ატომურ ელექტროსადგურ ფუკუსიმას ახლოს ზღვის წყალში რადიაციული იოდის ნორმამ 147-ს გადააჭარბა.
ცნობილი გახდა, რომ რადიაციის ნორმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსთან ახლოს წყლის გამწმენდ რეზერვუარში მომატებულია. წყალში რადიაქტიული იოდი აღმოჩნდა, რომლის შემადგენლობაც ყოველ ერთ
ლიტრ წყალზე 210 ბეკერელეის შეიცავდა. მაშინ, როცა წყლის გამოყენების და ჩვილი ბავშვისთვის რძის დასამზადებლად უსაფრთხო ნორმა 100 ბეკერელეია.
დღეს ტოკიოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე წყალსაცავიდან ერთ წლამდე ბავშვებისთვის წყლის მიცემა დაუშვებელია. უკანასკნელმა შედეგებმა აჩვენა, რომ რადიაქტიული იოდი_131-ის კონცენტრაციამ ერთ კილოგრამზე 79 ბეკერელეი შეადგინა.
იოდი 131-ის კონცენტრაციის მატება ფუკუსიმა-1-ის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ ჰაერში ნარჩენების გატყორცნას უკავშირდება. ხელისუფლებამ ატომური სადგურის 20 კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა.
მიმდებარე ტერიტორიის გარშემო, 10 კილომეტრის სიშორეზე მდებარე სახლებში მცხოვრებ ადამაინებს კი შენობებიდან გასვლა აუკრძალა.
იოდი 131-ის შემცველობა განსაკუთრებით საშიშია ჩვილებისთვის.
შეგახსენებთ, ფუკუსიმა 1-ზე ავარია 11 მარტს მოხდა. რეაქტორის გაგრილების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ რეაქტორში ბირთვული საწვავი დაიღვარა, რამაც რადიაქტიული ნივთიერებები ჰაერში გადაისროლა. ავარიის შედეგად ფუკუსიმას ექვსი ენერგობლოკიდან ოთხი დაზიანდა.