აშშ ადასტურებს, რომ ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა არ გაიმართება. ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა.
ვიქტორია ნულანდმა ასევე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ალიანსმა თავად მიიღო.
გასულ კვირას ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოთქვა სურვილი, რომ სამიტის ფარგლებში ავღანეთის თემაზე გამართულ შეხვედრებს რუსული მხარეც დაესწროს, თუმცა ამაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან სერგეი ლავროვისგან პასუხი არ მიუღია.