გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარს 10 ნოემბერს ბერლინში შეხვდება. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა იქნება.
ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.
„დელეგაციების მოლაპარაკებებისა და სამუშაო სადილის ფარგლებში, რომელშიც ცალკეული მინისტრებიც მიიღებენ მონაწილეობას, განიხილავენ ევროპასთან, თავდაცვასთან, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და უკრაინის შემდგომ მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებს“,- ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.
შეხვედრა 10 ნოემბერს, სამშაბათს, ბერლინში, კანცლერის უწყებაში გაიმართება.