"სახალხო კრება" პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა სოციალური დაცვას მოითხოვს. აღნიშნულ საკითხს "სახალხო კრებამ" სპეციალური ბრიფინგი მიუძღნა და განცხადება გაავრცელა.
"სახალხო კრება", ისევე როგორც მთელი ქართული საზოგადოება, ზოგადად წინააღმდეგია, სოციალური დაცვის თვალსაზრისით, პრივილიგირებული ჯგუფების არსებობისა, მაგრამ თუ დღევანდელი ხელისუფლება მაინც ახდენს ასეთ დიფერენციაციას, მაშინ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა სოციალური დაცვა", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო კრება მიიჩნევს, რომ საბჭოური პერიოდიდან მოყოლებული სამწუხაროდ დღემდე გრძელდება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა დევნა. ყოფილი საბჭოელი აქტივისტების მსგავსად, დღევანდელი ხელისუფლებისგანაც ხდება მათი უფლებების შელახვა.
"1997 წლის 11 დეკემბრის `საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ~ კანონით, დაწესებული შეღავათები დღეს ფაქტიურად აღარ არსებობს. ამ კანონში ბოლო წლების განმავლობაში, შესწორებებისა და დამატებების შეტანის გზით, დღევანდელი ხელისუფლება მიზანმიმართულად ახდენს რეპრესიებისაგან დაზარალებულთა სოციალური მდგომარეობის გაუარესებას. ფაქტიურად მოხდა შეღავათების ანულირება, გაუქმდა: აუცილებელი სამედიცინო დაზღვევა; საქალაქო ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლება; წლობით არსებული შეღავათები კომუნალურ გადასახა¬დებ¬ზე (50%-იანი შეღავათი გაზზე, ელექტრო ენერგიაზე, წყალზე, ტელეფონზე, დასუფთავებაზე და სხვა).
რაც შეეხება კომპენსაციის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს, დღეს რეპრესირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ხელისუფლებამ შექმნა ისეთი კანონი, რომ აზრი არა აქვს კომპენსაციის მიღების მცდელობასაც კი.
პოლიტრეპრესირებულთა უფლებების დაცვისადმი ასეთი არაადამიანური დამოკიდებულება კიდევ ერთხელ აჩვენებს დღევანდელი ხელისუფლების რეალურ სახეს, რომ ისინი შორს არიან დემოკრატიის ელემენტარული პრინციპებსგანაც კი, რომ მათთვის მიუღებელია ყველა თავისუფლებისმოყვარე, რეჟიმისაგან განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქე.
"სახალხო კრება" მოითხოვს შეწყდეს პოლიტრეპრესირებულთა უფლებების დარღვევა და აღუდგეთ მათ 1997 წლის კანონით გათვალისწინებული შეღავათები", - აღნიშნავს სახალხო კრება.