რუსული მედია იუწყება, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა მმართველი პარტია "ედიანაია რასია" დატოვოს. ჟურნალისტები ვადაუდობენ, რომ მოქმედმა პრემიერმა შესაძლოა ეს გადაწყვეტილება დღესვე მიიღოს.
ამჟამად ვლადიმერ პუტინი პარტიის წარმომადგენლებს ხვდება, შეხვედრაზე ფორმალური საკითხების გარდა სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების ფონზე პარტიის პოლიტიკური საქმიანობის საკითხიც უნდა განიხილონ.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ იმ შემთხვევაში თუ პრემიერი "ედინაია როსიას" მმართველის თანამდებობას დატოვებს ამ პოსტს გაუქმებენ, ან მას მოქმედი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაიკავებს.