ბიძინა ივანიშვილი პატრიოტი ადამიანია და ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, თუნდაც ის, რომ დღეს საქართველო მონაგავებული არაა, როგორც უკრაინა, ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს,- ამის შესახებ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ გადაცემა „სპეციალურ გამოშვებაში“ განაცხადა.
ფარცხალაძის განცხადებით, ივანიშვილთან ურთიერთობები ამჟამად არ აქვს.
„ახლა, ამ სიტუაციაში აღარ მაქვს ურთიერთობა არანაირი. აქეთ ვარ მე და. ბატონ ბიძინაზე ვიტყვი, რომ პატრიოტი ადამიანია და ძალიან ბევრი საქმე გააკეთა საქართველოსთვის. თუნდაც ის, რომ დღეს საქართველო მონაგავებული არაა, როგორც უკრაინა, იმ დღეში რომ არ ვართ, როგორც უკრაინა, ქართველმა ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს.გარდა მაგისა, კიდევ ბევრი რამეა გაკეთებული… ძალიან რთულ პერიოდში მოჰყვა ახლა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, - თქვა ინტერვიუში ფარცხალაძემ.