აშშ-მა ხმელთაშუა ზღვაში 4 ათასზე მეტი მეზღვაური და საზღვაო ქვეითი გააგზავნა. ყველა მათგანი სადესანტო შემადგენლობიდანაა, რომელიც ვირჯინიის შტატშია ბაზირებული. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს მეორე ფლოტის პრესსამსახური ავრცელებს და დასძენს, რომ გაგზანილი ქვეითები ლიბიაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ.
ჯგუფის კაპიტანი სტივენ იოდერი აცხადებს, რომ საზღვაო ქვეითების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება დაგეგმილ დროზე ადრე "გამოწვეულია უკიდურესი აუცილებლობით ლიბიაში შექმნილი სიტუაციის გამო".
იოდერის თქმით, სადესანტო გემებს მრავალი ამოცანის შესრულება შეუძლიათ - ჰუმანიტარული დახმარებით დაწყებული საბრძოლო მოქმედებებით დასრულებული. მათ მოვალეობებში ასევე შედის ზღვაზე უსაფრთხოების დამყარება.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში საერთაშორისო კოალიციამ ქვეყნის ლიდერის მუამარ კადაფის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 19 მარტს დაიწყო.