"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას ქუთაისელების რეალურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებენ. როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ხელისუფლებამ ქუთაისი "ფეხებზე დაიკიდა".
მისი თქმით, ხელისუფლებისათვის მთავარი პიარაქციები და აღლუმების ჩატარებაა და არა იმ ძირეული პრობლემების მოგვარება, რომლებიც ქუთაისში არის შექმნილი.
"ქუთაისში წყალი და ელექტროენერგია 50 თეთრი რატომ უნდა ღირდეს? ხალხი წყლის მრიცხველებში 100 ლარს რატომ უნდა იხდიდეს? წყალი, გაზი და გზა ისევ პრობლემად რჩება მაშინ, როცა ქუთაისი მეორე დედაქალაქად ცხადდება. ვფიქრობ, მოსახლეობას ამაზე სწორი და ადეკვატური დამოკიდებულება ექნება" -- აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ და დასძინა, რომ ქუთაისელებს ყველა ათყუებს და განსაკუთრებით ხელისუფლება.