უკრაინის მილიციამ 3 დაკავებული ქართველი დამკვირვებელიც გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დონეცკის სამმართველოს ქართველმა დამკვირვებლებმა ცოტა ხნის წინ დატოვეს. "ქართველი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე უკრაინული მედიის შტატგარეშე კორესპონდენტების სტატუსით იმყოფებოდნენ და შესაბამისად, მილიციას მათი დაკავების...
უკრაინის მილიცია საარჩევნო კანონდარღვევის შესახებ რამდენიმე ინფორმაციას ამოწმებს. კერძოდ, მოწმდება ინფორმაცია ჩერნიგოვის ერთ-ერთი აგროლიცეუმის დირექტორის შესახებ, რომელიც სტუდენტებს, გავრცელებული ინფორმაციით, აიძულებდა ხმა მისთვის სასურველი პრეზიდენტობის კანდიდატისთვის მიეცა. უკრაინის შსს-ის ინფორ...
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, რომ არჩევნების პროცესი ტექნიკური თვალსაზრისით სრულადაა უზრუნველყოფილი, მთელ რიგ საარჩევნო უბნებში ბიულეტენების უკმარისობა იგრძნობა. ლვოვის მხარეში მთელ რიგ საარჩევნო უბნებში საარჩევნო ბიულეტენები ბევრად ნაკლებია საარჩევნო სიე...
ხვალ, 18 იანვარს, სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრთა კაბინეტი 13:00 საათზე შეიკრიბება. შეგახსენებთ, რომ მთავრობამ წლის პირველი სხდომა გასულ კვირას გორში გამართა.აღსანიშნავია, რომ უკვე ზეგ, 19 იანვარს, სამდღიანი სამუშაო ვიზ...
ხვალ, 18 იანვარს, 12:00 საათზე, ბაკურიანში, სასტუმრო `მარკო პოლოში,~ სვანეთის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტისა და ანაკლიის, როგორც საზღვაო კურორტის დაგეგმარების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. პრეზენტაციას და...
ხვალ, 18 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნება გამოჩენილი ქართველი მომღერლის ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავი. ვარსკვლავის გახსნამდე კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ცერემონიალი _ შედგება რეჟისორ სალომე კობახიძის ფილმის "ცისანას" პრეზენტაც...
რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი მარკოვი ქართველ დამკვირვებლებს "ბოევიკებს" უწოდებს. "მე არ მეხება ქართველი დამკვირვებლების საკითხი, თუმცა ზოგიერთ პოლიტიკურ და საექსპერტო წრეში არსებობს მოსაზრება, რომ ისინი აქ ფალსიფიკაციის მიზნით არიან ჩამოსულები, რათა გავლენა იქონიონ არჩევნების შე...
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ქართველი დამკვირვებლების საკითხს "პროვოკაციას" უწოდებს. როგორც იუშჩენკომ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გარკვეული პოლიტიკური ძალები ამ საკითხით მანიპულირებას ცდილობენ. "ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებით ბევრი ტყული და ცინიზმი გავრცელდა...
გერმანიის მთავრობამ უსაფრთხოების მიზეზების გამო მიმართა ინტერნეტ მიომხმარებლებს დროებით თავი შეიკავონ კომპანია Microsoft-is Internet Explorer-ის ბრაუზერის გამოყენებისგან. შესაბამისი განცხადება გერმანიის საინფორმაციო ფედერალურმა სამსახურმა მას შემდეგ გააკეთა, რაც Microsoft-მა საკუთარ სისტემაში "სუს...
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გრიგოლ ქათამაძე უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით ქათამაძე უკრაინის პროკურატურას დღესვე მიმართავს, იქამდე კი, ამ საკითხთან დაკავშირებით ის სპეციალურ პრესკ...
11:00 საათის მდგომარეობით, დონეცკში ხმა ამომრჩეველთა 15 %-ზე მეტმა უკვე მისცა. ამის შესახებ დონეცკის ქალაქის ხელმძღვანელმა ალექსანდ ლუკიაჩენკომ განაცხადა. "ადგილობრივი დროით 11:00 საათისთვის, დონეცკში ხმა 113 313-მა ამომრჩევემა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 15,51 %-ს შეადგენს", - განმარტა მან. ...
უკრაინის ცესკოს თავმჯდომარის ვლადიმერ შაპოვალის განცხადებით, უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებას ცესკოსთვის სავალდებულო ხასიათი არ აქვს. ასე გამოეხმაურა შაპოვალი უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ, ქართველ დამკვირვებლების სასარგებლოდ წუხელ გამოტანილ რიგით მეორე გადაწყვეტილებას. "...
უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 10:00 საათის მდგომარეობით, ხმის მიცემასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია საარჩევნო უბნების 50 %-დან უკვე შევიდა. უკრაინის ცესკოს თავმჯდომარის ვლადიმერ შაპოვალის განცხადებით, ხმის მიცემა მიმდინარეობს 33 672 უბანზე, მათ შორის 32 079 ჩვეულებრივი საარჩევნო უბანია, 13 უ...
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიომიშენკომ ხმა დნეპროპეტროვსში, 26-ე ოლქის მე-2 საარჩევნო უბანზე მისცა. ჟურნალისტებთან საუბარში ტიმოშენკომ განაცხადა, რომ იგი ბრწყინვალე ხასიათზეა. "დღეს, ჩვენ მთელი ოჯახით, ჩემს გოგონასთან და მეუღლესთან ჩამოვედით ხმის მისაცემად იქ, სადაც ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ...
ჰაიტიში, პორტ-ო-პრენსში, გაეროს შტაბ-ბინის ნანგრევებისგან გათავისუფლებისას ქვეყანაში გაეროს მისიის ხელმძღვანელის ჰედი ანაბის, მისი მოადგილისა და სხვა კოლეგების ცხედრები აღმოაჩინეს. გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა პატივი მიაგო დაღუპულებს და განაცხადა, რომ მათ სიცოცხლე მშვიდობისთვის გასწირეს. ...