ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას მოსამრთლე თამარ მჭედლიშვილმა 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
საქმე ეხება ზვიად კურპავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელიც გამოძიებამ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებად ჩათვალა.
კუპრავა 4 ოქტომბრის აქციებამდე რამდენიმე დღით ადრე, 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
"2025 წლის 30 სექტემბერს ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა
და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ. აღნიშნული მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად, მან შესაბამისი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მან არჩევნები რუსულ
სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი სპეცოპერაციის პუნქტად მოიხსენია, სახელმწიფო ხელისუფლება მოიხსენია ივანიშვილად. კუპრავამ დაკავებისას ჩვენს წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა, შესაბამისად ზვიად კუპრავამ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 353-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს" - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.