საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ფრანსუა ოლანდთან დამარცხდა, თავისი ახალი კამპანიის პირველი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკიდურესად მემარჯვენე "ნაციონალური ფროტის" ამომრჩევლების ინტერესებს დაუთმო.
"ფრანგებს ბრალს დებენ ხოლმე უკიდურესი მიმდინარეობების მხარდაჭერაში, მათ შორის "ნაციოონალური ფრონტის" კანდიდატის სასარგებლოდ. მე მათ ბრალს არ ვდებ. როგორი არჩევანიც არ უნდა გაგეკეთებინათ, თქვენ ეს არჩევანი გააკეთეთ იმ კანდიდატის სასარგებლოდ, რომელსაც უფლება ქონდა საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა. მადლიერი და უმადური არჩევანი არ არსებობს", - განაცხადა სარკოზიმ სენ-სირ-სიუ-ლაურისს კომუნაში სიტყვით გამოსვლისას.
პოტენციური ამომრჩევლებისადმი მიმართვაში სარკოზმის არნიშნა, რომ "თავს უფლებას არ აძლევს განსაჯოს ის ფრანგეები, რომელთა გაჭირვება მას არ განუცდია".
საკოზიმ აღნიშნა, რომ იგი ვერ მოითმენს, რომ უზრუნველყოფილებმა გაჭირვებაში მყოფნ თანამოქალაქეებს მორალი ასწავლონ.
სარკოზიმ თქმით, მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან, უსაფრთხოება, ევროპული საზღვრების დაცვა, საფრანგეთში სამრეწველო წარმოების დაბრუნება და ევროპული პროტექციონიზმი.
სოციალისტები კი ამტკიცებენ, რომ სწორედ სარკოზიმ გააღარიბა ის ხალხი, რომლებმაც "ნაციონალურ ფროტს" დაუჭირეს მხარი.
შეგახსენეებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 6 მაისს გაიმართება. მასში მონაწილეობას ფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი მიიღებენ.