იემენის ხელისუფლებამ ალ-ჯაზირას მაუწყებლობა აკრძალა.
უფრო ადრე იემენის ხელისუფლებამ ყატარის ტელეარხი მასობრივი ანტისახელისუფლო გამოსვლების მონაწილეთა სიმპათიის გამო დაადანაშაულა.
იემენის პარლამენტმა 30 დღის განმავლობაში განსაკუთრებული მდგომარეობის დაწესება დაამტკიცა. ქვეყანაში კონსტიტუციის მოქმედება შეჩერებულია, საპროტესტო აქციებზე აკრძალვა და ცენზურა წესდება.
თითქმის ორი თვის განმავლობაში იემენის აქტივისტები პოლიტიკური თავისუფლების გაფართოებისა და პრეზიდენტ ალი აბდულა სალეხის ხელისუფლების შეზღუდვისთვის იბრძვიან, რომელიც უკვე 30 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იმყოფება.