სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტებმა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფრგლებში, სომხეთის, თურქმენეთისა და ტაჯიკეთის კოლეგა უწყებების წარმომადგენლებს გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხო მართვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს.
პროგრამა მოიცავდა რადიოაქტიური ნარჩენების მართვისა და უსაფრთხოების სფეროს არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის - გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების გადაფუთვის ტექნოლოგიებს, ნარჩენების განთავსების ობიექტების დახურვის დაგეგმვასა და ტექნიკურ სტრატეგიებს, საინჟინრო გადაწყვეტილებებსა და დახურვის ღონისძიებებს, უსაფრთხოების ანგარიშების მომზადებასა და მარეგულირებელ ჩარჩოს, ასევე დახურვის შემდგომი მონიტორინგისა და გარემოს გრძელვადიანი უსაფრთხოების შეფასების სისტემებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რადიოაქტიური ნარჩენების მართვის, ობიექტების დეკომისიისა და გარემოს აღდგენის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის საკითხებზე, რაც ხელს უწყობს IAEA-ს წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.