რუსეთის სიდიდით მეოთხე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ და ბენზინის სიდიდით მეორე მწარმოებელმა უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა. იუწყება Reuters. წყაროების ინფორმაციით, ამან შესაძლოა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი კიდევ უფრო გაამწვავოს.
გადამამუშავებელი ქარხანა რეგიონში, მოსკოვიდან აღმოსავლეთით 450 კილომეტრში მდებარეობს და რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Lukoil-ის საკუთრებაშია. როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად გადამამუშავებელი ქარხნის მთავარი გადამამუშავებელი ბლოკი დაზიანდა.
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე შორ მანძილზე მოქმედეი დრონებით განხორციელებული დარტყმების მიზანია, შეასუსტოს ომის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყარო და ომის შედეგები თავად რუსეთის მოსახლეობამაც უფრო მძაფრად იგრძნოს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მოსახლეობაში უთანხმოების დათესვას ისახავს მიზნად.