ბრაზილიელმა მსახიობმა ტიაგო კლიმეკმა, რომელიც ქრისტეს აღდგომისადმი მიძღვნილ სპექტაკლში თამაშობდა, იუდას თვითმკვლელობის სცენის თამაშისას თავი მართლა, შემთხვევით, ჩამოიხრჩო.
27 წლის მსახიობი თოკზე ოთხი წუთის განმავლობაში ეკიდა, მანამ ვიდრე სხვა მსახიობები მიხვდნენ, რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან ჰქონდათ.
როდესაც კლიმეკი თოკიდან ჩამოსხნეს, იგი უგონო მდგომარეობაში იყო. იგი ქალაქ იტარარის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც უმძიმესი მდგომარეობის გამო კვირას გარდაიცვალა.
ამჟამად პოლიცია იკვლევს მოწყობილობას, რომელსაც მსახიობი უნდა შეემაგრებინა, მაშინ როდესაც იგი სცენაზე იუდას თვითმკვლელობის სცენას ითამაშებდა, მას შემდეგ რაც ქრისტეს გასცემდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. მსახიობს ექსპერტიზაც ჩაუტარდება.