საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ნახევარი ესპანეთთან საშინაო მატჩით დაასრულა.
შეხვედრა ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე გაიმართა, რომელიც ძალიან დაძაბული გამოდგა, და ქართველების გამარჯვებით დასრულდა – 91:89.
ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთთან 22-ქულიანი ჩამორჩენა შემოატრიალა და მეტოქე ოვერტაიმში 91:89 დაამარცხა.
ჩვენი ნაკრები მომდევნო ეტაპზე 2 მოგებითა და 4 წაგებით გადავიდა. 4 მოგება და 2 წაგება აქვს უკრაინას, ხოლო ესპანეთს ექვსივე მატჩი მოგებული აქვს. დანია 0 მოგებით მომდევნო ეტაპზე ვეღარ ითამაშებს.
ჩვენი ჯგუფის ტოპ-ტრიო B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) სამეულს დაუპირისპირდება, სადაც გამსვლელები ჯერ არ გამოვლენილან. მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩები აგვისტოში, ნოემბერსა და თებერვალში გაიმართება.