„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ექიმის განცხადებით, ძლიერი ტკივილების გამო, პოლიტიკოსს სრულფასოვანი კვლევა ვერ ჩაუტარდა.
ექიმ მაკა იოსელიანის თქმით, ელენე ხოშტარიას კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს.
"პაციენტის გასინჯვის შედეგად რამდენიმე სახსრის დაზიანება გამოვლინდა როგორც პერიფერიული, ისე ცენტრალური, საუბარია წვრილ სახსრებზე, ფალანგებზე, მუხლებზე, მენჯ-ბარძაყებზე, რომელთა ნაწილის გასინჯვა ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილის გამო, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს ამის მცდელობა ჰქონდა.
რადიოლოგიურ კვლევას გავეცანი, რომელიც 2026 წლის აპრილის თვეში არის ჩატარებული, იქ ვლინდება რევმატული დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, არის სახსრის გავა-თეძოს სახსარი, რომლის ანთებაც არის აღწერილი.
არის ძლიერი ტკივილი, უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, ხელჯოხს ხმარობს, უჭირს, თუმცა ასრულებას გარკვეულ მოძრაობებს თვითმომსახურების ფარგლებში. ამ მონაცემების მიხედვით, რევმატულ პათოლოგიაზე საუბარი არის ანთებით სახსროვან პათოლოგიაზე, რომელიც სავარაუდოდ პროგრესირებს, რადგან 2024 წელს მხოლოდ პერიფერიული სახსრები იყო. 2024 წელს თურქი ექიმების მიერ დაისვა დიაგნოზი რეაქტიული ართრიტი, ახლა ვითარება რადიკალურად შეცვლილია.
თუმცა ამით, ეს პრობლემა არ მთავრდება. 2024 წელს დაფიქსირებულია ჰემოლიზური ანემიის არსებობა, თურქეთის რესპუბლიკაში.
ამავე პერიოდში საუბარი იყო გარკვეულ ინფექციებზეც, რომლებზეც მკურნალობა ჩაუტარდა. გარკვეულ პერიოდში 2024 წლეს საუბარი არის, ფილტვის დაზიანებაზეც, რომლის სრული ვერიფიცირებაც ვერ მოხდა.
ეს ყველაფერი გამოკვლევების ჩატარებას აუცილებელს ხდის, მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე სპეციალისტის კონსულტაცია მოხდეს და უამრავი კვლევა ჩატარდეს, ასევე განისაზღვროს თუ რა როლი აქვს აუტო იმუნური ჰემოლიზური ანემია, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში, ეს საფრთხე მხოლოდ ჰორმონის მაღალი დოზის გამოყენების შემდეგ მოიხსნა.
პაციენტის გასინჯვა ძნელი იყო, მიუხედავად მისი მონდომებისა. ეს გაძნელება ჰქონდა ტკივილის გამო. პაციენტს სამედიცინო მაგიდაზე გასინჯვისთვის დაწოლა გაუძნელდა. ვერ გავსინჯეთ ტკივილის გამო - გავა-თეძოს სახსარი, ვერ შეფასდა ვერც მენჯ-ბარძაყის სახსრის მოძრაობა.
ვფიქრობ, რომ კვლევა მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩატარდეს, რადგან გამოირიცხოს ყველა შესაძლო ვარიანტი, გაითვალოს ყველა რისკი.
არც ერთი ქვეყნის ექიმი გამოკვლევას არ და ვერ დაიწყებს, სანამ სრულად კვლევა არ ჩატარდება“, - განაცხადა ექიმმა რევმატოლოგმა.