ამერიკელი სამხედროები ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც დარჩებიან. განცხადება ამის შესახებ კოლუმბიაში სამუსაო ვიზიტით მყოფმა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტტამ გააკეთა.
მისი განმარტებით გასულ კვირას ქაბულსა და ვაშინგტონს შორის მიღწეულ შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელებასაც ითვალისწინებს. სამშვიდობო მისიის ხანგრძლივობა და ფორმატი კი ნატოსა და ავღანეთის ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს.
დღემდე არსებული შეთანხმებით აშშ-მ ავღანეთიდან სამშვიდობოების გაყვანის პროცესი 2014 წელს უნდა დაასრულოს.