზუსტებს. https://ghn.ge/index.php/news/354982-rusebma-kalak-kramatorskshi-or-samgzavro-avtobuss-daartes-daighupa-12-da-dashavda-14-adamiani რუსებმა 8 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ორ სამგზავრო ავტობუსს დაარტეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/42631964.png 2026-10-08 354982 პროკურატურამ აქტივისტ სერგი ყანჩელის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო პროკურატურამ აქტივისტ სერგი ყანჩელის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო. „თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, აქტივისტი სერგი ყანჩელი საქართველოს პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში, იარაღით მუქარასა და სექსუალური კავშირის დამყარების იძულებაში ადანაშაულებს. აქტივისტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ შესაბამისი პირების მიმართ საჩივარი უკვე შეიტანა, რათა მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს. მისი თქმით, სარბენად იყო, როდესაც 6-მა პოლიციელმა გააჩერა, გადაიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით დაუზიანეს სახე და მიბჯენით იარაღით ემუქრებოდნენ. ასევე, მისი განცხადებით, აიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას და მის მიმართ ძალადობა გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. https://ghn.ge/index.php/news/354981-prokuraturam-aktivist-sergi-qanchelis-mimart-politsielebis-mkhridan-gankhortsielebul-shesadzlo-dzaladobastan-dakavshirebit-gamodzieba-daitsqo პროკურატურამ აქტივისტ სერგი ყანჩელის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/274059862.png 2026-10-08 354981 ტანას ხეობაში 150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ტანას ხეობაში 150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს. ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოების სპეციალისტებმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის მერ კონსტანტინე ბუზალაძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, ტანას აღკვეთილში, ველურ ბუნებაში 150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი გაუშვეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფრინველების ბინადრობისა და გამრავლებისთვის შესაბამისი ბუნებრივი გარემოა. ღონისძიების მიზანია გნოლისა და კაკბის პოპულაციების გამრავლება, მათი ბუნებრივ გარემოში გავრცელება და ველური ფაუნის მრავალფეროვნების ხელშეწყობა. კაკბები და გნოლები გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ გადასცა. ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია უნიკალური ფრინველების გამრავლებასა და შემდგომ მათ ველურ ბუნებაში გაშვებას აფინანსებენ. მათ შორისაა წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ხოხობი, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშე იდგა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინიციატივითა და დაფინანსებით, საქართველოს ველურ ბუნებაში უკვე რამდენიმე ათასი ხოხობი, კაკაბი და გნოლი გავრცელდა. https://ghn.ge/index.php/news/354980-tanas-kheobashi-150-frta-gnoli-da-150-frta-kakabi-velur-bunebashi-gaushves ტანას ხეობაში 150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1729525509.jfif 2026-10-08 354980 საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან (IFC) 118 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა. მოზიდული სახსრები საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების (MSME) დაფინანსებას, განვითარებასა და მათ მიერ სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობას, მათ შორის - რეგიონებსა და სოფლებში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას მოხმარდება. შეთანხმების ფარგლებში, ორი სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. პირველი  58 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მულტისავალუტო საკრედიტო ხაზის ათვისებას ითვალისწინებს (ხელმისაწვდომია როგორც აშშ დოლარში, ისე ქართულ ლარში), ხოლო მეორე - 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს  თითოეული სესხის ვადა ათვისების წერტილიდან არაუგვიანეს ხუთი წელია. აღსანიშნავია, რომ მოზიდული დაფინანსების არანაკლებ 30% დედაქალაქისა და მსხვილი რეგიონული ცენტრების მიღმა მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებას მოხმარდება; ეს ნაბიჯი ასახავს ბანკის მუდმივ სწრაფვას, ხელი შეუწყოს ინკლუზიური ეკონომიკის  განვითარებას. ასევე,  საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში გაზარდოს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა. „ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ IFC-ის მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს ბანკისა და ქართული ბიზნესების მიმართ. ეს ინვესტიცია შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაფართოოთ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეგიონებში მოქმედი ბიზნესებისთვის განკუთვნილი დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ გუნდებს თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ და ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ. „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებაში. ამასთან, მათ აქვთ პოტენციალი, რეგიონებსა და სოფლებში პოზიტიური სოციალური გავლენა გაზარდონ. IFC ელის, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობა დაეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს ზრდაში, ათასობით სამუშაო ადგილის შექმნასა და შენარჩუნებაში ასევე, ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ინვესტიცია საქართველოში კერძო სექტორის ზრდის ხელშეწყობისადმი ჩვენი ფართო ვალდებულების ნაწილია და ველით, რომ ის მთელი ქვეყნის მასშტაბით მდგრად ეკონომიკურ ზრდაში აისახება“, - განაცხადა შაბანა ხავარმა, IFC-ის მენეჯერმა საქართველოში. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკისა და IFC-ს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობის ნაწილია. https://ghn.ge/index.php/news/354978-sakartvelos-bankma-biznesis-mkhardasacherad-ifc-sgan-118-milioni-ashsh-dolaris-investitsia-moizida საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/308864231.jpg 2026-10-08 354978 გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 1.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება გურიის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დამშრობი სისტემების გამართული ფუნქციონირების მიზნით, 2026-2027 წლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მთისძირა არხზე, უკვე დასრულდა ხიდის მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 547 887 ლარი შეადგინა. ამავე არხზე დაგეგმილია საავტომობილო ხიდის მოწყობა. პროექტის ღირებულება 507 092 ლარია, სამუშაოების დასრულება 2027 წელს იგეგმება. მიმდინარე წელს კიდევ ერთი კაპიტალური პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მერეკძელა-კაპროვანის (შეკვეთილის) მასივის დამშრობ სისტემაზე. პროექტის ღირებულება 485 884 ლარს შეადგენს. კაპიტალურ პროექტებთან ერთად, 2026 წელს გურიის რეგიონში საექსპლუატაციო ღონისძიებებიც მიმდინარეობს. იწმინდება კოლექტორული და შემკრები არხები, წესრიგდება და ახლით იცვლება ჰიდროტექნიკური ნაგებობები და სხვა ინფრასტრუქტურული ერთეულები. განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები გააუმჯობესებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მდგომარეობას და ხელს შეუწყობს დამშრობი სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებას, რაც ტერიტორიების დატბორვის რისკებს შეამცირებს. https://ghn.ge/index.php/news/354977-guriashi-samelioratsio-infrastrukturis-ganvitarebistvis-15-milion-larze-meti-daikharjeba გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 1.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/444567007.jpg 2026-10-08 354977 პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს, დაილუქა 11 ობიექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 21 პირი დააკავეს, ხოლო 11 ობიექტი დალუქეს, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, გრიგოლ გოგოჩაშვილმა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში განხორციელდა. „სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის აუდიო და ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები, რომლებიც სხვადასხვა ობიექტის მენეჯერები და ადმინისტრატორები იყვნენ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში. კერძოდ, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ისინი მათ განკარგვაში არსებულ ობიექტებში ქალებს ფართებს უთმობდნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ კი ქალების მიერ სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული ანაზღაურების დიდ ნაწილს თავად იღებდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტების შემოსავლის ძირითად წყაროს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხები წარმოადგენდა“, – განაცხადეს შსს-ში. მათივე ცნობით, სამართალდამცველების მიერ სხვადასხვა ობიექტში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული ფული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს მსგავსი სახის უკანონო საქმიანობის გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე დანაშაულში ჩართული პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, – აცხადებენ შსს-ში. https://ghn.ge/index.php/news/354979-prostitutsiis-khelshetsqobisa-da-prostitutsiistvis-adgilis-gadatsemis-braldebit-21-piri-daakaves-dailuka-11-obiekti პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს, დაილუქა 11 ობიექტი სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1851416089.jpg 2026-10-08 354979 რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანხმლებ არასრულწლოვანთან ერთად ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით საკუთარ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხა ჩარიცხეს, შემდეგ კი აღნიშნული აპარატი დააზიანეს და მასში არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. კომპანიისთვის მიყენებულმა ზარალმა 3784 ლარი შეადგინა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო თანხმლები არასრულწლოვნის მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://ghn.ge/index.php/news/354976-rustavshi-stsrafi-charitskhvis-aparatebis-gakurdvis-braldebit-1-piri-daakaves რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1268049966.jpg 2026-10-08 354976 ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს - შსს სულუხიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება მიშო სულუხიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას.  უწყების განცხადები, მომღერალი "ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა და სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს". “წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა ადგილზე დადგენილი წესით დალუქეს მობილური ტელეფონი, ასევე ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, - აცხადებენ შსს-ში.  შეგახსნებთ, გვიან ღამით, მიშო სულუხიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ "ახალგაზრდა ბიჭები", რომლებიც სამართალდამცავებად გაეცნენ. "გადაგვიკეტეს გზა და გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად. მეუბნებოდნენ, რომ სამართალდამცავები იყვნენ, თუმცა არცერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მალავდნენ საკუთარ ვინაობას. მომაქციეს ალყაში და შემიზღუდეს მოძრაობა. ასე გაგრძელდა 1 საათზე მეტხანს. ტელეფონზე მირეკავდა 87 წლის მოხუცი ბებია, რომლისათვისაც პასუხის გაცემის ნებას არ დამრთეს. დათვალიერებისას არ აღმომაჩნდა არანაირი კანონსაწინააღმეგო ნივთიერება და ვიყავი სრულიად ფხიზელი. დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი, დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი, მაგრამ ამაოდ. ვხედავდი, როგრ ამზადებდნენ შავ "იზოლენტაში" გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერცერთმა შეძლო დამწეოდა. ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც კი არ ვიცი, ახლაც იქ ჰყავთ დაკავებული და მუქარის საფუძველზე სთხოვენ, აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული და მე და მძღოლი კრიმინალური დამნაშავეეები ვართ. რაც შევძელი, იყო ის, რომ ამ დაჯგუფებას გამოვექეცი, ვიარე ტყე-ღრე და ახალგაზრდა ადამიანებს ვთხოვე დახმარება, რომ ფეისბუქთან მქონოდა წვდომა მომესწრო და ეს განცხადება დამეწერა. მთავაზობდნენ სცენარს, მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს. SOS. გთხოვთ, ვინმე დამეხმაროთ, ვარ კომუნიკაციის გარეშე. პირველ რიგში ვითხოვ, ჩემი ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და მსურს სახალხო დამცველთან გასაუბრება" - წერდა სულუხია. https://ghn.ge/index.php/news/354975-tqis-masivshi-saechvod-gadaadgildeboda-samartaldamtsvelebma-gadamotsmebis-miznit-sheacheres-shss-sulukhiaze ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს - შსს სულუხიაზე სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1262521920.png 2026-10-08 354975 გერმანული კომპანია უკრაინას ათიათასობით ჩამჭრელ დრონს გადასცემს, რომლებსაც რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ გამოიყენებენ გერმანული თავდაცვის კომპანია Quantum Systems უკრაინისთვის ათიათასობით SPYS-ის  ტიპის ჩამჭრელი დრონის მიწოდებას გეგმავს. ახალი სისტემები, მათ შორის, რუსული რეაქტიული დრონების „გერან-4“-ისა და „გერან-5“-ის წინააღმდეგ საბრძოლველად იქნება გამოყენებული. ამის შესახებ Quantum Systems-ის ვიცე-პრეზიდენტმა მატიას ლენამ ბერლინში კომპანიის პრესკონფერენციაზე განაცხადა.  ლენას განცხადებით, SPYS Quantum Systems-ისა და უკრაინული კომპანია WIY-ის ერთობლივი შემუშავებაა. კომპანიები Quantum WIY Industries-ის ფარგლებში თანამშრომლობენ. ახალი სისტემის შექმნისას გათვალისწინებული იყო უკრაინაში კომპანიის პროდუქციის, მათ შორის STRILA-ს ტიპის ჩამჭრელი დრონების გამოყენების გამოცდილებაც. „ხელი მოეწერა განზრახვის წერილს (LOI) ათიათასობით SPYS-ის მიწოდების შესახებ. როგორც უკვე აღვნიშნე, მათ რეაქტიული დრონების ჩამოგდება შეუძლიათ“,- განაცხადა ლენამ. Quantum Systems-ის წარმომადგენლის თქმით, უკრაინაში ბოლო პერიოდში რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი განცხადებით, თავდაპირველად მათი ჩაჭრის მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო, შემდეგ 30%-ს გადააჭარბა, ბოლო ღამეებში კი 50%-ზე მეტი შეადგინა. ამასთან, ლენამ აღნიშნა, რომ ეს შედეგი მხოლოდ ჩამჭრელი დრონების გამოყენებას არ უკავშირდება და სხვადასხვა საშუალების ერთობლივი გამოყენების შედეგია. მისი თქმით, უკრაინა ასევე იყენებს F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს, რომლებსაც რეაქტიული „შაჰედების“ ჩაჭრა შეუძლიათ. მისივე თქმით, SPYS-ის წარმოების მასშტაბირებისას კომპანია უკვე შექმნილ STRILA-ს საწარმოო შესაძლებლობებს გამოიყენებს. ლენას განცხადებით, წარმოების მოცულობამ შესაძლოა თვეში რამდენიმე ათას ერთეულს მიაღწიოს. კომპანიის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ახალი პარტიიდან SPYS-ის პირველი ერთეულების მიწოდება უკვე მიმდინარე წელს შეიძლება დაიწყოს.   https://ghn.ge/index.php/news/354974-germanuli-kompania-ukrainas-atiatasobit-chamchrel-drons-gadastsems-romlebsats-rusuli-reaktiuli-dronebis-tsinaaghmdeg-gamoiqeneben გერმანული კომპანია უკრაინას ათიათასობით რეაქტიული დრონების გადამჭერს გადასცემს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1065185684.jpg 2026-10-08 354974 თუ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, პირველი ჩვენ დავზარალდებით - მარინ ლე პენი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში საფრანგეთის სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად დაზარალდება. ლე პენმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მისი თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, საფრანგეთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამის უარყოფით შედეგებს იგრძნობს. ლე პენმა ამის ორ მიზეზზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ არა მხოლოდ ძლიერი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წინაშე აღმოვჩნდებოდით, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდებოდა საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ბიუჯეტიდან საფრანგეთის სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი წილიც“, - განაცხადა ლე პენმა. https://ghn.ge/index.php/news/354973-tu-ukraina-evrokavshirshi-gatsevriandeba-pirveli-chven-davzaraldebit-marin-le-peni ლე პენი: თუ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, პირველი ჩვენ დავზარალდებით მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/752031314.jpg 2026-10-08 354973 საქართველო მონაწილეობს მადრიდში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ესპანეთის სამეფოში, ქ. მადრიდში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე Fruit Attraction საქართველოს პავილიონი მოეწყო. ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიების: “ჯეო აგრო ისთეითი”, “ნიადაგი ჯგუფი“, “აგროლეინი”, ჯენტრი ინვესტმენტს”, ,,აგრითაჩი”, “კოლხური კენკრა”, “აგრო ველი”, “ნამიანი 1” და “ჯეო ორგანიკს” სტენდები. გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი ესწრებოდნენ. „საერთაშორისო გამოფენა Fruit Attraction ქართული წარმოების ლურჯი მოცვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენისა და ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ჩვენი მიზანია, ქართველ მწარმოებლებს შევუწყოთ ხელი საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის წარდგენასა და ახალი პარტნიორების მოძიებაში“ - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ავალიანმა. ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსანდრე ჭკუასელის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების  გამოფენებში მონაწილეობა, რადგან  ეს არის  კარგი საშუალება, საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩინდეს ქართული პროდუქციის ხარისხი და საექსპორტო პოტენციალი. გამოფენა ახალი კონტაქტების დამყარების და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კარგი შესაძლებლობაა.  მისი განცხადებით, საელჩო მიესალმება და ხელს უწყობს  მეწარმეებს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პავილიონს მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე მარიო სტეტა სტუმრობდა. Fruit Attraction ხილისა და ბოსტნეულის სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში იმართება. https://ghn.ge/index.php/news/354972-sakartvelo-monatsileobs-madridshi-mimdinare-saertashoriso-gamofenashi-fruit-attraction საქართველო მონაწილეობს მადრიდში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/989354510.jpg 2026-10-08 354972 ნობელის მშვიდობის პრემიას ვიმსახურებ, მაგრამ, როგორც ჩანს, ისეთ ადამიანებს, როგორიც მე ვარ, ჯილდოს არ ანიჭებენ - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის მიღებას იმსახურებს, თუმცა აღიარა, რომ ჯილდოს მიღების საკუთარი შანსების შესახებ დარწმუნებული არ არის. ამის შესახებ Reuters წერს. ტრამპის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნორვეგიის ნობელის კომიტეტი, რომელიც 2026 წლის პრემიის ლაურეატს პარასკევს გამოაცხადებს. „არ ვიცი, როგორი იქნება მათი გადაწყვეტილება. მათ ასეთი რეპუტაცია აქვთ - როგორც ჩანს, ისეთ ადამიანებს, როგორიც მე ვარ, ჯილდოს არ ანიჭებენ“, - განაცხადა ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ პარასკევს ნორვეგიის ნობელის კომიტეტი 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს გამოაცხადებს. წელს პრემიის მიღების ფავორიტთა შორის სახელდებიან რომის პაპი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და პალესტინის ტერიტორიებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი. რეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ ტრამპი არაერთხელ აცხადებდა, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს იმსახურებს. ტრამპის განცხადებით, პრემია მას ეკუთვნის, რადგან რვა კონფლიქტ მოაგვარა.   https://ghn.ge/index.php/news/354971-nobelis-mshvidobis-premias-vimsakhureb-magram-rogorts-chans-iset-adamianebs-rogorits-me-var-jildos-ar-anicheben-donald-trampi ნობელის მშვიდობის პრემიას იმსახურებს, თუმცა არ იცის, მიიღებს თ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2008309813.jpeg 2026-10-08 354971 ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. https://ghn.ge/index.php/news/354970-vaziani-gombori-telavis-gzis-26-e-km-ze-avtotransportis-modzraoba-aghdga ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/362836929.jpeg 2026-10-08 354970 საქართველოს აქვს თანმიმდევრული პოზიცია - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, თუმცა ბევრი მცდელობა ვნახეთ, რომ საქართველო ყოფილიყო სხვა კუთხით დანახული - მაკა ბოჭორიშვილი „საქართველოს აქვს თანმიმდევრული პოზიცია. საქართველოს პოზიცია არსად არ შეცვლილა, არც ერთ ეტაპზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის მხარდაჭერაზე, პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართლის ნორმების მხარდაჭერაზე, ბუნებრივია, აქ საქართველოს პოზიცია ვერ იქნება განსხვავებული,“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედი LIVE“-ის ეთერში ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, თუმცა იყო მცდელობები, რომ საქართველოს პოზიცია სხვაგვარად წარმოჩენილიყო ან საქართველოს აღნიშნული პოზიციის გაჟღერების შესაძლებლობა არ მისცემოდა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ პოზიციას ვაჟღერებთ ყველგან და გავაჟღერებთ. ამაში ახალი არაფერია. ამ პოზიციით პოზიციონირებს ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში და ასე გააგრძელებს, თუმცა ბევრი მცდელობა ვნახეთ, რომ საქართველო ყოფილიყო სხვა კუთხით დანახული. ბევრი მცდელობა ვიხილეთ ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში, რომ საქართველოსთვის სხვადასხვა ტიპის იარლიყი მიეკარებინათ. ამ მცდელობების ნაწილი იყო საქართველოს ასე ვთქვათ გარიყვის პოლიტიკაც, რაც სასაცილოა ერთის მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ ფაქტია, რომ საქართველოს ძალიან ბევრ ადგილას არ იწვევდნენ, რომ არ გვქონოდა შესაძლებლობა ჩვენი პოზიციის გაჟღერების, იმისათვის, რომ კომფორტულად ეშენებინათ ნარატივები,“ - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მსგავს ქმედებებს თავისი მიზეზები ჰქონდა და დღეს უკვე ნათელია, თუ რა საფრთხეების წინაშე იდგა და დგას საქართველო, რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით. „ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუ რა ინტერესები არსებობდა საქართველოსთან მიმართებით. დღეს ალბათ ამაში ეჭვი ნაკლებად შეიძლება ვინმეს შეეპაროს, თუ რამდენად რეალური იყო ის საფრთხეები და არც არსად წასულა საფრთხეები, ვიდრე ეს დაძაბულობა არის რეგიონში და მიმდინარეობს ომი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენს პოზიციონირებასთან დაკავშირებით და ჩვენს მოქმედებებთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანას არ შეექმნას უსაფრთხოების დიდი გამოწვევები,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. https://ghn.ge/index.php/news/354969-sakartvelos-akvs-tanmimdevruli-pozitsia-chven-mkhars-vuchert-ukrainis-teritoriul-mtlianobas-da-suverenitets-tumtsa-bevri-mtsdeloba-vnakhet-rom-sakartvelo-qofiliqo-skhva-kutkhit-danakhuli-maka-bochorishvili მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს თანმიმდევრული პოზიცია - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, თუმცა ბევრი მცდელობა ვნახეთ, რომ საქართველო ყოფილიყო სხვა კუთხით დანახული პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1047815059.jpg 2026-10-08 354969 კალინინგრადის ოლქთან საზღვრის დასაცავად სამხედროების განთავსებას ვგეგმავთ - ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრი ლიეტუვა კალინინგრადის ოლქთან საზღვრის დასაცავად სამხედროების განთავსებას გეგმავს. ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარტინას კატელინასმა განაცხადა, რომ კალინინგრადის ოლქთან ქვეყნის საზღვრის დაცვის გაძლიერებაში სამხედროები ჩაერთვებიან. მისი თქმით, გადაწყვეტილება ლატვიის საზღვარზე მომხდარი გუშინდელი ინციდენტის, რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარებისა და რუსეთის მიერ მობილიზაციის შესაძლო გამოცხადების შესახებ არსებული სიგნალების ფონზე მიიღეს. „გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ლატვიის საზღვარზე, რეგიონში უსაფრთხოების საერთო ვითარებისა და იმ სიგნალების შეფასების საფუძველზე, რომ რუსეთმა შესაძლოა მობილიზაცია გამოაცხადოს, დამატებით პრევენციულ ზომებს ვიღებთ. მივმართე ეროვნული თავდაცვის მინისტრ რობერტას კაუნასს, რომ ლიეტუვის შეიარაღებული ძალები კალინინგრადის ოლქთან საზღვრის დაცვისას სასაზღვრო სამსახურს დაეხმარონ. მინდა, მკაფიოდ ვთქვა - ლიეტუვის საზღვარზე ამჟამად ვითარება მშვიდია და პანიკის საფუძველი არ არსებობს. სამხედროების გამოყენება პრევენციული ზომაა, რათა მზად ვიყოთ და მსგავსი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ. ჩვენი საზღვარი დაცულია. რეგიონში ვითარებას ვაკვირდებით. ლიეტუვა მზად არის,“ - წერს მინისტრი. ცნობისათვის, ლატვია-ბელარუსის საზღვარზე სულ მცირე 20 არალეგალური მიგრანტის ჯგუფმა საზღვრის გადაკვეთა სცადა. მათ თან ახლდნენ ნიღბიანი და შეიარაღებული პირები, რომლებიც ლატვიელ სამხედროებს დაემუქრნენ და მიგრანტებს ლატვიის მიმართულებით გადაადგილებას აიძულებდნენ. მოგვიანებით ნიღბიანი პირები ლატვიის ტერიტორიაზეც შევიდნენ, დააზიანეს ელექტროგამანაწილებელი ფარი და სათვალთვალო კამერები მოიპარეს. https://ghn.ge/index.php/news/354968-kaliningradis-olktan-sazghvris-dasatsavad-samkhedroebis-gantavsebas-vgegmavt-lietuvis-shinagan-sakmeta-ministri ლიეტუვა კალინინგრადის ოლქთან საზღვრის დასაცავად სამხედროების განთავსებას გეგმავს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1709232987.jpg 2026-10-08 354968 უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმების ფონზე, მოლდოვის საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატი შეიჭრა - მოლდოვის თავდაცვის უწყება მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბერს, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმების ფონზე, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაუდგენელი საფრენი აპარატი დაფიქსირდა. ინციდენტი 20:04 საათზე, დასახლება პერვომაისკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთი წუთის შემდეგ საფრენმა აპარატმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დატოვა და უკრაინის ოდესის ოლქის დასახლება ლიმანსკოეს მიმართულებით გაემართა. მოლდოვის ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის საფრენ აპარატზეა საუბარი. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო ოპერაციების სამსახური პარტნიორებთან თანამშრომლობით საჰაერო სივრცის მონიტორინგს აგრძელებს. მოლდოვის ხელისუფლება ასევე უკრაინის საზღვარზე საგუშაგოებთან დამცავი ზონების შექმნას გეგმავს, სადაც შესაძლო დრონებით თავდასხმების შემთხვევაში სასაზღვრო პუნქტების თანამშრომლები და მოქალაქეები თავის შესფარებას შეძლებენ. https://ghn.ge/index.php/news/354967-ukrainaze-rusetis-masshtaburi-tavdaskhmebis-fonze-moldovis-sahaero-sivrtseshi-safreni-aparati-sheichra-moldovis-tavdatsvis-utsqeba რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმების ფონზე, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაუდგენელი საფრენი აპარატი დაფიქსირდა. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/259563847.png 2026-10-08 354967 რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შემდეგ „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია - მედია რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სალავატთან, დრონებით შესაძლო თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Telegram-არხი Astra და სხვა მონიტორინგული წყაროები ავრცელებენ.  Astra-ს ცნობით, ხანძარი ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრშია. OSINT-ანალიზის საფუძველზე, ცეცხლი შესაძლოა „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური კომპლექსის ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ იყოს.  ბაშკირეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რადი ხაბიროვმა განაცხადა, რომ სალავატის ინდუსტრიულ ზონაში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. თუმცა, კონკრეტულად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანება ოფიციალურად ამ ეტაპზე არ დადასტურებულა. „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური კომპლექსია, რომელსაც წელიწადში 10 მილიონ ტონამდე ნედლეულის გადამუშავება შეუძლია. https://ghn.ge/index.php/news/354966-rusetis-bashkiretis-respublikashi-dronebit-tavdaskhmis-shemdeg-gazpromis-navtobgadamamushavebel-karkhanashi-khandzaria-media ბაშკორტოსტანში, რუსეთში, თავდასხმის შემდეგ „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ხანძარია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2002165786.png 2026-10-08 354966 კიევში, რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს - დაიღუპა ორი ადამიანი კიევში, დესნიანსკის რაიონში, რუსული დრონის დარტყმის შედეგად 12-სართულიან საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაიმული მედია უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. რუსული დრონი შენობას 7 ოქტომბრის საღამოს, მე-10 სართულს მოხვდა. ხანძარი ზედა სართულებზე გავრცელდა და კონსტრუქციების ნაწილობრივი ჩამონგრევა გამოიწვია. ხანძარი 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული.  მაშველებმა შენობიდან 22 ადამიანი, მათ შორის რვა ბავშვი, გამოიყვანეს. დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. რუსეთის თავდასხმას კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებზე 7 ოქტომბერს, საერთო ჯამში, სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა. https://ghn.ge/index.php/news/354965-kievshi-rusebma-mravalsartulian-sakhls-daartqes-daighupa-ori-adamiani კიევში, რუსული დარტყმის შედეგად მრავალსართულიან სახლში ორი ადამიანი დაიღუპა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1432265105.png 2026-10-08 354965 არ ვფიქრობთ, რომ რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალება ბიოლოგიურ იარაღს უკავშირდება - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, თითქოს რუსეთში, ჭირის კვლევით ინსტიტუტში თანამშრომლის გარდაცვალება ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას უკავშირდებოდეს. „ასე არ ვფიქრობთ. ამას მალე გავარკვევთ, მაგრამ ასე არ ვფიქრობთ“, - განაცხადა ტრამპმა 7 ოქტომბერს თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას. 28 წლის ლაბორატორიის თანამშრომელი დარია შიპილოვა გასულ კვირას გარდაიცვალა. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მისი გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელი წარმოშობის პნევმონია იყო. ამ დროისთვის რუსეთში ჭირის შემთხვევა ლაბორატორიის თანამშრომლის კონტაქტებს შორის არ დადასტურებულა. ტრამპის თქმით, რუსეთი აცხადებს, რომ სიტუაცია „სრულიად კონტროლქვეშაა“. ამასთან, აშშ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსკოვისგან შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ, რადგან დაავადების გამომწვევი ზუსტად ჯერ კიდევ უცნობია. https://ghn.ge/index.php/news/354964-ar-vfikrobt-rom-rusetshi-laboratoriis-tanamshromlis-gardatsvaleba-biologiur-iaraghs-ukavshirdeba-donald-trampi დონალდ ტრამპი: არ ვფიქრობთ, რომ რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალება ბიოლოგიურ იარაღს უკავშირდება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1407134486.jpg 2026-10-07 354964 ყველა სისხლიანი რეჟიმი ემხობა, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, მათ კი, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურა, მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ - ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტეტერი ყველა სისხლიანი რეჟიმი ემხობა. ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, მათ კი, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურა, მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ,-  ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჰელმუტ ბრანდშტეტერმაევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა. აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისთვის „კოშმარად იქცა“ და ხელისუფლების მოქმედებებს ბელარუსის რეჟიმს ადარებს. მისი თქმით,  ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის, ევროპულ ფონდებს ქვეყნიდან აძევებს და „მოსკოვის ბრძანებით მოქმედებს“. "ქართული ოცნება" ქართველი ხალხისთვის კოშმარად იქცა. ქართველი ოლიგარქი ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს. ეს ჩვენ ნანახი გვაქვს ბელარუსში - ორი დიქტატორი, პუტინისადმი ლოიალური ორი რეჟიმი, მძევლად ქცეული ორი ადამიანი. ორივე რეჟიმი აპატიმრებს პოლიტიკურ ოპონენტებს, ორივე მოსკოვის ბრძანებით მოქმედებს და ორივე პუტინივით კლავს საკუთარი ერის მომავალს. მათ უბრალოდ თავისუფლების ეშინიათ. ეშინიათ სიტყვის თავისუფლების და ახლა, პუტინისა და ლუკაშენკოს მსგავსად, „ქართული ოცნებაც“ ავიწროებს და აძევებს ევროპულ ფონდებს, როგორებიცაა კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები. ამ ორგანიზაციებმა დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს წარმატებაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, და ირონიულია, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი სწორედ ამ ორგანიზაციებში მუშაობდა და სწავლობდა - ანუ მათ ისწავლეს დემოკრატია იმისთვის, რომ მოგვიანებით ის დაენგრიათ. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ყველა სისხლიანი რეჟიმი ემხობა. ყველა პოლიტპატიმარი, ელენე ხოშტარიას ჩათვლით, თავისუფლებაზე გამოვა, ხოლო მათ, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურა, მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ ღალატისთვის", - განაცხადა ჰელმატ ბრენდშტატერმა.  https://ghn.ge/index.php/news/354963-qvela-siskhliani-rezhimi-emkhoba-qvela-politpatimari-gatavisufldeba-mat-ki-vints-kartveli-khalkhis-natsvlad-rusets-emsakhura-maghali-fasis-gadakhda-moutsevt-evroparlamentari-helmut-brandshteteri ყველა სისხლიანი რეჟიმი ემხობა. ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, მათ კი, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურა, მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/511327560.jpg 2026-10-07 354963 „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა - პაატა ბურჭულაძე ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა. ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში მის გვერდზე გამოქვეყნდა. პაატა ბურჭულაძის თქმით, მხარდაჭერას უცხადებს „არა მხოლოდ სინდისისა და პოლიტიკურ პატიმრებს, არამედ არამედ გიორგი დავითაძესა და მის ოჯახს, ყველა პატიმარს, ვინც რეჟიმის ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია“. „მინდა, გამოვეხმაურო 4 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ კრებაზე დაკავებულების, საპროცესო შეთანხმების შედეგად გათავისუფლების საკითხს, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ყველა სასამართლო პროცესზე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მე ვარ ამ ეროვნული კრების ერთადერთი ორგანიზატორი და სხვა არავინ. ვამაყობ ამ დღით და მისი ისტორიული მნიშვნელობით. მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩვენი ერთობისა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სამაგალითო დღე, რომელმაც მიძინებული წინააღმდეგობა გამოაღვიძა და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ პროტესტი არსად არ გამქრალა და რომ კვლავ ვიბრძვით და „ოცნება“ ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. ბრძოლას ყოველთვის სჭირდება თავგანწირვა. არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკური პატიმარი სინანულით იხსენებდეს იმ დღეს. პირიქით, ვიცი, რომ ისინი ამაყობენ და ბედნიერები არიან, რადგან იბრძოდნენ და იბრძვიან სამშობლოს განთავისუფლებისთვის. ხოლო, ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა! ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას. მითუმეტეს, ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა. ჩემი მხარდაჭერა არა მხოლოდ სინდისისა და პოლიტიკურ პატიმრებს, არამედ გიორგი დავითაძესა და მის ოჯახს, ყველა პატიმარს, ვინც რეჟიმის ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია! რეჟიმი დაშლის პირასაა და გამარჯვება გარდაუვალია! მთავარია, ვიყოთ ერთად და არ გავთითოკაცდეთ! მეამაყება, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ვარ! გაუმარჯოს დაუმონებელ, თავისუფალ და ევროპულ საქართველოს“, – წერს პაატა ბურჭულაძე. https://ghn.ge/index.php/news/354962-otsnebastan-saprotseso-shetankhmeba-ara-monanieba-aramed-ukanono-patimrobisgan-gatavisuflebis-shesadzleblobaa-paata-burchuladze პაატა ბურჭულაძე - „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1240241327.png 2026-10-07 354962 „ქართული ოცნების“ რეჟიმი საქართველოს აშორებს ევროპულ მომავალს და კრემლის ორბიტაზე აბრუნებს, ჩვენ არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი საქართველოზე, სანქციები უნდა დავუწესოთ ივანიშვილს - ტობიას კრემერი რამდენად სასოწარკვეთილი უნდა იყოს მთავრობა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალოს? რამდენად შეშინებული უნდა იყოს საკუთარი ხალხისგან, რომ სცემოს მშვიდობიანი დემონსტრანტები, დააკავოს ჟურნალისტები და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური აგენტები გამოიყენოს? - მის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი ცდილობს, ქვეყანა საბჭოთა წარსულში დააბრუნოს. ტობიას კრემერმა მოუწოდა ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს საქართველოს, დაწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და გათავისუფლდნენ ჟურნალისტები, მათ შორის მზია ამაღლობელი. „რამდენად სასოწარკვეთილი უნდა იყოს მთავრობა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალოს? რამდენად შეშინებული უნდა იყოს საკუთარი ხალხისგან, რომ სცემოს მშვიდობიანი დემონსტრანტები, დააკავოს ჟურნალისტები და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური აგენტები გამოიყენოს? სწორედ ამას ვხედავთ ჩვენ საქართველოში, სადაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი, როგორც ჩანს, საბჭოთა აღორძინების უცნაურ რეჟიმში შევიდა, საქართველოს აშორებს თავის ევროპულ მომავალს და კრემლის ორბიტაზე აბრუნებს, ხოლო შინ ცდილობს, ააშენოს საბჭოთა სტილის ერთპარტიული სახელმწიფო. „ქართულ ოცნებას“ ერთი პრობლემა აქვს – თავად ქართველებს არ სურთ კიდევ ერთხელ გახდნენ „ჰომო სოვეტიკუსები“. არ სურთ თავის დახრა და გაჩუმება. ქართველებმა იგემეს თავისუფლება. იგემეს ევროპა და არცერთზე არ ჩაიქნევენ ხელს. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი საქართველოზე, სწორედ ამიტომ უნდა დავუდგეთ გვერდში დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, როგორიცაა მზია ამაღლობელი, სწორედ ამიტომ უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერს, ივანიშვილს, სწორედ ამიტომ უნდა გავაგზავნოთ „ქართული ოცნების“ საბჭოთა ფანტაზიები იქ, სადაც მათი ადგილია – ჩვენი ისტორიის წიგნების ყველაზე ბნელ გვერდებზე, რადგან საქართველოს მომავალი ევროპაშია“, – განაცხადა ტობიას კრემერმა. https://ghn.ge/index.php/news/354961-kartuli-otsnebis-rezhimi-sakartvelos-ashorebs-evropul-momavals-da-kremlis-orbitaze-abrunebs-chven-ar-unda-chavikniot-kheli-sakartveloze-sanktsiebi-unda-davutsesot-ivanishvils-tobias-kremeri „ქართული ოცნების“ რეჟიმი საქართველოს აშორებს ევროპულ მომავალს და კრემლის ორბიტაზე აბრუნებს, ჩვენ არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი საქართველოზე, სანქციები უნდა დავუწესოთ ივანიშვილს - ტობიას კრემერი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/228308680.jpeg 2026-10-07 354961 გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან" კონსენსუსით მიიღო - საგარეო უწყება 2026 წლის 7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საქართველოს რეზოლუცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა. გასული წლის მსგავსად, რეზოლუცია კონსენსუსით იქნა მიღებული, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა. ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და  შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე. რეზოლუცია ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით.  აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას. რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2026 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს.  აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2017 წლიდან ყოველწლიურად წარუდგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს. https://ghn.ge/index.php/news/354960-gaeros-adamianis-uflebata-sabchom-sakartvelos-okupirebuli-regionebis-shesakheb-rezolutsia-tanamshromloba-sakartvelostan-konsensusit-miigho-sagareo-utsqeba საგარეო უწყება - გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან" კონსენსუსით მიიღო პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/569605061.jpeg 2026-10-07 354960 საქართველოს პუტინიზაცია განწირულია, ბიძინიზაცია დამარცხდება, უნდა ვიმოქმედოთ ახლავე, სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ - რასა იუკნევიჩიენე ზოგი ფიქრობს, რომ საქართველო დაკარგული შემთხვევაა. ამბობენ: „შეეგუეთ ვითარებას, ვიყოთ რეალისტები“. ბევრს ეგონა, რომ ჩვენ, ლიეტუველებიც დაკარგულები ვიყავით, მაგრამ ასე არ იყო. ქართველებს ხელი არ ჩაუქნევიათ. ხალხი კვლავ აპროტესტებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის სესიაზე განაცხადა. მან დაგმო საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობები. „ზოგი ფიქრობს, რომ საქართველო დაკარგული შემთხვევაა. ამბობენ: „შეეგუეთ ვითარებას, ვიყოთ რეალისტები“. ბევრს ეგონა, რომ ჩვენ, ლიეტუველებიც დაკარგულები ვიყავით, მაგრამ ასე არ იყო. ქართველებს ხელი არ ჩაუქნევიათ. ხალხი კვლავ აპროტესტებს. უმრავლესობას კვლავ სურს ევროპული მომავალი. სწორედ ამიტომ არის ჩვენი გზავნილი დღეს მათთვისაც მნიშვნელოვანი. რეჟიმს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს. მან აიძულა გერმანული პოლიტიკური ფონდები, დაეხურათ თავიანთი ოფისები თბილისში. ის აპატიმრებს მათ, ვინც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის მუშაობს. ეს არ არის ძალა, ეს შიშია. ივანიშვილის რეჟიმმა, ქართველი ხალხის ნების უარყოფით, რუსეთი აირჩია. პუტინიზმი დამარცხდება. საქართველოს პუტინიზაცია განწირულია. საქართველოს ბიძინიზაცია დამარცხდება. რუსეთი არავისთვის არის მომავალი. უკრაინა კვლავ დგას და იბრძვის. სომხეთმაც გააკეთა თავისი არჩევანი მოსკოვის ზეწოლის მიუხედავად, ასე რომ, იმედი დაკარგული არ არის. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ. სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ. წევრი სახელმწიფოები არ უნდა ელოდონ. თავისუფლების სურვილი შიშზე ძლიერია. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს. დიდება საქართველოს“,- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ. [საზოგადოებრივი მაუწყებელი] 70-მდე ევროპარლამენტარმა ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, საქართველოსთან დაკავშირებით მოამზადა რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები“. https://ghn.ge/index.php/news/354959-sakartvelos-putinizatsia-gantsirulia-bidzinizatsia-damartskhdeba-unda-vimokmedot-akhlave-sanktsiebi-autsilebelia-ivanishvilisa-da-qvela-pasukhismgebeli-piris-tsinaaghmdeg-rasa-iuknevichiene საქართველოს პუტინიზაცია განწირულია, ბიძინიზაცია დამარცხდება, უნდა ვიმოქმედოთ ახლავე, სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ - რასა იუკნევიჩიენე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/262317318.png 2026-10-07 354959 27 სექტემბერს, სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ, 6 იყვნენ, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ - მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი აქტივისტი სერგი ყანჩელი საქართველოს პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში, იარაღით მუქარასა და სექსუალური კავშირის დამყარების იძულებაში ადანაშაულებს. აქტივისტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ შესაბამისი პირების მიმართ საჩივარი უკვე შეიტანა, რათა მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს. მისი თქმით, მომხდარის გამო საქართველო დატოვა და ახლა უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება. „გამარჯობა მეგობრებო, წინასწარ ბოდიშს გიხდით, რომ ასე მიწევს თქვენთან დამშვიდობება, დროებით, მაგრამ მაინც. სულ ცოტა ხნის წინ ჩავფრინდი უსაფრთხო ქვეყანაში და ახლა უსაფრთხოდ ვარ. მომიწევს აგიხსნათ, რატომ და როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება. კვირას, 27 სექტემბერს, სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ, ჯამში 6 პირი იყვნენ, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ, მადებდნენ თავზე, მკერდზე და სხვა სხეულის ნაწილებზე. მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას. ეს წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც პოლიციამ დაიტოვა თავისი დანაშაულის ადგილი. მათი თითოეული ეს ქმედება მიმართული იყო ჩემი სამოქალაქო პოზიციისკენ, რადგან ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ "აკაცუკად" და აბუჩად იგდებდნენ ჩემს სამოქალაქო პოზიციას. ბევრმა იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის იმის გააზრება, რომ ოდესმე საქართველოს დატოვება მომიწევდა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა პოლიციურმა რეჟიმმა მოახერხა ჩემთვის ამ ჯოჯოხეთის შექმნა. რადგან ჩემგან სამშობლოს დატოვება არაფერს არ ნიშნავს იმ პოლიციელებისთვის ვინც ეს დანაშაული ჩაედინა, ამიტომ საჩივარი შევიტანე ამ არაადამიანების წინააღმდეგ, რომ მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს. ყველამ უნდა იცოდეს მაგათი ვინაობა და ჩადენილი დანაშაული”, - წერს ის სოციალურ ქსელში. https://ghn.ge/index.php/news/354957-27-sektembers-sarbenad-gasuli-gamachera-politsiam-6-iqvnen-gadamiqvanes-sasaflaoze-da-fizikurad-gamistsordnen-danit-gamikatsres-sakhe-da-iaraghit-memukrebodnen-maidzulebdnen-skesobrivi-kavshiris-damqarebas-sergi-qancheli 27 სექტემბერს, სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ, 6 იყვნენ, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ - მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1091821143.png 2026-10-07 354957 ერეკლე II-ის ცხოვრება გვახსენებს, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას - ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას - მიხეილ ყაველაშვილი ერეკლე მეფის მთავარი მორალური და პოლიტიკური საზრუნავი ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობისა და საკუთარი ხალხის გადარჩენა იყო, - ამის შესახებ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი FACEBOOK-ზე წერს. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პასუხისმგებლობას უკავშირდება. „ურთულეს გეოპოლიტიკურ ეპოქაში, როდესაც ქართლ-კახეთი ეგზისტენციალური საფრთხის, უწყვეტი აგრესიის, დემოგრაფიული კოლაფსისა და ერის ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე იდგა, ერეკლე მეფის მთავარი მორალური და პოლიტიკური საზრუნავი ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობისა და საკუთარი ხალხის გადარჩენა იყო. ქვეყნის გაერთიანების, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური განმტკიცებისა და განათლების განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა გამოხატავდა ერეკლე მეფის შორსმჭვრეტელ ხედვას: საქართველოს მომავალი დაჰფუძნებოდა ძლიერ სახელმწიფოს, განათლებულ საზოგადოებასა და ეროვნულ ერთიანობას. სწორედ ამით არის ერეკლე II-ის მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი დღესაც - მისი ცხოვრება გვახსენებს, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას. განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს თელავსა და სრულიად კახეთს. მეფე ერეკლე II-ის ხსოვნასა და მის სახელმწიფოებრივ მემკვიდრეობას მუდამ ღირსეული ადგილი ექნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი. https://ghn.ge/index.php/news/354958-erekle-ii-is-tskhovreba-gvakhsenebs-rom-kveqnis-samsakhurshi-qofna-gambedaobastan-ertad-moitkhovs-garshemo-shekmnili-geopolitikuri-motsemulobebis-gaazrebas-qvelaze-rtul-vitarebashi-erovnuli-interesebis-uzenaesobis-datsvas-mikheil-qavelashvili მიხეილ ყაველაშვილი - ერეკლე II-ის ცხოვრება გვახსენებს, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას - ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1687321932.jpeg 2026-10-07 354958 კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი გაუჩნდა - მედია 7 ოქტომბერს რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევის სოლომენსკის რაიონში 8 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს. ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარების მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის შედეგად რაიონში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. კიევის სოლომენსკის რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი შენობის პირველიდან მესამე სართულამდე გავრცელდა. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრეებმა ზედა სართულებიდან 12 ადამიანი გადაარჩინეს.   https://ghn.ge/index.php/news/354956-kievshi-rusetis-tavdaskhmis-shedegad-8-adamiani-dashavda-satskhovrebel-sakhlebs-tsetskhli-gauchnda-media კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელ სახლებში ხანძარია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1494513993.png 2026-10-07 354956 ჩვენ იმ ოთხი ქვეყნის რიგებში აღარ ვართ, რომლებისთვისაც მზადდება გზამკვლევი, ყველაფერი გაყინულია და ის, რომ ელჩები წინანდალში რთველზე მიდიან, ამას არ ცვლის - სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში დღეს დაგეგმილ დებატებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მაშინ, როცა ევროკავშირში გაფართოების შემდეგ ეტაპზე მსჯელობენ, საქართველო იმ ოთხ ქვეყანას შორის აღარ არის, რომლებისთვისაც შესაბამისი გზამკვლევი მზადდება. მისი თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი ამჟამად „შეჩერებული და გაყინულია“, თუმცა ევროპულ გზაზე დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს კვლავ ექნება შესაძლებლობა, გაფართოების პროცესის ნაწილი გახდეს. "ახლა მიდის მსჯელობა თუ როგორი უნდა იყოს შემდეგი გაფართოება. სამწუხაროა ის, რომ ჩვენ იმ ოთხი ქვეყნის რიგებში აღარ ვართ გათვლილი, რომლებისთვისაც მზადდება ის გზამკვლევი, მაგრამ საინტერესოა, რომ ეს გაფართოების თემა ისევ აქტუალურია, ძალიან ახლოს არის და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თუ შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ხელახლა დავაყენით იმ გზაზე, სადაც არის ჩვენი ადგილი, ჩვენ ადგილი იქ ასევე იქნება გათვალისწინებული. დღეს არ არის - დღეს შეჩერებულია ყველაფერი. მე არ მჯერა იმის, რომ  ჩვენ კანდიდატის სტატუსს წაგვართმევენ, გაჩერებულია, გაყინულია და ეს არის მათი პოზიცია ჩვენს მიმართ. ის, რომ აქაური ელჩები სადღაც წინანდალში რთველზე მიდიან, ამას არ ცვლის არანაირად. ეს გაყინული მდგომარეობა არის ერთის მხრივ, ძალიან სამწუხარო ჩვენთვის, რომელიც ასახავს იმ მდგომარეობას, რაშიც ჩაგვაყენა ხელისუფლებამ და მეორე მხრივ, იმასაც ასახავს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა ჩვენს მიმართ არ შეცვლილა. არ ეგუება არც ამ რიტორიკას, არც ამ ახალ მიმართულებას, არც საქართველოს რუსეთისკენ მიბრუნებას. დაელოდება, როდის დაუბრუნდება საქართველო თავის ჭეშმარიტ გზას. მე არაერთხელ მითქვამს, რომ წინააღმდეგი ვარ, საზოგადოებაზე გავრცელდეს სანქციები, მაგალითად უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი კავშირი ევროპასთან და ამ კავშირის შეწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ იქნებოდა, ამიტომაც ამის წინააღმდეგი ვარ. რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, ეს მათი გადასაწყვეტია", - განაცხადა სალომე ზურაბიშილმა "ფეისბუქ-ლაივში“.  ცნობისთვის, ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. https://ghn.ge/index.php/news/354955-chven-im-otkhi-kveqnis-rigebshi-aghar-vart-romlebistvisats-mzaddeba-gzamkvlevi-qvelaferi-gaqinulia-da-is-rom-elchebi-tsinandalshi-rtvelze-midian-amas-ar-tsvlis-salome-zurabishvili ჩვენ იმ ოთხი ქვეყნის რიგებში აღარ ვართ, რომლებისთვისაც მზადდება გზამკვლევი, ყველაფერი გაყინულია და ის, რომ  ელჩები წინანდალში რთველზე მიდიან, ამას არ ცვლის - სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1399288174.jpg 2026-10-07 354955 გიორგი დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენს ადვოკატს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება არ მისცეს - საია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატ ჯუმბერ ქათამაძეს შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება არ მისცეს, რამდენიმე საათის განმავლობაში დააყოვნეს და დაწესებულების დატოვება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც საკუთარი ჩანაწერები დახია. ორგანიზაცია მომხდარზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. "დღეს საიას ადვოკატი უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა პატიმარ გიორგი დავითაძესთან შესახვედრად. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გ. დავითაძე მიუთითებს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან მის გაუპატიურებაზე. შესაბამისად, საია, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაცია, პატიმარს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაწესებულების დატოვებისას, ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება. საია აღნიშნულ ქმედებას აფასებს როგორც საადვოკატო საქმიანობაში ჩარევას, ორგანიზაციის უფლებადაცვითი საქმიანობის ხელშეშლას და პატიმრისთვის ეფექტიანი სამართლებრივი დახმარების გაწევის დაბრკოლებას. ადვოკატის საქმიანობის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მასში ჩაურევლობა საქართველოს კანონმდებლობით დაცული პრინციპებია. პატიმრის ადვოკატთან შეხვედრის უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ შეხვედრაზე დაშვებით. იგი გულისხმობს სამართლებრივი დახმარების რეალურად მიღების შესაძლებლობას, რისთვისაც ადვოკატს უნდა შეეძლოს კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის გამოყენება. შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის აკრძალვა ამ შესაძლებლობას უშუალოდ აფერხებს და გაუმართლებლად ზღუდავს. მომხდარი განსაკუთრებით საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატის შეხვედრა უკავშირდებოდა პატიმრის განცხადებებს შესაძლო მძიმე სექსუალური ძალადობის შესახებ. ასეთ გარემოებებში სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიება და არ შექმნას დაბრკოლებები ინფორმაციის დოკუმენტირებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებისთვის. საიას ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაყოვნებული პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც იძულებული გახდა, დაეხია საკუთარი ჩანაწერები და მხოლოდ ამის შემდეგ დაეტოვებინა დაწესებულება. საია მოითხოვს: საქართველოს სახალხო დამცველისგან - დაუყოვნებლივ შეისწავლოს შემთხვევა, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების, ისე პატიმრის სამართლებრივი დახმარებისა და კონფიდენციალური კომუნიკაციის გარანტიების დაცვის კუთხით და ყურადღება მიაქციოს პატიმრის უსაფრთხოებასა და შესაძლო ზეწოლის რისკებს; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისგან - მოახდინოს დროული და ქმედითი რეაგირება ადვოკატის პროფესიული უფლებების დასაცავად და შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს მსგავსი შეზღუდვების აღკვეთის საკითხი; პროკურატურისგან - დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის გარემოებები. აღსანიშნავია, რომ საიას წარმომადგენლები შესაბამისი რეაგირების მისაღებად ცდილობდნენ სახალხო დამცველთან დაკავშირებასაც. ამასთან, ისინი ესაუბრნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და მიაწოდეს ინფორმაცია მომხდარის შესახებ მაშინ, როდესაც ადვოკატი ჯერ კიდევ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პატიმრის უფლებების დაცვა ვერ იქნება დამოკიდებული იმ უწყების ნებართვაზე, რომლის თანამშრომლების ქმედებებზეც იგი ჩივის. დამოუკიდებელი სამართლებრივი დახმარება და ადვოკატთან ურთიერთობის კონფიდენციალურობა უფლებების დაცვის აუცილებელი გარანტიებია და არა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ დასაშვები პრივილეგია. აქვე განვმარტავთ, რომ საია პატიმარ გ. დავითაძის საქმესთან მიმართებით განხორციელებული დოკუმენტირების შესახებ უახლოეს პერიოდში მიაწვდის საზოგადოებას უფრო ვრცელ ინფორმაციას", - ნათქვამია განცხადებაში.  https://ghn.ge/index.php/news/354954-giorgi-davitadzestan-shekhvedris-shemdeg-chvens-advokats-patimartan-shekhvedrisas-gaketebuli-chanatserebis-gatanis-ufleba-ar-mistses-saia გიორგი დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენს ადვოკატს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება არ მისცეს - საია სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/418358011.jpg 2026-10-07 354954 შალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. შეხვედრა საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის პირველი შეხვედრაა. შალვა პაპუაშვილმა მარკუს სტივენსს მადლობა გადაუხადა ნაურუს გადაწყვეტილებისთვის, რომლის საფუძველზეც ქვეყანამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება გააუქმა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის პატივისცემის ნათელი გამოვლინებაა. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის დასაწყისია. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გამოხატეს საპარლამენტო კავშირების განვითარების მზაობა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ნაურუს რეფორმების მიმართულებით მიღებული წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს. შეხვედრა ტანზანიის ქალაქ არუშაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.   https://ghn.ge/index.php/news/354953-shalva-papuashvilma-naurus-parlamentis-tavmjdomares-afkhazetisa-da-tskhinvalis-regionis-aghiarebis-gaukmebistvis-madloba-gadaukhada შალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1331706154.jpg 2026-10-07 354953 ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დაამარცხა. გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა (2022, 2023, 2024, 2026). მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. https://ghn.ge/index.php/news/354952-tato-grigalashvili-msoflios-otkhgzis-chempionia ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია სპორტი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/831336040.jpg 2026-10-07 354952 პრილუკში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, შორის ოთხი ბავშვია ჩერნიჰივის ოლქის ქალაქ პრილუკში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის ოთხი ბავშვია. კიდევ 55 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ჩერნიჰივის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩერნიჰივის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს რუსეთის ძალებმა ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. პოლიციის ცნობით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. აღნიშნულია, რომ დაზიანებულია 15 მრავალბინიანი და 16 კერძო საცხოვრებელი სახლი. დაზიანებული შენობების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის დგინდება. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. https://ghn.ge/index.php/news/354951-prilukshi-rusetis-saraketo-ierishis-shedegad-daghupulta-raodenoba-18-mde-gaizarda-shoris-otkhi-bavshvia პრილუკიში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1843249628.jpg 2026-10-07 354951 საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორობით შეიქმნა. სუპერ PLUS Visa ბარათი ექსკლუზიურ პირობებსა და მრავალფეროვან შეთავაზებებს აერთიანებს. მათ შორისაა:   PLUS ქულების დაგროვება განსაკუთრებული რაოდენობით: საქართველოს ბანკის ტერმინალებზე გადახდისას ყოველ 1 ლარზე 2.1 PLUS ქულა ირიცხება; გაორმაგებული ქულები ყოველდღიურ შესყიდვებზე: სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერ PLUS Visa ბარათით გადახდისას ქულები ორმაგდება (ყოველთვიურად გაორმაგებით მაქს. 10.000 PLUS ქულა); პერსონალიზებული შეთავაზებები: მომხმარებლებს მობილბანკიდან ყოველთვიურად შეუძლიათ თავად აირჩიონ სასურველი PLUS შეთავაზებები, რათა მათთვის საინტერესო კატეგორიებში კიდევ უფრო მეტი ქულა დააგროვონ.   ახალი SUPER ნაკრები ყოველდღიური საბანკო პროდუქტებისა და სერვისებისთვის სპეციალურ პირობებს აერთიანებს. მათ შორისაა   ვალუტის კონვერტაცია სპეციალური კურსით: მობილბანკსა და ინტერნეტბანკში SUPER ნაკრების რეზიდენტი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ვალუტის (GEL, USD, EUR) სტანდარტულზე უკეთესი კურსით გადაცვლა ყოველთვიური 10 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში; მუდმივი ფასდაკლებები: პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას მოქმედებს მუდმივი 20%-იანი ფასდაკლება (შეთავაზებების მიხედვით მაქსიმუმ 50%-მდე); სწრაფი ტრანზაქციები: მობილბანკიდან გადარიცხვები და გადმორიცხვები სრულდება მყისიერად, 24/7 რეჟიმში, პაკეტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში.   SUPER ნაკრებისა და მასში შემავალი სუპერ PLUS ბარათის გააქტიურება, სხვა არხებთან ერთად, შესაძლებელია საქართველოს ბანკის მობილბანკიდან.   https://ghn.ge/index.php/news/354950-sakartvelos-bankma-visa-stan-tanamshromlobit-akhali-super-plus-visa-barati-shekmna საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1971543388.jpg 2026-10-07 354950 ჩემთვის კორუფციაც არის „ნაცობა“, არასწორი ინტერპეტაციებით საუბარიც არის „ნაცობა“, ყველაფერი ასეთი მანკიერი მოვლენა არის ჩემთვის „ნაცობა“ - ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე თუკი ვინმემდე შეიძლება დავიყვანოთ წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა წარმატება არის გუნდის და გუნდურობის  შედეგი, იქნება ეს საგარეო სფეროში, ეკონომიკის სფეროში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "TV პირველის" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხებოდა საგარეო მიმართულებაზე.  მთავრობის მეთაურის თქმით, თუკი რაიმე არის პერსონებზე დამოკიდებული,  მათ შორის პრემიერ-მინისტრის პერსონაზე დამოკიდებული, ეს არის, პირველ რიგში კორუფცია. „ბუნებრივია, აქაც იყო გუნდი და გუნდის პოლიტიკას, გუნდის ქმედებებს მოჰყვა კონკრეტული შედეგები. ეს არის რეალური სურათი.  გუნდის ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი, პირველ რიგში, თუკი ვინმემდე შეიძლება დავიყვანოთ წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა წარმატება არის გუნდის და გუნდურობის  შედეგი, იქნება ეს საგარეო სფეროში, ეკონომიკის სფეროში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში. თუკი რაიმე არის პერსონებზე დამოკიდებული,  მათ შორის პრემიერ-მინისტრის პერსონაზე დამოკიდებული, ეს არის, პირველ რიგში კორუფცია. ჩვენ რაც გავაკეთეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ეს იყო ის, რომ გავასუფთავეთ მთლიანად ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან. ქვედა დონეზე გრძელდება მუდმივად მუშაობა. ჩვენ გავაკეთეთ ეს და აქაც, მთავარი დამსახურება მიუძღვის ამ შემთხვევაშიც ბიძინა ივანიშვილს, რომელიც გამოვიდა პარტიის ყრილობაზე და მკაფიო მინიშნება გააკეთა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ამას სჭირდებოდა აღსრულება და ჩვენ აღვასრულეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება, ჩვენ მოვახერხეთ სწორედ ბოლო 2 წლის განმავლობაში. წელიწადნახევარი დაგვჭირდა პრინციპული გარდატეხის შესატანად და წელსაც გრძელდებოდა ეს პროცესები და წლის ბოლომდე კიდევ რაღაცებს მივიყვანთ ბოლომდე. პრინციპულად გავათავისუფლეთ ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან. თუ სადმე შეიძლება ვისაუბროთ ვინმეს პერსონალურ როლზე, ეს არის ზუსტად ის თემა - კორუფციასთან ბრძოლა ირაკლი კობახიძე: ამ თემებში სიღრმისეულად ვერ შევალთ. ძალიან კარგად იცის მან, საიდან დაიწყო ეს პრობლემები, რამხელა უსამართლობა იყო 2022 წელს, ვინ იყო პრემიერი, 2023 წელს რამხელა უსამართლობა იყო, ვინ  იყო მაშინ პრემიერი. მაშინ წამოვიდა მთელი უსამართლობა. როცა იცის, რამხელა უსამართლობა იყო ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან და მაშინდელი ამერიკული ბიუროკრატიის მხრიდან და მაინც ცდილობს, რომ აქცენტი სხვაგან გადაიტანოს, ეს არის „ნაცობა“ , - თქვა .კობახიძემ. . ჟურნალისტი: "ნაცია" ირაკლი ღარიბაშვილი? "არა, არა, აქედან ჩანს, რომ „ნაცობა“ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პარტიულ კუთვნილებას. „ნაცური“ აზროვნება შეიძლება დაკავშირებული იყოს პარტიულ კუთვნილებასთანაც და შეიძლება არ იყოს პარტიულ კუთვნილებასთან. კორუფციაც ჩემთვის არის „ნაცობა“, არასწორი ინტერპეტაციებით საუბარიც არის „ნაცობა“. ყველაფერი ასეთი მანკიერი მოვლენა არის ჩემთვის „ნაცობა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://ghn.ge/index.php/news/354949-chemtvis-koruftsiats-aris-natsoba-arastsori-interpetatsiebit-saubarits-aris-natsoba-qvelaferi-aseti-mankieri-movlena-aris-chemtvis-natsoba-irakli-kobakhidze-irakli-gharibashvilze კორუფციაც ჩემთვის არის „ნაცობა“, არასწორი ინტერპეტაციებით საუბარიც არის „ნაცობა“, ყველაფერი ასეთი მანკიერი მოვლენა არის ჩემთვის „ნაცობა“ - ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/314390072.jpg 2026-10-07 354949 ბიძინა ივანიშვილი არის გუნდის ლიდერი, ის არის პოლიტიკაში, არსად არ ბრუნდება, ის უკვე პოლიტიკაშია - ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველა იმ მიღწევაში, რომელიც აქვს საქართველოს და მმართველ გუნდს. „ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ის არის გუნდის ლიდერი, ის არის პოლიტიკაში. არსად არ ბრუნდება, ის უკვე პოლიტიკაშია. ის განმსაზღვრელ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქვეყანაში მშვიდობის დაცვაში, ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. მე მისგან ვიცი, რომ მას აქვს სურვილი, ყველაფერი გაგრძელდე ისე, როგორც არის. ის არის გუნდის პოლიტიკური ლიდერი და შესაბამისად, ის გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველა იმ მიღწევაში, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს გუნდს. ეს არის ის მოცემულობა. ბიძინა ივანიშვილი არის ჩართული პოლიტიკაში, როგორც ჩვენი გუნდის ლიდერი. მას აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ეს ნება ყველასთვის არის ცნობილი. პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერ-მინისტრად, თუმცა რის სურვილიც ჰქონდა, იმ სურვილის მიხედვით იმოქმედა და დღემდე მოქმედებს. ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, მშვიდობას, ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა. https://ghn.ge/index.php/news/354948-bidzina-ivanishvili-aris-gundis-lideri-is-aris-politikashi-arsad-ar-brundeba-is-ukve-politikashia-irakli-kobakhidze ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ის არის გუნდის ლიდერი, ის არის პოლიტიკაში. არსად არ ბრუნდება, ის უკვე პოლიტიკაშია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/36187524.jpg 2026-10-07 354948 ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი - პაპუაშვილი საქართველოში და მეორე - კალუგინი მოსკოვში, ივანიშვილის რეჟიმმა გააუქმა ჩვენი ევროპული მომავალი - სალომე სამადაშვილი "ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. სამადაშვილი ასევე გამოეხმაურა მარტა კოსის განცხადებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პასუხს. ოპოზიციონერის თქმით, ბრიუსელში გაკეთებული შეფასებები „არის განაჩენი ივანიშვილის რეჟიმისთვის“. „ჩვენ გვსურს გამოვეხმაუროთ ბრიუსელში გაკეთებულ შეფასებებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით. საქართველო დღეს მხოლოდ ქაღალდზეა ევროპაში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ის განაჩენი, რაც ბრიუსელმა გამოუტანა ივანიშვილის რეჟიმს, როდესაც ევროკომისარმა გაფართოების მიმართულებით, მარტა კოსმა გვითხრა, რომ რეალურად ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს არის უმძიმესი გზავნილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვრჩებით მარტო, სრულიად დაუცველი რუსეთის წინაშე. ცხადია, რუსეთის წარმომადგენლებს ძალიან უხარიათ შექმნილი ვითარება. ერთობლივი და სრულიად სინქრონიზებული გზავნილით, ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი: ერთი, ბატონი შალვა პაპუაშვილი საქართველოში და მეორე, რუსეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი, ბატონი კალუგინი მოსკოვში. სრულიად ერთი გზავნილით ორივე მათგანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ შეესაბამება ქართველი ხალხის სუვერენულ ინტერესებს და დამაზიანებელია საქართველოსთვის. ეს ადასტურებს მხოლოდ იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ სწორედ რუსეთის დაკვეთით გააუქმა ივანიშვილმა საქართველოს ევროპული მომავალი. რუსეთის წარმომადგენელ პაპუაშვილს რომ ვუპასუხო, დღეს საქართველოს სახელმწიფო არის ქაღალდზე დარჩენილი ცნება, იმიტომ, რომ სახელმწიფოს მთავარი ატრიბუტი არის საგარეო სუვერენული პოლიტიკის წარმოება და ეს პოლიტიკა უნდა ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას. ივანიშვილის რეჟიმმა, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, გააუქმა ჩვენი ევროპული მომავალი და ამას დღეს მიესალმება რუსეთი. ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანი რომ არის ევროპა, ეს არაერთხელ დადასტურდა. ივანიშვილმა ქართველ ხალხზე ძალადობით, დარბევით, ძვლების დამტვრევით და, სავარაუდოდ, უცნობი ქიმიური იარაღის გამოყენებით სცადა ჩაეხშო საზოგადოებრივი პროტესტი, მაგრამ ეს პროტესტი გრძელდება. აქვე მინდა ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ გგონიათ, რომ ის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს საქართველოს ოპოზიციური სპექტრის წინააღმდეგ, არ გეხებათ თქვენ. პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების მცდელობა შეუძლებელს გახდის, ცხადია, რაიმე პროგრესის მიღწევას საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. ესეც არის რუსეთის დავალება, რომ ჩვენი ევროპული მომავალი საბოლოოდ გაუქმდეს. ვისარგებლებ შემთხვევით და ორიოდე სიტყვით გეტყვით, რას გვაკარგვინებს ივანიშვილი. იმიტომ, რომ ევროკავშირმა მიიღო მტკიცე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ გაწევრიანების პროცესის დასრულებამდეც კი წარმატებულ კანდიდატ ქვეყნებს გაუხსნას მთელი რიგი შესაძლებლობები ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, სიკეთეებს რაც შეეხება. ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას, ვისარგებლოთ ისეთი შესაძლებლობებით, როგორიცაა შრომის, ჯანდაცვის, განათლების მიღების შესაძლებლობა ევროკავშირში. ჩვენ ვკარგავთ მილიონობით სტრუქტურული განვითარების ფონდებს, რომ განახლდეს ჩვენი ინფრასტრუქტურა. რაც მთავარია, ჩვენ ვკარგავთ უსაფრთხოების ქოლგას. ამიტომ ცხადია და აბსოლუტურად გასაგებია, ვინმე კალუგინი რატომ მიესალმება იმას, რომ საქართველო აღარ არის ევროკავშირის მოკავშირე. გუშინ გაკეთებული შეფასებები ბრიუსელში ეს არის განაჩენი ივანიშვილის რეჟიმისთვის, იმიტომ რომ სწორედ სახელმწიფოებრივი საბოტაჟის აქტია ჩვენი ევროპული მომავლის გაუქმება და ამაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ივანიშვილის პოლიტიკურ დაჯგუფებას. აუცილებლად დადგება დრო, როცა მათ მოუწევთ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება“, - განაცხადა სამადაშვილმა. შეგახსენებთ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა გუშინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. მისივე თქმით, ის რაც ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება გაფართოების ანგარიშში. „როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა", - განაცხადა მარტა კოსმა. თავის მხრივ, ევროკომისრის პოზიციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, ბრიუსელისთვის რომ დაეჯერებინათ და რუსეთთან ესკალაციაზე წასულიყვნენ, საქართველო დღეს, უკრაინის მსგავსად ომისგან დანგრეული ქვეყანა იქნებოდა. მისი თქმით, ჯობია, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო". https://ghn.ge/index.php/news/354947-briuselis-gantskhadebas-gamoekhmaura-rusetis-ori-tsarmomadgeneli-erti-papuashvili-sakartveloshi-da-meore-kalugini-moskovshi-ivanishvilis-rezhimma-gaaukma-chveni-evropuli-momavali-salome-samadashvili სალომე სამადაშვილი - ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი - პაპუაშვილი საქართველოში და მეორე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/928319827.png 2026-10-07 354947 კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები იმის მაჩვენებელია, რომ სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს ჩვენი პენიტენციური სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უწყება არის ღია და გახსნილი ყველას მიმართ, ესეც არის საქართველოს მთავრობის სტანდარტი და ამ შემთხვევაშიც ეს სტანდარტი არის დაცული.  „როცა საჭიროა იძულების ზომის გამოყენება პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, ეს იძულების ზომა გამოიყენება, თუმცა როგორც კადრებმა აჩვენა, ეს ყველაფერი ხორციელდება პროპორციულობის პრინციპის, თანაზომიერების პრინციპის დაცვით. მე ვიცი, რა არის საერთაშორისო სტანდარტები და ამ შემთხვევაში პენიტენციური სამსახური მოქმედებდა სწორედ სტანდარტების შესაბამისად, პროპორციულობის, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. ყველა უწყება არის ღია და გახსნილი ყველას მიმართ ესეც არის ჩვენი სტანდარტი და ამ შემთხვევაშიც ეს სტანდარტი არის დაცული. თუ არის პრეტენზიები, ყველას შეუძლია, მიმართოს შესაბამის უწყებებს, მათ მიმართეს სახალხო დამცველს, მიმართეს სხვა უწყებებს, რა თქმა უნდა, ყველა უწყება გასცემს პასუხს ყველა შეკითხვას, ეს არის  ჩვენი პასუხისმგებლობა და ასე მოქმედებს ყველა სახელმწიფო უწყება.  გამოძიების პირველადი შედეგები რა თქმა უნდა, ვიცით, თუმცა ერთ რამეს მოგახსენებთ, რომ რაც მალე დაიხურება ასეთი გამოძიება, მით უკეთესი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება მალე იქნას ბოლომდე მიყვანილი.  კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტების შესაბამისად და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://ghn.ge/index.php/news/354946-kadrebshi-chans-rom-penitentsiuri-utsqeba-mokmedebda-standartebisa-da-proportsiulobis-printsipis-shesabamisad-irakli-kobakhidze კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1757746104.jpg 2026-10-07 354946 ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება, ევროკომისიის პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ, რასაც ვერ ახერხებენ - ირაკლი კობახიძე ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება ევროკომისიის პასუხისმგებლობას მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ. „ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება. თუ ორი-სამი წლის წინ ჩვენ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების და DCFTA-დან გამომდინარე ვალდებულებების დაახლოებით 6-65% გვქონდა შესრულებული, ახლა შესრულებული გვაქვს დაახლოებით 90%. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ევროკომისიის, ევროპული ბიუროკრატიის პასუხისმგებლობას, მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი დამოკიდებულება. მათ მაგივრად ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა პრემიერმა. https://ghn.ge/index.php/news/354945-chveni-pasukhismgeblobaa-qvelaferi-gavaketot-evrointegratsiis-gzaze-iguliskhmeba-chveni-valdebulebebis-shesruleba-evrokomisiis-pasukhismgeblobaa-jansaghi-formit-samartlianad-imokmedon-rasats-ver-akherkheben-irakli-kobakhidze ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება, ევროკომისიის პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ, რასაც ვერ ახერხებენ - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1279813285.jpg 2026-10-07 354945 ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა 7 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6021 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.04 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.48 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9115 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.83 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4395 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.29 თეთრი შეადგინა. https://ghn.ge/index.php/news/354944-lari-dolartan-da-evrostan-gamqarda ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1552585326.jpeg 2026-10-07 354944 ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს გზას ევროინტეგრაციის მიმართულებით, ევროკომისიას თუ ექნება ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია - ირაკლი კობახიძე  თუ ექნება ევროკომისიას ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო პირნათლად ასრულებს ვალდებულებებს. „ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა არჩეული, მთავარია, რომ ვიხილოთ სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა ეროკომისიის მხრიდან. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკური სურვილი, ჩვენი პოლიტიკური ნება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს გზას ევროინტეგრაციის მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90 პროცენტი არის შესრულებული. ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. იცით, რა მდგომარეობაა საქართველოში, რამდენად ვუსწრებთ წინ ათასი ნაბიჯით როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, სხვა კანდიდატ ქვეყნებს, დანარჩენი უკვე არის ჯანსაღი დამოკიდებულების ამბავი. თუ ექნება ევროკომისიას ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://ghn.ge/index.php/news/354943-chven-ganvagrdzobt-chvens-gzas-evrointegratsiis-mimartulebit-evrokomisias-tu-ekneba-jansaghi-damokidebuleba-sakartvelos-mimart-am-shemtkhvevashi-sheuferkheblad-gagrdzeldeba-sakartvelos-evropuli-integratsia-irakli-kobakhidze ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს გზას ევროინტეგრაციის მიმართულებით, ევროკომისიას თუ ექნება ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია - ირაკლი კობახიძე  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1690183593.jpg 2026-10-07 354943 თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ - ირაკლი კობახიძე თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის გზა არის მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების გზა.  „თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში. ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ უკრაინას და მოლდოვას. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა, ეკონომიკური განვითარების გზა და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. https://ghn.ge/index.php/news/354942-tuki-raimeshi-ustsrebs-sakartvelos-moldova-da-ukraina-mkholod-uarqofit-machveneblebshi-ghmertma-dagvifaros-am-qvelafershi-gadavastsrot-irakli-kobakhidze თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ,  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2091762843.jpg 2026-10-07 354942 ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, რა სტანდარტებით მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემა, ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატება - კობახიძე იყო გარკვეული სპეკულაციები, რასთან დაკავშირებითაც ყველას გაქვთ ინფორმაცია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რა სტანდარტებით მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა.  მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება ბოლომდე აკონტროლებს ვითარებას.  „იყო გარკვეული სპეკულაციები, რასთან დაკავშირებითაც ყველას გაქვთ ინფორმაცია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს. შეიძლება, სადღაც იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა ვითარება აბსოლუტურად, სრულად ექვემდებარება კონტროლს, არ არის სიმშვიდის დარღვევის არავითარი საფუძველი. იუსტიციის სამინისტრო, ყველა შესაბამისი უწყება ბოლომდე აკონტროლებს ვითარებას.  რეალურად, საფუძველი არ ჰქონდა სპეკულაციებს, აქედან გამომდინარე, ყველაფერი ძალიან მარტივად დამშვიდდა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, როგორ არის მოწყობილი სისტემა, რა სტანდარტებით მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემა, აქედან გამომდინარე, ასეთ ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა,“- აღნიშნა პრემიერმა. https://ghn.ge/index.php/news/354941-qvelam-dzalian-kargad-itsis-ra-khdeba-sasjelaghsrulebis-sistemashi-sakartveloshi-ra-standartebit-mushaobs-sasjelaghsrulebis-sistema-khelovnur-spekulatsiebs-ver-ekneba-veravitari-tsarmateba-kobakhidze ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, რა სტანდარტებით მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემა, ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატება - კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1416182864.jpg 2026-10-07 354941 უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნას დათანხმდა, რომლებსაც მანამდე ბლოკავდა - უკრაინული მედია უნგრეთმა მოხსნა ბლოკირება და დათანხმდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შემდგომ ეტაპზე გადასვლას, მათ შორის მეორე და მესამე მოლაპარაკების კლასტერების გახსნას, რომლებსაც მანამდე ბუდაპეშტი ბლოკავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირის საკითხებზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა, COELA-მ უკრაინისთვის მეორე და მესამე კლასტერების ფარგლებში ჩატარებული სკრინინგის შედეგები დაამტკიცა. „დღეს Coreper-ის [ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი] სხდომაზე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ უკრაინისა და მოლდოვის მთავრობებს გაეგზავნოთ წერილები მოლაპარაკებების პოზიციების წარდგენის შესახებ“, - განაცხადა წყარომ. მეორე კლასტერი მოიცავს „შიდა ბაზრის“, ხოლო მესამე - „კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის“ საკითხებს. ევროკავშირის ორივე კლასტერზე მოლაპარაკებების პოზიციის პროექტი უახლოეს დღეებში COELA-ს სხდომაზე უნდა მომზადდეს. წყაროს თქმით, პროცედურის შემდგომი ეტაპები შესაძლოა საკმაოდ სწრაფად წარიმართოს. https://ghn.ge/index.php/news/354940-ungreti-ukrainis-evrokavshirshi-gatsevrianebis-molaparakebebis-me-2-da-me-3-klasterebis-gakhsnas-datankhmda-romlebsats-manamde-blokavda-ukrainuli-media უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნას დათანხმდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1204301748.jpg 2026-10-07 354940 საფრანგეთში, მოსწავლეების აქციებზე პოლიციას ხმოვან-მანათობელი ყუმბარების გამოყენება აეკრძალა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნიუნესმა მოსწავლეთა საპროტესტო აქციების ფარგლებში პოლიციის მიერ ხმოვანი ყუმბარების გამოყენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ლანსში, 15 წლის მოზარდმა პოლიციის მიერ გამოყენებული ყუმბარის აფეთქების შედეგად ხელი დაკარგა.  ნიუნესმა განაცხადა, რომ ყუმბარების გამოყენება შეჩერდება მანამდე, ვიდრე ინციდენტის ყველა გარემოება არ დადგინდება. საფრანგეთის პოლიციის გენერალურმა დირექტორმა შესაბამისი დროებითი გადაწყვეტილება უკვე 6 ოქტომბერს გასცა. მინისტრის ინფორმაციით, მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე პოლიციის გენერალურმა ინსპექციამ 18 გამოძიება დაიწყო. საფრანგეთში მოსწავლეთა პროტესტები რამდენიმე კვირაა გრძელდება. დემონსტრანტები სკოლებში უკეთეს პირობებს, დამატებით მასწავლებლებსა და განათლებისთვის დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ. ბოლო დღეებში აქციების ნაწილი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.   https://ghn.ge/index.php/news/354939-safrangetshi-mostsavleebis-aktsiebze-politsias-khmovan-manatobeli-qumbarebis-gamoqeneba-aekrdzala საფრანგეთში, მოსწავლეების აქციებზე პოლიციას ხმოვან-მანათობელი ყუმბარების გამოყენება აეკრძალა, მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/625308800.png 2026-10-07 354939 პოლონეთის ერთ-ერთ სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა პოლონეთის ქალაქ ოსტროლენკაში, პროფესიულ სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას პოლონური მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდასხმა პროფესიულ სკოლაში ოთხშაბათს დილით მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული 19 წლის კაცია, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეა. მან თავდასხმის შემდეგ სკოლის ტერიტორია დატოვა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება მალევე შეძლეს. დაშავებულთა უმეტესობა მოსწავლეა, მათ შორის ერთი მასწავლებელიცაა. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ქალაქ ოსტროლენკის მერმა პაველ ნევიადომსკიმ განაცხადა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია და შემთხვევას სამართალდამცველები იძიებენ. https://ghn.ge/index.php/news/354938-polonetis-ert-ert-skolashi-danit-tavdaskhmis-shedegad-sul-mtsire-8-adamiani-dashavda პოლონეთის სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1737551457.jpg 2026-10-07 354938 ლიეტუვამ, შესაძლოა, რუსეთიდან ტრანზიტი შეზღუდოს, თუ შავი ჭირის საფრთხე დადასტურდება ლიეტუვამ შესაძლოა რუსი მოქალაქეების ქვეყნის გავლით ტრანზიტი შეზღუდოს, თუ რუსეთში პნევმონიური ჭირის შემთხვევა დადასტურდება და დაავადება ლიეტუვისთვის საფრთხეს შექმნის. ამის შესახებ ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრმა ლინას კუკურაიტისმა განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ვითარების მასშტაბსა და მიღებული ინფორმაციის სანდოობაზე იქნება დამოკიდებული და შესაბამისი ზომები ევროკავშირის პარტნიორებთან კოორდინაციით მიიღება. „შეიძლება, ეს, რა თქმა უნდა, მასშტაბსა და ინფორმაციის სიზუსტესა და სანდოობაზეა დამოკიდებული. თუმცა, ეს გადაწყვეტილებები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიიღება. კოვიდის პერიოდიდან მოყოლებული, ტრანსპორტის შეზღუდვისთვის საერთო ალგორითმები გვაქვს შემუშავებული“,- განაცხადა კუკურაიტისმა. მინისტრის თქმით, ლიეტუვა და ევროპის სხვა ქვეყნები, ისევე როგორც აშშ, რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ინტენსიურად აკვირდებიან. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთში ფილტვის ჭირის შემთხვევა ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) ინფორმაციითაც, ამ დროისთვის არ არსებობს მეორეული შემთხვევების ან დაავადების ადამიანიდან ადამიანზე მდგრადი გადაცემის მტკიცებულება. ორგანიზაცია ვითარებას აკვირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთის ირკუტსკის ოლქში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. ორგანიზაციის წინასწარი შეფასებით, ფართო მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკი დაბალია. https://ghn.ge/index.php/news/354937-lietuvam-shesadzloa-rusetidan-tranziti-shezghudos-tu-shavi-chiris-safrtkhe-dadasturdeba ლიეტუვამ, შესაძლოა, რუსეთიდან ტრანზიტი შეზღუდოს, თუ შავი ჭირის საფრთხე დადასტურდება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1004197787.jpg 2026-10-07 354937 ლევან იოსელიანი ერთადერთია, რომელსაც ციხეში მუდმივად შესვლა შეუძლია, დააძალეთ, რომ ადგეს, კეთილი ინებოს და რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა დააწესოს - ელენე ხოშტარია ლევან იოსელიანი, როგორი ფორმალური სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს მას, დღეს ერთადერთი ინსტიტუტი და ადამიანია, რომელსაც ციხეში მუდმივად შესვლა შეუძლია - დააძალეთ, რომ ადგეს, კეთილი ინებოს და [რუსთავის N6 დაწესებულებაში] მორიგეობა დააწესოს! ეს ბიჭები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დატოვოს, რადგან ყოველი წუთი, როდესაც ისინი მარტო არიან, პროვოკაციებისა და ძალადობის საფრთხის ქვეშ არიან! - ამ მიმართვას საპატიმრო დაწესებულებიდან “დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ავრცელებს. “ძალიან მინდა, ციხის ამბებზე საზოგადოებას მივმართო და გითხრათ, რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად. ძალიან კარგად მესმის, თუ რა სიმძიმის საკითხია, როგორი საგანგებო საკითხია და ვერ მოვისვენებ, თუ ჩემს პოზიციას არ გაგიზიარებთ. პირველი, რა თქმა უნდა, სოლიდარობა ყველა მსხვერპლს ამ კრიმინალური სისტემის - ყველა ადამიანს, რომელიც ახლა ამ წუთებშიც საფრთხეშია. მინდა გითხრათ, რომ ოთხი რამ არის გასაკეთებელი, რაც ამ სიტუაციას მოკლე ვადაში გამოასწორებს. პირველი, მიმართვა კარგად გაიაზროთ და კარგად აღიქვათ, რომ მეექვსე პენიტენციურ დაწესებულების პატიმრები უბრალოდ პატიმრები არ არიან. ისინი არიან მძევლები კრიმინალების ხელში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ გაგეგოთ, რომ ქვეყანაში არიან კრიმინალები, ადამიანები მოიტაცეს და რასაც უნდათ იმას უზამენ, სანამ არ ვუშველით, აი ამ მდგომარეობაში არიან - ნებისმიერი წუთი, როდესაც ისინი მარტო არიან ამ ჯალათ დირექტორთან და ამ ჯალათ ოფიცრებთან, არიან საფრთხის ქვეშ. ამიტომ საზოგადოებას მინდა ვუთხრა ერთი კონკრეტული რამ: - რაც მათ დაიცავთ, ეს არის თქვენი ხმაური, თქვენი აქტიურობა, თქვენი მოქმედება. ნებისმიერი პოსტი, რომელსაც დაწერთ, ნებისმიერი უკმაყოფილო სიტყვა, რომელსაც დაწერთ, ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელსაც დაწერთ, ამ ბიჭებს ეხმარება. დარწმუნებული ვარ, როდესაც გამოცხადებული იქნება აქცია, გარანტიას გაძლევთ, თუ ქუჩა გაივსება, ეს ბიჭები დაცულები იქნებიან. თუ გაივსება ქუჩა და ბევრი ადამიანი გამოვა, ეს მხდალი ჯალათები ამ რაღაცების გაკეთებას ვერ გაბედავენ. მეორე - მივმართავ ბადრაგებს, ოფიცრებს, რომლებიც ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობენ. პირადად ვიცნობ ბევრ კეთილსინდისიერ, ძალიან პროფესიონალ, გულიან, ადამიანურ ოფიცრებს. მოგმართავთ თქვენ - ვიცი, რომ ეს თქვენთვის მიუღებელია. ვიცი, რომ ეს თქვენ სრულიად დაუმსახურებლად გცხებთ ჩირქს. ამიტომ გთხოვთ, თქვენც ამოიღეთ ხმა. პენიტენციური სისტემის დირექტორებო, თანამშრომლებო ამოიღეთ ხმა! ნუ იქნება ეს საჯაროდ, თუ ამის გეშინიათ - ერთმანეთში შეთანხმდით, ამოიღეთ სისტემის შიგნით ხმა და სისტემიდან ამ ჯალათების გაგდება მოითხოვეთ! მესამე - სახალხო დამცველად წოდებული ლევან იოსელიანი სახალხო დამცველი კი არა, იქით დასაცავია! ლევან იოსელიანი, რაც არ უნდა ფორმალური სტატუსი ჰქონდეს, დღეს ერთადერთი ინსტიტუტი და ადამიანია, რომელსაც მუდმივად ციხეში შესვლა შეუძლია. დააძალეთ, რომ ადგეს, კეთილი ინებოს, დააწესოს მორიგეობა და ეს ბიჭები არც ერთი წუთით მარტო არ დატოვოს, რადგან ყოველი წუთი როდესაც ისინი მარტო არიან დატოვებული, პროვოკაციების და ძალადობის საფრთხის ქვეშ არიან. მათ აუცილებლად რაღაც მოუვათ, თუ მოვადუნებთ ყურადღებას. ამიტომ ადგეს ეს იოსელიანი, რა უნდა ოფისში, როდესაც ადამიანები ასეთი საფრთხის ქვეშ არიან. ყველა მათი თანამშრომელი გაბრძანდეს, წაბრძანდეს, შებრძანდეს და მათი მხარდაჭერა აბსოლუტურად ყველა პატიმარმა დაინახოს. მეოთხე - დიდი მადლობა ადვოკატებს, რომლებიც ძალიან აქტიურობენ. მინდა დანარჩენ ადვოკატებსაც ვთხოვო, რომ მეტია საჭირო. დავაწესოთ მორიგეობა ციხეში, დღის განმავლობაში, ექვს საათამდე მაინც თქვენ შეძლებთ, რომ იქ იყოთ, ესაუბროთ ამ პატიმრებს და ბადრაგებმაც - ამ მოძალადე ჯალათებმა დაინახონ, რომ ისინი მარტო არ არიან. გააკეთეთ ეს, დააწესეთ მორიგეობა და არ დატოვოთ არც ერთი წუთი მარტო. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, პატიმრები არიან დღეს მძევლები და მათ თავის დაცვა, თუ ჩვენ ეს ოთხი პუნქტი არ გავაკეთეთ, თავად არ შეუძლიათ. მადლობა გიორგი დავითაძეს, ძალიან დიდი მადლობა ასე სხვა პატიმრებზე და საზოგადოებაზე ზრუნვისთვის“, - აცხადებს ელენე ხოშტარია. https://ghn.ge/index.php/news/354936-levan-ioseliani-ertadertia-romelsats-tsikheshi-mudmivad-shesvla-sheudzlia-daadzalet-rom-adges-ketili-inebos-da-rustavis-n6-datsesebulebashi-morigeoba-daatsesos-elene-khoshtaria ელენე ხოშტარია - ლევან იოსელიანი ერთადერთია, რომელსაც ციხეში მუდმივად შესვლა შეუძლია - დააძალეთ, რომ ადგეს, კეთილი ინებოს და რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა დააწესოს! პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1413101628.png 2026-10-07 354936 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალებისთვის ორდღიანი ლიდერობის პროგრამა გაიმართა. 24-25 სექტემბერს, ბათუმში გამართული პროგრამა საშუალო და მაღალი რგოლის ქალი პროფესიონალებისთვის იყო განკუთვნილი და მიზნად ისახავდა მათი ლიდერული უნარების განვითარებას, პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და კარიერული შესაძლებლობების ხელშეწყობას. ორდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ეფექტური კომუნიკაცია, გუნდის მართვა, ონლაინუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები.  შეხვედრებს დარგის გამოცდილი ექსპერტები და პროფესიონალები უძღვებოდნენ: თინათინ სტამბოლიშვილი, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი და ინტეგრირებული კომუნიკაციებისა და ქცევის ექსპერტი; ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი და BTU-ს ასოცირებული პროფესორი; სალომე არღვლიანი, მეწარმე და EVA-ს დამფუძნებელი. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები საქართველოს ბანკის SOLO ბიზნეს ლაუნჯსაც ესტუმრნენ, სადაც პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და ახალი საქმიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობა მიეცათ. აღსანიშნავია, რომ WIMA Europe-ის ახალი წევრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს დარგობრივი სიახლეებისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ. WIMA Europe საზღვაო სექტორში დასაქმებულ ქალთა პირველი ევროპული გაერთიანებაა, რომელიც საკვანძო როლს შეასრულებს მეზღვაურობაში, საპორტო საქმიანობასა და ლოგისტიკაში დასაქმებული ქალების გაერთიანების, წახალისებისა და პროფესიული განვითარების მხრივ.  https://ghn.ge/index.php/news/354935-sakartvelos-bankis-mkhardacherit-sazghvao-da-logistikis-sektoris-tsarmomadgeneli-kalebistvis-liderobis-programa-gaimarta საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1126492530.jpg 2026-10-07 354935 მთელი საპატიმრო აპროტესტებდა გიორგი დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას, იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები, არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება - ალეკო ელისაშვილი პენიტენციური დეპარტამენტი 2 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იტყუება და თავს იკატუნებს. საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ელისაშვილი სოლიდარობას უცხადებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს. "პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მსჯავრდებული დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ. პენიტენციური დეპარტამენტი 2 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იტყუება და თავს იკატუნებს. საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები. არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება. ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს. აღსანიშნავია, რომ იმ ღამეს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ პატიმრებს. ციხეში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. ამ ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია გაირკვეს, სად არიან გადაყვანილი პატიმრები და რა მდგომარეობაში არიან ისინი ახლა. უტარდებათ თუ არა შესაბამისი დახმარება. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს. ვითარების განმუხტვა არ მოხდება დროული, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების გარეშე. თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას, და ყველა ამ პირმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით", - წერს ელისაშვილი. https://ghn.ge/index.php/news/354934-mteli-sapatimro-aprotestebda-giorgi-davitadzis-mimart-chadenil-araadamianur-mopqrobas-iqo-khmamaghali-protesti-ingreoda-da-zanzarebda-tsikhe-iletseboda-shushebi-araertma-patimarma-miiqena-tvitdazianeba-aleko-elisashvili , იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები, ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა - ალეკო ელისაშვილი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1962256298.png 2026-10-07 354934 რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ატარებს, ცდილობს, მშვიდობიანი უკრაინელებისთვის ყოველდღიური ცხოვრება შეუძლებელი გახადოს - ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაზე რუსეთის ბოლო მასშტაბურ თავდასხმებს გამოეხმაურა  და მოსკოვი „ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიაში“ დაადანაშაულა. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინისთვის დრონებისა და რაკეტების შესაძენად 1.24 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. „რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ატარებს. ის ცდილობს, მშვიდობიანად ცხოვრების მსურველი უკრაინელებისთვის ყოველდღიური ცხოვრება შეუძლებელი გახადოს. ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად ევროპა მხარდაჭერას აძლიერებს. სხვებმაც უნდა გააძლიერონ საკუთარი მხარდაჭერა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.   https://ghn.ge/index.php/news/354933-ruseti-teroris-mizanmimartul-strategias-atarebs-tsdilobs-mshvidobiani-ukrainelebistvis-qoveldghiuri-tskhovreba-sheudzlebeli-gakhados-ursula-fon-der-laieni რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ატარებს, ცდილობს, მშვიდობი უკრაინელებისთვის ყოველდღიური ცხოვრება შეუძლებელი გახადოს - ურსულა ფონ დერ ლაიენი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1554182878.jpg 2026-10-07 354933 ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას, ციხიდან არ გახმოვიდეო, ახლა შვილი ბურჭულაძე მამას მიმართავს, ციხეში იჯექი, არ გამოხვიდეო, სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს - შალვა პაპუაშვილი შუქრი ბურჭულაძე მოუწოდებს მამამისს, არ გამოვიდეს ციხიდან. სასწაული შვილების თაობა წამოვიდა, ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას, ციხიდან არ გახმოვიდეო. კიდევ კარგი, მამამ შვილს არ დაუჯერა, ახლა შვილი ბურჭულაძე მამა ბურჭულაძეს მიმართავს, ციხეში იჯექი, არ გამოხვიდეო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „სახელმწიფოს დამხობაში დამარცხდნენ და ახლა შეერგოთ ის სასჯელი, რომელიც, ქართველი ხალხის სახელით, ქართულმა მართლმსაჯულებამ მათ გამოუტანა“. „ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბედნიერები არიან, რომ სახლში მარტო არიან მშობლის გარეშე. სასწაულია ეს. მართლაც სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს. ისე ჩანს, რომ მათი მთავარი ინტერესია, რომ  საკუთარ მამებს თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდეთ. კარგია, რომ ჩახუნაშვილმა საკუთარ შვილს არ დაუჯერა,  დანაშაული აღიარა და გარეთ გამოვიდა. რაც შეეხება ბუჭულაძეს, რომ არა მაშინ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართული მოქმედება, დღეს ისინი თავს კი არ შეიცოდებდნენ, ბურჭულაძე და ზოდელავა წამოჭიმულები იქნებოდნენ სავარძელში, საქართველოში კი იქნებოდა სისხლის გუბეები. ფაქტობრივად, იმ ძალადობით  სამოქალაქო დაპირისპირებას დაიწყებდნენ, იმ დაპირისპირებას, რომელიც წაახალისეს, მათ შორის, ბრიუსელის განცხადებებმა. ასე რომ, სახელმწიფოს დამხობაში დამარცხდნენ და ახლა შეერგოთ ის სასჯელი, რომელიც, ქართველი ხალხის სახელით, ქართულმა მართლმსაჯულებამ მათ გამოუტანა“, – განაცხადა პაპუაშვილმა. პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს. „რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“, – დაწერა შუქრი ბურჭულაძემ. https://ghn.ge/index.php/news/354932-jer-shvili-chakhunashvili-moutsodebda-tavis-mamas-tsikhidan-ar-gakhmovideo-akhla-shvili-burchuladze-mamas-mimartavs-tsikheshi-ijeki-ar-gamokhvideo-sastsauli-shvilebis-taoba-hqavs-am-ekstremistul-jgufebs-shalva-papuashvili ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას, ციხიდან არ გახმოვიდეო, ახლა შვილი ბურჭულაძე მამას მიმართავს, ციხეში იჯექი, არ გამოხვიდეო, სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/303583137.png 2026-10-07 354932 პრილუკში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40 ადამიანი უკრაინის ჩერნიჰივის ოლქის ქალაქ პრილუკში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40 ადამიანი. ნანგრევების გაწმენდისა და ადამიანების ძებნის სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. მათი ცხედრები მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაშავებულთა შორის შვიდი ბავშვია. მაშველებმა ნანგრევებიდან 12 ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის, გადარჩენა შეძლეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ფსიქოლოგებმა დახმარება 36 ადამიანს გაუწიეს. ამ დროისთვის მაშველები და სხვა შესაბამისი სამსახურები ნანგრევებში ადამიანების ძებნას განაგრძობენ.  7 ოქტომბრის დილით რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიჰივის ოლქის ქალაქ პრილუკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დარტყმა მრავალსართულიან შენობაზე დაფიქსირდა.  https://ghn.ge/index.php/news/354931-prilukshi-rusetis-saraketo-ierishis-shedegad-daghupulta-raodenoba-9-mde-gaizarda-dashavebulia-40-adamiani პრილუკში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40 ადამიანი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1503423712.jpg 2026-10-07 354931 ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი კრისტა პაიკი, რომელიც სასიკვდილო ინექციის შემდეგ გადარჩა, გონზე მოვიდა და საუბარი შეუძლია - Reuters აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი კრისტა პაიკი, რომელიც სასიკვდილო ინექციის შემდეგ გადარჩა, გონზე მოვიდა და საუბარი შეუძლია. ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა განაცხადეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 50 წლის პაიკის სიკვდილით დასჯა 30 სექტემბერს, ნეშვილში, რივერბენდის მკაცრი რეჟიმის ციხეში უნდა აღსრულებულიყო. მას სასიკვდილო ინექციისთვის პენტობარბიტალის ორი დოზა გაუკეთეს, თუმცა პროცედურა ვერ დასრულდა - პაიკმა გონება არ დაკარგა და გულისცემა შეუნარჩუნდა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადვოკატების განცხადებით, პაიკს ხელებზე მძიმე დაზიანებები აქვს, თუმცა ის ახლა გონზეა, საუბრობს და კრიტიკულ სამედიცინო დახმარებას კვლავ იღებს. მათი თქმით, მისი პროგნოზი ჯერ გაურკვეველია და გამოჯანმრთელებას ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება. პაიკს სიკვდილით დასჯა 1995 წელს 19 წლის კოლინ სლემერის მკვლელობისთვის ჰქონდა მისჯილი. ის ტენესიში დაახლოებით ორი საუკუნის განმავლობაში პირველი ქალი უნდა გამხდარიყო, რომლის სიკვდილით დასჯაც აღსრულდებოდა. მისი ადვოკატების თქმით, პაიკი შეერთებულ შტატებში პირველი ადამიანია, რომელმაც სიკვდილით დასჯის პროცესის დროს სასიკვდილო პრეპარატის მიღების შემდეგ გადარჩენა შეძლო. პაიკს სიკვდილით დასჯა 1995 წელს, 18 წლის ასაკში, თანაკლასელის, კოლინ სლემერის მკვლელობისთვის ჰქონდა მისჯილი.  არსებული ცნობებით, 1995 წლის 12 იანვარს, ტენესის შტატის ქალაქ ნოქსვილში, 18 წლის კრისტა პაიკმა თანამზრახველებთან - 17 წლის შეყვარებულთან ტადარილ შიპთან და 18 წლის შადოლა პეტერსონთან ერთად 19 წლის კოლინ სლემერი მოკლა. ოთხივე Job Corps-ის პროფესიული მომზადების პროგრამის მონაწილე იყო. საქმის სასამართლო მასალების მიხედვით, პაიკი სლემერით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ეჭვი გაუჩნდა, რომ ახალგაზრდა ქალი მის შეყვარებულთან, შიპთან, სასიყვარულო ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა. სასამართლოს ჩანაწერებში ასევე წერია, რომ მკვლელობამდე ერთი დღით ადრე პაიკმა თანაკურსელ კიმ ილოილოს უთხრა, რომ სლემერის მოკვლა სურდა. მეორე საღამოს პაიკმა, შიპმა, პეტერსონმა და სლემერმა ერთად დატოვეს Job Corps-ის საცხოვრებელი. ისინი ნოქსვილის იზოლირებულ ტერიტორიაზე, ტენესის უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო კამპუსთან ახლოს წავიდნენ. დაახლოებით ორი საათის შემდეგ პაიკი, შიპი და პეტერსონი უკან დაბრუნდნენ, ხოლო სლემერი მათთან ერთად აღარ იყო. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების მიხედვით, წამება დაახლოებით 30-45 წუთს გაგრძელდა. სლემერს სცემდნენ, ბასრი საგნებით ჭრილობებს აყენენდნენ და თავში მძიმე საგანს ურტყამდნენ. სასამართლოს ჩანაწერში აღნიშნულია, რომ მას სხეულზე, მათ შორის მკერდზე, პენტაგრამა ამოკვეთეს მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. პაიკმა მოგვიანებით თავის თანაკურსელ კიმ ილოილოს მოუყვა მკვლელობის შესახებ. სასამართლო მასალების თანახმად, მან თქვა, რომ სლემერს ყელი რამდენჯერმე გამოჭრა, შემდეგ კი თავში ასფალტის ნატეხს ურტყამდა. პაიკმა ასევე ილოილოს მსხვერპლის თავის ქალის ფრაგმენტი აჩვენა, რომელიც, მისი თქმით, მკვლელობის ადგილიდან „სუვენირად“ წამოიღო. სლემერის ცხედარი 13 იანვარს აღმოაჩინეს ტენესის უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო კამპუსის ტერიტორიაზე. პაიკი და მისი თანამზრახველები მალევე დააკავეს. https://ghn.ge/index.php/news/354930-tenesis-shtatshi-sikvdilmisjili-krista-paiki-romelits-sasikvdilo-inektsiis-shemdeg-gadarcha-gonze-movida-da-saubari-sheudzlia-reuters ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი კრისტა პაიკი, რომელიც გასულ კვირას სასიკვდილო ინექციის შემდეგ გადარჩა, გონზე მოვიდა და საუბარი შეუძლია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1460531527.png 2026-10-07 354930 რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით რაიმე ზომების მიღების საჭიროება არ იკვეთება და პანიკის საფუძველი არ არსებობს - მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, საქართველო მზად იქნება, დაიცვას მოსახლეობა ნებისმიერი რისკებისგან. „დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სამინისტრო აქტიურად თვალს ადევნებს მიმდინარე სიახლეებს და გარემოებებს. ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს. რაიმე ზომების მიღების საჭიროება არ იკვეთება, არავითარი რეკომენდაცია საამისოდ არ არსებობს. მონაცემები, რაც იკრიბება, საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობს, მიმოსვლის ინტენსივობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღება ნამდვილად არ იკვეთება. ბუნებრივია, თუ ასეთი არსებობს, ჩვენ დაუყოვნებლივ მზად ვართ, ნებისმიერი მოქმედებისთვის, რაც დაიცავს საქართველოს მოსახლეობას მსგავსი რისკებისგან“, – განაცხადა სარჯველაძემ. https://ghn.ge/index.php/news/354928-rusetshi-shavi-chiris-shesadzlo-gavrtselebastan-dakavshirebit-raime-zomebis-mighebis-sachiroeba-ar-ikveteba-da-panikis-safudzveli-ar-arsebobs-mikheil-sarjveladze რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით რაიმე ზომების მიღების საჭიროება არ იკვეთება და პანიკის საფუძველი არ არსებობს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2140185604.jpg 2026-10-07 354928 შალვა პაპუაშვილი ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა.   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ტანზანიის მხარის მიერ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მაღალ დონეზე ორგანიზება.   შალვა პაპუაშვილმა ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.   მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტებს შორის ურთიერთობებზე და გამოხატეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მზაობა. ასევე, განიხილეს ტურიზმისა და განათლების მიმართულებებით თანამშრომლობა.   შეხვედრა შედგა ტანზანიის ქ. არუშაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეის ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.   https://ghn.ge/index.php/news/354926-shalva-papuashvili-tanzaniis-parlamentis-tavmjdomares-shekhvda შალვა პაპუაშვილი ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1117980009.jpeg 2026-10-07 354926 დიდი ხანია ვმუშაობთ, რათა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, კახა კალაძესა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც კვებავს რეჟიმს და ავრცელებს საქართველოში რუსულ გავლენებს, სანქციები დაუწესდეთ - ხატია დეკანოიძე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძე ევროკომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით დაგეგმილ დებატებსა და კიდევ ერთი რეზოლუციის პროექტის კენჭისყრასსაგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა. მისი თქმით, რეზოლუცია, ისევე, როგორც დებატები, სამ ძირითად საკითხს შეეხება:  პირველი იქნება, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი, მეორე საკითხი შეეხება პოლიტიკურ დევნას და მესამე საკითხი იქნება სანქციებთან დაკავშირებით. "საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ამ დებატების შემდეგ ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ შედეგებს შეეხება. მოგეხსენებათ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის ევროპის სახალხო პარტიის, ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური ოჯახის წევრი და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობთ, რათა საქართველომ მშვიდობის და სტაბილურობის ევროპული ქოლგის ქვეშ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდროს. შესაბამისად, ჩვენ პარტნიორებთან ერთად, იმ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც დღეს ვიხილავთ, მივიღებთ მონაწილეობას ამ კონკრეტული დებატებისა და შემდეგ რეზოლუციის შემუშავებაში. ეს დებატები სამ ძირითად საკითხს შეეხება. პირველი, ეს შეეხება პარტიების აკრძალვის თემას. ეს არის ქართველი ხალხისთვის ჩამორთმეული უფლება, რომ თავიანთი პოლიტიკური წარმომადგენლობები ჰყავდეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის. მეორე, იქნება, პოლიტიკური დევნის საკითხი. საქართველოში ადამიანის უფლებების პოლიტიკური გათელვა, პოლიტიკური მართლმსაჯულების არ არსებობა არის ზუსტად ის შედეგი, რაც ივანიშვილის 14 წლიანმა მმართველობამ მოიტანა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები, ისევე როგორც სხვა პარტიების წევრები და ჟურნალისტები არიან საპატიმროში, ლევან ხაბეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ნადირაძე და ეს არის ზუსტად ის თემა, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა რეზოლუციისა და დებატების დროს. მესამე, სანქციების თემა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ძალიან დიდი ხანია ვმუშაობთ, რათა კონკრეტულ ადამიანებს სანქციები დაუწესდეთ ევროკავშირის მიერ. ჩვენ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდა თავისი რუსული გავლენების კონტექსტში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, მაგრამ ჩვენი თხოვნა და მოთხოვნაა, რომ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, კახა კალაძესა და ყველა იმ ადამიანზე, რომელიც კვებავს ამ რეჟიმს და ავრცელებს საქართველოში რუსულ გავლენებს, იყოს გავრცელებული სანქციები. ეს შეეხება, როგორც გადაადგილების შეზღუდვას, ისე ფინანსურ სანქციებს. ეს იმ ადამიანებს შეეხებათ, რომლებიც შავი ფულის გადარიცხვებით კვებავენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. ეს სანქციების მოთხოვნა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხანია და ვფიქრობთ, რომ ყველა იმ ადამიანს, რეჟიმის წარმომადგენელს, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ და რუსული რეჟიმის გასამტკიცებლად მოქმედებენ, უნდა დაუწესდეთ სანქციები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც მინდა ხაზი გავუსვა არის, რომ დღეს და გუშინ ევროკავშირმა გამოაქვეყნა ძალიან მნიშვნელოვანი გაფართოების შესახებ დოკუმენტი, რომელშიც საქართველო გაფართოება არ არის წარმოდგენილი. არ არის წარმოდგენილი, რადგან ბიძინა ივანიშვილის “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო არა ევროკავშირის მშვიდობის და კეთილდღეობის ქოლგის ნაწილი გამხდარიყო და ამ ცივილიზებულ საზოგადოებაში დაემკვიდრებინა ადგილი, არამედ ჩვენ წავეყვანეთ იქ, საიდანაც ვრცელდება შავი ჭირი და ეს არის რუსეთი. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ საზოგადოებას ესმოდეს, რომ საქართველოს მეგობრები ჩვენთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ძალიან დიდი ხანი ვიბრძვით საქართველოს მშვიდობიანი ევროპული მომავლისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. https://ghn.ge/index.php/news/354929-didi-khania-vmushaobt-rata-bidzina-ivanishvils-irakli-kobakhidzes-shalva-papuashvils-kakha-kaladzesa-da-qvela-im-adamians-romelits-kvebavs-rezhims-da-avrtselebs-sakartveloshi-rusul-gavlenebs-sanktsiebi-dautsesdet-khatia-dekanoidze დიდი ხანია ვმუშაობთ, რათა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, კახა კალაძესა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც კვებავს რეჟიმს და ავრცელებს საქართველოში რუსულ გავლენებს, სანქციები დაუწესდეთ - ხატია დეკანოიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1990553183.png 2026-10-07 354929 რუსეთში შავი ჭირის გავრცელების ფონზე, ვხედავთ, რომ რეჟიმი ტრადიციულად ყურსაც არ იბერტყავს, „ქართული ოცნების“ ეს მოჩვენებითი სიმშვიდე სინამდვილეში არის სიბრიყვე და დანაშაულებრივი უმოქმედობა - გრიგოლ გეგელია მოვუწოდებთ ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ სარჯველაძეს, დაუყოვნებლივ ჩააბაროს საქართველოს მოსახლეობას ანგარიში, თუ რა პრევენციული ზომების გატარებას აპირებს ხელისუფლება რუსეთში შავი ჭირის გავრცელების ფონზე, მოსახლეობის ჯანდაცვის და უსაფრთხოების დასაცავად, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისივე თქმით, გაურკვეველია, რას აკეთებს ქართული სახელმწიფო. „მინდა, გამოვეხმაურო ცნობას რუსეთის ფედერაციაში პნევმატური შავი ჭირის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომლის გამოც 200-მდე ადამიანი მოთავსებულია სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. გაზრდილი ეპიდემიური რისკის პასუხად, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა, მათ შორის ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა: ყირგიზეთმა, უზბეკეთმა, მონღოლეთმა და ყაზახეთმა გუშინვე მიმართეს შესაბამის ზომებს, გაამკაცრეს საზღვრების კონტროლი და გამშვებ პუნქტებზე სანიტარულ-საკარანტინო კონტროლი დაიწყეს. უკვე კონტროლდებიან საზღვრის გადამკვეთი პირები, სატრანსპორტო საშუალებები და ტვირთები. ასე იქცევა ფხიზელი და გონიერი ხელისუფლება, ვიდრე არ მოხდება სიტუაციის გამორკვევა და არ დადგინდება, თუ რა მასშტაბის პოტენციურ რისკთან შეიძლება გვქონდეს შეხება. ორმაგად კი იმ ფონზე, როდესაც მეორე მხარეს არის დიქტატურა. რუსეთის მმართველო რეჟიმი და ზოგადად, ავტორიტარული რეჟიმები მუდმივად მალავენ რეალურ სურათს და არსებობს საფრთხე, რომ ვითარება ბევრად მძიმეა, ვიდრე ეს საჯაროდ არის ცნობილი. ამ ფონზე, გაურკვეველია, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო. რამდენადაც მნიშვნელოვანია, რომ ადგილი არ ჰქონდეს მოჭარბებულ საზოგადოებრივ მღელვარებას, ამდენადვე საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს პასუხს იმაზე, თუ რა ზომებს იღებს დღეს ხელისუფლება. თუმცა ამ დრომდე ვერ ვხედავთ ვერავითარ რეაგირებას, ვხედავთ, რომ რეჟიმი კვლავაც ტრადიციულად ყურსაც არ იბერტყავს. „ქართული ოცნების“ ეს მოჩვენებითი სიმშვიდე სინამდვილეში არის სიბრიყვე და დანაშაულებრივი უმოქმედობაა. მოვუწოდებთ ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ სარჯველაძეს, დაუყოვნებლივ ჩააბაროს საქართველოს მოსახლეობას ანგარიში, თუ რა პრევენციული ზომების გატარებას აპირებს ხელისუფლება მოსახლეობის ჯანდაცვის და უსაფრთხოების დასაცავად. იმოქმედეთ, განმარტეთ, ახსენით. ჯანმრთელობა და მშვიდობა საქართველოს“, – განაცხადა გეგელიამ. https://ghn.ge/index.php/news/354927-rusetshi-shavi-chiris-gavrtselebis-fonze-vkhedavt-rom-rezhimi-traditsiulad-qursats-ar-ibertqavs-kartuli-otsnebis-es-mochvenebiti-simshvide-sinamdvileshi-aris-sibriqve-da-danashaulebrivi-umokmedoba-grigol-gegelia გრიგოლ გეგელია – რუსეთში შავი ჭირის გავრცელების ფონზე, ვხედავთ, რომ რეჟიმი კვლავაც ტრადიციულად ყურსაც არ იბერტყავს. „ქართული ოცნების“ ეს მოჩვენებითი სიმშვიდე სინამდვილეში არის სიბრიყვე და დანაშაულებრივი უმოქმედობაა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/2000985861.jpg 2026-10-07 354927 დებატობენ ისინი, რომელთა ხელშიც პარტიები არიან იარაღი საქართველოს წინააღმდეგ - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე საკონსტიტუციო სარჩელით, ჩვენ „შევიჭერით“ იმ სფეროში, რომლითაც უცხო ძალები წლების განმავლობაში საქართველოზე გავლენაზე ახდენენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პარტიებით, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომლის მიხედვითაც, პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის თემაზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თავდაცვითი დემოკრატიის კონცეფცია გულისხმობს, რომ სახელმწიფომ და დემოკრატიამ თავი უნდა დაიცვან ანტიდემოკრატიული ძალებისგან. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციაში 1995 წლიდან წერია, რომ პარტიები, რომლებიც თავიანთი არსით არიან ანტიკონსტიტუციურები, ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში მათი ადგილი არ არის. „ჩვენ, პარლამენტის წევრებმა გამოვიყენეთ კონსტიტუციური უფლება, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვფიქრობთ, რომ ჩვენი სარჩელი არის ძალიან დასაბუთებული. ამას დიდი იურისტობა არ სჭირდება. როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს პარტიებთან, რომლებიც წლებია, ცდილობენ ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას. ეს პარტიები არ აღიარებენ არჩევნებს, როგორც ხელისუფლებაში მოსვლის ინსტრუმენტს. პარტიები, რომლებიც თანამშრომლობენ უცხო ძალებთან, უცხო სპეცსამსახურებთან; პარტიები, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოს დაზიანებით, ცდილობენ, სხვა ქვეყნის მთავრობები დაიყოლიონ საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაზე. სამართლებრივი ცოდნაც არ სჭირდება ადამიანს, რომ დაასკვნას – ეს პარტიები არიან ანტიკონსტიტუციური. ამიტომ, ჩვენ ველოდებით საკონსტიტუციო განხილვებს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აჩვენებს, რამდენად მყარია ჩვენი არგუმენტები. დებატობენ ისინი, რომელთა ხელშიც ეს პარტიები არიან იარაღი საქართველოს წინააღმდეგ. იუკნევიჩიენეები და მსგავსი უცხო ძალები იყენებდნენ და ფარულად აფინანსებდნენ ამ პარტიებს, რომ საქართველოს ჰქონოდა მათი დღის წესრიგი და არა ქართველი ერის. მათ დებატები ექნებათ, შევიჭერით იმ სფეროში, რომლითაც ისინი წლების განმავლობაში საქართველოზე გავლენაზე ახდენენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პარტიებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა. https://ghn.ge/index.php/news/354925-debatoben-isini-romelta-khelshits-partiebi-arian-iaraghi-sakartvelos-tsinaaghmdeg-shalva-papuashvili-evroparlamentshi-debatebze დებატობენ ისინი, რომელთა ხელშიც ეს პარტიები არიან იარაღი საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1543102046.jpg 2026-10-07 354925 სჯობს, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო - შალვა პაპუაშვილი მგონი, სჯობს, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო. ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიუსელისთვის, საქართველო დღეს ქაღალდზე იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფო ბევრი მიზეზის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკომისარ მარტა კოსს შეუძლია, საკუთარი ხატოვანი გამონათქვამები კიდევ ბევრჯერ გაიმეოროს. „ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად ისევე დაზიანებული, როგორც მოლდოვა არის, საქართველო დიდი ალბათობით ახალ სამხედრო კონფლიქტში შევიდოდა რუსეთთან და ისეთივე ომისგან დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, როგორც უკრაინაა. მთავარი ცოდვა, რაც ჩვენ მიგვიძღვის ბრიუსელის წინაშე არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხის რჩება მოგებული. რომ დაგვეჯერებინა მათთვის, დღეს საქართველო იქნებოდა სახელმწიფო მხოლოდ ფურცელზე. ქალბატონ კოსს ეს ხატოვანი გამოთქმები შეუძლია გაიმეოროს, მაგრამ სჯობს იყო მხოლოდ ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ფურცელზე სახელმწიფო“, – განაცხადა პაპუაშვილმა. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“. https://ghn.ge/index.php/news/354924-sjobs-mkholod-kaghaldze-viqot-kandidati-kveqana-vidre-mkholod-kaghaldze-viqot-sakhelmtsifo-shalva-papuashvili სჯობს, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1261056639.png 2026-10-07 354924 ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება გუდაურში, მთლიანობაში 31 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, გუდაურის სასრიალო გზები მიაღწევს 86 კილომეტრს - ირაკლი კობახიძე 2026 წლის 2 კვარტლის მონაცემებით ასევე რეკორდი დაფიქსირდა ვიზიტების კუთხით, კონკრეტულად, მათ შორის ევროპიდან დაფიქსირდა ზრდა 23.4%, ჩინეთიდაც ვიზიტების ზრდა დაფიქსირდა 16.7%, შუა აზიიდან 3.1%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში უზრუნველყო მთლიანობაში ზრდის დადებითი ტენდენციის შენარჩუნება. „წლევანდელ წელს იყო უამრავი გამოწვევა, რაც არსებითად იყო განპირობებული ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ზრდის დადებითი ტენდენციის შენარჩუნება. 2026 წლის 2 კვარტლის მონაცემებით ასევე რეკორდი დაფიქსირდა ვიზიტების კუთხით, კონკრეტულად, მათ შორის ევროპიდან დაფიქსირდა ზრდა 23.4%, ჩინეთიდაც ვიზიტების ზრდა დაფიქსირდა 16.7%, შუა აზიიდან 3.1%, რამაც საბოლოო ჯამში უზრუნველყო მთლიანობაში ზრდის დადებითი ტენდენციის შენარჩუნება“, -  აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სამთო-სათხილამურო კურორტებზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე.  „ტურიზმზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამთო-სათხილამურო კურორტები. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება გუდაურში, რაზეც მთავრობის წინა სხდომაზე ვისაუბრე. მთლიანობაში 31 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან. საუბარია ხელოვნური გათოვლიანების სისტემაზე, მოეწყობა ახალი საბაგირო გზები, მოძრავი ხალიჩა, ახალი სასრიალო ტრასები, ჯამურად 6 კმ სიგრძის. მთლიანობაში გუდაურის სასრიალო გზები მიაღწევს 86 კილომეტრს. გუდაურის ახალი ტრასა ღამის განათებით აღიჭურვება“, -  განაცხადა პრემიერმა. https://ghn.ge/index.php/news/354923-dzalian-mnishvnelovani-proektebi-khortsieldeba-gudaurshi-mtlianobashi-31-mln-laris-motsulobis-investitsia-gankhortsieldeba-sakhelmtsifos-mkhridan-gudauris-sasrialo-gzebi-miaghtsevs-86-kilometrs-irakli-kobakhidze პრემიერი  - ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება გუდაურში, მთლიანობაში 31 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან,  გუდაურის სასრიალო გზები მიაღწევს 86 კილომეტრს  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/779752631.jpg 2026-10-07 354923 „ქართული ოცნების“ გზავნილია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული და მათი მმართველობის პირობებში ევროინტეგრაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს - გიორგი სიორიძე პარტიების აკრძალვის სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის გადაცემა კავშირშია ევროკავშირში გასამართ დებატებთან და ანგარიშის განხილვასთან, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გადაიხდის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფასს ,რაც კი ოდესმე გადაუხდიათ. „პარტიების აკრძალვის სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის გადაცემა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ივანიშვილის საკონსტიტუციო სასამართლომ გადადგა ერთი წლის განმავლობაში და ეს პირდაპირ არის კავშირში 12 ოქტომბერს ევროკავშირში გასამართ დებატებთან და ანგარიშის განხილვასთან. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ გზავნილია – საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული და მათი მმართველობის პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ და პირადად ივანიშვილმაც კარგად იციან, რომ პარტიების აკრძალვა არის დემოკრატიის დასამარების გზაზე ყველაზე უკიდურესი ზომა. ამისათვის პერსონალურად ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გადაიხდის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფასს ,რაც კი ოდესმე გადაუხდიათ“, – განაცხადა სიორიძემ. https://ghn.ge/index.php/news/354922-kartuli-otsnebis-gzavnilia-rom-sakartvelos-evrointegratsiis-protsesi-aris-shecherebuli-da-mati-mmartvelobis-pirobebshi-evrointegratsias-aranairi-perspektiva-ar-akvs-giorgi-sioridze გიორგი სიორიძე – „ქართული ოცნების“ გზავნილია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული და მათი მმართველობის პირობებში ევროინტეგრაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/386296358.png 2026-10-07 354922 ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხის  რეაბილიტაციის პროექტის შესახებ  მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში  ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხის  სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიება აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროექტის - „კლიმატ-გონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამის“ წარმომადგენელთა ინიციატივით მოეწყო და მას  შპს „საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ. აღნიშნული პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ხორციელდება. შეხვედრაზე წარდგენილ პრეზენტაციაზე დეტალურად განიხილეს რეაბილიტაციის პროცესის ძირითადი ეტაპები, დაგეგმილი სამუშაოები, გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტები. კლიმატ-გონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამის მთავარი მიზანია პროექტის არეალში სარწყავი სისტემების მოდერნიზება და წყლის რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ასევე, ძველი და დაზიანებული არხებისა და გამანაწილებლების  ახალი, თანამედროვე სისტემით ჩანაცვლება. პროგრამა ხელს უწყობს საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესებას, წყლის რესურსების მართვის პოლიტიკისა და შესაბამისი ინსტიტუციური ჩარჩოს განვითარებას. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივების საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო  მიწის ნაკვეთებზე  პროექტის შესაძლო ზემოქმედების საკითხიც და აღნიშნეს, რომ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, მიყენებული ზიანი დეტალურად შეფასდება. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა პროექტის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების განხილვას და დაინტერესებული მხარეების ჩართულობას ემსახურებოდა. https://ghn.ge/index.php/news/354921-kvemo-samgoris-martskhena-magistraluri-arkhis-reabilitatsiis-proektis-shesakheb-mosakhleobastan-shekhvedra-gaimarta ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხის  რეაბილიტაციის პროექტის შესახებ  მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1864087183.jpg 2026-10-07 354921 2028 წელს ექსპლუატაციაში შევა როგორც მესტიის, ისე თელავის ახალი აეროპორტი, რის შედეგადაც, 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს ორივე აეროპორტი - ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მესტიისა და თელავის აეროპორტები ექსპლუატაციაში 2028 წელს შევა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ, 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის აეროპორტი. „2025-2026 წლებში საავიაციო ბაზარს 10-ზე მეტი ახალი კომპანია და ავია მიმართულება შეემატა. გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის. სამივე საერთაშორისო აეროპორტი, ჯამურად, 8.5 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით. რეისების რაოდენობა გაიზარდა 16%-ით. ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი. ვადაზე ადრე შევა ექსპლუატაციაში ქუთაისის აეროპორტის ახალი 3.5 - კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სხვა სააეროდრომო ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც, ქუთაისის აეროპორტის რესურსები მნიშვნელოვნად გაძლიერდება და ქუთაისი მოემსახურება ასევე დიდი ზომის საჰაერო ხომალდებს, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ასევე, ამ პერიოდის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია „ტავთან“. გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები. ამ მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ მოვიზიდეთ დამატებით 150 მლნ დოლარის ინვესტიცია და ამ ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაორმაგდება მგზავრთა გამტარუნარიანობა და 10 მლნ მგზავრამდე გაიზრდება. ასევე, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, სახელმწიფოსთვის გაუმჯობესდა შემოსავლების მიღების პირობები და სახელმწიფოს ყოველწლიური შემოსავალი, წინა ხელშეკრულებასთან შედარებით, გაიზრდება 3.5-ჯერ, რაც ნიშნავს 5 წლის განმავლობაში ათეულობით მილიონ ლარს დამატებით სახელმწიფოს სასარგებლოდ. თელავისა და მესტიის აეროპორტების მშენებლობა აქტიურად არის განხორციელების ფაზაში. 2028 წელს ექსპლუატაციაში შევა როგორც მესტიის, ისე თელავის ახალი აეროპორტი, რომელიც არსებითად შიდა საავიაციო მიმოსვლისთვის იქნება გამოყენებული. ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ, 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის აეროპორტი“,- განაცხადა კობახიძემ. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს რკინიგზაზე და აღნიშნა, რომ „თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თვისებრივად გარდაიქმნას კონკრეტული სექტორი, არის საქართველოს რკინიგზა, სადაც განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ოპტიმიზაცია“. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხორციელდა საკადრო ოპტიმიზაცია - 1100 ერთეულით შემცირდა მთლიანობაში საშტატო ნუსხა რკინიგზაში და ყოველწლიურმა დანაზოგმა 25 მილიონი ლარი შეადგინა. „ეს თანხები მთლიანად იქნება მიმართული მომავალში რკინიგზის განვითარებაში, რაც ეკონომიკის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე შესყიდვების ოპტიმიზაციის და საკონტრაქტო ღირებულების შემცირებით დაიზოგა 190 მილიონ ლარზე მეტი. ამის ერთ-ერთი ბოლო თვალსაჩინო მაგალითი იყო ვაგონების შესყიდვა. მთლიანობაში ჩვენ უკვე შევისყიდეთ 200 ვაგონი, მომდევნო თვეების განმავლობაში დაგეგმილია დამატებით 200 ვაგონის შესყიდვა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, შუამავალი კომპანიის მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო ეს შესყიდვა, თუმცა იმუშავა საქართველოს რკინიგზამ და პირდაპირ უშუალოდ უცხოური კომპანიისგან შეისყიდა ვაგონები, რის შედეგადაც ჯამურად 400 ვაგონზე დანაზოგი შეადგენს 15 მილიონ ლარზე მეტს. ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომის გამოხატულება. ხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილებები და ამ ცვლილებებს აქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, მათ შორის ეს ყველაფერი გამოიხატება იმითაც, რომ სახელმწიფოს ეზოგება ათეულობით და ასეულობით მილიონი ლარი სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, რკინიგზის მოძრავ შემადგენლობას დაემატება 50-მდე ახალი ლოკომოტივი. „ასეთი რამ არ გაკეთებულა 90-იანი წლების დასაწყისიდან, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ასევე დამატებით იგეგმება 1800 ახალი ვაგონის და 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შეძენა, ეს თვისებრივად გარდაქმნის რკინიგზის რესურსებს, რაც არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჩვენთვის. ასევე შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა ბაქო-თბილისი ყარსის ახალი რკინიგზა, რაც ჩვენი საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ასევე 6-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა თბილისსა და ბაქოს შორის, რასაც ასევე ჰქონდა ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა. დასრულდა ისტორიული მოდერნიზაციის პროექტი რკინიგზაში შედეგად გამტარუნარიანობა სერიოზულად გაიზარდა და ასევე ქვეყნის გადაკვეთის დრო განახევრდა, რასაც თავადაც განსჯით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი დაკავშირებადების ფუნქციის გაძლიერებისათვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო შემცირდა 5,5 საათიდან 4 საათამდე. „ესეც ნიშნავს რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტ კომფორტს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის. ისტორიული “კუკუშკის” აღდგენა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ასევე თბილისი-ახალციხის სარკინიგზო ხაზი იყო სრულიად უფუნქციო, გაჩერებული, აღდგება და რაც იყო მანამდე გადაადგილების დრო 6 საათი, ეს დრო შემცირდება 3 საათამდე. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სათანადო ვადებში განხორციელდება. გაციფრულდა სარკინიგზო სერვისები და სასაზღვრო პროცედურების დრო შემცირდა 15 საათიდან 2 საათამდე. 7,5-ჯერ არის შემცირებული პროცედურების დრო, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი დაკავშირებადების ფუნქციის სათანადო რეალიზებისათვის. რკინიგზის წმინდა მოგება - რომ შევადაროთ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემები გასული წლის 9 თვის მონაცემებს, არის გაორმაგებული, ეს არის კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რაც მივიღეთ ჩვენ რკინიგზის სფეროში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://ghn.ge/index.php/news/354920-2028-tsels-ekspluatatsiashi-sheva-rogorts-mestiis-ise-telavis-akhali-aeroporti-ris-shedegadats-50-50-atasi-mgzavris-momsakhurebas-shedzlebs-orive-aeroporti-irakli-kobakhidze ირაკლი კობახიძე - 2028 წელს ექსპლუატაციაში შევა როგორც მესტიის, ისე თელავის ახალი აეროპორტი, რის შედეგადაც, 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს ორივე აეროპორტი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-10/1966073776.jpg 2026-10-07 354920