საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. ამის შესახებ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს და 9 აპრილის მემორიალთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
"ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და "Auf Wiedersehen", - წერს დიპლომატი.
ერნსტ პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩია 2022 წლის აგვისტოდან.