მედიის ცნობით, 25 ივნისის საღამოს კიევში აფეთქებების ხმა გაისმა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ქალაქის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა დაფიქსირდა, ხოლო მისი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის საჰაერო ძალებმა თავდაპირველად ბალისტიკური სარაკეტო დარტყმის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ რაკეტა კიევის მიმართულებით მოძრაობდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა.
კლიჩკოს განცხადებით, კიევის დარნიცკის რაიონში სასაწყობე შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები გრძელდება.