რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული წინააღმდეგობები ხელს არ უნდა უშლიდეს ამ ქვეყნების ხალხებს შორის ურთიერთობას, _ განაცხადა დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ევროპული და აზიური მედიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
"ის, რომ ჩვენსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობები დანგრეულია - ეს ფაქტია. რუსეთისა და რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია კი ჩვენი ბრალი არ არის",_ განაცხადა დიმიტრი მედვედევმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობას არ აპირებს.
"არ ვაპირებ საქართველოს ახლანდელ პრეზიდენტთან ურთიერთობას იმიტომ, რომ მომხდარის ჩვენ-ჩვენი შეფასებები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. სააკაშვილზეა პირადად იურიდიული პასუხისმგებლობა მომხდარ დანაშაულებებზე", _ აცხადებს მედვედევი.
ამავე დროს, მედვედევი აცხადებს, რომ "ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეების ისტორია არსებობს და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ყველაფერი პოზიტიური რაც აქამდე იქნა გაკეთებული - ეს პირველია".
"ჩვენ არ უნდა გავექცეთ ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტას",_ განაცხადა მედვედევმა.