აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ყველაფერს აკეთებს ნავთობის ფასების გასაზრდელად, აშშ-ში 3 ნოემბერს დაგეგმილი არჩევნების წინ.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
ტრამპის მტკიცებით, ირანი ყალბ თავდასხმებსაც კი იგონებს.
"ირანი ყველაფერს აკეთებს, რათა აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ ნავთობის ფასი გაზარდოს. ისინი ყალბ თავდასხმებსაც კი იგონებენ, ნაღმებს და ყველაფერ დანარჩენს, რადგან ამჟამად ჰორმუზის სრუტეში უფრო მეტი ნავთობი გადის, ვიდრე კონფლიქტის დაწყებამდეც კი.
ისინი კვლავ განაგრძობენ მომიტინგეებისა და ვინც გზად შეხვდებათ, ყველას მკვლელობას. ეს მართლაც ბოროტი რეჟიმია და მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ამერიკელი ხალხი და მსოფლიო მიხვდებიან, რამდენად ბოროტები არიან ისინი!
შვიდ თვეზე ნაკლებ დროში 75 000 მომიტინგე დაიღუპა. შოკისმომგვრელია, რომ მსოფლიო და დემოკრატიული პარტია, როგორც ჩანს, ამას ყურადღებას არ აქცევენ.
ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი და მას არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!" - წერს ტრამპი.
ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედროებმა ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ახალი გეგმები შეიმუშავეს.