ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია მიესალმება "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ ინიციატივას სუროგაციის აკრძალვის თაობაზე.
მისი თქმით, ეკლესიისთვის სუროგაცია არის ძალიან მიუღებელი.
"ძალიან ხშირად ხდება, რომ ბავშვები იყიდებიან ხოლმე უცხოელებზე. ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც ადამიანებს ქირაობენ და ეკლესიისთვის სუროგაცია არის ძალიან მიუღებელი.
ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია, სუროგატებთან მისაუბრია და საშინელ სტრესს განიცდიან. ანუ როგორი გაჭირვება აქვს იმ ადამიანს, რა მდგომარეობაშია, რომ ამხელა იმისთვის მზად არის, რომ ცხრა თვე ვიღაცის შვილი ატაროს, თან ისე, რომ არანაირი ემოციური კავშირი მასთან არ უნდა ჰქონდეს.
ჩვნს უწმინდესს, პატრიარქ ილია II-ს ბევრჯერ უთქვამს, რომ ეს არის ეკლესიისთვის მიუღებელი. ძალიან გაგვიხარდა, რომ სახელმწიფო ამ კანონს იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კანონი ჩვენთვის", - აცხადებს დეკანოზი კეკელია.