ვულოცავ ჩემს მეგობარ ლუის ინასიუ ლულა და სილვას არჩევნებში გამარჯვებას, ბრაზილიაში დემოკრატიამ და მრავალმხრივობამ გაიმარჯვა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
„ვულოცავ ჩემს მეგობარ ლუის ინასიუ ლულა და სილვას არჩევნებში გამარჯვებას, ბრაზილიაში დემოკრატიამ და მრავალმხრივობამ გაიმარჯვა. ევროპისა და ბრაზილიის პარტნიორობა წარმატებით ვითარდება. მომდევნო წლების განმავლობაშიც თქვენს გვერდით ვიქნებით. ერთად გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას თავისუფალი და ღია ვაჭრობისთვის, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისა და კლიმატის დაცვის მიმართულებით ამბიციური მიზნების მისაღწევად“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გაიმარჯვა და ბრაზილიის პრეზიდენტი მეოთხე ვადით გახდა.