ავტობანზე, ხაშურთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და სატვირთო მანქანა დაეჯახა.
"ქართლის ამბების" ინფორმაციით, სატვირთო მანქანას შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. მათი განცხადებით, დაშავებულია 2 ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.