ფუკუსიმა ატომური ელქტროსადგურის პირველი რეაქტორს განადგურება ემუქრება. როგორც იაპონური მედიასაშუალებები იუწყებიან, ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა.
სპეციალისტები საწვავის სრულ დნობას არ გამორიცხავენ. ამ შემთხვევაში შედეგები სავალალო იქნება.
ენერგობლოკში ტემპერატურამ დასაშვებ ნორმას 98 ერთეულით გადააჭარბა და 400 გრადუსი შეადგინა.
ექსპერტები ამბობენ, რომ კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლად სარქველის გახსნაა საჭირო.