რუსეთის ფედერაციის ახალი სამხედრო დოქტრინის შემუშავება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. ეს განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა გააკეთა, რომელიც მთავრობაში თავდაცვით სფეროს კურირებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
როგოზინის თქმით, სამხედრო დოქტრინის შემუშავება "მაისის შუა რიცხვებიდან" დაიწყება.