ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! მალაპარაკეთ თუ შეიძლება! ამის შემდეგ თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას პროცესზე, სადაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა დააყენა.
ნიკა გვარამიამ მოსამართლე რევაზ ნადარიას მიმართა, რომ მისი განჩინებით კანონი დაარღვია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გვარამიასგან მოითხოვა დაეკონკრეტებინა, თუ რომელ განჩინებას გულისხმობდა, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა.
გვარამია: "დასკვნას, ვინაიდან და რადგანაც ვერ დაეყრდნობა საკონსტიტუციო სასამართლო, იმიტომ რომ არ არსებობს ბუნებაში მსგავსი დოკუმენტი, რომელიც მტკიცებულებითი ხასიათისაა. თუ დასკვნას აპირებთ რომ დაეყრდნოთ, მაშინ დასკვნის სამართლიანობა უნდა გამოვიკვლიოთ. დასკვნას ვერ დაეყრდნობით, დასკვნაში მოყვანილ ფაქტებს შეიძლება დაეყრდნოთ, ჩვენ არ ვიცით, ეს ფაქტები რომელია, ამიტომ, რაც არის მოყვანილი მხარის მიერ, ყველა უნდა გამოვიკვლიოთ. ლინკებით მოტანილი მტკიცებულება, მე არ ვიცი, რას ეყრდნობა სასამართლო, როცა იძახის, რომ ეს არის მტკიცებულება და მატერიალური ფორმით მტკიცებულება, არ უნდა იყოს მოტანილი. მე არ ვიცი, ამას როცა ამბობთ, რას ეყრდნობით. პირდაპირ გეუბნებით, რომ ინკვიზიციურობა არ გამოიყენეთ, კანონის დარღვევით, მტკიცებულებაში რაც მიუთითეთ, არის სრული კანონდარღვევა. თქვენივე გადაწყვეტილებებს მიგითითებთ, სადაც სახელი და გვარი მოწმის დადგენილი არ არის და თქვენ თავად ადგენთ, და ეგ არ არის არგუმენტი, რომ ჩვენა რ გვაინტერესებს, წინა კოლეგიებმა რა დაადგინეს. ასეთი რამე სასამართლოსგან არ გამიგია". ["ტვ პირველ
ნადარია: "რა კანონდარღვევაზე ამბობთ, ბატონო ნიკა?"
გვარამია: "თქვენი განჩინებით, კანონი დაარღვიეთ".
ნადარაია: " იმ განჩინებას ვიხილავთ, რომელიც თქვენ არ მოგწონთ და ძალიან გული დაწყდათ, რომ არ დავაკმაყოფილეთ, იმიტომ რომ უსაფუძვლო იყო?"
გვარამია: "თუ ჩვენ აქ კამათს ვაპირებთ, ასე არ გამოვა, თქვენ თვენი საპროცესო უფლებებ გაქვთ, მე ჩემი, რომელიც ძალიან კარგად ვიცი. შეიძლება ვინმემ არ იცის, მაგრამ მე ვიცი, ამიტომ მალაპარაკეთ თუ შეიძლება".
ნადარაია: "თქვენ ისიც გგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ, მაგრამ ასე არ არის".
გვარამია: "ამის შემდეგ აცილების შუამდგომლობას დავაყენებ თქვენსას, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ... შუამდგომლობას ვასაბუთებ იმით, რითიც ვთვლი საჭიროდ და ძალიან გთხოვთ, ნუ მაწყვეტინებთ, თქვენ აქტი არის სასამართლო პრაქტიკა. ძალიან გთხოვთ, მაცადოთ, საუბარი..."
ნადარაია: "ილაპარაკეთ კონკრეტულად ამ შუამდგომლობაზე და ნუ იხილავთ იმას, ჩვენ როდის რა დავაკმაყოფილეთ".
გვარამია: "თქვენი განსახილველი არ არის, მე რას ვიხილავ!"
ნადარაია: "ზუსტად ჩემი განსახილევლი, რას ილაპარაკებთ თქვენ. ახლა ან დაემორჩილებით სასამართლოს, ან ..."
გვარამია: "მე ვასაბუთებთ შუამდგომლობას და მაცადეთ, ასე ცამხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!"["ტვ პირველი"]