აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია დღეს კოდორიდან დევნილ ქოჩქიანების ოჯახში მივიდა. ბარამიამ ქუთაისში მცხოვრებ მრავალსულიან ოჯახს ფულადი დახმარება გადასცა. რამდენიმე დღის წინ ოჯახის ერთ ერთმა წევრმა, 14 წლის ნინო ქოჩქიანმა თავი მოიკლა. ის აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
გიორგი ბარამიასთან ერთად დევნილი ოჯახი ქუთაისის მერმა გიორგი თედორაძემაც მოინახულა. ქოჩქიანების ოჯახს რვა შვილი დარჩა და მათგან ერთ-ერთი უნარშეზღუდულია. ოჯახის უფროსი 37 წლის ლამზირა ქოჩქიანი კი უკურნებელი სენით არის დაავადებული.
გიორგი ბარამია დევნილ მოსახლეობას სამეგრელოსა და აჭარის რეგიონშიც შეხვდება.