ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა, რომელიც მკურნალობის კურსს კუბის დედაქალაქ ჰავანში გადის, გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ხმები უარყო.
ჩევესმა პირადად დარეკა სახელმწიფო ტელეევიზიაში და განაცხადა, რომ ცოცხალია.
"როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს ვიცხოვროთ ჭორების პირობებში. ეს ბინძური ფსიქოლოგიური ომის განუყრელი ნაწილია", - განაცხადა ჩავესმა.
ვენესუელის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გადატანილი ოპერაციის შემდეგ ძალებს იკრებს და ამჟამად, ექიმების მკაცრი მეთვალყურებოს ქვეშ იმყოფეება.
ბოლოს ჩავესმა საჯარო განცხადება ცხრა დღის წინ გააკეთა. ამ ხნის განმავლობაში მისი გაუჩინარება გახდა პრეზიდენტის გაარდაცვალების შესახებ ხმების გავრცელების მიზეზი.
ჩავესი სამშობლოში დაბრუნებას 26 აპრილს გეგმავს. თუმცა მას კიდევ მოუწევს სხივური თერაპიის რამდენიმე ეტაპის გავლა.