"თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდულმა ფრთამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ გამართა აქცია - "არა ძალადობას". ახალგაზრდა "თავისუფალი დემოკრატებმა" ხელები ერთჯერადი ბორკილებით შეიკრეს. მათვე სასახლის წინ სანთლებით "არა ძალადობას" დაწერეს. ახალგაზრდა „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა სულხან ღლონტ...
ირანის პარლამენტმა, პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის მიერ ნავთობის მინისტრის გათავისუფლება უკანონოდ შერაცხა. როგორც პარლამენტმა დაამტკიცა, აჰამდინეჯადმა მინისტრზე ზეწოლა მოახდინა და პოსტი უკანონოდ დაატოვებინა. ირანის ნავთობის მინისტრი მასუდ მირკაზემი პრეზიდენტმა ერთი თვის წინ გაათავისუფლა. მისი გათავისუფლება გამოი...
ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, მუამარ კადაფის წასვლა ლიბიის პრეზიდენტის პოსტიდან მხოლოდ დროის საკითხია. "ამისათვის საჭიროა რაღაც დრო, თუმცა არაა გამორიცხული ეს ხვალაც მოხდეს", - ამბობს ნატოს გენერალური მდივანი. ნატოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლიბიაში სამხე...
ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი მსოფლიო ჩემპიონატის არჩევის წესის ინიციატივით გამოვიდა. ბლატერის ინიციატივით, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი 24-ის ნაცვლად, ფიფას 208-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა აირჩიოს. ამჟამად მასპინძლის არჩევისთვის ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის 24 წევრი.ბლატერის თქმით, აღნიშნული ცვლილებების საჭიროება...
ეგვიპტის ექსპრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი 3 აგვისტოს სასამართლოს წინაშე წარდგება. ჰოსნი მუბარაქი და მისი ორ შვილი ბრალადებულნი არიან კორუფციასა და საპროტესტო აქციების სასტიკად დარბევაში. მუბარაქის ბრძანებით პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს. საერთო ჯამში ეგვიპტეში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 840 ადამიანი დაიღუპა. ...
"ტექნო ბუმში" კონდიციონერების ბუმი დაიწყო. აქციის ფარგლებში, კონდიციონერი ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით, 3-იდან 6 თვემდე 0%-იანი მომენტალური განვადებით, ნებისმიერ მსურველს მხოლოდ ტექნო ბუმში შეუძლია შეიძინოს.მენეჯმენტის განმარტებით, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, მიიღოს მაქსიმუმი ტექნო ბუ...
1-ელ ივნისს, ეროვნული ბანკის 182-დღიან N22, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.70%-ით, მაქსიმალური 8.82%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.81%-ით განისაზღვრა....
საპარტნიორო ფონდიდან ელექტროენერგიის ყიდვის გარანტია გაიცემა. ამის შესახებ განცხადება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა გააკეთა. ხეთაგურის თქმით, პროექტის განხორციელების შემდედ, ბანკები სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტის დაფინანსებას გაზრდიან და სესხებსაც შედარებით მარტივად გა...
ბადრი ბიწაძეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს შეტანის ვადად შვიდი დღე განესაზღვრა. გირაოს ოდენობა 100000 ლარს შეადგენს. "დღეს, 2011 წლის 1-ელ ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ბადრი ბიწაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირ...
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს, 1 ივნისს აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით და გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილ 200- მდე ბავშვს უფასო სამედიცინო - პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩაუტარდა. პროფილაქტიკურ გასინჯვებში მონაწილეობა მიიღო გ .ჟვანიას სახელობის პედიატრი...
დღეს ჩილეს დასავლეთ სანაპიროზე 6.4 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური იუწყება. მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალი და სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობა ჯერჯერობით არ არის დადგენილი. ქალაქ კონსეპსიონის სიახლოვეს, სადაც დღეს დაფიქსირდა მიწისქვეშა ბ...
დავით აღმაშენებლის გამზირს კიდევ ერთი თანამედროვე დასასვენებელი ადგილი შეემატა. ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღის (ყოფილი გოფილექტის ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაო 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო. ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. დამონტაჟდა დეკორატიული სანათები, ორიგინალური დასასვენებე...
2 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღესთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით და მხარდაჭერით საბავშვო ბაღების უფროსი ასაკის ჯგუფის აღსაზრდელებისათვის (80 ბავშვი ) მოეწყობა ექსკურსია მთაწმინდის პარკში. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გარდა ატრაქციონებით მომსახურებისა...
წლის დასაწყისიდან ნავთობის მსოფლიო ფასი იზრდებოდა. წლის დასაწყისში ნავთობის ფასი ლონდონის სანავთობო ბირჟაზე შეადგენდა 95 დოლარს/ბარელზე, ხოლო აპრილის ბოლოს მიაღწია ყველაზე მაღალ მაჩვენებელს (1 ბარელი ნავთობის ფასი იყო 125 დოლარი/ბარელზე). ამ პერიოდში საქართველოს საცალო ბაზარზე საწვავის ფასის მატება მოხდა 5-ჯერ 5-5 თეთრის ...
ხვალ, 2 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება VI საერთაშორისო ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე" დასკვნითი კონცერტი, სადაც სხვა ნაწარმოებებთან ერთად შესრულდე...