ტაჯიკეთი დაინტერესებულია თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის შენარჩუნებით. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ"ბი-ბი-სი" ავრცელებს.
სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ მხარეები დააჩქარებენ მოლაპარაკებათა პროცესს ტაჯიკეთში რუსული სამხედრო ყოფნის შეთანხმების გასაფორმებლად.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე ხნის წინ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ 2008 წლის შემდეგ პირველად უახლოეს მომავალში რუსულმა არმიამ საბრძოლო ვითარებაში უნდა იმოქმედოს. თავდაცვის უწყებაში ამის ერთ-ერთ მიზეზად ავღანეთში ნატოს სამხედრო კონტიგენტის შემცირება დაასახელეს, რასაც შესაძლოა დსთ-ს ქვეყნებში ამ ქვეყნიდან რელიგიურ-ექსტრემისტული დაჯგუფებების გადმოსვლა მოჰყვეს. ეს უპირველესად ეხება ტაჯიკეთს, უზბეკეთსა და ყირგიზეთს.
მასალის გამოყენების პირობები