ევროსაბჭომ რუსეთის ფედერაცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ამის მიზეზი ამჯერადაც რუსეთის პრეზიდენტო არჩევნები გახდა. სპეცილაური ანგარიში პარლამენტარმა ტინი კოქსმა მოამზადა, რომელიც მოსკოვში არჩევნების პროცესს პირადად აკვირდებოდა.
ანგარიშის იმ ნაწილში სადაც საარჩევნო ადმინისტრაციასა და კანდიდატების რეგისტრაციაზეა საუბარი წერია, რომ რუსეთის მთავრობამ უკანონოდ გახსნა საარჩევნო უბნები ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
ციტატა რეზოლუციიდან: "რუსეთის მტავრობამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში საარჩევნო უბნები გახსნა, იმისათვის, რომ ამ რეგიონებში მცხოვრებ რუსული პასპორტების მქონე ადამიანებს მონაწილეობა მიეღოთ საპრეზიდენტო არჩევნებში. მსგავსი საარჩევნო უბნების არსებობა სეპარატისტულ რეგიონებში შეშფოთებას იწვევს ორი მიზნით - პირველ რიგში - ამ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნა დე-იურე მთავრობის აშკარა თანხმობის გარეშე არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ასამბლეის მიერ.
მეორე - ამ რეგიონებში მაცხოვრებელი ადამიანების უმრავლესობა თუ არა ყველა, რუსეთის მთავრობის მიერ ჩატარებული პასპორტიზაციის პოლიტიკის წყალობით რუსული პასპორტის მფლობელია.
პასპორტიზაციის ეს პოლიტიკა ტალიავინის დასკვნაშიც გაკრიტიკებულია და ასევე ასამბლეის მიერ რუსეთ-საქართველოს ომზე მიღებულ რეზოლუციაში, როგორც საარჩევნო ნორმების დარღვევის უხეში ფაქტი", - ნათქვამია ანგარიშში.