"ქრისტიან-დემოკრატები" ომის ყველა მონაწილისთვის სტატუსის მინიჭებას და შესაბამის შეღავათებს ითხოვენ. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დიდი სამამულო ომის ვეტერანები ხელისუფლებას წელიწადში ერთხელ მაინც ახსენდება, ხოლო საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლებისთვის ვეტერანის სტატუსი დღემდე არ გაუმეტებია.
,,ომის ვეტერანებს 9 მაისს მაინც გაიხსენებთ და დაასაჩუქრებთ. ცხინვალის ომში, აფხაზეთში, ავღანეთში მებრძოლი ბიჭებისთვის კი ხელისუფლებამ სტატუსიც კი ვერ გაიმეტა. ასეთი მიდგომა გმირი ბიჭების მიმართ საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ მათ არ ექნებათ მოტივაცია იბრძოლონ სახელმწიფოს ინტერესებისთვის. ამიტომ ეს ადამიანები უნდა იყონ დაფასებული, მიენიჭოთ ვეტერანის სტატუსი და ყველა მათგანი იყოს დაზღვეული", - განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას ხელისუფლება სურვილის შემთხვევაში 9 მაისამდეც მოასწრებს და ქვეყნის 8 მილიარდიან ბიუჯეტს ეს ცვლილებები ,,არ დააქცევს,,