დღეს ჩილეს დასავლეთ სანაპიროზე 6.4 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური იუწყება. მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალი და სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობა ჯერჯერობით არ არის დადგენილი. ქალაქ კონსეპსიონის სიახლოვეს, სადაც დღეს დაფიქსირდა მიწისქვეშა ბ...
დავით აღმაშენებლის გამზირს კიდევ ერთი თანამედროვე დასასვენებელი ადგილი შეემატა. ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღის (ყოფილი გოფილექტის ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაო 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო. ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. დამონტაჟდა დეკორატიული სანათები, ორიგინალური დასასვენებე...
2 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღესთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით და მხარდაჭერით საბავშვო ბაღების უფროსი ასაკის ჯგუფის აღსაზრდელებისათვის (80 ბავშვი ) მოეწყობა ექსკურსია მთაწმინდის პარკში. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გარდა ატრაქციონებით მომსახურებისა...
წლის დასაწყისიდან ნავთობის მსოფლიო ფასი იზრდებოდა. წლის დასაწყისში ნავთობის ფასი ლონდონის სანავთობო ბირჟაზე შეადგენდა 95 დოლარს/ბარელზე, ხოლო აპრილის ბოლოს მიაღწია ყველაზე მაღალ მაჩვენებელს (1 ბარელი ნავთობის ფასი იყო 125 დოლარი/ბარელზე). ამ პერიოდში საქართველოს საცალო ბაზარზე საწვავის ფასის მატება მოხდა 5-ჯერ 5-5 თეთრის ...
ხვალ, 2 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება VI საერთაშორისო ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე" დასკვნითი კონცერტი, სადაც სხვა ნაწარმოებებთან ერთად შესრულდე...
1. 2006 წელს მან "გრემი" მოიგო ნომინაციაში "სალაპარაკო ჟანრის საუკეთესო ალბომი". 2. 2005 წელს ობამამ მეუღლესთან ერთად იყიდა სახლი ჩიკოგოში, რომელშიც 1,5 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. 3. მეუღლის, მიშელ ობამას თქმით, ბარაკი ძალიან რომანტიკული ადამიანია და ხშირად სჩუქნის მეუღლეს ყვავილე...
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის ორმა ვარსკვლავმა, სოპრანო ანა ნეტრებკომ და ტენორმა ჯოზეფ კალეხამ, იაპონიაში დაგაგეგმილი ტური გაურკვეველი დროით გადადეს. არჩასვლის მიზეზად იაპონიაში არსებული რადიაციული ფონი დაასახელეს. მათ ამით პრობლემა შეუქმნეს მეტროპოლიტენის საოპერო დასს, რომელთაც ტოკიოში წარმოდგენა ჰქონდათ დაგეგმილი. წარ...
კომპანია "რუსეთის რკინიგზამ" ე.წ. აფხაზური რკინიგზის "ვესიოლოე-სოხუმის" მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაო დაასრულა. განცხადება ამის შესახებ "რუსეთის რკინიგზის" პრეზიდენტმა ვლადიმერ იაკუნინმა გააკეთა."მოდერნიზაცია მთავრობათაშორისი შეთანხმების თანახმად დავასრულეთ", _...
სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ბადრი ბიწაძეს გირაო მხოლოდ იმისთვის შეუფარდეს, რომ გამოჩენილიყო."სრული მარაზმია ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს ბადრი ბიწაძის მიმართ. გირაო იმიტომ შეუფარდეს, რომ გამოჩენილიყო. ამ შეთითხნილი ბრალდებისთვის კი გირაოს არავინ გადაი...
დევნილთა სამინისტროსა და კომპანია "ნიკორას" ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დევნილი ბავშვებისთვის აქცია გაიმართა. ღია ავტობუსით თბილისში ექსკურსიის შემდეგ მასპინძლებმა ბავშვებს კინოთეტრში უმასპინძლეს. აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები "3 D" ფორმატის ფილმის "კარიბის ზღვი...
მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ წირვა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში აღავლინა."წმინდა ნინომ გაიგო, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხ...
ხვალ, 2 ივნისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსტრო მიხეილ გურამიშვილის სახელობის პედიატრიულ კლინიკის" მფლობელს გამოავლენს. კლინიკის საწყისი ღირებულება 1,680 მლნ. ლარია და მისი გასხვისება 2 ივნისისთვის ჩანიშნულ ელექტრონულ უქციონზე იგეგმება."მიხეილ გურამიშვილის სახელობის პედიატრიულ კლინიკა...
ხვალ, 2 ივნისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის რიგგარეშე საერთო კრება გაიმართება. კრებაზე განხილული იქნება საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპები და დებულებები. კრებაზე სიტყვით გამოვა შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე. კრება...
1-ელ ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 23 400 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.330%-ით, მაქსიმალური 9.480%-ით, ხოლო საშ...
1-ლი ივნისიდან ძალაში შევიდა "საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების" წესი. ეს წესი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოამზადა და იმ რეფორმის ნაწილია, რომელიც ქვეყნის მთავარმა ბანკმა საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით გასული წლიდან დაიწყო. დღ...