მხარს ვუჭერდი "ქართულ ოცნებას", მაგრამ რომ დავინახე, გადაუხვიეს, მხილება იყო საჭირო, - განაცხადა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას.
"მანამდე მე მხარს ვუჭერდი ქართულ ოცნებას და გვერდში ვედექი, მაგრამ რომ დავინახე, უკვე გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო.
თუ გამოსწორდებიან, თუ შენიშვნებს მიიღებენ და რაღაც ცვლილებები იქნება საქართველოში, შეიძლება ისევ მხარი დავუჭირო, თუკი შეცვლიან ამ პროცესებს", - თქვა მან.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე - "ქართული ოცნების პოლიტიკა, ბოლოს რასაც აკეთებენ, ადამიანების წინააღმდეგ, პროტესტში მყოფი მოქალაქეების წინააღმდეგ, თუნდაც, ის რეპრესიული კანონები, რაც აამოქმედეს, ცემა, ეს ყველაფერი არის თუ არა მათ შორის დასტური იმისა, რომ მათი საკუთარი თავი უკვე ამოწურეს და ამიტომაც, აუცილებელია თუ არა ცვლილებები", მეუფე იობმა უპასუხა - "აბა, რამ მათქმევინა ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი აქედან გამომდინარე ვთქვი".