ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აშშ-ის მცდელობები, ირანი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცია, წარუმატებელი აღმოჩნდა. მისივე თქმით, თავად შეერთებული შტატები თანდათან „მუხლებზე იჩოქებს“.
ფეზეშქიანმა ამის შესახებ 12 ნოემბერს, თურქეთში, COP31-ის კლიმატური სამიტის ფარგლებში განაცხადა.
ირანის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი ცდილობდა, ირანი და მისი მოსახლეობა დაემორჩილებინა, თუმცა ვითარება საპირისპიროდ განვითარდა.
ფეზეშქიანის განცხადებით, მიუხედავად კონფლიქტისა და მუქარისა, ირანის დიპლომატიური საქმიანობა აქტიურად გრძელდება და ქვეყანა სხვადასხვა სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს.
მან ასევე აღნიშნა, რომ COP31-ის სამიტი ირანისთვის კარგი შესაძლებლობა იყო სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრისა და თეირანის პოზიციების გასაცნობად. მისი მტკიცებით, ვაშინგტონის მცდელობა, ირანი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცია, უშედეგო აღმოჩნდა.