GHN RSS Feed https://ghn.ge მიხეილ ყაველაშვილი ანტონიო გუტერეშს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, ქალაქ ანტალიაში შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაეროს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა გაეროს სააგენტოების საქმიანობის მნიშვნელობას საქართველოში, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა გაეროს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს https://ghn.ge/news/356605-mikheil-qavelashvili-antonio-gutereshs-shekhvda მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს, ქალაქ ანტალიაში შეხვდა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2064487173.jpeg 2026-11-13 356605 „ნაციონალური მოძრაობისგან“ ისეთი საოცრებები მოვისმინეთ, არ გამიკვირდება, თუ სააკაშვილს მითურ პერსონაჟად გამოაცხადებენ და იტყვიან, რომ ასეთი კაცი საერთოდ არ არსებობს - თენგიზ შარმანაშვილი „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავი დაიძვრინოს. ისეთი საოცრებები მოვისმინეთ, რომ გაკვირვებული ვართ. თურმე, პრეზიდენტობის დროს სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფერს წარმოადგენდა, არც ადეიშვილი, არც ვანო მერაბიშვილი. არ გამიკვირდება, სააკაშვილს მითიურ პერსონაჟად თუ გამოაცხადებენ და იტყვიან, ასეთი კაცი საერთოდ არ არსებობს, მითიური პერსონაჟი არისო, – ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამას ხომ ყველა უყურებს და საკონსტიტუციოს მოსამართლეებიც ისმენენ. „როგორ შეიძლება, მათი რომელიმე ნათქვამი მოსამართლემ სერიოზულად აღიქვას და მერე გაუკვირდათ, როცა შესაბამისი შედეგი დადგება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ არანაირი სინანულის გრძნობა არ აქვთ. ამბობენ, რომ არაფერი მომხდარა. წითლიძემ საგამოძიებო კომისიის რაღაც ჩვენება აიჩემა და თქვა, დამაჯერებელი არ არისო. სასამართლოს მიერ დადასტურებული ათობით სისხლის სამართლის განაჩენი რომ დევს, იმას რას უშვება და რას ამბობ? გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგი წერდა, რომ გამაოგნებელი იყო როგორ შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ და გამოძიებაში შეთქმულებას აწარმოებდნენ. ამათმა პრეზიდენტი არაფერ შუაში იყოო. არადა, სტრასბურგის უამრავ გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, რომ ეს იყო სისტემატური დანაშაული. ეს არ არის ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში ნახსენები. გინდათ, ამ ყველაფერს ამნეზია დაარქვით და რაც გინდათ, ის. ფაქტია, რომ არანაირი არგუმენტი არ აქვთ, არც შეიძლება, ჰქონდეთ. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა, დაგვენახა, სინანულია. ასე მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა, ზედმეტი მომივიდა, შემეშალა, ეთქვათ. მსგავს ვერაფერს დაინახავთ და მოისმენთ. ეს ეს ხალხი თუ პოლიტიკაში დარჩა, ამას გაიმეორებენ. ადამიანს, რომელსაც თავისი დანაშაული არ ესმის, ის ამას აუცილებლად გაიმეორებს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. https://ghn.ge/news/356604-natsionaluri-modzraobisgan-iseti-saotsrebebi-movisminet-ar-gamikvirdeba-tu-saakashvils-mitur-personazhad-gamoatskhadeben-da-itqvian-rom-aseti-katsi-saertod-ar-arsebobs-tengiz-sharmanashvili თენგიზ შარმანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობისგან“ ისეთი საოცრებები მოვისმინეთ, არ გამიკვირდება, პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/127035713.png 2026-11-13 356604 საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ხელს უშლიან, რაც გინდათ, ის დაარქვით, „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, ფაქტია, საკმაოდ სერიოზული ძალები არიან - თენგიზ შარმანაშვილი აბსოლუტური რეალობაა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობას ხელს უშლიან, – ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. „საკმაოდ სერიოზული ძალებია, რომელთაც, რაც გინდათ, ის დავარქვათ – „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, ულტრამემარცხენე ინტერნაციონალი. ფაქტია, საკმაოდ სერიოზული ძალები არიან, რომლებიც, პირველ რიგში, ზემოქმედებას ევროპულ ბიუროკრატიაზე ახდენენ. არიან ცალკეული ქვეყნის ლიდერებიც, ვისზეც განსაკუთრებული გავლენა აქვთ, მაგრამ ევროპული ბიუროკრატია აბსოლუტურად კონტროლქვეშ ჰყავთ. იმიტომაც გვიკვირს, რომ ის, რაც აშკარაა, იმის საწინააღმდეგოდ ტყუილებსაც კი გვაბრალებენ. როგორ შეიძლება, რაიმე პარამეტრით მოლდოვა ჩვენზე წინ იყოს, სადმე რაიმე კრიტერიუმით ან მონაცემებით? მაგრამ ამბობენ, რომ არის. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ამ კვლევებს თავად აკეთებენ, ცალკეული კომპონენტების ლიდერობად ისევ ჩვენ გაასახელებენ და მაშინ, როდესაც შეჯამებასთან გვაქვს საქმე, ამბობენ, თქვენ მაჩანჩალები ხართ, მოლდავაზე უკან ხართო. რატომ? – იმიტომ, რომ ევრობიუროკრატიას დირექტივა მიუვა და რეალობა არ აინტერესებთ. არც აღქმები აღარ აინტერესებთ, მშრალ და პირდაპირ ტყუილებს ლაპარაკობენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. https://ghn.ge/news/356603-sakartvelo-evrokavshiris-urtiertobas-khels-ushlian-rats-gindat-is-daarkvit-dif-steiti-globaluri-omis-partia-faktia-sakmaod-seriozuli-dzalebi-arian-tengiz-sharmanashvili – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ხელს უშლიან, რაც გინდათ, ის დაარქვით, „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, ფაქტია, საკმაოდ სერიოზული ძალები არიან პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/58900126.png 2026-11-13 356603 ირაკლი კობახიძესა და მაკა ბოჭორიშვილს იმ სირთულეებზე ვესაუბრე, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები აწყდებიან - სვეტლანა ტიხანოვსკაია დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. ტიხანოვსკაიას განცხადებით, შეხვედრაზე მან საქართველოში მცხოვრები ბელარუსების პრობლემები დააყენა, მათ შორის, დოკუმენტების მიღებასთან, ბინადრობის ნებართვებისა და სამართლებრივი სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები. „შევეხე იმ სირთულეებს, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები დოკუმენტების მიღების, ბინადრობის ნებართვების მოპოვებისა და სამართლებრივი სტატუსის უზრუნველყოფის კუთხით აწყდებიან. მოვუწოდე, დაიცვან იმ ბელარუსების უფლებები, რომლებიც დევნილობაში ყოფნის მიუხედავად კვლავ განიცდიან პოლიტიკურ დევნას“, - წერს ტიხანოვსკაია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმ ბელარუსების უფლებების დაცვა, რომლებიც სამშობლოში პოლიტიკური დევნის გამო იძულებული გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ. On the sidelines of #EPC in Dublin, I spoke with Georgia’s Prime Minister Irakli Kobakhidze and Foreign Minister Maka Botchorishvili. I raised the difficulties Belarusians living in Georgia face in obtaining documents and residence permits and securing legal status. I called… pic.twitter.com/KnGLKOOiHb — Sviatlana Tsikhanouskaya (@Tsihanouskaya) November 12, 2026   https://ghn.ge/news/356602-irakli-kobakhidzesa-da-maka-bochorishvils-im-sirtuleebze-vesaubre-romlebsats-sakartveloshi-mtskhovrebi-belarusebi-atsqdebian-svetlana-tikhanovskaia ირაკლი კობახიძესა და მაკა ბოჭორიშვილს იმ სირთულეებზე ვესაუბრე, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები აწყდებიან - სვეტლანა ტიხანოვსკაია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1329013093.jpg 2026-11-13 356602 ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა „ონლაინ საარჩევნო კამპანიის სივრცის დაცვა: რეგულირების მიღმა არსებული მიდგომები“ - იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის განხილვის მთავარი თემა, რომელშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ამავე უწყების საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიება ორ სამუშაო სესიას მოიცავდა. პირველი სესიის ფარგლებში მონაწილეებმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და არჩევნების მთლიანობის დაცვის მიმართულებით სახელმწიფოების მზადყოფნასა და მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე სესიაზე კი უშუალოდ შეფასდა ონლაინ საარჩევნო კამპანიის წარმოების პერიოდში, არსებული ქცევის კოდექსების გამოყენების გამოცდილება და მიღებული შედეგები. სამუშაო შეხვედრამ ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგატებს, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, საარჩევნო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მისცა ემსჯელათ ისეთ მნიშვნელოვან თემებსა და ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია რეგულირების ფარგლებს მიღმა, საარჩევნო კამპანიების წარმოების, ახალი საფრთხეების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა. “საერთაშორისო სამუშაო შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეუთოს წევრ ქვეყნებს ძირითადად აქვთ საერთო გამოწვევები, რომელიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება ციფრულ დეზინფორმაციას, მანიპულაციას და მისგან მიღებულ შედეგებს, ასევე დაგვანახა რომ ის მიდგომები, რომლებსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით იყენებს, არის მეტნაკლებად ერთგვაროვანი, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა საზოგადოებამდე მიიტანოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს საარჩევნო გარემოს დაცვასა და ამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, -განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ასევე გამართა შეხვედრა ალექსანდრე მაისურაძესთან, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ვიზიტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეკატერინე ზოდელავა და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე. სამუშაო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 ნოემბერს, გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილი და თამარ კაპანაძე აღნიშნულ ღონისძიებაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიწვევით იღებდნენ მონაწილეობას. https://ghn.ge/news/356601-tseskos-tavmjdomarem-eutoodiris-mier-organizebul-samushao-shekhvedrashi-miigho-monatsileoba ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/25608712.jpeg 2026-11-13 356601 ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის - ირაკლი ქადაგიშვილი ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.  მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დელეგაციას ჩინეთში ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა. „აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვქონდა მმართველ პარტიასთან, მის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტთან ძალიან მჭიდრო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რაც, ზოგადად, განაპირობებს ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზაკვლევებს. ამავდროულად, ჩვენ გვქონდა მთელი რიგი საინტერესო შეხვედრები ქალთა, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, უცხო ენების უნივერსიტეტთან, სადაც ქართული ენის სექციაა გახსნილი და თორმეტი ჩინელი ახალგაზრდა ეუფლება ქართულ ენას. მოგეხსენებათ, რომ მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთის მმართველობით სისტემაში სწორედ მმართველ პარტიას აქვს წამყვანი როლი, ამიტომ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის ამას აქვს თავისი მნიშვნელობა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.   https://ghn.ge/news/356600-chinetisa-da-sakartvelos-mmartvel-partiebs-shoris-gaformdeba-urtiertgagebis-memorandumi-es-dzalian-mnishvnelovania-kveqnebis-tanamshromlobis-gaghrmavebistvis-irakli-kadagishvili ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1832792386.png 2026-11-13 356600 მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვვები დაფიქსირდა სოფლების - წიფრანის, გალავანისა და თეთრახევას მიმდებარედ. სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარეების - არაგვის, თეზამისა და ქუსნოს კალაპოტებიდან, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში დაახლოებით 130 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.   თიანეთის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარის კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება. ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ. https://ghn.ge/news/356599-mtskheta-mtianetshi-didi-odenobit-kvisha-khreshis-ukanono-mopovebis-faktebi-gamovlinda მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა საქართველოს რეგიონები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1416843388.jpg 2026-11-13 356599 რუსებმა კიევში, ერთ-ერთ კლინიკაზე იერიში მიიტანეს, გაჩნდა ხანძარი კიევის შევჩენკოს რაიონში, რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამედიცინო დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა. დაშავდა ერთი ადამიანი, საგანგებო სამსახურების თანამშრომლებმა შვიდი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, კიდევ 30 პაციენტი და თანამშრომელი კი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ინფორმაციას კიევის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, 13 ნოემბრის ღამეს რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად, შევჩენკოს რაიონში მდებარე ექვსსართულიანი სამედიცინო დაწესებულების შენობის პირველიდან მესამე სართულამდე ხანძარი გაჩნდა. მეორე სართულზე შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. „13 ნოემბრის ღამეს რუსეთმა დედაქალაქზე მორიგი თავდასხმა განახორციელა. მტრის დაბომბვის შედეგად, შევჩენკოს რაიონში მდებარე ექვსსართულიანი სამედიცინო დაწესებულების შენობის პირველიდან მესამე სართულამდე ხანძარი გაჩნდა, მეორე სართულზე კი შენობა ნაწილობრივ დაინგრა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. https://www.facebook.com/DSNSKyiv/posts/%D0%B2%D0%BE%D1%80%D0%BE%D0%B3-%D0%BF%D0%BE%D1%86%D1%96%D0%BB%D0%B8%D0%B2-%D1%83-%D0%BB%D1%96%D0%BA%D1%83%D0%B2%D0%B0%D0%BB%D1%8C%D0%BD%D0%B8%D0%B9-%D0%B7%D0%B0%D0%BA%D0%BB%D0%B0%D0%B4-%D0%B2%D1%80%D1%8F%D1%82%D0%BE%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%BE-7-%D1%82%D0%B0-%D0%B5%D0%B2%D0%B0%D0%BA%D1%83%D0%B9%D0%BE%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%BE-30-%D0%BB%D1%8E%D0%B4%D0%B5%D0%B9%D1%83-%D0%BD%D1%96%D1%87-%D0%BF%D1%80%D0%BE%D1%82/1578220267672258/   https://ghn.ge/news/356597-rusebma-kievshi-ert-ert-klinikaze-ierishi-miitanes-gachnda-khandzari რუსეთის იერიშის შედეგად კიევში სამედიცინო დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1318652069.jpg 2026-11-13 356597 ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში განხორციელდა 13 ნოემბრის ღამეს, რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადსა და ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში განხორციელდა. თავდასხმის შედეგად ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. მონიტორინგის არხების ცნობით, დრონებმა იერიში ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს. სამრეწველო ზონაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით აფეთქებების ხმა უშუალოდ საწარმოს ტერიტორიაზეც გაისმა. ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა დრონებით განხორციელებული თავდასხმა დაადასტურა. მისი განცხადებით, ვოლგოგრადის სამხრეთ ნაწილში მდებარე სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად  ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა. როგორც Telegram-არხი ASTRA წერს, ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით ღამით განხორციელებული თავდასხმისა და „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ვოლგოგრადში ავტოგასამართ სადგურებთან რიგები გაჩნდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები და ვიდეოკადრები, რომლებშიც საწვავის შესაძენად მისული ავტომობილების რიგები ჩანს. ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა და კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის. ქარხანა 1957 წლიდან ფუნქციონირებს და მისი წლიური წარმადობა დაახლოებით 14.8 მილიონი ტონა ნავთობია. საწარმო აწარმოებს ბენზინს, დიზელისა და საავიაციო საწვავს, ნავთობპროდუქტებს, ნავთობის კოქსს, ბიტუმსა და საბაზისო ზეთებს. ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის სამხრეთ რეგიონებს ნავთობპროდუქტებით ამარაგებს. https://ghn.ge/news/356596-volgogradis-navtobgadamamushavebel-karkhanaze-dronebit-ierishi-gankhortsielda დრონებით იერიში მიიტანეს ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2036303401.png 2026-11-13 356596 როგავას, მაისაშვილსა და ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეების ცალკეულ ეპიზოდებად დაშლისა და პასუხისმგებლობის ჯაჭვის იქ გაწყვეტის მცდელობაა, სადაც ორგანიზატორებისა და ბრძანების გამცემების პასუხისმგებლობა იწყება - თამარ ონიანი გურამ როგავას, ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეების გამოძიების დინამიკა არის წამების სისტემური ხასიათის მიჩქმალვის, მისი ცალკეულ ეპიზოდებად დაშლისა და პასუხისმგებლობის ჯაჭვის სწორედ იქ გაწყვეტის მცდელობა, სადაც ორგანიზატორებისა და ბრძანების გამცემების პასუხისმგებლობა იწყება, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს. "როდესაც პროკურატურა სისტემური წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტებს უფლებამოსილების გადამეტების ან პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ცალკეულ ეპიზოდებად წარმოაჩენს; როდესაც ოფიციალურად დაზარალებულად ცნობილ (მინიმუმ) 167 ადამიანს შორის მხოლოდ სამი პირის საქმეზე სჯის შემსრულებლებს, ხოლო მინიმუმ 164 პირი კვლავ ელოდება მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას; როდესაც ამ ძალადობას წარმოაჩენს ქუჩაში მომხდარ, ერთმანეთისგან მოწყვეტილ შემთხვევებად და არა აქციების დარბევის პოლიტიკისა და საპოლიციო სტრატეგიის ნაწილად; უფრო ზუსტად - ორგანიზებულ ძალადობად, რომლის მასშტაბი და კოორდინირებული ხასიათი ვერ აიხსნება ცალკეული შემსრულებლების თვითნებობით; როდესაც გამოძიების მიღმა ტოვებს მათ პასუხისმგებლობას, ვინც ეს ოპერაციები დაგეგმა, ბრძანებები გასცა, მათ აღსრულებას ხელმძღვანელობდა ან ძალადობას მფარველობდა; პროკურატურა არ აღასრულებს მართლმსაჯულებას. ქმნის მის ფასადს, რომელიც, მათ შორის, მომხდარის დაფარვის საშუალებაა. სწორედ ამას ვდავობთ წამების იმ საქმეებში, რომლებიც საიამ 2024 წლის აქციების კონტექსტში გაგზავნა სტრასბურგის სასამართლოში. ეს ფასადი დოკუმენტირებულ მტკიცებულებებს ვერ დაუპირისპირდება და პასუხისმგებლობის საკითხს ვერ დახურავს იქ, სადაც მართლმსაჯულების მიღწევის რეალური პერსპექტივა არსებობს. და ამ სამართალს, ადრე თუ გვიან, მიაღწევენ დაზარალებულები და უფლებადამცველები. P.S. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია განაჩენების შესახებ, რამდენადაც ვნახე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის საქმეებს ეხება. ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე კი ჯერ დასაზუსტებელია, გამოტანილია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენი. თუმცა სამივე მათგანთან მიმართებით ეს პროცესი ერთიანად დაიწყო", - წერს ონიანი. https://ghn.ge/news/356598-rogavas-maisashvilsa-da-khabeishvilze-dzaladobis-sakmeebis-tsalkeul-epizodebad-dashlisa-da-pasukhismgeblobis-jachvis-ik-gatsqvetis-mtsdelobaa-sadats-organizatorebisa-da-brdzanebis-gamtsemebis-pasukhismgebloba-itsqeba-tamar-oniani როგავას, მაისაშვილსა და ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეების ცალკეულ ეპიზოდებად დაშლისა და პასუხისმგებლობის ჯაჭვის იქ გაწყვეტის მცდელობაა, სადაც ორგანიზატორებისა და ბრძანების გამცემების პასუხისმგებლობა იწყება - თამარ ონიანი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1667346785.jpg 2026-11-13 356598 პუტინი მზად არის, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპის მონაწილეობას დათანხმდეს - ჯარედ კუშნერი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპის მონაწილეობას დათანხმდეს. ამის შესახებ კუშნერმა დუბლინში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კუშნერის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ ევროპელ პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა და ამ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. „ამ შეთანხმებას ევროპული მხარის მონაწილეობის გარეშე ვერ მივაღწევთ. ჩვენ პრეზიდენტ პუტინს ხაზგასმით ავუხსენით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. პრეზიდენტი ზელენსკიც მტკიცედ უჭერს მხარს ამ მიდგომას - ის ამის შესახებ თავიდანვე საუბრობდა. ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინთან შეთანხმების მიღწევა შევძელით და ის მზად არის, სცადოს“, - განაცხადა კუშნერმა. მისი შეფასებით, ევროპულ და რუსულ მხარეებს შორის პირდაპირი შეხვედრების დროს ყველა საჭირო საკითხის განხილვა იქნება შესაძლებელი. „ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ - ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამას ვისმენთ სხვადასხვა ადამიანისგან, რომ მათ ამ ომის დასრულება სურთ. ეს ომი უკვე დიდი ხანია გრძელდება. ცხადია, მან ბევრ ადამიანზე იქონია გავლენა და, ვფიქრობ, ახლა ყურადღებას იმაზე ვამახვილებთ, თუ რისი მოტანა შეუძლია მომავალს“, - აღნიშნა კუშნერმა. შეგახსენებთ, ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, კრემლში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა. რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები დუბლინში ჩავიდნენ და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართეს. https://ghn.ge/news/356595-putini-mzad-aris-molaparakebebis-momdevno-raundshi-evropis-monatsileobas-datankhmdes-jared-kushneri ვლადიმირ პუტინი მზად არის, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპის მონაწილეობას დათანხმდეს. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/496258985.png 2026-11-13 356595 ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯორჯია მელონიმ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხები განიხილეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ზამთარში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად საჭირო რაკეტების მიწოდება განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. ზელენსკიმ მელონისს აბუ-დაბიში გამართული შეხვედრებისა და შემდგომი დიპლომატიური ნაბიჯების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. „მნიშვნელოვანია, რომ ევროპა სრულფასოვნად იყოს ჩართული პროცესში, როდესაც საქმე ომის დასრულებას, უსაფრთხოების გარანტიებსა და ჩვენი მთელი კონტინენტის მომავალს ეხება“, - განაცხადა ზელენსკიმ. ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის თავდაცვის საჭიროებები რუსეთის მიერ ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განუწყვეტელი თავდასხმების ფონზე. „უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და იმ სისტემებისთვის საჭირო რაკეტებია, რომლებიც ამ ზამთარში ადამიანების დასაცავად უკიდურესად აუცილებელია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. https://ghn.ge/news/356594-volodimir-zelenskim-da-jorjia-melonim-ukrainis-sahaero-tavdatsvis-gadzlierebisa-da-energetikuli-infrastrukturis-datsvis-sakitkhebi-ganikhiles ზელენსკიმ და მელონიმ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა განიხილეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/818878726.jpeg 2026-11-13 356594 რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა - სამხედრო ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა გვექნება - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან 12 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან უკრაინელი სამხედრო ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა იგეგმება. ამის შესახებ ზელენსკიმ დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა - სამხედრო ტყვეების გაცვლა შედგება. სტივმა და ჯარედმა მითხრეს, რომ ეს სამხედრო ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა იქნება. ჩვენი ბიჭები, ჩვენი ჯარისკაცები სახლში ბრუნდებიან. ძალიან მადლიერი ვარ ყველა ჩვენი მომლაპარაკებლის. ეს რეალური შედეგია. უპირველეს ყოვლისა, ეს ოჯახებისთვის და, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვის წარმატებაა, რადგან ადამიანები სახლში, საკუთარ ოჯახებთან დაბრუნდებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის გაცვლის მონაწილე სამხედრო ტყვეების კონკრეტული რაოდენობა არ დაუსახელებია. თუმცა მანამდე პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებებზე გაცვლის ფორმატად 1 000-ის 1 000-ზე ან 1 500-ის 1 500-ზე გაცვლა განიხილებოდა. ზელენსკიმ მოლაპარაკებების კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგად დაასახელა ის, რომ მომდევნო შეხვედრაში ევროპელი წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას და მოლაპარაკებების მაგიდასთან საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნებათ. https://ghn.ge/news/356593-rusetshi-vizitis-shemdeg-amerikulma-gundma-dzalian-mnishvnelovani-shedegi-chamoitana-samkhedro-tqveebis-qvelaze-masshtaburi-gatsvla-gvekneba-volodimir-zelenski რუსეთთან უკრაინელი სამხედრო ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა იგეგმება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1211659023.png 2026-11-13 356593 ვოლოდიმირ ზელენსკი დუბლინში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 12 ნოემბრის საღამოს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. შეხვედრა დუბლინის დასავლეთით, ბალდონელის რაიონში მდებარე კეისმენტის სამხედრო აეროდრომზე გაიმართა. მანამდე, 12 ნოემბერს, კრემლში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა. შეხვედრისას პუტინმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში, ოლეშკის მაგალითზე, ე.წ. „ჰუმანიტარული მისიის“ ჩატარების ინიციატივა წამოაყენა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს, შესაძლოა, ევროპული მხარეც შეუერთდეს.     https://ghn.ge/news/356592-volodimir-zelenski-dublinshi-ashsh-is-prezidentis-tsarmomadgenlebs-jared-kushnersa-da-stiv-uitkofs-shekhvda ზელენსკი დუბლინში ტრამპის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს შეხვდა. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2105176748.png 2026-11-13 356592 ვაშინგტონის მცდელობები, ირანი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცია, წარუმატებელი აღმოჩნდა. აშშ თანდათან „მუხლებზე იჩოქებს - მასუდ ფეზეშქიანი ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აშშ-ის მცდელობები, ირანი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცია, წარუმატებელი აღმოჩნდა. მისივე თქმით, თავად შეერთებული შტატები თანდათან „მუხლებზე იჩოქებს“. ფეზეშქიანმა ამის შესახებ 12 ნოემბერს, თურქეთში, COP31-ის კლიმატური სამიტის ფარგლებში განაცხადა.  ირანის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი ცდილობდა, ირანი და მისი მოსახლეობა დაემორჩილებინა, თუმცა ვითარება საპირისპიროდ განვითარდა. ფეზეშქიანის განცხადებით, მიუხედავად კონფლიქტისა და მუქარისა, ირანის დიპლომატიური საქმიანობა აქტიურად გრძელდება და ქვეყანა სხვადასხვა სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს. მან ასევე აღნიშნა, რომ COP31-ის სამიტი ირანისთვის კარგი შესაძლებლობა იყო სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრისა და თეირანის პოზიციების გასაცნობად. მისი მტკიცებით, ვაშინგტონის მცდელობა, ირანი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცია, უშედეგო აღმოჩნდა. https://ghn.ge/news/356591-vashingtonis-mtsdelobebi-irani-saertashoriso-izolatsiashi-moektsia-tsarumatebeli-aghmochnda-ashsh-tandatan-mukhlebze-ichokebs-masud-fezeshkiani აშშ-ის მცდელობები, ირანი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცია, წარუმატებელი აღმოჩნდა. მისივე თქმით, თავად შეერთებული შტატები თანდათან „მუხლებზე იჩოქებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1241384465.png 2026-11-13 356591 თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა ოთხი სამხედრო თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის რეგიონში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ოთხი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. უწყების ინფორმაციით, ავიაკატასტროფა S-70-ის ტიპის ვერტმფრენმა განიცადა. ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გაგზავნეს. ასევე დაუყოვნებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. https://ghn.ge/news/356590-turketshi-samkhedro-vertmfreni-chamovarda-daighupa-otkhi-samkhedro თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაიღუპა ოთხი სამხედრო მოსამსახურე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/942701740.png 2026-11-12 356590 ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტონიო კოშტასა და ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები განიხილა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა და მათ აბუ-დაბიში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. შეხვედრა 12 ნოემბერს, დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართა. ზელენსკის განცხადებით, აბუ-დაბიში გამართული შეხვედრების ცალკეულ ღონისძიებებს ევროპელი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპა რუსეთთან მოლაპარაკებებში სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი. „განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ევროპაში უსაფრთხოებაზე, ევროპის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერასა და ნებისმიერ ვალდებულებაზე, რომელსაც ევროპა საკუთარ თავზე აიღებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ევროკავშირთან შეთანხმებები უკრაინისთვის ზამთრის გადასატანად დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ. „იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მივიღებთ ენერგეტიკულ და ჰუმანიტარულ დახმარების პაკეტებს, ასევე დახმარებას თავშესაფრების მოწყობაში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მხარეებმა ასევე შეათანხმეს პოზიციები მოლაპარაკებების ბოლო ორი კლასტერის გახსნისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი ნაბიჯების შესახებ. „უნდა ვეძებოთ მაქსიმალურად სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტილებები, რომლებსაც იმსახურებს ჩვენი ხალხი, რომელიც მთელ ევროპას იცავს“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.   https://ghn.ge/news/356589-volodimir-zelenskim-antonio-koshtasa-da-fon-der-laientan-shekhvedrisas-abu-dabishi-gamartuli-molaparakebebi-ganikhila ზელენსკიმ კოშტასა და ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/211714044.png 2026-11-12 356589 პიტ ჰეგსეთმა ჯილდო გადასცა სამხედროს, რომელმაც მას უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შენიშვნა მისცა აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ჯილდო გადასცა სამხედროს, რომელმაც მას უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შენიშვნა მისცა. ამის შესახებ Associated Press წერს. როგორც ცნობილია, სამხედრომ ყურადღება ჰეგსეთსა და მის თანმხლებ პირებს მიაქცია მას შემდეგ, რაც არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, ფოტოების გადაღების შემდეგ მათი სიცილი და საუბარი გაიგონა. ინციდენტი 11 ნოემბერს, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ცერემონიის შემდეგ მოხდა.  ჰეგსეთი მეუღლესთან, ჯენიფერთან და თანამშრომლებთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავის წინ ფოტოს იღებდა. გადაღების დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრების სიცილი და საუბარი გაისმა, რის გამოც აშშ-ის არმიის მორიგე სამხედრომ მათ მიმართა და შეახსენა, რომ მემორიალთან სიჩუმე და პატივისცემა უნდა შეენარჩუნებინათ. „ყველა ვიზიტორი ვალდებულია, ნებისმიერ დროს შეინარჩუნოს სიჩუმე და პატივისცემის ატმოსფერო!“ – ხმამაღლა მიმართა ჯარისკაცმა ჯგუფს. პენტაგონის პრესსპიკერმა შონ პარნელმა მომხდარის შემდეგ განაცხადა, რომ სამხედრო მოსამსახურემ დამსწრეებს წესების დაცვისა და სათანადო ქცევის შესახებ სწორად და თავაზიანად შეახსენა. 12 ნოემბერს ჰეგსეთმა პენტაგონში მიიწვია არმიის ქვედანაყოფი, რომელიც უცნობი ჯარისკაცის საფლავს იცავს, და თომას იგლესიასს ჯილდო გადასცა 11 ნოემბერს დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის. ჰეგსეთმა სოციალურ ქსელში ჯილდოს გადაცემის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა და დაწერა: „ჩვენ გვიყვარს ჯარისკაცები. ჩვენ გვიყვარს სტანდარტები. ყოჩაღ. გააგრძელე პატრიოტო“. We love soldiers. We love standards. Well done, Specialist. Carry on Patriots. pic.twitter.com/Uk6ek6oOso — Secretary of War Pete Hegseth (@SecWar) November 12, 2026     https://ghn.ge/news/356588-pit-hegsetma-jildo-gadastsa-samkhedros-romelmats-mas-utsnobi-jariskatsis-saflavtan-shenishvna-mistsa პიტ ჰეგსეტმა ჯილდო გადასცა სამხედროს, რომელმაც მას უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შენიშვნა მისცა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/130516471.jpg 2026-11-12 356588 კაია კალასმა დაასახელა, ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროკავშირს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ უკვე განსაზღვრულია, ვინ წარმოადგენს ევროპას უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში. ამის შესახებ მან 12 ნოემბერს, დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში განაცხადა. კალასის თქმით, ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებში ევროპის სახელით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიo კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და თავად ის უნდა მონაწილეობდნენ, როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. „რა თქმა უნდა, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს შეუძლიათ, სხვა გადაწყვეტილება მიიღონ, თუ ამის სურვილი ექნებათ. თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ძალიან რთული ამოცანა იქნება. უფრო მარტივია, დავეყრდნოთ უკვე არსებულ შეთანხმებებს“, - განაცხადა კალასმა. კალასმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს არ უნდა აინტერესებდეს, ვინ წარმოადგენს ევროპას მოლაპარაკებებში. „რატომ უნდა გვაინტერესებდეს, რას ამბობენ რუსები ჩვენს წარმომადგენლებზე? ჩვენ განვიხილავთ მათ წარმომადგენლებს - ვინ უნდა წარმოადგენდეს მათ? საბოლოო ჯამში, ყველას აქვს უფლება, თავად აირჩიოს თავისი წარმომადგენლები“, - განაცხადა მან. ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ლუკ ფრიდენმა დუბლინში შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ ვინ წარმოადგენს მხარეს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიo კოშტა ამ როლისთვის ბუნებრივი კანდიდატია, რადგან ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა აირჩიეს. „ამიტომ მხარს ვუჭერ პრეზიდენტ კოშტას მონაწილეობას ასეთ მოლაპარაკებებში“,- განაცხადა ფრიდენმა. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა კი აღნიშნა, რომ ევროპის ინსტიტუტების ოფიციალური წარმომადგენელი სწორედ ანტონიო კოშტა უნდა იყოს. „თუ ჩვენს ინსტიტუციურ სტრუქტურას გადავხედავთ, ოფიციალური წარმომადგენელი ანტონიო კოშტაა. დიახ, ოფიციალურად“, - განაცხადა მან. https://ghn.ge/news/356587-kaia-kalasma-daasakhela-vin-unda-tsarmoadgendes-evrokavshirs-ukrainasa-da-rusets-shoris-molaparakebebze კალასმა დაასახელა ევროკავშირის წარმომადგენლები უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/747020896.png 2026-11-12 356587 ზვიად მაისაშვილის საქმეზე დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სამოქალაქო აქტივისტ ზვიად მაისაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ. ინფორმაციას მაისაშვილის ადვოკატი ადასტურებს.  განაჩენი საქალაქო სასამართლომ დღეს გამოიტანა - ბრალდებულებს  3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეეფარდათ. სპეცრაზმელები ზვიად მაისაშვილს 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევის დროს თავს დაესხნენ. გავრცელებულ კადრში ჩანს, როგორ ურტყამს მას ათამდე სამართალდამცველი, დღეს გახდა ცნობილი ისიც, რომ ჟურნალისტ გურამ როგავას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ სპეცრაზმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა  მიესაჯა. https://ghn.ge/news/356586-zviad-maisashvilis-sakmeze-dakavebul-or-spetsrazmels-5-5-tslit-tavisuflebis-aghkveta-miesaja ზვიად მამისაშვილის საქმეზე დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2091920888.png 2026-11-12 356586 ჰორმუზის სრუტესთან გემზე თავდასხმა მოხდა ოთხშაბათს, არაბთა გაერთიანებული საამიროების რას-ელ-ხაიმას საამიროდან ჩრდილო-დასავლეთით, ტანკერს დაუდგენელი ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც გემის სამანქანო განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Reuters გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტოზე (UKMTO) დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, ტანკერის ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-ის ინფორმაციით, გემს ომანის ყურიდან ჰორმუზის სრუტიდან გასვლისას, კიჩოს ნაწილში მოხვდა ჭურვი. Ambrey-ის ცნობით, დაშავებულების ან გარემოს დაბინძურების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ბოლო კვირების განმავლობაში სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე გემებზე თავდასხმები გახშირდა. აშშ-ისა და ისრაელის ირანთან კონფლიქტის დაწყებამდე ამ სტრატეგიულ საზღვაო დერეფანზე მსოფლიო ნედლი ნავთობის მოცულობის თითქმის მეხუთედი გადაჰქონდათ. https://ghn.ge/news/356585-hormuzis-srutestan-gemze-tavdaskhma-mokhda არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ტანკერს უცნობი ჭურვი მოხვდა, გემზე ხანძარი გაჩნდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1139082409.png 2026-11-12 356585 ლილე სვანაძე ჭადრაკში 10-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა ლილე სვანაძე ჭადრაკში 10-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონია. საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ ტურნირზე ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელმა ცხრა პარტიიდან შვიდი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა. ლილე სვანაძემ ჩემპიონატი წაუგებლად ჩაატარა, 8 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. https://ghn.ge/news/356584-lile-svanadze-chadrakshi-10-tslamde-gogonata-shoris-evropis-chempioni-gakhda ლილე სვანაძე ჭადრაკში 10-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა სპორტი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1379195460.jpg 2026-11-12 356584 უკრაინის საკითხზე მომდევნო მოლაპარაკებებში ევროპელი წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან - სტივ უიტკოფი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა იმედი გამოთქვეს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპული მხარეც მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმურ პუტინს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა აბუ დაბიში უკრაინის საკითხზე გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი განიხილეს, რომელიც კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. მოსკოვიდან გამგზავრებამდე უიტკოფმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი მიღწეულია და მხარეები ახალი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ. „ვფიქრობ, პროგრესი გვაქვს. მიმაჩნია, რომ ეს დღეს დილით მოხდა. არავის ეგონა, რომ სამმხრივ მოლაპარაკებებს განვაახლებდით, თუმცა ეს შევძელით. ახალი შეხვედრაც დავგეგმეთ“, - განაცხადა უიტკოფმა. მან ასევე დაადასტურა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მომდევნო მოლაპარაკებებში ევროპელი წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. „ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და მათი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა. კუშნერმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს ყველა საკითხი ამომწურავად და დეტალურად განიხილეს. „ვფიქრობ, საერთო ჯამში, ყველა საკითხზე ძალიან ამომწურავი და დეტალური დისკუსია გვქონდა. იმედი მაქვს, ეს მომდევნო მრავალმხრივი მოლაპარაკებებისთვის საფუძველი გახდება“, - განაცხადა კუშნერმა. აშშ-ის წარმომადგენლები მოსკოვიდან დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და მას პუტინთან შეხვედრის შედეგებს გააცნობენ.   https://ghn.ge/news/356583-ukrainis-sakitkhze-momdevno-molaparakebebshi-evropeli-tsarmomadgenlebits-chaertvebian-stiv-uitkofi უკრაინასთან დაკავშირებით მომდევნო მოლაპარაკებებში ევროპელი წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1291289672.png 2026-11-12 356583 ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან, იმედი გვაქვს, ეს საბოლოო ჯამში აისახება ევროპის საერთო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ - ირაკლი კობახიძე ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან. ამაში ჩვენ ვრწმუნდებით, როდესაც გვაქვს ორმხრივი საუბრის საშუალება კონკრეტულ ლიდერებთან და არაერთია ასეთი პოლიტიკური ლიდერი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბლინში განუცხადა.  მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ევროპის საერთო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. „ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან. ამაში ჩვენ ვრწმუნდებით, როდესაც გვაქვს ორმხრივი საუბრის საშუალება კონკრეტულ ლიდერებთან და არაერთია ასეთი პოლიტიკური ლიდერი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ევროპის საერთო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. ჩვენ მოთმინებით ველოდებით მოვლენების განვითარებას სწორი და უკეთესი მიმართულებით,“- აღნიშნა პრემიერმა. https://ghn.ge/news/356582-evropashi-aris-araerti-lideri-romelits-jansaghad-uqurebs-urtiertobebs-sakartvelostan-imedi-gvakvs-es-saboloo-jamshi-aisakheba-evropis-saerto-damokidebulebaze-sakartvelos-mimart-irakli-kobakhidze ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან, იმედი გვაქვს, ეს საბოლოო ჯამში აისახება ევროპის საერთო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1642958575.jpg 2026-11-12 356582 დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში - კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართ - კობახიძე დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებასთან დაკავშრებით. „დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. განვიხილეთ ევროპის უსაფრთხოების ცვალებადი გარემო და არსებული გამოწვევები. ყურადღება გავამახვილე საქართველოს ძალისხმევაზე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების, ასევე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ“, - აღნიშნავს პრემიერი. https://ghn.ge/news/356581-dublinshi-evropuli-politikuri-gaertianebis-samitis-farglebshi-monatsileoba-mivighe-mrgvali-magidis-diskusiashi-kidev-ertkhel-davadasture-chveni-ertguleba-regionshi-mshvidobisa-da-stabilurobis-ganmtkitsebis-mimart-kobakhidze დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში - კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართ - კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/309364327.jpg 2026-11-12 356581 ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მაღალ დონეს და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხ კოლეგას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.   შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ. https://ghn.ge/news/356580-irakli-kobakhidze-nikol-fashinians-shekhvda ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/114063555.jpg 2026-11-12 356580 ირაკლი კობახიძემ, EPC-ის სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე  - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკურიგაერთიანების(EPC) მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, თემაზე  - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.  დახურული ფორმატის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ისაუბრა ჰიბრიდულ საფრთხეებზე და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში. მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, დანიისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები, მონტენეგროს, ლიეტუვის, რუმინეთის პრეზიდენტები და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. https://ghn.ge/news/356579-irakli-kobakhidzem-epc-is-samitis-farglebshi-monatsileoba-miigho-panelur-diskusiashi-temaze-demokratiuli-evropis-usafrtkhoebisa-da-tavdatsvis-uzrunvelqofa ირაკლი კობახიძემ, EPC-ის სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე  - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1932761650.jpg 2026-11-12 356579 გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა „ფორმულას“ ყოფილ ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციებისას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს, გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამასთან, მას სამი წლით შეუზღუდეს საქმიანობის უფლება. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრველებს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოიტანა, რაც 2026 წლის 12 ნოემბერს საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემჟურნალისტს აცნობა.  როგავას ცნობით, მანამდე პროკურატურას ჟურნალისტთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. "რადიო თავისუფლებასთან" როგავა აღნიშნავს, რომ განაჩენის გამოტანამდე სასამართლო პროცესზე დაზარალებულის სტატუსით გამოკითხვას ელოდა, თუმცა ეს არ მომხდარა. საქმის წინა პროკურორმა, გიორგი ნადირაძემ, განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე პროკურატურა დატოვა და საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელა. საქმე მისმა შემცვლელმა, ლაშა გამყრელიძემ გადაიბარა. გურამ როგავა საქმის მასალებს უნდობლობას უცხადებს და აცხადებს, რომ მტკიცებულებები „ცარიელი ფურცლებია“. მისი შეფასებით, საქმის დახურული განხილვით პროკურატურამ საზოგადოებას სიმართლე დაუმალა. "რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო, რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს“, - აცხადებს ჟურნალისტი. 2024 წლის 29 ნოემბერს, დედაქალაქში მასშტაბური აქციების დროს. როგავა „ფორმულის“ პირდაპირ ეთერში მუშაობდა და აქციას აშუქებდა, რა დროსავ მას თავს სპეცრაზმელი დაესხა. გურამ როგავას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა. ის რამდენიმე დღე კლიმიკაში მკურნალობდა. https://ghn.ge/news/356578-guram-rogavaze-tavdaskhmis-sakmeze-spetsrazmels-5-tslit-patimroba-miesaja ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/299487877.jpg 2026-11-12 356578 საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო საქართველოს ბანკისა და LEAF-ის თანამშრომლობით, საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო. ტურის მიზანია, ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.  პირველი საინფორმაციო შეხვედრები რუსთავსა და გორში უკვე გაიმართა. შეხვედრებზე მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ, სადაც მათ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამასთან, მონაწილეები გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, გაიგეს, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად. რეგიონული ტური ქუთაისსა და ზუგდიდში გაგრძელდება: 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50; 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14. შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს. საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი. https://ghn.ge/news/356577-sakartvelos-bankisa-da-leaf-is-saertashoriso-ganatlebis-regionuli-turi-daitsqo საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/609904848.jpg 2026-11-12 356577 უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არის, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება - ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს. ამის შესახებ მაკრონმა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  მაკრონის თქმით, ევროპის ქვეყნებმა თავად უნდა განსაზღვრონ საკუთარი უსაფრთხოება. „დღეს მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვაკეთებთ უკრაინისთვის და ის, რომ მისი მხარდაჭერა მტკიცედ გავაგრძელოთ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ევროპამ უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით ერთიანი და მტკიცე პოზიცია უნდა შეინარჩუნოს. მისი თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა უსაფრთხოების საკუთარი პრინციპები და არქიტექტურა უნდა ჩამოაყალიბონ. მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის მონაწილეობის გარეშე უკრაინის მხარდაჭერა ვერ გაგრძელდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა „მსურველთა კოალიციაზე“ და აღნიშნა, რომ ირლანდიაში შეკრებილი ლიდერები ამ კოალიციის წვლილის, სავარაუდოდ, 80-90%-ს და მთლიანობაში უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერის ძირითად ნაწილს უზრუნველყოფენ. „აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არის. რა თქმა უნდა, გარკვეული საშუამავლო ძალისხმევა ხორციელდება და ეს კარგია, თუმცა საბოლოოდ სწორედ ჩვენ, ევროპელებმა უნდა გადავწყვიტოთ, როგორ უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება და რა მიმართულებით განვავითაროთ იგი. ამაში ეჭვი არ მეპარება",  - განაცხადა მაკრონმა. https://ghn.ge/news/356576-ukrainis-mimart-evropis-mkhardacheras-gadamtsqveti-mnishvneloba-akvs-radgan-ashsh-is-mkhridan-mkhardachera-aghar-aris-chven-unda-gadavtsqvitot-rogor-uzrunvelvqot-chveni-usafrtkhoeba-emanuel-makroni უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არის, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება - ემანუელ მაკრონი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/20313765.png 2026-11-12 356576 სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება და და ბორჯომში ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯავრდადებული დამნაშავედ იქნა ცნობილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია და განზრახ მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მსჯავრდადებულმა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, მოკვლის მიზნით ქვეითად მყოფ დაზარალებულს განზრახ შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. “სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 8 მაისს ბორჯომში, მსჯავრდადებულმა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, მოკვლის მიზნით ქვეითად მყოფ დაზარალებულს განზრახ შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შეჯახების შედეგად დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება და მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ბრალდებულს ბრალდება 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, ბრალდებულის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია) გადააკვალიფიცირა და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. პროკურატურამ აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მსჯავრდადებული სასამართლო დარბაზში დააკავეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/356575-saapelatsio-sasamartlom-gaaukma-akhaltsikhis-sasamartlos-gadatsqvetileba-da-da-borjomshi-kveitze-ganzrakh-dajakhebis-faktze-msjavrdebuls-10-tslit-patimroba-miusaja სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება და და ბორჯომში ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1312273227.jpg 2026-11-12 356575 თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა - Associated Press აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში, თეთრი სახლიდან დაახლოებით 1.6 კილომეტრში მდებარე ლოგან-სერკლის რაიონში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ Associated Press სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს. პოლიციის პრესსპიკერის, ნიკოლ დინერის განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებული არ არის. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დიდი რაოდენობა. ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ალყაშია მოქცეული, ხოლო ახლომდებარე სკოლებში უსაფრთხოების მიზნით იზოლაციის რეჟიმი გამოცხადდა. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, შემთხვევის ადგილს მოერიდონ. NBC News-ის წყაროების ინფორმაციით, პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდამსხმელმა თავი სპორტულ დარბაზს შეაფარა და იქ ჩაიკეტა. ინციდენტის ადგილზე გამოძიებაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და ცეცხლსასროლი იარაღის, თამბაქოს, ალკოჰოლისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიუროს თანამშრომლებიც მონაწილეობენ. ინფორმაცია შემთხვევის მიზეზისა და დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით უცნობია. https://ghn.ge/news/356574-tetr-sakhltan-akhlos-srolis-shedegad-khuti-adamiani-daichra-associated-press თეთრ სახლთან სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/94293715.png 2026-11-12 356574 ნიუ იორკში სამსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, დაღუპულია რვა ადამიანი, დაშავებულია 19 ნიუ იორკის ბრუკლინის რაიონში სამსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, ბოლო მონაცემებით, რვა ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის სამი მეხანძრეა. მედიის ცნობით, ამის შესახებ ნიუ იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოსაყვანად. შემთხვევა 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა. სამსართულიანი შენობა მეზობლად მდებარე სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე ჩაინგრა. ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა მეზობელი შენობის კედელიც. სამაშველო ოპერაციაში დაახლოებით 250 მეხანძრე, პოლიციელი და სხვა საგანგებო სამსახურების თანამშრომელი მონაწილეობდა. ნანგრევებში ადამიანების მოსაძებნად გამოიყენეს სამძებრო ძაღლები, დრონები და სპეციალური ტექნიკა. მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს, მათ შორის ორსული ქალის. წინასწარი ინფორმაციით, ჩამონგრეული შენობის პირველ სართულზე კომერციული ფართი, ზედა სართულებზე კი საცხოვრებელი ბინები იყო განთავსებული. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შემთხვევის მიზეზს ნიუ-იორკის შენობების დეპარტამენტი იძიებს. დადგენილია, რომ ჩამონგრეული შენობის გვერდით სამშენებლო მოედანზე მიწის ამოღების სამუშაოები მიმდინარეობდა. იმავე ტერიტორიაზე დარღვევები მანამდეც გამოვლინდა: მარტში ობიექტზე დემონტაჟის სამუშაოების შეჩერების განკარგულება გაიცა, რადგან მეზობელი შენობების დასაცავად სათანადო ზომები არ იყო მიღებული. აპრილში კი ინსპექტორებმა აღმოაჩინეს, რომ სამუშაოები აკრძალვის მიუხედავად განახლებული იყო. https://ghn.ge/news/356573-niu-iorkshi-samsartuliani-shenobis-chamongrevis-shedegad-daghupulia-rva-adamiani-dashavebulia-19 ნიუ იორკის ბრუკლინის რაიონში სამსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, ბოლო მონაცემებით, რვა ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/501395589.png 2026-11-12 356573 საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა საქართველოს ბანკისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით, ტექნოლოგიურ სფეროში ქალების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, პანელური დისკუსია „AI-ს ეპოქა: რა იცვლება და რა შესაძლებლობები ჩნდება?“ გაიმართა.  შეხვედრის ფარგლებში, სპიკერებმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს. დისკუსიას Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა რობაქიძე უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში სპიკერები იყვნენ: მარიამ ჯანჯღავა - AI Products Owner ელენე გაბელაია - პროექტის ანალიტიკოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) თეო ზანგურაშვილი - CEO, Comm School ანა ხოსიტაშვილი - კონტენტ კრეატორი სპიკერებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროს, რა შესაძლებლობებს ქმნის ტექნოლოგიური პროგრესი და როგორ აისახება ეს დასაქმების ბაზარზე. მათ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ყურადღება გაამახვილეს იმ ცოდნასა და უნარებზე, რომლებიც AI-ის ეპოქაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციის მნიშვნელობასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას.  საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, რომლებიც ცოდნის გაზიარებას, ახალი უნარების განვითარებასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებას ემსახურება. საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge https://ghn.ge/news/356572-sakartvelos-bankisa-da-un-women-is-initsiativit-khelovnuri-intelektis-epokis-shesadzleblobebze-paneluri-diskusia-gaimarta საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1359520826.jpg 2026-11-12 356572 ჩვენც გვსურს, რომ მარადიული მშვიდობა იყოს, ვიცით, რომ ორივე მხარეს ტერიტორიული საკითხები განსხვავებულად ესმის, უკრაინული მხარე ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს, ეს ყოველთვის უთანხმოების საგანი იქნება - პუტინი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვისთვის ცნობილია, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებში ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს. ამის შესახებ პუტინმა კრემლში აშშ-ის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრისას განაცხადა. პუტინის თქმით, მხარეებს ტერიტორიული საკითხების მიმართ განსხვავებული ხედვები აქვთ, ხოლო ე.წ. ნაცრისფერი ზონები მათ შორის უთანხმოების საგნად დარჩება. „რაც შეეხება მშვიდობის ხანგრძლივობას, მის ურყეობასა და საიმედოობას, ჩვენც გვსურს, რომ ეს მარადიული მშვიდობა იყოს. ვიცით, რომ ორივე მხარეს ტერიტორიული საკითხები განსხვავებულად ესმის. ასევე ვიცით, რომ უკრაინული მხარე ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს. როგორც უკვე ვთქვი, ეს ყოველთვის უთანხმოების საგანი იქნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.   https://ghn.ge/news/356571-chvents-gvsurs-rom-maradiuli-mshvidoba-iqos-vitsit-rom-orive-mkhares-teritoriuli-sakitkhebi-ganskhvavebulad-esmis-ukrainuli-mkhare-ets-natsrisferi-zonebis-sakitkhs-aqenebs-es-qoveltvis-utankhmoebis-sagani-ikneba-putini ჩვენც გვსურს, რომ მარადიული მშვიდობა იყოს, ვიცით, რომ ორივე მხარეს ტერიტორიული საკითხები განსხვავებულად ესმის, უკრაინული მხარე ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს, ეს ყოველთვის უთანხმოების საგანი იქნება - პუტინი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1134771078.jpg 2026-11-12 356571 ბრალდება წარედგინა შვიდ პირს, რომლებიც მრგვალ ბაღთან ფიზიკურად გაუსწორდნენ ოთხ ადამიანს, ერთ-ერთი კი დაჭრეს საქართველოს პროკურატურამ თბილისში,ვაკის რაიონში, მრგვალ ბაღის მიმდებარედ ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 ნოემბერს, მრგვალ ბაღთან, საავტომობილო გზაზე, ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოთხ პირს და მათ შორის ერთ-ერთს სხეულის სხვადასხვა ადგილას ჭრილობები მიაყენეს. აღნიშნულით ბრალდებულებმა უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, მათ შორის, შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა და ქვეითთა გადაადგილება, რითაც საზოგადოებისადმი გამოხატეს აშკარა უპატივცემულობა. „დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/356569-braldeba-tsaredgina-shvid-pirs-romlebits-mrgval-baghtan-fizikurad-gaustsordnen-otkh-adamians-ert-erti-ki-dachres პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა შვიდ პირს, რომლებიც მრგვალ ბაღთან ფიზიკურად გაუსწორდნენ ოთხ ადამიანს, ერთ-ერთი კი დაჭრეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1973012333.png 2026-11-12 356569 ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში საქართველოს ბანკი მომხმარებლებს საბანკო სერვისებით სარგებლობის კიდევ უფრო მოქნილ შესაძლებლობებს სთავაზობს. M, L და SUPER ნაკრებების, ასევე Student Card-ისა და SOLO პაკეტების მფლობელებს საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში ვალუტის გადაცვლა სპეციალური პირობებით შეუძლიათ. კერძოდ, მომხმარებლები ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში (GEL, USD, EUR) ვალუტის გადაცვლას საქართველოს ბანკის საუკეთესო კურსით შეძლებენ. ოპერაციის შესრულება შესაძლებელია დისტანციურად, ნებისმიერ დროს, 24/7 რეჟიმში, მომენტალურად. შეთავაზება მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ კონკურენტული გაცვლითი კურსით და საბანკო ოპერაციები მათთვის მოსახერხებელ დროს, ერთიანი ციფრული სივრციდან შეასრულონ. აღსანიშნავია, რომ M, L და SUPER ნაკრებები მომხმარებლებს ყოველდღიური საბანკო საჭიროებების ერთიანად მართვის შესაძლებლობას აძლევს. ფიქსირებული ყოველთვიური საფასურის სანაცვლოდ, ისინი სხვადასხვა საბანკო მომსახურებას დამატებითი საკომისიოს გარეშე იღებენ, მათ შორისაა, ავტომატური გადახდები, კომუნალურების დაფარვა, ანგარიშებისა და ბარათების მომსახურება და სხვა სერვისები. საბანკო ნაკრებებისა და მათი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს, ხოლო ვალუტის გადასაცვლელად გამოიყენეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი ან ინტერნეტბანკი. https://ghn.ge/news/356568-valutis-gaumjobesebuli-kursi-sakartvelos-bankis-mobilbanksa-da-internetbankshi ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/491249546.jpg 2026-11-12 356568 ყოველთვის მზად ვიყავით საქართველოსთან დიალოგისთვის, ვიცი, რომ ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს, ჩვენ ამას ვაკვირდებით - ალან ბერსე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. „როგორც იცით, მე ყოველთვის მზად ვიყავი დიალოგისთვის ყველა წევრ სახელმწიფოსთან და, რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოსთანაც. ჩვენ ბოლო დროს კონტაქტი გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალე და გულწრფელი დისკუსიები გვქონდეს, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის საჯაროდ არ იქნება“, - განაცხადა ბერსემ. მისივე განცხადებით, ევროპის საბჭო აკვირდება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებს.  "ვიცი, რომ ამჟამად განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე მიმდინარეობს. ჩვენ ამას ვაკვირდებით და როგორც ყოველთვის, აღვნიშნავთ, რომ ევროპის საბჭოს წევრობა მისი ღირებულებების მიმართ ერთგულებას გულისხმობს. ვგულისხმობ, რომ 46-ვე წევრმა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე და ასევე, ჩვენ სამოქმედო ჩარჩო გვაქვს, რომლის ფარგლებშიც ურთიერთობების განვითარება და თანამშრომლობა შეგვიძლია. მჯერა, რომ ეს კვლავ უნდა დავადასტუროთ, გავაგრძელოთ დიალოგი და ერთად განხილვა იმისა, თუ რის გაკეთებას გავაგრძელებთ, მათ შორის საქართველოსთანაც“, - აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა. https://ghn.ge/news/356567-qoveltvis-mzad-viqavit-sakartvelostan-dialogistvis-vitsi-rom-amzhamad-sakonstitutsio-sasamartloshi-gankhilva-mimdinareobs-chven-amas-vakvirdebit-alan-berse ალან ბერსე: საქართველოში მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/43222371.png 2026-11-12 356567 გიტანას ნაუსედამ დაასახელა, ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროპას რუსეთთან მოლაპარაკებებში ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ევროპას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში წარმომადგენლობის საკითხზე შეთანხმება სჭირდება. ამის შესახებ ნაუსედამ დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროპას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში, ნაუსედამ უპასუხა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას ამის შესაბამისი მანდატი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან აქვს მიღებული. „თუმცა, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ განსხვავებული მიდგომები არსებობს. ჩემი აზრით, პარასკევს ამის განხილვისა და, შესაძლოა, წარმომადგენლობის უფრო რთული ფორმულების მოძებნის შესანიშნავი შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა ლიეტვის პრეზიდენტმა. მისი თქმით, თუ რუსეთი დაინახავს, რომ ევროპის წარმომადგენლები მუდმივად იცვლებიან, ეს მოლაპარაკებების შედეგზე დადებითად არ აისახება. „უნდა შევიმუშაოთ წარმომადგენლობის ყველასთვის გასაგები და მისაღები ფორმულა და რაც უფრო მალე გავაკეთებთ ამას, მით უკეთესი“, - აღნიშნა ნაუსედამ. შეგახსენებთ, რომ ევროპის სახელით მოლაპარაკებებში მონაწილე წარმომადგენლის საკითხზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ესტონეთი მიიჩნევს, რომ ევროპას ანტონიო კოშტა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უნდა წარმოადგენდნენ. ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, მიჰოლ მარტინის აზრით კი, ევროპას რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის აუცილებლად ერთი წარმომადგენელი არ სჭირდება. მანამდე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ მოითხოვა, ევროკავშირმა განსაზღვროს, ვინ და რა მანდატით უნდა წარმოადგენდეს გაერთიანებას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში. https://ghn.ge/news/356566-gitanas-nausedam-daasakhela-vin-unda-tsarmoadgendes-evropas-rusettan-molaparakebebshi ნაუსედამ დაასახელა, ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროპას რუსეთთან მოლაპარაკებებში მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1675205368.png 2026-11-12 356566 არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია საქართველოს ბანკის მთავარი ფილოსოფია - „არ გაჩერდე“ - ეფუძნება რწმენას, რომ თითოეულ ადამიანს გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე დღეს წარმოუდგენია. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, ჰქონდეს შესაძლებლობა აღმოაჩინოს საკუთარი უნარები, განავითაროს ისინი და გადადგას ნაბიჯები ახალი მიზნებისკენ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანებს სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. შესაბამისად, ბანკისთვის „არ გაჩერდე“ მხოლოდ გზავნილი არ არის - ეს არის ფილოსოფია, რომელიც მის საქმიანობასა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს. ამ ხედვის ნაწილია სპორტისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, რათა ხელი შეუწყოს მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში; სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ეროვნული ოლიმპიური ნაკრების, საფეხბურთო ნაკრების და საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.  ამასთან, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ და შემოქმედებით ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს თვითგამოხატვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის სივრცეს უქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია. თითოეული ეს ინიციატივა ერთი საერთო მიზნის ნაწილია - ადამიანებს ჰქონდეთ მეტი რესურსი, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოონ და მიაღწიონ იმას, რაც შესაძლოა, აქამდე მიუღწევლად მიაჩნდათ. სწორედ ამიტომ, „არ გაჩერდე“ ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი, გაბედოს მეტი და მიაღწიოს მეტს. არ გაჩერების ისტორიების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს argacherde https://ghn.ge/news/356565-ar-gacherde-sakartvelos-bankis-filosofia არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1072747677.jpg 2026-11-12 356565 სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია მიტროპოლიტ იობის სახელზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად - რუის-ურბნისის ეპარქია ბოლო დროს სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის სახელზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ განცხადებას რუის-ურბნისის ეპარქია ავრცელებს. „ბოლო დროს სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) სახელზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, განსაკუთრებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით: 1. ყაზბეგში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს მეუფე იობის მამაპაპისეულ კერას, რომელიც მან კანონიერი მემკვიდრეობის გზით მიიღო საკუთარი დედის — აწ განსვენებული მონაზონ მართას (ელოშვილის) გარდაცვალების შემდეგ. 2. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული მემკვიდრეობიდან ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, მეუფემ ყოველგვარი ანგარების გარეშე, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ყაზბეგში მცხოვრებ საკუთარ ბიძაშვილს, რაც საჯარო რეესტრის მონაცემებითაც მარტივად გადამოწმებადია. 3. რაც შეეხება საჯარო რეესტრში დაფიქსირებულ სხვა მიწის ნაკვეთებს — თითოეული მათგანი არის სრულიად კანონიერი გზით, ოჯახური მემკვიდრეობით მიღებული ან საეკლესიო-სამეურნეო დანიშნულებით შეძენილი და რეგისტრირებული ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება ეპარქიის საჭიროებებს. სამწუხაროა, რომ მავანნი ცდილობენ ადამიანის პირადი, მემკვიდრეობით მიღებული და კანონიერი ქონების თემით მანიპულირებას და ამ გზით საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების გაღვივებას. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან!“, - ნათქვამია განცხადებაში. https://ghn.ge/news/356564-sotsialur-kselebshi-mizanmimartulad-vrtseldeba-arastsori-da-kontekstidan-amoglejili-informatsia-mitropolit-iobis-sakhelze-arsebul-udzrav-konebastan-dakavshirebit-rats-sazogadoebis-shetsdomashi-sheqvanas-isakhavs-miznad-ruis-urbnisis-eparkia რუის-ურბნისის ეპარქია - სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია მიტროპოლიტ იობის სახელზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2039977234.jpg 2026-11-12 356564 ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს.   EPC-ის რიგით მე-9 კონფერენციის მონაწილე ლიდერებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიჰოლ მარტინი მასპინძლობს. მთავრობის მეთაური სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო. კონფერენცია ირლანდიის პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას გამოსვლებით გაიხსნა. სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. EPC-ის რიგით მე-9 სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. „ვმონაწილეობთ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში. გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში. ამ ფორმატს ასევე ვიყენებთ ხოლმე ორმხრივი შეხვედრებისთვის, ლიდერებთან გასაუბრებისთვის. ასეთ რეჟიმში წარიმართება ეს სამიტიც. მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან ვეცდებით,  დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები. საქართველოს აქვს საკვანძო როლი დაკავშირებადობის კუთხით, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ ევროპისთვის, სამწუხაროდ, გადაიკეტა გზები აღმოსავლეთის მიმართულებით მას შემდეგ, რაც რუსეთი ეკონომიკური თვალსაზრისით იზოლირებულია ევროპის დანარჩენი სივრციდან და მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი. სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და ბუნებრივია, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი EPC-ის სამიტში დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. https://ghn.ge/news/356563-irakli-kobakhidze-epc-is-samitshi-monatsileobs ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტში მონაწილეობს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/318822003.jpg 2026-11-12 356563 ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა 12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5935 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.02 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.02 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8793 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.20 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4835 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.16 თეთრი შეადგინა. https://ghn.ge/news/356562-lari-dolartan-gaufasurda-evrostan-gamqarda ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/214759290.jpeg 2026-11-12 356562 უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, სამშვიდობო პროცესში კი ევროპის მონაწილეობა აუცილებელია - ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, ხოლო ომის დასრულებისკენ მიმართულ მოლაპარაკებებში ევროპას საკუთარი როლი უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ მერცმა დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მერცის განცხადებები უკრაინაში მიმდინარე ომის, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებებისა და ევროპული ქვეყნების შემდგომი ჩართულობის საკითხებს შეეხებოდა. მერცის თქმით, აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებებიდან დადებითი სიგნალები ისმის, რაც, მისი შეფასებით, ამერიკელებთან ერთად ევროპაში მდგრადი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას ქმნის. „ბოლო ორი დღის განმავლობაში აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებებიდან დადებითი სიგნალები მესმის. ეს გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, ამერიკელებთან ერთად ევროპაში ნამდვილი სამშვიდობო წესრიგის მიღწევის შესაძლებლობა გვქონდეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. მერცმა აღნიშნა, რომ ახლა რუსეთის ხელისუფლებამ და პირადად ვლადიმoრ პუტინმა მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობა უნდა განაცხადონ. მისი თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინა, ევროპული ქვეყნები, აშშ და რუსეთი უნდა ისხდნენ. გერმანიის კანცლერის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები დახურულ კარს მიღმა იმსჯელებენ, თუ ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროკავშირს უკრაინასთან დაკავშირებით მომავალ მოლაპარაკებებში. მისი თქმით, ეს საკითხი საჯარო დებატების საგანი არ უნდა გახდეს. მერცმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის დაფინანსება დუბლინში მიმდინარე სამიტისა და ევროკავშირის მომდევნო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. მან ევროპულ ქვეყნებს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მომდევნო თვეები უკრაინისთვის გადამწყვეტი, ზამთარი კი განსაკუთრებით რთული იქნება. შეგახსენებთ, რომ 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრების შედეგად მხარეები ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა ომის დასრულების მიმართულებით კონკრეტული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. https://ghn.ge/news/356561-ukrainis-mkhardachera-unda-gagrdzeldes-samshvidobo-protsesshi-ki-evropis-monatsileoba-autsilebelia-fridrikh-mertsi მერცი: უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, სამშვიდობო პროცესში კი ევროპის მონაწილეობა აუცილებელია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/591897014.jpg 2026-11-12 356561 რუსეთმა უარი თქვა შავ ზღვაში დეესკალაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის განხილვაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აბუ დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების დროს რუსეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ შავ ზღვაში დეესკალაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის საკითხების განხილვის უფლებამოსილება არ ჰქონდა. ამის შესახებ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ კიდევ ერთხელ სცადა, მიეღწია შავ ზღვაში ვითარების დეესკალაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის, თუმცა რუსეთისგან უარყოფითი პასუხი მიიღო. „სამწუხაროდ, გუშინ რუსებმა განაცხადეს, რომ არ ჰქონდათ უფლებამოსილება, განეხილათ ის ზომები, რომლებიც ამ ომის საშინელებას შეამცირებდა. ეს მოხდა მიუხედავად ჩვენი მხრიდან მორიგი მცდელობისა, მიგვეღწია შავ ზღვაში დეესკალაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტისთვის. თუმცა, ამის პასუხად ჩვენმა დელეგაციამ მოისმინა, რომ რუსეთის ლიდერი განრისხებულია და დარტყმების გაგრძელება სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ. https://ghn.ge/news/356560-rusetma-uari-tkva-shav-zghvashi-deeskalatsiisa-da-ukrainis-energetikul-infrastrukturaze-dartqmebis-shetsqvetis-gankhilvaze-volodimir-zelenski ზელენსკი: რუსეთმა უარი თქვა შავ ზღვაში დეესკალაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის განხილვაზე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1345480153.jpg 2026-11-12 356560 რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ჯანსაღი კვებითი ჩვევები, როგორ მოვიქცეთ, თუ ის კონკრეტულ საკვებზე უარს ამბობს და რა გავლენა აქვს კვების დროს ეკრანის გამოყენებას მის ქცევაზე? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მშობლებს ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე, იგივე Mr. Nutrition, ესაუბრება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 12:00 საათზე, Republic Event Hall-ში (რესპუბლიკის მოედანი 6) გაიმართება. ღონისძიება Nutrition Academy of Georgia-ს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტარდება. დასწრება თავისუფალია და ის 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის არის განკუთვნილი. შეხვედრის მთავარი თემა ბავშვებში ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება იქნება. თორნიკე მშობლებს გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს და ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბავშვის კვების რაციონი და მისი საჭიროებები, ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელობა, ტკბილეულის გავლენა კვებით ჩვევებზე, საკვების ჯილდოდ გამოყენება და სადილის დროს ეკრანის მოხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშობლების როლს ბავშვის კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში. შეხვედრის მონაწილეები ასევე შეძლებენ, ნუტრიციოლოგს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან და კონკრეტულ საკითხებზე პასუხები მიიღონ. ინფორმაციისთვის თორნიკე ენუქიძე, იგივე Mr.Nutrition პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი და Nutrition Academy of Georgia-ს დამფუძნებელია. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ფორმაში მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიუთითონ კითხვა ბავშვის კვებასთან დაკავშირებით, რომელსაც თორნიკე ენუქიძე შეხვედრისთვის წინასწარ მოამზადებს. რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე. https://ghn.ge/news/356559-ras-urchevs-mr-nutrition-mshoblebs-bavshvis-kvebaze-sakartvelos-bankisa-da-nutrition-academy-of-georgia-s-tanamshromlobit-mshoblebistvis-shekhvedra-gaimarteba რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/484162457.png 2026-11-12 356559 ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა COP31-ის ფარგლებში გამართულ თემატურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი თურქეთის ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ საერთაშორისო თემატურ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც გაეროს ორი  ორგანიზაციის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა (IAEA) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივ ინიციატივას „Atoms for Food“ მიეძღვნა. IAEA-ს თემატურ პავილიონში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული წარმომადგენლის სტატუსით მოხსენება ნინო უტიაშვილმა წარადგინა. მან ისაუბრა ინიციატივაში საქართველოს ჩართვის მნიშვნელობაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერასა და IAEA-სთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე. „ინიციატივა „Atoms for Food“ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობაა ეროვნული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისა და სოფლის მეურნეობაში ბირთვული ტექნოლოგიების პრაქტიკული დანერგვის მიმართულებით. ამ ეტაპზე ვემზადებით IAEA-ს შეფასების მისიისთვის, რომელიც საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესწავლასა და თანამშრომლობის შემდგომი ეტაპების განსაზღვრას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ნინო უტიაშვილმა. ინიციატივა „Atoms for Food“ მიზნად ისახავს ბირთვული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის, სურსათის უვნებლობისა და სურსათით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების გამოცდილების, ეროვნული პრიორიტეტებისა და სამომავლო ხედვების გაზიარება. გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენცია (COP31) 9-20 ნოემბერს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მთავრობის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აერთიანებს. კონფერენციის მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის გაძლიერება, პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. https://ghn.ge/news/356558-birtvuli-da-radiatsiuli-usafrtkhoebis-saagentos-ufrosma-nino-utiashvilma-cop31-is-farglebshi-gamartul-tematur-ghonisdziebashi-miigho-monatsileoba ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა COP31-ის ფარგლებში გამართულ თემატურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1916127898.jpg 2026-11-12 356558 კრემლში ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს ხვდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ასევე, შეხვედრას ესწრებიან რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, რუსეთის მომლაპარაკებელთა დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ მედინსკი და ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.   https://ghn.ge/news/356570-kremlshi-vladimir-putinisa-da-ashsh-is-prezidentis-tsarmomadgenlebis-shekhvedra-mimdinareobs კრემლში ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2032405432.png 2026-11-12 356570 მედიაციას ვუწევდით მხარეებს, რათა მათ შორის მორიგება შემდგარიყო, შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულება - აღსრულების ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლულებსა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის მედიაციას 4 წლის განმავლობაში უწევდა, რათა მხარეებს შორის მორიგება შემდგარიყო. მათივე განმარტებით, 11 ნოემბერს გამართულ უკანასკნელ შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა და ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი. „ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა მათ შორის მორიგება შემდგარიყო. მოლაპარაკებების გზით გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მხარეებთან ბოლო შეხვედრა გუშინ, 11 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი, რათა მომხდარიყო უძრავის ქონების გათავისუფლება კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, თბილისში, ცოლ-ქმარი, მათსავე საცხოვრებელ კორპუსში, გუშინ მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა. https://ghn.ge/news/356557-mediatsias-vutsevdit-mkhareebs-rata-mat-shoris-morigeba-shemdgariqo-shetankhmeba-ver-shedga-amitom-12-noembers-dagegmili-iqo-idzulebiti-aghsruleba-aghsrulebis-biuro-tsol-kmris-mkvlelobaze მედიაციას ვუწევდით მხარეებს, რათა მათ შორის მორიგება შემდგარიყო, შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულება - აღსრულების ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობაზე საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1989888919.jpg 2026-11-12 356557 მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი - ხვიჩა კვარაცხელია ლაჩრულად, უკანიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას. კაცები ასე არ იქცევიან. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ, - ასე ეხმაურება ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში აბუ-დაბიში UFC-ის ქართველ მებრძოლზე, მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას. „მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი, განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკანიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას. კაცები ასე არ იქცევიან და რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია. შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა.  https://ghn.ge/news/356556-merab-saba-madloba-da-tkvens-gverdit-vart-kidev-ertkhel-achvenet-msoflios-ras-nishnavs-iqo-kartveli-katsi-da-adamiani-khvicha-kvaratskhelia ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1944735325.jpg 2026-11-12 356556 მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე, ნუ დაიგროვებთ თქვენს თავზე ნაკვერჩხლებს - ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე! - ასე მიმართავს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს, რომელმაც სოციალურ ქსელში მეუფე იობს შეურაცხყოფა მიაყენა "მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე! სასულიერო პირის შეურაცხყოფა, მითუმეტეს მაღალიერარქის, ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თქვენი სიტყვებისათვის პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, ნუ დაიგროვებთ თქვენს თავზე ნაკვერჩხლებს!" - წერს ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.  შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. ამის შემდეგ  მეუფე იობს არაერთო პირი, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილი თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა. https://ghn.ge/news/356555-mivmartav-lasha-natsvlishvils-sajarod-moikhados-bodishi-da-shendoba-itkhovos-meufe-iobis-tsinashe-nu-daigrovebt-tkvens-tavze-nakverchkhlebs-episkoposi-giorgi-jamdeliani მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე! საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/264555104.png 2026-11-12 356555 ოკუპანტი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს სარეკლამო რგოლებს, საქართველოს მოქალაქეების მათ მხარეს, ტერორისტულ ომში ჩათრევის მიზნით, მიმართვა რუსეთის მსახურებს: დაიცავით ადამიანები ოკუპანტის მიერ ომში - ელენე ხოშტარია დღეს, ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, სრულიად დადასტურებულად, ტელეკომპანია „ფორმულას“ ექსპერიმენტით, ოკუპანტი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს სარეკლამო რგოლებს, საქართველოს მოქალაქეების მათ მხარეს, ტერორისტულ ომში ჩათრევის მიზნით, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში წერს ის ეხმიანება„ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ოკუპანტი სახელმწიფო ქართველ მამაკაცებს სამშენებლო სამუშაოების, რუსეთის მოქალაქეობის სწრაფად მიღების და მაღალი ანაზღაურების დაპირებით იზიდავს, სინამდვილეში კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობს“. მისი თქმით აღნიშნული ვიდეო რგოლები არ არის კერძო რეკლამა, მისივე თქმით, ეს არის მტრული სახელმწიფოს მტრული ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს. „მიმართვა რუსეთის მსახურებს: შალვა პაპუაშვილს, მაკა ბოჭორიშვილს და სუს-ის უფროსს (სახელი არ ვიცი)! არალეგიტიმურობის პირობებში, თქვენ, დე-ფაქტო, აკონტროლებთ ძალაუფლების ბერკეტებს. ეს გაკისრებთ ვალდებულებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეზე. სრულიად გააზრებულად არ მიგითითებთ ქვეყნის ინტერესებსა და ღირსებაზე, რადგან თქვენი აღქმა ღირსების ამ გამოწვევას ვერ უპასუხებს. თქვენ ღირსება მხოლოდ მაშინ გელახებათ, როდესაც ევროკავშირი მიგითითებთ - ჩვენი წევრობა თუ გინდათ, ნუ სცემთ გურამ როგავას, ნუ სცემთ მაკა ჩიხლაძეს, მარიამ გაფრინდაშვილს, თამარ ბაღაშვილს, ნუ კლავთ ლექსო ლაშქარავას, არ დაიჭიროთ ვახო სანაია აზრის გამოხატვის გამო, არ დაიჭიროთ ადამიანი ტროტუარზე დგომის გამო. ლაშა ნაცვლიშვილის გინებაც შეიმჩნიეთ, როცა სხვას ამისთვის იჭერთ, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძისთვის კანონებს ნუ იღებთ. ციხეში ადამიანებს ნუ სცემთ და ნუ აუპატიურებთ, ილიაუნის ნუ ერჩით, რადგან სტუდენტების გეშინიათ და ასე შემდეგ. აი, მხოლოდ ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე გელახებათ თქვენ ღირსება. ამიტომ არ ვსაუბრობ თქვენთან არც ღირსებაზე და არც ეროვნულ ინტერესებზე, უბრალოდ მიგითითებთ თქვენს მყისიერ ვალდებულებაზე - დაიცვათ ადამიანები ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ომში ჩართვისგან. თუ რუსების მსახურების ან მონობის ეპითეტი გაგაბრაზებთ, პოსტი თავიდან გადაიკითხეთ, ეცადეთ, გაიგოთ მისი შინაარსი, ბრაზი ამჯერად წყალს კი არ გაატანოთ, მოსკოვში გააგზავნეთ. აქვე მინდა, მთელი გულით მივმართო სისტემაში მომუშავე ყველა ძალოვან ომის ვეტერანს! თავს უფლებას არ მივცემ, რაიმე პოლიტიკური მოწოდებით მოგმართოთ, პატივს ვცემ თქვენს გავლილ ბრძოლას და თქვენს თავდადებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის. უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, დაფიქრდეთ იმაზე, რომ ჩვენი საერთო მტრის გავლენა იმდენად გაძლიერდა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ომში საკუთარ მხარეს ექაჩებიან, თქვენი უფროსები კი - დუმან. საჯარო მოქმედებასაც არ გთხოვთ. უბრალოდ, სინდისის კარნახითა და თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედეთ, რომ მერე მთელი ცხოვრება ეს დუმილი სანანებელი არ გქონდეთ“, - წერს ელენე ხოშტარია. https://ghn.ge/news/356554-okupanti-sakhelmtsifos-tavdatsvis-saministro-avrtselebs-sareklamo-rgolebs-sakartvelos-mokalakeebis-mat-mkhares-teroristul-omshi-chatrevis-miznit-mimartva-rusetis-msakhurebs-daitsavit-adamianebi-okupantis-mier-omshi-elene-khoshtaria ელენე ხოშტარია - დღეს, ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს სარეკლამო რგოლებს, საქართველოს მოქალაქეების მათ მხარეს, ტერორისტულ ომში ჩათრევის მიზნით პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/85688723.jpeg 2026-11-12 356554 ჩვენ ღიად ვსაუბრობდით „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მაგალითზე, თუ როგორ ერეოდა დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში - მარია ზახაროვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდებოდა და მიიჩნევდა, რომ დასავლეთი ქვეყნის შიდა საქმეებში ერეოდა. ამის შესახებ ზახაროვამ 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მას ჰკითხეს, გააფრთხილა თუ არა რუსეთმა საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების შესახებ. ჟურნალისტმა კითხვა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს ბოლო განცხადებას დაუკავშირა. შოიგუს მტკიცებით, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ პროდასავლური ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა. ზახაროვას თქმით, რუსეთი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საჯაროდ საუბრობდა და დასავლეთის ქმედებებს საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევად აფასებდა. „ჩვენ აქტიურად ვაკეთებდით კომენტარებს იმის შესახებ, რაც საქართველოში მოვლენების მიმდინარეობისას ხდებოდა. ვსაუბრობდით იმაზე, რომ სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს მიმართ გამოიყენებოდა ყველა ის ზომა, რომელიც შეიძლება შიდა საქმეებში ჩარევად დახასიათდეს“, - განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, მოსკოვი ამ საკითხზე, მათ შორის, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მაგალითზე საუბრობდა. ზახაროვას მტკიცებით, დასავლეთი კანონის გაუქმებას ცდილობდა, მოგვიანებით კი საპროტესტო განწყობების ხელოვნურად მართვას. " საქართველოს ანტიქართულ „ნარატივებში“ მოქცევის მცდელობა იყო. იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც ხდებოდა, პირველ რიგში სწორედ საქართველოს მოქალაქეების ნების წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, ფაქტების საფუძველზე. კერძოდ, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მაგალითზე, თუ როგორ მანიპულირებდა დასავლეთი ამით და ამ ქვეყნის შიდა საქმეებში ერეოდა. მათ ამ კანონის გაუქმება სცადეს, ხოლო შემდეგ ცდილობდნენ ხელოვნურად ემართათ საპროტესტო განწყობები, იქ, სადაც მათ ამის უფლება არ ჰქონდათ“, - განაცხადა ზახაროვამ.   https://ghn.ge/news/356553-chven-ghiad-vsaubrobdit-utskhouri-agentebis-shesakheb-kanonis-magalitze-tu-rogor-ereoda-dasavleti-sakartvelos-shida-sakmeebshi-maria-zakharova ღიად ვსაუბრობდით „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მაგალითზე, თუ თუ როგორ ერეოდა დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში - მარია ზახაროვა კითხვაზე  გააფრთხილა თუ არა რუსეთმა საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/91300805.png 2026-11-12 356553 ფრონტზე Starshield-ის სიჩქარის სისტემური შეზღუდვა კვლავ ფიქსირდება - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე Starshield-ის მუშაობაში კვლავ სერიოზული შეფერხებები ფიქსირდება. უკრაინული მხარე მომხდარის ყველა გარემოების გარკვევას აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად ცდილობს. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ევგენი ხმარასა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატის მოხსენებების თანახმად, უკრაინული დანაყოფები უკვე რამდენიმე დღეა Starshield-ის მუშაობაში მნიშვნელოვან შეფერხებებს აფიქსირებენ როგორც ფრონტის მთელ ხაზზე, ისე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისი თქმით, Starshield-ის სიჩქარე სისტემურად არის შეზღუდული და არ აღემატება საათში 161 კილომეტრს (100 მილს). უკრაინელმა სამხედროებმა უკვე შეისწავლეს ვითარება და დაადგინეს, რომ ეს შემთხვევითი ხარვეზები არ არის, არამედ სიჩქარის სისტემური შეზღუდვაა. ზელენსკის განმარტებით, ეს მნიშვნელოვნად ართულებს რუსული რეაქტიული დრონების ჩაჭრას. „სამწუხაროდ, უკვე არის შემთხვევები, როდესაც რუსულმა დრონებმა სამიზნეებს მიაღწიეს, რადგან მათი ჩამოგდების საშუალებები საჭირო სიჩქარეს ვერ ავითარებენ და დრონების ჩაჭრას ვერ ასწრებენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, ეს ვითარება რუსეთს უკრაინელების მკვლელობისა და უკრაინაზე უფრო მეტი ზუსტი დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. https://ghn.ge/news/356552-frontze-starshield-is-sichkaris-sistemuri-shezghudva-kvlav-fiksirdeba-volodimir-zelenski ზელენსკი: ფრონტზე Starshield-ის სიჩქარის სისტემური შეზღუდვა კვლავ ფიქსირდება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/738291204.jpg 2026-11-12 356552 რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში თითქმის იმდენ სამხედროს კარგავს, რამდენიც აშშ-მა ვიეტნამის ომში 14 წლის განმავლობაში დაკარგა - მარკ რუტე რუტე: რუსეთი უკრაინაში ყოველთვიურად 40 ათასზე მეტ სამხედროს კარგავს, ოქტომბერში დანაკარგები, სავარაუდოდ, 50 ათასს აღემატებოდა ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ყოველთვიური დანაკარგები დაღუპულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით 40 ათასს აჭარბებს. მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი შესაძლოა 50 ათასზე მეტი ყოფილიყო. ამის შესახებ რუტემ 11 ნოემბერს, ნორვეგიაში, ატლანტიკური მომავლის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. რუტემ რუსეთის დანაკარგები ვიეტნამის ომში აშშ-ის დანაკარგებს შეადარა. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამის ომში 14 წლის განმავლობაში 56 ათასი სამხედრო დაკარგა, მაშინ როდესაც რუსეთი უკრაინაში მხოლოდ ერთ თვეში 40 ათასზე მეტ სამხედროს კარგავს დაღუპულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით. „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი ყოველთვიურად 40 ათასზე მეტ სამხედროს კარგავს - დაღუპულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით. ოქტომბერში კი, წინასწარი მონაცემებით, ეს რიცხვი შესაძლოა 50 ათასსაც გადასცდა. 50 ათასი ერთ თვეში“, - განაცხადა რუტემ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე წარუმატებლობის ფონზე ვლადიმირ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებს აძლიერებს. მისი თქმით, რუსეთი რაკეტებითა და დრონებით უკრაინის ქალაქებს უტევს და ზამთრის მოახლოების წინ ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას ცდილობს. რუტეს განცხადებით, რუსეთმა ასევე გააძლიერა მტრული მოქმედებები ევროპის წინააღმდეგ, მათ შორის დივერსიები, დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები და კიბერშეტევები, რომელთა მიზანიც ევროპული საზოგადოებების დესტაბილიზაცია და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებაა. „პუტინი ცდილობს, დაგვყოს, ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაცია მოახდინოს და უკრაინის მხარდაჭერა შეგვიზღუდოს. თუმცა, ცხადია, ის ამას ვერ ახერხებს. რუსეთის ყოველი ჰიბრიდული თავდასხმის საპასუხოდ ჩვენ უკრაინას კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ვუწევთ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. https://ghn.ge/news/356551-ruseti-ukrainashi-ert-tveshi-titkmis-imden-samkhedros-kargavs-ramdenits-ashsh-ma-vietnamis-omshi-14-tslis-ganmavlobashi-dakarga-mark-rute მარკ რუტე: რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში თითქმის იმდენ სამხედროს კარგავს, რამდენიც აშშ-მა ვიეტნამის ომში 14 წლის განმავლობაში დაკარგა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/689835337.png 2026-11-12 356551 პარტიების აკრძალვა მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი ხომ არ იქნება? ქართული საზოგადოება ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს არის - ევა გოცირიძე მოსარჩელეს პარტიების აკრძალვა მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი ხომ არ იქნება? - ეს კითხვა დაუსვა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს.  მოსამართლემ მოსარჩელეს ასევე ჰკითხა, თუ მათივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს 0 რეიტინგი აქვთ, მაშინ რაღა საჭიროა მათი აკრძალვა. "თქვენ ამ ერთიანი ორგანიზმის თეორიას აფუძნებთ ორ გარემოებას - ერთის მხრივ ეს არის ამ პოლიტიკური პარტიების  საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი, მეორე უშუალოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა.  არის თუ არა ეს კავშირი იმდენად მყარი და სერიოზული, რომ მას დაეუფუძნოს ერთმანეთის ქმედებების მიმართ არა მარტო მორალური და პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ის, რომ ისინი ერთმანეთის ცოდვების შლეიფით  იქნან დამძიმებულები და ამას მიეცეს სამართლებრივი შეფასება. რომ არა ეს ერთმანეთის ცოდვების შლეიფი, ცალკე მათი ქმედებების იქნებოდა თუ არა საკმარისი? მმართველი პარტიისგან არაერთხელ გამიგია ტერმინი, რომ ისინი განულებული პარტიები [ოპოზიციური] არიან, მათი რეიტინგი 0-ის ტოლიაო და ა.შ. ამ კონტექსტში, თუ ისინი ისედაც მილევად რეჟიმში არიან, საჭიროა თუ არა მოვლენების ბუნებრივ განვითარებაში შედარებით უხეში ჩარევა, სამართალს რომ თავი დავანებოთ. ეს ხომ არ გახდება, პირიქით მათი გაძლიერებისთვის, პოლიტიკური თვალსაზრისით, ბიძგის მიმცემი?  მოგეხსენებათ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება, ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს რომ არის და მსხვერპლის სტატუსს, რომელსაც ისინი მიიღებენ, ამას როგორ უყურებთ და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი რაში გვჭირდება?". - თქვა მოსამართლემ. გოცირიძის კითხვას მოსარჩელე მხარიდან უპასუხა არჩილ გორდულაძემ: ჩვენთვის, პოლიტიკური გუნდისთვის, უფრო მიზანშეწონილია, ვიწრო პარტიული გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, რაც უფრო მეტად თვალსაჩინო არის იმ პარტიებს, რომლებიც პოლიტიკურ ველზე ჩვენს ოპონენტებს წარმოადგენენ და არიან ოპოზიციურ ფლანგზე დაბანაკებულები, ამ პარტიების ეს საქმიანობა საზოგადოებისათვის ცნობილია. ცნობილია თუ რა აქვთ გაკეთებული წარსულში, რას აკეთებენ აწმყოში და რა სამომავლო მიზნები აქვთ. ამიტომ სუბიექტური პოლიტიკური მიზნიდან რომ გამოვდიოდეთ, ჩვენთვის პირიქით არის, რომ მხოლოდ სასარგებლოა, ისეთი ოპონენტი გყავდეს, რომელზედაც ყველამ ყველაფერი იცის და მხარდაჭერა ჩვენი გაცილებით უფრო დიდია, რაც ორ არჩევნებში, სულ ბოლო არჩევნები რომ ავიღოთ, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში და 2025 წელს თვითმმართველობის არჩევნებში, დაახლოებით ერთი და იგივე რაოდენობის ხმები, მილიონ 120 000-ზე მეტი მხარდაჭერის სახით არის გამოხატული საზოგადოების მხრიდან. ამიტომ აქ ჩვენ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ იმ ვალდებულებიდან, რომელსაც კონსტიტუცია გვავალდებულებს ჩვენ და ვართ რა კონსტიტუციის ერთგულნი, რომ იმ პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, რომელიც ჩვენს მიერ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, საჯაროდ ცნობილი ფაქტებიდან, სასამართლო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მათი ქმედებები არის არაკონსტიტუციური, ჩვენი მიზანი არის, რომ კონსტიტუცია განუხრელად იყოს დაცული და დაცული იყოს ამ ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის ფუძემდებლური საწყისები და ზოგადად კონსტიტუციური წყობილება და ამ კონსტიტუციური წყობილებისთვის საფრთხის შექმნა არ უნდა მოხდეს. რაც შეეხება მსხვერპლის სტატუსს, მიენიჭა თუ არა მსხვერპლის სტატუსი, მაგალითად, "ჰერი ბატასუნა და ბატასუნა" ან „რეფაჰის პარტიას“ ან სხვა პარტიას? ევროპის მასშტაბით ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა საქმიანობა ან შეუჩერდა პოლიტიკური საქმიანობა. იყვნენ თუ არა ისინი მსხვერპლები? შესაძლოა, ამ გადმოსახედიდან თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ იმის გამო, რომ მათი არაკონსტიტუციური ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა. ეს მათი შეხედულებაა და ჩვენ მათი აზრის თავისუფლებას ვერ შევაფასებთ, თუმცა გამოხატვის ფორმებზე მსჯელობა შეგვიძლია“, - განაცხადა გორდულაძემ. ["ტვ პირველი"] https://ghn.ge/news/356550-partiebis-akrdzalva-mati-gadzlierebistvis-bidzgis-mimtsemi-khom-ar-ikneba-kartuli-sazogadoeba-qoveltvis-dachagrulis-mkhares-aris-eva-gotsiridze-mosarcheles პარტიების აკრძალვა მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი ხომ არ იქნება? - მოსამართლე ევა გოცირიძე "ოცნებას" სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/67157067.png 2026-11-12 356550 სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „ვულოცავ ჯო უილსონს, ქართველი ხალხის ნამდვილ მეგობარს. ჩვენი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური გზის მიმართ თქვენს მხარდაჭერას ღრმად ვაფასებთ. გისურვებთ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. ცნობისთვის, სამხრეთ კაროლინას შტატის მეორე საარჩევნო ოლქში ჩატარებულ კონგრესის შუალედურ არჩევნებში, მოქმედმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა (147 785 ხმა) „დემოკრატი“ ზაიონ ხალიფა (144 945 ხმა) დაამარცხა. Congratulations to @RepJoeWilson , a true Georgian people's friend. We deeply value your support for our democracy, and Euro-Atlantic path. Wishing you every success ahead! 🇬🇪🇺🇸 — Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 12, 2026   https://ghn.ge/news/356549-salome-zurabishvili-jo-uilsons-ashsh-is-kongresis-shualedur-archevnebshi-gamarjvebas-ulotsavs სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/474888376.jpg 2026-11-12 356549 მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს - ანდრია ჯაღმაიძე მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით, რაც სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას. მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს, - ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული კრიტიკის გამო, მეუფე იობის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს. როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, „საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი“. „აზრის გამოთქმა, თუნდაც კრიტიკა, კორექტული და არგუმენტირებული შეიძლება იყოს, შეურაცხყოფის გარეშე“, - განაცხადა დეკანოზმა. შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. https://ghn.ge/news/356548-meufe-iobis-mimart-zogierti-gamonatkvami-stsildeba-kristianul-morals-da-leksikas-aseti-leksikit-ierarkis-mokhsenieba-zogadad-eklesiisadmi-upativtsemulobaze-metqvelebs-andria-jaghmaidze ანდრია ჯაღმაიძე - მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას - ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1000463949.png 2026-11-12 356548 „ოცნებამ“ აირჩია ახალი ტაქტიკა, დაიწყეს ევროპულ დედაქალაქებში სიარული, რომ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუონ, თითქოს თავად ცდილობენ ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და თურმე ევროპული ბიუროკრატიაა ბარიერი - გიორგი შარაშიძე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს, რაც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, აქვს აღებული ევროკავშირის წინაშე. „ევროპის დედაქალაქებში შეხვედრების არათუ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს, არამედ „ოცნებას“ სულ იმას მოვუწოდებთ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქტიური იყოს. ამას რეალური ქმედებები სჭირდება. კობახიძესა და პაპუაშვილს მხარზე წამოკიდებული რომ აქვთ ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლო და ანტიდემოკრატიული კანონები, ევროპულ დედაქალაქებში როგორ უნდა ელაპარაკონ და რაზე? რა უსამართლო დამოკიდებულებაზეა საუბარი, როდესაც თვალნათელია, რომ, სამწუხაროდ, საქართველო არ ასრულებს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს, რაც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, აქვს აღებული ევროკავშირის წინაშე. პირველ რიგში, ეს ფუნდამენტური პრინციპები უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, სამართლიან სასამართლოს და ა.შ. რაც უნდა შეხვედრები ჩაატარონ, ეს გათვლილი იქნება მხოლოდ შიდა მოხმარებაზე. „ოცნება“ კარგად ხვდება, რომ მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილი საქართველოს ევროპული მომავლის მომხრეა. ამიტომ ახლა აირჩიეს ახალი სტრატეგია, ტაქტიკა, დაიწყეს ევროპულ დედაქალაქებში სიარული, რომ ქართველი ხალხი, საკუთარი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ მოატყუონ, მათ შეასაღონ ის ფაქტი, თითქოს თავად როგორი მონდომებული არიან, ცდილობენ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და თურმე ევროპული ბიუროკრატიაა მხოლოდ ბარიერი. რა თქმა უნდა, „ოცნების“ მორიგი მცდელობაა, ის, რაც თავად დააშავა და ამ დანაშაულებს აგრძელებს, ახლა სხვას დააბრალოს. გადაწყვეტილება თავად მიიღეს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების გამო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი აღარ გააგრძელონ. კარგად იციან, რომ ევროპულ ღირებულებებთან მათი მმართველობა შეუთავსებელია და ახლა უნდათ, ეს თავად ევროკავშირს გადააბრალოს, რაც უტიფარი ტყუილია. მათი ახალი კამპანია, თითქოს ევროპულ დედაქალაქებში დადიან, თავად მონდომებული არიან და ცუდია ევროპული ბიუროკრატია, ემსახურება მიზანს, რომ საკუთარი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ მოატყუონ, პასუხისმგებლობას გაექცნენ და ხალხი დააჯერონ, რომ თავად ყველაფერს ცდილობენ, მაგრამ თურმე ბიუროკრატიაა მთავარი პრობლემა. ევროკავშირი არაფერს არ ცდილობს. კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებების შესრულებას ჩვენ უნდა ვცდილობდეთ. ევროკავშირისთვის გაფართოების პროცესი როცა პრიორიტეტია, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა და ამას ქვეყანა არ იყენებს. საქართველო ფორმალურადაც არ ასრულებს კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს და, რა თქმა უნდა, ევროკავშირი ამაზე შფოთავს, საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას ანგარიშებსა და რეზოლუციებში ასახავს. ევროკავშირს აქვს ერთადერთი მოტივაცია – საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზაზე“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ. https://ghn.ge/news/356547-otsnebam-airchia-akhali-taktika-daitsqes-evropul-dedakalakebshi-siaruli-rom-sakutari-amomrcheveli-moatquon-titkos-tavad-tsdiloben-integratsiis-protsesis-dachkarebas-da-turme-evropuli-biurokratiaa-barieri-giorgi-sharashidze „ოცნებამ“ აირჩია ახალი ტაქტიკა, დაიწყეს ევროპულ დედაქალაქებში სიარული, რომ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუონ, თითქოს თავად ცდილობენ ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და თურმე ევროპული ბიუროკრატიაა ბარიერი - გიორგი შარაშიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1729543742.png 2026-11-12 356547 გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ყაზახეთის „ყაზჰიდრომეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი მეგრელიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკურ სახელმწიფო საწარმო „ყაზჰიდრომეტის“ გენერალურმა დირექტორმა, დანარა ალიმბაევამ,  თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში,  ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურების ეფექტიანობის გაუმჯობესება, გამოცდილების გაზიარება და ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს. თანამშრომლობა ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების ტექნოლოგიების, ამინდის რიცხვითი პროგნოზირების, კლიმატის ანალიზისა და პროგნოზირების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას მოიცავს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების შეფასებას, ასევე, აგრომეტეოროლოგიურ და გარემოსდაცვით მონიტორინგს. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, სამეცნიერო სტატიებისა და კვლევითი მასალების გამოქვეყნებას, ექსპერტულ შეხვედრებს, კონსულტაციებსა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას. https://ghn.ge/news/356546-garemos-erovnul-saagentosa-da-qazakhetis-qazhidromets-shoris-urtierttanamshromlobis-memorandumi-gaformda გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ყაზახეთის „ყაზჰიდრომეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1286694303.jpg 2026-11-12 356546 გორის მუნიციპალიტეტში 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშის ტერიტორიაზე, „საქართველოს მელიორაციამ“ ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები დაასრულა.  შედეგად, 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. სამუშაოების ფარგლებში არხის 1 500-მეტრიანი მონაკვეთი  ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან გაიწმინდა, რამაც მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა და წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყო ხელი. ტირიფონის მაგისტრალური არხით გორის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფლის _ ციცაგიაანთკარის, ახრისის, მეჯვრისხევის, ზერტის, კვარხითის, ხელთუბნისა და თორტიზას მოსახლეობა სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტში, 2026 წელს გაიწმინდა და მოწესრიგდა 82 კილომეტრი სამელიორაციო არხი, შეკეთდა ან შეიცვალა 128 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა. https://ghn.ge/news/356545-goris-munitsipalitetshi-1-000-hektar-sasoflo-sameurneo-mitsaze-tsqaluzrunvelqofa-gaumjobesda გორის მუნიციპალიტეტში 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა საქართველოს რეგიონები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1279556710.png 2026-11-12 356545 „გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება გადაადგილება მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლას არ ნიშნავს. გავლილი გზა შეიძლება კეთილი საქმის კეთების შესაძლებლობადაც იქცეს. სწორედ ამ იდეას ეფუძნება „თეგეტა მოტორსის“ კამპანია „გაიარე მეტი“, რომელსაც კომპანიამ საქველმოქმედო მიმართულებაც შესძინა და სოციალურად დაუცველ და ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს გვერდში დაუდგა. კამპანიის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსი“ ბავშვებს ესტუმრა, სხვადასხვა აქტივობით გაუხალისა დღე, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნა და საქველმოქმედო მოტომარათონს დაუჭირა მხარი. ყველა ინიციატივას ერთი მიზანი აერთიანებს: ყოველი გავლილი კილომეტრი იმ ბავშვების მხარდასაჭერად გამოიყენოს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. კამპანიის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსმა“, Bridgestone-თან თანამშრომლობით, დღის ცენტრების ბენეფიციარი ბავშვებისთვის საგზაო უსაფრთხოების შესახებ ტრენინგი გამართა. ამასთანავე, კრუიზერების კლუბ Black Bells Garage-ის ორგანიზებით გამართულ საქველმოქმედო მოტომარათონს შეუერთდა. მარათონი, რომელიც ივნისში დაიწყო და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა, მოტოსპორტის მოყვარულ ადამიანებს საერთო მიზნის გარშემო აერთიანებდა. ინიციატივის ფარგლებში, მონაწილეებს რაც შეიძლება მეტი კილომეტრი უნდა გაევლოთ, გავლილი მანძილი კი საქველმოქმედო მიზანს დაუკავშირდა. https://www.facebook.com/Tegetamotors/videos/%EF%B8%8F-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95-%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9D/1834270617602995/ ნინა მამაცაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „გაიარე მეტი“ მხოლოდ სლოგანად არ დარჩეს და ადამიანებისთვის რეალურ მოქმედებად იქცეს. მოტომარათონმა ამ იდეას კიდევ ერთი განზომილება შესძინა - მონაწილეებს შეეძლოთ, მეტი გაევლოთ არა მხოლოდ საკუთარი გამოცდილებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ საბოლოო შედეგი სხვებისთვის სასარგებლო გამხდარიყო. მარათონის ფარგლებში, მონაწილეების მიერ 300 000 კილომეტრის გავლის შემთხვევაში „თეგეტა მოტორსს“ ფულადი ჯილდო ჰქონდა დაწესებული, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს უნდა გადასცემოდათ - გვინდოდა, ეს მიღწევა კონკრეტულ საქველმოქმედო მხარდაჭერად გარდაქმნილიყო. მარათონის მონაწილეებმა კი დასახულ მიზანს გადააჭარბეს - 120-ზე მეტმა ადამიანმა ერთობლივად 400 000 კილომეტრზე მეტი გაიარა. ამავე დროს, კამპანიის „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ ფარგლებში, ჩვენი ყურადღება ბავშვებისთვის საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარებაზეა მიმართული. ეს ორი ინიციატივა ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ორივე გვაჩვენებს, რას შეიძლება ნიშნავდეს „გაიარე მეტი“ პრაქტიკაში - იყო აქტიური, მიიღო ახალი გამოცდილება, იზრუნო საკუთარ უსაფრთხოებაზე და ამავდროულად შენი ჩართულობით სხვებისთვისაც სასარგებლო შედეგი შექმნა“. „თეგეტა მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს, აქტიური ცხოვრების წესის წახალისებასთან ერთად კი კონკრეტულ საზოგადოებრივ მიზანს ემსახურება. აქედან გამომდინარე, კომპანიისთვის ამ მარათონში მონაწილეობა მხოლოდ მოტოსპორტის მხარდაჭერას არ გულისხმობდა - მნიშვნელოვანი იყო, რომ კამპანიის იდეა რეალურ მოქმედებად ქცეულიყო და თითოეული მონაწილის ძალისხმევას საერთო შედეგი შეექმნა. ამავე მიდგომას ეფუძნება კამპანია „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“, რომლის ფარგლებშიც დღის ცენტრების დაახლოებით 25 ბენეფიციარი ბავშვისთვის საგზაო უსაფრთხოების ტრენინგი მოეწყო. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და ბავშვებმა საგზაო მოძრაობის ძირითად წესებზე, უსაფრთხო გადაადგილებასა და ყოველდღიურ სიტუაციებში საკუთარი თავისა და სხვების დაცვის გზებზე ინფორმაცია მიიღეს. მათ კითხვების დასმა, რეალური შემთხვევების განხილვა და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა შეეძლოთ. ინიციატივა „თეგეტას“ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით შესრულებული აქტივობების გაგრძელებაა. მანამდე, კამპანიის ფარგლებში, ტრენინგები სამი სკოლის - „21-ე საუკუნის“, „ლოგოსისა“ და „ბაქსვუდის“ - დაახლოებით 220 მოსწავლისთვის გაიმართა. მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „საგზაო უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება ბავშვობიდან იწყება. სწორედ ადრეული ასაკიდან უნდა გაჩნდეს აზრი, რომ გზაზე უსაფრთხოება თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა - იქნება ის ქვეითი, მგზავრი თუ მომავალში მძღოლი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩართული იყოს საზოგადოების ყველა ჯგუფი, განსაკუთრებით კი ბავშვები. გვახარებს, რომ ტრენინგის მიმართ დაინტერესება თავად დღის ცენტრებიდან წამოვიდა. მას შემდეგ, რაც მსგავსი აქტივობების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მათ პროექტში მონაწილეობის სურვილით მოგვმართეს და ჩვენთვის ეს ინიციატივა კიდევ უფრო მნიშვნელოვან გამოცდილებად იქცა“. „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ „თეგეტა მოტორსის“ მიერ Bridgestone-თან თანამშრომლობით ხორციელდება. პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით საერთო ხედვას ეფუძნება და მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, უსაფრთხო ქცევის კულტურის გაძლიერებასა და ამ თემაზე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაზრდას. ტრენინგების კონცეფცია Bridgestone-ის გლობალური ინიციატივის საფუძველზე ქართულ რეალობასთან არის ადაპტირებული. საქველმოქმედო მოტომარათონი კი აჩვენებს, როგორ შეიძლება ადამიანების საერთო ინტერესმა და აქტიურმა მონაწილეობამ კონკრეტული საზოგადოებრივი შედეგი შექმნას. ორივე ინიციატივა „თეგეტას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ხედვის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც კომპანია ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ საკუთარი საქმიანობის მიმართულებებზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ შეუძლია ბიზნესის ჩართულობას საზოგადოებისთვის სასარგებლო ცვლილებების მხარდაჭერა. „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა. https://ghn.ge/news/356544-gaiare-meti-tegeta-motorstan-ertad-rotsa-modzraoba-ketil-sakmes-emsakhureba „გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/216199800.png 2026-11-12 356544 აშშ-მა რუსეთს მოუწოდა ევროპასთან უსაფრთხოების შეთანხმების ახალი წინადადება მოამზადოს და დაძაბულობის შემცირებისკენ ნაბიჯები განსაზღვროს - Axios აშშ-მა რუსეთს მოუწოდა, მოამზადოს ევროპასთან უსაფრთხოების შეთანხმების ახალი წინადადება, რომელშიც მოსკოვმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ საკუთარი მოთხოვნები, არამედ დაძაბულობის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯებიც. ამის შესახებ გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა ევროპასთან უსაფრთხოების შეთანხმების მიღწევას, რომელიც ნატო-ს გაფართოებას შეზღუდავდა და აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის სამხედრო ყოფნას შეამცირებდა. აშშ ადრე უარყოფდა რუსეთის ამ მოთხოვნებს, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, მზად არის, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ უფრო ფართო შეთანხმების ფარგლებში, გარკვეული ფორმით განიხილოს ისინი. ამასთან, ევროპის არაერთი ქვეყნის მთავრობა აშშ-ის ადმინისტრაციის მიდგომას დიდი ეჭვით უყურებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, ხუთშაბათს მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან და მას ამ თხოვნას კიდევ ერთხელ გადასცემენ. მათ ასევე სურთ, რომ პუტინი დათანხმდეს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპის წარმომადგენლების მონაწილეობას. წყაროს ცნობით, რომელიც აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებს ესწრებოდა, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები დაძაბული და ემოციური იყო. ორივე მხარემ საკუთარი პრეტენზიები გამოთქვა. გამოცემის ინფორმაციით, კუშნერი და უიტკოფი ცდილობდნენ დაძაბულობის განმუხტვას. მათ რუსეთისა და უკრაინის მომლაპარაკებლებს განუცხადეს, რომ მოლაპარაკებების ამ რაუნდის მიზანი ორივე მხარის ლიდერებისთვის პრობლემის გადაჭრის შესაძლო ვარიანტების შეთავაზება იყო. „საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც თითოეულმა მხარემ საკუთარი პოზიცია წარმოადგინა, დისკუსია უფრო კონსტრუქციული გახდა“, - წერს გამოცემა. https://ghn.ge/news/356543-ashsh-ma-rusets-moutsoda-evropastan-usafrtkhoebis-shetankhmebis-akhali-tsinadadeba-moamzados-da-dadzabulobis-shemtsirebisken-nabijebi-gansazghvros-axios აშშ-მა რუსეთს მოუწოდა ევროპასთან უსაფრთხოების შეთანხმების ახალი წინადადება მოამზადოს და დაძაბულობის შემცირებისკენ ნაბიჯები განსაზღვროს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1071999867.png 2026-11-12 356543 კიევში დრონი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი 12 ნოემბრის დილას კიევის სოლომენსკის რაიონში რუსული დრონი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დარტყმის შედეგად 44 წლის ქალი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია იევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ორივე დაშავებულს ექიმებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. დრონის მოხვედრის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა შენობის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულებზე. კლიჩკოს ინფორმაციით, მეხუთე სართულზე შენობის კონსტრუქციების ნაწილობრივი ნგრევა მოხდა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. https://ghn.ge/news/356542-kievshi-droni-tskhrasartulian-satskhovrebel-korpuss-mokhvda-daighupa-erti-da-dashavda-ori-adamiani კიევში დრონი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა – დაიღუპა ქალი, ორი ადამიანი დაშავდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1608218329.jpg 2026-11-12 356542 აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. "სამართალდამცველებმა, ბათუმში, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული ორი პირი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/356541-acharashi-narkodanashaulis-braldebit-utskho-kveqnis-ori-mokalake-daakaves აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1621971372.png 2026-11-12 356541 კასპში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 1 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ასევე ამოიღო სხვადასხვა კალიბრის ვაზნები და მცირეკალიბრიანი შაშხანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/356540-kaspshi-momkhdari-dachris-faktze-politsiam-1-piri-daakava კასპში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 1 პირი დააკავა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1264125223.png 2026-11-12 356540 მერაბ დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება, მერაბ, შენ გვერდით ვართ - კახა კალაძე თბილისის მერი კახა კალაძე მერაბ დავლიშვილს სოციალურ ქსელში მხარდაჭერას უცხადებს. როგორც თბილისის მერი კახა კალაძე “ინსტაგრამზე” წერს, მერაბ დვალიშვილის მიმართ ჩადენილი საქციელი “არაფერში არ ჯდება”. „მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც ადამიანობაში. ეს არის სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი! მერაბ, შენ გვერდით ვართ!” - წერს კახა კალაძე და მერაბ დვალიშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. https://ghn.ge/news/356539-merab-dvalishvilis-mimart-aseti-saktsieli-arafershi-ar-jdeba-merab-shen-gverdit-vart-kakha-kaladze კახა კალაძე - მერაბ დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც ადამიანობაში საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1682833710.jpg 2026-11-12 356539 სანქტ-პეტერბურგში აფეთქდა ავტომობილი, რომელსაც პოლკოვნიკი მართავდა, ის ადგილზე დაიღუპა - მედია 12 ნოემბრის დილას სანქტ-პეტერბურგში ავტომობილი აფეთქდა. რუსული მედიის ცნობით, მანქანას პოლკოვნიკი მართავდა, რომელიც აფეთქების შედეგად ადგილზე დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა, რომ პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქების შედეგად სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. უწყებას მისი სამხედრო წოდება არ დაუკონკრეტებია. გამოძიებამ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სამართალდამცველები აფეთქების ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ ავტომობილის აფეთქებისა და სამხედრო პირის დაღუპვის შესახებ Telegram-არხმა „მეგაპოლისმა“ გაავრცელა ინფორმაცია. გამოცემა „ფონტანკა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დაღუპული პოლკოვნიკი იყო. ТАСС-მა სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა ინფორმაცია პირის დაღუპვის შესახებ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა ის სამხედრო. გამოცემა „ფონტანკას“ ცნობით, პოლკოვნიკი შუშარის დასახლებაში მდებარე სახლიდან გამოვიდა, ავტომობილში ჩაჯდა და ეზოდან გასვლა დაიწყო. ამ დროს მანქანის ძირზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს. სამხედრო მოსამსახურე ადგილზე დაიღუპა. Telegram-არხ Exilenova+-ის წინასწარი ინფორმაციით, დაღუპული ავიაციის პოლკოვნიკი იყო. https://ghn.ge/news/356538-sankt-peterburgshi-afetkda-avtomobili-romelsats-polkovniki-martavda-is-adgilze-daighupa-media სანქტ-პეტერბურგში პოლკოვნიკის ავტომობილი აფეთქდა, სამხედრო ადგილზე დაიღუპა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/292169717.png 2026-11-12 356538 კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში კაცი დაჭრეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში კაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილის საათებში მოხდა. ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს. შუა ხნის კაცი კასპის ,,მედალფას" კლინიკაშია მოთავსებული. როგორც  ,კლინიკაში გამოცემას განუცხადეს, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მომხდარს შსს იძიებს. https://ghn.ge/news/356537-kaspis-munitsipalitetis-sofel-zemo-khandakshi-katsi-dachres კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში კაცი დაჭრეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/736527454.jpg 2026-11-12 356537 გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. „გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება“,- წერს ცოტნე ივანიშვილი „ინსტაგრამზე“ და თან მერაბ დვალიშვილთან გადაღებულ ფოტოს ურთავს. შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა.  https://ghn.ge/news/356536-gverdit-migule-dzmao-qvelgan-da-qoveltvis-verafers-dagaklebs-is-arakatsuri-saktsieli-rats-shens-tsinaaghmdeg-chaidines-tsotne-ivanishvili-merab-dvalishvils გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/264415652.png 2026-11-12 356536 სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები  სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ. ვნუკოვოს აეროპორტში მათ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი დახვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინს დღის პირველ ნახევარში შეხვდებიან. პუტინთან შეხვედრის შემდეგ უიტკოფი და კუშნერი დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ. https://ghn.ge/news/356535-stiv-uitkofi-da-jared-kushneri-moskovshi-chavidnen სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1203367499.jpeg 2026-11-12 356535 თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა თბილისში, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ორ პირს - ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/356534-tbilisshi-tsol-kmris-mkvlelobis-faktze-erti-piri-daakaves-danashauls-tsin-udzghoda-braldebulis-mier-finansuri-valdebulebebis-sheusrulebloba თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2042171744.png 2026-11-12 356534 ირანი ევროპასა და სხვა შორეულ რეგიონებში მდებარე ამერიკულ ბაზებსაც დაარტყამს - მოჰსენ რეზაი ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი მოჰსენ რეზაი აშშ-ის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ დარტყმებით იმუქრება, თუ ამერიკული ძალები ირანზე თავდასხმისთვის ევროპაში ან ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ მდებარე ბაზებს გამოიყენებენ. რეზაის განცხადების შესახებ ინფორმაციას CBS News ავრცელებს. მოჰსენ რეზაის თქმით, ირანი ამერიკულ სამხედრო ბაზებს იმ შემთხვევაშიც დაარტყამს, თუ ისინი ევროპის რომელიმე ქვეყანაში ან სხვა შორეულ რეგიონში მდებარეობს და იქიდან ამერიკული თვითმფრინავები ირანზე იერიშისთვის აფრინდებიან. „ირანზე ნებისმიერი ახალი თავდასხმის საპასუხოდ, სამიზნე შორ მანძილზე მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზებიც გახდება, მათ შორის ის ბაზები, რომლებზეც აქამდე თავდასხმა არ განხორციელებულა“, - განაცხადა რეზაიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანს შეუძლია დაარტყას გარკვეულ კუნძულებსაც, რომლებიც, მისი თქმით, ამერიკელებს ირანული რაკეტების მოქმედების არეალის მიღმა ეგულებათ.   https://ghn.ge/news/356533-irani-evropasa-da-skhva-shoreul-regionebshi-mdebare-amerikul-bazebsats-daartqams-mohsen-rezai მოჰსენ რეზაი: ირანი ევროპასა და სხვა შორეულ რეგიონებში მდებარე ამერიკულ ბაზებსაც დაარტყამს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2131261385.jpeg 2026-11-12 356533 ნიუ იორკის ბრუკლინის რაიონში სამსართულიანი შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა ნიუ იორკის ბრუკლინის რაიონში სამსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press ავრცელებს. ​შენობა ბრუკლინის ცენტრალურ ნაწილში, ფლეტბუშის უბანში ჩამოინგრა.  მაშველების ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავებული კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ექვსი ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსეს. .მედიის ცნობით, შენობის ჩამონგრევა მის გვერდით მდებარე სამშენებლო ობიექტმა გამოიწვია.  გვერდით შენობა, რომელსაც დაზიანებულ ნაგებობასთან საერთო კედელი ჰქონდა, ჩამონგრევას გადაურჩა, თუმცა მისი კედელი ნაწილობრივ დაინგრა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო დრონიც და სამძებრო ძაღლებიც. ნიუ იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ მოქალაქეებს მოუწოდა, მხარდაჭერა გამოუცხადონ დაშავებულებსა და მათ ახლობლებს. https://ghn.ge/news/356532-niu-iorkis-bruklinis-raionshi-samsartuliani-shenobis-chamongrevas-mskhverpli-mohqva ნიუ იორკის ბრუკლინის რაიონში სამსართულიანი შენობის ჩამონგრევის მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1408226216.png 2026-11-12 356532 ნატო-ში აცხადებენ, რომ მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება, განსაზღვროს თავისი სუვერენული ტერიტორიების საკითხი ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილემ, ჯონ სტრინგერმა განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება, განსაზღვროს საკუთარი სუვერენული ტერიტორიების მომავალი. ამის შესახებ სტრინგერმა ტელეკომპანია Euronews-თან ინტერვიუში ილაპარაკა. „ეს პუტინს ზიანს აყენებს. მას ეგონა, რომ ახლა ჩაერეოდა და ევროპაში უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას შექმნიდა, რომლის ჩამოყალიბებაც უკრაინაში 2022 წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა ამ მხრივ დიდი იმედგაცრუება ელოდა. ის, რასაც უკრაინამ წარმოსახვის უნარის, ინოვაციებისა და ნებისყოფის წყალობით მიაღწია, უბრალოდ წარმოუდგენელია და ჩვენ ეს სათანადოდ უნდა დავაფასოთ“, - განაცხადა სტრინგერმა .  სტრინგერმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებისა, შეწყდეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, რაც ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის საფრთხეს უკავშირდება, დასავლელმა მოკავშირეებმა კიევის წარმატებები ამ თავდასხმებში უნდა მოიწონონ. გარდა ამისა, სტრინგერმა ეჭვი გამოთქვა, რამდენად გულწრფელია კრემლის განზრახვები აბუ-დაბიში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. მისი თქმით, ამ დროისთვის მცირე მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის პერიოდის მაქსიმალისტურ მიზნებზე უარი თქვა, რაც უკრაინის ტერიტორიების ანექსიას ითვალისწინებდა. შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა უკრაინაზე ზეწოლა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ნაწილის დათმობის მიზნით, სტრინგერმა განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება, განსაზღვროს საკუთარი სუვერენული ტერიტორიების მომავალი. „რაც შეეხება ტერიტორიებს, ეს საკითხი მხოლოდ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ“, - აღნიშნ მან. https://ghn.ge/news/356531-nato-shi-atskhadeben-rom-mkholod-ukrainas-akvs-ufleba-gansazghvros-tavisi-suverenuli-teritoriebis-sakitkhi ნატოში განაცხადეს, რომ საკუთარი ტერიტორიების ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ უკრაინას აქვს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/813832906.png 2026-11-12 356531 ამჟამად არსებობს „შესაძლებლობების ფანჯარა“, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში შედეგის მიღწევა 2027 წლამდე შევძლოთ - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამჟამად არსებობს „შესაძლებლობების ფანჯარა“, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში შედეგის მიღწევა 2027 წლამდე მოხერხდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ირლანდიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „ევროპაში პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებები შესაძლოა 2027 წელს მოხდეს. ჩვენ გვესმის, კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი. ანალოგიურად, ვხედავთ, რომ ცვლილებები უკვე მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ამიტომ, დღეს ნამდვილად არსებობს ეს შესაძლებლობა, ეს „შესაძლებლობების ფანჯარა“, როდესაც ყველა ის მონაწილე, რომელიც ამჟამად მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული, მართლაც დაინტერესებულია, შედეგს 2027 წლამდე მიაღწიოს“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე ასევე განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის საკითხები, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ზღვაზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტა. თუმცა, რუსეთის მხარე აცხადებს, რომ ამ საკითხებზე პასუხის გასაცემად შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს. „მიუხედავად ამისა, შევთანხმდით, რომ ამერიკული მხარე რუსეთის ლიდერს შეხვდება და ყველა ეს საკითხი იქ იქნება განხილული“, - აღნიშნა ზელენსკიმ. https://ghn.ge/news/356530-amzhamad-arsebobs-shesadzleblobebis-fanjara-rata-samshvidobo-molaparakebebis-protsesshi-shedegis-mightseva-2027-tslamde-shevdzlot-volodimir-zelenski ამჟამად არსებობს „შესაძლებლობების ფანჯარა“, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში შედეგის მიღწევა 2027 წლამდე მოხერხდეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/531718188.png 2026-11-12 356530 ამერიკელები დონბასის საკითხის მოგვარებისთვის სხვადასხვა ვარიანტის მოძებნას ცდილობენ, ასეთ რთულ და მგრძნობიარე საკითხებზე ლიდერების დონეზე უნდა ვისაუბროთ - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები ომის დასრულების მიზნით ტერიტორიული საკითხის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება, მისი თქმით, სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე უნდა მიიღონ. ამის შესახებ ზელენსკიმ დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ზელენსკის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებების დროს დონბასის საკითხს რეგულარულად აყენებენ. „რა თქმა უნდა, ისინი ამ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას. მიაჩნიათ, რომ ომის შესაჩერებლად ჩვენ ჩვენი ტერიტორია უნდა დავთმოთ. ჩვენს ქვეყანასთან დამოუკიდებლობის საკითხზე ამგვარად საუბარი შეუძლებელია. ისინი ამ საკითხის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტის მოძებნას ცდილობენ. სხვადასხვა წინადადების შესახებ მსმენია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ამ ვარიანტების დეტალებზე საუბარს არ აპირებს, რადგან თითოეულის განხილვას შესაძლოა საათები დასჭირდეს. „თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სურს თუ არა ამერიკულ მხარეს რუსებზე ზეწოლის განხორციელება. ეს ასევე დამოკიდებულია რუსეთთან მათი დიალოგის ფორმატზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ ასეთი რთული და მგრძნობიარე საკითხების მოგვარების სურვილი არსებობს, მათზე საუბარი აუცილებელია. „ჩვენ მხოლოდ განხილვით არ უნდა შემოვიფარგლოთ, ეს საკითხები უნდა გადავწყვიტოთ კიდეც და ამის შესახებ ლიდერების დონეზე უნდა ვისაუბროთ. თუმცა, ამისთვის საჭიროა ამერიკული მხარისგან დადებითი სიგნალები და რუსეთის მხრიდანაც მხარდაჭერა, მათი მონაწილეობით“, - განაცხადა ზელენსკიმ. https://ghn.ge/news/356529-amerikelebi-donbasis-sakitkhis-mogvarebistvis-skhvadaskhva-variantis-modzebnas-tsdiloben-aset-rtul-da-mgrdznobiare-sakitkhebze-liderebis-doneze-unda-visaubrot-volodimir-zelenski ზელენსკი: ამერიკელები ომის შესაჩერებლად დონბასის საკითხის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტის მოძებნას ცდილობენ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/602245468.png 2026-11-12 356529 უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო, განსხვავებით საქართველოში ომისგან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური სტატუსის მქონე უცხოეთის აგენტებმა დაიწყეს - ირაკლი კობახიძე ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც მისი დაწყება შედიოდა. ანალოგიურად ვფიქრობ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ამ ომების თავიდან აცილება არ სურდათ. „რა თქმა უნდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო. თუმცა მიმაჩნია, რომ შესაძლებელი იყო როგორც უკრაინაში პირველი, ისე მეორე ომის თავიდან აცილება. ცხადია, ეს ომები რუსეთმა დაიწყო, განსხვავებით საქართველოში ომისგან, რომელიც, ჩემი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური სტატუსის მქონე უცხოეთის აგენტებმა დაიწყეს. ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის. სამწუხაროდ, არსებობდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ამ ომების თავიდან აცილება არ სურდათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://ghn.ge/news/356528-ukrainashi-omi-rusetma-daitsqo-ganskhvavebit-sakartveloshi-omisgan-romelits-sakartvelos-khelisuflebashi-ofitsialuri-statusis-mkone-utskhoetis-agentebma-daitsqes-irakli-kobakhidze უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო, განსხვავებით საქართველოში ომისგან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური სტატუსის მქონე უცხოეთის აგენტებმა დაიწყეს. - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/489158033.jpg 2026-11-12 356528 როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო, ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? ლაჩრების ხროვა - ილია თოფურია არსებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყვნენ. ამის შესახებ ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს. თოფურია მათ ლაჩრების ჯგუფს უწოდებს და აცხადებს, რომ სირცხვილია. "როგორც იუწყებიან, უსმანი [ნურმაგომედოვი] დააკავეს, იმ მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო. და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია. სრული ლაჩრების ხროვა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საშუალო დონის პიროვნებების ჯგუფი იყავით. ახლა ყველანაირი ეჭვი გაფანტეთ. ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა სიტყვები არაა, რომლებსაც ქადაგებ. ეს ღირებულებებია, რომლებითაც ცხოვრობ. და თქვენ არც ერთი მათგანი არ გამოაჩინეთ”, - წერს თოფურია. ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში RAF-ის ჭიდაობის ღონისძიებაზე ინტერვიუს აძლევდა, როცა უსმან ნურმაგომედოვი უკნიდან მიეპარა, თავდაპირველად ხელი დაარტყა, შემდეგ კი სასტუმროში ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. https://ghn.ge/news/356527-rogorts-iutsqebian-usman-nurmagomedovi-daakaves-mshishrebtan-ertad-vints-mastan-ertad-iqo-es-igive-khalkhia-vints-tavmdablobasa-da-pativistsemaze-kadagebas-bedavs-lachrebis-khrova-ilia-tofuria არსებული ინფორმაციით, უსმანი ნურმაგომედოვი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია - ილია თოფურია საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1245547374.jpg 2026-11-12 356527 სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი პუტინთან კონკრეტული წინადადებებით გაემგზავრნენ. ძალიან მინდა, რომ დუბლინშიც კონკრეტული წინადადებებით ჩამოვიდნენ, ამის დიდად არ მჯერა, თუმცა იმედი მაინც მაქვს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები ვლადიმირ პუტინთან კონკრეტული წინადადებებით გაემგზავრნენ. ზელენსკი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხუთშაბათს, დუბლინში დაგეგმილ შეხვედრაზეც კონკრეტული წინადადებებით ჩავლენ. ამის შესახებ ზელენსკიმ დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრა ირლანდიის დედაქალაქში ხუთშაბათს საღამოს იგეგმება. სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დუბლინში რუსეთში ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ჩავლენ. შეხვედრა დღის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. „ამერიკელები პუტინთან კონკრეტული წინადადებებით გაემგზავრნენ. ძალიან მინდა, რომ დუბლინშიც კონკრეტული წინადადებებით ჩამოვიდნენ. ამის დიდად არ მჯერა, თუმცა იმედი მაინც მაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, მხარეები ამჟამად მუშაობენ იმაზე, რომ სამშვიდობო პროცესში წლის ბოლომდე კონკრეტულ შედეგს მიაღწიონ. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უიტკოფთან და კუშნერთან დაგეგმილი შეხვედრის მოლოდინებზე. მისი თქმით, ამერიკელი მომლაპარაკებლებისგან ელოდება რუსეთის მხარის პასუხს იმ საკითხებზე, რომლებიც აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს განიხილეს. „უპირველეს ყოვლისა, ჰუმანიტარული მიმართულება განვიხილეთ. მხარეებმა იმსჯელეს სამხედრო ტყვეების გაცვლის შესაძლებლობაზე - 1000 1000-ზე, შესაძლოა, 1200 1200-ზე. ეს ძალიან დადებითი შედეგი იქნებოდა. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა თქვას რუსეთმა უარი, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მეორე საკითხი უსაფრთხოების გარანტიებია. უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების რამდენიმე ფორმატი განვიხილეთ. ამ საკითხზე რუსეთის მხარის პასუხსაც მივიღებთ. ისინი ამერიკელებს თავიანთ ხედვას გააცნობენ“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ასევე განიხილება ენერგეტიკის სფეროში, ზღვაზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის საკითხები. „შევთანხმდით, რომ ამერიკული მხარე რუსეთის ლიდერს შეხვდებოდა და ყველა ეს საკითხი იქ იქნებოდა განხილული. ამიტომ ველოდები, რომ დუბლინში, საღამოს, სულ მცირე, ამ საკითხებზე პასუხს მაინც მივიღებ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ასევე განიხილება ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა, რომელზეც ტერიტორიული საკითხი იქნება განხილული. ასევე ზელენსკიმ ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელების მონაწილეობის მნიშვნელობას. „ხაზს ვუსვამ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპა მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდეს. ამის შესახებ ამერიკული მხარისგანაც იყო სიგნალი. ჩვენ ამას ყოველთვის მხარს ვუჭერდით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ცვლილებას ვხედავთ - ამერიკული მხარე ამ საკითხის მიმართ უფრო კეთილგანწყობილია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, უკრაინას სურს, რომ მომდევნო მოლაპარაკებებში ევროპა უკვე არა შეხვედრის კულუარებში, როგორც ეს აბუ-დაბიში მოხდა, არამედ თანასწორუფლებიანი მონაწილის სტატუსით იყოს წარმოდგენილი. https://ghn.ge/news/356526-stiv-uitkofi-da-jared-kushneri-putintan-konkretuli-tsinadadebebit-gaemgzavrnen-dzalian-minda-rom-dublinshits-konkretuli-tsinadadebebit-chamovidnen-amis-didad-ar-mjera-tumtsa-imedi-maints-makvs-volodimir-zelenski აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები პუტინთან კონკრეტული წინადადებებით გაემგზავრნენ. ძალიან მინდა, რომ დუბლინშიც კონკრეტული წინადადებებით ჩამოვიდნენმ ამის დიდად არ მჯერა, თუმცა იმედი მაინც მაქვს - ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/324219659.jpg 2026-11-11 356526 ამერიკას ირანთან ომი არ დაუწყია - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ირანთან ომი არ დაუწყია. ამის შესახებ The Guardian იუწყება. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი კვლავ აუცილებელია. „ამერიკას ირანთან ომი არ დაუწყია. ირანი ამერიკას 1979 წლიდან ეომება“, - თქვა მან. მისივე თქმით, აშშ „აკეთებს იმას, რაც ადრე შეუძლებლად მიაჩნდათ“. „დიახ, მცირე წარუმატებლობებიც გვაქვს. მათ შესანიშნავად გავუმკლავდებით“, - დასძინა ტრამპმა. https://ghn.ge/news/356524-amerikas-irantan-omi-ar-dautsqia-donald-trampi ამერიკას ირანთან ომი არ დაუწყია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/391927672.png 2026-11-11 356524 დღეს ევროპასთან ჩვენი ურთიერთობების მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, საკმარისად პოზიტიური არ არის, ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით - ირაკლი კობახიძე საქართველოს როლი ევროპისთვის შესაძლოა უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს. ეს როლი დღესაც მნიშვნელოვანია და მომავალში მისი მნიშვნელობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში. მთავრობის მეთაურმა საქართველოსა და ევროპას შორის არსებული კავშირების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ არის მოწოდებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. „კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული სპეციფიკური გამოწვევების წინაშე ვდგავართ. 2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა 2022 წლის ივნისში ჩვენს განაცხადზე უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოგვიანებით, საქართველომ მაინც მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ამის შემდეგ ევროკომისიამ უარით უპასუხა ჩვენს სურვილს, დაწყებულიყო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. მოგვიანებით, ევროკომისიამ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილებაც კი მიიღო. ეს 2024 წლის ივნისში მოხდა. დღეს ჩვენი ურთიერთობების მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, საკმარისად პოზიტიური არ არის. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ორ მხარეს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის არსებობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. https://ghn.ge/news/356525-dghes-evropastan-chveni-urtiertobebis-mdgomareoba-rbilad-rom-vtkvat-sakmarisad-pozitiuri-ar-aris-chven-dzalian-dainteresebuli-vart-am-vitarebis-shetsvlit-irakli-kobakhidze დღეს ევროპასთან ჩვენი ურთიერთობების მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, საკმარისად პოზიტიური არ არის. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1425838286.jpg 2026-11-11 356525 საქართველოს მთავრობა სრულად იმართება რუსეთის მიერ - სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის მიერ იმართება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ქართული ოცნება" რუსეთის მარიონეტი გახდა.  “ომმა, რისი მიღწევაც ვერ შეძლო, 2008 წლის ომმა, სხვა რამ შეძლო, სხვა ზეწოლამ რუსეთისგან მთავრობაზე, რომელიც შესაძლოა, თავიდანვე არ იყო მარიონეტი, რთულია ამის თქმა, მაგრამ ნამდვილად გახდა მარიონეტი და სრულიად იმართება [რუსეთის მიერ]. რა სუვერენიტეტზეა საუბარი. სრულიად იმართება რუსეთის მიერ. და დღეს ისინი პრაქტიკულად იმას აკეთებენ, რასაც რუსეთი ეუბნება და ძალიან ნათლად ვხედავთ ამას, რადგან რუსეთის ხელმძღვანელობის ყველა სპიკერი - პესკოვი, სიმონიანი და ყველა სხვა - ყოველ მეორე დღეს ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ კარგი რამ გააკეთა, კარგი რამ თქვა. ანუ, როგორც მინიმუმ, მოსკოვისგან ვიღებთ კომპლიმენტებს,” - განაცხადა ზურაბიშვილმა. https://ghn.ge/news/356523-sakartvelos-mtavroba-srulad-imarteba-rusetis-mier-salome-zurabishvili სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მთავრობა შესაძლოა, თავიდანვე არ იყო მარიონეტი, მაგრამ ნამდვილად გახდა მარიონეტი და სრულიად იმართება რუსეთის მიერ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/392745065.png 2026-11-11 356523 ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმეს - მედია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების გაფართოებას მხარი დაუჭირეს – სიაში 145 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 11 ნოემბერს, მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიებში 145 ფიზიკური და იურიდიული პირის შეყვანას წინასწარი თანხმობა მისცეს. ისინი დაკავშირებული არიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან, ასევე კიბერშეტევებსა და ჰიბრიდულ საქმიანობასთან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ახალი სანქციების სია საბოლოოდ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. სხდომა ბრიუსელში, ორშაბათს, 16 ნოემბერს გაიმართება. „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის სანქციების სიაში 12 ფიზიკური და 101 იურიდიული პირი შევა. ამ ასეულში 50 რუსული ბანკია“, - განუცხადა წყარომ მედიას. სანქციები ასევე დაუწესდება რამდენიმე კომპანიას, რომლებიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის საქმიანობას უწყობენ ხელს. გარდა ამისა, რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის ფარგლებში სიაში 30 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი მოხვდება, ხოლო ევროკავშირის კიბერშეტევების წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის ფარგლებში - კიდევ ერთი იურიდიული პირი. https://ghn.ge/news/356522-evrokavshiris-kveqnebis-mudmivma-tsarmomadgenlebma-rusetis-tsinaaghmdeg-akhali-sanktsiebi-sheatankhmes-media ევროკავშირის წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმეს – სიაში 50 რუსული ბანკია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/657766067.png 2026-11-11 356522 ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით - ირაკლი კობახიძე ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში. მთავრობის მეთაურის თქმით,  საქართველო  ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული რჩება. „მსურს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტს მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, ვისაუბრო საქართველოს როლზე ევროპულ არქიტექტურაში. ეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა. თუმცა, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ევროპისთვისაც, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპულ არქიტექტურაში.     პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკუთარ თავს ევროპულ ერად მივიჩნევთ. ეს ღირებულებებს ეფუძნება და ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციებსა და კულტურაში. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. სწორედ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად. ჩვენ ერთგული ვრჩებით ტრადიციული ევროპული ღირებულებებისა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველო გეოგრაფიულად გარკვეულწილად მოწყვეტილი იყო ევროპას. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, საქართველომ გააძლიერა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ევროპასთან და ევროკავშირთან“, - განაცხადა პრემიერმა. https://ghn.ge/news/356521-kristianuli-traditsiebisa-da-kulturis-safudzvelze-kartvelebi-qoveltvis-miichnevdnen-sakutar-tavs-evropelebad-chven-traditsiuli-evropuli-ghirebulebebis-ertguli-vrchebit-irakli-kobakhidze ირაკლი კობახიძე - ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1131929892.jpg 2026-11-11 356521 უკრაინამ „კალიბრის“ ტიპის რაკეტების გამშვებ რუსულ ხომალდს დაარტყა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პილოტებმა 11 ნოემბრის ღამეს რუსეთის სარაკეტო ხომალდი „ნარო-ფომინსკი“ დააზიანეს. „ბუიან-М“ კლასის სარაკეტო ხომალდს „კალიბრისა“ და „ონიქსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება შეუძლია. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში  განაცხადეს. იუწყება უკრაინული მედია. რუსეთის სამხედრო ხომალდზე იერიში თავდაცვის ძალების ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა, რომლის დროსაც უკრაინულმა ძალებმა ლენინგრადის ოლქში, რუსეთის პორტ უსტ-ლუგაში მდებარე ნავთობტერმინალზეც მიიტანეს იერიში. ოპერაცია წინასწარ იყო დაგეგმილი და რუსეთზე ღამის თავდასხმის დროს განხორციელდა. მცირე სარაკეტო ხომალდი „ნარო-ფომინსკი“ რუსეთის ბალტიის ფლოტს ეკუთვნის. „ეს ხომალდი „კალიბრისა“ და „ონიქსის“ ფრთოსანი რაკეტების მატარებელია. ის წყალში 2022 წელს ჩაუშვეს“, – განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. უწყება ასევე ამოწმებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 11 ნოემბრის ღამეს ჩატარებული ოპერაციის დროს რუსული საბრძოლო ვერტმფრენებიც განადგურდა. მედიის ცნობით, „ბუიან-М“ კლასის სარაკეტო ხომალდების წყალწყვა 850 ტონას შეადგენს. ისინი აღჭურვილია რვასარაკეტო უნივერსალური გამშვები დანადგარით „კალიბრ-НК“, ასევე „ონიქსის“ ტიპის რაკეტების გამშვები დანადგარებით. გარდა ამისა, ხომალდებს აქვთ საზენიტო არტილერია, ტყვიამფრქვევები და 100-მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგარი.   https://ghn.ge/news/356520-ukrainam-kalibris-tipis-raketebis-gamshveb-rusul-khomalds-daartqa უკრაინამ „კალიბრის“ ტიპის რაკეტების გამშვებ რუსულ ხომალდს დაარტყა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/137675742.png 2026-11-11 356520 გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს, გერმანულ ჰოსპიტალთან საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ორმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა "ტვ პირველის" ინფორმაციით, თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მოკლულია  60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი.  ტელეკომპანიის ინფორმაციით, სახლში მიმავალ ცოლ-ქმარს სადარბაზოში, ლიფტში ორი ნიღბიანი პირი შეჰყვა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მათივე ცნობით, ცოლ-ქმარი სავაჭრო ცენტრ "საბაში" არიან დასაქმებულები.  სავარაუდო დანაშავეები მომხდარის შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ.  შეგახსენებთ, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება დიდუბეში, გერმანული ჰოსპიტლის გვერდით, "ცენტრ-პოინტის" საცხოვრებელ კორპუსში ცოტა ხნის წინ მოხდა.  https://ghn.ge/news/356519-gavrtselebuli-informatsiit-tsol-kmars-germanul-hospitaltan-satskhovrebeli-korpusis-liftshi-orma-pirma-tsetskhlsasroli-iaraghidan-esrola გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს, გერმანულ ჰოსპიტალთან საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ორმა ნიღბიანმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1124259687.png 2026-11-11 356519 აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჩიევი გარდაიცვალა რუსეთის ელჩი აშშ-ში ალექსანდრ დარჩიევი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.  რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ალექსანდრ დარჩიევი 11 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა. „ჩვენი რიგებიდან წავიდა გამორჩეული დიპლომატი, გამოცდილი ხელმძღვანელი, კეთილი მეგობარი და მენტორი. მაღალი კლასის პროფესიონალი, ბრწყინვალე ამერიკათმცოდნე ა.ნ. დარჩიევი რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებაზე მუშაობდა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდაცვალების მიზეზი არ დაუკონკრეტებია. რუსეთმა დარჩიევი აშშ-ში ელჩად 2025 წლის მარტში ოფიციალურად დანიშნა. იმავე წლის ივნისში მან რწმუნებათა სიგელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადასცა. https://ghn.ge/news/356518-ashsh-shi-rusetis-elchi-aleksandr-darchievi-gardaitsvala აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჩიევი გარდაიცვალა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/751702308.png 2026-11-11 356518 თბილისში, გერმანულ ჰოსპიტალთან 2 ადამიანი ჩაცხრილეს - "ტვ პირველი" თბილისში, ბარათაშვილის სანაპიროზე 2 ადამიანი ჩაცხრილეს, ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.  შემთხვევა გერმანული ჰოსპიტლის გვერდით, ცენტრ პოინტის საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.  ტელეკომპანიის ცნობით,  სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია.  https://ghn.ge/news/356517-tbilisshi-germanul-hospitaltan-2-adamiani-chatskhriles-tv-pirveli გერმანული ჰოსპიტ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/932544196.jpg 2026-11-11 356517 ტერმინოლოგიური უწიგნურობა – სახელმწიფოებრივი აზროვნების კრიზისის ერთ-ერთი ინდიკატორი დღევანდელ საქართველოში ერთი მეტად უცნაური და, ამავე დროს, საგანგაშო მოვლენა შეიმჩნევა: საჯარო პირები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ექსპერტებად წოდებული ადამიანები და ზოგჯერ გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი თანამდებობის პირებიც კი ერთმანეთისგან ვერ არჩევენ პოლიტიკური და ტექნიკური შინაარსის ტერმინებს. ერთი შეხედვით, შეიძლება ვინმემ ეს უმნიშვნელო ენობრივ უზუსტობად მიიჩნიოს. მაგრამ ნუ მოვიტყუებთ თავს! პრობლემა გაცილებით ღრმაა და გაცილებით სახიფათო. როდესაც ადამიანი სიტყვებს ვერ არჩევს, ეს შეიძლება ენის უცოდინრობა იყოს; როდესაც ცნებებს ვერ არჩევს, ეს უკვე აზროვნების პრობლემაა; ხოლო როდესაც ასეთ მდგომარეობაში სახელმწიფო გადაწყვეტილებებს იღებს, ეს სახელმწიფოებრივი პრობლემაა! მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის გაცილებით ადვილია 2004 წლიდან ბატონ კახა ლომაიას (განათლების მინისტრი 2004-2008) მიერ დაწყებული და თუთიყუშის როლში არაკვალიფიციური ჟურნალისტების მიერ მასმედიიდან დამკვიდრებული არასწორი პრაქტიკის გამეორება, ვიდრე ქართული ენათმეცნიერების კორიფის, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ღვაწლის ცოდნა. როცა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტერმინს არასწორად იყენებ, მხოლოდ სიტყვას კი არ ამახინჯებ – შეიძლება თვითონ სახელმწიფოებრივი მოვლენის არსიც დაამახინჯო! ხშირად ვერ არჩევენ, რასთან გაქვს საქმე უსაფრთხოების ტექნიკურ რისკთან თუ უშიშროების პოლიტიკურ გამოწვევასთან. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც ერთმანეთისგან პოლიტიკურ და ტექნიკურ ცნებებს ვერ ასხვავებენ არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები და გადაწყვეტილების მიმღები პირები. 1. პოლიტიკური და ტექნიკური ტერმინების აღრევა – ცნებითი აზროვნების პრობლემა პოლიტიკური და ტექნიკური ტერმინები სხვადასხვა შინაარსის, დანიშნულებისა და ფუნქციის მატარებელია და სხვადასხვა სააზროვნო სისტემას ეკუთვნის. მათი აღრევა მხოლოდ ლექსიკური შეცდომა არ არის – ეს ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს სათანადოდ გააზრებული ის მოვლენა, რომელზეც მსჯელობს და ვერ ახერხებს თვისებრივად განსხვავებული მოვლენების ბუნების ერთმანეთისგან გამიჯვნას. ამის ნათელი მაგალითია ტერმინების – „უშიშროებისა“ და „უსაფრთხოების“ – აღრევა. ისინი ერთი და იმავე მოვლენის ორი სახელწოდება კი არ არის, არამედ თვისებრივად განსხვავებულ მოვლენებს გამოხატავს. 1. „უშიშროება“ (Security) – პოლიტიკური და სტრატეგიული კატეგორიაა. იგი გულისხმობს ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფას, სახელმწიფოს, საზოგადოების ან პიროვნების დაცვას განზრახი, მიზანმიმართული საფრთხეებისა და მტრული ქმედებებისგან. ეს არის სფერო, რომელშიც არსებობს კონკრეტული მოწინააღმდეგე, საფრთხის სუბიექტი ან მტრული ძალა და რომელიც მოიცავს სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებსა და მათთან დაკავშირებულ მიმართულებებს: სამხედრო უშიშროებას, ინფორმაციულ უშიშროებას, ეკონომიკურ უშიშროებას, პოლიტიკურ უშიშროებას და ა. შ. 2. „უსაფრთხოება“ (Safety) – ტექნიკურ-ოპერაციული კატეგორიაა. იგი გულისხმობს კონკრეტული საქმიანობის, პროცესის, გარემოსა თუ ობიექტის უსაფრთხო პირობების ტექნიკურ უზრუნველყოფას. მისი შინაარსი უკავშირდება ბუნებრივ, ტექნოგენურ ან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ რისკებს, რომელთა პრევენცია ანუ რისკების თავიდან აცილება საინჟინრო-ტექნიკური, ორგანიზაციული თუ სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებებით ხორციელდება. 1932 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გეოლოგების მიერ რუსული ენიდან გადმოქართულებული ტექნიკური ტერმინი „უსაფრთხოება“ აღნიშნავს დაცულობას შემთხვევითი ან ტექნიკური ხასიათის საფრთხეებისგან, მაგალითად: ტექნიკური გაუმართაობა, ხანძარი, საგზაო ინციდენტი. ამ შემთხვევაში არ არსებობს მიზანმიმართული მოწინააღმდეგე – არსებობს რისკფაქტორი, რომლის თავიდან აცილება ან შემცირება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებებით არის შესაძლებელი. სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება სახანძრო უსაფრთხოება, საგზაო უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება და ა. შ. ამრიგად, განსხვავება პრინციპულია: „უშიშროება“ პოლიტიკური და სტრატეგიული კატეგორიაა, რომელიც უკავშირდება განზრახ, მიზანმიმართულ საფრთხეებსა და მტრულ ქმედებებს, ხოლო „უსაფრთხოება“ ტექნიკურ-ოპერაციული კატეგორიაა და გულისხმობს ბუნებრივი, ტექნოგენური თუ შემთხვევითი რისკებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციასა და მათგან დაცვას. ვინაიდან ქართულ ენაში ამ უკანასკნელი ცნების გამოსახატავად შესაბამისი სპეციალური ტერმინი არ არსებობდა, ხოლო „უშიშროება“ თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით მას არ შეესაბამებოდა, 1932 წელს შეიქმნა ახალი, ხელოვნური ტერმინი – „უსაფრთხოება“, ხოლო მის ქართულ სამეცნიერო-ტექნიკურ ლექსიკაში დასამკვიდრებლად პირველად შეტანილი იქნა 1957 წელს გამოცემულ ლექსიკონში „ტექნიკური ტერმინოლოგია“. 2. თვისებრივად განსხვავებულ ამ ორ მოვლენას მავანი ვერ ასხვავებს?! აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ დისკურსში „ეროვნული უშიშროების“ ნაცვლად ტერმინ „ეროვნული უსაფრთხოების“ გამოყენება ცნებითი შეცდომაა. საჯარო პირებმა, პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა უნდა იცოდნენ ამ ორი კატეგორიის არსებითი განსხვავება და ტერმინები მათი რეალური შინაარსის შესაბამისად გამოიყენონ. სწორია: ეროვნული უშიშროება, სახელმწიფო უშიშროება, საერთაშორისო უშიშროება, პოლიტიკური უშიშროება, სამხედრო უშიშროება, ინფორმაციული უშიშროება და ა. შ. არასწორია: ეროვნული უსაფრთხოება, სახელმწიფო უსაფრთხოება, საერთაშორისო უსაფრთხოება, პოლიტიკური უსაფრთხოება, სამხედრო უსაფრთხოება, ინფორმაციული უსაფრთხოება და ა. შ. სწორია: საგზაო უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება, პროფესიული უსაფრთხოება, ფრენის უსაფრთხოება და ა. შ. არასწორია: საგზაო უშიშროება, სახანძრო უშიშროება, შრომის უშიშროება, პროფესიული უშიშროება, ფრენის უშიშროება და ა. შ. ეს განსხვავება ახირება არ არის. მას აქვს ცნებითი, ისტორიული და დარგობრივი საფუძველი. ამრიგად, ამ ტერმინების აღრევა ნიშნავს არა უბრალოდ სიტყვების არასწორად გამოყენებას, არამედ პოლიტიკური მოვლენის ტექნიკურში აღრევას და, შესაბამისად, თვითონ მოვლენის ბუნების გაუგებრობას. პოლიტიკური პრობლემა ტექნიკური ღონისძიებით ვერ გადაწყდება, ისევე როგორც ტექნიკური გაუმართაობა პოლიტიკური ლოზუნგით ვერ გამოსწორდება. 3. განათლებას მართავენ, მაგრამ ცნებებს ვერ არჩევენ! ქვეყანაში არსებული კვალიფიკაციებისა და სასწავლო მიმართულებების მარეგულირებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია მინისტრის ბრძანება „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“. მისი ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს განათლების სისტემის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველყოფა. აღნიშნულ კლასიფიკატორში ტერმინი „უსაფრთხოება“ მართებულად არის გამოყენებული ტექნიკური და პრაქტიკული საქმიანობის შინაარსის შესაბამის კონტექსტში. მაგალითად: კოდი 0712.3.1 – „შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“; კოდი 0712 – „გარემოს დაცვის ტექნოლოგია“; კოდი 1022.1.1 – „პროფესიული უსაფრთხოება“; კოდი 103 – „უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებები“. მაგრამ, განა დღესავით ნათელი არ არის, რომ სოციალური მეცნიერებების სფერო (კლასიფიკატორის ფართო სფერო 03 – „სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია“) არსებითად განსხვავდება ისეთი ფართო სფეროებისგან, როგორიცაა ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა (კოდი 07) და მომსახურებები (კოდი 10)? განსხვავებულია არა მხოლოდ ამ სფეროების შინაარსი და კვლევის საგანი, არამედ მათში გამოყენებული ტერმინოლოგიური კონტექსტიც. მიუხედავად ამისა, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ კლასიფიკატორში სოციალური მეცნიერებების დეტალური სფეროს გრაფაში შავით თეთრზე ვკითხულობთ: „0312.2.2 — ეროვნული უსაფრთხოების კვლევები (National Security Studies)“. ამასთან, ინგლისურენოვანი დასახელების ქართულად გადმოტანისას ტერმინი Security ამჯერად რატომღაც „უსაფრთხოებად“ არის თარგმნილი და არა „უშიშროებად“. გამოდის, რომ ყველა სფეროში ერთი და იმავე ტერმინის – „უსაფრთხოების“ – გამოყენება აუცილებელ პრინციპად მიიჩნიეს, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურენოვანი კლასიფიკატორი თავად იძლევა შესაბამისი ცნებითი განსხვავების შენარჩუნების შესაძლებლობას. ნუთუ განათლების სისტემაშიც რუსული ტერმინოლოგიური გავლენის ინერცია უნდა გაგრძელდეს და უგულებელვყოთ ქართული აკადემიური ტრადიცია, რომელიც 2004 წლამდე სათანადოდ განასხვავებდა ამ ცნებებს? ნუთუ განათლების სფეროს გადაწყვეტილების მიმღები პირებიც ვერ არჩევენ აკადემიურ და ტექნიკურ ტერმინებს? ნუთუ ძნელია იმის გააზრება, რომ „ეროვნული უშიშროება“ თავისი შინაარსითა და არსით გაცილებით ზუსტად გამოხატავს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების კვლევის საგანსა და მიმართულებას? შესაბამისად, აღნიშნული კლასიფიკატორის 0312.2.2 კოდი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „უშიშროების კვლევები (Security Studies)“, უფრო სრულყოფილი იქნება თუ ჩაიწერება „ეროვნული უშიშროების კვლევები“. რაც შეეხება ფართო სფეროს – „მომსახურებები“ (კოდი 10), აქ პროფესიული უსაფრთხოების მიმართულების კვლევითი კომპონენტის ასახვის მიზნით მიზანშეწონილია დაემატოს ახალი კოდი: „1022.1.2 – პროფესიული უსაფრთხოების კვლევები (Occupational Safety Studies)“. მით უმეტეს, ამგვარი დიფერენცირებული მიდგომის კარგი პრაქტიკა და ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მაგალითად, სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ხორციელდება ფართო სფეროს – „მომსახურებები“ (კოდი 10) – შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები: „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა“ (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა); „პროფესიული უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“ (დოქტორანტურა), რომლის ფარგლებშიც ტარდება კვლევები და გაიცემა პროფესიული უსაფრთხოების დოქტორის ხარისხი. ამრიგად, უნივერსიტეტი ტერმინ „უსაფრთხოებას“ სრულიად მართებულად იყენებს ტექნიკური და პროფესიული საქმიანობის შესაბამის კონტექსტში, 1932 წლიდან დამკვიდრებული 94-წლიანი ტრადიციის შესაბამისად. ეს არის საკუთარი სასწავლო, სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის სფეროს შესაბამისი ტერმინოლოგიური გამოყენების თვალსაჩინო მაგალითი. ამავე დროს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიური დეპარტამენტის (ფართო სფერო 03 – სოციალური მეცნიერებები) მიერ შემუშავებულია სილაბუსები: „ეროვნული უშიშროების სისტემური ინფორმაციული უზრუნველყოფა“ (SOS20711G1-LS) და „ეროვნული უშიშროების საფუძვლები“ (SOS24211G2-LS). აღნიშნული სილაბუსების საფუძველზე მრავალი წლის განმავლობაში იკითხებოდა ლექციები ბიზნესის ინჟინერინგის ფაკულტეტზე, ხოლო ამჟამად შესაბამისი სასწავლო კურსები ისწავლება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ეს მაგალითები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერმინების დიფერენცირება არც თეორიულად არის შეუძლებელი და არც პრაქტიკულად – განუხორციელებელი. პირიქით, მას აქვს როგორც აკადემიური საფუძველი, ისე საუნივერსიტეტო გამოცდილება. პრობლემა მხოლოდ ერთი სიტყვის არასწორად შერჩევა არ არის. პრობლემა ცნებითი აზროვნების დეფიციტია, როდესაც განათლების სისტემის მარეგულირებელი დოკუმენტის შემდგენლები ვერ ან არ ითვალისწინებენ განსხვავებას ტექნიკურ-პრაქტიკულ და პოლიტიკურ-სტრატეგიულ კატეგორიებს შორის. განათლების მართვა მხოლოდ ბრძანებებისა და კლასიფიკატორების შედგენას არ ნიშნავს – ის, უპირველესად, ცნებების სწორად გააზრებასა და გამოყენებას მოითხოვს. 4. რუსეთისკენ სრული სვლით?! 1. 2004 წლამდე: ძირძველი ქართული ტერმინი ტრადიციულად თავის ადგილზეა საქართველოში: ეროვნული უშიშროება – სახანძრო უსაფრთხოება რუსეთში: Национальная безопасность – Пожарная безопасность აშშ-ი: National Security – Fire Safety 2. დღეს: რუსული ენიდან გადმოქართულებული ტერმინით – რუსულ ყაიდაზეა საქართველოში: ეროვნული უსაფრთხოება – სახანძრო უსაფრთხოება რუსეთში: Национальная безопасность – Пожарная безопасность აშშ-ი: National Security – Fire Safety 5. ჟურნალისტიკა – მიკროფონი ცოდნის გარეშე განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მედიაში. ჟურნალისტი, რომელსაც არ ესმის იმ საკითხის პროფესიული არსი, რომელზეც მთელი ქვეყნის წინაშე მსჯელობს, მხოლოდ ინფორმაციის გადამცემი აღარ არის – ის შესაძლოა სიყალბის გამავრცელებლად იქცეს. თუ ჟურნალისტი ვერ არჩევს ერთმანეთისგან პოლიტიკურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ და ტექნიკურ ცნებებს, ის უნებლიეთ ავრცელებს მცდარ წარმოდგენებს, რაც საზოგადოებაში ცნებით ქაოსს წარმოშობს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება, თანამდებობის პირებსა და საჯარო სივრცეში მოქმედ ადამიანებს დაუსვას სრულიად ბუნებრივი კითხვები: იცით, რაზე საუბრობთ? გესმით იმ ტერმინების შინაარსი, რომლებსაც იყენებთ? იცით განსხვავება პოლიტიკურ მიზანსა და მისი განხორციელების ტექნიკურ მექანიზმს შორის? გაქვთ თუ არა შესაბამისი პროფესიული კომპეტენცია? ვინ ამოწმებს თქვენს ცოდნას და ვინ აგებს პასუხს თქვენს არაკომპეტენტურობაზე? ეს კითხვები შეურაცხყოფა არ არის. ეს საზოგადოებრივი კონტროლის ელემენტარული მოთხოვნაა. სახელმწიფოებრივი აზროვნება იწყება ცნებების სწორად გააზრებით. და თუ მათ, ვისაც ქვეყნის მართვა, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება ევალება, ელემენტარული ცნებების გარჩევაც არ შეუძლიათ, მაშინ კითხვა მხოლოდ მათ კომპეტენციას კი არ ეხება – კითხვა უკვე სახელმწიფოს მართვის ხარისხს ეხება. ქვეყანას მხოლოდ განათლებული ადამიანების დიპლომები კი არ სჭირდება — მას განათლებული ადამიანების აზროვნება სჭირდება! ჰენრი კუპრაშვილი სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიური დოქტორი ლიტერატურა: 1. კუპრაშვილი, ჰ. 2024. აკადემიურ სასწავლო და სამეცნიერო კვლევებში ზოგიერთი ტერმინის გამოყენების საკითხისათვის. ტერმინოლოგიის საკითხები VI. თბილისი: ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, გვ. 97-112. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/167/170   2. კუპრაშვილი, ჰ. 2022. საქართველოს ეროვნული უშიშროება. მონოგრაფია, მთ. რედ. ი. გაბისონია. რედაქტორები.: ჯ. გაბელია, ჯ. გახოკიძე, ა. გეგეშიძე, ა. გვენეტაძე, ი. კვესელავა, თ. კიკნაძე, თ. ლომინაძე, ნ. ოდიშელიძე, ა. სიჭინავა, გ. სოფაძე, ი. ქართველიშვილი, ნ. ჩიტაძე, მ. ჯიქია. თბილისი: უნივერსალი, 702 გვ. https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/542770 3. კუპრაშვილი, ჰ. 2026. ინფორმაციული ომები და საერთაშორისო კიბერსივრცე. დამტკიცებულია სახელმძღვანელოდ სტუ-ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ (26.03.2026, ოქმი #1). თბილისი: საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“. ISBN 978-9941-528-12-5 https://drive.google.com/file/d/12_tKxtsQVNanz0zLip5zpX-T1YuWqXsv/view 4. ენობრივი ვოლუნტარიზმი: ქართულს გვასწავლიან... https://www.ghn.ge/news/346652-enobrivi-voluntarizmi-kartuls-gvastsavlian 5. სად არის ეროვნული უშიშროების საბჭო? https://www.ghn.ge/news/348040-sad-aris-erovnuli-ushishroebis-sabcho 6. რატომ უნდა იყოს საგანი "ეროვნული უშიშროების საფუძვლები" დიპლომატიური აკადემიის განუყოფელი ნაწილი? https://ghn.ge/news/349653-ratom-unda-iqos-sagani-erovnuli-ushishroebis-safudzvlebi-diplomatiuri-akademiis-ganuqofeli-natsili საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სახელმწიფო ენის დეპარტამენტი • State Language Department სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia https://ghn.ge/news/356515-terminologiuri-utsignuroba-sakhelmtsifoebrivi-azrovnebis-krizisis-ert-erti-indikatori ტერმინოლოგიური უწიგნურობა – სახელმწიფოებრივი აზროვნების კრიზისის ერთ-ერთი ინდიკატორი საზოგადოება https://www.ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/868502198.jpg 2026-11-11 356515 შესანიშნავი იქნებოდა - ჯარედ კუშბერი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს პირისპირ შეხვედრა გაემართათ. ამის შესახებ კუშნერმა აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრამდე მოლაპარაკებებში უფრო მეტ პროგრესს ელოდება. „ვფიქრობ, შესანიშნავი იქნებოდა, თუ ისინი ნებისმიერ დროს შეხვდებიან ერთმანეთს. ჩემი აზრით, ეს კარგი იქნებოდა. თუმცა, როგორც მე მესმის, რუსებმა განაცხადეს, რომ ამ შეხვედრამდე უფრო მეტი პროგრესის მიღწევა სურთ. აშკარაა, რომ ლიდერებს შორის დიდი ნდობა ან სიმპათია არ არსებობს... იმასაც ვიტყვი, რომ ასეთ შეთანხმებებს დრო სჭირდება“, - აღნიშნა კუშნერმა. აბუ-დაბიში მოლაპარაკებების მეორე დღის შედეგების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ კუშნერი და სტივ უიტკოფი მოსკოვში გაემგზავრებიან, სადაც ვლადიმორ პუტინს შეხვდებიან. ამის შემდეგ კი დუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა იგეგმება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიები, რუსეთის მოთხოვნები და ომისშემდგომი პერიოდის საკითხები განიხილეს. https://ghn.ge/news/356516-shesanishnavi-ikneboda-jared-kushberi-volodimir-zelenskisa-da-vladimir-putinis-shesadzlo-shekhvedraze „შესანიშნავი იქნებოდა“: ტრამპის სიძემ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის შესაძლებლობა შეაფასა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1114173922.png 2026-11-11 356516 აბუ-დაბიში სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაგვესხნენ - მერაბ დვალიშვილი მერაბ დვალიშვილს სასტუმროში თავს დაესხნენ. ცოტ ხნის წინ, ქართველმა ჩემპიონმა "ინსტაგრამზე" თავად გაავრცელა ვიდეო,  სადაც ის დასისხლიანებულია. დვალიშვილი ვიდეოში ამბობს, რომ სასტუმროს ფოიეში გასაუბრების დროს მას უკნიდან უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები  მიეპარნენ და ცემა დაუწყეს. „სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვიძლეოდი, როცა უსმანი და მისი მეგობრები უკნიდან მომეპარნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს მუშტებით ცემა დაგვიწყეს. დაცვის წევრები ხელს მიჭერდნენ, ხოლო თავად ისინი, ნამდვილი ლუზერებივით, ძირს დაცემულებს ფეხებით გვცემდნენ“,- ამბობს დვალიშვილი ვიდეოში.  https://ghn.ge/news/356514-abu-dabishi-sastumroshi-usman-nurmagomedovi-da-misi-megobrebi-tavs-dagveskhnen-merab-dvalishvili მერაბ დვალიშვილი - აბუ-დაბიში სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან მოგვეპარნენ და თავს დაგვესხნენ საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1163657194.png 2026-11-11 356514 რუსეთში უკრაინელი ბავშვების მიზანმიმართული დეპორტაციის მტკიცებულებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს - კაია კალასი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის ორგანიზებული კამპანიის შესახებ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოთხშაბათს, ბრიუსელში გამოსვლისას კალასმა განაცხადა, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გადაწყვეტილება პირადად ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა. „უკანონოდ დეპორტირებულია 20 500-ზე მეტი ბავშვი. მიმდინარე წელს ეუთო-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კამპანია, რომლის მიზანიც ბავშვებში, ადრეული ასაკიდანვე, უკრაინული იდენტობის განადგურებაა. ყველა მტკიცებულება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს“, - განაცხადა მან. კალასის თქმით, ამჟამად ვითარება „შემზარავ და დამახინჯებულ სახეს იღებს“. „დიდი ალბათობით, რუსეთი გატაცებულ უკრაინელ ბავშვებს ახლა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად აგზავნის“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. მან განაცხადა, რომ ევროკავშირმა ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მისი თქმით, სანქცირებულთა სია ცოტა ხნის წინ გაფართოვდა და მასში დამატებით ბავშვთა ბანაკებიც შეიყვანეს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეაში მდებარე საერთაშორისო ბავშვთა ბანაკი „სონდო-1“, სადაც უკრაინელი ბავშვები აღმოაჩინეს. „რუსეთი ბავშვებს იტაცებს, ჩრდილოეთ კორეა კი მათ იდეოლოგიურ დამუშავებას ახორციელებს. ასე ინაწილებენ დიქტატურები „მოვალეობებს“, - აღნიშნა კალასმა. კალასის განცხადებით, დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად მსოფლიო ამ ბავშვებს ყურადღებას არ აკლებს. „2025 წლის დეკემბერში ევროკავშირი გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანაავტორი იყო. რეზოლუცია გაერო-ს გენერალურ მდივანს მოუწოდებდა, უშუალოდ ჩართულიყო რუსეთთან ურთიერთობაში, რათა დაედგინა ბავშვების ადგილსამყოფელი, შეეფასებინა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამართლებრივი სტატუსი და უზრუნველეყო მათი დაბრუნება. ახლა ამ მიმართულებით კონკრეტულ შემდგომ ნაბიჯებს ველოდებით“, - განაცხადა კალასმა. მისივე თქმით, საერთაშორისო ძალისხმევას შედეგი მოაქვს და მიმდინარე თვის მონაცემებით, უკრაინაში 2 719 ბავშვია დაბრუნებული, მათ შორის 13 ბავშვი და მოზარდი - გასულ კვირას. „პატივცემულო დეპუტატებო, რუსეთის უკანონო აგრესიული ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებამ არა მხოლოდ უნდა შეამციროს ის საფრთხეები, რომლებსაც რუსეთი ევროპის კონტინენტს უქმნის, არამედ უზრუნველყოს თითოეული უკრაინელი ბავშვის მშობლებთან დაბრუნებაც. თუ ამის მიღწევა ვერ მოხერხდება, ეს კაცობრიობის სინდისზე სამუდამო შავ ლაქად დარჩება“, - განაცხადა კალასმა. https://ghn.ge/news/356513-rusetshi-ukraineli-bavshvebis-mizanmimartuli-deportatsiis-mtkitsebulebebi-katsobriobis-tsinaaghmdeg-chadenil-danashaulze-miutitebs-kaia-kalasi კალასი: უკრაინელი ბავშვების რუსეთში მიზანმიმართული დეპორტაციის მტკიცებულებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1121498023.jpg 2026-11-11 356513 ჩვენი ხელისუფლება ადასტურებს მზაობას თავისი წვლილი შეიტანოს ყველა იმ გლობალურ ინიციატივაში, რომელიც მიმართულია ეკოლოგიური მდგრადობისა და გარემოს გაუმჯობესებისკენ - მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა კლიმატის ცვლილებაზე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ სტაბილურობასთან, ენერგეტიკულ და სურსათის უვნებლობასთან. „ის ემუქრება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, ეკოსისტემებს და ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას - ადამიანების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობას. საქართველო სრული პასუხისმგებლობით აცნობიერებს ამ გლობალურ გამოწვევებს. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტითა და ბიომრავალფეროვნებით, თუმცა, ამავდროულად, მოწყვლადია კლიმატური რისკების მიმართ. კლიმატის ცვლილება უდიდეს გლობალურ საფრთხესთან ერთად, შესაძლებლობაცაა საერთაშორისო სოლიდარობის გასაძლიერებლად, ერთობლივი ძალისხმევითა და მჭიდრო კოორდინაციით უსაფრთხო მომავლის ასაშენებლად. გლობალური დათბობის 1.5 გრადუსით შეზღუდვის მიღწევის გზა თანამშრომლობასა და ურთიერთნდობას უნდა ეფუძნებოდეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე და ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „საქართველო კვლავაც ურყევად უჭერს მხარს მშვიდობას, სტაბილურობასა და კონსტრუქციულ დიალოგს, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ხელისუფლება ადასტურებს მზაობას, მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და თავისი წვლილი შეიტანოს ყველა იმ გლობალურ ინიციატივაში, რომელიც მიმართულია ეკოლოგიური მდგრადობისა და გარემოს გაუმჯობესებისკენ. მხოლოდ ერთობლივი, კოორდინირებული და პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით შევძლებთ უფრო ძლიერი საზოგადოებების, მდგრადი ეკონომიკებისა და უსაფრთხო მომავლის შენებას ჩვენი შვილებისთვის“,- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქეთის მთავრობას კონფერენციის მასპინძლობისთვის, აგრეთვე, COP31-ის ორგანიზებაში ჩართულ მხარეებს გაწეული ძალისხმევისთვის. პრეზიდენტთან ერთად კონფერენციას დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი. https://ghn.ge/news/356512-chveni-khelisufleba-adasturebs-mzaobas-tavisi-tsvlili-sheitanos-qvela-im-globalur-initsiativashi-romelits-mimartulia-ekologiuri-mdgradobisa-da-garemos-gaumjobesebisken-mikheil-qavelashvili ჩვენი ხელისუფლება ადასტურებს მზაობას თავისი წვლილი შეიტანოს ყველა იმ გლობალურ ინიციატივაში, რომელიც მიმართულია ეკოლოგიური მდგრადობისა და გარემოს გაუმჯობესებისკენ - მიხეილ ყაველაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2094954537.jpeg 2026-11-11 356512 მრგვალ ბაღთან მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა, 7 პირი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, თბილისში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ბრალდებულები უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. „კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა პირმა დაპირისპირებაში მონაწილე ახალგაზრდას ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სამი ჭრილობა მიაყენა. დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად პოლიციამ ცხელ კვალზე 7 პირი ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/356510-mrgval-baghtan-momkhdari-dapirispirebis-sakmeze-ra-drosats-erti-adamiani-daichra-7-piri-daakaves მრგვალი ბაღის მიმდებარედ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების საქმეზე, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა, 7 პირი დააკავეს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1418052396.png 2026-11-11 356510 ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა! მზაკვარ, გულმხეც ივანიშვილს ნუ წავაშლევინებთ ჩვენი სამშობლოს კვალს - ლევან ხაბეიშვილი ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა! , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ქართველ ერს „ამცირებს და აპატარავებს“. „ივანიშვილი გვამცირებს, გვაპატარავებს! პირდაპირი მნიშვნელობით გვაცოტავებს. მუდმივად გვიმეორებენ, რომ პატარა ქვეყანა და მცირე ერი ვართ... არავინ არ ვართ, რუკაზე არ ვჩანვართ, ცოტანი ვართ და ასე შემდეგ! რეალურად, უდიდესი ერი ვართ და ჩვენი დონის, დროის, ისტორიით თითზე ჩამოსათვლელი თუ დაიკვეხნის. არც ცოტანი ვართ! არანაირი 3 მილიონი და მცირე არ ვართ! 3 მილიონი და 2 მილიონი დაგვტოვეს საქართველოში და დანარჩენი გააქციეს, „გადაასახლეს“ საქართველოდან! ქართველები მინიმუმ 7-8 მილიონი ვართ, თუ არა 10 მილიონი - მიმოფანტული, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში! არც ასეთი მცირე ვართ, რომ ასე ვიკნინებდეთ თავს და გვაგუებდნენ „პატარაობას“, არაფრობას. ჩვენი 1/3 არ არის ისრაელი და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ერია, ქვეყანაა! თავაწეული, ღირსეული და არასდროს „იპატარავებენ“ თავს. ტერიტორიას, რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ 3-ჯერ მეტნი ვართ ქართველები, ვიდრე მუდმივად ჩაგვჩიჩინებენ. ამასაც იმიტომ აკეთებენ, რომ ამბიცია არ გვქონდეს. რომ სოფელი ვართ, არავინ ვართ, უძლურები და „ჩმორები“ ვართ! ამას „გვასწავლის“ ბიძინა... ისეთი ჩმორები, რომ მუხლის კანკალით, ფორთხვით უნდა ვეახლოთ ჩვენი დედების, ძმების გამჟლეტ, დამხვრეტ რუსეთს და ყველა მეგობარს შევუბღვიროთ, გავლანძღოთ - ვინც მოგვიწოდებს ვიყოთ სახელმწიფო და არა რუსეთის გუბერნია! ნამუსი ახადა სახელმწიფოს, დაგვცინა, მასხრად აგვიგდო! ყაველაშვილს პრეზიდენტი დაარქვა, ზარქუას პარლამენტარი, წულუკიანს მინისტრი, ნანა კაკაბაძეს პატრიოტი, ანწუხელიძეს პიარს შეწირული, კობახიძეს პრემიერი და ა.შ. მიზანმიმართულად მკვლელი ნარკოტიკი დაყარა ყველა სადარბაზოში და ახალგაზრდების გაუბედურება, გენოფონდის განადგურება განიზრახა. გარყვნა, თაღლითებად ზრდის ქოლცენტრებში ნარჩევ თაობას. არაკაცობა, ჩაშვება, ერთმანეთის დაწიოკება, ანტიქრისტიანული ქმედებები ყოველდღიურ ნორმად აქცია. არ შევეგუოთ! არ დავნებდეთ! დიდი ერი ვართ! ძალიან ბევრნი ვართ! ღირსეული, მებრძოლი, უტეხი სულის პატრონი ერი ვართ! დავითის, ილიას, თამარის, ამბროსის, მერაბის ერი, მშობელი სახელმწიფო ვართ! ნუ დავიმცირებთ თავს და ეშმაკისეულ, თანამედროვეობის ავაზაკად ქცეულ, მზაკვარ, გულმხეც ივანიშვილს ნუ წავაშლევინებთ ჩვენი სამშობლოს კვალს. გამოფხიზლდით! კლავიატურა და პულტები დაწვით! ფეხზე ადექით!”, - ნათქვამია წერილში. https://ghn.ge/news/356511-vetankhmebi-meufe-iobs-man-tkva-ase-gagrdzeleba-aghar-sheidzleba-khma-ghvtisa-da-khma-erisa-mzakvar-gulmkhets-ivanishvils-nu-tsavashlevinebt-chveni-samshoblos-kvals-levan-khabeishvili ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა! პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/540663916.jpeg 2026-11-11 356511 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Georgia 2026 გაიმართა საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით და იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართა. კონფერენციამ 500-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა და ერთ სივრცეში გააერთიანა ბიზნესის ლიდერები, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტები. eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. ღონისძიების მიზანია ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირების გაძლიერება და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემები საცალო ვაჭრობის მომავალი, ელექტრონული კომერციის ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტრანსსასაზღვრო კომერცია იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია, გადახდების უსაფრთხოება, მომხმარებლის ნდობა, ლოგისტიკა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები. ღონისძიების პროგრამა მოიცავდა მთავარ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო შეხვედრებსა და ნეთვორქინგის სესიებს. კონფერენციამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ინდუსტრიის ახალ ტენდენციებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი საქმიანი კავშირები. საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სექტორის წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. https://ghn.ge/news/356509-sakartvelos-bankis-mkhardacherit-ecommerce-georgia-2026-gaimarta საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Georgia 2026 გაიმართა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/16678842.png 2026-11-11 356509 არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი - მეუფე ილარიონი ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ერის სადარაჯოზე. არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, - ასე ეხმაურება მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი მეუფე იობის 10 ნოემბრის ქადაგების შესახებ საზოგადოების შეფასებებს. მეუფე ილარიონის გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ზურგს აქცევს და ერის გამანადგურებელ პროცესებს უწყობს ხელს, თავადვე შორდება ამ კურთხევასა და საღვთო მადლს. "საზოგადოებაში განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია და ფართო განხილვის საგანი გახდა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის 10 ნოემბრის ქადაგება, რომელშიც მან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ სულიერ, სოციალურ და ეროვნულ გამოწვევებზე. გვსურს, ამ საკითხთან დაკავშირებით დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ეკლესიის მისიასა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ერის სადარაჯოზე. არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა. ეკლესიის ისტორია გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი მწყემსი არასდროს უშინდება მიწიერ ძალაუფლებას, როდესაც საქმე ერის გადარჩენას ეხება. ჩვენ გვახსოვს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სიმტკიცე მეფის წინაშე, წმინდა იოანე ოქროპირის მხილება სამეფო კარის უსამართლობაზე და წმინდა ამბროსი ხელაიას თავგანწირვა საბჭოთა რეჟიმის პირისპირ. სწორედ ამ მემკვიდრეობის ერთგულება გვავალდებულებს დღესაც, ხმამაღლა და შეულამაზებლად ვთქვათ სიმართლე მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება ერის ზნეობრივ საფუძვლებსა და მომავალი თაობის გადარჩენას. ნებისმიერი ღვთისმსახურების დროს ეკლესია ლოცულობს „ქრისტესმოყვარისა მთავრობისა და მხედრობისათვის“. ეს ლიტურგიკული ფორმულა უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფალს. მთავრობა „ქრისტესმოყვარე“ და ღვთისგან კურთხეულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ქრისტიანული ზნეობით, სამართლიანობითა და მოყვასის სიყვარულით მართავს ქვეყანას, იცავს სარწმუნოებას, ეროვნულ ღირებულებებსა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობას. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ზურგს აქცევს და ერის გამანადგურებელ პროცესებს უწყობს ხელს, თავადვე შორდება ამ კურთხევასა და საღვთო მადლს. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ სათამაშო ბიზნესისა და ნარკოტიკული საშუალებების უკონტროლო გავრცელებითა და ფაქტობრივი წახალისებით, ჩვენი ახალგაზრდობა უმძიმესი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ლუდომანია და ნარკომანია ანადგურებს ოჯახებს და ართმევს ქვეყანას მომავალს. ამავდროულად, უკიდურესად შემაშფოთებელია ქვეყანაში შექმნილი მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა. მაშინ, როდესაც ქართველი მოსახლეობა იძულებულია, ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გადაიხვეწოს და ქვეყანა იცლება ადგილობრივი მოსახლეობისგან, ვხედავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის არაბული ქვეყნებიდან მიგრანტებისა და ვიზიტორების უკონტროლო და მასობრივ შემოდინებას, მიწებისა და ქონების გასხვისებას. ასეთი უპასუხისმგებლო საემიგრაციო და ეკონომიკური პოლიტიკა პირდაპირ ემუქრება საქართველოს ეროვნულ იდენტობას, კულტურულ თვითმყოფადობასა და დემოგრაფიულ ბალანსს. ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფა, უკანონო მიყურადება და თვალთვალი, რომელიც მიმართულია როგორც სასულიერო პირების, ისე ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ. ადამიანის თავისუფლება და ღირსება ღვთისგან ბოძებული უზენაესი ნიჭია, ხოლო პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ მორალს, ისე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ეკლესიის შიდა ცხოვრებასა და მოქალაქეთა პირად სივრცეში ასეთი ჩარევა ძირს უთხრის საზოგადოებრივ ნდობას და აზიანებს თავად სახელმწიფოს საფუძვლებს. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, დამოუკიდებლობასა და ერის საერთო კეთილდღეობისთვის მსახურებას. ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, რადგან ჩვენი მთავარი ანგარიშვალდებულება უფლისა და ჩვენი მრევლის წინაშეა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააცნობიეროს საკუთარი ისტორიული პასუხისმგებლობა ერისა და ღვთის წინაშე, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი, გადადგას ქმედითი ნაბიჯები სათამაშო ბიზნესისა და ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ, გაატაროს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული საემიგრაციო და დემოგრაფიული პოლიტიკა და დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო", - წერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი. https://ghn.ge/news/356508-arsebobs-dro-rodesats-dumili-ara-tavmdabloba-aramed-pasukhismgeblobisgan-tavis-aridebaa-movutsodebt-khelisuflebas-shetsqvitos-mokalaketa-da-sasuliero-pirta-ukanono-tvaltvali-meufe-ilarioni არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1914379783.png 2026-11-11 356508 უკრაინის პრიორიტეტია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი და მიღწეული იყოს ღირსეული მშვიდობა, ევროპა დიპლომატიის ყველა რეალურ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრიორიტეტია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი და მიღწეული იყოს ღირსეული მშვიდობა, მიგვაჩნია, რომ ევროპა დიპლომატიის ყველა რეალურ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკი აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს მტკიცე პოზიცია უნდა ჰქონდეს, ართა გავლენა მოახდინოს რუსეთზე ჩვენმა გუნდმა აბუ-დაბიში ამერიკულ და რუსულ მხარეებთან გამართული შეხვედრების შედეგები შეაჯამა, ასევე კოორდინაცია გაუწია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მყოფ ევროპელ პარტნიორებს. პირველ რიგში, არსებობს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შეთანხმება ტყვეების ახალი გაცვლისთვის მზადების შესახებ. მეორე - მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები განიხილეს. აუცილებელია, რომ პირველი ნაბიჯი ამ ომის დასრულება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა იყოს. მესამე - განიხილეს შემდგომი მუშაობის უფრო ფართო ფორმატები, რომლებშიც ევროპელებიც ჩაერთვებიან. შემდეგ ამერიკელი წარმომადგენლები რუსეთში გაემგზავრებიან. ამ მოლაპარაკებების შემდეგ კი კიდევ ერთხელ შევაჯერებთ ჩვენს პოზიციებს და განვსაზღვრავთ, რა ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი. ხვალ მათ დუბლინში შევხვდებით. უკრაინის პრიორიტეტია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი და მიღწეული იყოს ღირსეული მშვიდობა, მიგვაჩნია, რომ ევროპა წარმომადგენლობა დიპლომატიის ყველა რეალურ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, შეერთებულ შტატებს მტკიცე პოზიცია ჰქონდეს და გავლენა მოახდინოს ამ ომის გამომწვევ მხარეზე - რუსეთზე, რათა რუსეთმა თავადვე შეწყვიტოს მის მიერ დაწყებული ომი. მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესს ხელს უწყობს! მადლობას ვუხდი ამერიკულ მხარეს შეხვედრების ორგანიზებისა და შუამავლობისთვის. მადლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოლაპარაკებებისთვის ადგილის გამოყოფისთვის. მადლობა მეტეს და ყველა ჩვენს ევროპელ მეგობარს მშვიდობის მისაღწევად გამოხატული პრინციპული და მტკიცე პოზიციისთვის", - წერს ზელენსკი.     https://ghn.ge/news/356507-ukrainis-prioritetia-rats-sheidzleba-stsrafad-dasruldes-omi-da-mightseuli-iqos-ghirseuli-mshvidoba-evropa-diplomatiis-qvela-realur-etapze-tsarmodgenili-unda-iqos-volodimir-zelenski უკრაინის პრიორიტეტია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი და მიღწეული იყოს ღირსეული მშვიდობა, ევროპა დიპლომატიის ყველა რეალურ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს - ვოლოდიმირ ზელენსკი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/489296702.png 2026-11-11 356507 როგორ შეგიძლია მოიპოვო AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და მისი პრაქტიკაში გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობისთვის. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკი, UN Women-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით სასტიპენდიო პროგრამას - AI სტიპენდია გოგოებისთვის ახორციელებს.  ინიციატივის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ქალს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლოს ხელოვნური ინტელექტი 10 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში 100%-იანი დაფინანსებით. ვის შეუძლია AI სტიპენდიის მიღება? სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა სურს. წინასწარი პროფესიული გამოცდილება ან ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობა აუცილებელი პირობა არ არის - აპლიკანტების შერჩევის კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. როგორ უნდა შეავსო განაცხადი? საქართველოს ბანკის AI სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა: ეწვიო სასტიპენდიო პროგრამის ვებგვერდს და შეარჩიო სასურველი აკადემია და სასწავლო კურსი; შეავსო ელექტრონული განაცხადის ფორმა; წარადგინო სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერ, რატომ გაინტერესებს არჩეული მიმართულება და როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას. პროგრამაზე განაცხადების მიღება 25 ნოემბერს დასრულდება. როგორ ხდება სტიპენდიატების შერჩევა? განაცხადების მიღების შემდეგ აკადემიები აპლიკაციებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით განიხილავენ. შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: აპლიკაციების პირველადი გადარჩევა; შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შეფასება. შერჩევის პირობები და კრიტერიუმები პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით? AI სტიპენდიით გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის სწავლა 10 პროფესიულ აკადემიაში არის შესაძლებელი, მათ შორისაა: სმარტ აკადემია - Smart Academy; თბილისის კომუნიკაციის სკოლა - Tbilisi School of Communication; ციფრული ინდუსტრიის აკადემია - Academy of Digital Industries; აიტი აკადემია სტეპი - IT Academy STEP; ეჯაილ სქული - AgileSchool; სქილვილი - Skillwill; სქეილაფი - ScaleUp; ელექტრონული აკადემია - Electronic Academy; რე ედუქეითი - Re; დიზაინ ინსტიტუტი. პროგრამის, პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე და განათლების გზაზე არ გაჩერდე. საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი. https://ghn.ge/news/356506-rogor-shegidzlia-moipovo-ai-stipendia-gogoebistvis-gakhdi-sakartvelos-bankis-stipendiati-da-istsavle-khelovnuri-intelektis-safudzvlebi როგორ შეგიძლია მოიპოვო AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1604411838.jpg 2026-11-11 356506 აბუ-დაბიში მოლაპარაკებების ეს რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო - დავით არახამია უკრაინის უმაღლესი რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, 11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. ამის შესახებ არახამიამ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. არახამიას თქმით, რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებებზე ძალიან მკაცრი მითითებებით მივიდა, რის გამოც დისკუსიის ტონის შერბილება უკიდურესად რთული აღმოჩნდა. „რადგან ამ პროცესში 2022 წლიდან ვმონაწილეობ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე რთული რაუნდი იყო. ვფიქრობ, რუსები ძალიან მკაცრი მითითებებით მოვიდნენ, ამიტომ დისკუსიის შერბილება უკიდურესად რთული იყო“, - განაცხადა არახამიამ. ამასთან, არახამიამ აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებმა შეძლეს დისკუსიის ისე წარმართვა, რომ მხარეებმა ომის შემდგომი ვითარების განხილვა დაიწყეს, რამაც დიალოგი უფრო პროდუქტიული გახადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმება იყო. არახამიამ იმედი გამოთქვა, რომ ეს გაცვლა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება. მოლაპარაკებების შემდეგ არახამიამ ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში ევროპის ქვეყნების მონაწილეობა აუცილებელია, რადგან განხილული საკითხები ევროპის ომისშემდგომ უსაფრთხოებასაც ეხება. ორი დღის განმავლობაში მხარეებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ომის შემდგომი აღდგენა და ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა განიხილეს. აშშ-ის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 12 ნოემბერს მოსკოვში ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ, შემდეგ კი დუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავენ. https://ghn.ge/news/356505-abu-dabishi-molaparakebebis-es-raundi-ert-erti-qvelaze-rtuli-iqo-davit-arakhamia არახამია: აბუ დაბიში მოლაპარაკებების ეს რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1322261611.png 2026-11-11 356505 მარიამ ლაშხმა, ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ქართველ ეპისკოპოსებზე გადავიდა, პატივი ეცით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?! - სოფიო ხორგუანი სინოდის წევრი, ეპისკოპოსი, მეუფე იობი, სამწუხაროდ, თავდასხმების ობიექტი გახდა. ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიას პატივს ვცემთ და არ ვყოფთ ეპისკოპოსებს იმის მიხედვით, ვის რა შეხედულება აქვს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, სოფიო ხორგუანმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა მან „ქართული ოცნების“ წევრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ეპისკოპოსების პატივისცემისაკენ მოუწოდა. „აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ ამაზრზენ კამპანიას, რომელიც აგორებულია ქართველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის წინააღმდეგ. ქალბატონმა მარიამმა [ლაშხმა], ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ქართველ ეპისკოპოსებზე გადავიდა. სინოდის წევრი, ეპისკოპოსი, მეუფე იობი, სამწუხაროდ, თავდასხმების ობიექტი გახდა. ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიას პატივს ვცემთ და არ ვყოფთ ეპისკოპოსებს იმის მიხედვით, ვის რა შეხედულება აქვს. თქვენც მოგიწოდებთ ასევე, პატივი ეცით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ეპისკოპოსებს, სინოდის წევრებს და თავი შეიკავეთ შეფასებებისგან. ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?!,“ - განაცხადა ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული ცვლილების განხილვა მიმდინარეობდა. ხორგუანის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა: „ქალბატონო სოფიო, „სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონის დროს, თქვენ რომ საქართველოს ეკლესიაზე საუბრობთ, მე მგონი, ცოტა უნდა დაფიქრდეთ ფორმატზე, სად ხართ. უნდა მიხვდეთ უბრალოდ, რა თემასთან დაკავშირებით რა თემაზე საუბრობთ. სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ კანონთან დაკავშირებით ეკლესიის თემა უნდა შემოიტანოთ?! ხომ უნდა შეგრცხვეთ ცოტათი ახლა, რა. თუ რაიმე სათქმელი გაქვთ, გახვალთ გარეთ და შეგიძლიათ ჟურნალისტებთან თქვათ. ცოტა თემასაც ხომ უნდა დაუკვირდეთ?! სავაჭრო სამრეწველო პალატასთან დაკავშირებით საკითხზე კითხვის დროს იყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეკლესიაზე ილაპარაკოთ? რა თემასთან დაკავშირებით რა თემა შემოგაქვთ საერთოდ?! როგორც მივხვდი კითხვა არ გაქვთ, განცხადებისთვის გნდომებიათ [დროის გამოყენება]. ამას ჰქვია სპეკულაცია და თანაც უღირსი სპეკულაცია,“ - მიმართა პაპუაშვილმა ხორგუანს.  ცნობისათვის "ქართული ოცნების" დეპუტატმა მეიფე იობის ქადაგებასთან დაკავშირებით  "ტვ პირველის" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას ასე  უპასუხა: "ღმერთმა შეუნდოს". შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ურწმუნოა.და მან „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.  https://ghn.ge/news/356504-mariam-lashkhma-albat-ukve-daamtavra-masonebtan-brdzola-da-kartvel-episkoposebze-gadavida-pativi-etsit-sakartvelos-martlmadidebel-eklesias-vis-unda-sheundot-tkven-rame-sofio-khorguani მარიამმა ლაშხმა, ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ქართველ ეპისკოპოსებზე გადავიდა, პატივი ეცით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვის უნდა შეუნდოთ თქვენ რამე?! - სოფიო ხორგუანი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1860346370.png 2026-11-11 356504 ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.03 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.16 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8895 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.84 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4551 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.16 თეთრი შეადგინა. https://ghn.ge/news/356503-lari-dolartan-da-evrostan-gamqarda ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1682373448.png 2026-11-11 356503 COP17 - საქართველოს მიღწევები, საერთაშორისო თანამშრომლობა და სამომავლო პრიორიტეტები 19-30 ოქტომბერს, სომხეთის დედაქალაქმა ერევანმა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ გაეროს კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციას (COP17) უმასპინძლა. საერთაშორისო ღონისძიებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლები გააერთიანა. კონფერენციის მთავარი მიზანი კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო-პროგრამით განსაზღვრული მიზნების შესრულების პროგრესის შეფასება და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვასა და აღდგენას, სახეობათა კონსერვაციას, დაცული ტერიტორიების განვითარებას, ბიომრავალფეროვნების დაფინანსებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის მინისტერიალში და საქართველოს ეროვნული განცხადება წარადგინა, რომელშიც ქვეყნის მიერ ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან და საქართველოს პავილიონში ჩატარდა თემატური ღონისძიებები. COP17-ის მნიშვნელობის, საქართველოს მიერ წარმოდგენილი შედეგების, საერთაშორისო პარტნიორებთან განხილული საკითხებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ გვესაუბრება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიანა გიორგაძე. რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრაში (COP17) მონაწილეობას და რამდენად მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პლატფორმაზე ქვეყნის მიერ ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების წარმოჩენა? COP17-ში მონაწილეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო როგორც ქვეყნის მიერ ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად, ისე გლობალური გარემოსდაცვითი დღის წესრიგის ფორმირებაში აქტიური მონაწილეობისთვის. საქართველო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით გამორჩეული ქვეყანაა და მისი უნიკალური ეკოსისტემებისა და სახეობების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კონფერენციაზე წარმოვაჩინეთ კონკრეტული შედეგები, რომლებიც ადასტურებს, რომ საერთაშორისო ვალდებულებებს პრაქტიკული ნაბიჯებით ვასრულებთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობი გაორმაგდა და მილიონ ჰექტარს გადააჭარბა. 2026 წელს შეიქმნა 12 ახალი დაცული ტერიტორია, რომელთა საერთო ფართობი 136 185 ჰექტარია. ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის კონსერვაციული ტერიტორიების, მათ შორის ზურმუხტის ქსელის გათვალისწინებით, დაცვის სტატუსის მქონე ტერიტორიები ქვეყნის ფართობის თითქმის 23%-ს მოიცავს. ასევე წარმოვაჩინეთ სახეობათა აღდგენის წარმატებული გამოცდილება, მათ შორის სამუხის ველზე ქურციკის პოპულაციის აღდგენის შედეგები, სადაც ინდივიდების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო საერთაშორისო პლატფორმაზე წარმოდგენილი იყოს არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებით მდიდარ ქვეყნად, არამედ პარტნიორად, რომელსაც აქვს კონკრეტული გამოცდილება და მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალური მიზნების მიღწევაში. ეს აძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს და ქმნის ახალ საერთაშორისო პარტნიორობათა შესაძლებლობებს. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ გამართა შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა თემატურ ღონისძიებაში. რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება შეხვედრების დროს და რა ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გამოიკვეთა საქართველოსთვის? COP17-ის ფარგლებში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგის გაღრმავება და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა იყო. შეხვედრები გავმართეთ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN), ევროპის საბჭოს, ბერნის კონვენციისა და რამსარის კონვენციის წარმომადგენლებთან, ასევე სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრთან. IUCN-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს წითელი ნუსხის განახლების პროცესზე, საერთაშორისო კრიტერიუმებთან მის შესაბამისობაში მოყვანასა და დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარებაზე. ევროპის საბჭოსა და ბერნის კონვენციის წარმომადგენლებთან განვიხილეთ ჰაბიტატებისა და სახეობების დაცვა და კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამ საკითხებს მიეძღვნა საქართველოს პავილიონში გამართული თემატური ღონისძიებაც. რამსარის კონვენციის გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოლხეთის ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვას, მონიტორინგისა და მართვის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანი იყო სომხეთის მხარესთან გამართული შეხვედრაც, სადაც ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტრანსსასაზღვრო წყლების მონიტორინგისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხები განვიხილეთ. გამოიკვეთა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით რეგიონული გეოპარკების ქსელის შექმნის ინიციატივის განვითარების შესაძლებლობაც, რომლის მიმართულებითაც ვთანამშრომლობთ UNDP-სა და სხვა პარტნიორებთან. გარდა ამისა, საქართველოს პავილიონში წარვადგინეთ ეროვნული ტყის ინვენტარიზაციის შედეგები, რამაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლების ინტერესი გამოიწვია და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები გამოკვეთა. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო და რეგიონული დიალოგი კონკრეტულ ერთობლივ პროექტებში, ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამებსა და გრძელვადიან პარტნიორობებში გადაიზარდოს. რა პრაქტიკული შედეგები და სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს COP17-ში მონაწილეობამ? როგორ აისახება კონფერენციის ფარგლებში მიღებული გამოცდილება და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების დაცვის სამომავლო პოლიტიკასა და საქმიანობაზე? COP17-ში მონაწილეობისთვის მთავარი ღირებულება მხოლოდ მიღწეული შედეგების წარმოჩენა არ არის - არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მისი ეროვნულ დონეზე პრაქტიკაში დანერგვა. კონფერენციამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა საქართველოს პროგრესი კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო-პროგრამის მიზნებთან მიმართებით და გამოგვევლინა ის მიმართულებები, სადაც დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. ჩვენი პრიორიტეტია არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება, არამედ მათი ეფექტიანი მართვა, ეკოსისტემების აღდგენა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაუმჯობესება. ამასთან, მნიშვნელოვანია ტყისა და ჭარბტენიანი ეკოსისტემების მდგრადი მართვა და სამეცნიერო მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ეროვნული ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას, თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვას, საექსპერტო და ტექნიკური მხარდაჭერის მოზიდვას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ფინანსურ მექანიზმებზე წვდომის გაძლიერებას, რაც კონსერვაციული პროექტების განხორციელებისა და მასშტაბის გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა, რადგან ბიომრავალფეროვნების დაცვა საერთო ძალისხმევას მოითხოვს, განსაკუთრებით ტრანსსასაზღვრო ეკოსისტემებისა და მიგრირებადი სახეობების დაცვის მიმართულებით. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, საერთაშორისო ვალდებულებები კონკრეტულ ეროვნულ შედეგებად ვაქციოთ, გავაძლიეროთ ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკა და შევინარჩუნოთ საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობა, როგორც მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი.   https://ghn.ge/news/356502-cop17-sakartvelos-mightsevebi-saertashoriso-tanamshromloba-da-samomavlo-prioritetebi COP17 - საქართველოს მიღწევები, საერთაშორისო თანამშრომლობა და სამომავლო პრიორიტეტები საზოგადოება https://www.ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1120683630.jpg 2026-11-11 356502 მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დადგეს ვახტანგ გომელაურის როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი - თაზო დათუნაშვილი სტიქაროსან თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლაში 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე სამი პოლიციელის დაკავების შემდეგ, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თამაზ დათუნაშვილმა ისაუბრა.  "გვსურს გამოვეხმაუროთ თერჯოლაში 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე სამი პოლიციელის დაკავების ფაქტს. საქმე, რომელიც სამი წლის განმავლობაში თაროზე იყო შემოდებული და არავითარ ყურადღებას არ იპყრობდა სამართალდამცავების მხრიდან, მხოლოდ მას შემდეგ გახდა აქტუალური და მოითხოვა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაც ამ საკითხით დაინტერესდა ნოდარ მელაძის "შაბათი" და ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს შემთხვევა აღარ არის მხოლოდ კონკრეტული პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული. ეს არის განაჩენი მთელი სისტემისა, იმ კრიმინალური სისტემის, რომელიც სამართალდამცავის ფორმაში ჩაცმულ მოძალადეებს იცავს და იმ დანაშაულს, რომელსაც ეს ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ ჩადიან, ხელს აფარებს სისტემურად და ხელს აფარებს მეთოდურად. ეს არის ერთგვარი ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფების ლოგიკა და შინაარსი დღეს სამართალდამცავ სტრუქტურებში. სტიქაროსნის მკვლელობის საქმე არ არის ერთეული შემთხვევა. მინდა გაგახსენოთ უახლოესი წარსულიდან გიგა ავალიანის საქმე. რომ არა ოჯახის წევრების და საზოგადოების ძალიან მძიმე და აქტიური წნეხი სამართალდამცავ ორგანოებზე, ეს საქმეც მიდიოდა ჩაფარცხვის გზით იმიტომ, რომ იქ იყო ძალოვანი სტრუქტურების ინტერესი, ხელი დაეფარებინათ გარკვეული პიროვნებებისთვის. გიგა ავალიანის შემთხვევა იქნება ეს თუ სტიქაროსნის საქმე, სადაც ჟურნალისტური გამოძიება გახდა საჭირო, ზოგადად ეს მიდგომა, რომ თუ არ არის საზოგადოებრივი წნეხი, თუ არ არის ოჯახის გმირული აქტივობა, თუ არ არის ჟურნალისტური გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეები თაროზე დევს. ეს მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ მთელი ძალოვანი სისტემა ჩამომპალია და არ ემსახურება იმ მისიას, რისთვისაც ის არის შექმნილი და რისთვისაც საქართველოს გადასახადის გადამხდელები ამ ადამიანებს ხელფასს უხდიან, ანუ დაიცვან საქართველოს მოქალაქეები კრიმინალისგან, ბოროტმოქმედებისგან. ეს სტრუქტურა გადაიქცა ორგანოდ, რომელიც თავად ჩადის ბოროტმოქმედებას და შემდეგ ამ ბოროტმოქმედი სისტემის საშუალებით ხელს აფარებს ასეთ ადამიანებს. ჩვენი მკაფიოდ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ უნდა დადგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არამხოლოდ ამ კონკრეტული მაღალჩინოსნების, არამედ ყველა იმ მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც იყვნენ აქტიურად ჩართულნი ამ სამი წლის განმავლობაში ერთი, დანაშაულის ჩაფარცხვაში და მეორე, ამ საქმის გვერდზე გაწევაში. ამის გარდა, ცალსახად უნდა დადგეს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იმიტომ, რომ ეს პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გატყდეს, რომ არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ ხოლმე პოლიტიკურ ხელმძღვანელებს იმ დანაშაულებსა და გადაცდომებზე, რომლებიც ამდენი წელი იწელება და არ მჟღავნდება. ამიტომ, დადგეს პირადად მაშინდელი შსს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი! აგრეთვე, მოქმედმა შსს მინისტრმა დეტალური ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას იმის შესახებ, თუ რატომ იყო უმოქმედო გენერალური ინსპექცია, რატომ იყო უმოქმედო ყველა ის მექანიზმი, რომელსაც კანონი ითვალისწინებს და რომელიც უნდა ჩართულიყო იმისათვის, რომ პოლიციელების მიერ ჩადენილი ეს დანაშაული მყისიერად ყოფილიყო გამოძიებული - რა მოხდა და რამ გამოიწვია ის, რომ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებამდე ეს ინფორმაცია შსს-ის შიგნით არ ცირკულირებდა. პოლიციელების მიერ მოკლული სტიქაროსნის ოჯახი და მთელი ქართული საზოგადოება იმსახურებს სრულ სიმართლეს და არა იმ ფრაგმენტულ მონათხრობს, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ. იმსახურებს სრულ სიმართლეს ამ კონკრეტული საკითხის შესახებ იმისათვის, რომ მომავალში აღმოიფხვრას მსგავსი, სახელმწიფოსთვის საშიში დანაშაულები, რომელიც ალპობს და ხრწნის სისტემას, რომლის სამსახურიც ადამიანების, ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა" - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.   https://ghn.ge/news/356501-movitkhovt-dauqovnebliv-dadges-vakhtang-gomelauris-rogorts-politikuri-ise-samartlebrivi-pasukhismgeblobis-sakitkhi-tazo-datunashvili-stikarosan-temur-khaduris-gardatsvalebis-sakmeze მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დადგეს ვახტანგ გომელაურის როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი - თაზო დათუნაშვილი 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/236498168.jpg 2026-11-11 356501 საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამია სასამართლო სხდომაზე დააბრუნა, მაია კოპალეიშვილის დაშვებაზე კი უარი თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სხდომაზე “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააბრუნა, მაია კოპალეიშვილს კი პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა.  შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ მიმართა. https://ghn.ge/news/356500-sakonstitutsio-sasamartlos-tavmjdomarem-nika-gvaramia-sasamartlo-skhdomaze-daabruna-maia-kopaleishvilis-dashvebaze-ki-uari-tkva საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/998235122.jpg 2026-11-11 356500 ძალიან დიდი დანაშაულია უკანონო მოსმენა, ვფიქრობ, მთელი პასუხისმგებლობა ამ ადამიანებზე და ამ სტრუქტურებზეა, ვისაც შეეძლო ამის აღკევთა და არ აღკვეთა - მეუფე ნიკოლოზი კრებსებზე ძალიან დიდი დანაშაულია უკანონო მოსმენა ადამიანის, ეს არის მის პირად ცხოვრებაში ცუდი ჩარევა ძალიან, განსაკუთრებით ძალიან დიდ ბოროტებას ვხედავ ამის გამოქვეყნებაში, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "ტვ პირველთან" ე.წ. სუს-ის კრებსებზე საუბრისას განაცხადა. "ძალიან დიდი დანაშაულია უკანონო მოსმენა ადამიანის, ეს არის მის პირად ცხოვრებაში ცუდი ჩარევა ძალიან, განსაკუთრებით ძალიან დიდ ბოროტებას ვხედავ ამის გამოქვეყნებაში, ზოგადად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული, რაც ჩვენს დროში მომხდარა. რაც შეეხება ამას ვინ აკეთებდა უშუალოდ, ამაზე არის პასუხი სხვაგვარი. არავინ იცის ამას ვინ აკეთებდა, ამას ახლა ვერავინ დაადგენს, ვინ აკეთებდა ამ უკანონო ჩანაწერებს. აქ სხვანაირად უნდა ითქვას: ვის შეეძლო ამ უკანონო ჩანაწერების აღკვეთა და ის, რომ ეს არ გამოქვეყნებულიყო. მე ვფიქრობ, მთელი პასუხისმგებლობა ამ ადამიანებზეა და ამ სტრუქტურებზე, ვისაც შეეძლო ამის აღკევთა და არ აღკვეთა", - ამბობს სასულიერო პირი.  შეგახსენებთ, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის განცხადებით, სუს-ის ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შედეგად ეკლესიამ მრევლის ნაწილი დაკარგა. სასულიერო პირის შეფასებით, ჩანაწერების გავრცელება ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. მეუფე იობი ასევე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ პატრიარქის კრიტიკა დასაშვებია.    https://ghn.ge/news/356499-dzalian-didi-danashaulia-ukanono-mosmena-vfikrob-mteli-pasukhismgebloba-am-adamianebze-da-am-strukturebzea-visats-sheedzlo-amis-aghkevta-da-ar-aghkveta-meufe-nikolozi-krebsebze ძალიან დიდი დანაშაულია უკანონო მოსმენა, ვფიქრობ, მთელი პასუხისმგებლობა ამ ადამიანებზეა და ამ სტრუქტურებზე, ვისაც შეეძლო ამის აღკევთა და არ აღკვეთა - მეუფე ნიკოლოზი კრებსებზე საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/579330151.jpg 2026-11-11 356499 ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, 12 ნოემბერს მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან, შემდეგ დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, 12 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან. ამის შემდეგ ისინი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას. ამის შესახებ კუშნერმა აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.  კუშნერის განცხადებით, მოსკოვში პუტინთან შეხვედრაზე აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს განიხილავენ და შეთანხმების მიღწევის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმას შეეცდებიან. „გარკვეულ პერსპექტივებსა და წინსვლის შესაძლებლობებს ვხედავთ“, - განაცხადა კუშნერმა. მისი თქმით, დუბლინში ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის შედეგებს გააცნობენ და სამშვიდობო წინადადებებს წარუდგენენ, რომლებიც აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს შემუშავდა. შეგახსენებთ, რომ აბუ დაბიში მოლაპარაკებების ორდღიანი რაუნდი 11 ნოემბერს დასრულდა. შეხვედრებში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. გაცვლის ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით უნდა დაზუსტდეს. https://ghn.ge/news/356498-jared-kushneri-da-stiv-uitkofi-12-noembers-moskovshi-vladimir-putins-shekhvdebian-shemdeg-dublinshi-gaemgzavrebian-sadats-volodimir-zelenskistan-gamartaven-shekhvedras ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, 12 ნოემბერს მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან, შემდეგ დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/799243136.jpg 2026-11-11 356498 იმედი მაქვს, ზამთარში ახალ ანტიბალისტიკურ სისტემას გამოვცდით - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ახალი ანტიბალისტიკური სისტემა „ფრეია“ (FREYJA) პირველად გამოცდას უკვე ზამთარში გაივლის. ამის შესახებ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დანიურ მხარეს არაერთი ახალი პროექტისთვის, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, ეს პროექტები როგორც უკრაინის, ისე ევროპის უსაფრთხოებას უკავშირდება. „ფრეია“ - ჩვენ ვცდილობთ, ძალისხმევა ანტიბალისტიკური სისტემის შექმნაზე მივმართოთ. ამ პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობა არ შეგვიძლია. დიდ მადლობას ვუხდით დანიურ მრეწველობასა და სხვა პარტნიორებს. იმედი მაქვს, ზამთარში ახალი ანტიბალისტიკური სისტემის გამოცდას შევძლებთ. ეს პირველი ევროპული ანტიბალისტიკური სისტემა იქნება. იმედი მაქვს, გარკვეულ შედეგსაც მივაღწევთ. ეს ყველა ჩვენგანისთვის აუცილებელია, - განაცხადა ზელენსკიმ.   https://ghn.ge/news/356497-imedi-makvs-zamtarshi-akhal-antibalistikur-sistemas-gamovtsdit-volodimir-zelenski იმედი მაქვს, ზამთარში ახალი ანტიბალისტიკური სისტემის გამოცდას მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1577291492.jpg 2026-11-11 356497 აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. უკრაინული მედიის წყაროს ინფორმაციით, ამჟამად უკრაინული მხარის შეხვედრა ევროპელ წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. ამასთან, წყარომ უარყო გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინამ უარი თქვა აშშ-ის ახალ წინადადებაზე საზღვრების გადასინჯვის შესახებ, რომელიც რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განბლოკვას ისახავდა მიზნად.  „ასეთი ინიციატივა არ ყოფილა და, შესაბამისად, არც უარი შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს სიმართლეს არ შეესაბამება“ , - თქვა წყარომ. https://ghn.ge/news/356496-abu-dabishi-ukrainas-ashsh-sa-da-rusets-shoris-molaparakebebis-meore-raundi-dasrulda აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/130412472.png 2026-11-11 356496 იტალიაში ბომბის შესახებ შეტყობინებების გამო 300-მდე სკოლიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა იტალიაში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ელექტრონული შეტყობინებების მიღების შემდეგ, სულ მცირე, 300 სკოლიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა. შეტყობინებები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. იტალიის განათლებისა და დამსახურების მინისტრის, ჯუზეპე ვალდიტარას განცხადებით, სკოლებმა ერთნაირი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს, რის შემდეგაც უსაფრთხოების ზომები დაუყოვნებლივ ამოქმედდა. მინისტრის თქმით, შეტყობინებების რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ სკოლის შენობაში დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული. წერილის ავტორი თავს „მიხაილ ანდროპოვად, მისოგინისტანის ვილაიეთის ლიდერად“ ასახელებდა და იტალიელების წინააღმდეგ მუქარას ავრცელებდა. ვალდიტარას შეფასებით, საფრთხის შესახებ შეტყობინებების მასშტაბი ეჭვს აჩენს მათი სანდოობის შესახებ. ხელისუფლება მომხდარს, სავარაუდოდ, ცრუ განგაშად განიხილავს. მომხდარს იტალიის პოლიცია იძიებს. სამართალდამცველები სკოლების შენობებს ამოწმებენ. შემთხვევის გამო ევაკუაცია განხორციელდა რომში, მილანში, ნეაპოლში, პალერმოში, ბოლონიასა და სხვა ქალაქებში. პოლიციასთან ერთად შემოწმებებში მონაწილეობენ ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის სპეციალისტები და ფოსტის პოლიცია. https://ghn.ge/news/356495-italiashi-bombis-shesakheb-shetqobinebebis-gamo-300-mde-skolidan-mostsavleebisa-da-mastsavleblebis-evakuatsia-gankhortsielda იტალიაში ბომბის შესახებ შეტყობინებების გამო 300-მდე სკოლიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/691336810.png 2026-11-11 356495 ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო ავტომობილებისა და ინჟინერიის სამყაროს გაცნობა, ექსპერიმენტები და პრაქტიკული გამოცდილება – „თეგეტა აკადემიაში“ ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლის კურსი უკვე დაიწყო. პროგრამა 12-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის შეიქმნა, რომლებსაც აინტერესებთ ავტომობილები, ტექნიკა, მექანიზმები და სურთ, უკეთ გაიგონ, რა დგას მათი მუშაობის უკან. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სხვადასხვა ტიპის ტექნიკას უშუალოდ ეცნობიან, სწავლობენ ავტომობილის აგებულებასა და მუშაობის პრინციპებს, იკვლევენ ძრავის, ელექტრომობილისა და მძიმე ტექნიკის თავისებურებებს. სასწავლო პროცესი ინტერაქციულ და პრაქტიკულ აქტივობებს ეფუძნება: მოზარდები თავად ერთვებიან ტექნიკურ პროცესებში, ატარებენ ცდებს და მიღებულ გამოცდილებას თეორიულ ცოდნას უკავშირებენ. როგორც „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი ირინა წეროძე აღნიშნავს, საშაბათო სკოლის პროგრამა მოზარდების ინტერესებისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შეიქმნა. მისი მიზანია, ბავშვებს მისცეს შესაძლებლობა, ადრეული ასაკიდან აღმოაჩინონ ტექნიკური სფეროს შესაძლებლობები, განივითარონ პრაქტიკული უნარები და თავად გამოსცადონ, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ინჟინერია. ირინა წეროძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „პროგრამის შექმნის საფუძველი სწორედ ბავშვების ბუნებრივი ინტერესები გახდა. 12-14 წლის ასაკში მოზარდების ნაწილს უკვე მოსწონს კონსტრუქციების აწყობა, სხვადასხვა მექანიზმის მუშაობის შესწავლა, ხელსაწყოებთან ურთიერთობა და ავტომობილები. მიუხედავად ამისა, საქართველოში აქამდე არ არსებობდა ისეთი სასწავლო  პროგრამა, რომელიც ამ ბავშვებს საინჟინრო მიმართულებით ინტერესების გაღრმავებისა და შესაბამისი ცოდნის მიღების შესაძლებლობას მისცემდა. სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ შეიქმნა საშაბათო სკოლა, სადაც მოზარდები უშუალოდ პროფესიონალებისგან რეალურ ტექნიკურ გარემოში ეცნობიან ძრავის, სავალი ნაწილისა და სპეცტექნიკის მუშაობის პრინციპებს. 12-14 წელი ამ გამოცდილების მისაღებად მნიშვნელოვანი ასაკია, რადგან ამ პერიოდში ბავშვებს უკვე მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული აქვთ ინტერესები და შეუძლიათ, უკეთ განსაზღვრონ, რომელი მიმართულება იზიდავთ - ტექნიკური თუ ჰუმანიტარული“. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლის საპილოტე სემესტრი 9 შაბათს, ჯამში, 27 საათს მოიცავს. სასწავლო პროგრამა რამდენიმე პრაქტიკულ და თემატურ მოდულად არის დაყოფილი: მექანიკა და ძრავები - გადაცემათა სისტემების აწყობა და შიგაწვის ძრავების მუშაობის პრინციპების აღმოჩენა; მომავლის ტექნოლოგიები - ეკოლოგია, ელექტრომობილები, სენსორები და ხელოვნური ინტელექტი (AI) ავტომობილებში; დიაგნოსტიკა და უსაფრთხოება - გაუმართაობის აღმოჩენა მინიშნებებით, დამუხრუჭებისა და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება; მძიმე ტექნიკა - მოდული „გიგანტების ძალა“, რომლის ფარგლებშიც ბავშვები სპეცტექნიკას გაეცნობიან და სიმულაციურ აპარატსაც გამოცდიან. გარდა ამისა, ყოველ შეხვედრაზე გაიმართება თამაში „სიტყვების ავტოფარეხი“, რომლის საშუალებითაც მოზარდები ავტონაწილების ქართულ ტერმინოლოგიას შეისწავლიან და ტექნიკურ ლექსიკას გაიმდიდრებენ. ლაშა ჯუღელი, „ექსელენს ჰაბის“ დირექტორი: „მნიშვნელოვანია, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე გავუღვივოთ ინტერესი ავტოინჟინერიისა და ტექნიკური პროფესიების მიმართ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ მიმართულებით კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. საშაბათო სკოლა მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკული გამოცდილებით აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და სამომავლო პროფესიული არჩევანის შესახებ წარმოდგენა ადრეულ ეტაპზევე შეიქმნან. ამასთანავე, პროგრამა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის მიღებას არ ემსახურება - სასწავლო პროცესში ბავშვები გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარებსაც ივითარებენ. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა STEM მიმართულების განსხვავებული საგანმანათლებლო პროექტია. მისი მთავარი უპირატესობა პრაქტიკული გამოცდილება და უშუალო შეხებაა მსოფლიო წამყვანი ბრენდების ტექნიკასთან და დარგის სპეციალისტებთან. მონაწილეებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Porsche, Lamborghini, Toyota, Volvo, JCB და MAN, მოინახულონ სერვისცენტრები და ადგილზე დააკვირდნენ სამუშაო პროცესს. ტრადიციული თეორიული სწავლებისგან განსხვავებით, პროგრამა ბავშვებს „თეგეტას“ ინფრასტრუქტურასა და სპეციალიზებულ სივრცეებში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ვფიქრობთ, ასეთი გამოცდილება მათთვის განსაკუთრებით საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება“. კურსის მონაწილეებს „თეგეტა აკადემიის“ ტრენერები, Top Master-ები და ტექნიკური ექსპერტები ასწავლიან. პროგრამის თითოეული მოდული აკადემიის გამოცდილმა ტრენერებმა შეიმუშავეს, რომლებმაც მოზარდებთან მუშაობისთვის სპეციალური მომზადება გაიარეს. პრაქტიკულ შეხვედრებში, ბავშვებთან ერთად, სერვისცენტრების სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. „სასწავლო მოდულების შემუშავებაში „თეგეტა აკადემიის“ განათლების სპეციალისტი და გამოცდილი ტრენერები მონაწილეობდნენ, რომლებიც ზრდასრულთა პროფესიულ მომზადებაზეც მუშაობენ. მოზარდებთან სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით მათ დამატებითი, სპეციალიზებული ტრენინგი გაიარეს. ამასთანავე, პროგრამის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, ბავშვებს თითოეულ სერვისცენტრში დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტებიც გაუზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას“, - აღნიშნავს ირინა წეროძე. „თეგეტა აკადემიაში“ სწავლა 31 ოქტომბერს დაიწყო. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები ბრენდირებულ Tegeta Young Engineer Passport-ს მიიღებენ, რომელიც საშაბათო სკოლის გავლის დამადასტურებელი იქნება. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. https://ghn.ge/news/356494-akhalgazrda-inzhinerta-sashabato-skola-tegeta-akademiam-mozardebistvis-avtoinzhineriis-inovatsiuri-kursi-daitsqo ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1462373461.png 2026-11-11 356494 ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება თბილისის მერიის ინფორმაციით, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო, 13 ნოემბრის 08:00-დან 20:00 საათამდე მეტეხის ხიდზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ ევროპის მოედნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით. ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან მომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები: N301, N310, N345, N331, N102 და მიკროავტობუსები: N580, N538, N550, N562) და ავტომობილები მეტეხის ხიდის მიმართულებით მარჯვნივ მოხვევას ვერ შეძლებენ და თავისუფლების მოედნისკენ მოძრაობის გაგრძელება შეეძლებათ კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით. ევროპის მოედნიდან მომავალ ავტომანქანებს გადაადგილება შეეზღუდებათ მეტეხის ხიდის მიმართულებით, წრიული მოძრაობა კი დარჩება უცვლელი.   https://ghn.ge/news/356493-asi-atasi-motsamis-khsenebis-dghestan-dakavshirebit-13-noembers-metekhis-khidze-saavtomobilo-modzraoba-sheizghudeba ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1575350.jpeg 2026-11-11 356493 გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა - დაჭრილია ერთი პირი არსებული ინფორმაციით, ვაკეში 10-მდე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. "ტვ პირველის" ცნობით, მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გიორგი კაჭკაჭაშვილი და მისი მამა, მერაბ კაჭკაჭაშვილი პოლიციამ გამოკითხა.  ამასთან მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე  "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენელი დაჩი ტვილდიანი დაჭრეს.  როგორც მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. https://ghn.ge/news/356492-gavrtselebuli-informatsiit-vakeshi-ramdenime-adamiani-ertmanets-daupirispirda-dachrilia-erti-piri ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა - დაჭრილია ერთი პირი სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1165640842.jpg 2026-11-11 356492 ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ნოდარ ჩაჩუას მეუღლეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ყოფილ ჟურნალისტი, ლალო ბერია, რომელიც ქმართან, ასევე ყოფილ ურნალისტთან, ნოდარ ჩაჩუასთან ერთად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, სასჯელაღსრულების დაწესეულებას რამდენიმე თვეში დატოვებს.  "პირველების" ინფორმაციით, მასთან საპროცესო შეთანხმაბა გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმების თანახმად ბრალდებულ ლალო ბერიას, 6 - თვიანი რეალური სასჯელი, 3 - წლიანი პირობითი მსჯავრი და 3000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ჟურნალისტმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ნოდარ ჩაჩუამ რამდენიმე საათის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ჩაჩუა აცხადებს, რომ პოლიციას დაკავებული ჰყავს მისი ცოლი, ასევე ყოფილი ჟურნალისტო ლალო ბერია (მუშაობდა postv-ში), თუმცა ისე, რომ მის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ჩაჩუა წერს, რომ ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ მის ცოლსაც.  https://ghn.ge/news/356491-narkodanashaulis-braldebit-dakavebul-nodar-chachuas-meughles-saprotseso-shetankhmeba-gauformda ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ნოდარ ჩაჩუას მეუღლეს, ასევე ყოფილ ჟურნალისტ ლალო ბერიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1012060890.png 2026-11-11 356491 რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. „ქალბატონო მაია, ელემენტარული კულტურაც არ გაქვთ, თქვენც გაძევებული ხართ“, - მიმართა ნადარაიამ მაია კოპალეიშვილს. „ბატონო თავმჯდომარე, თქვენ ერთ რამეში ვერ ერკვევით - გგონიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოება არის ძალის დემონსტრირება. თქვენ აქ სხვა რამისთვის ხართ, კონსტიტუციის „მცველები“ ხართ და არა ჩვენი უფლების შემზღუდველები. შუამდგომლობას მაინც დავაყენებ, იმიტომ, რომ ჩემი უფლების დაცვაზე ბოლომდე ვიბრძოლებ. უსამართლოდ რომ გამიშვით, ამაზე შუამდგომლობას დავაყენებ. „ქართული ოცნება“ ბედნიერად იგრძნობს თავს იმიტომ, რომ არ ექნება ჩვენგან კითხვები“,- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ დღეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამიაც გააძევა.  „ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, პირდაპირ იყო დავალება „ოცნებისგან“. ამას „ოცნება“ მიზანმიმართულად აღწევდა და თქვენ ეს განახორციელეთ“, - განაცხადა კოპალეიშვილმა გვარამიას გაძევების შემდეგ. „ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს, რომ სასამართლომ მიიღოს დავალება ვიღაცისგან, რომ მე გამეძევებინა გვარამია“, -მიმართა ყოფილ მოსამართლეს ნადარაიამ. კოპალეიშვილი აპირებს, რომ მისი და გვარამიას დაბრუნების მოთხოვნით შუამდგომლობას დააყენებდა. https://ghn.ge/news/356490-revaz-nadaraiam-darbazi-maia-kopaleishvilsats-daatovebina რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1590679483.png 2026-11-11 356490 ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა. გადაწყვეტილება პლენუმის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა. გვარამიას გაძევების მიზეზად მოსამართლემ ადგილიდან საუბარი დაასახელა. სხდომაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაწაყო, რაც მოსარჩელე მხარემ 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის შესახებ ისაუბრა.  ნიკა გვარამიას პროტესტი არჩილ გორდულაძის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ  "არავისთვის უცხო არ არის, რომ მურთაზ ზოდელავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული". „პარტიის წევრი არასდროს ყოფილა და კურსელი თუა და კურსელობის გამო თუ გაგასამართლეს, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეს ციხეში, ყველა კურსელი ხართ, ვინც დაღუპეთ საქართველო. არ შეიძლება ამის კეთება, რასაც ახლა ესენი აკეთებენ, ჯერ ერთი პარტიულად დაკავშირება პიროვნული ურთიერთობის გამო, არასწორია. ვადასტურებ, რომ ლაპარაკია ჩემს მეგობარზე, კურსელზე და ა.შ. მაგრამ რაღაც პარტიული აფილიაციების მოწებება ამის გამო გინდა ჩვენთვის და გინდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ შეიძლება. რომ ვადასტურებ, რომ ჩემი მეგობარია, ამიტომ ვართ გადატრიალების მომწყობი ყველა ერთად ? არ გრცხვენიათ?“ - განაცხადა გვარამიამ. „ვინ რა დაღუპა, მაგაზე რომ დავიწყოთ ლაპარაკი, ვინც ეს ქვეყანა დაღუპა, ყველა ხართ აქ და მოპასუხეები ხართ“, - მიმართა გორდულაძემ გვარამიას.  საბოლოოდ მოსამართლე ნადარაიამ დარბაზიდან გვარამიას გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის თანახმად გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ნიკა. გაძევებული ბრძანდებით და რას ნიშნავს გაძევება 32-ე მუხლში წაიკითხეთ,“ - განაცხადა მოსამართლე ნადარაიამ. https://ghn.ge/news/356489-nika-gvaramia-sakonstitutsio-sasamartlos-skhdomata-darbazidan-gaadzeves ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1540856687.png 2026-11-11 356489 თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, ამით მას გზას გავუხსნით, რომ ევროპის სხვა ქვეყნების ბედიც გადაწყვეტოს - ვოლოდიმირ ზელენსკი თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, ამით მას გზას გავუხსნით, რომ ევროპის სხვა ქვეყნების ბედიც გადაწყვეტოს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკის თქმით. ის დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან ერთად კოპენჰაგენის უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც სტუდენტებთან საინტერესო შეხვედრა გამართა. "მეტე ფრედერიქსენსა და მე კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მადლობა მათ თბილი დახვედრისა და საინტერესო კითხვებისთვის. ბევრი ვისაუბრეთ ევროპულ ერთიანობაზე და იმაზე, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც რუსეთის აგრესიის შემდგომ გავრცელებას აფერხებს. სრულად ვეთანხმები მეტეს, რომ თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, ამით მას გზას გავუხსნით, რომ ევროპის სხვა ქვეყნების ბედიც გადაწყვეტოს. რუსეთზე ძლიერები უნდა ვიყოთ. ამის მიღწევა კი მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია. მადლობა!" - წერს ზელენსკი. Mette Frederiksen @Statsmin and I had a great conversation with students at the University of Copenhagen. Thank you for the warm welcome and interesting questions. We spoke a lot about our unity in Europe and why it is so important to support Ukraine, which is preventing Russian… pic.twitter.com/koqkK3t4HI — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 11, 2026   https://ghn.ge/news/356488-tu-rusets-ukrainis-bedis-gadatsqvetis-uflebas-mivtsemt-amit-mas-gzas-gavukhsnit-rom-evropis-skhva-kveqnebis-bedits-gadatsqvetos-volodimir-zelenski თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, ამით მას ევროპის დანარჩენი ქვეყნების ბედის გადაწყვეტის გზასაც გავუხსნით მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1478424213.png 2026-11-11 356488 ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება, გარკვეული ეტაპის შემდეგ, ხმის მიცემის შეზღუდვა მოეხსნება, სრულფასოვანი წევრი გახდება, ეს დროებითი პროცესია - შალვა კერესელიძე ვფიქრობ, ქვეყნები, რომელთაც განაცხადი აქვთ გაკეთებული, გარკვეული დროის შემდეგ გახდებიან ევროკავშირის წევრები, მათაც ექნებათ ის შეღავათები, მხარდაჭერა და ერთიანობა, რაც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ, რადგან ისინიც ამ ოჯახის წევრები არიან, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა. „ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა სახელმწიფო გადის გარკვეულ ეტაპებს, უწევს გარკვეული პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების შესრულება. ვფიქრობ, ქვეყნები, რომელთაც განაცხადი აქვთ გაკეთებული, გარკვეული დროის შემდეგ, გრაფიკის შესაბამისად, გახდებიან ევროკავშირის წევრები. მათაც ექნებათ ის შეღავათები, მხარდაჭერა და ერთიანობა, რაც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ, რადგან ისინიც ამ ოჯახის წევრები არიან“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სწორია ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვის უფლება, 15-წლიანი საცდელი პერიოდი, კერესელიძემ აღნიშნა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს. „საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, ეს არის დროებითი პროცესი. ქვეყანას, რომელიც აპირებს გაწევრიანებას და გაწევრიანდება, გარკვეული ეტაპის შემდეგ მას ეს შეზღუდვა მოეხსნება და იქნება ჩვეულებრივად სრულფასოვანი წევრი. ეს არის გაწევრიანების შემდეგ რაღაც მოკლე პერიოდი, როდესაც ეს შეზღუდვები მოქმედებს. რა დეტალებს ეკიდებით იმის გამო, რომ გაამართლოთ არასწორი მიდგომა, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს? მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ამ პროცესს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ჩამოვშორდით“, – განაცხადა კერესელიძემ. https://ghn.ge/news/356487-kveqanas-romelits-evrokavshirshi-gatsevriandeba-garkveuli-etapis-shemdeg-khmis-mitsemis-shezghudva-moekhsneba-srulfasovani-tsevri-gakhdeba-es-droebiti-protsesia-shalva-kereselidze შალვა კერესელიძე – ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება, გარკვეული ეტაპის შემდეგ, ხმის მიცემის შეზღუდვა მოეხსნება, სრულფასოვანი წევრი გახდება, ეს დროებითი პროცესია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1365285635.jpg 2026-11-11 356487 მოლდოვის საჰაერო სივრცეში ორი რუსული ფრთოსანი რაკეტა შეიჭრა რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმების ფონზე, მოლდოვის ეროვნული ინტეგრირებული მონიტორინგის სისტემამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ორი ფრთოსანი რაკეტის, „ბანდეროლის“ (S8000) შეჭრა დააფიქსირა. ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. უწყების ინფორმაციით, პირველი რაკეტა მოლდოვის სახელმწიფო საზღვარს ოდესის ოლქის სოფელ იასკის მხრიდან მიუახლოვდა და შტეფან-ვოდეს რაიონის სოფელ ტუდორასკენ აიღო გეზი. ქვეყნის საჰაერო სივრცე მან ოდესის ოლქის სოფელ სტაროკაზაჩეს მიმართულებით დატოვა. მეორე რაკეტა სახელმწიფო საზღვარს ოდესის ოლქის სოფელ ლიმანსკოეს მხრიდან გადმოსცდა და დნესტრისპირეთის სეგმენტის სოფელ პერვომაისკისკენ გადაადგილდა. მოლდოვის საჰაერო სივრცე მან ოდესის ოლქის სოფელ რაზდელნაიას მიმართულებით დატოვა. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო ოპერაციების ცენტრი შესაბამის უწყებებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით ქვეყნის საჰაერო სივრცის მონიტორინგს აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მოლდოვის სოფელ კიშტელნიცაში, საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრში, ასაფეთქებელი მოწყობილობით აჭურვილიდრონი აღმოაჩინეს, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომელს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა. https://ghn.ge/news/356485-moldovis-sahaero-sivrtseshi-ori-rusuli-frtosani-raketa-sheichra მოლდოვის საჰაერო სივრცეში ორი რუსული ფრთოსანი რაკეტა შეიჭრა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1060429444.jpg 2026-11-11 356485 ძალიან სამწუხარო და უპასუხისმგებლო განცხადებაა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება დედა ეკლესიის მიმართ - ლევან მაჭავარიანი მეუფე იობზე ძალიან სამწუხარო და უპასუხისმგებლო განცხადებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ქადაგებასთან დაკავშირებით განაცხადა. "ძალიან სამწუხარო და უპასუხისმგებლო განცხადებაა. გულდასაწყვეტია, ზოგადად, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბიონს იყენებს ასეთი ტიპის პოლიტიკური განცხადებებისთვის. ყველასთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება დედა ეკლესიის მიმართ, შესაბამისად, თუ რაიმე შეკითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, უფრო სწორი იქნება ამ შეკითხვების გავლა", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ურწმუნოა.და მან „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.      https://ghn.ge/news/356484-dzalian-samtsukharo-da-upasukhismgeblo-gantskhadebaa-qvelastvis-kargad-aris-tsnobili-chveni-khelisuflebis-damokidebuleba-deda-eklesiis-mimart-levan-machavariani-meufe-iobze ძალიან სამწუხარო და უპასუხისმგებლო განცხადებაა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება დედა ეკლესიის მიმართ - ლევან მაჭავარიანი მეუფე იობზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1845943069.jpg 2026-11-11 356484 საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანში გადაყვანისას დაირღვა უსაფრთხოების პროტოკოლი და პაატა მანჯგალაძე კრიმინალური მენტალიტეტის პირს „შემთხვევით“ შეახვედრეს - "სტრატეგია აღმაშენებელი"  საგანგაშოა პაატა მანჯგალაძის შვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანში გადაყვანისას შეგნებულად დაირღვა უსაფრთხოების ელემენტარული პროტოკოლი და იგი კრიმინალური მენტალიტეტის პირს „შემთხვევით“ შეახვედრეს, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" განცხადებაშია ნთქვამი. "უკვე ერთი წელია, რაც რეჟიმმა პაატა მანჯგალაძე სრულიად უმიზეზოდ, უკანონო პატიმრობაში გამოამწყვდია. მიუხედავად იმისა, რომ კანონით მას ყოფილი დეპუტატის სტატუსი და შესაბამისი დაცვის ზომები ეკუთვნის, სისტემა ცდილობს, ის ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხის ქვეშ ამყოფოს. განსაკუთრებით საგანგაშოა პაატა მანჯგალაძის შვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანში გადაყვანისას შეგნებულად დაირღვა უსაფრთხოების ელემენტარული პროტოკოლი და იგი კრიმინალური მენტალიტეტის პირს „შემთხვევით“ შეახვედრეს. ციხის კედლებში მსგავსი „დამთხვევითი“ პროვოკაციები მიზანმიმართულ საფრთხეს წარმოადგენს. მოვითხოვთ პენიტენციური სამსახურისგან დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პაატა მანჯგალაძის სრული უსაფრთხოება და კანონით გათვალისწინებული პირობები;  ასევე, შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნილი პატიმრის წინააღმდეგ მიმართული ფარული თუ ღია პროვოკაციები", - აღნიშNულია განცხადებაში. https://ghn.ge/news/356483-sagangashoa-gavrtselebuli-informatsia-imis-shesakheb-rom-sakanshi-gadaqvanisas-dairghva-usafrtkhoebis-protokoli-da-paata-manjgaladze-kriminaluri-mentalitetis-pirs-shemtkhvevit-sheakhvedres-strategia-aghmashenebeli საგანგაშოა პაატა მანჯგალაძის შვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანში გადაყვანისას დაირღვა უსაფრთხოების პროტოკოლი და მანჯგალძე კრიმინალური მენტალიტეტის პირს „შემთხვევით“ შეახვედრეს - "სტარტეგია აღმაშენებელი"  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1491089173.jpg 2026-11-11 356483 ირაკლი კობახიძე დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების​ სამიტში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს. ამასთან, 12 ნოემბერს ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, დაესწრება EPC-ის მე-9 სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირლანდიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. https://ghn.ge/news/356482-irakli-kobakhidze-dublinshi-evropuli-politikuri-gaertianebis-samitshi-miighebs-monatsileobas ირაკლი კობახიძე დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების​ სამიტში მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/52786531.jpg 2026-11-11 356482 ომბუდსმენმა გენერალურ პროკურორსა და სუს-ის უფროსს რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქართველოს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს განაჩენის აღსრულება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, საქმის შესწავლით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 21 მაისის განაჩენის მიუხედავად, ტელეფონი მფლობელს ხუთი თვის შემდეგაც არ დაბრუნებია. მიზეზად სახელდება ექსპერტიზა, რომელიც ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, მაშინ როდესაც საქმეზე წარმოება დასრულებულია და განაჩენი მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ. „სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობას და მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების არაპროპორციული შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, შესაბამისმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 21 მაისის განაჩენის აღსრულება, სამართლიანი ბალანსის პრინციპის შესაბამისად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/356486-ombudsmenma-generalur-prokurorsa-da-sus-is-ufross-rekomendatsiit-mimarta-uzrunvelqon-levan-khabeishvilis-mobiluri-telefonis-mistvis-an-misi-ndobit-aghchurvili-piristvis-dabrunebis-shesakheb-sasamartlos-ganachenis-aghsruleba ომბუდსმენმა გენერალურ პროკურორსა და სუს-ის უფროსს რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს განაჩენის აღსრულება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1332374903.jpg 2026-11-11 356486 ხაშური-ოსიაურის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა ხაშური-ოსიაურის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს. მათივე ცნობით, მსუბუქი ავტომანქანა, სადაც 4 ადამიანი იმყოფებოდა, წყალმზიდს შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.  შს სამინისტროს ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. https://ghn.ge/news/356481-khashuri-osiauris-gzaze-avarias-ori-adamiani-emskhverpla ხაშური-ოსიაურის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/412285349.jpg 2026-11-11 356481 აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა 11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის ომის დასრულების საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელმა, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა. „მოლაპარაკებების მეორე დღეს ვიწყებთ. თავდაპირველად შეხვედრა სამმხრივ ფორმატში, აშშ-სა და რუსეთთან ერთად გაიმართება. ამის შემდეგ კი ევროპელ პარტნიორებთან ცალკე შეხვედრას ჩავატარებთ“, - დაწერა უმეროვმა. https://ghn.ge/news/356480-abu-dabishi-ukrainas-ashsh-sa-da-rusets-shoris-molaparakebebi-ganakhlda აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1101360540.png 2026-11-11 356480 პროკურატურამ თემურ ხადურის საქმეზე შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე დააკავა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ორი პირი და ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 25 აგვისტოს თემურ ხადურმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის გადასახვევის მიმდებარედ არსებულ ცენტრალურ მაგისტრალზე, ქვების სროლით დააზიანა ავტომანქანები, მათ შორის შსს ტყიბულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის მართვის ქვეშ არსებული სამსახურებრივი ავტომანქანა. აღნიშნულის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ თერჯოლის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილე და გამომძიებელი. სამართალდამცველებმა სცადეს თემურ ხადურის დაკავება, რომელიც არ დაემორჩილა მათ და გაიქცა, დევნის პროცესში პოლიციის თანამშრომლებმა ჰაერში სამი გასროლა განხორციელეს. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თემურ ხადურის დაკავება ვერ მოხერხდა. 2024 წლის 28 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში მდებარე მდინარე ჭარჩხულას კალაპოტში ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი თემურ ხადური. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, მათთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის და თანამდევი სამართლებრივი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, თემურ ხადურის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად და ყოველმხრივი, სრული, ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაცია დამალეს, მათ არ დააფიქსირეს გამოკითხვის ოქმში ,თემურ ხადურის დაკავების მცდელობის, ასევე დევნის და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლების შესახებ, ამით ხელი შეუშალეს საქმის სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემას და არსებითად შეაფერხეს მართლმსაჯულება. ასევე, გამომძიებელმა რომელიც თემურ ხადურის დასაკავებლად მიმდინარე ღონისძიების პროცესში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, იცოდა რა ინფორმაციის სიყალბე, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ერთ-ერთ მოწმის სახით გამოკითხვის ოქმში ცრუ ცნობები შეიტანა, რითაც არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საქმის სრული და ობიექტური გამოძიების საჯარო ინტერესი. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/356479-prokuraturam-temur-khaduris-sakmeze-shss-s-sami-qofili-tanamshromeli-tsru-informatsiis-mitsodebis-da-samsakhurebrivi-uflebamosilebis-borotad-gamoqenebis-faktebze-daakava პროკურატურამ თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/610169751.jpg 2026-11-11 356479 გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყენებს ამბიონს მცდარი, ტენდენციური და აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისთვის - გიორგი გაბუნია მეუფე იობზე მეუფე იობი არის წმინდა სინოდის წევრი და არის მცდელობები ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ, მოხდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა. ის მიტროპოლიტი იობოს გაცხადებას გამოეხმაურა. „გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყენებს ამბიონს მცდარი, ტენდენციური და აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისთვის. ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი ეკლესია არის განსაკუთრებული სიყვარულის საგანი. ეკლესიის მისია არის საზოგადოების სულიერებაზე ზრუნვა და სახელმწიფოს მისია არის უსაფრთხოება, დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკის განვითარება, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ამოცანების შესრულება. ამიტომ სრულიად გაუგებარია მეუფეს ეს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებები. ჩვენ მზად ვართ კომუნიკაციისთვის. ამისთვის არსებობს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა და ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ კითხვას, რომელიც არსებობს კონკრეტული სასულიერო პირების მხრიდან, გაეცეს ამომწურავი პასუხი. მე პირადად ძალიან მიყვარს ჩემი პატრიარქი, ჩემი ეკლესია, მე ვარ ეკლესიის შვილი და ჩემი პატრიარქის უსაზღვრო სიყვარულისა და პატივისცემის გათვალისწინებით, მე პირადად თავს შეიკავებ მას უშუალოდ ვუპასუხო იმ პოლიტიკურ ბრალდებებზე, რომელიც მან წამოაყენა ამბიონიდან. მეუფე იობი არის წმინდა სინოდის წევრი და არის მცდელობები ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან, მოხდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში შესვლა, რაც არის დაუშვებელი და რაც არ შედის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს დაპირისპირება მოხდეს. ეს შედის პირდაპირ იმ გარე ძალების, მათ შორის შიდა ძალების, მავნე ძალების ინტერესებში, რომლებიც დღე და ღამე ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს მეტი ურთიერთობა და მეტი კომუნიკაცია, მათ შორის იმ სასულიერო პირებთანაც, რომლებსაც აქვთ განსხვავებული პოზიცია [IPN]“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ. შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ურწმუნოა.და მან „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.    https://ghn.ge/news/356478-guldasatsqvetia-rodesats-maghali-ierarkiis-sasuliero-piri-iqenebs-ambions-mtsdari-tendentsiuri-da-absoluturad-gaugebari-politikuri-gantskhadebebistvis-giorgi-gabunia-meufe-iobze გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყენებს ამბიონს მცდარი, ტენდენციური და აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისთვის პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1004831333.jpg 2026-11-11 356478 ირანს თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკური რაკეტის წარმოება შეუძლია - Bloomberg Bloomberg-ის ცნობით, დასავლური სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, ირანს თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკური რაკეტის წარმოება შეუძლია. გამოცემის წყაროების თანახმად, ეს ომამდე არსებულ საწარმოო შესაძლებლობებთან შედარებით დაახლოებით ნახევარია. მიუხედავად ამისა, ირანს, მრავალთვიანი საჰაერო დარტყმების შემდეგაც, სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი საბრძოლო პოტენციალი აქვს. ომის პირველივე დღეებიდან აშშ აცხადებდა, რომ თეირანის სარაკეტო არსენალი და მისი აღდგენის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იყო შესუსტებული. ეს შეფასება სამშაბათს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმაც დაადასტურა. მისი თქმით, ირანის სამრეწველო ბაზის 80% განადგურებულია. აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის რეგულარული შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვნად დასუსტდა. თუმცა, სამხედრო დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით, დასავლელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ირანს, სავარაუდოდ, სულ მცირე 1 700 ბალისტიკური რაკეტა კვლავ აქვს და ახალ რაკეტებს ომამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით ორჯერ ნელი ტემპით აწარმოებს. ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) სამშაბათს ვიდეო გაავრცელა, რომელშიც, მისი მტკიცებით, ახალი მიწისქვეშა „სარაკეტო ქალაქის“ გახსნაა ასახული. ლონდონის კინგს-კოლეჯის სამხედრო კვლევების დეპარტამენტის მოწვეული მკვლევრისა და ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე სპეციალიზებული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ანალიტიკოსის, ჯიმ ლამსონის შეფასებით, ირანს შესაძლოა, ათასობით Shahed-ის ტიპის დამრტყმელი დრონიც ჰქონდეს დარჩენილი. Bloomberg აღნიშნავს, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და Shahed-ის ტიპის დრონების ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. უცნობია როგორც ომამდე არსებული მარაგების მოცულობა, ისე ის, რამდენად შეძლო თეირანმა იმ რაკეტების მარაგის აღდგენა, რომლებიც ომის დროს გამოიყენა ან განადგურდა. https://ghn.ge/news/356477-irans-tveshi-daakhloebit-50-balistikuri-raketis-tsarmoeba-sheudzlia-bloomberg Bloomberg: ირანს თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკური რაკეტის წარმოება შეუძლია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/304821564.png 2026-11-11 356477 ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2 010 ჰექტარზე საირიგაციო მომსახურება გაუმჯობესდება ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიმი-როკითისა და ვარციხის სარწყავ სისტემებზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შედეგად საირიგაციო მომსახურება ჯამში 2 010 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გაუმჯობესდება. „საქართველოს მელიორაცია“ დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 1,1 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ მორწყვის პირობები 1 200 ჰექტარზე გაუმჯობესდება. დიმი-როკითის სარწყავი სისტემა საქართველოში ერთ-ერთი უძველესია. ის სოფლების დიმის, როკითისა და დიდველის სასოფლო-სამეურნეო მიწებს სარწყავი წყლით ამარაგებს. მიმდინარე წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ასევე დაგეგმილია ვარციხის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 1 820 000 ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ 810 ჰექტარზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. მუნიციპალიტეტში სარწყავი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოებიც მიმდინარეობს: იწმინდება არხები და მილსადენები, წესრიგდება მოძველებული ინფრასტრუქტურა, საჭიროების შემთხვევაში კი მისი ცალკეული ნაწილები ახლით იცვლება. მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობასა და საირიგაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება, რაც სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის ზრდას შეუწყობს ხელს. https://ghn.ge/news/356476-baghdatis-munitsipalitetshi-2-010-hektarze-sairigatsio-momsakhureba-gaumjobesdeba ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2 010 ჰექტარზე საირიგაციო მომსახურება გაუმჯობესდება საქართველოს რეგიონები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1793108010.jpg 2026-11-11 356476 ვავალებ მუნიციპალურ ინსპექციას, აღწეროს გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეები, რათა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას - კახა კალაძე დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწეროს გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი, რათა მერიას ჰქონდეს სრული სურათი, თუ რამდენი ადამიანი საჭიროებს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით. როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის, თუმცა მეორე მხრივ, გასაგებია იმ მოქალაქეების მდგომარეობაც, რომლებიც მსგავს საქმიანობას ეწევიან. ამიტომ, მერის თქმით, მუნციპალიტეტს სურს, პრობლემა უმტკივნეულოდ გადავწყვიტოს და ყველა მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული.    „დედაქალაქში წესრიგის დაცვა და საჯარო სივრცეების სრულად მოწესრიგება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. აღნიშნული კუთხით, გარდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა, ქალაქში ასევე გამოწვევას წარმოადგენს უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა. ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს. არაერთ პრობლემურ ლოკაციაზე მსგავსი არაორგანიზებული საქმიანობა უკვე აღკვეთილია და ტერიტორიები მოწესრიგებულია, ასევე, ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი და რეაგირება, რათა შეიზღუდოს ქალაქის იერსახის დამახინჯება და გარე ვაჭრობა, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან კარგად გვესმის ამ ადამიანების - ესენი არიან ოჯახები, რომელთაც უჭირთ. რომ არ უჭირდეთ, ცხადია, ამ საქმიანობით არ იქნებიან დაკავებულნი. მათ ჩვენი მხრიდან სჭირდება ხელშეწყობა და თანადგომა. ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმებში და არა ისე, რომ ვისაც სად მოუნდება, იქ ეწეოდეს სავაჭრო საქმიანობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხის მასშტაბისა და კომპლექსურად გადაწყვეტის აუცილებლობიდან გამომდინარე, ვავალებ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწეროს მსგავს საქმიანობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი, რათა გვქონდეს სრული სურათი, თუ რა მდგომარეობა გვაქვს და რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, დედაქალაქის მერმა თბილისის რაიონების გამგებლებს დაავალა, მოიძიონ სივრცეები სავაჭრო ადგილების მოსაწყობად. „აქვე მინდა, დავავალო გამგებლებს, დაიწყონ მუშაობა და მოიძიონ ისეთი ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება სავაჭრო სივრცეების მოწყობა, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქალაქშია. არა ყოველდღიურ რეჟიმში, არამედ მაგალითად, კვირაში სამი დღის განმავლობაში - პარასკევი, შაბათი, კვირა. მოვაჭყოთ შესაბამისი დახლები, გავაკეთოთ ლამაზი სივრცეები, სადაც დასუფთავების პასუხისმგებლობას ჩვენი სამსახური აიღებს, რათა აღნიშნული სივრცე იყოს ცივილური, მოწესრიგებული და იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სურვილი, გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, ამის შესაძლებლობა  ნორმალურ გარემოში მივცეთ“, - განაცხადა მერმა და დასძინა, რომ მსგავსი პრაქტიკა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა. მანვე დაავალა გამგებლებს, რაიონების მიხედვით დაიწყონ სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის რეალიზებას, რათა ყველა ასეთი ადამიანი დაკმაყოფილდეს და ალტერნატიული სამუშაო სივრცე ჰქონდეს. https://ghn.ge/news/356475-vavaleb-munitsipalur-inspektsias-aghtseros-gare-vachrobashi-chartuli-mokalakeebi-rata-vitsodet-ramdeni-adamiani-sachiroebs-chvens-mkhardacheras-kakha-kaladze კახა კალაძე: ვავალებ მუნიციპალურ ინსპექციას, აღწეროს გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეები, რათა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1937021235.jpeg 2026-11-11 356475 დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თურქეთში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მონაწილეობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციაში (COP31) იღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ანტალიის ლიდერთა სამიტის ოფიციალურ გახსნით სესიას დაესწრო. სესიაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე. „დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კლიმატის ცვლილებაა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი ტიპის ღონისძიებები. მისი მასშტაბურობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად დიდი გამოწვევაა ეს საკითხი და რამდენად მაღალია მის მიმართ მსოფლიოს ინტერესი. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია 2035 წლისთვის აღებული ვალდებულება სათბურის აირების ემისიების 50%-ით შემცირების შესახებ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ პროცესისა, რომელიც საბოლოო ჯამში, მასშტაბურ რეფორმებს ითვალისწინებს და ამ მიმართულებით საქართველო საკმაოდ წინ არის წასული. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას სწორედ იმ მიღწევებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ისაუბრებს, რომელიც კლიმატის ცვლილების მიმართულებით, საქართველოს აქვს აღებული“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. COP31 9-20 ნოემბერს, ქალაქ ანტალიაში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მთავრობის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს. კონფერენციის მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის გაძლიერება, პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლიმატის ცვლილების შერბილებას, ადაპტაციას, კლიმატის დაფინანსებას, სუფთა ენერგიაზე გადასვლას, სურსათის უსაფრთხოებასა და ზღვისა და ოკეანის ეკოსისტემების მდგრადობას. საქართველოსთვის COP31-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების მიმართულებით ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და მიღწეული პროგრესის წარმოსაჩენად, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად. საქართველომ 2026 წლის 25 მარტს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC 3.0) მესამე ციკლის დოკუმენტი დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანა იღებს ვალდებულებას, 2030 წლისთვის სათბურის აირების წმინდა ემისიები 1990 წლის დონესთან შედარებით 47%-ით, ხოლო 2035 წლისთვის 50%-ით შეამციროს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს კლიმატმედეგი განვითარების ხელშეწყობასა და სხვადასხვა სექტორში ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერებას. ქართული მხარის პრიორიტეტებს შორისაა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაფინანსების ხელმისაწვდომობა, კლიმატური ტექნოლოგიების განვითარება, სოფლის მეურნეობის, მათ შორის მევენახეობის, კლიმატური მდგრადობის გაძლიერება და კლიმატური პროექტების განსახორციელებლად საერთაშორისო ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მოზიდვა. https://ghn.ge/news/356474-davit-songhulashvili-sakartvelos-prezidenttan-ertad-turketshi-gaeros-klimatis-tsvlilebis-31-e-konferentsiashi-monatsileobs დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თურქეთში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მონაწილეობს ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1695016842.jpg 2026-11-11 356474 თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად წარედგინა თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა  2 239 769 000 ლარს შეადგენს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, როგორც წინა წლებში, მომავალ წელსაც ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტული პროექტებისა და სოციალური-ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისკენ. „ჩვენ დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად უკვე წარვუდგინეთ თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა შეადგენს 2 239 769 000 ლარს, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 46,4 მლნ ლარით. მინდა, დავაზუსტო, რათა შემდგომში სპეკულაციები არ მოჰყვეს ამ საკითხს - ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. უშუალოდ ვიცე-მერი მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  ასევე ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან და ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი დაზუსტდება. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 623,3 მლნ ლარის გამოყოფა, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 50,4 მლნ ლარით მეტია. ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ვიცით, რომ ქალაქში გვაქვს გამოწვევები - ბევრი ქუჩა, გამზირი საჭიროებს განახლებას, საჭიროებს რეაბილიტაციას“, - განაცხადა  კახა კალაძემ. რაც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას, მერის ინფორმაციით, გათვალისწინებულია 677,7 მლნ ლარი, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 76 მლნ ლარით მეტია.   „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომელთაც სჭირდება ჩვენი თანადგომა. ვიდრე არსებობს საჭიროება, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აღნიშნული პროგრამების დაფინანსებას, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისე განვითარდეს ქვეყანა, ეკონომიკა წინ წავიდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს. კეთილდღეობა უნდა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. „საკრებულოს წევრები აქტიურად დაიწყებენ დოკუმენტის განხილვას. ცხადია, იქნება შენიშვნებიც, იქნება კითხვებიც პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, განვსაზღვროთ პრიორიტეტები. დარწმუნებული ვარ, რომ ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით გვექნება შესაძლებლობა, რომ საბოლოო ბიუჯეტი იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე 2026 წელს. მადლობა კიდევ ერთხელ ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს შესაძლებლობას, თბილისში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტი განვახორციელოთ, რომ ჩვენი ქალაქი ხვალ, ზეგ იყოს კიდევ უფრო მომხიბვლელი, კიდევ უფრო უკეთესი, გამართული ინფრასტრუქტურით და ყველანაირად მოწესრიგებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. https://ghn.ge/news/356472-tbilisis-2027-tslis-biujetis-pirveladi-proektis-motsuloba-2-239-769-000-lars-sheadgens თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1325152511.jpeg 2026-11-11 356472 ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია მამა-პაპისეული სახლისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებისა და რეგიონის პოტენციალის ათვისების იდეით დაიწყო ლეჩხუმში, სოფელ ქორენიშში საოჯახო სასტუმროსა და მარნის „ქორენიშული ვერანდის“ შექმნა და საკუთარი წვლილი შეაქვს რეგიონისა და აგროტურიზმის განვითარებაში. სოფელი ქორენიში ტვიშის უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს, რის გამოც სასტუმროს პარალელურად, კომპანიისთვის მეღვინეობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ბაზისბანკთან პარტნიორობითა და ფინანსური მხარდაჭერით, „ქორენიშული ვერანდამ“ შეძლო სასტუმროსა და მარნის გაფართოება, სადაც ენდემური ვაზის ჯიშებისგან პრემიუმ ხარისხის ღვინოები ტვიში, უსახელაური, ოჯალეში და ლეჩხუმური ცოლიკაური იწურება. ლეჩხუმის ბუნებრივი პოტენციალი მხოლოდ მეღვინეობით არ შემოიფარგლება. რეგიონის უნიკალური გარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის მეფუტკრეობის განვითარებისთვისაც, რის საფუძველზეც კომპანიამ თაფლის გადამამუშავებელი საწარმო მოაწყო. წარმოებული პროდუქცია დღეს წარმატებით მიეწოდება სხვადასხვა სასტუმროებსა და ღვინის ბარებს. პროექტი, რომელიც თავდაპირველად საოჯახო მემკვიდრეობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად, ბაზისბანკის მხარდაჭერით მასშტაბურ ბიზნესად იქცა. ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს, განახორციელოს სამომავლო გეგმები და ხელი შეუწყოს ლეჩხუმის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ბაზისბანკის და ქორენიშული ვერანდის პარტნიორობის ვიდეო ისტორია https://ghn.ge/news/356471-bazisbanki-lechkhumshi-korenishuli-verandis-mkhardamcheria ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1468081819.png 2026-11-11 356471 ქართველმა მეღვინეებმა იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში „Merano Wine Festival 2026” მონაწილეობდა. "ფესტივალი, რომელსაც 35-წლიანი ისტორია აქვს, ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო ღონისძიებაა ღვინის ინდუსტრიაში. იგი ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებლებს, დარგის ექსპერტებს, ჰორეკა სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს. წელს ფესტივალში 23 ქვეყნის 1000-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა. ქართული კომპანიების წარდგენა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართული ღვინის მრავალფეროვნების, ხარისხისა და უნიკალური მეღვინეობის ტრადიციების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გასაცნობად, ასევე ახალი საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად და საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად. საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, 8000-წლიანი უწყვეტი მეღვინეობის კულტურით, საერთაშორისო ღონისძიებებზე აქტიურად წარმოაჩენს საკუთარ ადგილს მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ქართული ქვევრი, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ქალაქ მერანოს ისტორიულ ცენტრში დაიდგა, რაც ქართული ღვინის კულტურის საერთაშორისო აღიარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა", - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/356470-kartvelma-meghvineebma-italiashi-meranos-ghvinis-saertashoriso-festivalshi-miighes-monatsileoba ქართველმა მეღვინეებმა იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1143880077.jpeg 2026-11-11 356470 ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლაა, ტყვეობაში ჰყავთ ჩემი მეუღლე, პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია, ნაწილთან კი არავითარი ურთიერთობა არ მაკავშირებს - ნოდარ ჩაჩუა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნოდარ ჩაჩუა განცხადებას ავრცელებს, სადაც პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ჩაჩუა აცხადებს, რომ პოლიციას დაკავებული ჰყავს მისი ცოლი, ასევე ყოფილი ჟურნალისტი ლალო ბერია (მუშაობდა postv-ში), თუმცა ისე, რომ მის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ცოლის დაკავების მიზანი, ჩაჩუას აზრით, მისი გატეხა და ცრუ ჩვენების მიღებაა. "ერთ თვეზე მეტია, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას მძევლად ჰყავს აყვანილი ჩემი ცოლი. ზუსტად 42 დღეა, ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს. ტყვეობაში ჰყავთ ჩემი მეუღლე, რომლის წინააღმდეგაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მისი 42-დღიანი ტყვეობის მთავარი მიზეზი ჩემზე ზეწოლის მოხდენაა. ცენტრალური კრიმინალური პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს; ნაწილს მხოლოდ მისალმებით ვიცნობ, ნაწილთან კი არავითარი ურთიერთობა არ მაკავშირებს. დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემი დაკავების მომენტში, ჩემს სახლში, თითქმის 2 საათის განმავლობაში, ჩხრეკის დაწყებამდე მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყო ცკპდ-ს ორი მაღალჩინოსანი. მათი სახელები და გვარები არ ვიცი, თუმცა ორივეს ამოცნობა საჭიროების შემთხვევაში შემიძლია. მათ მიერ დასახელებული პირები, რომელთა წინააღმდეგაც ჩემგან ჩვენების მიცემას ითხოვენ, და საქმე, რომლის აღიარებასაც მოითხოვენ, მიჩენს განცდას, რომ ცკპდ-ს ჩინოსნებს ამ საბჭოთა მეთოდით რაიმე დანაშაულის გახსნა კი არ აქვთ მიზნად, არამედ ეს ყველაფერი იმ სცენარის ნაწილია, რომელიც მათი თანამდებობრივი მდგომარეობის გამყარებას ემსახურება, თუმცა სცენარი ჩავარდა. ჩემგან ვერცერთი გვარი ვერ მიიღეს და ახლა ჩემი მძევლად აყვანილი ცოლი ალესილი ნაჯახივით ადევთ კისერზე. ჩემი ინფორმაციით, მასზე ახლა უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს და მისი დაკავების „გასაპრავებლად“, ლალოს აღიარების მოპოვებისთვის აკეთებენ ყველაფერს. ცდილობენ, ათქმევინონ, რომ ჩემი ჩხრეკისას ამოღებული მთელი 5 გრამი აკრძალული ნივთიარების შესახებ მან იცოდა – ახლა მათთვის ესეც საკმარისია. თუმცა არც ეგ გამოუვათ: XXI საუკუნეში მძევალი არ „პრავდება“. იმედს ვიტოვებ – მალე, თუმცა მჯერა, აუცილებლად მოვა დრო, როცა ორივე მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს იმ ტანჯვისთვის, რისთვისაც 27 წლის გოგო გაიმეტეს. დანარჩენზე – მოგვიანებით..."- წერს ჩაჩუა. https://ghn.ge/news/356473-chems-ojakhze-upretsedento-zetsolaa-tqveobashi-hqavt-chemi-meughle-politsia-chemgan-iseti-pirebis-dasakhelebas-moitkhovs-romelta-natsilits-chemi-megobaria-natsiltan-ki-aravitari-urtiertoba-ar-makavshirebs-nodar-chachua ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს, ტყვეობაში ჰყავთ ჩემი მეუღლე, პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია, ნაწილთან კი არავითარი ურთიერთობა არ მაკავშირებს - ნოდარ ჩაჩუა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/729407044.jpg 2026-11-11 356473 დასავლეთი აღიარებს, რომ 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგებზე უფრო მკვეთრი რეაგირება იყო საჭირო, საკონსტიტუციო სასამართლო კი მსჯელობს იმაზე, როგორ დაამტკიცოს, რომ ომი საქართველოს ბრალი იყო - სალომე სამადაშვილი დასავლეთი აღიარებს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე უფრო მკვეთრი რეაგირება, რუსეთის მიმართ მისი პოლიტიკის შეცვლა იყო საჭირო, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. "როგორი უნდა იყოს ევროპის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში-ეს არის კონფერენციის თემა, რომელზეც სიტყვით გამოსვლა მთხოვეს ბრიუსელში. დასავლეთი აღიარებს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე უფრო მკვეთრი რეაგირება, რუსეთის მიმართ მისი პოლიტიკის შეცვლა იყო საჭირო. რა შეცდომები დაუშვა ევროპამ? როგორი უნდა იყოს მისი პოლიტიკა მომავალში, რომ რუსეთის და ევროკავშირის საერთო სამეზობლოში არსებული ქვეყნების დამოუკიდებლობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს? ქართული ოცნების მიერ მტრად გამოცხადებულ ევროკავშირში სწორედ ამაზე მსჯელობენ. პარალელურად კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს იმაზე, თუ როგორ დაამტკიცოს, რომ 2008 წლის ომი საქართველოს ბრალი იყო. ეს ეროვნული ტრაგედია სრულად არის გასააზრებელი", - წერს სალომე სამადაშვილი. https://ghn.ge/news/356469-dasavleti-aghiarebs-rom-2008-tsels-rusetis-agresiis-shedegebze-ufro-mkvetri-reagireba-iqo-sachiro-sakonstitutsio-sasamartlo-ki-msjelobs-imaze-rogor-daamtkitsos-rom-omi-sakartvelos-brali-iqo-salome-samadashvili საკონსტიტუციო სასამართლო კი მსჯელობს იმაზე, როგორ დაამტკიცოს, რომ ომი საქართველოს ბრალი იყო პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1103430194.jpg 2026-11-11 356469 აგროთადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს სოფლის განვითარების სააგენტოს აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია 25 ხელშეკრულება, რომელთა შესაბამისი პროექტების ჯამური ღირებულება 16 მილიონ ლარს აღემატება.  დაფინანსების მიზნობრიობები მოიცავს მსხვილფეხა მეცხოველეობის ფერმების, საფუტკრე, სასათბურე და აკვაკულტურის მეურნეობების, ასევე შემნახველი საწარმოების მოწყობასა და მრავალწლოვანი ბაღების გაშენებას. განხილვის დასკვნით ეტაპზეა დამატებით 9 განაცხადი, რომელთა შესაბამისი პროექტების ჯამური ღირებულება 7,15 მილიონ ლარს შეადგენს.- 2026 წლის 1 ივლისიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტოში წარდგენილია 108 განაცხადი. წარმოდგენილი პროექტების ჯამური ღირებულება 58,6 მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამაში განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც ელექტრონულად, ისე მატერიალური ფორმით. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება დადგენილი პროცედურების შესაბამისად და მოიცავს განაცხადის მიღებას, თანდართული დოკუმენტაციის განხილვასა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების წახალისება და აგრობიზნესის განვითარება. სახელმწიფო თანადაფინანსება ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელონ ახალი პროექტები, გააფართოონ არსებული საქმიანობა და გაზარდონ საწარმოო შესაძლებლობები. https://ghn.ge/news/356468-agrotadafinansebis-sakhelmtsifo-programa-aktiurad-mimdinareobs აგროთადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1065800189.png 2026-11-11 356468 პენტაგონმა პოლონეთში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების გეგმას მხარი დაუჭირა - ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, პენტაგონმა ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების გეგმას მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილებას კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დეკემბრის დასაწყისში მიიღებს. მინისტრმა ამის შესახებ 10 ნოემბერს, ვაშინგტონში, აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კოსინიაკ-კამიშის თქმით, შეხვედრაზე მან ჰეგსეთს ჰკითხა, რა ეტაპზე იყო პოლონეთში მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების საკითხი. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა უპასუხა, რომ „ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის“. „ჩვენ ამას პენტაგონის მხრიდან მწვანე შუქად აღვიქვამთ“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა. მისივე განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა უნდა მიიღოს და ეს დეკემბრის დასაწყისშია მოსალოდნელი. ამასთან, პენტაგონის მხარდაჭერა ჯერ არ ნიშნავს, რომ ბაზის განთავსების პროექტს აშშ-ის ოფიციალური თანხმობა უკვე მიღებული აქვს. https://ghn.ge/news/356467-pentagonma-polonetshi-ashsh-is-mudmivi-samkhedro-bazis-gantavsebis-gegmas-mkhari-dauchira-vladislav-kosiniak-kamishi პენტაგონმა ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების გეგმას მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილებას კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დეკემბრის დასაწყისში მიიღებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/352728054.png 2026-11-11 356467 სტიქაროსან თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს - ადვოკატი ადვოკატ, ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, სტიქაროსან თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „მადლობა საქართველოს პროკურატურას, მთავარ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს, დასავლეთ საქართველოს პროკურორს ზაზა მეტონიძეს, ქალბატონ თამარ ბეჟუაშვილს, გიორგი ხაჩიძეს, ყველა მედიას, საინფორმაციო გამოშვებას, განსაკუთრებული მადლობა ნოდარ მელაძესა და მის გუნდს. ორი წლის დაუღალავი შრომის შემდეგ, თემურ ხადურის საქმეზე, თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები არიან დაკავებულები”, - წერს ლედი ტუკვაძე. ცნობისთვის, 23 წლის სტიქაროსანი თემურ ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს გაუჩინარდა.გავრცელებული ცნობებით,  მან პოლიციის ავტომობილს ქვები ესროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველები დაედევნენ. სამდღიანი ძებნის შემდეგ, 28 აგვისტოს, მისი ცხედარი მწყემსმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთთან, მდინარეში იპოვა.  https://ghn.ge/news/356466-stikarosan-temur-khaduris-gardatsvalebis-sakmeze-terjolis-politsiis-tanamshromlebi-daakaves-advokati სტიქაროსან თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1841337819.png 2026-11-11 356466 დააკავეს პირი, რომელმაც უკანონოდ მოიპოვა, მობილურ ტელეფონში ინახავდა და შემდეგ გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოს, რაც უკანონოდ გაავრცელა“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – აცხადებენ უწყებაში. https://ghn.ge/news/356465-daakaves-piri-romelmats-ukanonod-moipova-mobilur-telefonshi-inakhavda-da-shemdeg-gaavrtsela-dazaralebulis-piradi-tskhovrebis-saidumlos-amsakhveli-video უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოს, რაც უკანონოდ გაავრცელა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/507483224.jpg 2026-11-11 356465 ევროპულმა ქვეყნებმა ერთი წარმომადგენელი უნდა შეარჩიონ, რომელიც რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის სახელით მიიღებს მონაწილეობას - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, ნოემბრის ბოლომდე შეარჩიონ ერთი წარმომადგენელი, რომელიც რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის სახელით მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღება სასურველია 19 ნოემბერს, ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების შეხვედრაზე. ამის შესახებ ზელენსკიმ დანიაში ვიზიტისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, ევროპამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ ისაუბრებს მისი სახელით მოლაპარაკებების მაგიდასთან. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩეულ წარმომადგენელს მთელი ევროპის, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების, მანდატი ჰქონდეს. „ყველას სურს წარმომადგენლობა. თითოეული ევროპული ქვეყნის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პუტინთან 40 ადამიანი ვერ ისაუბრებს“, - განაცხადა ზელენსკიმ კოპენჰაგენში, დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ შეხვედრაზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპული ქვეყნების მონაწილეობა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანია, რადგან ომი ევროპაში მიმდინარეობს და სწორედ ევროპას მოუწევს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა და ქვეყნის აღდგენაში მონაწილეობა. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ საკითხი არაუგვიანეს ნოემბრის ბოლოს გადაწყდება, სასურველია, 19 ნოემბერს ბერლინში დაგეგმილ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე. მანამდე, 10 ნოემბერს, აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. ზელენსკის განცხადებით, პირველ დღეს მხარეებმა, მათ შორის, ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. https://ghn.ge/news/356464-evropulma-kveqnebma-erti-tsarmomadgeneli-unda-shearchion-romelits-rusettan-samshvidobo-molaparakebebshi-evropis-sakhelit-miighebs-monatsileobas-volodimir-zelenski ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, შეარჩიონ ერთი წარმომადგენელი, რომელიც რუსეთთან მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის სახელით მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1853612541.jpeg 2026-11-11 356464 თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს ხელჩანთიდან თანხა გასტაცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში მოქალაქეს ხელჩანთიდან თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/356463-tbilisshi-daakaves-piri-romelmats-mokalakes-khelchantidan-tankha-gastatsa თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც მოქალქეს ხელჩანთიდან თანხა გასტაცა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/84845178.jpg 2026-11-11 356463 ირანის მხრიდან სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის გამო სკოტ ბესენტი სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს - მედია აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ირანის მხრიდან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის გამო ვაშინგტონის მახლობლად მდებარე საცხოვრებლიდან სამხედრო ბაზაზე გადავიდა. The New York Times-ის ცნობით, ბესენტის გადაადგილება მას შემდეგ გადაწყდა, რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ბოლო კვირების განმავლობაში დაასკვნეს, რომ ირანის შეთქმულებები მოქმედი და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა. ამ შეფასების ერთ-ერთი საფუძველი ბესენტის მიმართ არსებული მუქარის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია იყო. Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის დაზვერვის მაღალჩინოსანმა ჯერ კიდევ გასული თვის ბოლოს მემორანდუმში გააფრთხილა, რომ ირანის გეგმები ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ განვითარების მოწინავე ეტაპზე იყო. გამოცემის ცნობით, ბესენტის მიმართ მუქარის კონკრეტული სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია. უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ხელი შეუწყო Wall Street Journal-ის მიერ მისი ჯორჯთაუნის სახლის საჰაერო ფოტოს გამოქვეყნებამაც, რომლის მეშვეობითაც საცხოვრებლის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა გახდა შესაძლებელი. ბესენტი აგვისტოდან ხელმძღვანელობს ვაშინგტონის ეკონომიკური ზეწოლის კამპანიას ირანის წინააღმდეგ, რომელიც სანქციებსა და ეკონომიკურ შეზღუდვებს მოიცავს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენრის წარმომადგენლის განცხადებით, ბესენტი ირანის რეჟიმის მუქარას არ დაემორჩილება და ეკონომიკური ზეწოლის კამპანიის განხორციელებას გააგრძელებს. ამასთან, Reuters აღნიშნავს, რომ ირანი ადრეც უარყოფდა აშშ-ის ტერიტორიაზე მაღალჩინოსნებისა და სხვა პირების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვას. ამერიკელი ოფიციალური პირების შეფასებით, ირანის შესაძლებლობა, აშშ-სა და სხვა ტერიტორიებზე მასშტაბური თავდასხმები განახორციელოს, შეზღუდულია https://ghn.ge/news/356462-iranis-mkhridan-sitsotskhlis-khelqofis-safrtkhis-gamo-skot-besenti-samkhedro-bazaze-gadaiqvanes-media მედია: ირანის მხრიდან სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის გამო სკოტ ბესენტი სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1304274682.png 2026-11-11 356462 დემოკრატების მცდელობა, პიტ ჰეგსეთისთვის იმპიჩმენტი გამოეცხადებინათ, სამარცხვინო მარცხით დასრულდა, ისინი უნდა შევაჩეროთ - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის მცდელობას გამოეხმაურა. მისი თქმით, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები „კვლავ იყენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს იარაღად და ბოროტად სარგებლობენ ამით“, რის გამოც მათ „შეჩერებისკენ“ მოუწოდა. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს. „დემოკრატების მცდელობა, თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთისთვის იმპიჩმენტი გამოეცხადებინათ, სამარცხვინო მარცხით დასრულდა! თომას მასის გარდა, რომელიც დიდი ხელმოცარულია, ყველა რესპუბლიკელმა პიტს დაუჭირა მხარი. კვლავაც, ვენესუელასა და ირანში გამარჯვებებმა, სამხედრო სამსახურში გაწევრიანების რეკორდულმა მაჩვენებლებმა (ჩარიცხვის მსურველთა გრძელი რიგები!) და არნახულმა საბრძოლო სულისკვეთებამ დიდი ამერიკელი პატრიოტის სრული გამართლება განაპირობა. დემოკრატები კვლავ იყენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს იარაღად და ბოროტად სარგებლობენ ამით. ისინი უნდა შევაჩეროთ! გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული!“ - წერს ტრამპი. შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჩააგდო თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობა, რომელიც ირანში, იემენში, ვენესუელასა და კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს უკავშირდებოდა. https://ghn.ge/news/356461-demokratebis-mtsdeloba-pit-hegsetistvis-impichmenti-gamoetskhadebinat-samartskhvino-martskhit-dasrulda-isini-unda-shevacherot-donald-trampi დემოკრატების მცდელობა, პიტ ჰეგსეთისთვის იმპიჩმენტი გამოეცხადებინათ, სამარცხვინო მარცხით დასრულდა, ისინი უნდა შევაჩეროთ - დონალდ ტრამპი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/159435847.png 2026-11-11 356461 უკრაინაში ასობით ათასი ოჯახი ყოველდღიურად ელექტროენერგიის გარეშე რჩება, დიდ იმედს ვამყარებთ დახმარების ახალ პაკეტებზე, რომლებიც მოსახლეობას დაეხმარება, ამ ზამთარს რუსეთის ტერორს გაუძლოს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების პრემიერ-მინისტრებთან დიპლომატიური პროცესი და რუსეთის მხრიდან ესკალაციის ფონზე უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. კოპენჰაგენში ზელენსკი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს, ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კრისტრუნ ფროსტადოუტირს, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს, ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა დეტალურად განიხილეს დიპლომატიური საკითხები და შემდგომი ნაბიჯების მომზადება. ზელენსკიმ შეხვედრის მონაწილეებს აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით: „საერთო პოზიცია ნათელია: ევროპა აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი მოლაპარაკებების მაგიდასთან“. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან ესკალაციასა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებზე. „ასობით ათასი ოჯახი ყოველდღიურად ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ამჟამად ყველაზე რთული ვითარებაა კიევის, დნიპროპეტროვსკისა და ჩერნიჰივის ოლქებში. რუსეთის დაბომბვების გამო ელექტროენერგიის მიწოდება მუდმივად ფერხდება დონეცკის, სუმის, ხარკივისა და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.  მადლობელი ვარ დახმარებისთვის მზადყოფნისთვის. დიდ იმედს ვამყარებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას დაეხმარება, ამ ზამთარს რუსეთის ამგვარ ტერორს გაუძლოს“, - განაცხადა ზლენსკიმ. https://ghn.ge/news/356460-ukrainashi-asobit-atasi-ojakhi-qoveldghiurad-elektroenergiis-gareshe-rcheba-did-imeds-vamqarebt-dakhmarebis-akhal-paketebze-romlebits-mosakhleobas-daekhmareba-am-zamtars-rusetis-terors-gaudzlos-volodimir-zelenski უკრაიანში ასობით ათასი ოჯახი ყოველდღიურად ელექტროენერგიის გარეშე რჩება, დიდ იმედს ვამყარებთ დახმარების ახალ პაკეტებზე, რომლებიც მოსახლეობას დაეხმარება, ამ ზამთარს რუსეთის ტერორს გაუძლოს - ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/686596300.jpeg 2026-11-11 356460 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა. იმპიჩმენტის ინიციატივა ირანში, იემენში, ვენესუელასა და კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს უკავშირდებოდა. ამის შესახებ CNN იუწყება. იმპიჩმენტის მცდელობის ჩასაშლელად წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტიის ლიდერები გააქტიურდნენ. რეზოლუცია 211 ხმით 204-ის წინააღმდეგ ჩავარდა. CNN-ის შეფასებით, ეს გასულ კვირას შუალედურ არჩევნებში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ დასუსტებული და დაყოფილი რესპუბლიკური პარტიის მოულოდნელი ერთიანობის დემონსტრირება იყო. ამასთან, ამით თავიდან იქნა აცილებული პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის დამამცირებელი კენჭისყრა. CNN-ის რამდენიმე წყაროს ცნობით, რესპუბლიკელი ლიდერები თეთრი სახლის წარმომადგენლებთან ერთად კულისებში ინტენსიურად მუშაობდნენ, რათა ტრამპის მოწინააღმდეგე რესპუბლიკელი კონგრესმენის, თომას მასის მიერ ინიცირებული იმპიჩმენტის პროცესი ჩაეშალათ. მათ რესპუბლიკელების საკმარისი რაოდენობა დაარწმუნეს, რომ არჩევნებში მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღოთ და მხარი დაეჭირათ იმპიჩმენტის საკითხის კომიტეტისთვის გადაცემისა და წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის შეწყვეტისთვის. შეგახსენებთ, მასიმ იმპიჩმენტის რვა მუხლი წარადგინა. ის ჰეგსეთს კონგრესის ნებართვის გარეშე ომის უკანონოდ წარმოებასა და პენტაგონის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა. ორშაბათს, 9 ნოემბერს, ჰეგსეთმა განაცხადა, რომ მისი იმპიჩმენტის ინიციატივასთან დაკავშირებული რისკები მცირეა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შემთხვევაში პიტ ჰეგსეთს მხარს დაუჭერდა. https://ghn.ge/news/356459-ashsh-is-tsarmomadgenelta-palatam-pit-hegsetis-impichmentis-mtsdeloba-dabloka აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1401721516.png 2026-11-11 356459 ლენინგრადის ოლქში, დრონებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტს ცეცხლი გაუჩნდა 11 ნოემბრის ღამეს, რუსეთის ლენინგრადის ოლქზე დრონებით თავდასხმა სამიზნე განხორციელდა. შედეგად, უსტ-ლუგის პორტში ხანძარი გაჩნდა, ასევე ავარიულად გაითიშა სატრანსფორმატორო ქვესადგური. ინფორმაციას უკრაინული მედია ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ  დროზდენკოს განცხადებით, ლენინგრადის ოლქის თავზე 92 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მანამდე რუსული მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ სანქტ-პეტერბურგისკენ მიმავალი ორი თვითმფრინავი უსაფრთხოების გამო ჰელსინკის აეროპორტში დაეშვა. სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში თვითმფრინავების მიღებისა და გაფრენის შეზღუდვები დაწესდა. მონიტორინგის ჯგუფების ინფორმაციით, რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქისკენ მიმავალი დრონები ტვერის თავზე ჩამოაგდეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შემდეგ ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგის პორტის ინფრასტრუქტურას ცეცხლი გაუჩნდა. https://ghn.ge/news/356458-leningradis-olkshi-dronebit-tavdaskhmis-shemdeg-rusetis-samkhedro-samretsvelo-kompleksistvis-strategiuli-mnishvnelobis-ports-tsetskhli-gauchnda ლენინგრადის ოლქში დრონებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი იწვის მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1043441029.png 2026-11-11 356458 ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, აბუ დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს. „ხვალ მომლაპარაკებელთა ჯგუფისთვის მთავარი დღე იქნება. დღეს გაცვლის შესაძლებლობა განვიხილეთ. საუბარია 1000-1000-ზე, შესაძლოა, 1500-1500-ზე გაცვლაზეც. ამ საკითხზე მოლაპარაკებების დღის წესრიგით ამერიკელები რუსეთში გაემგზავრებიან. მეორე საკითხი ტერიტორიებს შეეხებოდა, რომელიც რუსულმა მხარემ წამოჭრა. ეს ლიდერების დონეზე განსახილველი საკითხია და ჩვენს მომლაპარაკებლებს ამის მანდატი აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრას ევროპის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებებზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება იყო. ზელენსკის განცხადებით, ოთხშაბათს მოლაპარაკებებზე დამატებით განიხილავენ დეესკალაციის ზომებს, ენერგეტიკის საკითხებს, შავ ზღვაში არსებულ ვითარებასა და ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას. https://ghn.ge/news/356457-volodimir-zelenskis-tsnobit-abu-dabishi-gamartul-molaparakebebze-ukrainasa-da-rusets-shoris-samkhedro-tqveebis-masshtaburi-gatsvlis-shesadzlebloba-ganikhiles ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, აბუ დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1980799928.png 2026-11-11 356457 დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ამერიკელი სამხედრო დააკავეს დიდ ბრიტანეთში აშშ-ის არმიის სამხედრო ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.  ამის შესახებ ბრიტანულმა პოლიციამ განაცხადა.  აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე კონტრტერორისტული პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. გამოძიება ამერიკის ხელისუფლებასთან, აშშ-ის სამხედრო უწყებებთან და გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს. 41 წლის კაცი სამშაბათს, 10 ნოემბერს, გლოსტერის მახლობლად დააკავეს. მას 2023 წლის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის პირველი და მესამე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენაში ედება ბრალი. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველები გლოსტერშირის საგრაფოში ორ მისამართზე ჩხრეკას ატარებენ. ეჭვები რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას უკავშირდება. „ეს მნიშვნელოვანი დაკავება და გამოძიება ბრიტანეთისა და ამერიკის ხელისუფლებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ბრალდებები სერიოზულია და გამოძიება აქტიურად გრძელდება“, - განაცხადა პოლიციის კომისრის მოადგილემ, ვიკი ევანსმა. FBI-ის დირექტორმა კეშ პატელმა განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი დაკავება ჯაშუშობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება, რაც აშშ-სა და ჩვენს მოკავშირეებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. „სანამ გამოძიება გრძელდება, მსურს მკაფიოდ განვაცხადო: FBI არ შეეგუება იმ ადამიანების ქმედებებს, რომლებიც აშშ-ის ერთგულების ფიცს არღვევენ და საკუთარი მოქმედებებით საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასა და პარტნიორების უსაფრთხოებას“, - აღნიშნა პატელმა. აშშ-ის არმიის კონტრდაზვერვის სარდლობის მეთაურის, ბრიგადის გენერალ შონ სტინჩონის განცხადებით, ეს საქმე პარტნიორული ურთიერთობების სიმტკიცესა და კონტრდაზვერვის უწყებების მტკიცე გადაწყვეტილებას აჩვენებს.   https://ghn.ge/news/356456-did-britanetshi-rusetis-sasargeblod-jashushobis-braldebit-amerikeli-samkhedro-daakaves დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე დააკავეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/677029101.png 2026-11-11 356456 საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს ღირსეულ პარტნიორობასა და შესაბამისი დონის წარმომადგენლობას - მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირთან დაკავშირებადობის საკითხებზე დიალოგის მნიშვნელობაზე, დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობასა და პარტნიორობის პრინციპებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, საქართველო მზად არის ევროკავშირთან ნებისმიერ განხილვასა და დიალოგში ჩაერთოს, მათ შორის დაკავშირებადობის საკითხებზე, თუმცა მონაწილეობა შესაბამის დონეზე უნდა განხორციელდეს. მისი განმარტებით, აღნიშნული პოზიცია ევროკომისიისთვის კარგად არის ცნობილი და საქართველოს მონაწილეობისთვის აუცილებელია შესაბამისი დონის წარმომადგენლების მიწვევა. „ჩვენი პასუხი ევროკომისიისთვის და ევროკომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის არის ცნობილი: საქართველო მზად არის ნებისმიერ განხილვაში, ნებისმიერ დისკუსიაში და ზოგადად ევროკავშირთან დიალოგში ჩაერთოს იმ შესაბამის დონეზე, რა დონეზეც იმართება შეხვედრები,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს იზოლირებულად წარმოჩენის მიზნით, სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენება.  „მე გავიხსენებ პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს „ევრონიუსთან“, სადაც ჟურნალისტს წამოცდა, რომ ფოტოს გადაღებაც ყოფილა, თურმე, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ეს ვიცით, არაერთი შეხვედრა ყოფილა ჩვენს კოლეგებთან ფოტოების გარეშე. ღიმილის მომგვრელია, უბრალოდ, ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენება: მოსაწვევების, ფოტოების გადაღების. ეს უბრალოდ არასერიოზულია,“ - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.  მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, ღირსეულ პარტნიორობასა და ქვეყნის რეპუტაციისა და ღირსების დაცვას. „საქართველოს სჭირდება ღირსეული პარტნიორები, ღირსეული პარტნიორობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დისკუსიაში, ნებისმიერ დიალოგის ფორმატში ევროკავშირთან ჩავერთოთ იმგვარად, რომ არ დაზიანდეს არც ქვეყნის რეპუტაცია და არც ჩვენი ღირსება,“ - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა. https://ghn.ge/news/356455-sakartvelo-mzad-aris-evrokavshirtan-dialogistvis-tumtsa-es-unda-efudznebodes-ghirseul-partniorobasa-da-shesabamisi-donis-tsarmomadgenlobas-maka-bochorishvili მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს ღირსეულ პარტნიორობასა და შესაბამისი დონის წარმომადგენლობას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1046860315.jpg 2026-11-11 356455 ევროკავშირმა უნდა შეათანხმოს, ვინ წარადგენს ევროპას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე - გიტანას ნაუსედა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ევროპა უფრო აქტიურად უნდა მონაწილეობდეს. თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა ჯერ უნდა შეათანხმონ, ვინ წარადგენს ევროკავშირს მოლაპარაკებებზე და რა პრინციპებით იხელმძღვანელებს მისი წარმომადგენელი. ნაუსედას თქმით, ევროპას სურს და, უდავოდ, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. „ამის ერთი ძალიან მარტივი მიზეზი არსებობს: ამ მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბებული უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ლიეტუვისთვის. თუმცა მანამდე უნდა შევთანხმდეთ, და ეს საკმაოდ სწრაფად უნდა გავაკეთოთ, ვინ წარმოადგენს ევროპას და რა პრინციპებით“, - აღნიშნა ნაუსედამ. ლიეტუვის პრეზიდენტის აზრით, მოლაპარაკებებზე ევროპელი წარმომადგენლების მუდმივმა ცვლამ შესაძლოა შექმნას შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირს მკაფიო და მტკიცე პოზიცია არ აქვს. „არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მიდგომა, რომლის დროსაც ევროპას მუდმივად ცვალებადი ლიდერები წარმოადგენენ. ეს მეორე მხარეს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ევროპა მოლაპარაკებებზე მტკიცედ არ არის წარმოდგენილი და ეს უფრო მუდმივად ცვალებადი სახეების ერთგვარ ფესტივალს ჰგავს“, - განაცხადა ნაუსედამ. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა ჯერ უნდა შეიმუშაოს კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც შეარჩევს პირს, რომელსაც ევროკავშირის სახელით საუბარი დაევალება. https://ghn.ge/news/356454-evrokavshirma-unda-sheatankhmos-vin-tsaradgens-evropas-ukrainashi-omis-dasrulebis-shesakheb-molaparakebebze-gitanas-nauseda ნაუსედა: ევროკავშირმა უნდა შეათანხმოს, ვინ წარმოადგენს ევროპას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1346300666.jpg 2026-11-11 356454 დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, მან თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა, უკეთესი უნდა ავირჩიოთ, იმიტომ რომ ქვეყანაში აღარ არის ეროვნული ინტერესები - მიტროპოლიტი იობი მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში ეპარქიის გვერდზე გავრცელდა. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში,რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. “დღეს რას ვხედავთ. დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის. დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის. და რაში გამოიხატება ეს - გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. დღეს ყველზე არ ვიტყვი, მაგრამ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა. თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრავლისთვის რთული გასაგებია, ქადაგებ რომ გაჭირვება, ქადაგებ სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ - აი, როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილები. ასე, დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა. მეუფე იობმა ისაუბრა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან დაკავშირებითაც და თქვა, რომ დიდი იერარქი დღეს სიმართლეს ვერ იტყვის, რადგან ეკლესია სწორედ სახელმწიფოსგან ფინანსდება. მეუფე იობმა ისაუბრა დაფინანსების გამჭვრიბალობის აუცილებლობაზე და მრევლს მიმართა, რომ მათ უნდა იცოდნენ თითოეული თეთრის შესახებ. “ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს. ვერ გამოხატავს თავის დამკიდებულებას მოვლენებისადმი, რადგან ძირითადად ფინანსდება ეკლესია სახელმწიფოსგან. კარგი, ვთქვათ, დაფინანსდეს, მაგრამ იყოს გამჭვირვალე. თითეულმა თქვენგანმა, მრევლმა უნდა იცოდეთ, სად რა იხარჯება, თითუელი თეთრი სად მიდის, რას ხმარდება. შეიძლება ზოგიერთმა თქვან, რომ ყველაფერი გამჭვირვალე არისო, ჩანსო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, ვიცით ბევრი რამ შიგნით რა ხდება, აქედან გამომდინარე ჩვენ რაღაც რაღაცებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ“, - განაცხადა მეუფე იობმა. მეუფე იობმა საკუთარ ქადაგებაში ვრცლად ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც მისი აზრით დღეს საქართველოს წინაშე დგას. ამასთან, მიტროპოლიტის თქმით, დღეს მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. „ვიცით წინა ხელისუფლება რას აკეთებდა, გასაგებია. გადაირჩია ერმა. ხალხმა გადაირჩია, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს. ეს არის ის ნაკლი - რომ ნარკოტიკების გავრცელება, ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი განარკომნდა. გაძლიერდა ლუდომანია კაზინოების დაარსებით და მისი ხელშეწყობით. სწორი თქვა მისმა უწმინდესობამ, რომ ყველანაირი საშუალებით არ შეიძლება გამდიდრება, გამდიდრებას სასჯელიც მოჰყვება შესაბამისად ღვთისგან. და ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ არ მივცეთ...რაღაცებზე ჩვენ უნდა ვამხილოთ. იოანე ოქროპირის ცხოვრება გვაქვს, ის იმპერატორს ამხელდა. დედოფალს ამხელდა. მაგრამ ვინ წავიდა მის წინააღმდეგ? - ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი იერარქები. იმპერატორმა ისინი გამოიყენა იოანე ოქროპირის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მაგალითებით უნდა ვისწავოთ, წმინდათა ცხოვრებიდან. ძალიან ბევრი ღირსეული მღვდელმთავარი განდევნილ იქნა ეკლესიიდან სწორედ ამ მთავრობასთან ახლო მყოფი მღვდელმთავრების ხელშეწყობით. არ შეიძლება ახლო ყოფნა. თქვენ იცით, რომ სწორედ ამ ხელისუფლების დროს მიღებულ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელზედაც მისი უწმინდესობა, ცხონებული ილია მეორე ამბიონიდან ამბობდა, რომ არ შეიძლება უკანონობის კანონად დაკანონება. არ შეიძლება. მისი მოწოდება იყო, რომ არ შეიძლებალება მიწების გაყიდვა. არც მეფეს არც ხელისუფლებას არც პატრიარქს არ აქვს უფლება ქართული მიწები გაყიდოს. იყიდება მიწები და ე.ი. ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება. კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ რაღაცებზე ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სამაგიეროდ სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში. შეეხოთ დემოგრაფიულ საკითხებს, რა ხდება საქართველოში, სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას. განსაკუთრებით, ისეთ რეგიონებშია მატება, სადაც არაქართველები ცხოვრობენ. არამართლმადიდებლები ცხოვრობენ. თუ სტატისტიკურ მონაცემებს მოვიშველიებთ, დავრწმუნდებით , რომ ნახევარი ნახევარზე არის. ნახევარი ქართველები არიან,ნახევარი უცხოტომელები. იმასაც თუ მივათვლით, გვარგადაკეთებულ ხალხს შეიძლება უმცირესობაშიც ვიყოთ ქართველები. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება რამდენიმე წელში უმცირესობაში აღმოჩნდეთ.სწორედ ამ დამოკიდებულებამ ამ არმოსმენამ პატრიარქისადმი... მე მახსენდება, სანამ სუს-ის კრებსები გამოიცემოდა და გამომზეურდებოდა,ესეც შეგნებულად იყო გაკეთებული, რომ ლახვარი იყო ეკლესიაზე ჩაცემული, რომ ეკლესია უნდა გაენადგურებინათ, შეელახათ მისი იმიჯი. მანამდე სანამ ამას გამოსცემდნენ, ბიძინა ივანიშვილი გამოდის, რომ პატრიარქის კრიტიკა შეიძლება, პატრიარქის ადამიანია, შეიძლება მანაც შეცდომები ჰქონდეს. ამას მოჰყვა სწორედ სუს-ის კრებსები.ამან რა გამოიწვია? ბევრი ხალხი დაბრკოლდა, ბევრმა აღარ დაიწყო ეკლესიაში სიარული. მერე შეგვპირდნენ ,რომ გამოავლენდნენ თანამდებობის პირებს, ვინც გამოიტანა კრებსები საზოგადოების წინაშე, მაგრამ ვინ გამოიძია, ვინმემ ვიცით ვინ გამოქვეყნდა ეს ყველაფერი? არ ვიცით. ასე რომ, ეს შეიქმნა, შეიძლება ზოგიერთმა თქვას, რომ თქვენ არ მოიყვანეთ ეს ხელისუფლება? თქვენ არ დაუჭირეთ მხარი? მაგრამ მე თავში ვთქვი, რომ უარესებში უკეთესი ავირჩიეთ. მაგრამ უშეცდომო არავინ არის, არც ხელისუფალი არც პიროვნება. ჩვენ თუ არ მივუთითებთ მთავრობას რა შეცდომები აქვს დაშვებული, სხვის მითითებას ისინი ვერ გაიგებენ . ჩვენში მკვიდრობს სულიწმიდის მადლი, სასულიერო პირებში. და სრული ხედვა მოვლენების გაშიფრა და გაანალიზება შეუძლია მხოლოდ სასულიერო პირს. ასე რომ, ჩვენ კი არ ვმტრობთ, რა თქმა უნდა, ბევრი კარგიც გაკეთდა, საქართველოში, მაგრამ ეს შედეგები სავალალოა. განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა - ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები ასევე, უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში. იმიტომ რომ არ იგრძნობა, ქვეყანაში აღარ არის ეროვნული ინტერესები. გადაყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს, რომ ეკონომიურად გაძლიერდეს ქვეყანაო. ისმის კითხვა რატომ შენდება ამდენი კორპუსები, მშენებლობების ბუმია საქართველოში. ვისთვის, თუ არ ვმრავლდებით, ვინ უნდა შესახლდეს იმ კორპუსებში? - ეი.ი უცხოტომელები? არის ისეთი პროგრამა, ერის მოკვდინების პროგრამა არის სხვადასხვა ტომის შერევით სხვადასხვა კულტურის ადამიანების ჩანაცვლებით. ხომ შეიძლება სამუშაო ადგილები შეიქმნას და დასაქმდეს ახალგაზრდები, სტიმული მიეცეს ოჯახებს, დაწესდეს მესამე შვილზე 1000 ლარი, მრავალშვილიან ოჯახებს ბინა გადაეცეს? ხომ შეიძლება გაკეთდეს, პატარა ქვეყანა ვართ. ვტრაბახობთ, რომ 100 მილიარდამდე გაიზარდა შემოსავლები საქართველოში, ვის ხმარდება? ხომ ხედავთ რეები ხდება. კორუფცია ყვავის და აღებ მიცემობაა და იჭერენ თითქმის მთელი მთავრობა ციხეში ჰყავთ, პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, სუს-ის უფროსი. სხვა მეზობლები ქვეყნები დაგვცინიან იცინიან ჩვენზე. ტერორიები დავკარგეთ და ხმას არავინ არ იღებს. დავით გარეჯი ჩვენთვის მეორე იერუსალიმი არის. თუნდაც იმ არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით რა ხდეა საერთოდ. ახლა შემოგვაპარეს ისიც, რომ დაიგეგმა ეკლესიებში შესაწირი ტერმინალით უნდა გადაიხადოსო. ესეც ეკლესიის კონტროლი იქნება. რამდენი შესაწირი რამდენი ვისგან არის შესაწირი ეკლესიაში თანხა, სწორედ ამის გაკონტროლება უნდათ", - აღნიშნა მიტროპოლიტმა. https://ghn.ge/news/356453-dghes-vkhedavt-rom-urtsmunoa-chveni-khelisufleba-man-tavis-shesadzleblobebi-srulad-amotsura-uketesi-unda-avirchiot-imitom-rom-kveqanashi-aghar-aris-erovnuli-interesebi-mitropoliti-iobi მიტროპოლიტი იობი - დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1308258414.jpg 2026-11-11 356453 მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ანტალიაში გაიმართა, განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, უზბეკური ინვესტიციების მოზიდვას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარებასა და ცენტრალური აზიიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპისკენ სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობებზე. მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა უზბეკეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა. https://ghn.ge/news/356452-mikheil-qavelashvili-uzbeketis-respublikis-prezident-shavkat-mirzioevs-shekhvda მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1459613848.jpeg 2026-11-10 356452 უკრაინა აშშ-სგან სადაზვერვო ინფორმაციას და სამხედრო აღჭურვილობას იღებს, ეს თანამშრომლობა გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება - ანდრი სიბიჰა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას განცხადებით, აშშ-სთან თანამშრომლობა გრძელდება და კიევი შესაბამისი პროგრამების ფარგლებში სამხედრო აღჭურვილობას იღებს. „ჩვენ შეერთებული შტატებისგან სადაზვერვო ინფორმაციას ვიღებთ. ასევე ვიღებთ შესაბამის სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც შესაბამისი პროგრამების ფარგლებში ჩვენამდე აღწევს. ეს თანამშრომლობა გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა სიბიჰამ პარიზში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. მინისტრმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა, აღნიშნა, რომ დაინახა შეერთებული შტატების მზაობა, აქტიურად გააგრძელოს მოქმედება რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. „ჩვენ ვაფასებთ ამერიკულ მხარესთან ამ თანამშრომლობას“, - დასძინა მან. მანამდე სიბიჰამ განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებები გამართა და კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცე. მოლაპარაკებების მთავარი თემები იყო აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევა, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და საერთაშორისო მოვლენები. მხარეებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული მდგომარეობა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ნაოსნობის თავისუფლების აღდგენის აუცილებლობა. https://ghn.ge/news/356451-ukraina-ashsh-sgan-sadazvervo-informatsias-da-samkhedro-aghchurvilobas-ighebs-es-tanamshromloba-grdzeldeba-da-momavalshits-gagrdzeldeba-andri-sibiha უკრაინა აშშ-სგან სადაზვერვო ინფორმაციას და სამხედრო აღჭურვილობას იღებს, ეს თანამშრომლობა გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება - ანდრი სიბიჰა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1585493939.jpg 2026-11-10 356451 აშშ-ის ეკონომიკური სანქციები და საზღვაო ბლოკადა იმდენად ეფექტიანად მოქმედებს, რომ დონალდ ტრამპს ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაციების ჩატარების აუცილებლობა აღარ აქვს - მარკო რუბიო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ "დიდი შვიდეულის" ქვეყნებს განუცხადა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სანქციები და საზღვაო ბლოკადა იმდენად ეფექტიანად მოქმედებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაციების ჩატარების აუცილებლობა აღარ აქვს. ამის შესახებ რუბიომ 10 ნოემბერს პარიზში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. სახელმწიფო მდივნის თქმით, ირანზე ეკონომიკური ზეწოლა ყოველდღიურად ძლიერდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაციების ჩატარების საჭიროება არ არსებობს. „ეკონომიკური ზეწოლა, რომელსაც ამჟამად ირანზე ახორციელებენ, უპრეცედენტოა და მხოლოდ ძლიერდება. ის ყოველდღიურად იზრდება“, - განაცხადა რუბიომ. მისი თქმით, ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში რეგიონული მოკავშირეებისგანაც მიიღო ინფორმაცია, რომელიც ამ შეფასებას ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ირანზე ახალი სამხედრო დარტყმებისგან თავის შეკავებას გეგმავს. მისი თქმით, გადაწყვეტილება რეგიონის ქვეყნების, მათ შორის კატარის პრემიერ-მინისტრის თხოვნას უკავშირდება, რომელიც მას თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების დროს მიმართა. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ 6 ნოემბერს, პარასკევს, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანზე ახალი, შეზღუდული დარტყმები განახორციელეს. სამიზნე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა იყო. მედიის ინფორმაციით, აშშ და ირანი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში შესაძლო გარღვევას უახლოვდებიან. ამის ერთ-ერთ ნიშნად თეირანის მზაობა სახელდება, განიხილოს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა განხილვაზეც მანამდე უარს ამბობდა. https://ghn.ge/news/356450-ashsh-is-ekonomikuri-sanktsiebi-da-sazghvao-blokada-imdenad-efektianad-mokmedebs-rom-donald-tramps-iranshi-masshtaburi-samkhedro-operatsiebis-chatarebis-autsilebloba-aghar-akvs-marko-rubio აშშ-ის ეკონომიკური სანქციები და საზღვაო ბლოკადა იმდენად ეფექტიანად მოქმედებს, რომ დონალდ ტრამპს ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაციების ჩატარების აუცილებლობა აღარ აქვს - მარკო რუბიო მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1564653332.png 2026-11-10 356450 რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა კვლავ მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია - მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე: „ბავშვები უპირველეს ყოვლისა: ბავშვებში ინვესტირების აუცილებლობა“. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე მძიმე გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვაზე, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვების იდენტობის შენარჩუნებასა და საკუთარ ქვეყანასთან მათი კავშირის განმტკიცებას. „რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვა კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია“, - აღნიშნა მინისტრმა. გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტად რჩება. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა მოუგვარებელი კონფლიქტების უარყოფითი გავლენა მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამომავლო შესაძლებლობებზე. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ მიღებას. „პარიზის მშვიდობის ფორუმი“ 2018 წელს დაარსდა და წელს მეცხრედ იმართება. ფორუმის მიზანია საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობა. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები. https://ghn.ge/news/356449-rusetis-mier-sakartvelos-ori-regionis-okupatsiis-shedegebi-dghemde-aisakheba-bavshvebis-tskhovrebaze-romelta-fundamenturi-uflebebis-shezghudva-kvlav-mati-qoveldghiuri-realobis-ganuqofeli-natsilia-maka-bochorishvili რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა კვლავ მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია - მაკა ბოჭორიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1971437989.jpeg 2026-11-10 356449 პაატა მანჯგალაძის საქმე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტართა უფლებების კომიტეტში შევიდა - „სტრატეგია აღმაშენებელი“ სააპელაციო სხდომის წინ პაატა მანჯგალაძის საქმე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტართა უფლებების კომიტეტში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს. "16 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული პროცესის წინ, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრისა და „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის საქმე ოფიციალურად წარედგინა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტართა უფლებების კომიტეტს ჟენევაში. IPU მსოფლიოს 184 ეროვნული პარლამენტის (მათ შორის საქართველოს პარლამენტის) გაერთიანებაა, ხოლო მისი პარლამენტართა უფლებების კომიტეტი იხილავს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი დეპუტატების საქმეებს, როდესაც დარღვევა უკავშირდება მათი პარლამენტარობის პერიოდს. IPU-ს სამდივნომ საჩივარი და მტკიცებულებითი დოსიე უკვე მიიღო, ამზადებს ანგარიშს კომიტეტის ზამთრის სესიისთვის (2027 წლის იანვარ-თებერვალი) და ოფიციალურ განმარტებებს სთხოვს საქართველოს საპარლამენტო ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ პაატა მანჯგალაძე 2025 წლის 4-5 ოქტომბერს დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე) 7-წლიანი განაჩენის 26-ე გვერდზე (პუნქტი 2.33) „დანაშაულებრივი განზრახვის" მტკიცებულებად სიტყვასიტყვით ჩაწერა მისი 2024 წლის 24 ოქტომბრის კანონიერი საარჩევნო სიტყვა („26 ოქტომბერს ყველანი ისტორიულ არჩევნებზე!"), რომელიც მანჯგალაძემ მოქმედი პარლამენტარის სტატუსით წარმოთქვა. განაჩენის სამართლებრივი კოლაფსი და სამი ინსტიტუციის დასკვნა: 2026 წლის 7 მაისის განაჩენით (საქმე №1/7642-25) სასამართლომ პაატა მანჯგალაძე ოფიციალურად გაამართლა ხელისუფლების დამხობის მოწოდებასა (სსკ-ის 317-ე მუხლი) და პრეზიდენტის სასახლის ეპიზოდში (სსკ-ის 222-ე მუხლი) და დაადასტურა, რომ იგი სასახლესთან საერთოდ არ ყოფილა. ამის მიუხედავად, მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სსკ-ის 225-ე მუხლით (მასობრივი არეულობის ორგანიზება). დღეისათვის სამი დამოუკიდებელი ინსტიტუცია ერთსულოვნად ადასტურებს, რომ საქმეში მტკიცებულება არ არსებობს: საქართველოს სახალხო დამცველი (Amicus Curiae №26/2481): დაადგინა, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი ბრძანება, ინსტრუქცია ან ერთობლივი დანაშაულებრივი გეგმის მტკიცებულება; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA): დაადასტურა ბრალეულობის მტკიცებულებათა სრული არარსებობა და მოითხოვა მისი გათავისუფლება; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI Georgia): 6 ნოემბრის მონიტორინგის ანგარიშში მიუთითა, რომ განაჩენი ძალადობის ორგანიზებას მიაწერს ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე. საპროცესო შეთანხმება, თავდასხმები და პატიმრობის პირობები: სააპელაციო პროცესის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საჯაროდ გააკრიტიკა სახალხო დამცველის დასკვნა კანონის „აფთიაქური საზომით" შეფასებისთვის, ღიად დაუჭირა მხარი კოლექტიურ პასუხისმგებლობას („სცენის კუთხეში იდგა თუ ცენტრში, იქ ხომ იდგაო") და მანჯგალაძე „სისხლის ღვრის მოწყობაში" დაადანაშაულა. პაატა მანჯგალაძე უარს ამბობს არარსებული ბრალის აღიარებაზე. პარალელურად, საქმეზე ინფორმირებულია ეუთო/ოდირი (OSCE ODIHR) და Amnesty International, მზადდება სარჩელი სტრასბურგის სასამართლოსთვისაც", - ნათქვამია ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/356448-paata-manjgaladzis-sakme-saparlamenttashoriso-kavshiris-ipu-parlamentarta-uflebebis-komitetshi-shevida-strategia-aghmashenebeli „სტრატეგია აღმაშენებელი“ - პაატა მანჯგალაძის საქმე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტართა უფლებების კომიტეტში შევიდა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1682331992.jpeg 2026-11-10 356448 უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობები 30%-ით შეამცირა - Reuters უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 30%-ით შემცირება გამოიწვია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე დარტყმები ოქტომბრის ბოლოდან გააძლიერა. გასული კვირის განმავლობაში თავდასხმების შედეგად რუსეთის 35 უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ცხრის მუშაობა შეფერხდა ან საგანგებო ვითარება შეიქმნა. წყაროების ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოდან დრონებით დაზიანებული ან შეფერხებული ქარხნების საერთო ნომინალური გადამამუშავებელი სიმძლავრე დღეში დაახლოებით 300 000 ტონა ნავთობს შეადგენს, რაც დაახლოებით 2.2 მილიონ ბარელს უტოლდება. რუსეთის ნავთობის პირველადი გადამუშავების საერთო სიმძლავრე კი დღეში დაახლოებით 930 000 ტონაა. Reuters-ის წყაროების შეფასებით, რუსეთში ნავთობის ფაქტობრივი გადამუშავების მოცულობა შესაძლოა დღეში 200 000 ტონით შემცირებულიყო. ოქტომბრის ბოლოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დღეში დაახლოებით 700 000 ტონა ნედლ ნავთობს, ანუ 5 მილიონ ბარელს ამუშავებდნენ. დარტყმების შედეგად დაზიანებულ ობიექტებს შორისაა რიაზანისა და იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ასევე ვოლგისპირეთის რეგიონში მდებარე საწარმოები. გარდა ამისა, ორშაბათს უკრაინული დრონი ლენინგრადის ოლქში მდებარე კირიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაესხა თავს, რომელიც რუსეთის სიდიდით მეორე ასეთი საწარმოა. რეგიონის გუბერნატორის ცნობით, თავდასხმას ქარხანაში ხანძარი მოჰყვა, დაიღუპა ერთი ქალი. სააგენტოს შეფასებით, უკრაინული დარტყმები მოსკოვს შიდა ბაზარზე საწვავის დეფიციტის აღმოფხვრას ურთულებს. ამასთან, რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული საექსპორტო შეთანხმების ფარგლებში საერთაშორისო ბაზრებზე დიზელის საწვავის მიწოდებას აგრძელებს. უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები მას შემდეგ გააძლიერა, რაც კიევსა და მოსკოვს შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების შესახებ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული შეთანხმება ვერ ამოქმედდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ კიევი რუსეთის ობიექტებზე დარტყმებს გააგრძელებს, რადგან რუსეთი კვლავ განაგრძობს უკრაინის ელექტროსადგურებზე, ენერგოქსელებზე, გათბობის სისტემებსა და წყალმომარაგების ობიექტებზე თავდასხმებს. https://ghn.ge/news/356447-ukrainulma-dartqmebma-rusetis-navtobgadamamushavebeli-shesadzleblobebi-30-it-sheamtsira-reuters უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 30%-ით შემცირება გამოიწვია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2002474389.png 2026-11-10 356447 აბუ-დაბიში მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა - მარკო რუბიო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ 10 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები „ძალიან პროდუქტიული“ იყო. ამის შესახებ მან პარიზში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს. რუბიოს თქმით, მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო, თუმცა წინ ჯერ კიდევ „ბევრი სამუშაოა“. „ცხადია, წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. ეს საკითხი მომდევნო 24 საათში ვერ გადაწყდება“, - განაცხადა მან. ამასთან, რუბიომ ხაზი გაუსვა მოლაპარაკებებში ევროპის ჩართვის მნიშვნელობას. „ჩვენი მიზანია, გავაფართოოთ სამმხრივი ფორმატი, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმოდგენილი იყვნენ არა მხოლოდ აშშ, უკრაინა და რუსეთი, არამედ ევროპელებიც“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. მას ასევე ჰკითხეს, რამდენად სერიოზულად არიან განწყობილი აბუ-დაბიში ჩასული რუსი მომლაპარაკებლები ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით. „სწორედ ამის გარკვევას ვცდილობთ“, - უპასუხა რუბიომ. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები 11 ნოემბერს დილით განახლდება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მოკლედ განიხილა უკრაინულ დელეგაციასთან სამმხრივი მოლაპარაკებების მიმდინარეობა.  აბუ-დაბიში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ფარგლებში მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის მოთხოვნები განიხილეს, ასევე შეეხნენ ომის შემდგომი პერიოდის საკითხს. 10 ნოემბერს დილით, აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე, ამერიკელი, უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევის კოორდინაცია და ომის შემდგომი უსაფრთხოების შეთანხმებების განხილვა იყო, რომელთა მიღწევაშიც აშშ შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს. https://ghn.ge/news/356446-abu-dabishi-molaparakebebi-produktiuli-iqo-tumtsa-tsin-jer-kidev-bevri-samushaoa-marko-rubio რუბიოს განცხადებით, აბუ-დაბიში მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/829453326.jpg 2026-11-10 356446 სამმხრივ ფორმატში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული და საკმაოდ შინაარსიანი იყო, ომის განმეორების ასაცილებლად საჭიროა რეალური მექანიზმები - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აბუ-დაბიში გამართული შეხვედრების პირველი დღის შედეგების შესახებ უკრაინული მოლაპარაკებების გუნდისგან ანგარიში მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მისი თქმით, თავდაპირველად ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან საუბარი გაიმართა, რის შემდეგაც უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები შედგა. ზელენსკიმ სამმხრივ ფორმატში გამართული მოლაპარაკებები „კონსტრუქციულად და საკმაოდ შინაარსიანად“ შეაფასა. „მოვასწარით ჰუმანიტარული ზომების აუცილებლობისა და მათი შესაძლო პარამეტრების განხილვა. ტყვეების გათავისუფლება პრიორიტეტია. დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შინაარსსა და მათი გრძელვადიანი მოქმედების საფუძვლებზე. ომის განმეორების ასაცილებლად საჭიროა ქრეალური მექანიზმები,“, - განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, მხარეებმა დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების აუცილებლობაც განიხილეს. ზელენსკის განცხადებით, მან უკრაინის მომლაპარაკებელთა გუნდს შემდგომი დიალოგისთვის მკაფიო დავალებები განუსაზღვრა - როგორც ოთხშაბათს სამმხრივ ფორმატში გასამართი მოლაპარაკებებისთვის, ისე უახლოეს დღეებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და ევროპელ პარტნიორებთან შემდგომი კომუნიკაციისთვის. „მთავარია, რეალურად მივუახლოვდეთ მშვიდობას. უკრაინის მხრიდან იქნება მხოლოდ პროდუქტიული, ხარისხიანი და გულწრფელი მუშაობა. მადლობას ვუხდი ამერიკულ მხარეს მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს - საიმედო მოლაპარაკებების პლატფორმის უზრუნველყოფისთვის“, —-დაწერა ზელენსკიმ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ 10 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები „ძალიან პროდუქტიული“ იყო, თუმცა, მისივე თქმით, წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები 11 ნოემბერს დილით განახლდება.   https://ghn.ge/news/356445-sammkhriv-formatshi-gamartuli-molaparakebebi-konstruktsiuli-da-sakmaod-shinaarsiani-iqo-omis-ganmeorebis-asatsileblad-sachiroa-realuri-mekanizmebi-volodimir-zelenski სამმხრივ ფორმატში გამართული მოლაპარაკებები „კონსტრუქციულად და საკმაოდ შინაარსიანად მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/238896281.png 2026-11-10 356445 დანია უკრაინას 643 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს დანია უკრაინისთვის 4.8 მილიარდი დანიური კრონის (დაახლოებით 643 მილიონი ევრო) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. მისი თქმით, ეს უკრაინისთვის დანიის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების 32-ე პაკეტია. რასმუსენმა ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. „დღეს კომიტეტთან ერთად განვიხილეთ უკრაინის დახმარების 32-ე პაკეტი, რომლის ღირებულებაც სამხედრო აღჭურვილობის სახით 4.8 მილიარდ კრონს შეადგენს“, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი დახმარების შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კოპენჰაგენში ვიზიტის პარალელურად გაკეთდა. რასმუსენის განცხადებით, დანიას სურს, უკრაინას პრაქტიკული ნაბიჯებით აჩვენოს, რომ მას დანიის მხარდაჭერის იმედი კვლავ უნდა ჰქონდეს. გარდა სამხედრო დახმარებისა, დანია უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად დამატებით 150 მილიონ დანიურ კრონს (დაახლოებით 20 მილიონ ევროს) გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია DR ავრცელებს. რასმუსენმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების გაგრძელებაა, რათა ქვეყანას საკუთარი პოზიციების დაცვისა და გაძლიერების მაქსიმალური შესაძლებლობა ჰქონდეს. დანიის მიერ დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადება ზელენსკის კოპენჰაგენში ვიზიტს დაემთხვა. უკრაინის პრეზიდენტი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს, ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებსა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს ხვდება. https://ghn.ge/news/356444-dania-ukrainas-643-milioni-evros-ghirebulebis-samkhedro-dakhmarebis-pakets-gadastsems დანია უკრაინას 643 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/421347271.png 2026-11-10 356444 აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ფარგლებში მხარეები ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ - მედია 10 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ფარგლებში მხარეები უახლოეს პერიოდში ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. ინფორმაციას „უკრაინსკაა პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.  „სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღის შედეგებიდან აღსანიშნავია ჩვენი დელეგაციის მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი - მხარეებმა უახლოეს პერიოდში ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს“, - განუცხადა გამოცემას წყარომ. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა.  პირველი რაუნდის ფარგლებში მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის მოთხოვნები განიხილეს, ასევე შეეხნენ ომის შემდგომი პერიოდის საკითხს. https://ghn.ge/news/356443-abu-dabishi-sammkhrivi-molaparakebebis-pirveli-raundis-farglebshi-mkhareebi-tqveebis-masshtabur-gatsvlaze-shetankhmdnen-media წყაროს ცნობით, აბუ-დაბიში ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/654471641.png 2026-11-10 356443 საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის  დასაქმების შესაძლებლობას ქმნის საქართველოს ბანკი უკვე წლებია სტუდენტებს კარიერული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება და მოტივირებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და მათთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნას  ისახავს მიზნად. 2026 წელს პროექტმა უკვე მეათე ნაკადი მიიღო, ამჟამად კი აქტიურად მიმდინარეობს მზადება მომდევნო მიღებისთვის, რომელიც 2027 წლის იანვარში გამოცხადდება. პროგრამის შესახებ: რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში  პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები. პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს. „ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის და თანამშრომელთა კმაყოფილების მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ოქრომჭედლიშვილი. ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს  ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-ზე მეტი დეპარტამენტი ჩაერთო. https://ghn.ge/news/356442-sakartvelos-banki-ukve-10-tselia-lideratoris-programit-akhalgazrdebistvis-dasakmebis-shesadzleblobas-kmnis საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია  ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის  დასაქმების შესაძლებლობას ქმნის ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/53338268.png 2026-11-10 356442 აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. ამის შესაახებ უკრაინული მედია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება მათი ცნობით, მოლაპარაკებები ხვალ დილით განახლდება. უკრაინულ;ი მედიის ცნობით, აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ფარგლებში მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის მოთხოვნები განიხილეს, ასევე შეეხნენ ომის შემდგომი პერიოდის საკითხს. https://ghn.ge/news/356441-abu-dabishi-sammkhrivi-molaparakebebis-pirveli-raundi-dasrulda აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1391949045.png 2026-11-10 356441 ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა 10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5936 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.07 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.07 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9111 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.14 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4835 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.16 თეთრი შეადგინა. https://ghn.ge/news/356440-lari-dolartan-gamqarda-evrostan-gaufasurda ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2089457431.jpeg 2026-11-10 356440 დანია სამხედრო დახმარების მძლავრ პაკეტს მოგვაწვდის - ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიაში ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის ხელმძღვანელობას, ჩრდილოეთის ხუთი სახელმწიფოს ლიდერებსა და თავდაცვის სფეროს კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. ზელენსკიმ ასევე დააანონსა დანიისგან თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტი. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს. ზელენსკის ინფორმაციით, დაგეგმილია მისი შეხვედრები დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან, დანიის პარლამენტის წევრებსა და წამყვან თავდაცვის კომპანიებთან. ასევე დაგეგმილია აუდიენცია დანიის მეფე ფრედერიკ X-თან და ცალკე შეხვედრა დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ისლანდიისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებთან. „მთავარი საკითხი ჩვენი უსაფრთხოება და თავდაცვის გაძლიერებაა. უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ახალი ნაბიჯები გადაიდგმება - დანია თავდაცვის დახმარების მძლავრ პაკეტს მოგვაწვდის. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ დანია უკრაინის გვერდით სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან დგას და „კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორად და სხვადასხვა ფორმატის ლიდერად, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის დაცვას ემსახურება“. „მადლობას ვუხდით დანიის ხალხსა და მთავრობას ურყევი მხარდაჭერისა და კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც მტკიცედ დგომაში გვეხმარება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. https://ghn.ge/news/356439-dania-samkhedro-dakhmarebis-mdzlavr-pakets-mogvatsvdis-volodimir-zelenski-daniashi-chavida  დანია თავდაცვის დახმარების მძლავრ პაკეტს მოგვაწვდის მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1332490275.jpg 2026-11-10 356439 „თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა „თეგეტა ჰოლდინგსა“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. მხარეთა შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ოფიციალური ცერემონია BTU-ში გაიმართა, სადაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ეკატერინე ქავთარაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა BTU-ს კამპუსი დაათვალიერეს, გაეცნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას. „თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, 30 წლის  განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებით, გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და ექსპერტიზით, BTU-სთან ერთად, შექმნის ერთგვარ პლატფორმას, რომელიც სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ათვისებასა და, ამასთანავე, ახალგაზრდების კარიერულ მხარდაჭერას მოემსახურება. ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტასა“ და BTU-ს შორის პარტნიორობა ახალგაზრდებს  განვითარების შესაძლებლობას სწავლის პერიოდშივე შეუქმნის. უნივერსიტეტი სტუდენტებს აკადემიურ ცოდნას აძლევს, ჩვენ – პრაქტიკულ გამოცდილებას. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება -  BTU-ს ბაზაზე ვქმნით ჭკვიანი მობილობის ლაბორატორიას, სადაც სტუდენტები თანამედროვე ინფრასტრუქტურით იმუშავებენ საავტომობილო ინჟინერიაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ელექტრომობილობაზე. ჰაკათონებსა და იდეათონებზე ისინი ჩვენს ექსპერტებთან ერთად რეალურ ბიზნესამოცანებს გადაჭრიან.   BTU-სთან თანამშრომლობა  საშუალებას მოგვცემს, ახალგაზრდების პროფესიულ ზრდაში საუნივერსიტეტო ეტაპიდანვე ჩავერთოთ და ინდუსტრიისთვის კვალიფიციური კადრები მოვამზადოთ, სწორედ ისინი იქნებიან თეგეტელების შემდეგი თაობა“. საავტომობილო ინდუსტრია გლობალურად სწრაფად იცვლება, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი სექტორის მომავალს განსაზღვრავს. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებული ერთობლივი ინიციატივები სწორედ ამ გამოწვევებს უპასუხებს. მასშტაბურ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კი უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს ექნება. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება BTU-ს ბაზაზე ჭკვიანი მობილობისა და საავტომობილო ტექნოლოგიების ლაბორატორიის (Smart Mobility & Automotive TechLab) შექმნაა. მაღალტექნოლოგიური სივრცე „თეგეტას“ მრავალწლიან ინდუსტრიულ გამოცდილებასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას დაეყრდნობა. ლაბორატორია საავტომობილო ინჟინერიას, ხელოვნურ ინტელექტს, სენსორულ სისტემებს, ელექტრომობილობასა და ციფრულ სიმულაციებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს. ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი:  „BTU-სთვის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერთან, თეგეტასთან, სტრატეგიული პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება ინოვაციური სტუდენტური პროექტები, შეიქმნება უპრეცედენტო ლაბორატორიები და კვლევითი ინფრასტრუქტურა, ასევე შემუშავდება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი გადაწყვეტები ავტოინდუსტრიის განვითარებისთვის“. ტექნოლოგიური ბაზის შექმნასთან ერთად, პარტნიორობა პრაქტიკული პროექტების მთელ სერიასაც მოიცავს, რომლებიც სტუდენტებს ინოვაციური იდეების რეალიზებაში დაეხმარება. მაგალითისათვის, Tegeta ბუთქემფი, იდეათონი და ჰაკათონი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად იმუშაონ რეალურ ამოცანებზე, შექმნან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროტოტიპები და განვითარებული უნარები BTU-ს ციფრულ პასპორტში (AI Skills Digital Passport) ასახონ. პრაქტიკულ ინიციატივებთან ერთად, გათვალისწინებულია მუშაობა Tegeta Accelerator-ის კონცეფციაზე, რაც სტარტაპების მხარდაჭერას გულისხმობს. დაგეგმილია ერთობლივი კვლევაც, რომელიც AI ინსტრუმენტებით ავტოინდუსტრიის შრომის ბაზარსა და მოთხოვნად პროფესიებს შეისწავლის. სტუდენტების კარიერული წინსვლისთვის კი მოეწყობა „თეგეტას“ დასაქმების ფორუმი, სადაც ახალგაზრდები სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას პირდაპირ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღებენ.  აკადემიურ სექტორსა და მსხვილ ბიზნესს შორის ასეთი მასშტაბური სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ადგილობრივი კადრების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და საავტომობილო ინდუსტრიაში ინოვაციური სტანდარტების დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. „თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. https://ghn.ge/news/356438-tegeta-da-btu-strategiul-tanamshromlobas-itsqeben-biznesisa-da-teknologiebis-universitetshi-memorandumi-gaformda „თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/96467219.png 2026-11-10 356438 11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, LEAF-თან თანამშრომლობით, 11-17 ნოემბერს საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს გამართავს.  საინფორმაციო შეხვედრები გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება. ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ. შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად. საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში: 11 ნოემბერი | 16:00–17:00 | რუსთავი -  ციფრული განვითარების სივრცე; 12 ნოემბერი | 16:00–17:00 | გორი -  Gori Inn; 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი -  ჭავჭავაძის გამზირი N50; 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი -  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14. შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს. საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი. https://ghn.ge/news/356437-11-17-noembers-sakartvelos-banki-da-leaf-i-saertashoriso-ganatlebis-regionul-turs-4-kalakshi-gamartavs 11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1232267806.jpg 2026-11-10 356437 პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და დივერსიების მომზადების ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს პოლონეთში რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობისა და დივერსიების მომზადების ბრალდებით ორი უკრაინელი დააკავეს. პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ 24 და 25 წლის უკრაინის მოქალაქეები ქვეყნის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში დააკავა. პოლონეთის სპეცსამსახურების კოორდინატორის, ტომაშ სიმონიაკის განცხადებით, დაკავებულებს სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით დივერსიული საქმიანობის განხორციელებაში ედებათ ბრალი. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ისინი ავტომობილებს ცეცხლს უკიდებდნენ. გამოძიების ვერსიით, მანამდე ეჭვმიტანილები მანქანების სანომრე ნიშნებს ცვლიდნენ და მათ ნაცვლად უკრაინის არმიის კუთვნილ ავტომობილებზე გამოყენებული ნომრების მსგავსი ნიშნები ჰქონდათ დამონტაჟებული. პოლონეთის პროკურატურის განცხადებით, ამგვარი ქმედების მიზანი შესაძლოა მომხდარში უკრაინული მხარის დადანაშაულება და ქვეყანაში ანტიუკრაინული განწყობების გაღვივება ყოფილიყო. სამართალდამცველების ცნობით, დავალებების შესრულებისთვის დაკავებულები ანაზღაურებას, მათ შორის კრიპტოვალუტით, იღებდნენ. „ამ ნაბიჯის მიზანი შესაძლოა მოვლენების რეალური გარემოებების დადგენის გართულება ყოფილიყო და, უპირველეს ყოვლისა, ეჭვის უკრაინული მხარისკენ მიმართვა, რაც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის შეიძლებოდა გამოეყენებინათ“, - განმარტა სემონიაკმა. დაკისრებული დავალებების შესრულებისთვის ისინი ანაზღაურებას იღებდნენ, მათ შორის კრიპტოვალუტით. ორივე დაკავებულს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ შესაძლოა 10 წლიდან უვადო პატიმრობა ემუქრება.   https://ghn.ge/news/356436-polonetshi-rusetis-sasargeblod-jashushobisa-da-diversiebis-momzadebis-braldebit-ukrainis-ori-mokalake-daakaves პოლონეთში რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობისა და დივერსიების მომზადების ბრალდებით ორი უკრაინელი დააკავეს. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1474152259.png 2026-11-10 356436 "ოცნება" ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას და საკუთარი ამომრჩეველი, რომელთა დიდი ნაწილი ასევე ევროპული მომავლის მომხრეა, მოატყუოს, თითქოს ევროკავშირს არ სურს საქართველოსთან ურთიერთობა - გიორგი შარაშიძე „ოცნება“ პრინციპით „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩება“, ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და ამომრჩეველი მოატყუოს, თითქოს საქართველოსთან ურთიერთობა თავად ევროკავშირს არ სურს, - ამის შესახებ ეს ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „როგორ რეაგირებს „ოცნება“? - ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა აიღოს და მდგომარეობის გამოსწორების გზებზე ისაუბროს, კვლავ ევროკავშირის ლანძღვა–გინებასა და მტრულ რიტორიკას აგრძელებს, თავს ესხმის ევროკავშირის ელჩს, ევროპელ ლიდერებს, თითქოს მათი ბრალი იყოს ის, რომ „ოცნება“ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას განაგრძობს. თითქოს ევროკავშირის ბრალი იყოს, რომ „ოცნებამ“ ნაცვლად იმისა, რომ კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებები შეესრულებინა, გადაედგა ნაბიჯები ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად და გაწევრიანების კრიტერიუმების შესასრულებლად, სრულიად საპირისპიროს აკეთებს – ფეხქვეშ თელავს დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, იღებს რეპრესიულ კანონებს, ანადგურებს სამოქალაქო საზოგადოებას და ახლა უკვე ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის აკრძალვით ქვეყანა ერთპარტიულ დიქტატურაში გადაჰყავს! ხალხს კი ტყუილებით კვებავს და პრინციპით „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო“ ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას და საკუთარი ამომრჩეველი, რომელთა დიდი ნაწილი ასევე ევროპული მომავლის მომხრეა, მოატყუოს, თითქოს „ოცნება“ კი ძალიან ცდილობს, მაგრამ თავად ევროკავშირს არ სურს საქართველოსთან ურთიერთობა“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. შარაშიძის თქმით, ტყუილია, თითქოს საქართველოს გაწევრიანების პროცესი 2024 წლის ივნისში ევროკავშირმა შეაჩერა. „თუ ასე იყო, რატომ არ აუხსენით მაშინვე საზოგადოებას? რატომ ჩაატარეთ საპარლამენტო არჩვენების კამპანია ევროპისკენ სვლის ყალბი დაპირებით და რატომ არ აუხსენით ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს, ვინც ქუჩაში აპროტესტებდა ირაკლი კობახიძის ანტიევროპულ განცხადებას, რომ საქართველო არაფერ შუაში იყო და ირაკლი კობახიძეს და „ოცნებას“ კი არა, თავად ევროკავშირს შეუჩერებია საქართველოს ინტეგრაციის პროცესი"- განაცხადა შარაშიძემ. მისი თქმით, როცა ვალდებულებებს თუ არ ასრულებ და სრულიად საპირისპიროს აკეთებ, ბუნებრივია, პროცესი თავისთავად ჩერდება და წინ აღარ მიდის. "ტყუილია ისიც, თითქოს ევროკავშირს უსამართლო დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ. დიდი ბოდიში და რა არის უსამართლო?! არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი რომ აღარ არის დამოუკიდებელი, რის გამოც სრულიად მოშლილია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და აღარ არსებობს კონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმი, ეს არის უსამართლო დამოკიდებულება და ტყუილი?! ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის სასამართლოს სამართლიანად რომ არ აღიარებს ევროკავშირი, ეს არის უსამართლო დამოკიდებულება?! სიმართლე ისაა, რომ ანტიევროპული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მიღებული გაქვთ, მაგრამ ამომრჩევლის დაკარგვის შიშით ვერ ბედავთ მის გამხელას და ჯერ კიდევ აჯერებთ ხალხს, თითქოს მხოლოდ ევროპული ბიუროკრატია გიშლით ხელს და ამ ბიუროკრატების შეცვლის შემდეგ კვლავ გააგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს!, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. https://ghn.ge/news/356435-otsneba-tsdilobs-gaektses-pasukhismgeblobas-da-sakutari-amomrcheveli-romelta-didi-natsili-aseve-evropuli-momavlis-momkhrea-moatquos-titkos-evrokavshirs-ar-surs-sakartvelostan-urtiertoba-giorgi-sharashidze "ოცნება" ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას და საკუთარი ამომრჩეველი, რომელთა დიდი ნაწილი ასევე ევროპული მომავლის მომხრეა, მოატყუოს, თითქოს  თავად ევროკავშირს არ სურს საქართველოსთან ურთიერთობა - გიორგი შარაშიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/617048327.jpg 2026-11-10 356435 ბულგარეთში ორ მასშტაბურ ჯაჭვურ ავარიას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 46 კი დაშავდა ბულგარეთში, ტრაკიის ავტომაგისტრალზე მომხდარ ორ მასშტაბურ ჯაჭვურ ავარიას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 46 კი დაშავდა. მედიის ცნობით, შემთხვევები 10 ნოემბრის დილას, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, იამბოლის ოლქში, ზიმნიცის მიმდებარედ მოხდა. ერთმანეთს დაახლოებით 50 მსუბუქი და მძიმე ავტომობილი შეეჯახა. ავარიების შედეგად ავტომაგისტრალი ორივე მიმართულებით ჩაიკეტა. ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის, კატია ივკოვას განცხადებით, ათი ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. დაშავებულები იამბოლის, სლივენისა და ბურგასის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ბულგარეთის ეროვნული რადიოს (BNR) ცნობით, თვითმხილველებისა და ავარიის მონაწილეების განცხადებით, შემთხვევის დროს ნისლი იმდენად ხშირი იყო, რომ ხილვადობა დაახლოებით ერთ მეტრამდე შემცირდა. მათი თქმით, გზის სავალი ნაწილიც მოყინული იყო. ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების წინასწარი შეფასებით, ავარიების სავარაუდო მიზეზებია ხშირი ნისლი, სველი გზის საფარი და სიჩქარის შეუსაბამობა საგზაო პირობებთან. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. სამაშველო ოპერაციაში სამხედროებიც მონაწილეობენ. დაშავებულთა ნაწილის გადასაყვანად სამხედრო თვითმფრინავებიც გამოიყენეს.   https://ghn.ge/news/356434-bulgaretshi-or-masshtabur-jachvur-avarias-sul-mtsire-12-adamiani-emskhverpla-46-ki-dashavda ბულგარეთში, ავტომაგისტრალზე მომხდარ ორ მასშტაბურ ჯაჭვურ ავარიას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 46 კი დაშავდა. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/157916582.jpg 2026-11-10 356434 ვიდრე „ქართული ოცნება“  საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას - ლევან მახაშვილი ლევან მახაშვილი: საქართველოს არ სჭირდება მეორე ფრონტი. საქართველოს სჭირდება ეკონომიკური კეთილდღეობა და ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივის შენარჩუნება „ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას. გასაგებია პარტნიორობა,  მეგობრობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის საქართველოს და ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკომისიის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით. ლევან მახაშვილმა თავის გამოსვლაში ანგარიშის საგარეო პოლიტიკურ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება. „უკვე ბევრი ითქვა რატომ არის ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმა. საქართველოს,  რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას,   სახელმწიფოს, რომელსაც არ გააჩნია დასავლური სამხედრო თუ ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგა,  პირდაპირ  მოუწოდებენ თავის უშუალო ყველა მეზობელთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესვლას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, მოთხოვნები  სამ საკითხს უკავშირდება -  საქართველოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან  მაქსიმალურად და სრულად დაახლოებას, ქვეყნის სავიზო რეჟიმის ევროკავშირის სავიზო რეჟიმთან დაახლოებას და სანქციებთან მიერთებას. „ამ დოკუმენტის მიმართ იმიტომ გვაქვს კრიტიკული დამოკიდებულება, რომ არ გვინდა საქართველო სხვა ქვეყნების დაპირისპირების და კონფრონტაციების  მონაწილე გახდეს.  საქართველოს არ სჭირდება მეორე ფრონტი. საქართველოს სჭირდება ეკონომიკური კეთილდღეობა და ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივის შენარჩუნება. ეს თემები რომ გავითვალისწინოთ, თითოეული დილა უნდა დავიწყოთ ჩვენი პარტნიორების გმობით, სავიზო რეჟიმები უნდა დავუწესოთ: თურქეთს, აზერბაიჯანს, ჩინეთს, რუსეთს და სხვებს. სანქციები უნდა დავაწესოთ და ხართ მზად ამისთვის ოპოზიციონერო კოლეგებო? ამ კითხვებზე პასუხებია საჭირო.  ამ კითხვებზე თქვენ არ სცემთ პასუხს, თორემ საქართველოს მოსახლეობამ უკვე არაერთხელ გასცა პასუხი, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნებზე“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა. https://ghn.ge/news/356433-vidre-kartuli-otsneba-sakartvelos-khelisuflebashia-chven-ar-vapirebt-kveqnis-damazianebeli-gadatsqvetilebebis-mighebas-levan-makhashvili ლევან მახაშვილი: ვიდრე „ქართული ოცნება“  საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/418828624.jpeg 2026-11-10 356433 აბუ-დაბში მოლაპარაკებებზე უკრაინის, ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს - უკრაინული მედია აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ფარგლებში მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიები, რუსეთის მოთხოვნები და ომისშემდგომი მომავლის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ „უკრაინსკაა პრავდას“ უკრაინის დელეგაციასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა. წყარომ გამოცემას სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შუალედური შედეგები გააცნო. მისი თქმით, მხარეებმა ძირითადი ყურადღება უსაფრთხოების გარანტიების საკითხს დაუთმეს, როგორც უკრაინისთვის, ისე მთლიანად ევროპისთვის. ცალკე განიხილეს რუსეთის მოთხოვნები მისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს, ომისშემდგომ მომავალს შეეხებოდა. კერძოდ, საუბარი იყო უკრაინის აღდგენასა და ნდობის კრიზისის პირობებში ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე. „უკრაინული მხარის მთავარი პოზიციაა, რომ პირველ რიგში ომი უნდა შეწყდეს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე გადასვლა, რომელმაც გრძელვადიანი სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს და აგრესიის განმეორება არ დაუშვას“, - განაცხადა წყარომ. https://ghn.ge/news/356432-abu-dabshi-molaparakebebze-ukrainis-evropisa-da-rusetis-usafrtkhoebis-garantiebi-ganikhiles-ukrainuli-media აბუ-დაბიში უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს, მათ შორის რუსეთისთვისაც მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1414936732.png 2026-11-10 356432 თუ ევროპული დახმარება შეწყდება, შედეგები შეიძლება მხოლოდ სახიფათო ან ძალიან სახიფათო იყოს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპული დახმარების შეწყვეტამ შესაძლოა რუსეთის მხრიდან მასშტაბური ჰიბრიდული თავდასხმები ან ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ შემდგომი აგრესია გამოიწვიოს. ამის შესახებ ზელენსკიმ დანიურ მედიასაშუალება DR Nyheder-თან ინტერვიუში ისაუბრა. „თუ ევროპული დახმარება შეწყდება, შედეგები შეიძლება მხოლოდ სახიფათო ან ძალიან სახიფათო იყოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ პირველ, შედარებით „რბილ“ სცენარად რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების გააქტიურება დაასახელა. მისი თქმით, რუსეთს მსგავსი მოქმედებები უკვე განუხორციელებია მოლდოვაში, რუმინეთში, ბულგარეთში, გერმანიაში, ფინეთსა და დანიაში, ხოლო უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტის შემთხვევაში ამგვარი ქმედებები მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. ზელენსკის თქმით, მეორე სცენარი რუსეთის მიერ ევროპაში შემდგომ წინსვლას გულისხმობს. მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, მათ შორის ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისა და მოლდოვის მიმართ გავლენის აღდგენას ცდილობს. „ეს ნიშნავს, რომ საუბარია ნატო-ს წევრ ქვეყნებზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატო-ს რეაგირება მოუწევს. ამ პროცესში მთელი ევროპა და შეერთებული შტატები ჩაერთვებიან. არსებობს საფრთხეები ზღვაზეც. რუსეთმა შესაძლოა ბალტიის ზღვა ისევე დაბლოკოს, როგორც შავ ზღვას ბლოკავს“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი უკრაინა ევროპის ქვეყნებისთვის აუცილებელია, რადგან, მისი თქმით, რუსეთი ევროპულ წესებსა და ღირებულებებს უპირისპირდება. ზელენსკის შეფასებით, უკრაინის დახმარების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის. https://ghn.ge/news/356431-tu-evropuli-dakhmareba-shetsqdeba-shedegebi-sheidzleba-mkholod-sakhifato-an-dzalian-sakhifato-iqos-volodimir-zelenski თუ ევროპული დახმარება შეწყდება, შედეგები შეიძლება მხოლოდ სახიფათო ან ძალიან სახიფათო იყოს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1614015697.png 2026-11-10 356431 როცა დადგება თქვენი პასუხისმგებლობის დრო, იმ ბოლო სერიაში ივანიშვილი არ იქნება და მაშინ ვნახავთ „ოცნების“ მაღალჩინოსნების ნამდვილ სახეს, თქვენი კორუმპირებული და დანაშაულებრივი სისტემის პოლიტიკურ არმაგედონს - დაჯი კოვზირიძე „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, დაჯი კოვზირიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, მოქალაქეთა სოციალური პრობლემები უყურადღებოდ დატოვა. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ცხოვრების გაძვირებაზე, პენსიებსა და ხელფასებზე, აზარტული თამაშების პრობლემასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე. „მინდა, ყველამ კარგად მოისმინოს აქ თეთრ სავარძლებში თვითკმაყოფილებმა: ისტორიის არმცოდნეებმა ნუ გგონიათ, რომ ეს დაუსჯელი დარჩება! თქვენი უსასრულო აღვირახსნილობის პასუხი აუცილებლად მოგეთხოვებათ. მალე მოვა დრო, როდესაც თითოეული უკანონობისთვის, თითოეული მოპარული ხმისთვის, თითოეული გაღატაკებული ოჯახისთვის, მშიერი ბავშვისთვის, მშიერი პენსიონერისთვის მკაცრი პერსონალური პასუხისმგებლობის ჯერი დადგება! და როცა დადგება თქვენი პასუხისმგებლობის დრო, იქ იმ ბოლო სერიაში ბატონი ივანიშვილი არ იქნება და მაშინ ვნახავთ „ოცნების“ მაღალჩინოსნების ნამდვილ სახეს, თქვენი კორუმპირებული და დანაშაულებრივი სისტემის პოლიტიკურ არმაგედონს,“ - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოვზირიძემ.   https://ghn.ge/news/356430-rotsa-dadgeba-tkveni-pasukhismgeblobis-dro-im-bolo-seriashi-ivanishvili-ar-ikneba-da-mashin-vnakhavt-otsnebis-maghalchinosnebis-namdvil-sakhes-tkveni-korumpirebuli-da-danashaulebrivi-sistemis-politikur-armagedons-daji-kovziridze როცა დადგება თქვენი პასუხისმგებლობის დრო, იმ ბოლო სერიაში ივანიშვილი არ იქნება და მაშინ ვნახავთ „ოცნების“ მაღალჩინოსნების ნამდვილ სახეს, თქვენი კორუმპირებული და დანაშაულებრივი სისტემის პოლიტიკურ არმაგედონს - დაჯი კოვზირიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1295523062.jpeg 2026-11-10 356430 საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, როგორც მოსამართლე რევაზ ნადარაიამ განაცხადა, სხდომაზე განხიკლვების მიმდინარეობისას სარჩელში მითითებულ სტატიის ბმულებს არ განიხილავენ, ასევე  არ იქნება გამოკვლელი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები და ძალაში შესული სასამართლო აქტები. რაც შეეხება მოთხოვნის დაკმაყოფილებულ ნაწილს - როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულებების განხილვის შესაძლებლობა მხარეებს სხდომაზე მიეცემათ. "სარჩელზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის "ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობა - სარჩელში მითითებული ყველა ინტერნეტ-ბმულის სასამართლო პროცესზე დემონტრირების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, ასევე სასამართლო სხდომაზე არ მოახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლით გათვალისიწნებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების ასევე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევას, ასევე საქმის განხილვის პროცესში განიხილავს სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულებების რელევანტურობას მისი სადავოობისას, როგორც მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, ისე საკუთარი ინიციატივით. განჩინება საბოლოო და გადასინჯვას არ ექვემდებარება", - თქვა რევაზ ნადარაიამ.  https://ghn.ge/news/356429-sakonstitutsio-sasamartlom-lelos-shuamdgomloba-skhdomaze-mtkitsebulebebis-gamokvlevis-shesakheb-natsilobriv-daakmaqofila საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/806619240.png 2026-11-10 356429 სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკი Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში, ბიზნესის მიმართულებით, გადახდებში საუკეთესო AI გადაწყვეტისთვის დაჯილდოვდა (Best Corporate/Institutional AI Bank — Best AI in Payments). აღიარება, სხვადასხვა მიღწევასთან ერთად, ბანკის მიერ დანერგილ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემას უკავშირდება, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს. სისტემა ავტომატურად ამუშავებს და ამოწმებს გადარიცხვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს გადარიცხვის დანიშნულებას, ამოწმებს შესაბამისობას და სხვა. ამასთან, ბიზნესმომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია გადარიცხვის სტატუსის შესახებ, საჭირო დოკუმენტაცია კი ინვოისის ატვირთვის საფუძველზე ავტომატურად შეივსოს. სისტემის დანერგვის შედეგად, საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების დრო შემცირდა. Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის მიდგომას, დანერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები ბიზნესის დროის დაზოგვის, საქმიანობის გამარტივებისა და ეფექტიანობის ზრდისთვის.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ის ფინალურ ეტაპზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბით. https://ghn.ge/news/356428-stsrafi-saertashoriso-gadaritskhvebi-biznesistvis-sakartvelos-bankma-ai-is-danergvistvis-global-finance-is-jildo-miigho სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/401135448.jpg 2026-11-10 356428 საერთო მიზანია, ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე გადასვლა და ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა - ევროპელი მოკავშირეების, უკრაინის, აშშ-ისა და ნატო-ს ერთობლივი განცხადება პარტნიორების საერთო მიზანია პრაქტიკული და ურთიერთშემავსებელი უსაფრთხოების ჩარჩოს შემუშავება, რომელიც გააძლიერებს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას და შექმნის მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მისაღწევად აუცილებელ ნდობას, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, აშშ-ისა და ნატო-ს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აბუ-დაბიში შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს. როგორც ცნობილია, დღეს, აბუ-დაბიში, რუსეთ-უკრაინა-აშშ-ის სამმხრივი შეხვედრის წინ ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, აშშ-ისა და ნატო-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. "რუსეთთან დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების წინ, ევროპელი პარტნიორების, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რათა გაეგრძელებინათ მჭიდრო კოორდინაცია უკრაინაში ომის დასრულებისა და მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებზე. მათ შორის განიხილეს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის მყარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა. ევროპელ პარტნიორებს, უკრაინასა და აშშ-ს შორის დისკუსია თანამშრომლობის სულისკვეთებით წარიმართა და საერთო მიზნები, მიმდინარე კონსულტაციები და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულება ასახა. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების პრინციპების პატივისცემას და უკრაინისთვის სანდო უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებდეს. მხარეთა საერთო მიზანია პრაქტიკული და ურთიერთშემავსებელი უსაფრთხოების ჩარჩოს შემუშავება, რომელიც გააძლიერებს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას და შექმნის მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მისაღწევად აუცილებელ ნდობას. მდგრადი მშვიდობის დამყარების გარდა, შეხვედრაზე განიხილეს, როგორ შეიძლება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ არსებული ევროპული უსაფრთხოების ინსტიტუტებისა და შეთანხმებების გაძლიერება. მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ომის შემდგომი უსაფრთხოების საკითხების მოგვარება და კონფლიქტის განახლების რისკის შემცირება აუცილებელია. მხარეებმა იმსჯელეს რისკების მართვისა და სახიფათო ესკალაციის თავიდან აცილების მყარი მექანიზმების შექმნაზე. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ომის შემდგომი ევროპის უსაფრთხოების მტკიცე არქიტექტურისა და შესაბამისი შეთანხმებების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნატო კვლავაც ცენტრალურ როლს შეასრულებს ევროატლანტიკურ კოლექტიურ თავდაცვაში. ევროპელი პარტნიორები, უკრაინა და აშშ მოლაპარაკებების პროცესის განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ. მათი საერთო მიზანია, პროცესი ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით უფრო ფართო, მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე გადავოდეს და ყოვლისმომცველ და მდგრად მშვიდობას მიაღწიონ", - აღნიშნულია განცხადებაში. https://ghn.ge/news/356427-saerto-mizania-evropeli-partniorebis-monatsileobit-mravalmkhriv-molaparakebebze-gadasvla-da-qovlismomtsveli-da-mdgradi-mshvidobis-mightseva-evropeli-mokavshireebis-ukrainis-ashsh-isa-da-nato-s-ertoblivi-gantskhadeba საერთო მიზანია, ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე გადასვლა და ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა - ევროპელი მოკავშირეების, უკრაინის, აშშ-ისა და ნატო-ს ერთობლივი განცხადება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1335655698.png 2026-11-10 356427 ივანიშვილის მტაცებლური ეკონომიკური მოდელი აზარტულ თამაშებსა და მათგან შემოსულ დიდ შემოსავალს ეფუძნება - ირაკლი ფავლენიშვილი ივანიშვილის მტაცებლური ეკონომიკური მოდელი აზარტულ თამაშებსა და მათგან შემოსულ ძალიან დიდ შემოსავალს ეფუძნება, რომელიც ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრებზე ნაწილდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ივანიშვილის მტაცებლური ეკონომიკური მოდელი აზარტულ თამაშებსა და მათგან შემოსულ ძალიან დიდ შემოსავალს ეფუძნება, რომელიც ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრებზე ნაწილდება და რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები გაღარიბებულები რჩებიან. ჩვენ გთავაზობთ, იმის მაგივრად, რომ საქართველოს მოქალაქეები იძარცვებოდნენ, ქვეყანაში 400 000 ლუდომანი გვყავდეს და მილიონამდე ადამიანი რეგულარულად აზარტულ თამაშებს თამაშობდეს, რაც ემიგრაციის უფრო დაჩქარებულ ტემპს, ოჯახების დანგრევას და საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო გაღარიბებას იწვევს, ჩვენ საქართველოს მონაკოს მოდელზე გადასვლას ვთავაზობთ, სადაც აზარტული თამაშები ტურისტული სფეროს შემადგენლობაა. ჩვენ ბიზნესს კი არ ვკლავთ, არამედ ეს ბიზნესი ტურისტებზე ორიენტირებული ხდება. ამ შემთხვევაში ფინანსური ნაკადებით ისარგებლებს საქართველოს მოქალაქე და აღარ გაიძარცვება ის, სამუშაო ადგილები შეიქმნება, ქართულ გენოფონდს ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება და ეს პრობლემაც გადაწყდება. ასევე მათი [„ქართული ოცნების“] ეკონომიკური მოდელი აბსოლუტურად უკონტროლო ნარკოტიკების ბრუნვას ეფუძნება, რასაც შეუძლებელია „ოცნების“ პოლიტიკური ნება არ ახლდეს. გვახსოვს ამ მხრივ, როგორ იყო გამოსწორებული ვითარება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებების პირობებში, რადგან პოლიტიკური ნება არსებობდა. გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია „ქოლცენტრები“, ჩვენ პირველი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელმაც ეს სქემა ამხილა, რის გამოც ჩვენი ანტიკორუფციული გუნდის ლიდერები დაჯარიმდნენ, გარდა ამისა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საბანკო ოლიგარქია და საბანკო მაფია, რომელიც ივანიშვილთან შეთანხმებით ქართველ ხალხს ძარცვავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური მოდელი არა ხალხის ძარცვასა და ხალხისგან ფულის ამოღებაზე და კონკრეტული ადამიანების გამდიდრებაზე იქნება დაფუძნებული, არამედ საქართველოს წესიერი მოქალაქის გამდიდრებაზე. ჩვენ ამ მაფიოზურ მოდელს მოვანგრევთ და მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ მალე უნდა მოვშალოთ ეს მოდელი, რადგან ეს მოდელი საფრთხეს უქმნის სწორედ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან მალე საქართველოს მოქალაქე შეიძლება საქართველოში ეთნიკურად უმცირესობად იქცეს. ეს ეკონომიკური მოდელი ქართველი ხალხის გაღარიბებას იწვევს და ქართული გენოფონდისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. https://ghn.ge/news/356426-ivanishvilis-mtatsebluri-ekonomikuri-modeli-azartul-tamashebsa-da-matgan-shemosul-did-shemosavals-efudzneba-irakli-favlenishvili ფავლენიშვილი: ივანიშვილის მტაცებლური ეკონომიკური მოდელი აზარტულ თამაშებსა და მათგან შემოსულ დიდ შემოსავალს ეფუძნება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/11359533.jpeg 2026-11-10 356426 სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ მცენარეთა ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკის საერთაშორისო შედარებაში 100%-იანი შედეგი აჩვენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ მცენარეთა ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით საერთაშორისო შეფასება წარმატებით გაიარა. ლაბორატორიამ ყველა შეფასების კრიტერიუმში 100%-იანი შედეგი მიიღო. 2026 წელს ჩატარებული ლაბორატორიათაშორისი შედარება ვაშლის მოზაიკის ვირუსისა და ქლიავის ჩოფურა ვირუსის ELISA მეთოდით გამოვლენას ეხებოდა. შედარება ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობისა და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩეხეთის მცენარეთა მავნებლების დიაგნოსტიკის ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიის მონაწილეობით ჩატარდა. შეფასების ფარგლებში შემოწმდა კვლევის შედეგების სიზუსტე, მგრძნობელობა და სპეციფიკურობა. სამივე კრიტერიუმში ლაბორატორიამ უმაღლესი, 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა. მიღებული შედეგი ადასტურებს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მცენარეთა ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკა საერთაშორისო შედარების მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. ეს ლაბორატორიის პროფესიული კომპეტენციისა და კვლევების ხარისხის მნიშვნელოვანი დასტურია. ლაბორატორიათაშორის შედარებებში მონაწილეობა კვლევების ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. ის ლაბორატორიებს შესაძლებლობას აძლევს, შეამოწმონ კვლევის შედეგების სიზუსტე და სანდოობა, ასევე შეაფასონ გამოყენებული მეთოდებისა და ხარისხის მართვის სისტემების ეფექტიანობა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი 100-ზე მეტი სახეობის ლაბორატორიულ კვლევას ატარებს. აღნიშნული კვლევები ხელს უწყობს მცენარეთა დაავადებებისა და მავნე ორგანიზმების დროულ გამოვლენას, მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვასა და აგროსექტორში არსებული რისკების შემცირებას. https://ghn.ge/news/356425-soflis-meurneobis-sakhelmtsifo-laboratoriam-mtsenareta-virusuli-daavadebebis-diagnostikis-saertashoriso-shedarebashi-100-iani-shedegi-achvena სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ მცენარეთა ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკის საერთაშორისო შედარებაში 100%-იანი შედეგი აჩვენა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/170966894.png 2026-11-10 356425 ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! მალაპარაკეთ თუ შეიძლება! ამის შემდეგ თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით - ნიკა გვარამია რევაზ ნადარაიას ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! მალაპარაკეთ თუ შეიძლება! ამის შემდეგ თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით,  - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას პროცესზე, სადაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა დააყენა. ნიკა გვარამიამ მოსამართლე რევაზ ნადარიას მიმართა, რომ მისი განჩინებით კანონი დაარღვია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გვარამიასგან მოითხოვა დაეკონკრეტებინა, თუ რომელ განჩინებას გულისხმობდა, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა.  გვარამია: "დასკვნას, ვინაიდან და რადგანაც ვერ დაეყრდნობა საკონსტიტუციო სასამართლო, იმიტომ რომ არ არსებობს ბუნებაში მსგავსი დოკუმენტი, რომელიც მტკიცებულებითი ხასიათისაა. თუ დასკვნას აპირებთ რომ დაეყრდნოთ,  მაშინ დასკვნის სამართლიანობა უნდა გამოვიკვლიოთ. დასკვნას ვერ დაეყრდნობით, დასკვნაში მოყვანილ ფაქტებს შეიძლება დაეყრდნოთ, ჩვენ არ ვიცით, ეს ფაქტები რომელია, ამიტომ, რაც არის მოყვანილი მხარის მიერ, ყველა უნდა გამოვიკვლიოთ. ლინკებით მოტანილი მტკიცებულება, მე არ ვიცი, რას ეყრდნობა სასამართლო, როცა იძახის, რომ ეს არის მტკიცებულება და მატერიალური ფორმით მტკიცებულება, არ უნდა იყოს მოტანილი. მე არ ვიცი, ამას როცა ამბობთ, რას ეყრდნობით. პირდაპირ გეუბნებით, რომ ინკვიზიციურობა არ გამოიყენეთ, კანონის დარღვევით, მტკიცებულებაში რაც მიუთითეთ, არის სრული კანონდარღვევა. თქვენივე გადაწყვეტილებებს მიგითითებთ, სადაც სახელი და გვარი მოწმის დადგენილი არ არის და თქვენ თავად ადგენთ, და ეგ არ არის არგუმენტი, რომ ჩვენა რ გვაინტერესებს, წინა კოლეგიებმა რა დაადგინეს. ასეთი რამე სასამართლოსგან არ გამიგია". ["ტვ პირველ ნადარია: "რა კანონდარღვევაზე ამბობთ, ბატონო ნიკა?" გვარამია: "თქვენი განჩინებით, კანონი დაარღვიეთ". ნადარაია: " იმ განჩინებას ვიხილავთ, რომელიც თქვენ არ მოგწონთ და ძალიან გული დაწყდათ, რომ არ დავაკმაყოფილეთ, იმიტომ რომ უსაფუძვლო იყო?" გვარამია: "თუ ჩვენ აქ კამათს ვაპირებთ, ასე არ გამოვა, თქვენ თვენი საპროცესო უფლებებ გაქვთ, მე ჩემი, რომელიც ძალიან კარგად ვიცი. შეიძლება ვინმემ არ იცის, მაგრამ მე ვიცი, ამიტომ მალაპარაკეთ თუ შეიძლება".  ნადარაია:  "თქვენ ისიც გგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ, მაგრამ ასე არ არის". გვარამია: "ამის შემდეგ აცილების შუამდგომლობას დავაყენებ თქვენსას, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ... შუამდგომლობას ვასაბუთებ იმით, რითიც ვთვლი საჭიროდ და ძალიან გთხოვთ, ნუ მაწყვეტინებთ, თქვენ აქტი არის სასამართლო პრაქტიკა. ძალიან გთხოვთ, მაცადოთ, საუბარი..." ნადარაია:  "ილაპარაკეთ კონკრეტულად ამ შუამდგომლობაზე და ნუ იხილავთ იმას, ჩვენ როდის რა დავაკმაყოფილეთ". გვარამია: "თქვენი განსახილველი არ არის, მე რას ვიხილავ!" ნადარაია: "ზუსტად ჩემი განსახილევლი, რას ილაპარაკებთ თქვენ. ახლა ან დაემორჩილებით სასამართლოს, ან ..." გვარამია: "მე ვასაბუთებთ შუამდგომლობას და მაცადეთ, ასე ცამხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!"["ტვ პირველი"] https://ghn.ge/news/356424-ase-tsalmkhrivad-protsesis-chatareba-ar-gamova-malaparaket-tu-sheidzleba-amis-shemdeg-tkveni-atsilebis-shuamdgomlobas-davaqeneb-ranairad-melaparakebit-nika-gvaramia-revaz-nadaraias ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! მალაპარაკეთ თუ შეიძლება! ამის შემდეგ თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1019624322.png 2026-11-10 356424 ანდრი სიბიჰა პარიზში მარკო რუბიოს შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა პარიზში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, შეხვედრის შესახებ განცხადება სიბიჰამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაავრცელა. მისი თქმით, რუბიოსთან მოლაპარაკებების მთავარი თემები აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევა, ფრონტზე არსებული ვითარება და საერთაშორისო მოვლენები იყო. „დიპლომატიისა და დეესკალაციისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა სიბიჰამ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ჩართულობისთვის, განსაკუთრებით კი აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს, ოლეშკიში წარმატებული ჰუმანიტარული ოპერაციის შედეგად გადარჩენილი ადამიანების სიცოცხლისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს შავ ზღვაში არსებული ვითარება და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, თავისუფალი ნაოსნობის აღდგენის აუცილებლობა. „უკრაინა მზად არის, განავითაროს აშშ-სთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში, მათ შორის დრონების ერთობლივი წარმოებისა და პერსპექტიული ეკონომიკური პროექტების მიმართულებით“, – აღნიშნა სიბიჰამ. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, საჰაერო თავდაცვასა და ზამთრის მოახლოების წინ ქვეყნის მდგრადობის უზრუნველყოფაზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკო რუბიო კვლავ მიიწვია უკრაინაში. შეხვედრის შესახებ წერს მარკო რუბიოც. რუბიოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები, ენერგეტიკული მდგრადობა და თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიhასთან. განვიხილეთ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები, ენერგეტიკული მდგრადობა და თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში“, - წერს რუბიო სოციალურ ქსელში. მისი თქმით, შეერთებული შტატები მტკიცედ არის ორიენტირებული მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაზე. https://ghn.ge/news/356423-andri-sibiha-parizshi-marko-rubios-shekhvda ანდრი სიბიჰა პარიზში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/238049722.jpg 2026-11-10 356423 მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი 10 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც გაერო-ს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს 11 ნოემბერს სიტყვით მიმართავს. მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. https://ghn.ge/news/356421-mikheil-qavelashvili-antaliashi-gaero-s-klimatis-tsvlilebis-konferentsiashi-miighebs-monatsileobas მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1718181200.jpeg 2026-11-10 356421 აბუ-დაბიში, უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო, რომლის მთავარი თემაც ომის დასრულებაა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი Facebook-ზე წერს. „უკრაინა–აშშ–რუსეთის მოლაპარაკებების სამმხრივ ფორმატზე გადავედით. დღის წესრიგშია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარებისკენ წინსვლის საკვანძო საკითხები. ვმუშაობთ უკრაინის პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანების შესაბამისად“, - წერს უმეროვი. მოლაპარაკებების დაწყებამდე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა რუსეთ-უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით მშვიდობისკენ წინსვლის შესაძლებლობას შექმნის. https://ghn.ge/news/356420-abu-dabishi-ukrainas-ashsh-sa-da-rusets-shoris-sammkhrivi-molaparakebebi-mimdinareobs ბუ-დაბიში, რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1081715623.png 2026-11-10 356420 ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მოგვდის ინფორმაცია, რომ გაიცემა მითითებები, რათა არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან - შალვა პაპუაშვილი ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მოგვდის ინფორმაცია, რომ გაიცემა მითითებები, რათა არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ჩეხეთში განუცხადა. მისი თქმით, საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ბევრი ნამდვილი ევროპელია, რომლებიც ბრიუსელის ამგვარ საბჭოთა მიდგომას არ იზიარებენ. „ჩეხეთის რესპუბლიკაში შეხვედრები გავმართეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან, მათ შორის პირველ ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან. პირველ ყოვლისა, ყველა შეხვედრაზე საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს შეეხებოდა, რადგან ვხედავთ, რომ ბრიუსელი ცდილობს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები დაბლოკოს. სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ინფორმაცია, რომ ბრიუსელიდან დედაქალაქებში პირდაპირი მითითებები გაიცემა, რათა საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან შეხვედრები არ გაიმართოს. საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ბევრი ნამდვილი ევროპელია, რომლებიც ბრიუსელის ამგვარ საბჭოთა მიდგომას არ იზიარებენ. ამიტომ, დღეს ჩვენთვის მთავარი და ფასეულია, რომ ბრიუსელის ამ ანტიქართულ პოლიტიკას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არ გადაჰყვეს. სამწუხაროა, რომ ბრიუსელი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს იმის გამო, რომ 2024 წელს მათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარე დაიჭირეს და ხელისუფლებაში მისი დაბრუნება სურდათ, თუმცა მათ მიერვე რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებში დამარცხდნენ. რასაც ორი წელია ვუყურებთ, ეს არის შურისძიება ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რომ არადემოკრატიული მეთოდებითა და საარჩევნო პროცესის გვერდის ავლით კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში მოიყვანონ. ამიტომ, დღეს ჩვენი ამოცანაა, ბრიუსელის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ამ მავნე პოლიტიკის ფონზე, არ დავკარგოთ ორმხრივი ურთიერთობები და, პირიქით, ჩვენს პარტნიორებთან ისინი კიდევ უფრო გავაღრმაოთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.   https://ghn.ge/news/356419-briuseli-tsdilobs-dablokos-sakartvelos-ormkhrivi-urtiertobebi-evrokavshiris-tsevr-kveqnebtan-mogvdis-informatsia-rom-gaitsema-mititebebi-rata-ar-iqos-shekhvedrebi-sakartvelos-skhvadaskhva-delegatsiastan-shalva-papuashvili შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მოგვდის ინფორმაცია, რომ გაიცემა მითითებები, რათა არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/426443673.png 2026-11-10 356419 „საქართველოს მელიორაციაში“ მომხმარებელთა უფლებებისა და კომუნიკაციების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა შპს „საქართველოს მელიორაციაში“ კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებებისა და საჩივრების განხილვის პროცედურების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ სამსახურის საქმიანობა, მიღწევები და არსებული გამოწვევები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია პროექტების - „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისის“ მიზნებისა და საქმიანობის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრებისა და განცხადებების განხილვის პროცედურები და კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები. კომუნიკაციების ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მას „საქართველოს მელიორაციის“ რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. https://ghn.ge/news/356418-sakartvelos-melioratsiashi-momkhmarebelta-uflebebisa-da-komunikatsiebis-sferoshi-arsebuli-gamotsvevebis-shesakheb-sainformatsio-shekhvedra-gaimarta „საქართველოს მელიორაციაში“ მომხმარებელთა უფლებებისა და კომუნიკაციების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1614603847.jpg 2026-11-10 356418 მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50% მხოლოდ 12 ნოემბერს, „თეგეტა მოტორსი“, თიბისისთან თანამშრომლობით, ავტომობილის მფლობელებს განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს: თიბისი განაწილებით მინიმუმ 500 ლარის ღირებულების საბურავების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი გადახდილი თანხის 50%-ს დაიბრუნებს, მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით. შეთავაზება „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში წარმოდგენილი საბურავების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება – აქციის ფარგლებში, მომხმარებლები ნებისმიერი ბრენდის, მოდელისა და სეზონის საბურავის შეძენას შეძლებენ. შეთავაზება მოქმედებს „თეგეტას” Online Shop-სა და Tegeta App-ზეც. ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსისთვის“ მომხმარებლებზე ზრუნვა მხოლოდ მათთვის პროდუქტზე ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას არ გულისხმობს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტომობილის უსაფრთხოებაზე ზრუნვის წახალისება, მით უფრო ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, როდესაც გზებზე გადაადგილება დამატებით სიფრთხილეს მოითხოვს. ვინაიდან საბურავი ავტომობილსა და გზას შორის ერთადერთი უშუალო შეხების წერტილია, მის ხარისხსა და მდგომარეობას უსაფრთხო გადაადგილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მომხმარებლები წაგვეხალისებინა, ზამთრის სეზონს მომზადებულები შეხვდნენ. ამასთან ერთად, გვინდოდა, მათთვის მაქსიმალურად ხელშესახები სარგებელი შეგვექმნა - ამიტომ აქცია გავავრცელეთ საბურავების სრულ ასორტიმენტზე, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების შესაძლებლობით, რაც უპრეცედენტო შეთავაზებაა“. საბურავების მიმართულებით „თეგეტა მოტორსს“ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დღეს კომპანიის მომხმარებლებს საბურავების შერჩევა სხვადასხვა ფასისა და ხარისხის სეგმენტში შეუძლიათ. თიბისი განაწილებით სარგებლობის შემთხვევაში ღირებულების ეტაპობრივად, გაძვირების გარეშე დაფარვის შესაძლებლობა აქვთ. ბაქარ ჯღარკავა, თიბისის განაწილებისა და განვადების პროდუქტების ლიდერი: „განაწილება“ თიბისის ინოვაციური გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი შენაძენის ღირებულება ეტაპობრივად, გაძვირების გარეშე დაფარონ, ეფექტური 0%-ით. ახლა კი მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, გაუმჯობესებული პირობით ისარგებლონ და საფასური 4 თვის ნაცვლად, 6 თვეზე გაძვირების გარეშე გადაანაწილონ.  თიბისი თანაბრად ზრუნავს როგორც მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილებისა და ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების შექმნაზე, ისე პარტნიორი ბიზნესების განვითარებაზე. „განაწილება“ ბიზნესებს ეხმარება გაყიდვებისა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაში, ხოლო მომხმარებლებს სასურველი ნივთისა თუ მომსახურების მარტივად შეძენაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა „თეგეტასთან“, რომელთან ერთადაც მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ გამორჩეულ შეთავაზებებსა და დამატებით სარგებელს. მსგავსი პარტნიორობა ხელს უწყობს როგორც ბიზნესის ზრდას, ისე მომხმარებლის კმაყოფილებისა და გამოცდილების გაუმჯობესებას.“ შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა მხოლოდ 12 ნოემბერს არის შესაძლებელი. აქცია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში წარმოდგენილ საბურავების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება და პროდუქტის შეძენისას შეთავაზებით სარგებლობისთვის რაოდენობა შეზღუდული არ არის. -- თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა. https://ghn.ge/news/356417-mkholod-12-noembers-sheidzine-saburavebi-tegeta-motorsshi-tibisi-ganatsilebit-da-daibrune-tankhis-50 მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50% ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1889731359.png 2026-11-10 356417 ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სივრცეში გამართული ინოვაციების საუნივერსიტეტო კონკურსის, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) გუნდი AEGIS გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის და ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალგაზრდა ინოვატორები მთავარი პრიზის ფარგლებში მსოფლიოში უმსხვილეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე – Web Summit-ზე გაემგზავრებიან. UNI4VERSE ყოველწლიური ინოვაციების და ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება და სტუდენტებს საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს. წლევანდელი კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკის, ბაზისბანკისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარდა. მასში საქართველოს 32 უნივერსიტეტი ჩაერთო, მთავარი თემა კი ფინანსური განათლება იყო.   კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა ფინანსური სერვისების ინტეგრაციის, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი დაგეგმვის გამარტივების, კიბერუსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის, ბიუჯეტირებისა და დანაზოგების მართვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის ფულადი ნაკადების ანალიზის მიმართულებით იმუშავეს. ჩატარდა საინფორმავიო შეხვედრები, ვორქშოფები, რომელშიც მონაწილეობას 1300-მდე სტუდენტი იღებდა.  გამარჯვებული გუნდი თბილისის ტექნოპარკში გამართულ დემო დღეზე კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაწესებულ 20,000-იან გრანტთან ერთად BTU-ს გამარჯვებულმა გუნდა მიიღო საგზური მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე – Web Summit-ზე გასამგზავრებლად. ბაზისბანკისთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა და ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისება პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების ამაღლებასა და ინოვაციური აზროვნების განვითარებას ემსახურება. საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუსთან“ მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ბაზისბანკის ჩართულობით უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. https://ghn.ge/news/356416-bazisbanki-akhalgazrda-talantebis-mkhardacheras-ganagrdzobs-uni4verse-finedu-s-gamarjvebuli-gundi-web-summit-ze-gaemgzavreba ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2023588763.png 2026-11-10 356416 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის სომხურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ თაქთაქიძემ გახსნეს. გიორგი შარაბიძემ  საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობისა და მათი ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების ადმინისტრირებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პერიოდული გამოცემა „არჩევნები 360˚“, რომელიც მკითხველს  ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს სთავაზობს როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში. გიორგი შარაბიძის თქმით, ჟურნალი ხელმისაწვდომია მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის და რამდენიმე ენაზე გამოიცემა -  ქართულ-ინგლისურ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე. შეხვედრის ფარგლებში ჟურნალის პრეზენტაციასთან ერთად სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სიახლეებზე და მიმდინარე საქმიანობაზე გიორგი შარაბიძესთან ერთად ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა და ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა ისაუბრეს. ნათია იოსელიანმა შეხვედრის მონაწილეებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და ცესკოს ახალი პლატფორმის - დეზინფორმაციის რეესტრის შესახებ გააცნო ინფორმაცია. გიორგი სანტურიანმა კი დეტალურად ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის შესახებ. პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს. პრეზენტაცია ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში 9 ნოემბერს გაიმართა. უნივერსიტეტის სტუდენტებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრას ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მდივანი ქეთი ქარენაშვილი, სამცხე - ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი სოსო პარუნაშვილი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები ჰასმიკ მარანგოზიანი და სეირან კიურეღიანი დაესწრნენ. https://ghn.ge/news/356415-samtskhe-javakhetis-sakhelmtsifo-universitetis-kampusshi-zhurnal-archevnebi-360-is-prezentatsia-gaimarta სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/731801118.jpeg 2026-11-10 356415 ვხედავთ, რომ „ოცნება“ მარცხდება, ნათლად ჩანს, რომ მას თავისი პოლიტიკური ნარატივით გაჯერებული სარჩელით ნამდვილად არ აქვს შესაძლებლობა, დაადასტუროს და დაამტკიცოს, რატომ არის ჩვენი პარტია არაკონსტიტუციური - გიგა ფარულავა ვფიქრობ, საზოგადოება თვალნათლივ ხედავს იმ პროცესებს, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო და, რომლებიც ამ დრომდე მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს პროცესები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა. ფარულავას თქმით, ეს პროცესები მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, როგორც სუბიექტების გაუქმებას არ ისახავს მიზნად, ეს არის „ოცნების“ მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი განსხვავებული აზრის გასაუქმებლად. „მოგეხსენებათ, დღეს ახალი ეტაპი იწყება – ამ შემთხვევაში, კითხვა-პასუხის ეტაპი. ჩვენ თვალს ვადევნებდით პროცესის მიმდინარეობას და, ცხადია, ვხედავთ, რომ „ოცნება“ მარცხდება. საჯარო პროცესებიდან ნათლად ჩანს, რომ მათ, ვინც ამ პროცესებს ობიექტურად აკვირდება და აფასებს, დაინახავს, რომ „ოცნებას“ თავისი პოლიტიკური ნარატივით გაჯერებული სარჩელით ნამდვილად არ აქვს შესაძლებლობა, დაადასტუროს და დაამტკიცოს, რატომ არის, მაგალითად, ჩვენი პოლიტიკური პარტია კონკრეტულ შემთხვევაში არაკონსტიტუციური. ბუნებრივია, ის მარცხდება და ეს პროცესი გაგრძელდება, მათ შორის კითხვა-პასუხის რეჟიმშიც, როდესაც საზოგადოება დაინახავს, რომ მათ არც ერთ კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული, ობიექტური და სამართლებრივი პასუხი არ აქვთ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ. https://ghn.ge/news/356414-vkhedavt-rom-otsneba-martskhdeba-natlad-chans-rom-mas-tavisi-politikuri-narativit-gajerebuli-sarchelit-namdvilad-ar-akvs-shesadzlebloba-daadasturos-da-daamtkitsos-ratom-aris-chveni-partia-arakonstitutsiuri-giga-farulava ვხედავთ, რომ „ოცნება“ მარცხდება, ნათლად ჩანს, რომ მას თავისი პოლიტიკური ნარატივით გაჯერებული სარჩელით ნამდვილად არ აქვს შესაძლებლობა, დაადასტუროს და დაამტკიცოს, რატომ არის ჩვენი პარტია არაკონსტიტუციური - გიგა ფარულავა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/802953791.png 2026-11-10 356414 ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო, ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენელი - ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო. ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენელი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი და ჭეშმარიტი პატრიოტი. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. https://ghn.ge/news/356413-ghrma-mtsukharebas-gamovtkvam-nemo-burchuladzis-gardatsvalebis-gamo-chvenma-sazogadoebam-dakarga-erovnuli-modzraobis-gamorcheuli-tsarmomadgeneli-irakli-kobakhidze v პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/121872886.jpg 2026-11-10 356413 ბრალდება წარედგინა მასწავლებელს, რომელმაც 2000-2001 წლებში, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის ასაკის მოსწავლესთან საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ბრალდებულმა, რომელიც იყო სპორტული წრის მასწავლებელი, არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან - იმ დროს 8-9 წლის ასაკის მქონე არასრულწლოვნთან. „ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" და მე-4 ნაწილით, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენლ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/356422-braldeba-tsaredgina-mastsavlebels-romelmats-2000-2001-tslebshi-tbilisis-ert-ert-skolashi-araertkhel-daamqara-skhvagvari-seksualuri-kontakti-8-9-tslis-asakis-mostsavlestan ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელი იყო და რომელმაც არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის ასაკის მოსწავლესთან სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1586399852.png 2026-11-10 356422 სიმართლე ერთია - „ოცნება“ აგებს ამ პროცესს, მაგრამ პროპაგანდით, ფეიქებით და ტყუილებით ცდილობენ, ეს რეალობაც შეცვალონ - ანა ბუჩუკური ჩვენი სტრატეგია ძალიან მარტივია, მას ჰქვია სიმართლე, როცა სიმართლე შენ მხარეს არის, ცხოვრება უფრო მარტივია, ყოველ შემთხვევაში, სხდომათა დარბაზში, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისი თქმით, თუმცა, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. „სამწუხაროდ, ვცხოვრობთ იმ რეალობაში, როდესაც არა მხოლოდ სიმართლის გამრუდებას ცდილობს „ოცნება“, არამედ მთელი პროპაგანდა აქვს ჩართული, რომ სასამართლო სხდომათა დარბაზში რაც ხდება, იმ რეალობის 100 %-ით შეცვლასაც ცდილობენ. რაც შეეხება მოლოდინებს, მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო პროცესი ისე წავა, როგორც „ოცნებას“ აწყობს. შესაძლოა, კითხვები დააგროვონ და მერე გასცეს პასუხი. ამას, რა თქმა უნდა, პროცესის დაწყებიდან მალევე გავარკვვევთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც სიმართლე არის შენს მხარეს – სიმართლე ერთია. „ოცნება“ აგებს ამ პროცესს, მაგრამ პროპაგანდით, ფეიქებით და ტყუილებით ცდილობენ, ეს რეალობაც შეცვალონ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა. https://ghn.ge/news/356412-simartle-ertia-otsneba-agebs-am-protsess-magram-propagandit-feikebit-da-tquilebit-tsdiloben-es-realobats-shetsvalon-ana-buchukuri სიმართლე ერთია -. „ოცნება“ აგებს ამ პროცესს, მაგრამ პროპაგანდით, ფეიქებით და ტყუილებით ცდილობენ, ეს რეალობაც შეცვალონ - ანა ბუჩუკური პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/374360448.jpg 2026-11-10 356412 ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს - კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე „ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობები დიდ სავაჭრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს იძლევა“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან  ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს. „ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთის მხრივ, ეს არის ლოგიკური შედეგი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთთან გამართული ოფიციალური შეხვედრებისა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა. ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეგობრული და პარტნიორული გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მსგავი მასშტაბის ვიზიტზე ოპოზიციის დუმილი გარე ძალებისგან მიღებული დავალებით იყო განპირობებული. „რა შეფასებები უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას. კრიტიკა რომ დაეწყოთ ცუდი იქნებოდა მათთვის, არაფრის მომცემი, უფრო მეტიც - დამაზიანებელი. შესაბამისად, მათ პატრონებმა უბრძანეს, რომ გაჩუმებულიყვნენ, არანაირი მესიჯი არ გაეჟღერებინათ აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს უსამშობლო, წვრილფეხა აგენტურაც დაემორჩილა პატრონების ბრძანებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. https://ghn.ge/news/356411-aseti-rangis-stumari-bolo-10-tslis-ganmavlobashi-sakartvelos-ar-akhsovs-kakha-kaladze-chinetis-vitse-prezidentis-vizitze კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1285553093.jpg 2026-11-10 356411 არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 8,000 ტონაზე მეტი ვაშლი გადამუშავდა სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა 10-მა საწარმომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე  პერიოდში, 8,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდია 800,000 ლარს აჭარბებს.  არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში.  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე,  მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის. ხილის გადამამუშავებელ საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი ქვეკომპონენტით, რომელიც არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის არის განკუთვნილი. https://ghn.ge/news/356410-arastandartuli-vashlis-realizatsiis-khelshetsqobis-sakhelmtsifo-programis-farglebshi-8000-tonaze-meti-vashli-gadamushavda არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 8,000 ტონაზე მეტი ვაშლი გადამუშავდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/349951469.jpg 2026-11-10 356410 მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა აბსურდულ ბრალდებას, გასულ კვირებშიც ვნახეთ, რომ დემოკრატიული ძალების არგუმენტები ათი თავით უკეთესი, უფრო სწორი და მართალი იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“ აბსურდული ბრალდებები - გრიგოლ გეგელია აბსურდის თეატრი გრძელდება. „ქართული ოცნება“ საკუთარი საბრალდებო დასკვნის წერას აგრძელებს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. გეგელიას თქმით, გასულ კვირებში მთელმა საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად პირწმინდად აგებს ყველა ძირითად არგუმენტში. „მას სიმართლე არ აქვს. მის მხარეს არ არის საქართველოს უახლესი ისტორია. მას არ აქვს არანაირი არგუმენტი, გარდა იმისა, რომ სურს, ჩვენი ქვეყანა რუსული ტიპის დიქტატურად აქციოს – დიქტატურად, რომელიც ჭაობში იქნება ჩაძირული, არ ექნება არანაირი პერსპექტივა და სადაც მილიონ ქართველს უკვე ოფიციალურად ეკრძალება არჩევანის გაკეთების უფლება. ვფიქრობ, ეს, განურჩევლად პოლიტიკური იდეოლოგიისა, შემაშფოთებელი უნდა იყოს და, ჩემი ღრმა რწმენით, ასეც არის ნებისმიერი თავისუფლებისმოყვარე და ადეკვატური ქართველისთვის, თუნდაც ის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იყოს. წარმოუდგენელია, ნორმალურ ადამიანს არ ჰქონდეს პროტესტი იმის გამო, რომ მილიონ მის თანამოქალაქეს საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს უკრძალავენ. რა თქმა უნდა, დღეს კიდევ ერთხელ გვახსენდება, რომ საქართველოს ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ რეჟიმს მსგავსი რამ არ უკადრებია და არ ჩაუდენია. ეს პოლიტიკური უზნეობის ახალი მასშტაბია, როდესაც ვიღაც დასაშვებად მიიჩნევს, რომ მილიონი მოქალაქის პოლიტიკური პარტია აკრძალოს. ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელით არის წარმოებული. გასულ კვირებშიც ვნახეთ, რომ დემოკრატიული ძალების არგუმენტები ათი თავით უკეთესი, უფრო სწორი და მართალი იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“ აბსურდული ბრალდებები. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არანაირი სამხილი. ეს საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაშიც კი ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო საქმეა – სრულიად დაუსაბუთებელი, აბსოლუტურად უსაფუძვლო, აბსურდული და შეთითხნილი მითების საფუძველზე რეჟიმი ეწევა მშვიდობიანი დემოკრატიული ძალების აკრძალვას“, – განაცხადა გეგელიამ. https://ghn.ge/news/356409-mzad-vart-vupasukhot-qvela-absurdul-braldebas-gasul-kvirebshits-vnakhet-rom-demokratiuli-dzalebis-argumentebi-ati-tavit-uketesi-ufro-stsori-da-martali-iqo-vidre-kartuli-otsnebis-absurduli-braldebebi-grigol-gegelia ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას, გასულ კვირებშიც ვნახეთ, რომ დემოკრატიული ძალების არგუმენტები ათი თავით უკეთესი, უფრო სწორი და მართალი იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“ აბსურდული ბრალდებები - გრიგოლ გეგელია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/2006343186.jpg 2026-11-10 356409 ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს - არჩილ გორდულაძე არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ხუთდღიანი დემაგოგიის, პოლიტიკურ ტრიბუნად სასამართლოს სხდომის გადაქცევის, ტყუილების, ფაქტებით მანიპულირების კასკადის შემდეგ, დღეს დაიწყება სასამართლო პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „მზად ვართ, კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი, კონსტიტუციის დარღვევის მცდელობები თუ განხორციელებული ფაქტები. ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს. მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს ე.წ. პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთი მხრიდან იმართებიან, გაერთიანებული არიან, ერთ ორგანიზმად პოზიციონირებენ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ერთმანეთის მიმართ პიროვნული ანტიპათიები ახასიათებთ. დავალების შესასრულებლად ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ, ერთსა და იმავეს აკეთებენ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ. ამასთან, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტმა ისე ჩაიარა, თითქოს ოპოზიციისთვის ასეთი ფაქტი არ არსებობდა. „მათი ე.წ. მედიები, პარტიული დანაყოფები, არ აშუქებდნენ ან ცდილობდნენ სადღაც ბოლო ნიუსად გაეშვათ და გაევრცელებინათ. კიდევ ერთხელ დასტურდება, ისინი თანხვედრაში არიან, როდესაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა ხდება. ამავდროულად, 2012 წლიდან დღემდე, ბოლო პარტიის დაფუძნების დღიდან, პირდაპირ ეს პარტიები ჩართულები არიან არაკონსტიტუციურ საქმიანობაში. ჩვენ არ გვაქვს უფლება, 2004-2012 წლები დავივიწყოთ და არ შევაფასოთ სამართლებრივადაც. მთავარია, რომ ამ ადამიანებისათვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპი უბრალოდ არ არსებობს. ფეხქვეშ თელავენ ადამიანების გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის ნებას და ცდილობენ, გარე მმართველობა დაამყარონ ქვეყანაში. ჩვენი ვალია, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდის, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლომაც შეაფასოს მათი ანტიკონსტიტუციური ქმედებები. რაც თავის შინაარსით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ისევ ქართული დემოკრატიისათვის, ოპოზიციური ველზე არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ, არამედ ისეთი პარტიები, რომელთათვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი და მათთან გვექნება ჩვენ პოლიტიკური კამათი და არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის მხოლოდ დაცვაში ამ უცხო ძალების ნების გამტარებელი პარტიებისა თუ პირებისა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ. https://ghn.ge/news/356408-chveni-mizania-sakonstitutsio-sasamartlom-sheafasos-partiebis-antikonstitutsiuri-kmedebebi-rats-kartul-demokratias-ganvitarebis-shesadzleblobas-mistsems-archil-gorduladze ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/174062014.png 2026-11-10 356408 მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს „პარიზის მშვიდობის ფორუმში“, რომლის ფარგლებშიც იმართება ბავშვთა საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტი. ღონისძიების ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ასევე დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ მიღებას. https://ghn.ge/news/356407-maka-bochorishvili-monatsileobas-miighebs-parizis-mshvidobis-forumshi მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/681236531.jpg 2026-11-10 356407 ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის: „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“ მცენარე „კანაფი“ და „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://ghn.ge/news/356406-narkodanashaulis-braldebit-sami-piri-daakaves-amoghebulia-skhvadaskhva-sakhis-gansakutrebit-didi-odenobit-narkotiki სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-11/1575726782.png 2026-11-10 356406