"როიტერს-იპსოს" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ამერიკელთა დახლოებით 60% უჭერს მხარს. მათ შორის, გამოკითხულ ამერიკელთა 48%-მა ობამას "ფრთხილ და წინდახედულ" მეთაურს უწოდებს, ხოლო 36% მიიჩნევს, რომ ობამას გადაწყვეტილებების მიღება უჭირს და მერყეობს.
რაც შეეხება რესპოდენტთა 17 %-ს, მათ ობამა ძლიერ და გადაწყვეტილებების მიმღებ პიროვნებად მოიხსენიეს.
ცნობისთვის, ოთხშაბათს პენტაგონმა განმარტა, რომ საერთაშორისო კოალიციის ძალებმა ოპერაციის ხუთი დღის განმავლობაში, ლიბიაში 600-ზე მეტი საბრძოლო ფრენა განახორციელა. რაკეტების რიცხვმა კი 160-ს გადააჭარბა.