ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები კიდევ ერთი წლით - 2027 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივა.
გადაწყვეტილება მიღებულია ევროკავშირის ლიდერების 2026 წლის 18–19 ივნისის შეხვედრის შემდეგ, სადაც შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების კიდევ ერთი წლით გაგრძელებაზე.
ეს ეკონომიკური ზომები პირველად 2014 წელს დაწესდა და 2022 წლის თებერვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაფართოვდა რუსეთის უკრაინაზე განხორციელებული სრულმასშტაბიანი, არამართებული და უკანონო სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.
მოქმედი სანქციები მოიცავს ძირითად სექტორებს, მათ შორის ვაჭრობას, ფინანსებს, ენერგეტიკას და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს. ასევე აკრძალულია რუსული ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტი და საზღვაო ტრანსპორტირება ევროკავშირში, შეზღუდულია ტრანზაქციები რიგ ფინანსურ ინსტიტუტებთან და კრიპტო სერვისების მიმწოდებლებთან როგორც რუსეთში, ასევე მესამე ქვეყნებში. გარდა ამისა, შეჩერებულია ევროკავშირში კრემლის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული მედიის მაუწყებლობა და ლიცენზიები. სანქციები ასევე ითვალისწინებს შეზღუდვების გვერდის ავლის წინააღმდეგ ზომებს.
ევროკავშირი აცხადებს, რომ მოქმედ ზომებს შეინარჩუნებს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ნაბიჯებსაც გადადგამს, ვიდრე რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევას.