ლიბია და ერაყი რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის აღდგენით დაინტერესებულნი არიან. ეს განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა გააკეთა, რომელიც მთავრობაში თავდაცვით სფეროს კურირებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ერაყსა და ლიბიაში რეჟიმების შეცვლის შემდეგ მრავალი ექსპერტი ამ ქვეყნების იარაღის ბაზარს რუსეთისათვის დაკარგულად აფასებდა.
"არის დიდ ინტერესი ლიბიის სამხედრო ხელმძღვანელობისა და ერაყის ხელმძღვანელობის მხრიდან",_ განაცხადა როგოზინმა.