ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელებს, - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა კრისტიან უიგანდმა "ევროსკოპის" შეკითხვის პასუხად განაცხადა.
"ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელებს. მათ შორის, რა თქმა უნდა, იმ მოვლენებსაც, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ვითარდება. ეს მოვლენები საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მანამდე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, მიუთითებს მართლმსაჯულების სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზაციაზე. ეს ქმნის ფუნდამენტური თავისუფლებების, დემოკრატიული პლურალიზმისა და სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციისთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და გავაგრძელებთ მათზე დაკვირვებას", - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.