აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 8 ივლისს თურქეთში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა 8 ივლისს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება.
ამ დრომდე მხარეებს შეხვედრა საჯაროდ არ დაუანონსებიათ.