სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სხდომაში თემაზე „ინდუსტრია 360. წარმოება საზღვრების გარეშე“, რომელიც ეკატერინბურგში, საერთაშორისო სამრეწველო გამოფენა „ინოპრომ-2026“-ის ფარგლებში (6-9 ივლისს) იმართება.
ასევე დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის შეხვედრა.