საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია - დღეიდან, ცხრიდან ცხრავე მოსამართლე ზონდერია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილის დანიშვნას ეხმიანება.
როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნებისთვის“ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება მაინც სხვაა“.
“საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია. უზენაესმა სასამართლომ დღეს ბოლო ვაკანსია შეავსო და მოსამართლედ კლანის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ზონდერი, სერგო მეთოფიშვილი დანიშნა. დამიჯერეთ, ამაზე უარესის პოვნა იმ კლანშიც კი გაგიჭირდებათ
დღეიდან, ცხრიდან ცხრავე მოსამართლე ზონდერია. განსხვავებული აზრიც კი აღარ დაიწერება. პარტიების გაუქმების სარჩელს რატომ ამატეს „ქოცებმა“ თითო-თითო პარტია, ახლა მაინც ხომ ცხადია? - იმ მომენტამდე ჭიმეს განხილვის ვადები, სანამ განსხვავებული აზრის დამწერიც კი აღარ იქნებოდა შემადგენლობაში და ამ 1000%-იანი ანტიკონსტიტუციური აბსურდის დაკმაყოფილებისას ზონდერი მოსამართლეებისთვის ოდნავი დისკომფორტის შემქმნელი გარემოებაც კი გამოირიცხებოდა. როგორც ჩანს, „ქოცებისთვის“ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება მაინც სხვაა”, - წერს გვარამია.