საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდი მტრობა ეთნიკური შუღლისა და დაპირისპირების დათესვის მცდელობაა. ამის შესახებ ბაქრაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ განაცხადა და დეპუტატებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
"კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, ნებით და უნებლიეთ, ემიციით ან ტკივილით, ნუ გავხდებით იმ თამაშის მონაწილე, რომელიც მხოლოდ ერთ მტერს აწყობს. დღეს თითოეული ჩვენთაგანის დიდი მიღწევა არის ის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თანაბარია. ამ ქყევნისთვის ყველაზე დიდი მტრობა, არის საქართველოში ეთნიკური შუღლისა და დაპისირპირების დათესვის მცდელობაა, ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, ნებით და უნებლიეთ, ემიციით ან ტკივილით ნუ გავხდებით ამ თანაშის მონაწილე, რომელიც მხოლოდ ერთ მტერს აძლევს ხელს დღევანდელ სიტუაციაში და შემდეგ თქვან, რომ საქართველოში ამ თვალთაზრისით რამე პრობლემაა. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს პატივიცემას და სიყვარულს ჩვენი მეზობელი ხალხების მიმართ და კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩვენს ტკივილს სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხის ტკივილის მიმართ. მესმის, ემოციები თქვენი ბრალი არ არის, მაგრამ ალბათ მაინც უნდა შევეცადოთ ასეთ მგრძნობიარე თემებთან დაკავშირებით სამომავლოდ თავშეკავებით ვიყოთ", - მიმართა ბაქრაძემ დეპუტატებს.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის დარბაზში არ იქნება არცერთი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფს მოძმე სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხს და ის ტკივილი და ტრაგედია, რომელიც მოძმე ერებმა გაიარეს, საქართველოს ტკივილი და ტრაგედიაცაა.
"მაგრამ ამ ტრაგედიას არ სჭირდება სხდომათა დარბაზში პოლიტიკური გამოსვლები და ისეთი ფომით სპეკულაცია, როგორც ამას ზოგიერთი დეპუტატი აკეთებს. ნუ ავყვებით პროვოკაციულ განცხადებებს და გამოსვლებს. ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის მცნება ძალიან მყარად დამკვიდრდა, ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად, ჩვენ ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ერთი და იგივე უფლოებებისა და ღირებულებების მატარებელი ხალხი ვართ", - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტში დღეს ხელჩართული ინციდენტი მოხდა. შემთხვევა "ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას გამოსვლას მოჰყვა, რომელის საქართველოს პარლამენტის მიერ, ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას შეეხო და იკითხა, თუ რას აპიარებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სომხების გენოციდთან დაკავშირებით.
მისმა გამოსვლამ ერთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატი აზერ სულეიანოვი გააღიზიანა, იგი მიეჭრა ტრიბუნაზე მდგარ ბაღათურიას და ვაზელინის ე.წ ტუბიკი ესროლა, რასაც დარბაზში ხელჩართული ინციდენტი მოჰყვა.