2012 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი-ზებული ვაჭრობის გარეშე) 2244 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 539 მლნ. აშშ დოლარი იყო (16 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 1706 მლნ. აშშ დოლარი (17 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-მარტში 1167 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 52 - პროცენტი შეადგინა.
"საქსტატის" ინფორმაციით, 2012 წლის იანვარ-მარტში წინა წლებთან შედარებით ექსპორტი გაზრდილია. განსაკუთრებით დიდი ზრდაა 2009 წლის იანვარ-მარტთან შედარებით (147 პროცენტი).